You are on page 1of 5

1. კისრის საზღვრები - კისერს აქვს 2 საზღვარი ზედა და ქვედა.

ზედა საზღვარი -ქვედაყბის


კიდე, კუთხე, გარეთა სასმენი ხვრელი, დვრილისებრი მორჩი, ქედისზედა ხაზი და კეფის
გარეთა შემაღება. ქვედა საზღვარი - გულმკერდისმიდამოსთან აქვს მკერდის ძვლის საუღლე
ამონაჭდევზე, მკერდ-ლავიწის სახსარზე, ლავიწზე, აკრომიონზე, კისრის მე-7 მალის წვეტიან
მორჩზე გატარებულ ხაზზე მთავრდება.
2. კისრის გარეგანი ორიენტირები - ხელით მოვსინჯოთ ან გარედან დავინახოთ <- ამათ ჰქვიათ
ორიენტირები. ზედა და ქვედა საზღვრის შემადგენელი ელემენტები კარგად ისინჯება,
კისრის მალების წვეტიანი მორჩები. მამაკაცებში მნიშვნელოვანი ორიენტირია ფარისებრი
ხრტილიც (ადამის ვაშლი). ქალებში იშვიათად ჩანს თუმცა კაცებში მეტყველებისას,
ყლაპვისას კარგად ჩანს. კისრის კანქვეშა ვენები (ხმამაღლა ყვირის იცინის და ა.შ> იჭიმება
ვენები და ჩანს), კარგი ორიენტირია კუნთოვანი სისტემაც განსაკუთრებით
მკერდლავიწდვრილისებრი კუნთი.
3. კისრის შრეობრივი აგებულება - კისერზე ვარჩევთ ზედაპირულად განთავსებული კუნთები
(პლატიზმა, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და ტრაპეციული კუნთი), კისრის გვერდითი
ჯგუფის კუნთები (წინა შუა და უკანა კიბისებრი კუნთები), კისრის შუა ჯგუფის კუნთები
(ინისზედა და ინისქვედა კუნთები), ღრმა ჯგუფის კუნთები (ხერხემლის კისრის მონაკვეთზე
განთავსებული კუნთები).
4. კისრის შრეობრივი აგებულება - 1. კანი (რომელიც წინა ზედაპირზე თხელი ნაზი და
ელასტიურია ხოლო უკანან აწილში შედარებით მკვრივი და სქელია) 2. კანქვეშა ცხიმოვანო
ქსოვილი (ზომიერადაა განვითარებული, კარგი ნაკვებობის პირობებში კარგად არის
განვითარებული) 3. კუნთები რომლებიც საკუთარი ფასციით არიან დაფარული და ისინი
ჯგუფებად არის დალაგებული კისერზე.
5. ზედაპირულად განთავსებული კუნთები (პლატიზმა, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი და
ტრაპეციული კუნთი),
ა) პლატიზმა - დიდი ზომის ოთხკუთხა ფორმის კუნთია. იწყება გულ-მკერდზე მეორე ნეკნის
დონეზე მკერდის ფასციიდან, მისი ბოჭკოები ზემოთ და წინ მიემართებიან და გადადიან
სახეზე ქვედაყბის კიდეს უკავშირდებიან. მისი ქვედა ბოლოები გაშლილია
ბ) პლატიზმის ქვევით არის მკერდ-ლავიწ დვრილისებრი კუნთი - მედიალური და
ლატერალური თავით იწყება. მედიალური თავით დაკავშირებულია საუღლე ამონაჭდევთან
ხოლო ლატერალური თავით ლავიწის სამკერდე ბოლოსთან. მისი ბოჭკოები ადის ზევით და
უმაგრდება დვრილისებრ მორჩს
გ) ტრაპეციული კუნთი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნთია, იწყება ქედის ზედა ხაზიდან და
კეფის გარეთა შემაღლებიდან, მისი ბოჭკოები ქვემოთ ჩამოდის გასწვრივად და გადადის
განივ ბოჭკოებში და კიდევ ამ კუნთში გვხვდება ასწვრივი ბოჭკოები რომლებიც ქვემოდან
ზევით ადიან. ამ კუნთს მეორენაირად მანდილის კუნთსაც უწოდებენ.
