You are on page 1of 12

ყური

შედგება 3 ძირითადი ნაწილისგან: გარეთა- aurus externa , შუა - aurus media და შიგნითა
ყური- aurus interna.

გარეთა ყური შედგება ორი ნაწილისგან: ყურის ნიჟარა auricular და გარეთა სასმენი მილი.
Meautus acusticus externus

შუა ყური: წნევის გათანაბრებაში მონაწილე ევსტაქის ლულა/ სასმენი ლულა. იგი ხახას
უკავშირდება. ; დაფის ღრუ; სასმენი ძვლები- ჩაქუჩი, გრდემლი , უზანგი

შიგნითა ყური: ძვლოვანი და აპკისებრი ლაბირინთი.

ყურის ნიჟარა: ჭავლი halix , იგი მთავრდება ფეხით- curs halicis. ჭავლის წინ მოთავსებულია
წინა ჭავლი- antehelix. წინა ჭავლი მთავრდება ორი ფეხით- crura anterhalicis. ამ ფეხებს შორის
თავსდება სივრცე, რომელსაც სამკუთხა სივრცე- fossa triangularis ეწოდება. ჭავლსა და წინა
ჭავლს შორის ნავისებრი ფოსოა-fossa scafoidea მოთავსებული. ჭავლის შემსხვილებულ უბანს
ბორცვი- tuberculum auriculae გვაქვს. წინა ჭავლის ერთ-ერთ ფეხსა და და ჭავლის ფეხს შორის
ნიჟარის ჩაღრმავება გვაქვს. გარდა ამისა, ყურის ნიჟარას გააჩნია სახური, რომელიც გარეთა
სასმენ მილში შესასვლელს კეტავს. გააჩნია უკანა სახური. მათ შორის მოთავსებულია
სახურთაშორისი ნაჭდევი- incisura intertragica. აქ არის კიდევ ერთი ჩაღრმავებული მიდამო-
ნიჟარის ღრუ- cavum conchae, რომელიც გარეთა სასმენ ხვრელში ვრცელდება. ყურის ნიჟარის
შემადგენლობაში ყველგან ვხვდებით ჰიალინურ ხრტილს, ბიბილოს(lobulus auricula) გარდა.
Cartilage auriculae

ყურის ნიჟარის ანომალიები: დიდი ყურის ნიჟარა- მაკროტია; მცირე ყურის ნიჟარა-
მიკროტია. ყურის ნიჟარის და შესაბამისად, გარეთა სასმენი მილის არ არსებობა- ანოტია.
ყურის ანთებას ოტიტი ეწოდება. პოლიოტია- ბევრი ყურის ნიჟარა. შეიძლება დამატებითი
სახური - strabus accesorius;

ყურის ნიჟარას შემკრები ფუნქცია. პრესბიაკუზია- ასაკობრივი სმენის დაქვეითება.

გარეთა სასმენ მილს გააჩნია ორი ძირითადი ნაწილი: ხრტილოვანი და ძვლოვანი.


ხრტილოვან და ძვლოვან ნაწილს შორის მდებარეობს ყველაზე ვიწრო უბანი, ანუ ყელი-
isthmus. იგი დაფის აპკით - membrane tympani მთავრდება. დაფის აპკი არის ის წარმონაქმნი,
რომელიც საზღვარს წარმოადგენს გარეთა და შუა ყურს შორის.

გარეთა სასმენი მილი შიგნიდან ამოფენილია კანით, რომელშიც შეგვიძლია ვიპოვოთ 2


ძირითადი ტიპის ჯირკვლები: 1. glandullae sebace - ქონის/ ცხიმის ჯირკვლები, 2. Glandullae
ceruminosae, რომელიც არის ცვილის ანუ გოგირდის ჯირკვლები. გოგირდის საცობს
დამცველობითი ფუნქცია გააჩნია.

ყბაყურა ჯირკვლის მიდამოსთან გვაქვს სპეციალური სანტორინის ნაპრალები, რომელთანაც


დაკავშირებულია გარეთა სასმენი მილი, ამიტომაც გარეთა სასმენი მილიდან ყბაყურა
ჯირკვალში და პირიქით, ინფექციური პროცესების მარტივად გავრცელების შესაძლებლობა
იქმნება.

პაროტიდი ყბაყურა ჯირკვლის ანთებაა. მას ყბაყურა-ბატონებსაც ეძახიან, თუკი


ვირუსულია, რეალურად ეს ბატონები ვირუსული ინფექციებია. პაროტიდის დროს შეიძლება
განვითარდეს გარეთა ოტიტი, ან პირიქით გარეთა ოტიტის დროს პატოტიდი, რაც
სანტორინის ნაპრალების არსებობის გამოა განპირობებული.

ნაღვლის ბუშტში გვაქვს რაღაცა სინუსები, რომლის გამოც ლორწოვანიდან პირდაპირ


გარეთა გარსზე გადადის ანთებითი პროცესები, ეს არის როკიტანსკ-აშოფის სინუსები.

დაფის ღრუ მოთავსებულია საფეთქლის ღრუში. დაფის ღრუს გააჩნია 6 კედელი:

ზედა კედელი - დაფის სარქველი- tegmen tympani ( ამ კედელს paries tegmentalis ეწოდება). ეს
კედელი ქალას ღრუსგან გამოაცალკევებს ქალას ღრუს. მაგალითად, შუა ყურის მიდამოში
განვითარდა ანთება, (დაფის ღრუს გააჩნია ლორწოვანი და შესაძლებელია განვითარდეს ამ
ლორწოვანის ანთება) მას აქვს უნარი რომ ძვალში გააჩინოს ანთებითი ნაპრალები -
დეჰისცენციები. ეს დეჰისცენციები თუ გაჩნდა, მაგალითად, ზედა კედლის მიდამოში
ანთებითი პროცესი შუა ყურიდან გავრცელდება ქალას ღრუზე, შეიძლება შუა ყურის
ანთების გართულების სახით განვითარდეს მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი, ანუ ტვინის
გარსების ან გარსების და ტვინის ნივთიერების ერთდროული ანთება.

