You are on page 1of 39

თავის ტვინი, ENCEPHALON.

თავის ტვინის აგებულების ზოგადი მიმოხილვა.


მოგრძო ტვინი, medulla oblongata. ხიდი, pons. ნათხემი, cerebellum.
თავის ტვინის მეოთხე პარკუჭი, ventriculus quartus.

დოცენტი
ნაზაროვა დარია
თავის ტვინის ემბრიოგენეზი

 თავის ტვინის ემბრიოგენეზი გადის რამდენიმე ეტაპს: ტვინის 3 და 5


ბუშტუკოვან ეტაპს.
 ტვინის 3 ბუშტუკოვანი ეტაპი - მე-4 კვირის დასაწყისში ემბრიონის
ნერვული მილის წინა ნაწილი ქმნის 3 ბუშტუკს – წინა ტვინი
(prosencephalon), შუა ტვინი (mesencephalon) და რომბისებური ტვინი
(rhombencephalon); ამ უკანასკნელს გააჩნია გაგანიერებები, რომბომერები,
რაც მეტყველებს მის სეგმენტურ აგებულებაზე; ის თანდათან გადადის
ზურგის ტვინში.
 ტვინის 5 ბუშტუკოვანი ეტაპი - მე–5 კვირის დასაწყისში ემბრიონის წინა
ტვინი (prosencephalon), იყოფა ორ ნაწილად: საბოლოო (telencephalon) და
შუამდებარე (diencephalon). შუა (mesnecephalon) შენარჩუნდება, და
რომბისებური ტვინი (rhombencephalon) იყოფა ორ ნაწილად: უკანა
(metencephalon) და მოგრძო (myelenencephalon, medulla oblongata). უკანა
ტვინი (metencephalon) სქელდება და ქმნის ტვინის ხიდს (pons; ვაროლის
ხიდი), ხოლო მის დორსალურ ნაწილში კი ყალიბდება ნათხემი, cerebellum.
 შუა ტვინი იყოფა დორსალურად მდებარე შუა ტვინის სახურავად და ვენტრალურად
განლაგებულ ტვინის ფეხებად. შუამდებარე ტვინში გამოყოფენ ჰიპოთალამუსს, ეპითალამუსს,
თალამუსს (მხედველობის ბორცვი) და მეტათალამუსს. საბოლოო ტვინი ქმნის ორ
ნახევარსფეროს. მე–3 თვეზე ნახევარსფეროების ზედაპირებზე ჩნდება გვერდითი ფოსო, ხოლო
მე–4 თვის ბოლოსთვის წარმოიქმნება პირველადი ნაოჭები, რომლებიც ნახევარსფეროებს
ყოფენ წილებად. მე–5 თვიდან ხდება ნაოჭების და ხვეულების ინტენსიური წარმოქმნა;
ნახევარსფეროებს შორის ყალიბდება შეხორცებები. თავის ტვინის პარკუჭები წარმოიქმნებიან
თავის ბუშტუკების ღრუებისგან, რომლებსაც თავდაპირველად გააჩნიათ თხელი კედლები.
თავის ტვინის ნახევარსფეროებში წარმოიქმნება წყვილი გვერდითი პარკუჭი, ხოლო
შუამდებარე ტვინში – III პარკუჭი, რომბისებურ ტვინში – IV პარკუჭი, რომელიც გრძელდება
ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში. შუა ტვინში შენარჩუნებულია წვრილი არხი, რომელიც
აერთებს III და IV პარკუჭებს – თავის ტვინის არხი. თავის ბუშტუკების გვერდით კედლებში
ვითარდება უჯრედული მასები, ხოლო პარკუჭების სახურავებზე რჩება თხელი უბნები, სადაც
ყალიბდებიან ცერებროსპინალური სითხის გამმომუშავებელი სისხლძარღვოვანი წნულები.
თავის ტვინის განვითარება
 განვითარების პროცესში მყოფ თავის ტვინში წარმოიქმნება თეთრი და რუხი ნივთიერება. რუხი ნივთიერება (substantia
grisea) შეიცავს ნეირონების სხეულებს, მისგან ყალიბდება ცნს–ის ბირთვები (nuclei) და ქერქი (cortex). თეთრი
ნივთიერება (substantia alba) შედგება ნეირონების წანაზარდებისგან, რომლებიც ქმნიან კონებს (fasciculi) და ტრაქტებს
(tractus), რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ ცენტრალური ნერვული სისტემის გამტარი გზების შემადგენელ
ნაწილებს. მუცლადყოფნის პერიოდის ბოლო თვეში იწყება ნერვული ბოჭკოების მიელინიზაცია, რომელიც
მიმდინარეობს უკანა ტვინიდან წინა მიმართულებით; აღნიშნული პროცესი სრულდება ბავშვის დაბადების შემდეგ.
 ახალშობილის თავის ტვინის მასა შეადგენს დაახლოებით 400 გრ და დამოკიდებულია სხეულის მასაზე (სხეულის
მასის დაახლოებით 12,3–12,8%). თავის ტვინის ზრდა სიცოცხლის პირველ წლებში ინტენსიურად მიმდინარეობს,
შემდეგ თანდათან ნელდება და სრულიად წყდება 20 წლის ასაკისთვის. სიცოცხლის პირველ წელს თავის ტვინის მასა
2–ჯერ მატულობს, 3 წლის ასაკისთვის – 3-ჯერ, ხოლო 7 წლის ბავშვების თავის ტვინის მასა შეადგენს მოზრდილი
ადამიანის ტვინის მასის 80%. მამაკაცის თავის ტვინის მასა საშუალოდ შეადგენს 1400 გრ, ხოლო ქალის – 1200 გრ, რაც
შეადგენს სხეულის მასის 2%; შეიცავს 25 მლრდ, ნეირონს. სქესობრივი და ინდივიდუალური განსხვავებები
,

