You are on page 1of 53

1) Პაროდონტის შენება

Პაროდონტი ერთმანეთთან გენეტიკურად,ფუნქციურად და მორფოლოგიურად


დაკავშირებული ქსოვილთა კომპლექსია,რომელიც შედგება:

ღრძილის, კბილის დუღაბის,პერიოდონტის და ალვეოლური მორჩის ძვლოვანი


ქსოვილისგან .

ღრძილი პაროდონტის ქსოვილია. Არსებობს კბილთაშორისი, ალვეოლური და


მარგინალური ღრძილი.კბილთაშორისი ორ მეზობელ კბილსშორისაა და აქვს
სამკუთხედის ფორმა რომლის წვერიც მიმართულია საჭრელი
კიდისკენ.ალვეოლური ღრძილი ფარავს ალვეოლურ ძვალს და მჭიდროდ
ეკვრის მას. Მარგინალური ღრძილი ალვეოლური ღრძილის ნაწილია და აკრავს
კბილის ყელს და მჭიდროდ არ ეკვრის კბილს.

ადგილს სადაც მარგინალური ღრძილი გადადის ავეოლურ ღრძილში ღრძილის


არხი.

ნორმის ფარგლებში ღრძილი ღია ვარდისფერია. მისი ფერი დამოკიდებულია


სისხლმომარაგებაზე, ღრძილის სისქეზე და მელანოციტების არსებობაზე.

ჰისტოლოგია

ღრძილი შედგება ეპითელიუმისა და საკუთრივ ლორწოვანი გარსისგან. იგი დაფარულია


მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით , რომელიც შედგება

 ბაზალური
 წვეტიანი
 მარცვლოვანი
 რქოვანა შრეებისგან.

პირველი ორი ეპითელიუმის ძირითადი შრეებია ,ხოლო ბოლო ორის არსებობა


დამოკიდებულია ლორწოვანის გარქოვანებაზე.

ღრძილის ეპითელიუმი მიდრეკილია გარქოვანებისკენ თუმცა გამონაკლისია ღრძილის


ნაპრალი რომელიც არაა გარქოვანებული.

საკუთრივ ლორწოვანი გარსი შედგება


 ძირითადი ნივთიერების
 ბოჭკოვანი სტრუქტურის
 უჯრედული ელემენტებისგან

მასში გადის სისხლის და ლიმფური ძარღვები , ასევე ნერვული უჯრედები.

ღრძილის უჯრედშორის ნივთიერებაში აღმოჩენილია მჟავა და ნეიტრალური


მუკოპოლისაქარიდები. გლიკოგენი ძირითადად ლოკალიზებულია შემაერთებელ
ქსოვილში ხოლო ეპითელიუმში მისი აღმოჩენა ანთებაზე მიუთითებს.
უჯრედული ელემენტებიდან გვაქვს ფიბრობლასტები, ჰისტოციტები,ლიმფოციტები
ასევე იშვიათად პოხიერი და პლაზმური უჯრედები.

ფიბრობლასტების ფუნქციაა კოლაგენის და მუკოპროტეიდების სინთეზი.

პლაზმური უჯრედები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს და მონაწილეობენ ჰუმორულ


იმუნიტეტში.

ღრძილოვანი ნაპრალი არის 0.5მმ სიღრმის ნაპრალისებური სივრცე, რომელიც გარს


აკრავს კბილს. იგი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით და
სტრატეგიული ზონაა პაროდონტის დაავადებების გამოკვლევისთვის.

კბილ-ღძილოვანი შეერთება იქმნება ეპითელური მიმაგრებით და ღრძილის ბოჭკოებით


და არის ადგილი სადაც რძილის ღარის ეპითელიუმი უმაგრდება კბილს.

ღრძილოვანი სითხე წარმოიქმნება ეპითელური მიმაგრების ზონაში სისხლძარღვთა


მომატებული განვლადობის გამო. მისი შემადგენლობა ახლოსაა სიხლის შრატთან.
შეიცავს ფერმენტებს ,მიკროელემენტებს,ლეიკოციტებს, ცილოვან
ფრაქციებს,ელექტროლიტებს.

ღრძილოვანი ჯიბე განლაგრბულია ღრძილის საზღვრებში . წარმოიქმნება ანთების გამო


რომელიც იწვევს ღრძილის ნაპრალის გაღრმავებას ესაა სივრცე ანთებად ღრძილსა და
კბილს შორის როდესად კბილღრძილოვანი შეერთება დარღვეული არ არის.

პაროდონტული ჯიბე წარმოიქმნება პაროდონტის ქსოვილის რღვევის შედეგად და არის


სივრცე ღძილსა და კბილს შორის როდესაც კბილღრძილოვანი შეერთება დარღვეულია.

ძვლოვანი ჯიბე ვითარდება ძვალში ღრმა დესტრუქციული პროცესების შედეგად და არის


სივრცე დესტრუქციულ ძვალსა და კბილს შორის.

ცრუ ჯიბე ყალიბდება ღძილის ზომაში მომატებით და არის ზომაში მომატებულ


ღრძილსა და კბილს შორის სივრცე. კბილღრძილოვანი შეერთება დარღვეული არაა.

კლინიკურად ჯანმრთელი ღრძილის მახასიათებლები


 ფერი-ღია ვარდისფერი
 ზომა-ზომაში მატება პაროდონტის დაავადებებზე მიუთითებს
 კონტური-ტალღოვანი კიდე
 კონსისტენცია- ნორმაში მკვრივია და მჭიდროდაა დაკავშირებული ძვალთან
 ზედაპირი-გარქოვანებული,დამახასიათებელია „ფორთოხლის ქერქსი“
 სისხლდენა-ჯანმრთელი ღძილიდან სისხლდენა არ აღინიშნება.