6. ახლა გავარჩიოთ კისრის შუა ჯგუფის კუნთები (ინის ძვლით გაყოფილია: ინისზედა და
ინისქვედა კუნთები). ინის ძვლის ზემოთ მდევარე კუნთებია ორმუცელა, ყბა-ინის, ენა-ინის,
სადგის-ინის,ნიკაპ ინის კუნთები. ინის ძვლის ქვემოთბდებარეა
მკერდ-ინის,ფარ-ინის,მკერდ-ფარის, ბეჭ-ინის კუნთები. ინისზედა კუნთები:
ა) ორმუცელა კუნთი - წინა მუცელი მუცელი იწყება ქვედაყბის შიგნითა ზედაპირზე
ორმუცელა ფოსოდან, მისი ბოჭკოები მიმეართებიან უკან და გადადის მყესში და ამ მყესით
უკავშირდება ინის ძვალს და მყესი გრძელდება უკანა მუცელში რომელიც დაუკავშირდება
დვრილისებრ მორჩს
ბ) ყბა-ინის კუნთი იწყება ქვედაყბის შიგნითა ზედაპირზე ყბა-ინის ხაზიდან (სამკუთხა
ფორმისაა). მისი ბოჭკოები მიემართება შიგნით და უკან, მედიალური კიდეები მარჯვენა და
მარცხენა ყბა-ინის კუნთისებისა დაუკავშირდებიან ყბა-ინის ნაკერით და შექმნიან პირის
ღრუს დიაფრაგმას ხოლო უკანა ბოლოებით ეს კუნთი დაუკავშირდება ინის ძვალს
გ) ენა-ინის კუნთი - ენის სისქეში დაიწყება და ინის ძვალს უკავშირდება
დ) სადგის-ინის კუნთი - რომელიც ქალას ფუძეზე სადგისისებრ მორჩიდან იწყება და მოდის
ინის ძვლისკენ. როცა ორმუცელა კუნთის მყესს გაუსწორდება ამ მყესის დონეზე სადგის-ინის
კუნთი გაიყოფა ორ ფეხად და ამ მყესს მოიქცევს ზედა და ქვედა ფეხებს შორის და ამ
ფეხებით მიუმაგრდება ინის ძვალს
ე) ნიკაპ-ინის კუნთი რომელიც ნიკაპის წვერიდან ინის ძვლამდეა გაჭიმული
ინისქვედა კუნთები:
ა) მკერდ-ინის კუნთი - იწყება მკერდის ძვლის ტარის უკანა ზედაპირიდან და პირველი-მეორე
ნემკების ხრტილებიდან და მკერდ-ლავიწის სახსრის შიგნითა ზედაპირზე, მოემართება მისი
ბოჭკოები ზემოთ სწორად და უკავშირდება ინის ძვალს
ბ) მკერდ-ფარის კუნთი - იგივე დონეზე იწყება ოღონდ მკერდ-ინის კუნთის ქვევით,
მოემართება ზევით და უმაგრდება ფარისებრი ხრტილის ირიბ ხაზს.
გ) ფარ-ინის კუნთი - ამ ფარისებრი ხრტილის ირიბი ხაზიდან იწყება ფარ-ინის კუნთი
რომელიც ინის ძვლის რქას უმაგრდება.
დ) ბეჭ-ინის კუნთი - ორი მუცლისგან შედგება. მისი ქვედა მუცელი იწყება ბეჭის განივი იოგის
ნაჭდევიდან მოემართება ირიბად ზევით და წინ, გაძვრება მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი
კუნთის ქვეშ და ზუსტად ამ კუნთის ქვეშ გადავა მყესში და შემდეგ მყესი გაგრძელდება ზედა
მუცელში რომელიც უკვე ინის ძვალს დაუკავშირდება.
7. კისრის გვერდითი ანუ ლატერალური ჯგუფის კუნთები - ეს არის წინა კიბისებური კუნთი,
შუა კიბისებური კუნთი, უკანა კიბისებური კუნთი. კიბისებრი კუნთები იწყება ხერხემლის
კისრის მალების განივ მორჩებზე და ქვევით პირველ და მეორე ნეკნს უკავშირდებიან ქვედა
ბოლოთი
ა) წინა კიბისებური კუნთი - იწყება კისრის მესამე-მეოთხე-მეხუთე მალების განივი მორჩების
წინა ბორცვებზე , ჩამოდის ქვემოთ და უმაგრდება პირველ ნეკნს კიბისებრ მორჩზე
(ხრტილოვანო ძვლოვანში რომ გადადის ეგ ნაწილია)
ბ) შუა კიბისებური კუნთი - იწყება კისრის ქვედა 5 მალების განივი მორჩების უკანა
ბორცვებზე და უმაგრდება პირველ ნეკნს შედარებით უკან და ლატერალურად (ლავიწქვეშა
არტერის ღარის უკან)
გ) უკანა კიბისებური კუნთი - იწყება კისრის მე-5 და მე-6 მალის განივი მორჩების უკანა
ბორცვებზე, ჩამოდის ქვემოთ და უმაგრდება მე-2 ნეკნის გარეთა ზედაპირს.
