You are on page 1of 6

ლექცია 2.

სასუნთქი სისტემა არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც


ხორციელდება აირთა ცვლა გარემოსა და ორგანიზმს შორის.
ჟანგბადის მიღებას ორგანიზმში და ორგანიზმიდან ნახშირორჟანგის
გამოდევნას სუნთქვის პროცესი ეწოდება. აირთა ცვლის მეორე
ფორმაც არსებობს, რომელსაც ფოტოსინთეზი ეწოდება და,
რომელიც მცენარეული სამყაროსთვის, კერძოდ, მცენარის მწვანე
ნაწილებისათვის არის დამახასიათებელი და გულისხმობს
ნახშირორჟანგის მიღებას და ჟანგბადის გარემოში გამოყოფას.
ადამიანის სასუნთქი სისტემა პირობითად იყოფა ორ ნაწილად:
აირგამტარი გზები და გაზთა ცვლის მაწარმოებელი ორგანოები.
აირგამტარი გზების შემადგენლობაში შედის: ცხვირის შესასვლელი,
ცხვირის ღრუ, ქოანები, ხახა (რომელიც, როგორც საჭმლის
მომნელებელი სისტემიდან გახსოვთ, პირობითად 3 მიდამოდ
იყოფა: ცხვირხახა, პირხახა, ხორხხახა), ხახის უშუალო
გაგრძელებას წარმოადგენს ხორხი. ხორხი გრძელდება სასულეში.
სასულე ორად იყოფა და წარმოქმნის ბრონქებს: მარჯვენა და
მარცხენა. ბრონქები შედიან რა ფილტვებში, იტოტებიან, სანათურის
შედარებით ნაკლები დიამეტრის მქონე მილებად, რომელთაც
ბრონქიოლები ეწოდებათ. ფილტვშივე ბრონქიოლები კიდევ უფრო
სანათურის მცირე დიამეტრის მქონე მილებად, ანუ საბოლოო, ანუ
ტერმინალურ ბრონქიოლებად იყოფა. მთავრდება, მთელი ეს გზა,
ერთშრიანი კედლის მქონე ბუშტუკოვანი წარმონაქმნებით,
რომლებსაც ალვეოლები ეწოდებათ.
სასულე ორად იყოფა გულმკერდის მე-5 მალის დონეზე.
ორივე ფილტვში ალვეოლების საერთო რაოდენობა 300-500
მილიონია. ერთ ტერმინალურ ბრონქიოლზე ეკიდება 500 ცალი
ალვეოლი და იქმნება ფილტვის მოფუნქციო ელემენტი – აცინუსი.
აცინუსების გაერთიანებით იქმნება ფილტვის წილაკები.
ხორხი, სასულე, ბრონქები, ბრონქიოლები ქმნიან ე.წ. ბრონქიალურ
ხეს. სასუნთქი სისტემა მოთავსებულია ცხვირის, პირის და
გულმკერდის ღრუებში. სასუნთქი მილის კედელი შედგება: შიგნიდან
გარეთ - ლორწოვანი გარსი, კუნთოვანი შრე, გარედან
შემაერთებელი ქსოვილი. კუნთოვან შრესა და შემაერთებელ
ქსოვილს შორის ჩადგმულია ხორხის კედელში 11 ცალი სხვადასხვა
ფორმის ერთმანეთთან სახსრით დაკავშირებული ჰიალინური
ხრტილები, სასულეს, ანუ ტრაქეას შემთხვევაში 16-20 ცალი
ერთმანეთის პარალელურად დალაგებული ნახევრად ბეჭდისებური
ჰიალინური ხრტილის რგოლები, ხოლო ბრონქისა და
ბრონქიოლების კედელში – პარალელურად დალაგებული,
მთლიანად შეკრული ჰიალინური ხრტილის ბეჭდისებური რგოლები.
სუნთქვა, თავისთავად, 3 ფიზიოლოგიურ ეტაპად იყოფა:
1. გარეგანი სუნთქვა (გაზთა ცვლა გარემოსა და ალვეოლებს
შორის);
2. გაზთა ცვლა ალვეოლებსა და სისხლძარღვების კაპილარებს
შორის;
3. შინაგანი სუნთქვა, ანუ გაზთა ცვლა სისხლძარღვებსა და
უჯრედშორისებს შორის.
სასუნთქი სისტემის მთელი სიგრძე ამოფენილია მოციმციმე
წამწამოვანი ეპითელიუმით. ლორწოვან გარსში განთავსებულია
დიდი რაოდენობით ლორწოვანი და სეროზული ჯირკვლები.
ლორწქვეშა ჩანაფენში დიდი რაოდენობით არის სისხლძარღვები.