პერიოდონტი მკვირი შემართებელი ქსოვილია რომელიც მოთავესებულია


პერიოდონტულ ნაპრალში კბილის ფესვის დუღაბსა და ალვეოლაა შორის.ნორმაში
მისი სიგანე აპიკალურ ნაწილში 0.26მმ, ყელის 0.24მმ და შუაში 0.11 მმ-ია.

პერიოდონტი შედგება დიდი რაოდენობით კოლაგენური და შედარებით მცირე


რაოდენობით ელასტიური და რეტიკულური ბოჭკოებისგან.
კოლაგენური ბოჭკოები ერთის მხრივ შეზრდილია დუღაბთან მეორეს მხრივ
ძვალთან.მიმაგრების მიმართულების მიხედვით განასხვავებენ ჰორიზონტალურ,
ირიბ(შარპეის),და აპიკალურ(ვერტიკალურ)ბოჭკოებს .

პერიოდონტის ძირითადი ფუნქცია ძვლოვან ქსოვილზე ღეჭვის ძალის განაწილებაა და


ასრულებს ღეჭვის ძალის ამორტიზატორის ფუნქციას.

ახალგაზრდებში პერიოდონტის შუაში აღინიშნება ზაჰერის შუალედური წნული


რომელიც წარმოდგენილია არგიოფილური ბოჭკოებით და დიდი მნიშვნელობა აქვს
ორთოდონტიული მკურნალობისას.

პერიოდონტის უჯრედული შემადგენლობა


 ცემენტობლასტები-აუცილებელია დუღაბის წარმოქმისთვის
 ოსტეობლასტები-განლაგებულია ძვლოვან ხარიხებში
 ფიბრობლასტები-თავმოყრილია კოლაგენური ბოჭკოების გასწვრივ
 ნაკლებდიფერენცირებული უჯრედები.

ალვეოლური მორჩი- ეწოდება ზედა სა ქვედა ყბის წარზიდულ ნაწილს რომელშიც


კბილებია მოთავსებული.გამოიკვეთება კბილების ამოსვლის და ქრება კბილების
ამოღების შემდეგ.

ალვეოლები ერთმანეთისგან ძვლოვანი კბილთაშორისი ძგიდეებითაა გამოყოფილი.


მრავალფესვიან კბილებში ასევეა ფესვთაშორისი ძგიდეები.

ალვეოლის ძვლოვანი ქსოვილი შედგება კომპაქტური და ღრუბლისებრი


ნივთიერებისგან. განლაგებულია კბილის ფესვის ენისკენა და კრიბჭისკენა მხარეს და
შედგება ფირფიტებისა და ოსტეონებისგან.იგი ძირითადად შედგება
ჰიდროქსიაპატიტისგან და ასევე ორგანული მატრიქსისგან რომელიც შეიცავს კოლაგენს
და მცირე რაოდენობით ცხიმებს ცილებს და გლიკოპროტეიდებს. ძირითადი უჯრედული
ელემენტებია ოსტეობლასტები და ოსტეოკლასტები . ოსტეობლასტები გამოყოფენ
ოსტეოიდს რომელიც ძვლის წარმოქმნაში მონაეილეობს ხოლო ოსტეოკლასტებჯ
ფერმენტების გავლენით ახდენენ ძვლის მატრიქსის დაშლას.

დუღაბი კბილის ნაწილია . იგი წარმოქმინსთანავე კალციფიცირბული არაა და მას


ცემენტოიდი ეწოდება.იგი მთელ სიგრძეზე ფარავს კბილს და შედგება კოლაგენური
ბოჭკოებისგან. დუღაბი შეიძლება იყოს უუჯრედო და უჯრედული. უუჯრედო დუღაბი
მოთავსებულია ყველა სარძევე და მუდმივი კბილის ყელის მიდამოში. უჯრედული
დუღაბი შეიცავს ცემენტობლასტებს და კალციფიცირებულ უჯრედშორის ნივთიერებას.
აფიქსირებს კბილს ალვეოლაში.

მინანქარ-დუღაბიის შეერთების ტიპები


 დუღაბი ზემოდან ფარავს მინანქარს
 დუღაბი მინანქარს პირდაპირ უკავშირდება
 დუღაბი მინანქარს არ უკავშირდება და დენტინი გაშიშვლებულია.

2)პაროდონტის სისხლმომარაგება
პაროდონტის ქსოვილები არტერიული სისხლით მარაგდება ზედა ყბის არტერიით
საძილე არტერიის აუზიდან.კბილები და მათი მიმდებარე ქსოვილები მარაგდება ზედა
ყბის არტერიის ფრთისებრი ტოტებიდან.ქვედა ყბის კბილები და ქსოვილები -ქვედა
ალვეოლური არტერიით.

ქვედა ალვეოლური არტერიიდან ყვეა ალვეოლურ ძგიდეში გადის ერთი ან რამდენიმე


ტოტი საიდანაც თავის მხფივ გამოდიან პერიოდონტის და ფესვის მიმარგულებით .

პაროდონტის ქსოვილის ინერვაცია

ხორციელდება სამწვერას ნერვის მეორე და მესამე ტოტებით.ალვეოლის სიღრმეში ნერვი


იყობა ორ ნაწილად ერთი მიდის პულპისკენ მეორე ღძილისკენ.