ქვედა კედელი - საუღლე ფოსოს შეესაბამება ( paries jugularis ანუ საუღლე კედელი)

წინა კედელი - საძილე არტერიის მდებარეობის უბანს შეესაბამება (paries caroticus ანუ
საძილე კედელი). ამ კედელს თუ გავყვებით, რაღაცა უბანში დავინახავთ, რომ ის გახსნილია,
იმიტომ რომ აქ უკავშირდება tuba auditiva - სასმენი (ევსტაქის ) ლულა. ერთი მხრივ ის
დაკავშირებულია ostium pharyngeum tube auditive - თი ცხვირ-ხახასთან , მეორე მხრივ- ostium
tympanicum tube auditive-ით დაკავშირებულია დაფის ღრუს წინა კედელთან.

დვრილისებრ მორჩში გვაქვს გარკვეულ ჰაეროვანი უჯრედები, რომლებიც ლორწოვანითაა


ამოფენილი.

უკანა კედელი - შეესაბამება დვრილისებრი მორჩის მიდამოს (paries mastoideus ანუ


დვრილისებრი კედელი) . აქ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ორი ძირითადი წარმონაქმნი:
1. Eminentia pyramidalis- პირამიდული შემაღლება, რომელსაც უკავშირდება უზანგის
კუნთის მყესი (m. Stapedius). ამ კუნთის გარდა აქ გვაქვს დაფის აპკის დამჭმავი კუნთი (m.
tensor membrane tympani). უზანგის კუნთი და დაფის აპკის დამჭივანი კუნთი ერთმანეთის
ანტაგონისტები არიან. ფორმიდან და აგებულებიდან გამომდინარე ვიცით, რომ სასმენი
ძვლები თანდათან ზომაში მცირდებიან, შესაბამისად ბგერა სანამ შიგნითა ყურამდე მივა
უნდა დაიხვეწოს , შუსუტდეს, ანუ ზედმეტი ბგერების გატარება არ უნდა მოხდეს ამ გამტარ
სისტემაში. ამაზე პასუხისმგებელია უზანგის კუნთი, თუკი უზანგის კუნთი დაზიანდა, მაშინ
ბგერის შესუსტებისა და დახვეწის ფუნქცია ვეღარ შუსრულდება , და ადმიანს
განუვითარდება ჰიპერაკუზია - როდესაც ჩვეულებრივი საუბარიც მტკივნეული და
გამაღიზიანებელია. ეს სახის ნერვის დაზიანების ერთ-ერთი ნიშანია, იმიტომ რომ სახის
ნერვი გვაძლევს უზანგის ნერვს და ეს უკანასკნელი აინერვირებს უზანგის კუნთს . 2. Antrum
mastoideum – ( დვრილისებრი უჯრედებისკენ შესავალი სივრცეო ).

მედიალური კედელი - მიჯნავს შუა ყურს შიგნითა ყურისაგან, შიგნითა ყურში


მოთავსებულია ძვლოვანი და აპკისებრი ლაბირინთი, ამიტომაც ამ კედელს ლაბირინთის
კედელი , paries labyrinticus ეწოდება . ამ კედელზე ერთმანეთისგან განირჩევა გარკვეული
წარმონაქმნები : promontorium - კონცხი , ლორწოვანის ქვეშ ამ კონცხზე ჩანს ნერვული
წნული, რომელიც შეიქმნება დაფის ნერვის მიერ, ეს არის იაკობსონის ნერვი. გარდა ამისა,
გვაქვს სახის ნერვის არხი საფეთქლის ძვალში, ეს ქმნის შემაღლებულ უბანს მედიალურ
კედელზე , რასაც ეწოდება prominentia canalis nervi facialis. ნახევარრკალოვანი არხები არის
მოთავსებული ძვლოვან ლაბირინთში, ერთ-ერთი მათგანია გარეთა ნახევარრკალოვანი არხი,
რომელიც ასევე ქმნის შემაღლებულ უბანს- prominentia canalis semicircularis lateralis. გარდა
ამისა, მედალურ კედელზე გვაქვს 2 სარკმელი ( ფანჯარა ) : fenestra vestibule - კარიბჭის
სარკმელი, რასაც ოვალური ფორმა აქვს და დაფარულია უზანგის ფუძით (საფეხე
ფირფიტით); fenestra cochleae - ლოკოკინის სარკმელი, მრგვალი ფორმა აქვს და დაფარულია
დაფის აპკის მაგვარი წარმონაქმნით, რასაც ეწოდება მეორეული დაფის აპკი.

ლატერალური კედელი - paries membranacea ანუ აპკისებრი კედელი. შეესაბამება დაფის აპკს.
დაფის აპკი გარეთა და შუა ყურს შორის არის მოთავსებული , თანამოსახელე ღარში არის
ჩასმული ძვლოვან საფუძველში, მაგრამ მისი ზედა მცირე ნაწილი უკავშირდება არა
ძვლოვან, არამედ ხრტილოვან საფუძველს. ამიტომაც 2 ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ერთი,
რომელიც ხრტილოვან ნაწილს უკავშირდება - მოდუნებული ნაწილი -pars flacida ,( შრაფერის
ნაწილი) , უკავშირდება რივინის ნაჭდევს. ქვედა უმეტესი ნაწილი ძვალს უკავშირდება,
კერძოდ დაფის აპკის ღარს - sulcus membrane tympani , რომელიც ძვლოვანი საფუძვლის
ნაწილია. თვითონ დაფის აპკის ის ნაწილი, რომელიც ძვალს უკავშირდება იწოდება როგორც
დაჭიმული ნაწილი - pars tensa.

თუ ოტოსკოპით დავათვალიერებთ დაფის აპკს, მასზე გავარჩევთ ცენტრში მდებარე umbo


membranae tympani - დაფის აპკის ჭიპს. დაფის აპკზე შეგვიძლია გავარჩიოთ სასმენი ძვლების
გარკვეული კვალიც. ჩაქუჩის ზოლი - stria malleolaris - შეესაბამება ჩაქუჩის ტარს. გვაქვს ორი
ნაოჭი: plica malleolaris anterior et posterior. ასევე, გვაქვს შემაღლებული უბანი - ჩაქუჩის
გარეთა მორჩის - processus lateralis-ის მიერ შექმნილი შემაღლება. თუ კარგად
დავაკვირდებით, შეიძლება გრდემლის გრძელი ფეხის - crus longus incudis რელიეფური
კვალიც შევნიშნოთ.

