You are on page 1of 6

ადამიანის ჩონჩხის ძვალები ქმნის მის ღერძულ ჩონჩხს (axial

skeleton), რომლის შემადგენლობაში შედის თავის ქალა (29


ძვალი), ხერხემლის სვეტი (34 ძვალი), გულმკერდის ყაფაზი
(25 ძვალი) და სხეული, აგრეთვე კიდურების, ე.წ. დამატებითი
ჩონჩხი (appendicular skeleton), რომელსაც მიეკუთვნება
ზედა (72 ძვალი) და ქვედა (76 ძვალი) კიდურები.

ღერძულა ჩონჩხი - Skeleton Anxiale

ადამინაის ჩონჩხი - Skeleton Homo Sapiens - იყოფა: თავის


ქალა - Cranium, ტორსი -Truncum, ზედა კიდური -
Membrum Superior და ქვედა კიდური -Membrum Inferior.
Cranium იყოფა: ტვინის ქალა - Cranium Cerebralisდა სახის
ქალა - Cranium Visceralis.
Truncum იყოფა: ხერხემლის სვეტი - Columna Vertebralis,
ნეკნი - Costa, მკერდის - Sternum.
Membru Superior/Inferior იყოფა: სარტყელი -Cingulumდა
თავისუფალი ნაწილი ParsLibera.
ხერხემლისსვეტი - Columna Vertebralis შედგება:
კისრის მალები - Vertebrae Cervicales – 7 (CI – CVII)
გულმკერდის მალები - Vertebrae Thoracaicae – 12 (TI –
TXII)
წელის მალები - Vertebrae Lumbales – 5 (LI – LV)
გავის მალები - Vertebrae Sacrales – 5 (SI – SV)
კუდუსუნის მალები - Vertebrae Coccygae – 2,3,4,5 (CI –
C5)

გულმკერდის მალები - Vertebrae Thoracaicae

მალის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს მალის სხეული - Corpus Vertebrae, რომლის უკანა და გვერდითი
კიდეებიდან ორივე მხარეს წარიზრდება მალის რკალები - Arcus Vertebrae. რკალები შემოსაზღვრავენ მალის
ხვრელს - Foramen Vertebrae. რკალების შეერთებით უკან წარმოიქმნება წვეტიანი მორჩი - Processus
Spinosus.რკალის ორივე მხარეს ლატერალურად წარიზრდება განივი მორჩები - Processus Transvesus.
ზევით და ქვევით მეზობელ მალებთან დასაკავშირებლად ზედა
და ქვედა სასახსრე მორჩებია - Processus Articularis
Superior დაProcessus Articularis Inferior. მორჩების წინ
კარგადა შესამჩნევი ზედა და ქვედა ამონაჭდევები-Incisura
Vertebralis Superior დაIncisura Vertebralis Inferior. (ეს
ყველა მალისთვის ერთია).
გულმკერდის I-დან IX მალის ჩათვლით დამახასიათებელია
ზედა და ქვედა სანეკნე ფოსოები - FoveaCostalis Superior
დაFovea Costalis Inferior. (ერთი ნეკნის თავი უკავშირდება
2 მალას).
X მალას ერთი სანეკნე ფოსო აქვს ზედა კიდესთან. XI-XII
მალების თითო-თითო ფოსო სხეულის ცენტრალურ ნაწილს
იკავებს. ნეკნებთან დასაკავშირებლად გულმკერდის მალებს
აქვთ განივი მორჩის სანეკნე ფოსოები - Fovea Costalis
Processus Transversus.

