You are on page 1of 6

ქვიზი 1 ნევროლოგია

ვარიანტი 1

1/ ნერვული სისტემის ფუნქციური ერთეული

ნერვული სისტემის სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს ნეირონი,,


ანუ ნერვული უჯრედი. მის შემადგენლობაში განარჩევენ სხეულს და მორჩებს;
დენდრიტებს, რომლებსაც მოაქვთ ინფორმაცია სხეულისკენ, და აქსონებს ,რომლებსაც
მიაქვთ ინფორმაცია სხეულისგან. ნეირონს აქვს რამდენიმე დენდრიტი და ერთი აქსონი.
ეს ნიშნავს, რომ ცენტრისკენ მიმავალი ნერვული ბოჭკოების რაოდენობა აღემატება
ცენტრიდან გამომავალი ბოჭკოების რაოდენობას. ფუნქციის მიხედვით ნეირონები
შეიძლება დაიყოს; აფერენტული- რომლებიც გადასცემენ ინფორმაციას ცენტრისკენ ,
ეფერენტული, რომლებიც გადასცემენ იმპულსებს ცენტრიდან პერიფერიისკენ და
ჩართული ნეირონები , რომლებიც აკავშირებენ მათ ერთმანეთთან და წარმოქმნიან
კოლატერალებს.

2/ მოტორული უნარების განვითარების ასაკის ზედა ზღვარი ჩვილობის პერიოდში

9 თვის ჩვილს შეუძლია დაჯდომა დახმარების გარეშე,11 თვის ჩვილს შეუძლია დგომა
დახმარებით, 14 თვის ჩვილს შეუძლია ხელებით და მუხლებით ცოცვა და
სიარული(დახმარებით), 17 თვის ჩვილს შეუძლია დადგეს დამოუკიდებლად, 18 თვის
ჩვილს შეუძლია სიარული დამოუკიდებლად.

3/ ზურგის ტვინის სეგმენტები და მათი ინერვაციის ზონები

ზურგის ტვინი შედგება 31-32 სეგმენტისაგან. მათ შორის განარჩევენ:

1. კისრის 8 სეგმენტი
2. გულმკერდის 12 სეგმენტი
3. წელის 5 სეგმენტი
4. გავის 5 სეგმენტი
5. კუდუსუნის 1 ან 2 სეგმენტი

განარჩევენ ორ შემსხვილებას: კისრის და წელის.

კისრის 1-4 სეგმენტის ინერვაციის ზონა არის კისრის კუნთები. კისრის მე5-7 და
გულმკერდის 1-2 სეგმენტების ტორსის მუსკულატურა, წელის მე2-5 და გავის 1-2
სეგმენტების საინერვაციო ზონა არის ქვემო კიდურები. და გავის მე3-5 სეგმენტის
შარდსასქესო ორგანოები.

4/პოსტნატალური განვითარების ეტაპი 2-6 თვის ასაკი


2-3 თვე
იჭერს თავს, იღიმება, წარმოთქვამს ხმოვან ბგერებს, (ღუღუნებს), კისრის ტონური
სიმეტრიული მდებარეობაM(კისრის ტონური რეფლექსი), კიდურებში დიდი
ამპლიტუდის მოძრაობები, მყესთაA რეფლექსები, მზერას აფიქსირებს და სათამაშოს
თვალს აყოლებს, აქტიურად წოვს, აქვს მკვეთრად განსხვავებული ძილის და
ღვიძილის პერიოდები, აქვს ნაბიჯები ვერტიკალურ მდგომარეობაში,
ვერტიკალურად დაჭერისას ფეხები მოხრილია, თავი ზევით გადაწეული.
4 თვე
თავს იჭერს კარგად, აქვს თავის მინიმალური გადახრა, ღუღუნებს და იცინის,
იკვლევს მტევნებს, კიდურების ტონუსი საშუალო ან შემცირებულია, ბგერით
გამღიზიანებელზე ბრუნდება, ბრუნავს მუცლიდან ზურგზე, ტაცების, წოვის და
კისრის ტონური რეფლექსი ემორჩილება ნებას.
5-6 თვე
ბუტბუტებს, იღებს საგნებს, თამაშისას გამოსცემს ბგერებს, ანსხვავებს ოჯახის
წევრებს და უცხოს, ქრება მოროს და ტაცების რეფლექსი, ცდილობს იპოვოს
დაკარგული საგანი, იწყებს ჯდომას, მჯდომარე მდგომარეობაში გადასვლისას თავის
გადახრა არ აქვს, ქრება კისრის ტონური რეფლექსი, ვლინდება ლანდაუს რეფლექსი
(მუცელზე წოლისას თავი უჭირავს ჰორიზონტალური დონის ზემოთ და ხრის უკან
ჰორიზონტალურ მდგომარეობში) იწყებს საგნის ტაცებას ერთი ხელით, ბოთლს
იჭერს ხელში.