ჩაქუჩი - malleus, გრდემლი - incus და უზანგი -stapes გვაქვს.

თუ სახურს ძლიერად დააწვები და ტკივილი გაძლიერდება, ეს განსაკუთრებით ბავშვებში


ამართლებს, ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შუა ოტიტი არის განვითარებული. ესაა ვაშეს
სიმპტომი - სახურის დადებითი ნიშანი. შუა ოტიტის დროს ჩირქოვანი ანთებითი პროცესი
ხო მიმდინარეობს, ზოგჯერ შეიძლება მოხდეს დაფის აპკის თვითნებური პერფორაცია და
დაიწყოს ოტორეა - ჩირქის გადმოდენა შუა ყურიდან გარეთა ყურის მიდამოში.
განკურნებისას ეს პერფორაციის უბანი დანაწიბურდება და აღდგება.

სასმენი ძვლები:

ჩაქუჩი - malleus. გააჩნია: თავი - caput, ყელი - collum, წინა და ლატერალური მორჩები -
processus anterior et lateralis, ტარი - manubrium malleoli.

გრდემლი - incus. გააჩნია: სხეული - corpus, გრძელი და მოკლე კიდური/ფეხი - crus longus et
brevis. Crus longus ბოლოვდება ოსპისებრი მორჩით - processus lenticularis, რომელიც
უკავშირდება უზანგის თავს.

უზანგი - stapes. გააჩნია: თავი - caput, წინა და უკანა კიდური/ფეხი - crus anterior et posterior,
ფუძე - basis, რასაც საფეხე ფირფიტაც ეწოდება და უკავშირდება ოვალურ სარქველს.
ეს სასმენი ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან სახსრებით. Art. Incudomallearis და art.
Incudostapedia (processus lenticularis უკავშირდება უზანგის თავს).

ევსტაქის ლულას - tubae auditive გააჩნია ორი ხვრელი: ostium pharyngeum tubae auditivae და
ostium tympanicum tubae auditivae. გააჩნია ორი ნაწილი: pars ossea et cartilaginea. მათ შორისაა
შევიწროებული უბანი, რასაც ყელი - isthmus ეწოდება. ამ ყელის უბანს ხრტილოვან ნაწილში
უკავშირდება ორი კუნთი: სასის ფარდის დამჭიმავი კუნთი - m. tensor veli palatine და სასის
ფარდის ამწევი კუნთი - m. levator veli palatine. ყლაპვის დროს ეს კუნთები რომ შეიკუმშება,
გააფართოებს ხრტილის დასაწყის უბანს ანუ ყელის მიდამოს და წნევის გათანაბრებას
შეუწყობს ხელს.

ტრანსპორტის აუტანლობის დროს უნდა მივიღოთ დრამინა ან მისი მსგავსი მოქმედების


მედიკამენტი. დრამინას ჰქვია დიმენჰიდრინატი, არის I თაობის ანტიჰისტამინური
საშუალება, ანუ მოქმედებს ჰისტამინის ისეთ რეცეპტორებზე, რომლებიც თავის ტვინშია
განლაგებული. იწვევს სედაციას- მოთენთვა, დაძინების სურვილი. ჰისტამინის
რეცეპტორები ღებინების ცენტრის უბანშია მოთავსებული, ესაა მოგრძო ტვინში. ამ
რეცეპტორების დარღვევის გამო წონასწორობის დარღვევასთან დაკავშირებული
სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს. მათ შორისაა თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება.

ძვლოვანი ლაბირინთი - labirintus osseous, მის შიგნით მოთავსებულია აპკისებრი მემბრანა -


labirintus membranacea. ძვლოვანი ლაბირინთი შედგება 3 ნაწილისგან: ლოკოკინა, შუაში -
კარაბიჭრე თავისი ორი სარკმლით (ოვალური და მრგვალი) და ნახევარრკალოვანი არხები.

3 ნახევარრკალოვანი არხი გვაქვს: Canalis semicircularis anterior, posterior et lateralis.


თითოეულს გააჩნია ორი ფეხი. სამივე ნახევარრკალოვანი არხი უკავშირდება კარიბჭის
მიდამოს - იხსნება 5 ხვრელი. ოთხი ფეხი დამოუკიდებლად იხსნება და მათ ეწოდება crus
simplex - მარტივი ფეხი. წინა და უკანა ნახევარრკალოვანი თითო ფეხი ჯერ ერთმანეთს
უკავშირდება, ქმნის საერთო ფეხს - crus comunis და ამ საერთო ხვრელით უკავშირდება
კარიბჭის მიდამოს.