დაკავშირებულია სხეულის მასაზე და სიგრძეზე, სხეულის აგებულების თავისებურებებზე. 60 წლის შემდეგ თავის
ტვინის მასა მცირდება (განსაკუთრებით თვალშისაცემია 80 წლის შემდეგ; მამაკაცებში საშუალოდ 13%–ით, ხოლო
ქალებში – 16%–ით). 60 წელს გადაცილებულ პირებს აღენიშნებათ თავის ტვინის ნეირონების რაოდენობის შემცირება.
თავის ტვინის აგებულების ზოგადი მიმოხილვა

 თავის ტვინზე განარჩევენ:

 ზედა-გვერდითი ზედაპირი (facies superolateralis) - ოვალური ფორმისაა, მდებარეობს ქალასარქვლის


ქვეშ;

 ქვედა ზედაპირი (facies inferior hemispheria) - ფუძე, ქალას ფუძის შესაბამისად უსწორმასწოროა და
მის წინა, შუა და უკანა ფოსოს შეესაბამება თავის შუბლის წილი, საფეთქლის წილი და ნათხემი.

 თავის ტვინში გამოყოფენ:

 დიდ ტვინს, ანუ ჰემისფეროებს (cerebrum hemispheria);

 ტვინის ღეროს (truncus encephalicus), რომელიც აერთიანებს მოგრძო ტვინს, ხიდს და შუა ტვინს;

 ნათხემს (cerebellum).
facies inferior hemispheria

 ჰემისფეროების ქვედა (ფუძის) ზედაპირი რთული ფორმისაა და მასზე განარჩევენ:

 თავის ტვინის ქვემო ზედაპირზე შუბლის წილები გაყოფილია ტვინის გასწვრივი ღრმა ნაპრალით (fissure
longitudinalis cerebri). ამ ნაპრალის მეზობლად მდებარეობენ ყნოსვის ტვინის ნაწილები:

 ყნოსვის ბოლქვი - bulbus olphactorius, ყნოსვის ტრაქტი - tractus olphactorius, ყნოსვის სამკუთხედი - trigonum
olphactorium. ყნოსვის ბოლქვს ქვემოდან უკავშირდება 15-20 მკრთალი ნერვული კონა - ყნოსვის ნერვები 1 წყვილი -
nn. olphactorii. მის უკან მდებარეობს წინა დახვრეტილი სუბსტანცია - substantia perforata anterior.