8. კისრის ღრმა შრის კუნთები - ხერხემალზე განთავსებული კუნთები (თავისა და კისრის
გრძელი და მოკლე კუნთები, თავის წინა სწორი და კისრის წინა სწორი ლატერალური
კუნთები). მოკლე კუნთები მალებზე იწყებიან და კისრი მალებზევე მთავრდება ხოლო
გრძელი კუნთები გულმკერდის მე-2 მე-3 მალამდე ჩადიან. ყველა ეს კუნთი გარედან
დაფარულია ფასციებით.
9. კისრის ფასციები - 1. კისრის ზედაპირული ფასცია 2. კისრის საკუთარი ფასციის
ზედაპირული ფურცელი 3. საკუთარი ფასციის ღრმა ფურცელი 4. ორფურცლიანი ფასცია
(პარიესულ და ვისცერულ ფურცლებს ვარჩევთ 5. კისრის ღრმა ფასცია (იგივე ხერხემლის
წინა ფასცია)
პირველი შრე არის კანი მას მოსდევს კანქვეშა ცხიმოვანო ქსოვილი და იწყება ფასციები 1.
კისრის ზედაპირული ფასცია (როგორც ყველგან აქაც კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს
გამოფენს მთლიანად, ის კანქვეშ ყველგან გვხვდება), წინა ნაწილში იყოფა 2 ფურცლად და
პლატიზმას უქმნის ბუდეს. ანუ პირველი ფასცია არის კისრის ზედაპირული ფასცია
რომელით მთელ კისერზე გვხდება და წინა ნაწილში პლატიზმას უქმნის ბუდეებს. 2- ამის
ქვემოთ მოდის კისრის მეორე ფასცია, ესეც მთელ კისერზე გვხვდება და მას ჰქვია საკუთარი
ფასციის ზედაპირული ფურცელი. ზედაპირული ფასციის ქვევით მდებარეობს. წინა
ნაწილში ეს ფასცია ბუდეს უქმნის მკერდ-ლავიწვ-დვრილისებრ კუნთებს ხოლო უკანა
ნაწილში ტრაპეციულ კუნთებს. ეს ფასცია მთელ კისერს შემოუვლის მაგრამ კისრის გვერდით
ნაწილებში ის შემოჭრილია სიღრმეებში და მალის განივ მორჩამდე მოდის ორივე მხარეს.
ამით ეს ფასცია კისერს ყოფს 2 ნაწილად: უკანა ნაწილად და წინა ნაწილად. სწორედ ეს
ფასციური ფირფიტები ეწინააღმდეგება ანთებითი პროცესის წინ ნაწილში გადასვლას ან
უკანან აწილში გადასვლას. 3- საკუთარი ფასციის ღრმა ფურცელი - მხოლოდ კისრის შუა
წინა ნაწილში გვაქვს. ეს ფასცია ბუდეს უქმნის კისრის შუა ჯგუფის ინის ქვემოთ მდებარე
კუნთებს (მკერდ-ინის, მკერდ-ფარის, ფარ-ინის,ბეჭ-ინის). მას კისერზე ტრაპეციის ფორმის
მქონე ფართობი უკავია. ზემოთ ინის ძვალს უკავშირდება, ქვემოთ საუღლე ამონაჭდევსა და
ლავიწებთან არის დაკავშირებული, გვერდებზე ბეჭ-ინის კუნთებს უკავშირდება და
დაფარავს მას. მესამე ფასცია ანუ ბუდეებს უქმნის ამ შუა ჯგუფის ინისქვედა კუნთებს. შუა
ნაწილში ზუსტად შუა ხაზზე შუა ფასცია ქმნის კისრის თეთრ ხაზს. ამ ხაზის შექმნაში
ნაწილობრივ მეორე ფასციაც იღებს მონაწილეობას რადგან შუა ხაზზე მეორე და მესამე
ფასციები ერთმანეთთან არის შეზრდილი ანუ ძირითადად მე-3 ფასციით იქმნება მაგრამ მას