სანამ კარიბჭის მიდამოს დაუკავშირდება ნახევარრკალოვანი არხები მანამდე კარიბჭის


სიახლოვეს შექმნის გაგანიერებულ უბნებს-ამპულას. ანუ გააჩნია ამპულური ნაწილები.
ამპულასთან ახლოს არის კარიბჭის უბანი და მნიშვნელოვანია იმით, რომ გააჩნია კრისტა
ვესტიბულარის-კარიბჭის ქედი,რომელიც ზემოდან ქვემოთ, განივად არის მიმართული.
კარიბჭის უბანს ორ ნაწილად ყოფენ: 1. ელიფსური ჯიბე- recessus elipticus 2.სფერული ჯიბე-
recessus sphericus. ლოკოკინა არის დახვეული ძვლოვანი წარმონაქმნი. ლოკოკინა
დასაწყისიდან ბოლომდე გაყოფილია ორ ნაწილად, ორ სივრცედ თავისი ძვლოვანი
სპირალური ფირფიტით- lamina osseum spiralis. ეს სივრცეებია: 1. სკალა ვესტიბულის:
კარიბჭის კიბე 2.სკალა ტიმპანი: დაფის კიბე. ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულია
ძვლოვანი სპირალური ფირფიტით. ბოლო ნაწილში, ეს ფირფიტა კავის საშუალებით ეხება
მოპირდაპირე კედელს და შემოსაზღვრავს ხვრელს, რასაც ჰელიკოტრემა ეწოდება. ეს
ჰელიკოტრემა არის ის უბანი, სადაც ეს ორი კიბე უკავშირდება ერთმანეთს. ძვლოვან
ლაბირინთში უნდა მოვათავსოთ აპკისებრი ლაბირინთი. ძვლოვანი ლაბირინთის რა
ნაწილებიც ვიცით, ანალოგიური დასახელების სადინრები გვექნება აპკისებრ ლაბირინთში.
მაგ: ლოკოკინას სადინარი-დუქტუს კოხლეარის, ნახევარრკალოვანი სადინრები-დუქტუს
სემიცირკულარის ანტერიორ/პოსტერიორ/ლატერალის, ელიფსური პარკი(ტიკი)-
უტრიკულუს, სფერული პარკი (პარკუჭი)-საკულუს.აპკისებრი ლაბირინთის ყველა ეს
ნაწილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ენდოლიმფის საშუალებით. დაფის აპკი შეირხა,
სასმენი ხვრელი შეირხა, რხევა გადაეცემა შიგნითა ყურის სითხეს. ორი ტიპის სითხე უნდა
ვიცოდეთ: 1.პერილიმფა-ავსებს პერილიმფურ სივრცეს. ეს სივრცე მოთავსებულია ძვლოვან
და აპკისებრ ლაბირინთებს შორის. ე.ი აპკისებრი ლაბირინთი ბოლომდე ვერ ავსებს ძვლოვან
ლაბირინთს და რჩება გარკვეული სივრცე, რომელსაც პერილიმფა ავსებს. ჯერ შეირხევა
პერილიმფა, შემდეგ აპკისებრი ლაბირინთის კედელი, შემდეგ აპკისებრი ლაბირინთის
შიგნით მოთავსებული ენდოლიმფა. ეს ენდოლიმფის რხევა გარკვეული უჯრედების მიერ
აღიქმება. ეს უჯრედები ნაწილი პასუხისმგებელია სმენაზე, ნაწილი პასუხისმგებელია-
წონასწორობაზე. ამ უჯრედების ცენტრალური მორჩების გაერთიანებით ნერვები ც.ნ.ს კენ
წაიღებს იმ პულსაციას, ან სმენის ფუნქციის განსახორციელებლად, ან წონასწორობის.

ლოკოკინას სადინარი უკავშირდება საკულუსს, ანუ პარკუჭს, შემაერთებელი სადინრის


საშუალებით- დუქტუს რეუნიუს. ტიკი და პარკუჭი ერთმანეთს უკავშირდება ტიკ-პარკუჭის
სადინრით-დუქტუს უტრიკულოსაკულარის. ეს უკანასკნელი, ენდოლიმფური სადინრით-
დუქტუს ენდოლიმფატიკუს დაკავშირებულია თავის ტვინის მაგარი გარსის სისქეში
მოთავსებულ საკუს ენდოლიმფატიკუსთან, ანუ ენდოლიმფის პარკთან. ამ სადინრებიდან
ყველაზე მნიშვნელოვანია ლოკოკინას სადინარი, მასში მოთავსებულია ერთ-ერთ კედელზე
კორტიის, ანუ სპილარული ორგანო. ეს შეიცავს ბუსუსოვან უჯრედებს, მათი გაღიზიანება
სმენურ იმპულსაციას წაიღებს თავის ტვინისაკენ. ლოკოკინას სადინარს თუ
დავაკვირდებით, იგი მოთავსებულია დაფის კიბის მიდამოში. თუკი განივკვეთზე
განვიხილავთ ლოკოკინას სადინარს ვნახავთ, რომ მას 3 კედელი გააჩნია. ერთი კედელით ის
ემიჯნება კარიბჭის კიბეს. ამ კედელს ეწოდება პარიეს ვესტიბულარის, სხვანაირად
რეისნერის მემბრანა. ეს არის შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც ლოკოკინას
გამოყოფს კარიბჭის კიბისგან. მეორე კედელს ეწოდება დაფის კედელი/ქვედა კედელი-
პარიეს ტიმპანიკუს. ეს ქვედა კედელი დაფის კიბის დანარჩენი სივრცისგან გამოყოფს
ლოკოკინას სადინარს. მესამე კედელს ეწოდება გარეთა კედელი-პარიეს ექსტერნუს,
რომელიც არის ძვლოვანი და შიგნითა მხარეს დართული აქვს სპირალური იოგი-
ლიგამენტუმ სპირალის. სპირალური იოგის შიგნით არის გარკვეული სისხლძარღვები. ეს
სისხლძარღვები ფილტრაციის ხარჯზე გამოიმუშავებენ ენდოლიმფას.

ყველაზე რთული კედელი არის ქვედა კედელი, ანუ დაფის. მას გააჩნია ძვლოვანი ნაწილი და
გააჩნია აპკის ანუ მემბრანული ნაწილი. ამ ძვლოვან ნაწილს გააჩნია 2 რაღაცა (ბაგე)

1) ერთია კარიბჭის კიდის ბაგე,- labium limbi vestibulare


2) მეორე labium limbi timpanicum.მეორე დაფის კიდის ბაგე.

თითოეულ ბაგეს რაღაცა შემაერთებელ ქსოვილოვანი წარმონაქმნი უკავშირდება.

დაფის კიდის ბაგეს უკავშირდება ის ბაზალური შემაერთებელ ქსოვილოვანი მემბრანა,


რომელიც დაფის კედლის აპკისებრ ნაწილს წარმოქმნის.

კარიბჭის კიდის ბაგეს უკავშირდება კიდევ ერთი მემბრანა, რასაც ეწოდება მემბრანა
ტექტორია ანუ მფარავი მემბრანა.