5/ ზედაპირული მგრძნობელობის ტიპები, მათი დარღვევის სახეები

ტაქტილური ანუ შეხებით მგრძნობელობა მისი გამოკვლევა ხდება ფუნჯის ან ბამბის


ქულის კანის ზედაპირზე შეხებით.აგრეთვე ტაქტილურ შეგრძნებებს მიეკუთვნება
სითბო სიცივის გარჩევის უნარი, მისი კვლევა ხდება ყინულის და ცხელი წყლით
შევსებული სინჯარის კანთან შეხებით. კინესთეზია-პაციენტს ვთხოვთ მოდუნდეს და
ვასრულებთ პასიურ მოძრაობებს მისი კიდურებით, ვახრევინებთ ხელს, რომელიმე
თითს, ფეხს და მან დახუჭული თვალით უნდა გამოიცნოს თავისი კიდურის
მდებარეობა.ვიბრაციული მგრძნობელობა, რომელსაც ვიკვლევთ კამერტონით და
ბარომგრძნობელობა, ორმელსაც ვიკვლევთ სხვადასხვა ძალით ზეწოლით კანის
ზედაპირზე. სტერეოგნოზისი,რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა დახუჭული თვალით
უნდა გამოიცნოს მის ხელში მოთავსებული საგანი. (ტაქტილურ მგრძობელობაზეა
დამყარებული)

თუ ადამიანი ვერ ამოიცნობს თავისი სხეულის ნაწილების სივრცეში მდებარეობას, ამას


ეწოდება სენსიტიური ატაქსია. ასევე გვაქვს სტატიკური და დინამიური ატაქსია
(რომბერგის და ცხვირ-თითის სინჯით გამოკვლევა)
ვარიანტი 2

1/ ნერვული სისტემის სტრუქტურული ერთეული

ნერვული სისტემის სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს ნეირონი,,


ანუ ნერვული უჯრედი. მის შემადგენლობაში განარჩევენ სხეულს და მორჩებს;
დენდრიტებს, რომლებსაც მოაქვთ ინფორმაცია სხეულისკენ, და აქსონებს ,რომლებსაც
მიაქვთ ინფორმაცია სხეულისგან. ნეირონს აქვს რამდენიმე დენდრიტი და ერთი აქსონი.
ეს ნიშნავს, რომ ცენტრისკენ მიმავალი ნერვული ბოჭკოების რაოდენობა აღემატება
ცენტრიდან გამომავალი ბოჭკოების რაოდენობას. ფუნქციის მიხედვით ნეირონები
შეიძლება დაიყოს; აფერენტული- რომლებიც გადასცემენ ინფორმაციას ცენტრისკენ ,
ეფერენტული, რომლებიც გადასცემენ იმპულსებს ცენტრიდან პერიფერიისკენ და
ჩართული ნეირონები , რომლებიც აკავშირებენ მათ ერთმანეთთან და წარმოქმნიან
კოლატერალებს.