სასუნთქი სისტემის ფუნქცია გარდა აირთა ცვლისა, ანუ
სუნთქვითი პროცესის წარმოებისა, ცხვირის ღრუ მონაწილეობს
ყნოსვის ფუნქციაში, ფილტვები წყლის ცვლაში, მათი საშუალებით
15-20% წყლის გამოყოფა ხდება ორგანიზმიდან, რაც განსაზღვრავს
და განაპირობებს ფილტვების მონაწილეობას თბორეგულაციის
პროცესში. ფილტვების მეშვეობით ხდება ორგანიზმიდან
მომწამლავი ნივთიერებების აორთქლება (ალკოჰოლი, ეთერი,
აცეტონი, ამიაკი, ქლოროფორმი). ფილტვები შეიცავს მრავლობით
მიკროფაგებს, რითაც ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და
აქტიურად მონაწილეობს მჟავა-ტუტოვან (ანუ pH)-ის რეგულაცია და
ვინაიდან ხორხის ლორწოვან გარსში ე.წ. მბგერავი აპარატი, რისი
საშუალებითაც ხდება ბგერის წარმოქმნა - სასუნთქი სისტემა
მონაწილეობს ბგერის წარმოქმნაში.
1. რა არის სასუნთქი სისტემის ფუნქცია?
პასუხი: 1. გაზთა ცვლა (ჟანგბადის მიღება და ნახშირორჟანგის
გამოყოფა - სუნთქვა); 2. თერმორეგულაციაში მონაწილეობა; 3.
მავნე აირებისაგან ორგანიზმის განთავისუფლება; 4. ანტისეპტიური
და pH-ფაქტორის რეგულაციაში მონაწილეობა; 5. ბგერის
წარმოქმნა.
2. რა ორგანოებისაგან შედგება სასუნთქი სისტემა?
პასუხი: გარეთა ცხვირი, ცხვირის ღრუ, ქოანები, ხახა, ხორხი,
სასულე, ბრონქები, ბრონქიოლები, საბოლოო ბრონქიოლები,
ალვეოლები, ფილტვები, პლევრა.
3. რა არის გარეგანი და შინაგანი სუნთქვა?
პასუხი: გარეგანი სუნთქვა არის აირთა ცვლა გარემოსა და
ორგანიზმს შორის. შინაგანი სუნთქვა არის აირთა ცვლა
სისხლძარღვებსა და უჯრედშორისებს შორის.
4. რომელ ღრუებში მდებარეობს სასუნთქი სისტემის
ორგანოები?
პასუხი: ცხვირის, პირის, გულმკერდის ღრუებში.
5. რა ნაწილებად იყოფა სასუნთქ სისტემაში შემავალი
ორგანოები?
პასუხი: აირგამტარი გზის ორგანოები და აირთა ცვლის
შემსრულებელი ორგანოები.
6. რომელი ორგანოები შედის ჰაერგამტარ გზებში?
პასუხი: გარეთა ცხვირი, ცხვირის ღრუ, ქოანები, ხახა, ხორხი,
სასულე, ბრონქები, ბრონქიოლები, საბოლოო ანუ ტერმინალური
ბრონქიოლები.
7. რომელი ორგანოა აირთა ცვლის შემსრულებელი
ორგანოები?
პასუხი: ალვეოლები, რომლებიც მოთავსებული არიან ფილტვებში
(ფილტვებშივე არის მოთავსებული ბრონქები, ბრონქიოლები და
ტერმინალური ბრონქიოლები).
8. როგორია აირგამტარი მილის კედლის აგებულება?
პასუხი: შიგნიდან გარეთ ლორწოვანი გარსი, კუნთოვანი შრე,
შემაერთებელი შრე, კუნთოვანსა და შემაერთებელს შორის
სხვადასხვა ფორმის და ურთიერთგანლაგების ჰიალინური ხრტილი.
9. როგორია გარეთა ცხვირის მდებარეობა, აგებულება და
ფუნქცია.
პასუხი: გარეთა ცხვირი მდებარეობს სახის ქალაზე, შუბლსა და
პირის ნაპრალზე, ლოყებსა და თვალბუდეებს შორის. მას გააჩნია
მწვერვალი, ზურგი, ფრთები და ძირი. გარეთა ცხვირის კედელი
შედგება ხრტილებისაგან და ცხვირის ძვლისაგან. გარეთა ცხვირის
შესასვლელი ხრტილოვანი და ძვლოვანი ძგიდით გაყოფილი არის
ორ ნაწილად. შიგნიდან გამოფენილია ლორწოვანი გარსით,
მოციმციმე ეპითელიუმით. მისი ფუნქციია გაატაროს ჰაერი და
გაწმინდოს წონის მქონე ნაწილაკებისაგან.
10.ცხვირის ღრუს (cavium nasi) კედლები, ლორწოვანი გარსი,
ფუნქცია.
პასუხი: წინიდან ცხვირის ძვალი, უკნიდან ქოანები, ქვემოდან სასის
ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტა, ზემოდან - ცხავის ძვალი,
გვერდებიდან - საცრემლე და თვალბუდის ძვლები. ლორწოვანი
გარსი ფუნქციურად გაყოფილია ორ ნაწილად: საყნოსავი და
სასუნთქი. საყნოსავი ნაწილის ლორწოვანი გარსი შეიცავს დიდი
რაოდენობით ნერვულ დაბოლოებებს და ევალებათ სუნის
შეგრძნება, ხოლო სასუნთქი ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით
სისხლძარღვოვან კაპილარებს და ევალებათ ჰაერის ტემპერატურის
რეგულირება.