აი ამ ქვედა კედელზე როგორც უკვე ვთქვით მოთავსებულია სპირალური ანუ კორტეის


ორგანო. კორტეის ორგანოში არის ისეთი თმიანი (პილომური) უჯრედები რომელთანაც არის
დაკავშირებული მფარავი მემბრანა. როცა ენდოლიმფა შეირხევა მფარავი მემბრანა შეირხევა
ამ ბეწვიანი უჯრედების პერიფერი მორჩები გაღიზიანდება და საბოლოო ჯამში
ცენტრალური მორჩები, რომელთა გაერთიანებითაც მიირება თავის ტვინი მე-8 წყვილი
ნერვის კარიბჭე ანუ ლოკოკინას ნერვის ნაწილი, იმპულსაციას წაიღებს თავის ტვინის
განსაძღვრული ინფორმაციისაკენ. ამ ნერვის გზაზე გვხვდება ერთი კვანძი ამ კვანძს -
ganglion spirale - სპირალური კვანძი ეწოდება.

ხოდა სად გავჩერდი ხო : ხოდა ეს ლოკოკინადან ხომ წამოვიდა ლოკოკინას ნერვი. ეს


ლოკოკინას ნერვი დაუკავშირდება მოგრძო ტვინისა და ხიდის საზღვარზე მდებარე ორ
ბირთვს.

ამ ბირთვებს ეწოდება : nucleus cochlearis ventralis et dorsalis. ანუ ლოკოკინას წინა და უკანა
ბირთვები.

ამ ბირთვებიდან გამოსული ბოჩკოები უკავშირდება ხიდში არსებულ კიდევ ერთ ბირთვს


nucleus olivaris სუპერიორ ანუ წინა ზეთის ხილის ბირთვი. ზეთის ხილის ზედა ბირთვიდან
გამოსული ბოჭკოები ქმნის წარმონაქმნს, რასაც ეწოდება lemniscus lareralis- ანუ
ლატერალური მარყუჟი.

ეს ლატერალური მარყუჟის ბოჩკოები მიემართება შუა ტვინისაკენ. და უკავშირდება ქვემო


ორ გორაკს-coliculus inferior . (ზემო ორგორაკს ეპიფიზი უკავშირდება)

ქვემო ორ გორაკი თავისი მკლავის საშუალებით- brachium inferiori (რომელიც რეალურად


გამტარი ბოჭკოების ერთობლიობას წარმოადგენს) უკავშირდება შუამდებარე თვინის ერთ
ერთ ნაწილს რასაც ეწოდება- corpus genculatur mdeialis. მედიალური ანუ შიგნითა
დამუხვრილი სხეული. ეს კი უკავშირდება საფეთქლის ზედა სხეულის მიდამოში არსებულ
ქერქს, რომელზეც მდებარეობს სმენის ქერქული ანალიზატორი.

შეიძლება განვითარდეს ყრუ მუნჯობა და ინცესტი ზრდის ამის რისკს.

ესეიგი თუ ლაბირინთის ლოკოკინის ნაწილი იყო სმენაზე პასუხისმგებელი დაგვრჩსა მაშინ


კარიბჭე და ნახევარ რკალები. ეს ორი არის პასუხიმგებელი წონასწორობაზე.

თავის ტვინის მერვე წყვილი ნერვი შედგება ორი ნაწილისაგან ერთი არის ლოკოკინის
ნაწილი სმენაზე რაც აგებს პასუხს, ხოლო მეორე არის კარიბჭის ნაწილი და წონასწორობაზე
აგებს პასუხს.

წონასწორობის პერიფერიულ ანალიზატორში უნდა ვთქვათ რამდენიმე ძირითადი


ელემენტი.

ნახევარ რკალოვანი არხების მიდამოში არი მოტავსებული crista ampularis

ტიკის და პარკუშის მიდამოში არის მოტავსებული - macula uticuli saculi. მაკულა არის ხალი
ანუ გვაქ ტიკის და პარკუშის ხალები. ეს ხალებიც და ქედბიც წარმოადგენენ თმიანი
უჯრედების გროვას. ეს ბეწვიანი უჯრედების გროვა კი დაფარული არის სქელი ჟელეს
მაგვარი ნივთიერებით. ამ ჟელეს მაგვარ ნივთიერებას თავის მხრივ ზემოდან ადევს
membrana statocorionus ანუ ოტოლიტურუ მემბრანა.
გადახრა გადმოხრისას ეს ოტოლიტები რო მოძრაობენ ზეწოლა ხან ბეწვიანი უჯრედების
ერთ გროვაზე გაძლიერდება და ხან მეორეზე. მერე ამ უჯრედების გან წამოვა მორჩევი და
მოგვცემენ კარიბჭის ნერვს.

ხოდა ეს კარიბჭის ნერვი ლოგიკურად კარიბჭის ბირთვებს დაუკავშირდება.

სულ გვაქვს 4 კარიბჭის ბირთვი: nucleus vestibularis superior, inferior, medialis et lateralis.

წონასწორობაზე პასუხიმგებელია ნათხემი. ამიტომაც კარიბჭის ბირთვებიდან ბოჭკოების


ნაწილი ნათხემში წავა კიდეც. ამ დამაკავშირებელ გზას უწოდებენ: tractus vestibulo cerebraliss.
ცერებრუმ არის ნათხემი.

წონასწორობის, კუნთების მუშაობასთან შესაკავშირებლად შეთანხმებული მოძრაობისთვის


კარიბჭის ბირთვებიდან კუნთების მაკონტროლებელ ნაწილამდეც მივლენ ბოჭკოები.
კერძოდ მივლენ ზურგის ტვინის წინა ფეხში არსებული მოტო ნეირონები. და ამ გზას
ეწოდება - tractus vestibulo spinalis. ანუ კარიბჭე ზურგის ტვინის გზა.

არსებობს ესეთი გამტარი კონა შუა ტვინის მიდამოში ჰქვია: მედიალური გასწვრივი კონა-
fasciculus longitudinalis medialis. რომელიც, თვალის კაკლის მამოძრავებელი კუნთების
ინერვაციაში მონაწილი თავის ტვინის კონკრეტული ნერვების ბირთვებს, წონასწორობაზე
პასუხისმგებელი ნერვის ბირთვს, მკერდლავიწდვრილისებრი და ტრაპეციული კუნთების
ინერვაციაში მონაწილი ნერვის (მე-11 წყვილი ნერვი) ბირთვს აკავშირებს ერთმანეთთან.