ზედა ყბია კბილებს ანერვებს ზედა ყბის კ ნერვის უკანა შუა და წინა ალვეოლური
ტოტები.

მაგარ სასას სასის დიდი ნერვი ასევე საჭრელი ნერვი რომელიც ასევე ფრონტალურ
კბილებს ანერვებს.

ქვედა ყბას ანერვებს ქვედა ალვეოლური ნერვი რომელიც ნიკაპის ხვრელიდან გადადის
ნიკაპის ნერვში რომელიც ანერვებს ფრონტალურ კბილებს.

3)ასაკობრივი ცვლილებები პაროდონტში


 44 წლის ჩათვლით ახალგაზრდა
 45-59 წელი საშუალო
 60-74 ხანში შესული
 75-89 მოხუცებულობის
 90-100 დღეგრძელი

ძვლოვან ქსოვილში ინვოლუციური პროცესები იწყება 40-50 წლის ასაკში რაც


გამოიხატება ოსტეოპოროზით. ნელდება ნივთიერებათა ცვლა. 60 წლის მერე
ვლინდება ძვლის ატროფია, ფესვის გაშიშვლება , პაროდონტული ჯიბეები,
პაროდონტის ანთებითი დაავადებები,ჰიპერცემენტოზები.ასაკოვან პაციენტებში
კბილღრძილოვანი მიმაგრება უფრო მეტადაა დარღვეული.ასაკის მატებასთან ერთად
იზრდება სისტემური დაავადებების მკურნალობის მედიკამენტების რაოდენობა რაც
გავლენას ახდენს პაროდონტის ქსოვილებზე.

4)- ძირითადი ცნებები პაროდონტოლოგიაში

ბიოლოგიური სივრცე - სუპრაკრესტალური შემაერთებელქსოვილოვანი მიმაგრება


- Supracrestal connective tissue attachment - (SCTA) არის უბანი ალვეოლური მორჩის
მწერვალიდან კბილ-ღრძილოვანი ნაპრალის ფსკერამდე. ის ჰისტოლოგიურად
შედგება ეპითელური მიმაგრებისა (JE) და შემაერთებელქსოვილოვანი მიმაგრებისაგან
(JE)

ეპითელური მიმაგრება - E Epithelial attachment - EA - ეწოდება ადგილს, სადაც


ღრძილის ეპითელიუმი უმაგრდება მინანქარს. ამ მიდამოში ეპითელიუმს ეწოდება
შემაერთებელი ეპითელიუმი - Connective epithelium - CE.

კბილ-ღრძილოვანი ნაპრალის ეპითელიუმი - Sulcular epithelium - SE.


მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმია და ამოფენს ღრძილოვან (კბილღრძილოვან )
ნაპრალს. მას ასევე უწოდებენ ღაროვან (ნაპრალოვან) ეპითელიუმს.

კბილ-ღრძილოვან შეერთება ანუ პაროდონტული კავშირი, კლინიკური


მიმაგრება – Clinical atachment - CA - ფუნქციური კომპლექსია, რომელსაც წარქმნის
ეპითელური მიმაგრება და ღრძილის ბოჭკოები.

კლინიკური მიმაგრების დანაკარგი ანუ კბილ-ღრძილოვან შეერთების


დანაკარგი – Clinical atachment loss – CAL ისაზღვრება მილიმეტრებში და არის მანძილი
მინანქარ-დუღაბის მიმაგრებიდან (CEJ) პაროდონტული ნაპრალის ან ჯიბის
ფსკერამდე. პაროდონტიტის დროს რეცესიის არასებობისას ზონდირების სიღრმე (PD)
და კლინიკური მიმაგრების დანაკარგი (CAL) თითქმის ერთმანეთის ტოლია . რეცესიის
დროს CAL ტოლია ზონდირების და რეცესიის სიღრმის ჯამის.

მინანქარ-დუღაბის შეერთება - Cemento-Enamel junction - CEJ – უბანი, სადაც


მინანქარი უკავშირდება დუღაბს. განარჩევენ შეკავშირების სამ ტიპს :

A. პაციენტების 60-65%-ს შეკავშირების ადგილზე მინანქარს ზევიდან ეფარება დუღაბი .

B. 30%-ს დუღაბი და მინანაქარი პირდაპირ აქვთ შეკავშირებული.

C. 5-10%-ს მინანქარი და დუღაბი ერთმანეთთან არ აქვს შეკავშირებული, რის გამო


დენტინი ღია რჩება

პაროდონტული ჯიბის სიღრმე - მანძილია ღრძილის კიდიდან ჯიბის ყველა ზე


ღრმა წერტილამდე. ჯიბის სიღრმის განსაზღვრა - Periodontal Probing Depth – Pp

რეცესია - პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ღრძილის კიდე


გადანაცვლებულია მინანქარ-დუღაბის საზღვრიდან ფესვის მწვერვალისკენ , რის
გამოც იზრდება კლინიკური გვირგვინის სიმაღლე.

სუპრაკრესტალური შემართებელი ქსოვილოვანი მიმაგრება – SCTA –


Supracrestal connective tissue attachment – უბანი ალვეოლური მორჩის მწვერვალიდან
ღრძილოვანი ნაპრალის ფსკერამდე. ტერმინი ,,ბიოლოგიური სივრცე ” შეიცვალა
ტერმინით ,,სუპრაკრესტალური შემართებელიქსოვილოვანი მიმაგრება ’’.

