You are on page 1of 7

შუბლის ძვალი – Os frontale

შუბლის ძვალი თავის ქალას შემადგენლობაში შემავალი კენტი ძვალია.


მდებარეობს ქალს წინა ნაწილში და ქვედა კიდით მონაწილეობს
თვალბუდის და ცხვირის ღრუს შექმნაში. მიღებულია ორი ძვლის
შერყმით და მათ შორის არსებობს შუბლის ნაკერი, ანუ მეტოპიური
ნაკერი –sutura metopica. აქვეა მცირე ჩაღრმავება –ფორაკი, რომელსაც
გლაბელა ეწოდება. შუბლის ძვალზე 4 ნაწილა გამოყოფენ . ესენია ქიცვი
– squama frontalis ,ასევე ცხვირის ძვლის თვალბუდის ნაწილები
შესაბამისად –pars orbitalis და pars nasalis.

შუბლის ქიცვი – squama frontalis


მას 3 ზედაპირი გააჩნია. ესენია
გარეთა–facies externa
შიგნითა–facies interna
საფეთქლის -facies termopilaris

ძვლის ზედა კიდე ამობურცულია, ქვედა კი ჩაზნექილი, რომელზედაც


სხვდასხვა ღარები და ნაჭდევები აღინიშნება.
შუბლის ზედა გარეთა კიდეზე ორი სიმეტრიული შემაღლებაა შუბლის
ბორცვების სახით , ესენია tubera frontalis .

მის ქვევით კი განლაგებულია წარბზედა რკალი –arcus superciliaris

თვალბუდის ზედა ნაწილში მდებარეობს თვალბუდის ზედა ხვრელი(ან


ნაჭდევი) –foramen supraorbitalis
ქალას ქვედა ნაწილში კი მდებაროებს თვალბუდის ზედა კიდე –margo
supraorbitalis

ეს კიდე ლატერალურად გრძელდება ყვრიმალის მორჩზე–proccessus


zygomaticus .(მწვანე)
აქვე შეიმჩნევა შუბლის ჩანაჭდევი –incisura frontale (ყვითელი)

ყვრილამის მორჩებიდან ზევით და უკან გვაქვს საფეთქლის ხაზი–linea


termopilaris
ყველაზე მცირე ნაწილი ცხვირის ნაწილია. რომელსაც მკვეთრად
გამოხატული ცხვირის წვეტი აქვს –spina nasalis

შუბლის ძვლის
უკანა ზედაპირი
ქიცვის უკანა ზედაპირს ორ ნაწილად ყოფს შუბლის ქედი –crista frontalis
რომელიც ზედა ნაწილში საგიტალურ სინუსის ღარს ქმნის –sulcus sinus
sagitalis superioris

ქედის ქვემოთ კი ბრმა ხვრელია ანუ formaen cecum


შუბლის ძვლის შიგნითა ნაწილში შესაბამისი ამონაჭდევები და
ჩანაჭდევები გვავქს, რომლებიც ტვინის ფორმის შესაბამისად ყალიბდება.

………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………….

A.s

You might also like