როცა ვიღაცა გეძახის თავის მიბრუნებასთან ერთად გინდა ტორსი მიაბრუნო. ამაში
მკერდლავიწდვრილისებრი და ტრაპეციული კუნთი მონაწილეობს. ამ დროს მჭირდება
მხედველობაც იმ ადამიანისკენ მოვაბრუნო ვინც მეძახის. თვალის კაკლები ამ კუნთებთან
შეთანხმებულად უნდა ოქმედებდნენ. ამიტომ მედიალური გასწვრივი კონა აკავშირებს
ერთმანეთთან წონასწორობაზე პასუხისმგებელი ნერვის ბირთვს (მერვე წყვილი ნერვი).
მკერდლავიწდვრილისებრი და ტრაპეციული კუნთის ინერვაციაში მონაწილე ნერვის
ბირთვს (11 წყვილი ნერვი). თვალის კაკლის მამოძრავებელი კუნთების ნერვის ბირთვები (3 ,
4, 6 წყვილი ნერვები).

მენიერის დაავადება- როესაც წნევა იმატებს აპკისებრ ლაბირინთში, გროვდება დიდი


რაოდენობით ენდოლიმფა და მსუბუქი მოძრაობაც კი წონასწორობის დაკარვის კლინიკურ
ნიშნებს იწვევს. ეს ნიშნებია თავბრუს ხვევა ( ვერტიგო), გულისრევა, ტინიტუსი (ყურებში
შუილი). მკურნალობა - შარდმდენებით შესაძლებელია წნევა დავაქვეითოდ. ან წარმოქმნა
უნდა დავაქვეითოდ

ორგანო გუსტის- გემოვნების ორგანო / ენა. იგი არის კონტაქტური ანალიზატორი

გემოვნების დვრილებს გააჩნია გემოვნების ფორები porus gustatorius.

ნერვები - წინა ორი მესამედიდან- თავის ტვინის მეხუთე (სამწვერა ) მეშვიდე წყვილი
ნერვები. ენის ნერვთან დაკავშირებულია მეშვიდე წყვილი ნერვი. და სახის ნერვიდან დაფის
სიმი (ქორდა ტიმპანი).

ენის უკანა მესამედიდან - ენის ტოტები ენა ხახის ნერვიდან(მეცხრე წყვილი ნერვი).
ხორხსარქვის მიდამოდან აინერვირებს მე10 წყვილი ნერვი (ცთომილი ნერვი).

სახის ნერვის არხს გააჩნია მუხლი სადაც განგლიოგენიკული კვანძი/ სახის ნერვისთვის
განკუთვნილი ნუხლის კვანძი.

ენა ხახის ნერვს და ცთომილ ნერვს გააჩნია ორი კვანძი. ზედა და ქვედა. ყველა ეს
აფერენტული გზა საბოლოოდ თავს იყრის მოგრძო ტვინის ერთ ბირთვში - განკერძოებული
ტრაქტის ბირთვში.განკერძოვებული ტრაქტის ბირთვიდან გამოსული ბოჭკოები ჯერ
მიემართება ხიდში. შემდეგ მიემართება შუა და შუამდებარე ტვინის გარკვეულ უბნებში.
ჰიპოთალამუსშიც მივა ბოჭკოები, თალამუსშიც მივა ბოჭკოები და ბოლოს მივა გემოვნების
ქერქულ ანალიზატორში.

გემოვნების ქერქული ანალიზატორი თხემის წილში მდებარეობს. სმენის და ყნოსვის -


საფეთქლის წილშიმდებარეობს.

Regio olfactoria- აქედან იწყება ყნოსვის ნერვის ბოჭკოები და დაცხრილული ფირფიტის


ხვრელებით შედის ქალას ღრუში.

პირველი ნეირონი მდებარეობს რეგიო ოლფაცტორიაში. მეორე ნეირონი მდებარეობს


ბულბუს ოლფაქტორიაში (ყნოსვის ბოლქვი). ყნოსვის ბოლქვი გრძელდება ყნოსვის ტრაქტში
და შემდეგ მესამე ნეირონი მოთავსებული არის ყნოსვის სამკუთხედში( ტრიგონუმ
ოლფცტორია). ყნოსვის სამკუთხედის შემდეგ მოთავსებულია წინა დაცხრილული
სუბსტანცია (სუბსტანცია პერფორატა ანტერიორ) ამ უბნიდან გამოსული ბოჭკოები
საბოლოო ჯამში მიემართება ყნოსვის ქერქოანალიზატორთან.

კანი - კუტის

შრეები:

ბაზალური შრის მიდამოში მოთავსებულია არადეფირენცირებული უჯრედები.

პს. ენდომეტრიუმი თვითონ ორი შრისგან შედგება. ფუნქციური და ბაზალური.


დესქვამაციის დროს მხოლოდ ფუნქციური ნაწილი ჩამოიშლება.

სტრატუმ სპინოზუმ - წვეტიანი შრე

სტრატუმ გრანულოზუმ - მარცვლოვანი შრე

სტატუმ ლუციგუმ - გამჭვირვალე შრე

სტატუმ კორნეუმ - რქოვანა შრე

კერატინოციტი- ბევრ კერატინს შეიცავს

მელანოციტი - მელანინის გრანულებია ბევრი

ლანგერჰარსის უჯრედები - ანტიგენწარმდგენი უჯრედები

რეცეპტორების ტიპები-
ტკივილის აღქმაზე- თავისუფალი ნერვული დაბოლოებები

შეხებაზე - მეისნერის სხეულაკები, გარდა ამისა მერკელის დისკოები სპეციალური


უჯრედები

კრაუზეს კოლბები- სიცივე

რუქინის სხეულაკები - სითბოზე

ზეწოლაზე- ფატერ პაჩიმის (ღრმა) , გოლჯი მაცონის (ზედაპირული)

საშვილოსნოს ენდომეტრიუმს აქვს  ფუნქციური და ბაზალური ნაწილები, ჩამოფრცქვნადია


ფუნქციური შრე.
სტრატუმ სპინოზუმ-წვეტიანი შრე
სტრატუმ გრანულოზუმ-მარცვლოვანი შრ
სტრატუმ-ლუციგუმ-გამჭვირვალე შრე
სტრატუმ კორნეუმ- რქოვანა შრე

ეპიდერმისში არის შემდეგი უჯრედები:


კერატინოციტი-კერატინს შეიცავს
მელანოციტი-მელანინის გრანულებია მოთავსებული, პიგმენტაცია არის მასზე
დამოკიდებული
ლანდერჰანსის უჯრედები-იმუნური ხასიათის ანტიგენწარმდგენი უჯრედია.