ღრძილოვანი (კბილ-ღრძილოვანი) ნაპრალი - Givgival sulcus - GS -


წარმოადგენს დაახლოებით 0,5 მმ სიღრმის ნაპრალისებრ სივრცეს, რომელიც გარს
აკრავს კბილს. იგი ამოფენილია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით და არის
სტრატეგიული ზონა, სადაც გამოვლინდება პაროდონტის პათოლოგიის დაწყებითი
სიმპტომები.
ღრძილოვანი სითხე – Ginginal crevicular fluid – GCF - მოთავსებულია ღრძილოვან
ღარში და წარმოიქმება ეპითელური მიმაგრების ზონაში სისხლძარღვთა მომატებული
განვლადობის გამო.

ჯიბე - პაროდონტოლოგიაში გავასხვავებენ ღრძილოვან, პაროდონტულ, ძვლოვან და


ცრუ ჯიბეებს:

 ღრძილოვანი ჯიბე - Givgival pocket – GP - განლაგებულია ღრძილის საზღვრებში.


იგი წარმოიქმნება ანთების გამო, რომელიც იწვევს ღრძილის ნაპრალის გაღრმავებას .
ეს არის სივრცე ანთებად ღრძილსა და კბილს შორის, როდესაც კბილ -ღრძილოვანი
შეერთება არ არის დარღვეული.

 პაროდონტული ჯიბე - Periodontal pocket - PP - წარმოიქმნება პაროდონტის


ქსოვილთა კომპლექსის რღვევის შედაგად. ეს არის სივრცე ღრძილსა და კბილს
შორის, როდესაც კბილ-ღრძილოვანი შეერთება დარღვეულია

 ძვლოვანი ჯიბე ვითარდება ძვალში ღრმა რღვევითი პროცესების შედეგად. ეს


არის სივრცე კბილის ფესვსა და დესტრუქციულ ძვლოვან ქსოვილს შორის

 ცრუ ჯიბე ყალიბდება ჰიპერტროფიული გინგივიტის დროს. იგი სივრცეა


ჰიპერტროფულ ღრძილსა და კბილის კედელს შორის. კბილღრძილოვანი შეერთება
დარღვეული არ არის.

5)პირის ღრუს აგებულება, ანატომია, ჰისტოლოგიური


შენება
პირის ღრუს აგებულება
პირის ღრუ წარმოადგენს საჭლის მომნელებელი ტრაქტის საწყის ნაწილს, სადაც
საკვები მექანიკურად მუშავდება, იწყება მისი ქიმიური დაშლა და ფორმირდება გუნდა .

პირის ღრუ წინიდან შემოსაზღვრულია- ხახითა და საყლაპავით

გვერდიდან- ლოყებით

უკნიდან- ხახითა და საყლაპავით

ზემოდან- რბილი და მაგარი სასით

ქვევიდან- ენითა და ყბისქვეშა სივრცით.


პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მუდმივად ნოტიოა, რაც განპირობებულია პირის
ღრუში სამი წყვილი დიდი სანერწყვე ჯირკვლის - ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშას
გამომტანი სადინრების არსებობთ. მათ გარდა პირის ღრუშ იხსნება
მრავალრიცხოვანი მცირე სანერწყვე ჯირკვალიც, რომელთა უმრავლესობა
განლაგებულია ტუჩის, ლოყისა და ენის ლორწოვან გარსზე. ჯირკვლებიდან მუდმივად
გამოიყოფა სეკრეტი- ნერწყვი. გამოყოფის შმცირებას ეწყოდება ჰიპოსალივაცია,
ხოლო გამოყოფის სრულ შეწყვეტას- ქსეროსტომია. 24 საათში მოზრდილ ადამიანს
გამოეყოფა საშუალოდ 1500-2000 მლ ნერწყვი. ასაკის მატებასთან ერთად ხდება
სალივაციის შემცირება.

ერთმანეთისგან განასხვავებენ ნერწყვს- უშუალოდ სანერწყვე ჯირკვლების


სადინრებისგან გამოყოფილი და შერეულ ნერწყვს ანუ პირის ღრუს სითხეს- შეიცავს
სეკრეტს, მიკროორგანიზმებს, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტებს,
ჩამოფცქვნილ ეპითელიუმსა და საკვების ნარჩენებს. პირის ღრუში სითხის დამატებით
წყაროს წარმოადგენს ღრძლოვანი ნაპრალიდან გამოყოფილი ღრძლოვანი სითხე
რომელიც მდიდარია ფერმენტებით და დიდ როლს ასრულებს პაროდონტის დაცვით
მექანიზმში.

საჭმლის მომნელებელი ფუნქცია


განპირობებულია ნერწყვში შემავალი ფერმენტ- ამილაზას არსებობით. ამილაზა
საკვებში არსებულ სახამებელს შლის დექსტროზად და შემდეგ- მალტოზად .
ნერწყვში შემავალი სხვა საჭლის მომნელებელი ფერმენტები: პროტეაზა, პეპტიდაზა,
მალტოზა, გლიკოზიდაზა და სხვა. ყბაყურა ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ნერწყვი
შეიცავს პაროტინს, რომელიც მონაწილეობს კალციუმის ცვლაში.

პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტი: ლიზოციმი, მუცინი, იმუნოგლობულინები და


სხვა.

კბილების მინერალიზაცია- ნეწყვში არსებული კალციუმისა და ფტორის იონებით.


მათი რაოდენობა ნერწყვში ორჯერ მეტია, ვიდრე სისხლში. რაც უფრო მეტი
რაოდენობით გამოიყოფა ნეწრყვი, მით უფრო კარიესრეზისტენტულია კბილები.