ამაგრებს და ამკვრივებს მეორე ფასცია. მესამე ფასციაში გაივლიან კისრის კანქვეშა ვენები
(წინა საუღლე ვენა, გარეთა საუღლე ვენა...) და ჩადიან სიღრმეში. როდესაც კანქვეშა ვენები
ამ ფასციურ ფურცელში გაივლიან ფს ასცია ეკვრის ვენის კედელს და როდესაც ადამიანი
ყვირის ან იცინის ამ დაჭიმულობის ფონზე მესამე ფასცია იჭიმება -> ბეჭინის კუნთები
დაიჭიმება და ეს ფასციები გაჭიმავს ვენის კედელს და ამიტომაც ჩანს ყვირილისას
ვიზუალურად. კისრის კანქვეშა ვენები სხვა ვენებისგან განსხვავებით არ აქვთ სარქველები
ამიტომ გადაჭრილი ვენის სანათურში ჰაერი ადვილად იჭრება რადგან გადაჭიმულ ვენის
სანათურში ადვილად შიძლება შევიდეს ჰაერი და განვითარდეს ჰაეროვანი ემბოლია ეს კი
ოპერაციებისას გასათვალისწინებელია. კისრის კანქვეშა ვენების გადაჭრამდე უნდა
დავადოთ ორი მომჭერი და თითოეულ მომჭერთან უნდა დავადოთ ლიგატურები (ძაფს
მოუჭერენ და ჩაფსკვნიან) და მათ შორის შეიძლება გადაიკვეთოს კისრის კანქვეშა ვენა რათა
ორივე ბოლოდან დაზღვეული ვიყოთ ჰაერის შესვლისგან. 4. მეოთხე ფასცია
ორფურცლიანი ფასციაა. ვარჩევთ პარისეულ და ვისცერულ ფურცლებს. პარიესული
კისერს შიგნითა მხრიდან კედლებს გამოუფენს და ვისცერული ფურცელი რომელიც კისრის
ორგანოებს დაფარავს ზემოდან (საყლაპავი, სასულე,ხახა,ხორხი,ფარისებრი და
ფარისებრახლო ჯირკვლები). ორგანოებს ვისცერული ფურცელი ფარავს ხოლო სივრცეს
გამოფენს პარიესული ფურცელი. გარდა ამისა პარიესულ იფურცელი გვერდებზე ბუდესაც
ქმნის და ესაა კისერზე გასწვრივი ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონა. მედიალურად არის
საერთო საძილე არტერია, ლატერალურად-შიგნითა საუღლე ვენა და მათ შორის და უკან
არის ცდომილი ნერვი. ნერვულ-სისხლძარღვვან კონასაც უქმნის მე-4 ფასციის პარიესული
ფურცელი. კისერზე გვაქვს 2 მაგისტრალური ნერვულ-სისხლძარღოვანი კონა. ერტი
გასწვრივია და ესაა გასწვრივი და მეორე არის განივი ნერვულ-სისხლძარღოვანი კონა
(ლავიწქვეშა არტერია, თანამოსახელე ვენა და მხრის წნული). 5. კისრის ღრმა ფასცია - ეს
ფასცია ხერხემლის მალებთან ერთად უქმნის ძვალფასციურ ბუდეს კისრის ღრმა ჯგუფის
კუნთებს. უკნიდან ხერხემლის მალები ფარავს ხოლო დანარჩენი მხრებიდან ეს ფასცია
მოსაზღვრავს. ამ კუნთებთან ერთად განთავსებულია სიმპათიკური წველის კვანძები. მე-5
ფასცია ასევე ფასციურ ბუდეს უქმნის კისრის გვერდით მონაკევეთში მდებარე კუნთებს (წინა
შუა და უკანა კიბისებრ კუნთებს), გარდა ამისა მე-5 ფასცია ფასციურ ბუდეს უქმნის კისრის
განივ ნერვულ-სისხლძარღვოვან კონას (ლავიწქვეშა არტერიას, ვენას, მხრის წნულს).