კანის რეცეპტორები:
ტკივილი-თავისუფალი ნერვული დაბოლოებები
შეხება-მეისნერის სხეულაკები, მერკელის უჯრედები
სიცივე-კრაუზეს კოლბები
სითბოს აღქმა-რუფინის სხეულაკები
ზეწოლა- გოლჯი მაცონის(ზედაპირული) და ფატერ-პაჩინის სხეულაკები(ძლიერი, ღრმა)

კანის პირველადი გამონაყარი- როცა დაავადება მანიფესტირდა(გამოვლინდა) გამონაყრით

ურტიკა-ჰიპერემიულოი, კანიდან წამოწეული, უსწორმასწორო წარმონაქმნი(ჭინჭრით


დასუსხულს გავს) ალერგიულ პროცესებს ახლავს თან

ჰერპესი-მემბრანით გამჭვირვალე სეროზული სითხით სავსე


შემოსაზღვრული წარმონაქმნი- ვეზიკულა ანუ ბუშტუკი. თუ ეს სითხე დაჩირქდა  მაშინ ეს
იქნება კუსტულა ანუ ჩირქმბადი (მუწუკი…)
სისხლჩაქცევა-ლაქა ანუ მაკულა. იმის მიხედვით რა ფორმითაა იგი კანზე წარმოდგენილი,
სხვადასხვა სახელი შეიძლება ქონდეს:
ჰეტექიები-წერტილოვანი სისხლჩაქცევა
ბიბიცე-ხაზოვანი სისხლნაჟღენთები
ექქიმოზი- უსწორმასწორო , დიდი ზომის, ჰემორაგიული ლაქა(ლაქა რომელიც
სისხლჩაქცევის შედეგად განვითარდა)
წითელა ბატონების დროს დამახასიათებელი გამონაყარი არის მაკულო(ლაქა)-
პაპულური(პაპულა-კვანძს ნიშნავს- ეს არის შემოფარგლული გამკვრივებული კანის
ზედაპირიდან წამოწეული წარმონაქმნია) . ე.ი რაღაც უბნებში ლაქაა, რაღაც უბნებში კვანძი.

ვიტილიგო- დეპიგმენტირებული  თეთრი ლაქა (სახეზე უმეტესად).


მცირე, სითხით სავსე ბუშტი არის ბუშტუკიო და დიდი ბუშტუკი ბუშტიაო :დ

პემფიგუს ვულგარის(მარტივი)-აუტოიმუნნური დაავადებაა,  ჩვენსავე ქსოვილებს აზიანებს.


ცილა დესმოგლეინი განადგურდება ანტისხეულების მიერ, შესაბამისად დესმოსომების ეს
მაკავშირებელი ფუნქცია იკარგება, ანუ აკანტო-ლიზისი(კანის უჯრედების ერთმანეთთან
დამაკავშირებელი წვეტიანი წანაზარდების დაშლა) შეიძლება განვითარდეს.  დაშლოის
შედეგად დარჩენილი სივრცე ივსება სითხით და კანის ზედაპირიდანაც შეიძლება წამოიწიოს
ამან და განვითარდეს ბულა ანუ ბუშტი.

მეორეული- უკუგანვითარების შემდეგ ადრევე არსებული გამონაყარმა კვალი დატოვა

სქვამა-ქერცლი, ფსორიაზის დროს მთელი სხეული შეიძლება დაიფაროს


კრუსტა-ქერქი
სიფილისის დროს იმ უბნებში სადაც შედარებით სქელია კანი, ნახეთქები შეიძლება გაჩნდეს.
ნახეთქები-რაგადესი.

კანის ქავილის(პრურიტუს)-  პრურიტუს გენიტალი შეისაძლოა იყოს:ნერვოზის, ჰიგიენის


ცუდად დაცვის დროს.  პარაზიტული მიზეზით-ბოქვენის ტილით, მკბენარეები რომლებიც
იზოლირებულად ბოქვენის მიდამოში ჩნდებიან. ქავილი ერთ-ერთი დამახასიათებელი
ნიშანია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადების დროს.როცა შეგუბება ხდება,
ნაღველში არსებული მარილები გადადის სისხლში,სისხლით კანთან მიიტანება და ეს
ნაღვლის მჟავები აღიზიანებს კანს და ქავალის ინტენსივობის გაძლიერებას უწყობს
ხელს.ძლიერი ქავილის დროს შესაძლოა ნაკაწრები გაჩნდეს ანუ ექსკორიაციები.ჭრილობის
შეხორცების შემდეგ კანზე ჩნდება ნაწიბური-ციკატრიქს.თუკი შემაერთებელი ქსოვილი
დიდი რაოდენობით დაგროვდა ნაწიბურის მიდამოში მაშინ ვამბობთ,რომ განვითარდა
კელოიდი ან დესმოიდი-ჰიპერტროფიული დიდი ზომის და კოსმეტიკურად ცუდად
შესახედი ნაწილი.რუპია-ჰემორაგიულ-ჩირქოვანი,კანში ღრმად ჩამჯდარი ქერქია.ჩირქი და
სისხლი ერთმანეთშია შერეული და რომ გახმება ეს მასა,კანში ღრმად ჩაჯდება და მოგვცემს
ქერქს.
ნაირფერი ქატოსებრი პიტირიაზი-pitiriasis versicolor.გამომწვევია სოკო.ამ დროს აქერცლილი
უბნები ჩნდება განსაკუთრებით კისრის მიდამოსა და ტორსის ზედა ნაწილში.გამომწვევია-
malassezia furfur.