11.ხორხის აგებულება, ხრტილების სახელწოდება და
მგბერავი აპარატი.
პასუხი: კენტი ხრტილებია: ფარისებური, ბეჭდისებური,
ხორხსარქველის. წყვილი ხრტილებია: ციცხვისებური, სოლისებური,
რქისებური და მარცვლისებური.
ხორხის ლორწოვან გარსზე, ერთმანეთის მოპირისპირედ,
ფარისებური ხრტილის მიდამოში, განლაგებული არის მგბერავი
აპარატები: მარჯვენა და მარცხენა, რომლებიც შედგებიან: წყვილი
მბგერავი ნაოჭებისაგან, წყვილი მბგერავი იოგებისაგან და იოგებს
შორი დარჩენილი სივრცისაგან, რომელსაც ყია ეწოდება.
12.სასულეს, ბრონქების და ბრონქიოლების კედლის
აგებულება.
პასუხი: სასულეს კედელში, გარდა რბილქსოვილოვანი გარსებისა,
არის 16-20 ცალი ნახევრადშეკრული ერთმანეთთან პარალელურად
განლაგებული ჰიალინური ხრტილის ბეჭდისებური რგოლები, ეს
რგოლები სასულეს ფარავს წინიდან და გვერდებიდან, ხოლო
სასულეს კედლის უკანა მიდამო, რომელიც მჭიდროდ ესაზღვრება
საყლაპავ მილს, მთლიანად რბილქსოვილოვანია. მკერდის მე-5
მალის დონეზე სასულე ახდენს ბუფარკაციას, ანუ ორად იყოფა და
გვაძლევს 2 - მარჯვენა და მარცხენა ბრონქს, რომლებიც შედიან
შესაბამის ფილტვებში. იტოტებიან ფილტვების შიგნით და ქმნიან
ბრონქიოლებს და ტერმინალურ ბრონქიოლებს. ბრონქებისა და
ბრონქიოლების კედელში, გარდა რბილქსოვილოვანი გარსებისა,
არის ერთმანეთთან პარალელურად განლაგებული ჰიალინური
ხრტილის ბეჭდისებური რგოლები.
13.რა არის აცინუსი?
პასუხი: აცინუსი არის ფილტვის მოფუნქციო ერთეული, რომელიც
შედგება 1 ცალი საბოლოო ბრონქიოლისა და მასზე ჩამოკიდებული
500 ცალი ალვეოლისაგან.
14.ფილტვის მდებარება და განსხვავება მარჯვენა და
მარცხენა ფილტვებს შორის.
პასუხი: ფილტვი კონუსისებური, წყვილი ორგანოა. მოთავსებულია
გულმკერდის ღრუში. მას გააჩნია ფუძე, მწვერვალი და 3 ზედაპირი:
სანეკნე, დიაფრაგმის და შუასაყარის (შუასაყარი არის სივრცე,
დარჩენილი ფილტვებს შორის. ფილტვების თავისი ფუძით დევს
დიაფრაგმის გუმბათებზე. მწვერვალით 2-3 სმ-ით მაღლა ცდება
ლავიწის ძვალს). შუასაყარის ზედაპირზე, თითოეულ ფილტვს ცალ-
ცალკე გააჩნია ფილტვის კარი, რომელშიც შედის და გამოდის
სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვები, შედის არტერია
და გამოდის ბრონქიალური ვენა და შედის ბრონქები. მარჯვენა და
მარცხენა ფილტვი ერთმანეთისგან განსხვავდება. მარჯვენა არის
დაბალი, განიერი და სამწილიანი, ხოლო მარცხენა არის მაღალი,
ვიწრო და ორწილიანი. მარცხენას აქვს: ნაჭდევი გულისათვის და
ფილტვის ენა.
ფილტვები დაყოფილია წილებად ღარებით: მარჯვენას აქვს ორი
ღარი - ზედა და ქვედა, მარცხენას ერთი.
15.რა არის პლევრა?
პასუხი: პლევრა არის სეროზული გარსი, რომლის ორივე ფურცელი
ორგანოს გამხვევი (ვისცერული) და კედლის ამყოლი (პარიესული)
თითოეული ფილტვის გარშემო არის შემოხვეული. პარიესულ და
ვისცერულ ფურცლებს შორის არის ე.წ. პლევრალური ღრუ,
რომელიც ამოვსებულია ნორმაში 1 სუფრის კოვზის ოდენობის
ქსოვილური სითხით, ანუ პლევრალური სითხით. სითხის
რაოდენობის მომატება ან დაკლება იწვევს შესაბამისად სველ
ხველას, ან მშრალ ხველას.

You might also like