2/ ნატიფი მოტორული უნარების განვითარების ასაკის ზედა ზღვარი ჩვილობის


პერიოდში

4 თვის ჩვილს შეუძლია საგანზე წვდომა. 5 თვის ჩვილს შეუძლია ზედა კიდურით
ჩაჭიდება. 7 თვის ჩვილს შეუძლია საგნის გადატანა ერთი ხელიდან მეორეში. 8-10 თვის
ჩვილს შეუძლია ნატიფი ჩაჭიდება.

3/ზურგის ტვინის სეგმენტების დაზიანების სიმპტომატოლოგია

ზურგის ტვინის წინა რქებისა და წინა ფესვების დაზიანება იწვევს; კიდურების


პერიფერიულ დამბლებს კუნთოვანი ჰიპოტონიით და კუნთების ატროფიით. მყეს
ძვალტა რეფლექსები არ იწვევა. ზიანდება ის კუნთები, რომელთა ინერვაციას აწარმოებს
დაზიანებული სეგმენტები.უკანა რქების და ფესვების დაზიანება ძირითადად
მგრძნობელობის დარღვევებით გამოიხატება.

ა/ უკანა ფესვების დაზიანებას ახასიათებს ძლიერი გამკრავი ხასიათის ტკივილები


ხერხემლის გასწვრივ, ანესთეზია, ჰიპოესტეზია, რეფლექსები არ იწვევა.

ბ/ უკანა რქების დაზიანებისას დარღვეულია მგრძნობელობის ფუნქცია, არ არის


ტკივილის და ტემპერატურული მგრძნობელობა, შენახულია ტაქტილური და
ძვალკუნთოვანი მგრძნობელობა. რეფლექსები იწვევა.

გ/ გავის მე3-4-5 სეგმენტები არეგულირებენ შარდის გამოყოფას და დეფეკაციას,


ამიტომ ამ ნაწილის დაზიანებისას შესაძლებელია უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, ან
პირიქით შარდის შეკავება.

სრული დაზიანება გამოიხატება ტეტრაპლეგიით ან პარაპლეგიით.

4/ რეფლექსი, რეფლექსური რკალი, მუხლის რეფლექსის რეფლექსური რკალი


რეფლექსი არის საპასუხო რეაქცია გამღიზიანებელზე, რომელიც ნერვული სისტემის
მეშვეობით ხორციელდება. რეფლექსი წარმოადგენს ნერვული სისტემის მოქმედების
ფუნქციურ ერთეულს. რეფლექსები არის პირობითი და უპირობო, ანუ თანდაყოლილი
და შეძენილი.

რეფლექსური რკალი შედგება ორი ან სამი ნეირონისაგან. ორი ნეირონიდან ერთი


ყოველთვის არის სპინალური განგლიების უჯრედები და მეორე მოტონეირონები.
ზურგის ტვინის განგლიური უჯრედები თავისი მორჩებით წარმოადგენენ აფერენტულ
გზას, ანუ გზას პერიფერიიდან ცენტრისკენ და წინა რქისმოტონეირონები
წარმოადგენენ აფერენტულ გზას ანუ ცენტრიდან პერიფერიისკენ.

რეფლექსის გამოწვევა ხდება ნევროლოგიური ჩაქუჩის კვირისტავზე მსუბუქი


დარტყმით. საპასუხოდ იკუმშება ბარძაყის ოთხთავა კუნთი და ფეხი იშლება მუხლის
სახსარში.ამ რეფლექსის რეფლექსური რკალი შედგება ორი ნეირონისგან; რომელთა
რკალი იკვრება ზურგის ტვინის მ2-4 წელის სეგმენტის დონეზე. ასე სხვადასხვა
რეფლექსური რკალი იკვრება ზურგის ტვინის სხვდასხვა სეგმენტის ან ცნს-ის
სხვადასხვა დონეზე.ნევროლოგიური ჩაქუჩის დაკვრის შედეგად იჭიმება როგორც
მყესი, ასევე კუნთი და ეს წარმოადგენს გამღიზიანებელ ფაქტორს მუხლის და სხვა
მსგავსი რეფლექსების აღძვრისათვის.