კისრის მალები - Vertebrae Cervicales

კისრის მალების საერთო დამახასიათებელი ნიშანია ორივე


მხარეს განივი ხვრელის - Foramen Transversusარსებობა.
ხვრელი უკნიდან შემოსაზღვრულია განივი მორჩით, ხოლო
წინიდან ნეკნოვანი მორჩით. ისინი ნეკნ-განივ მორჩს ქმნის.
კისრის პირველი მალის - Atlasგანსხვავდება იმით, რომ Fovea
Dentis აქვს Foramen Centralis/Vertebrae-ში, აქვს წინა
რკალი - Arcus Anterior დაუკანა მხრიდან უკანა რკალი -
Arcus Posterior. ამ რკალების შეერთებით გვერდიდან
მიიღება გამსხვილებული გვერდითი მასები - Massa
Lateralis, რომლებზეც ზედა და ქვედა სასახსრე ფოსოებია -
Fovea Articularis Superior და Fovea Articularis Inferior.
ატლასს არ აქვს მალის სხეული და წვეტიანი მორჩი. მათ
ადგილასწინა და უკანა მხარეს წინა და უკანა ბორცვები -
Tuberculum Anterior და Tuberculum Posterior.
კისრის მეორე მალას - Axis(იგივე ეპისტროფეუსი, ან
ღერძულა მალა) აქვს ვერტიკალურად ზემოთ მიმართული
კბილი - Dens, რომლითაც ატლასს უკავშირდება და
ბოლოვდება კბილის მწვერვალით - Apex. კბილს წინიდან და
უკნიდან აქვს წინა და უკანა სასახსრე ზედაპირი - Facies
Articularis Anterior /Facies Articularis Posterior.
კისრის მეექვსე მალისთვის დამახასიათებელია საძილე
ბორცვი - Tuberculum Caroticum, რომელიც ნეკნ-განივი
მორჩის წინა ზედაპირზე კარგად განვითარებული
შემაღლებაა.სწორედ მის წინ გაივლის საძილე არტერია -
Carotis Communis.
კისრის მეშვიდე მალა - Vertebrae Promines. წარზიდულ
მალას სხვა მალებისგან განსხვავებით Processus Spinosus, ანუ წვეტიანი მორჩი უფრო გრძელი და ნაკლებად
დახრილია, ამიტომ ადვილად მოინიშნება კანქვეშ კისრის უკანა ზედაპირზე.
C2-C5-ს ჩათვლით კისრის მალების წვეტიანი მორჩი გაყოფილია 2 ნაწილად, რადგან მასში ჩაჭედილია ქედის
იოგი - Ligamenta Nuchae, რომელიც არის წვეტზედა იოგის - Lig. Supraspinata-ს ნაწილი.

წელის მალები - Vertebrae Lumbales

წელის მალები გამოირჩევა სხეულის დიდი მასით, რომელიც ნაკლებად დახრილია და საგიტალურ სიბრტყეში
ჰორიზონტალურად დგას. მას აქვს მცირე ზომის ძვლოვანი წანაზარდები. განივი მორჩის უკანა ზედაპირზე
დამატებითი მორჩი - Processus Accesorius, ხოლო ზედა სასახსრე მორჩზე დვრილისებრი მორჩი -
Processus Mamillaris. წელის მესამე მალის შემდეგ ტვინოვანი ნივთიერება აღარ არის, ამიტომ მალის ხვრელი
შედარებით მცირე ზომისაა.

გავის მალები (გავის ძვალი) – Vertebrae Sacrales (Os Sacrum)

გავის მალები სქესობრივი მომწიფების ასაკში ერთმანეთს ძვალთა შეერთების ტიპით - სინოსტოზით
-უკავშირდება, რაც მათ შორის არსებული ხრტილოვანი დისკების გაძვალების შედეგია და ქმნიან სამკუთხა
ფორმის გავის ძვალს - Os Sacrum. ზედა ნაწილი - გავის ფუძე- Basis Sacri - გამსხვილებულია, ხოლო ქვედა -
გავის მწვერვალი - Apex Sacri - ვიწროა და მოდრეკილია წინამხრისკენ.ფუძის მხარეს ზედა სასახსრე
მორჩებია.
გავის ძვალს ორი ზედაპირი აქვს - წინა, შედარებით სადა და მენჯის ღრუსკენ მიქცეული - მენჯისკენა ზედაპირი
- Facies Pelvina და უკანა ზედაპირი - Facies Dorsalis.