 მხედველობის ჯვარედინი (chiasma opticum) - იქმნება მხედველობის ნერვების შერწყმით, ჯვარედინიდან წინისაკენ
თვალის კაკალში მიდის საკმაოდ მსხვილი, მომრგვალო ფორმის თავის ტვინის ნერვების მე-2 წყვილი -
მხედველობის ნერვი - nervus opticus, ხოლო ჯვარედინის უკან ტვინისაკენ მიიმართება მხედველობის ტრაქტი -
tractus opticus; ეს უკანასკნელი უხვევს ტვინის ფეხს და აღწევს ე.წ. დამუხვლილ სხეულს და მხედველობის ბორცვს;

 მხედველობის ჯვარედინის უკან მდებარეობს რუხი ბორცვი (tuber cinereum) და მასზე განარჩევენ: ძაბრი
(infundibulum) - მასზე ჩამოკიდებულია ტვინის დანამატი - hypophisis;
 დვრილისებრი სხეულები (corpora mamilaria) - წყვილი მცირე ზომის შემაღლებები, მდებარეობს რუხი ბორცვის
უკან. მასზე განარჩევენ: ტვინის ფეხები (pedunculi cerebri) - უკნიდან მოსაზღვრავს დვრილისებრ სხეულებს;
ფეხთაშუა ფოსო (fossa interpeduncularis) - მდებარეობს ტვინის ფეხებს შორის და მდიდარია სისხლძარღვების
შესავალი ხვრელებით და მას უკან მდებარეობს დაცხრილული სუბსტანცია (substantia perforanta posterior).

 ტვინის ფეხების მედიალურად სპეციალური ღარიდან გამოდის ორივე მხარეზე მე-3 წყვილი - თვალის
მამოძრავებელი ნერვი - n. oculomotorius. ტვინის ფეხებსა და ფეხთაშუა ფოსოს უკან ძევს მსხვილი, წინიდან და
უკანიდან მკაფიოდ მოსაზღვრული, განივი მიმართულებით დასერილი ხიდი - pons. იმ ნაპრალში, რომელიც
არსებობს ტვინის ფეხსა და საფეთქლის წილს შორის ორივე მხარეზე, ტვინის ქვემო ზედაპირზე ჩნდება თავის
ტვინის მე-4 ნერვი - ჭაღისებრი ნერვი - n. trochlearis, რომელიც ფაქტიურად ტვინის ღეროს დორსალურ მხარეზე
გამოდის, შუატვინის სახურავის უკან, ე.წ. ზემო ფარდის ლაგამის გვერდით. ხიდი გვერდებისაკენ ვიწროვდება და
ქმნის შუა ნათხემის ფეხებს - pedunculi cerebellaris medii (brachia pontis). ხიდის შუა ხაზზე ნათლად მოჩანს
ძირითადი ღარი - sulcus basilaris, რომელზედაც თანამოსახელე არტერია გაივლის. ნათხემის შუა ფეხებიდან
გამოდის თავის ტვინის მე-5 წყვილი - სამწვერა ნერვი - n. trigeminus. ხიდის უკან მდებარეობს ბოლქვისმაგვარი,
ოდნავ გაბრტყელებული სხეული, ე.წ. მოგრძო ტვინი - medulla oblongata, რომელიც ქვევით თანდათან ვიწროვდება
და ზურგის ტვინში გადადის. ხიდსა და მოგრძო ტვინის ე.წ. პირამიდას შორის მდებარე ღარიდან გამოდის თავის
ტვინის მე-6 წყვილი, განმზიდველი ნერვი - n. abducens.
 მოგრძო ტვინის გვერდებზე მდებარეობენ ნათხემის ჰემისფეროები, რომელთა ნივთიერებაში შეიჭრებიან შუა ფეხები.

ხიდის უკან, მოგრძო ტვინსა, ნათხემსა და ე.წ. კვირტს (flokulus) შორის გამოდის ზედიზედ სამი ნერვი: სახის ნერვი - n.

facialis (VII წყვილი), კარიბჭე-ლოკოკინის ნერვი - n. vestibulocochlearis (VIII წყვილი) და მათ შორის შუამდებარე ნერვი

- n. intermedius.