პირის ღრუში მუდმივად მიმდინარეობს ადსრობციისა და დესორბციის პროცესები.

ნივთიერებათა ცვლა და თვითწმენდა- პირის ღრუს ზოგიერთი უბანი-


ვესტიბულური ზედაპირები, ლოყის ლორწოვანი გარსი- კარგად ჩამოირეცხება
ნერწყვით. თუმცა ღრძილის კიდე, კბილების ფისურბეი, საკონტქატო ზედაპორები და
რეტრომორალური უბნები რთულად თვითწმენდია.

პირის ღრუს ანატომია


ტუჩები (labia oris) – შედგება კუნთვანი ქსოვილისგან. იგი კარიბჭის მხრიდან
შემოსაზღვრულია ლორწოვანით, გარედან- კანით.

ანატომიურად გვაქვს სამი ზონა: 1. გარეთა კანი 2. წითელი ყაეთანი 3. ლორწოვანი


გარსი

 ადგილი სადაც წითელი ყაეთანი უერთდება ლორწოვანს, ეწოდება კლეინის


ზონა (ხაზი).

ტუჩის ლორწოვანი გარსი არ განიცდის გარქოვანებას,წითელი ყაეთანი- კი.


კუნთოვან შრესა და ლორწოვანი გარსის საზღვარზე აღინიშნება დიდი რაოდენობით
წვრილი სანერწყვე ჯირკვლები , რომლებიც განაპირობებენ ტუჩის სირბილეს . ტუჩის
წითელ ყაეთანზე ლორწოვან გარსში ლორწქვეშა შრე არ არის.ტუჩის გარეთა კანზე
შეინიშნება საოფლე ჯირკვლები, თმები და ცხიმოვანი ჯირკვლები. კანსა და
ლორწოვან გარსს შორის მოთავსებულია განუვზოლიანი პირის ირგვლივი კუნთი ,
რომელიც ტუჩების მუშაობას განაპირობებს.

 წითელი ყაეთანი მოთავსებულია კანის გარქოვანებად ეპიდერსმისსა და


წითელი ყაეთნის შეერთების ადგილებს ეწოდება ტუჩის კუთხეები , ანუ
კომისურები
 თმები და ცხიმოვანი ჯირკვლები წითელ ყაეთანში არ არის მაგრამ მცირე
რაოდენობით გვხვდება ცალკეული თავისუფალი ცხიმოვანი ჯირკვლები.
 ტუჩების ლორწოვანი გარსი გადაჭიმულია პირის ღრუს კარიბჭეში წითელი
ყაეთნიდან ზედა და ქვედა გარდამავალ ნაოჭამდე და შემოისაზღვრება
ალვეოლების ლორწოვანით. იგი დაფარულია გაურქოვანებელი
მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით.

ლოყები ( buccae) - პირის ღრუს მხრიდან ამოფენილია გაურქოვანებელი


ეპითელიუმით. ზოგჯერ კბილთა შეთანასოვნების ხაზის გასწვრივ აღინიშნება
გარქოვანების ტენდენცია- თეთრი ხაზი. ეს ნორმალური, ლორწოვანის
არაპათოლოგიური მდგომარეობაა. ლოყის საკუთრივ ლორწოვანი შეიცავს დიდი
რაოდენობით ელასტიკურ ბოჭკოებს. კარგად გამოხატულია ლორწქვეშა ჩანაფენი-
დიდი რაოდენობით წვრილი სანერწყვე და ცხიმოვანი ჯირკვლები ( ფორდასის
ჯირკვლები), რომელთაც ხშირად აქვს მოყვითალო მარცვლოვანი შესახედაობა და არ
არის პათოლოგია. ლორწქვეშა შრეში ასევე გვხვდება ცხიმოვანი უჯრედები .

 ლოყების დისტალურ ნაწილში ზედა მესამე მოლარების დონეზე კარგადაა


გამოხატული ე.წ აცინოზური ჯირკვლები. ამ მიდამოში კარგად გამოხატება
ზედაპირული ვენები რომელიც არაა პათოლოგია.
ყბაყურა ჯირკვლის სადინარი ( სტენონის სადინარი) იხსნება ლოყების
ლორწოვანის ზედა პირველი ან მეორე მოლარს დონეზე. მას აქვს სამკუთხრა ,
ვარდისფერი პაპულის სახე და არ უნდა მივიჩნიოთ პათოლოგიად.

ღრძილი (gingiva)- ფარავს ალვეოლურ მორჩს. ეპითელიუმი მიდრეკილია


გარქოვანებისკენ. გამონაკლისია ღრძილოვანი ნაპრალი სადაც ეპითელიუმი უფრო
თხელია. ღრძილის ლორწოვანს აქვს მიტოზური აქტივობა- ბაზალურ და ეკლისებურ
შრეებში დიდი რაოდენობით რნმ-ის შემცვალობის გამო. ღრძილში ლორწქვეშა შრე
არ არის და ამიტომ ლორწოვანი მჭიდროდ ეკვირს ძვლისსაზრდელას . ღრძილოვანი
ღარის ეპითელიუმს უწოდებენ - ღაროვან(ნაპრალოვანს) ან სულკულარულს. ადგილს
სადაც ღრძილის ეპითელიუმი უმაგრდება მინანქარს, ეწოდება ეპითელური მიმაგრება,
ხოლო ამ მიდამოში ეპითელიუმს- შემაერთებელი ეპითელიუმი.