5/ სენსიტიური ატაქსია, სტატიკური და დინამიური ატაქსიის კვლევის მეთოდები

თუ ადამიანი ვერ ამოიცნობს თავისი სხეულის ნაწილების სივრცეში მდებარეობას, ამას


ეწოდება სენსიტიური ატაქსია.

სტატიკურს ვიკვლევთ რომბერგის პოზით( ვთხოვთ პაციენტს დადგეს სწორად, ხელები


გამართოს წინ და დახუჭოს თვალები), უნდა იდგეს მყარად. დინამიურობას ვიკვლევთ
ცხვირთითის ( ვთხოვთ პაციენტს დახუჭული თვალით იპოვოს ცხვირის წვერი) ან
მუხლქუსლის ცდით(ვთხოვთ წოლით მდგომარეობაში მარცხენა ფეხის ქუსლი შეახოს
მარჯვენა მუხლს და პირიქით)

ვარიანტი 3

1/ნერვული სისტემის აგებულება და ფუნქციები

ნერვული სისტემა იყოფა ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად. ცენტრალურ


ნერვულ სისტემას მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი, პერიფერიულს მათგან
გამომავალი ნერვები და ნერვული წნულები. ცალკე ერთეულად გამოყოფენ
ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, რომლის ცენტრები მოთავვსებულია თავისა და
ზურგის ტვინში, პერიფერიული ნაწილი კი მოიცავს ვეგეტატიურ კვანძებს, წნულებს და
ბოჭკოებს.

ნერვული სისტემის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სხვადასხვა ფიზიოლოგიური


პროცესების რეგულირება ორგანიზმის შინაგანი გარემოსა და გარემო პირობების
ცვლილებასთან შესაბამისობაში, ანუ ორგანიზმის ადაპტაცია შინაგანი გარემოსა და
გარემო პირობების ცვლილებასთან.
2/ თავის ტვინის გარსები, თავზურგტვინის სითხე, მათი ფუნქციები

თაის ტვინს აქვს სამი დამცავი გარსი: გარეთა მაგარი გარსი, შუა ქსელისებრი
(არაქნოიდული) და შიგნითა რბილი გარსი. გარეთა გარსი შედგება ორი ფირფიტისგან,
ერთი მათგანი მჭიდროდ ეკვრის თავის ქალის შიგნითა ზედაპირს, მეორე მდებარეობს
ქსელისებრ გარსთან ახლოს. ქსელისებრ გარსსა და რბილ გარსს შორის არის სივრცე,
რომელსაც სუბარაქნოიდული სივრცე ეწოდება, რბილი გარსი მჭიდროდ ეკვრის თავის
ტვინს, ამოფენს ნაოჭებსაც და პარკუჭების ზედაპირებსაც

თავზურგტვინის სითხე წარმოიქმნება სისლძარღვოვანი წნულების მიერ პარკუჭების


ღრუებში, მაჟანდისა და ლუშკას ხვრელების მეშვეობით გაედინება დიდ ცისტერნაში,
შემდეგ სუბარაქნოიდულ სივრცეში. მისი უკუშეწოვა ხდება ლიმფური ძარღვების ან
ვენების მიერ. ის მოთავსებულია სუბარაქნოიდულ სივრცეში.

თავზურგტვინის სითხე წარმოადგენს მექანიკურ დამცავ ბარიერს თავისა და ზურგის


ტვინისათვის ტრავმებისა და მკვეთრი მოძრაობების დროს.