კანს გააჩნია ქედები-crista cutis და ქედებს შორის მოთავსებული ღარები-sulcus cutis.ქედები


და ღარები ინდივიდუალურია და დაქტილოსკოპია ანუ თითის ანაბეჭდი ამაზეა
დამოკიდებული.გარდა ამისა,კანს ხაზები გააჩნია.იგი ემთხვევა იმ ღარების მიმართულებას,
რაც ქედებს შორის არის მოთავსებული.ამ ხაზებს ქვია ლანგერის ხაზები.როცა ქირურგს
უნდა ,განსაკუთრებით სახეზე,რაღაც ქირურგიული განივკვეთი გაატაროს,უნდა ეცადოს
რომ ეს განაკვეთი ბუნებრივად არსებულ ხაზებს ანუ ლანგერის ხაზებს დაემთხვეს.თუკი ამას
დაემთხვევა ნაწიბური შეხორცების შემდეგ ნაკლებად დეფორმირებულ უბანს დატოვებს.
დერმა-corium შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან. pars papilaris-დვრილისებრი
ნაწილი,რომელიც თავისი დვრილებით შეიჭრება ეპიდერმისისაკენ.დვრილებს შორის
დარჩება ჩაღრმავებული უბნები,რომლებიც შეესაბამებიან sulcus ანუ ღარს(ის
ნაწილია,რომელიც ეპიდერმისზე შეიმჩნევა).დვრილების შეჭრის უბნები შეესაბამება
ღარების მოსაზღვრაში მონაწილე ეპიდერმისის ქედებს-crista cutis.დერმის მეორე ნაწილია
pars reticularis-ბადისებრი ნაწილი.დერმაში მოთავსებულია თმის ბოლქვი-bulbus
pili,სხვადასხვა ჯირკვალი მაგ:glandulae sudoriferae-საოფლე ჯირკვლები,glandulae sebace-
ცხიმის,glandulae ceruminosae-ცვილის ანუ გოგირდის ჯირკვლები(განსაკუთრებით გარეთა
სასმენი მილის ამომფენი კანის მიდამოშია).თმის გამმართველი კუნთი-m. erector pili.თმის
ყალყზე დაყენებაში იღებს მონაწილეობას.

თმას გააჩნია scapus-ღერო(კანის ზედაპირიდან რაც არის წამოწეული),კანში დამალული


უბანია თმის ფესვი-radix.თმის ფესვის დასაწყის გაგანიერებულ უბანს ეწოდება ბოლქვი-
bulbus.თმის ფესვის მფარავ ორშრიან წარმონაქმნს თმის პარკი-foliculus ეწოდება.თუკი თმას
განივკვეთზე განვიხილავთ რამდენი შრე შეგვიძლია გავარჩიოთ.ამ შრეებიდან ზოგიერთი
მიეკუთვნება თმის ფესვს.ეს შრეებია:medula ანუ ტვინოვანი შრე.მედულას მოსდევს cortex-
ქერქოვანი შრე,შემდეგ მფარავი კუტიკულა.

თმის ფესვი დაფარულია თმის პარკით.თმის პარკს გააჩნია ეპითელური საფუძვლიდა


განვითარებული ორი შრე-lamina interna et extrena(თმის პარკის გარეთა და შიგნითა
ეპითელური შრეები).ყველა ეს წარმონაქმნი დაფარულია დერმული შრით.

სხვადასხვა ლოკალიზაციის თმის ლათინური დასახელებები

თავის მიდამოში მდებარე თმა-კაპილი

ღინღლი-ლანუგო

წამწამი-cilia

წარბი-supercilia

წვერ-ულვაში-barba

ყურის ნიჟარისა და გარეთა სასმენი მილის დასაწყისში-ტრაგი

ნესტოების მიდამოში-vibrissae

იღლიის მიდამოში-ჰილცი

ბოქვენის მიდამოში-პუბეს

ალოპეცია-გამელოტება.ბუდებრივი ალოპეცია სოკოვან დაავადებაზე შეიძლება


მიუთითებდეს.არსებობს მასკულინური ანუ მამაკაცური ტიპის ალოპეცია,რაც
ტესტოსტერონის დონესთან არის დაკავშირებული.ეს ალოპეცია საფეთქლის მიდამოდან
იწყება.

ჰირსუტიზმი და ჰიპერტრიქოზი-ჭარბთმიანობა.ჰიპერტრიქოზი არის ჭარბთმიანობა


იქ,სადაც უნდა იყოს თმა.მაგ:მამაკაცს სახეზე,ქალსა და მამაკაცს ბოქვენის მიდამოში,იღლიის
მიდამოში.ჰირსუტიზმი კი არის ჭარბთმიანობა იქ,სადაც არ უნდა იყოს.მაგ:ბარბა ანუ წვერ-
ულვაში ქალის შემთხვევაში.ეს მიუთითებს ვირილიზაციაზე(მამაკაცური ფენოტიპი).

Organa accessoria ანუ კანის დამატებით ორგანოს მიეკუთვნება ფრჩხილი-unguis.ფრჩხილი


მოთავსებულია ჰიპონიქიუმში ანუ ფრჩხილის საწოლში-matrix unguis.ფრჩხილს გააჩნია
თავისუფალი ბოლო-margo libera(ეს ის უბანია,სადაც იზრდება და შემდგომ დაჭრა
ხდება),corpus-სხეული,radix-ფესვი.ნაწილობრივ სხეული და ნაწილობრივ ფესვი
დაფარულია მორგვით-vallum unguis,ეპონიქიუმი ან კუტიკულა.

თმა,ფრჩხილი,თვალი,ყური შეიძლება გამოგვადგეს სხვადსხვა სისტემური დაავადების


დროს.მაგ:სიყვითრე-icterus ,პირველ რიგში,ჩნდება სკლერაზე.

ონიქოლიზისი-ფრჩხილთა გაძლიერებული მსხვრევადობა და ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი


ვარიანტი შეიძლება იყოს.კოილონიქია-დეფორმორებული ფრჩხილი,რკინადეფიციტურ
ანემიაზე შეიძლება მიუთითებდეს.

საათის მინისებრი ფრჩხილები და დოლის ჯოხისებრი თითები ჰიპოქსიური ქრონიკული


მდგომარეობის დროს აღინიშნება.

You might also like