პირის ღრუს ფსკერი- მდებარეობს ენის წინა ორი მესამედის ქვეშ, ვარდისფერი,
თხელი, გაურქოვანებელი ეპითელიუმია. ამის ქვეშ მოთავსებულია შემართებელი
ქსოვილი, სანერწყვე ჯირკვლები, სისხლძარღვები და ნერვები . პირის ღრუს ფსკერის
წინა ნაწილი სადა და ერთგვაროვანია, უკანა ნაწილი კი გაყოფილია ენის ლაგამით . ამ
ორ ნაწილს შორის მოთავსებულია შემაღლება, რომლის ქვეშ განთავსებულია
გარდამავალი ნაოჭი ამოფენილი გაურქოვანებული ეპითელიუმით. ამ უბნებში
კარგადაა გამოხატული ლორწქვეშა ჩანაფენი და აღინიშნება ყბისქვეშა სანერწყვე
ჯირკვლის გამომტანი სადინარი ( ვართონის სადინარი) . ის იხსნება ენისქვეშა
დვრილში რომელსაც აქვს პატარა პაპულის შესახედაობა. აქ ასევე იხსნება ენისქვეშა
სანერწყვე ჯირკვლის გამომტანი სადიანრი ( ბართოლინის სადინარი ) .

გარდამავალი ნაოჭი- გაურქოვანებელი ეპითელიუმი. არის დიდი რაოდენობით


წვრილი სანერწყვე ჯირკვლები.

რბილი სასა ( palatinium molle ) - კუნთვანი წარმონაქმნია რომელიც დაფარულია


მრავალშრიანი ბრტყელი გაურქოვანებელი ეპითელიუმით. ახალშობილის რბილი
სასა ამოფენილია მრავალბირთვიანი მოციმციმე ეპითელიუმით და დროთა
განმავლობაში გარდაიქმნება მრავალბირთვიან ბრტყელ ეპითელიუმად .

მაგარი სასა (palatinum durum ) - დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი


ეპითელიუმით, რომელსაც აქვს გარქოვანების უნარი. აქ არარის ლორწქვეშა შრე .
ფრონატალური კბილების მიდამოში სასის რელიეფი წარმოდგენილია სასის
ნაკერიდან სიმეტრიულად მიმართული 3-4 სასის ნაოჭით. ზედა ცენტრალური
საჭრელების მიდამოში სასის შუა ხაზთან მსხლის ფორმის საჭრელი დვრილია .
დვრილის უკან, სასის ნაკერზე შესაძლოა იყოს კარგად გამოხატული ლილვაკისებრი
გამობურცულობა.

ენა ( lingua ) - კუნთოვანი ორგანოა, რომელიც მონაწილეობს საკვების


დამუშავებაში, გემოვნების რეცეფციაში, ყლაპვისა და მეტყველების პროცესში . ენა
განთავსებულია პირის ღრუს ფსკერზე. ეხება მაგარ სასას, ღრძილებს, კბილებს. ის
ოვალური ფორმისაა და შედგება:

 ენის წვერისგან ( apex linguae )


 ენის ძირისგან (radix linguae)
 ენის სხეულისგან ( corpus linguaze)
 ენის ზურგისგან (dorsum linguae)
ენას არ აქვს ლორწქვეშა ჩანაფენი. მისი ზურგი დაფარულია არათანაბრად
გარქოვანებული მრავალშრიანი ბრტეყლი ეპითელიუმით. საკუთრივ ლორწოვანი
გარსი წარმოქმნის შემაღლებებს- დვრილებს, რომლებიც შეიცავენ გემოვნების
რეცეპტორებს.

ენის ღრუს ფსკერის ლორწოვანი გარსი გადადის ენის ვენტალურ ანუ ქვედა
ზედაპირზე და ქმნის ვერტიკალურ ნაოჭს- ენის ლაგამს.

ენის ზურგსა და გვერდებზე 4 ტიპის დვრილია:

1. ძაფისებრი
2. სოკოსებრი
3. შემოსაზღვრული
4. ფოთლისებრი
დამატებით გამოყოფენ კონუსურ და ოსპისებურ დვრილებს.
ძაფისებრი დვრილები- ყველაზე მრავლადაა ენის ზედაპირზე და ისინი ენის ზურგს
აძლევებ ხავერდოვან შეხედულებას. დვრილების მფარავი ეპითელიუმი განიცდის
გარქოვანებას ,რეგენერაციას. ძაფისებრი დვრილების ინტენსიურ ჩამოფრცქვნას
დესქვამაცია ეწოდება.
კონუსური დვრილები - აქვთ კონუსური დაბოლოება.

სოკოსებრი დვრილები- ძაფისებრთან შედარებით მათი რაოდენობა უფრო


ნაკლებია. უმეტესობა განლაგებულია ენის წვერზე და შეიცავს გემოვნების
რეცეპტორებს. დვრილებში მოცირკულირე სისხლძარღვები მას წითელ შეფერილობას
აძლევს.

ოსპისებური დვრილები- ძალიან ჰგვანან სოკოსებრ დვრილებს. დაფიქსერებულნი


არიან მოკლე ფეხზე და აქვთ ბრტყელი ფართო ქუდაკი. არ ვიცით ფუნქცია.

შემოსაზღვრული დვრილები- , V-ს ჰგავს. რაოდენობა 7-15. ამოწეულია ლორწოვანი


გარსიდან და თითოეულს აკრავს ლორწოვაბის ერთგვარი შესქელება . ეპითელიუმში
არის გემოვნების ბოლქვები.