3/ ახალშობილთა ფიზიოლოგიური რეფლექსები

თვალის ხამხამი, თავის მობრუნებისას თვალების ტონური დევიაცია, წოვა, ლოყაზე


შეხებისას პირის მობრუნება, ყლაპვა, მთქნარება, ტაცება, მუცელზე წოლისას თავის
ხანმოკლე გასწორება, მოროს რეფლექსი, კიდურების მოხრილი მდებარეობა, ორთავა
კუნთის და მყეს-ძვალთა სხვა რეფლექსები, ფეხისგულის მოხრითი რეფლექსი,
სტაბილური ტემპერატურა, სუნთქვა და არტერიული წნევა, ძილის და ღვიძილის
პერიოდები, ძლიერი ტირილი

კვებითი, წოვის და ყლაპვის რეფლექსები. აგრეთვე თავდაცვის რეფლექსი


მუცელზე წოლისას ბავშვი რეფლექსურად თავს მაღლა წევს და გვერდზე აბრუნებს
ხორთუმისებრი რეფლექსი – პირის კუთხესთან თითის
დარტყმისას ტუჩების ხორთუმისებრი წინ
წამოწევა.ორბიკულურ-პალპებრული რეფლექსი – თვალის ორბიტის ზედა რკალზე
თითის დარტყმისას ვლინდება ქუთუთოს დახუჭვა.წოვის რეფლექსი
პირის ღრუში თითის ან საწოვარას
მოთავსებისას აქტიური წოვითი მოძრაობის დაწყება.ძუძუს ძებნის (კუსმაულის)
რეფლექსი
პირის კუთხესთან კანის გაღიზიანებისას ტუჩის ქვემოთ დაშვება, ენისა და თავის
მობრუნება გაღიზიანების მხარეს.

4/პოსტნატალური განვითარების ეტაპი 8-12 თვე

8 თვიდან ჩვილი იგებს საკუთარ სახელს,9 თვე


ხოხავს და დგება, დგას დახმარებით, მყარად ზის, ბუტბუტებს “დედა”, “მამა” ან
მსგავს სიტყვებს, შემოდის კონტაქტში, თხოულობს ყურადღებას, სვამს ჭიქიდან, არის
ლანდაუს და “პარაშუტის” რეფლექსი, აერთებს ხელის დიდ და საჩვენებელ თითს. 10
თვიდან
12 თვე დამოუკიდებლად დგას, დადის თვითონ ან დახმარებით, ცდილობს
დამოუკიდებლად ჭამას, წარმოთქვამს რამდენიმე მარტივ სიტყვას, იმეორებს
ბგერებს, აგდებს საგნებს, აქვს ფეხისგულის მოხრითი რეფლექსი.

5/რეცეტორების სახეები, ზედაპირული მგრძნობელობის გასინჯვის მეთოდიკა

1/ ექსტერორეცეპტორები, რომლებიც მდებარეობენ გარეთ ანუ კანის ზედაპიზე და


კანქვეშ, და იღებენ გაღიზიანებას გარედან

2/ პროპრიორეცეპტორები, რომლებიც განლაგებული არიან კუნთებში, სახსრებში,


ძვლებში, მყესებში,აგრ. ლაბირინთშიც იღებენ გაღიზიანებას კუნთებიდან მათი
შეკუმშვისას, მყესებიდან მათი დაჭიმვისას და სხეულის ნაწილების და ზოგადად
სხეულის სივრცეში განლაგების შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას.

3/ინტერორეცეპტორები, რომლებიც განლაგებული არიან შინაგან ორგანოებში და


განაპირობებენ ე,წ, ვისცერალურ ინერვაციას.

ტაქტილური ანუ შეხებით მგრძნობელობა. მისი გამოკვლევა ხდება ფუნჯის ან ბამბის


ქულის კანის ზედაპირზე შეხებით.აგრეთვე ტაქტილურ შეგრძნებებს მიეკუთვნება
სითბო სიცივის გარჩევის უნარი, მისი კვლევა ხდება ყინულის და ცხელი წყლით
შევსებული სინჯარის კანთან შეხებით.

You might also like