რადგან Os Sacrum მიღებულია Vertebrae Sacrum-ების შეძვალების შედეგად, მასზე ჩანს 5 მალის სხეულთა
შეზრდის შედეგად წარმოქმნილი გვერდითი ხაზები - Linae Transversae. გავის ძვლის პირველი მალის (S1)
კიდე წინ არის წარზიდული წელის ლორდოზის გავის ნადრეკში გადასვლის გამო და მას კონცხი -
Promontorium - ქვია.
მალთა რკალის ფეხები ერთმანეთთანაა შეზრდილი და გვერდით ნაწილს - Pars Lateralisქმნის. გვერდითი
მასები (Massa Lateralis) კი ყურისებრ ზედაპირს - Facies Auricularis- ქმნის.წინა წედაპირზე მდებარეობს 4
წყვილი გავის მენჯისკენა ხვრელი - Foramina Sacrila Pelvina.
გავის დორსალურ ზედაპირზე 4 წყვილი დორსალური ხვრელია - Foramina Sacrila Drosalia.გავის უკანა
ზედაპირზე მალების მორჩების გაერთიანებით მიღებულია ძვლობანი ქედები. წვეტიანი მორჩების შეერთების
შედეგია შუა ქედი - Crista Sacralis Mediana.
ზემო და ქვემო სასახსრე მორჩების შეერთებით შუამდებარე ქედი - Crista Sacralis Intermedia მიიღება,
რომლებიც გავის ძვლის მწვერვალზე გავის ძვლის რქებს - Cornu Sacralis - ქმნის.
განივი მორჩების შეერთებით კი ლატერალური ქედი - Crista Sacralis Lateralisმიიღება.
მალთა ხვრელების (Foramen Vertebrale) შეერთებით წარმოიქმნება გავის არხი -Canalis Sacralis, რომელიც
გავის მწვერვალეზე გავის ნაპრალით - Hiatus Sacralis - ბოლოვდება. გავის ნაპრალი ხერცემლის არხის ქვედა
შესავალია. გავის არხს აქვს ორიშესასვლელი: Apertura Superiorდა Apertura Inferior.(იგივე Hiatus)

კუდუსუნის მალები (კუდუსუნის ძვალი) – Vertebrae Coccygae (Os Coccygis)

კუდუსუნის მალები ოთხი ან ხუთია, იშვიათად მეტი ან


ნაკლები. ადამიანის კუდუსუნის მალები ერთმანეთთან
შეძვალებულია და ერთ მთლიან კუდუსუნის ძვალს -Os
Coccygis ქმნის. კუდუსუნის ძვალი ოდნავ გამრუდებული,
პირამიდის ფორმის ძვალია, სადაც განარჩევენ: ფუძეს, წინა
და უკანა ზედაპირს და მწვერვალს.
ფუძე - Basis - მიმართულია ზევით და გავის ძვლის
მწვერვალთან შენაწევრების შედეგად ქმნის გავა-კუდუსუნის
სიმფიზსს.
მწვერვალი - Apex - მიქცეულია ქვევით და წინ. კუდუსუნის
ძვლის წინა ზედაპირი - Facies Anterior - სადაა,
შედრეკილია და აქვს განივი ხაზები - Linae Transversae.
კუდუსუნის ძვლის უკანა ზედაპირი - Facies Posterior - ხორკლიანია. კუდუსუნის პირველ მალაზე აღენიშნება
განუვითარებელი განივი მორჩები - Processus Transversus, და ზემო სასახსრე მორჩის ნაშთები - კუდუსუნის
რქები - Cornea Coccygea.
პირველი 24 მალა არის ნამდვილი - Vertebrae Verae,რადგან ისინი დამოუკიდებელი ძვლებია, ხოლო
დანარჩენი 9-10 არის ცრუ - Vertebrae Spurie, რადგან მიღებულნი არიან შეძვალების შედეგად.

მკერდის ძვალი - Os Sternum

მკერდის ძვალს მახვილისებრი ფორმა აქვს. იგი მიეკუთვნება ბრტყელ ძვლებს და შედგება მკვეთრად
განსხავევული სამი ნაწილისაგან: მკერდის ტარი - Manumbrium Sterni,
მკერდის სხეული - Corpus Sterniდა
მახვილისებრი მორჩი - Procesus Xiphoideus. ეს
ძვლები ერთმანეთთან ძვალთა შეერთების ტიფით - სიმფიზით არის დაკავშირებული, ანუ მკერდის ძვალი არ
არის ერთი მთლიანი ძვალი. ძვალს აქვს 2ზედაპირი შიგნითა და გარეთა Facies Internaდა Facies Externa.
იქ, სადაც მკერდის ტარი უკავშირდება მკერდის სხეულს არის მკერდის კუთხე - Angulus Sternalis.
მეორენაირად ლუდოვიკეს კუთხეს უწოდებენ. Sternum-ს გააჩნია გვერდი გვერდითი კიდეები - Margo
Lateralis, რომლებზეც მოთავსებულია: სანეკნე ნაჭდევები - Incisurae Costalesდა ლავიწის ნაჭდევები -
Incisurae Clavicularis, რადგან მკერდის ძვალი უკავშირდება ნეკნებსა და ლავიწის ძვალს. ლავიწის ნაჭდევებს
შორის, მკერდის ტარის ზედა კიდეს ქმნის საუღლე ნაჭდევი - Incisura Jugularis (იაგულარის.