ფოთლისებური დვრილები- ენის უკანა ნაწილის კიდეებსა და გვერდით არის


განლაგებული, რაოდენობა 3-8.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰისტოლოგიური შენება
პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ექტოდერმული წარმოშობისაა.მდგრადია
ფიზიკური, ქიმიური და თერმული გამღიზიანებლები, ინფექციის შეჭრის მიმართ და
მაღალი რეგენერაციის უნარით ხასიათდება.

შედგება: 1. მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმი 2. საკუთრივ ლორწოვანი


გარსი 3. ლორწქვეშა ჩანაფენი.

თითოეული შრის სისქე განსხვავებულია სხვადასხვა უბანში. მაგალითად მაგარი სასა


ენა და ღრძილები დიდ ღეჭვით დატვირთვას განიცდიან და შესაბამისად კარგად
განვითარებული ეპითეიუმი აქვთ. ტუჩებსა და ლოყებს- საკუთრივ ლორწოვანი გარსი ,
პირის ღრუს ფსკერსა და გარდამავალ ნაოჭს- ლორწქვეშა ჩანაფენი .

სხვა ლორწოვანი გარსებისგან განხვავებით პირის ღრუს ლორწოვანში არ გვვხდება


კუნთოვანი შრე. მისი ეპითელიუმი წარმოდგენილია მრავალშრიანი ბრტყელი
ეპითეიუმით და წარმოდგენილია 200-დან 500 მმკ-მდე.

საკუთრივ ლორწოვანი გარსი შენებით წააგავს კანის აგებულებას მაგრამ აქ არ


გვხვდება კერატინი. განასხვავებენ პირის ღრუს ლორწოვანის სამ ტიპს :

1. ღრძილების და მაგარი სასის წინა ნაწილს- მყარად მიმაგრებული, უმოძრაო


საღეჭი ლორწოვანი
2. ტუჩებისა და ლოყების, პირის ღრუს ფსკერის, ენის ვენტრალრი ზედაპირის ,
მაგარი სასის უკანა ნაწილის, რბილი სასისა და ნაქის- მოძრვაი, მრფარავუ
ლორწოვანი
3. საგემოვნო დვრილების შემცველი სპეციალიზებული -ენის ზურგის ლორწოვანი

თავის მხრივ ლორწოვანი გარსი მკვრივი შემაერთებელი ქსოვილია რომელიც


შედგება:

1. ძირითადი ნივთიერებისგან
2. ბოჭკოვანი ნივთიერებისგან
3. უჯრედული ელემენტებისგან.

შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი ნივთიერების საფუძველს წარმოადგენს


გლიკოპროტეინები და მუკოპოლისაქარიდები ( ჰიალურონის მჟავა ,
ქონდროიტინსულატი )

მისი დამცველობითი ფუნქცია ვლინდება მექანიკური ბარიერის წარმოქმნით . ამ


ქსოვილის ნორმალური მდგომარეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სუბსტრატ -
ფერმანტულ სისტემას, კერძოდ ჰიალურონის მჟავასა და ჰიალურონიდაზას .
ქსოვილოვანი ან მიკრობული ჰიალურონიდაზას რაოდენობრივი მატების დროს
იწყება ჰიალურონის მჟავას დეპოლიმერიზაცია ,რის გამოც იზრდება შემაერთებელი
ქსოვილის შეღწევადობა და ქვეითდება დამცველობითი უნარი .

საკუთრივ ლორწოვანი გარსის უჯრედული ელემენტები ძირითადად წარმოდგენილია


ფიბრობლასტებით, მაკროფაგებით, პოხიერი, პლაზმური უჯრედებით, ჰისტოციტებით .
 ფიბრობლასტები შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი უჯრედული
წარმომადგენლებია.
 მაკროფაგები ახორციელებენ დამცველობით ფუნქციას ანთების დროს
ჰისტოციტები გარდაიქმნებიან მაკროფაგებად და ანთების შემდეგ ისევ
უბრუნდებიან უჯრედულ ფორმას.
 ღრუბლისებრი უჯრედები დიდი რაოდეობითაა ტუჩებისა და ლოყების
ლორწოვანში. ნაკლებადაა ენის, მაგარი სასის, ღრძილების მიდამოში, ანუ იქ
სადაც ლორწოვანი გარქოვანებულია
 პოხიერი უჯრედები ჰისტამინისა და ჰეპარინის წყაროა რომლებიც
მონაწილეობენ ანთებით პროცესში. პოხიერი უჯრედები არეგულირებენ
სისძლძარღვთა განვლადობას და მონაწილეობენ ანთებით რეაქციაში .
 პლაზმური უჯრედები გამოიმუშავებენ იმუნოგლობულინებს რითად ლორწოვანი
გარსის დამცველობით და იმუნოლოგიურ რეაქციებს განაპირობებენ.

ლორწქვეშა ჩანაფენი შედგება ფაშარი შემართებელი ქსოვილისგან, ენის,


ღრძილებისა და მაგარი სასის უბანში იგი საერთდ არ გვხვდება. კარგადაა
განვითარებული ტუჩის, ლოყებისა და გარდამავალი ნაოჭის ლორწოვანში .

6) პირის ღრუს სისხლმომარაგება და ინერვაცია


პირის ღრუს მარაგდება გარეთა საძილე არტერიით და მისი ტოტით - ყბის შიგნითა
არტერიით. ამას ყბების, კბილებისთვის და ლორწოვანის მომარაგებისთვის
გამოეყოფა რამდნეიმე ტორი.