 მოგრძო ტვინის გვერდითი ზედაპირიდან გამოდის სამი ნერვი: თავის ტვინის IX წყვილი ენა-ხახის ნერვი - n.

glossopharyngeus, ცთომილი ნერვი - n. vagus (X წყვილი) და რამდენიმე წვრილი ფესვით გამოდის XI წყვილი

ნერვი, დამატებითი ნერვი - n. accessorius.

 მოგრძო ტვინის წინა ზედაპირის შუა ხაზზე გაივლის წინა შუა ნაპრალი - fissura mediana anterior, მის ორივე გვერდზე,

ხიდის უკან მოთავსებულია ორი მომსხვილო სხეული, რომელთაც პირამიდებს - pyramis - უწოდებენ. მოგრძო ტვინის

წინა შუა ნაპრალში პირამიდების ნერვული ბოჭკოები ერთი მხრიდან გადადიან მეორე მხარეზე, ე.ი. ჯვარედინდებიან.

ამ ადგილს პირამიდათა ჯვარედინი - decussatio pyramidum ეწოდება. პირამიდთა ჯვარედინით ზუსტად აღინიშნება

საზღვარი თავისა და ზურგის ტვინს შორის. პირამიდების გვერდით მდებარეობს ორი სხეული, მოგრძო,

მომრგვალებული ბოლოებით, რომლებსაც უწოდებენ ოლივებს - olivae. პირამიდასა და ოლივებს შორის

გამოდის ენისქვეშა ნერვი - n. hypoglossus (XII წყვილი).


თავის ტვინის ნერვები

 თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი:


I - ყნოსვის - n. olphactorii;
II - მხედველობის - n. opticus;
III - თვალის მამოძრავებელი - n. oculomotorius;
IV - ჭაღისებრი - n. trochlearis;
V - სამწვერა - n. trigeminus;
VI - განმზიდველი - n. abducens;
VII - სახის - n. facialis;
VIII - კარიბჭე-ლოკოკინასი -n. vestibulocochlearis;
IX - ენა-ხახის - n. glossopharyngeus;
X - ცდომილი - n. vagus;
XI - დამატებითი - n. accessorius;
XII - ენისქვეშა - n. hypoglossus.
მოგრძო ტვინი, medulla oblongata.
მოგრძო ტვინის შინაგანი აგებულება
 რუხი ნივთიერება - წარმოდგენილია ბირთვებით:
 ოლივის ბირთვი (nucleus olivaris) – გააჩნია კლაკნილი ფირფიტის (მარყუჟის) ფორმა, რომლის გარეთა ნადრეკი იმეორებს ოლივის
გარეგან ფორმას. მასზე განარჩევენ: ოლივის ბირთვის კარი (hilus nuclei olivaris) - მარყუჟის გახსნილი ბოლო, მიმართულია ტვინის
ცენტრისკენ; გაფანტული ბოჭკოები (tractus oliivocerebralis) - ბირთვს აკავშირებს ნათხემთან; ოლივის დამატებითი მედიალური ბირთვი
(nucleus olivaris accessories medialis) - მედიალურადაა განთავსებული და შეჭრილია მისი მეზობელი პირამიდის თეთრ ნივთიერებაში.
წონასწორობის მეორადი ცენტრია. ოლივის დამატებითი დორსალური ბირთვი (nucleus olivaris accessories dorsalis) - თავმოყრილია
მარყუჟის უკანა (დორსალური) ბოლოს გაგრძელებაზე. ფუნქცია: წონასწორობის დაცვა;