10. ფასციათაშორის არსებული შემაერთებელქსოვილოვანი სივრცეები - პირველი
შემაერთებექსოვილოვანი სივრცე არის კისრის მეორე და მესამე ფასციას შორის არსებული
სივრცე. მას ჰქვია მკერდზედა აპონევროზული სივრცე. ეს სივრცე მნიშვნელოვანია იმით რომ
აქ გაივლის: საუღლე ვენური რკალი რომელიც იქმნება მარჯვენა და მარცხენა წინა საუღლე
ვენების შეერთდება და ამ შემაერთებელ ვენას ჰქვია საუღლე ვენური რკალი. კისერზე
ოპერაციების ჩარევის დროს არის გასათვალისწინებელია. საუღლე ამონაჭდევიდან 2-3
თითის დადებიდან ზემოთ მდებარეობს. მეორე - მკერდზედა აპონევროზის სივრცეში იმ
მონაკვეთს ამ სივრცისას რომელიც უშუალოდ მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის უკან
მდებარეობს ჰქვია ბრმა ფასციური პარკი. ბრმა ფასციურ პარკს შიგნიდან მოსაზღვრავს
მესამე ფასცია, გარედან მოსაზღვრავს მე-2 ფასცია (მკერდლავიწ დვრილისებრ კუნთს
ფარავს ეს ფასცია) და ქვემოდან მოსაზღვრავს ლავიწი. ბრმა ფასციური პარკების შუალედში
ჩამოივლის წინა საუღლე ვენები, რომლებიც ქვედა ნაწილში საუღლე ვენური რკალით
დაუკავშირდებიან ერმანეთს. მესამე - მე-4 ფასციის პარიესულ და ორგანოების მფარავ
ვისცერულ ფურცლებს შორისაა და ამ სივრცეს ჰქვია ორგანოების წინა
შემაერთებელქსოვილოვანი სივრცე რადგან ორგანოების წინ მდებარეობს. ამ სივრცის იმ
ნაწილს რომელიც უშუალოდ ზედა ნაწილში (ფარისებრის წინ მდებარეობს) ჰქვია
პრევისცერული შემაერთებელქსოვილოვანი სივრცე. ქვემოთა ნაწილში (საყლაპავი და
სასულე ხომაა ქვევით) ჰქვია სასულის წინა შემაერთებელქსოვილოვანი სივრცე. ეს სივრცე
ქვევით გულმკერდის ნაწილში უკავშირდება წინა შუასაყარს. ამიტომ ანთებითი პროცესის
დროს შეიძლება წინა შუასაყრის მიდამოში შეიძლება გავრცელდეს. ამ
შემაერთებელქსოვილოვან სივრცეში (პრევისცეცრულ სივრცეში) განთავსებულია: ფარისებრ
კენტი ვენური წნული, მხართავის ღერო, ფარისებრ ყველაზე ქვედა არტერია (ობოლ
არტერიასაც უწოდებენ=თიროიდეა იმა). ეს არტერია ადამიანთა 10-15%-ს გააჩნია და ეს
არტერია შეიძლება გამოყოფილი იყოს აორტის რკალიდან ან მხარ-თავის ღეროდან. ამიტომ
ფარისებრის ოპერაციისას ლიგირება ამ არტერიისაც უნდა მოვახერხოთ აუცილებლად.
ფარისებრ კენტი ვენური წნულია ასევე აქ განთავსებული. მეოთხე - მეოთხე და მეხუთე
ფასციათა შორის განთავსებული სივრცეა რომელსაც ჰქვია რეტროვისცერული
შემაერთებელქსოვილოვანი სივრცე. ეს სივრცე ქვემოთ გულმკერდს უკავშირდება ოღონდ
უკანა შუასაყარს ამიტომ ანთებითი პროცესი შეიძლება უკანა შუასაყარში გავრცელდეს.
მეხუთე - მეხუთე ფასციის ქვეშ გვაქვს შემდეგი სივრცე და აქაა განთავსებული კისრის ღრმა
ჯგუფის კუნთები, სიმპათიკური წველის კისრის კვანძები მეექვსე - მეხუთე და მეორე ფასციას
შორის არის სივრცე და ეს მნიშვნელოვანია იმით რომ აქ გაივლის განივი
ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონა და გადავა იღლიის მიდამოში. ანთებითი პროცესი ამის
გამო შეიძლება კისრიდან იღლიის მიდამოში გადავიდეს.
პს: ორგანოებიდან იკითხა ფარისებრი(კვება და საიდან შედიან ეს სისხლძარღვები) და
ფარისებრახლო ჯირკვლები, სასულე (ბიფურკაციაც და ტოპოგრაფიაც).
პს: გაკეთებულია დავით გიუნაშვილის მიერ, ტექსტში
დაშვებულია გრამატიკული და სხვა მექანიკური
შეცდომები და გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

You might also like