ნეკნები - Costae

ნეკნების ფუნქციური მნიშვნელობადიდია. მის ქვეშ მოთავსებულია ფილტვები, რომლებიც მოძრაობენ


მხოლოდ ნეკნების მოძრაობასთან ერთად, რადგან ფილტვი ნეკნთან პლევრითაა გამოკერებული.თითოეული
ნეკნი, ერთი მხრივ, უერთდება მალებს და მეორე მხრივ, მკერდის ძვალს. შესაბამისად, აქვს სახერხემლე და
სამკერდე ბოლო - Extremitas Vertebralis და Extremitas Sternalis. პირველი 7 წყვილი ნეკნი, რომელიც
მკერდის ძვალს უკავშირდება ცალ-ცალკე, არის ნამდვილი - Costae Verae, 3 წყვილი, რომელიც მკერდის
ძვალს ერთმანეთთანდაკავშირების შემდეგ უკავშირდება არის ცრუ - Costae Spurie,ხოლო 2 წყვილი, რომელიც
საერთოდ არ უკავშირდება, არის მერყევი - Costae Fluctuantes.

თითოეული ნეკნი მეტ-ნაკლებად ნამლისებურად მოხრილია (პირველი ნეკნის გარდა). ნეკნის უმეტესი ნაწილი
ძვლოვანია - Os Costale, ხოლო წინ იგი მთავრდება ნეკნის ხრტილით - Cartilago Costalis. ნეკნებზე არჩევენ
ნეკნის თავს - Caput Costae, ნეკნის ყელი - Collum Costae და ნეკნის სხეული - Corpus Costae. აქვს 2
ზედაპირი - გარეთა და შიგნითა - Facies Externa დაFacies Interna. აქვს 2 კიდე - ქვედა და ზედა - Margo
Superior დაMargo Inferior.
Caput Costae თავისი სასახსრე ზედაპირით - Facies Articularis Capitis Costae - უკავშირდება მკერდის
მალებს. II-X ნეკნების სასახსრე ზედაპირს ნეკნის თავის ქედი - Crista Capitis Costae - ყოფს 2 ნაწილად,
რადგან ერთდროულად 2 მალას უკავშირდება.
ნეკნის გარეთა ზედაპირზე (Facies Externa) შეიმჩნევა ნეკნის ბორცვი - Tuberculum Costae, რომელსაც
დართული აქვს სასახსრე ზედაპირი - Facies Articularis Tubercli Costae. ნეკნის ბორცვი შესაბამისი მალის
განივ მორჩზე თავსდება. XI-XII ნეკნებს ბორცვები არ გააჩნიათ, რადგან ისინი მალების განივ მორჩებს სახსრით
არ უკავშირდებიან.
ნეკნის ყელის (Collum Costae) ზედა კიდეზე ნეკნის ყელის ქედია - Crista Collum Costae.
იქ, სადაც ნეკნის მოხრილობის კუთხე მკვეთრად იცვლება ნეკნის კუთხეა - Angulus Costae. ნეკნისშიგნითა
ზედაპირზე (Facies Interna) ქვედა კუთხესთან (Margo Inferior) შეინიშნება ნეკნის ღარი -Sulcus
Costae,რომელშიც თავსდება ნეკნთაშუა სისხლძარღვები და ნერვები.
პირველი ნეკნი სხვა დანარჩენი ნეკნებისგან განსხვავდება. იგი ჰორიზონტალურ სიბრტყეშია და გააჩნია ზედა და
ქვედა ზედაპირი - Facies Superior დაFacies Inferior. კიდე (Margo) კი გარეთა და შიგნითა - Margo Externa
და Margo Interna. მის ზედა ზედაპირზე არის ლავიწისქვეშა არტერიის ღარი - Sulcus Arteriae
Subclaviaeდა ლავიწისქვეშა ვენის ღარი - Sulcus Venae Subclaviae. მათ შორი გამყოფი შემაღლება -
წინაკიბისებრი კუნთის ბორცვია - Tuberculum Musculi Scaleni Anterioris.
მეორე ნეკნს დამატებითი ელემენტის სახით აქვს წინა დაკბილული კუნთის ხირკლი - Tuberositas Musculi
Serrati Anterioris.

გულმკერდის ღრუ - Cavum Thoracis, არის ღრუ, რომელშიც დაცულია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი
ორგანოები. აქვს ორი შესასვლელი - Apertura Superiorდა Apertura Inferior. მამაკაცის Apertura Inferior-ი
Apertura Superior-ზე 2 ჯერ დიდია, ხოლო დედაკაცის გულმკერდი ცილინდრული ფორმისაა და ზედა და ქვედა
შესასვლელი ტოლია.

You might also like