 სამწვერა (V წყვილი) ნერვის სპინალური ტრაქტის ბირთვი - განთავსებულია მოგრძო ტვინის დორსალური ნაწილის მთელ სიგრძეზე და
აღწევს ზურგის ტვინის შა სეგმენტების ჟელატინისებრ ნივთერებამდე (substantia gelatinosa); ენა-ხახის (IX წყვილი) ნერვის ბირთვები - ენა-
ხახის ნერვს გააჩნია 3 ბირთვი: ორმაგი ბირთვი (nucleus ambiguous) - საერთოა ცთომილი ნერვის ბირთვთან, მოტორულია;
განკერძოებული ტრაქტის ბირთვი (nucleus tractus solitaries) - საერთოა ცთომილი ნერვის ბირთვთან, სენსორულია; დორსალური ბირთვი
(nucl. dorsalis n glossopharyngei (nucleus salivatorius inf.) ქვედა სანერწყვე ბირთვი, სეკრეციულია;

 ცთომილი ნერვის (X წყვილი) ბრთვები - ცთომილ ნერვს გააჩნია 3 ბირთვი: ორმაგი ბირთვი (nucleus ambiguous); განკერძოებული
ტრაქტის ბირთვი (nucleus tractus solitaries); ცთომილი ნერვის დორსალური ბირთვი (nucleus dorsalis n.vagi);

 დამატებითი ნერვის (XI წყვილი) ბირთვები (nucleus nervi accessorii) - გრძელდება მოგრძო ტვინიდან ზურგის ტვინში. განარჩევენ: წინა
ბირთვი - წვდება ორმაგი ბირთვის ქვედა უჯრედებს; უკანა - მდებარეობს ცენტრალური არხის უკან და ლატერალურად.

 ენისქვეშა (XII წყვილი) ნერვის ბირთვი (nucleus n. hypoglossi) - მდებარეობს ცენტრალური არხის წინ და მედიალურად, მოგრძო ტვინის
ბოლოში. მოტორულია.
მოგრძო ტვინის თეთრი ნივთიერება

 მოგრძო ტვინის მოკლე ნერვული ბოჭკოები + ტრანზიტად გამავალი გრძელი ბოჭკოები


იმეორებს ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერების აგებულებას.

თეთრ ნივთიერებაში განარჩევენ: წინა, უკანა და გვერდითი ლარები;

 პირამიდული გზები - განთავსენულია წინა ლარებში და წარმოდგენილია პირამიდების


ჯვარედინით (dexussatio pyramis);

ნაზი და სოლისებრი კონები - განთავსებულია უკანა ლარებში, გარკვეული ხარისხით


გზაჯვარედინდებიან;

შიგნითა მარყუჟი (lemniscus medialis) - ოლივების და უკანა ლარების აღმავალი


ბოჭკოების გაერთიანება. მიემართება ზევით და უკავშრდება თალამუსს, ხოლო გზად
ჯვარედინდებიან და ქმნიან მარყუჟის ჯვარედინს (decussation lemniscorum).
 მოგრძო ტვინში არის:

 1) გულ-სისხლძსარღვთა,

 2) სუნთქვის,

 3) საჭმლის მომნელებელი ს-ბი.

რეფლექსები: ცემინების, ღებინების, ხველის.

მოგრძო ტვინი შეიცავს ბადისებრ წარმონაქმნს-რეტიკულური ფორმაციის


უჯრედებს, რომლის წყალობითაც ქერქი ინარჩუნებს სიფხიზლეს,
რეგულირდება ცნს-ში მიმდინარე აღგზნება-შეკავების პროცესი.

მოგრძო ტვინის ფუნქციაა გამტარი და რეფლექტორულია.


ხიდი, pons

 ხიდი წარმოადგენს თავის ტვინის ვენტრალური ზედაპირის მომრგვალებული ფორმის


გამსხვილებას. ხიდი ნერვული ბოჭკოების განლაგების შესაბამისად სუსტად არის განივად
დასერილი. ხიდი ჩადგმულია მოგრძო ტვინს, ტვინის ფეხებსა და ნათხემს შორის და მათ
მრავლობთი ბოჭკოებით აკავშირებს ერთმანეთთან. ხიდზე განარჩევენ:

 ვენტრალური (წინა) ზედაპირი - მასზე ვხვდებით: ძირითადი ღარი (sulcus basilaris) - ხიდს ყოფს
ორ თანაბარ მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად; დორსალური (უკანა) ზედაპირი - მასზე
ვხვდებით: რომბისებრი ფოსო (ფოსსა რჰომბოიდეა) - სამკუთხა ფორმის შევაკებული
ცენტრალური ნაწილი, IV პარკუჭის ძირი; ნათხემის ზედა ფეხები (pedunculus cerebrellaris
superior) - ზემოდან მოსაზღვრავს რომბისებრ ფოსოს, აკავშირებს შა ტვინს ნათხემთან; ნათხემის
შუა ფეხები (pedunculus cerebellaris medius) - აკავშირებს ხიდსა და ნათხემს ტრაპეციული სხეული
(corpus trapezoideum) - ქმნის საზღვარს ხიდის წინა და უკანა ნაწილებს შორის.
ხიდის შინაგანი აგებულება
 რუხი ნივთიერება - იქმნება შემდეგი ბირთვებით: ხიდის ბირთვები (nuclei pontis) - განთავსებულია ვენტრალურად და დაკავშირებულია:
ქერქის დაღმავალ ბოჭკოები (fibrae coticopontinus); ზურგის ტვინის ბოჭკოები (fibrae cotricospinalis); ნათხემის ბოჭკოები (fibrae
potrocerebellaris) სამწვერა ნერვის (V წყვილი) ბირთვები (nucleus motorius n. trigemini) - მას გააჩნია: მოტორული ბირთვი - მდებარეობს
ყველაზე მაღლა; მთავარი მგრნობიარე ბირთვი მდებარეობს მოტორული ბრთვის ლატერალურად; განმზიდველი ნერვის (VI წყვილი)
ბირთვები მამოძრავებელი ბირთვია,მდებარეობს V წყვიილი ნერვის ბირთვს ქვემოთ და მედიალურად; სამწვერა ნერვის მგრძნობიარე
ბირთვი კარიბჭელოკოკინას ბირთვი განკერძოებული ტრაქტის ბირთვი სახის (VII წყვილი) ნერვის ბირთვი - მდებაეობს გამზიდველი
ნერვის ბირთვის ქვემოთ და ლატერალურად და მასთან ერთად ქმნის სახის შემაღლებას (colliculus facialis) კარიბჭე-ლოკოკინის (VIII
წყვილი) ნერვის ბირთვები - მას გააჩნია: ვენტრალური და დორსალური ბირთვები (Nuclei cochlearis ventrales et dorsalis); ოლივის ზედა
ბირთვი (nuclei olivaris superior); ტრაპეციული სხეულის ბირთვები (nuclei corporis trapezoidei); გარეთა მარყუჟის ბირთვები (nucleus
lemnisci lateralis); აღნიშნული ბირთვები ქმნიან ლატერალურ მარყუჟს (lemniscus lateralis), რომელიც მათ აკავშირებს სმენის პირველად
ცენტრთან (შუა ტვინის და დამუცვლილი სხეულის ცენტრები).

 თეთრი ნივთიერება - იქმნება შემდეგი ბოჭკოებით: ენდოგენური ბოჭკოები - თვით ხიდში განლაგებული ბირთვების ბოჭკოები.
განარჩევენ: მოკლე ენდოგენური ბოჭკოები - აკავშირებს ერთი ან სხვადასხვა მხარის ბირღვებს; გრძელი ენდოგენური ბოჭკოები -
გამოდის ხიდიდან და ამყარებს კონტაქტს სხვა ბირთვების უჯრედებთან; ეგზოგენური ბოჭკოები - ხიდზე გამავალი აღმავალი და
დაღმავალი გამტარი გზები, რომელიც მიემართება თავის ტვინიდან მოგრძო ან ზურგის ტვინისკენ. სამწვერა ნერვის მოტორული
ბირთვი.
ნათხემი, cerebellum
ნათხემი, cerebellum
 ნათხემი მონაწილეობს ორგანზმის მოძრაობის, კოორდინაციისა და გრავიტაციის ზემოქმედების
დაძლევის ფუნქციის განხორციელებაში. ის მთლიანად ავსებს ქალას ფუძის უკანა ფოსოს,
მდებარეობს მოგრძ ტვინისა და ვაროლის ხიდის უკან და ჰემისფეროების კეფის წილის ქვეშ.

 ნათხემი იქმნება:

 ჰემისფეროები (hemispheria cerebelli) – მასზე ვხვდებით: ჰორიზონტალური ნაპრალს, რომელიც


ყოფს ჰემისფეროებს ზედა და ქვედა ზედაპირებად (facies superior/inferior);

 ზედაპირული ღარები - ყოფს ჰემისფეროებს წილაკებად (lobuli cerebelli);

 ჭია (vermis cerebelli) - გასწვრივი ღარებით გამიჯნულა ჰემისფეროებისგან;

 პირველი და მეორე ღარი (fissurae prima et secunda) - ჰყოფს ნათხემს წინა, უკანა და ქვედა წილებად
(lobus anterior, posterior, inferior) ნათხემის დაყოფას იმეორებს ჭიაც და მის ყოველ წილაკს
შეესაბამება ჰემისფეროს კონკრეტული წილაკი, რომელიც ანატომიურ კავშირშია მასთან.
ნათხემის შინაგანი აგებულება

 რუხი ნივთიერება - ქმნის:

 ქერქი (cortex cerebelli) – მთლიანად ფარავს ჰემისფეროებს, ჩაჰყვება მის ნაპრალებს და თეთრ
ნივთიერებაში ქმნის ვიწრო განტოტებებს - ნათხემის ცხოვრების ხეს (arbor vitae cerebeli).

 ნათხემის ბირთვები (nuclei cerebelli) – სიმეტრიულად არიან განთავსებული ჰემისფეროების


თეთრ ნივთიერებაში. განარჩევენ:

 კარვის ბირთვი (nucleus fastigi);

 მომრგვალებული ბირთვი (nucleus globosus);

 საცობისებრი ბირთვი (nucleus emboliformis);

 დაკბილული ბირთვი (nucleus dentatus) - რკალივით შემოფარგლავს ზემოაღნიშნულ ბირთვებს


და გახსნილი ბოლოთი ქმნის ბირთვის კარს (hilus nuclei dentati). ის მორფოფუნქციურად
შეესაბამება ოლივის ბირთვს (ორივე მონაწილეობს წონასწორობის ფუნქციის რეგულაციაში).
 თეთრი ნივთიერება - ქმნის:

 ტვინოვანი სხეული (corpus medullare); ენდოგენური (ნათხემშიგა) ბოჭკოები - მოკლეა.

 განარჩევენ:

 ასოციაციური ბოჭკოები - ერთმანეთთან აკავშირებს ერთი ჰემისფეროს ქერქის სხვადასხვა ხვეულს;

 კომისურული ბოჭკოები - ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ჰემისფეროების ქერქის უჯრედებს;

 მოკლე პროექციული ბოჭკოები - ერთმანეთთან აკავშირებს ქერქის უჯრედებსა და ნათხემის ქერქქვეშა


ბირთვებთან.

 ეგზოგენური (ნათხემგარეთა) ბოჭკოები - გრძელია, მიეკუთვნება როგორც აფერენტული ისე ეფერენტული


ბოჭკოები, რომელთა საშუალებითაც ნათხემი დაკავშრებულია ტვინის ღეროს სხვა უბნებთან. აღნიშნული
ბოჭკოების გაერთიანებით იქმნება:

 ნათხემის ქვედა ფეხები (pedunculi cerebellares inferiores (caudales) – შედგება აფერენუტლი ბოჭკოებისგან,
უკავშრდება შუა ტვინს;

 ნათხემის შუა ფეხები (pedunculii cerebales medii) – შედგება აფერენუტლი ბოჭკოებისგან, უკაშირდება ხიდს;

 ნათხემის ზედა ფეხები (pedunculii cerebellares superior) - შედგება ეფერენტული ბოჭკოებისგან, უკავშირდება
მოგრძო ტვინს.
თავის ტვინის მეოთხე პარკუჭი, ventriculus quartus.
 მეოთხე პარკუჭზე განარჩევენ:
 IV პარკუჭის ძირს - ქმნის რომბისებრ ფოსოს (fossa rhomboidea);
 სახურავი - ტვინის ზედა და ქვედა ფარდები, velum medullare superius et inferius;
 სისხლძარღვოვანი საფუძველი, tela choroidea ventriculii quarti.
თავის ტვინის მეოთხე პარკუჭი, ventriculus quartus.

 ძირი - ქმნის რომბისებრი ფოსო (fossa rhomboidea) - ხიდისა და მოგრძო ტვინის დორსალური ზედარი, რომელიც
ტვინოვანი ზოლებით (stria medullares ventriculi quarti) იყოფა:

 ზედა სამკუთხედი - შეესაბამება ხიდს. მასზე განარჩევენ: გვერდითი შემაღლებები (eminentia medialis) -
მდებარეობს შუა ღარის გვერდებზე; სახის ბორცვები (colliculus facialis) - სახის ნერვის ბირთვების პროექცია; ზედა
ორმო (fovea superior) - ლატერალური შევაკებული შემაღლება; ლურჯი ალაგი (locus coeruleus) – ზედა ორმოს
ქვედა ნაწილი. მისი ფერი განპირობებულია მასზე განლაგებული ენდოკრინული უჯრედებით, რომლებიც
წარმოქმნიან ნორადრენალინს და მონაწილეობენ თავის ტვინის სისხლმომარაგების აუტორეგულაციაში;
საზღვროვანი ღარი (sulcus limitans) - გამოყოფს ზემოაღნიშნულ ელემენტებს ნათხემის ფეხებისგან.

 ქვედა სამკუთხედი - შეესაბამება მოგრძო ტვინს. მასზე განარჩევენ: ენისქვეშა ნერვის სამკუთხედი (trigonum n.
hypoglossi) - შუა ღარის გვერდითი, კონუსურად წაგრძელებული შემაღლება. ცთომილი ნერვის სამკუთხედი
(trigonum nervi vagi) - მდებარეობს ენისქვეშა სამკუთხედის ლატერალურად. სამკუთხედის ზედა ბოლო
მიემართება ზევით და რომბისებრი ფოსოს ზედა სამკუთხედშ გრზელდება კარიბჭს ველის (area vestibularis)
სახით; ქვედა ორმო (fovea inferior) - ყოფს ზემოაღნიშნულ სამკუთხედებს ზედა ნაწილში.
 ამას გარდა, რომბისებრი ფოსო შუა ღარით (sulcus medialis) გაყოფილია:

 კაუდალური ნახევარი - უკავშირდება ზურგის ტვინის ცენტრალურ არხს;

 კრანიალური ნახევარი - გრძელდება შუა ტვინის წყალსადენში.

 დორსალური კედელი, ანუ სახურავი (tegmen ventriculi quarti) - ქმნის:

 ზემო ტვინოვანი ფარდა (velum medullare superius) - გადაჭიმულია ნათხემის ზედა ფეხებს
შორის;

 ქვედა ტვინოვანი ფარდა (velum medullare inferius) - გვერდითი კიდეებით დაკავშირებულია


ნათხემის ქვედა ფეხებთან, ხოლო ქვევით - მოგრძო ტვინთან, სადაც ქმნის ურდულს (obex).

 ქვედა ფარდას დართული აქვს: პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქველი (tela choroidea


ventriculii quarti); პარკუჭის გვერდითი (ლატერალური) ხვრელი (aperentura laterals ventriculi
quarti) - წყვილი ხვრელია, განთავსებულია გვერდით ჯიბეების სიახლოვეს; IV პარკუჭის შუა
ხვრელი (aperentura mediana ventriculi quarti) - კენტი ხვრელია, გვხვდება ფარდის ქვედა
კრანიალური ნერვების ბირთვების პროექცია რომბოიდულ
ფოსოზე.

 რომბისებურ ფოსოში გამოყოფენ


რამდენიმე ველს და სამკუთხედს,
სადაც პროეცირდებიან თავის
ტვინის V, VI, VII,VIII, IX, X, XI და
XII წყვილი ნერვების ბირთვები.
დავაადებები და პატოლოგიები
თავის ტვინის განვითარების ანომალიები

ანენცეფალია
მენინგოენცეფალოცელა

მიკროცეფალი

მადლობა ყურადღებისთვის !

You might also like