ქვედა ყბაზე- ქვედა ალვეოლური არტერიის ტოტები კვებავენ ღრძილებსა და


პერიოდონტს

ლოყის არტერია- პირის კარიბჭეს, ზედა ყბის კბილებსა და ლოყის კუნთებს

ზედა უკანა ალვეოლური არტერია- ზედა ყბის მოლარების მიდამოს ღრძილების


მომარაგება

თვალბუდის არტერია - პრემოლარებსა და ფრონტალური კბილების ღრძილებს.

სასის არტერიის ტოტები- სასის ლორწოვანი

 ვენები თან გასდევს არტერიებს და უერთდება შიგნითა საუღლე ვენას .


 ლიმფა კნბილების მიმდებარე ქსოვილებიდან მიედინება რეგიონულ
ლიმფურ კვანძებში.

პირის ღრუს რბილი ქსოვილები მათ შორის პირის ღრუს ლორწოვანი გარსი , ყბებისა
და კბილების მსგავსად ინერვირდება სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტებით. (n.
maxillaris, n.mandibularis). მათ გამოეყოფა ტოტები რომლებიც ქმნიან კბილის წნულებს
და აინერვირებენ პულპას, პერიოდონტსა და ღრძილს. სასის ძირითადი კვანძიდან
გამოიყოფა ცხვირ-სასის და სასის ნერვები, რომლებიც აინერვირებენ სასის
ლორწოვანს. ლოყისა და ღრძილის ლორწოვანი გარსის ინერვაციაში მონაწილეობს
ლოყის ნერვი, ხოლო პირის ღრუს ფსკერსა და ენის 2/3-ს აინერვირებს ენის ნერვი .
ენის ძირის ინერვაცია ხორციელდება ენა-ხახის ნერვით და ენის ტოტით .
7. პაროდონტისა და პერიიმპანტის დაავადებები და
მგომარეობები
პაროდონტის ჯანმრთელობა , ღრძილის დაავადებები და მდგომარეობები-

1)პაროდონტისა და ღრძილის ჯანმრთელობა

2)გინგივიტი გამოწვეული ბიოაპკით

3)ღრძილების დაავადებები არ არის გამოწვეული ბიოაპკით

პაროდონტიტი

1)პაროდონტის ნეკროზული დაავადებები

2)პაროდონტიტი

3)პაროდონტიტი,როგორც სისტემური დაავადეების მანიფესტაცია

პაროდონტზე მოქმედი სხვა მდგომარეობები

1)სისტემური დაავადებების ან მდგომარეობების გავლენა პაროდონტის ქსოვილებზე

2)პაროდონტული აბსცესები და ენდოპაროდონტული დაზიანებები

3)მუკოგინგივური დეფორმაციები და მდგომარეობები

4)ტრავმული ოკლუზიის ძალები

5)კბილთან და პროთეზირებასთან დაკავშირებული ფაქტორები

პერი-იმპლანტის დაავადებები და მდგომარეობები

1)პერიიმპლანტის ჯანმრთელობა
2)პერიიმპანტის მუკოზიტი

3)პერიიმპლანტიტი

4)პერიიმპანტის რბილი და მაგარი ქსოვილების დეფიციტები.

8)ფურკაციის ჰორიზონტალური დაზიანების


კლასიფიკაცია
F0 - მედიალურ ფესვზე აღინიშნება ძვლოვანი ჯიბე . ფურკაცია არ არის დარღვეული .

F1- შესაძლოა ფურკაციის ზონდირება 3 მმზე

F2-ფურკაციის ჰორიზონტალური ზონდირებისას ვაღწევთ 4 მმზე მაგრამ დეფექტი არ


არის გამჭოლი

F3-ზონდირებისას დეფექტი გამჭოლია.

ფურკაცია - ადგილი , საიდანაც კბილის ფესვები იყოფა. მდებარეობს ძვალში და


დაფარულია ღრძილით.

9)ღრძილის რეცესიის კლასიფიკაცია . (კაირო )


საფუძლვად უდევს ინტერდენტალური კლინიკური მიმაგრების დონის კბილ -
ღრძილოვანი კავშირის განსაზღვრა .

რეცესია ტიპი 1 (RT1)-ღრძილის რეცესია აპროქსიმალური მიმაგრების დარღვევის


გარეშე. აპროქსიმალურად კბილის მედიალურად და დისტალურად მინანქარ -
დუღაბის კავშირი არ ჩანს

რეცესია ტიპი2(RT2): ღრძილის რეცესია აპროქსიმალური დანაკარგით, რომელიც


ტოლია ან ნაკლებია მარგინალური(ვესტიბულური) მიმაგრების დანაკარგზე .

რეცესია ტიპი3(RT3): ღრძილის რეცესია აპროქსიმალური დანაკარგით, რომელიც


მეტია მარგინალური მიმაგრების დანაკარგზე. აპროქსიმალური მიმაგრების
დანაკარგი იზომება აპროქსიმალურად მინანქარ-დუღაბის კავშირიდან ჯიბის
სიღრმემდე.

მარგინალური მიმაგრების დანკარგზე იზომება ვესტიბულურად მინანქარ -დუღაბის


კავშირიდან მარგინალური ღრძილის აპიკალურ წერტილამდე.

კაიროს კლასიფიკაცია მკურნალობაზეა დამოკიდებული.

RT1-ის დროს შეიძლება ფესვის დაფარვა 100%-ით.

RT2-ის დროს ლიმიტირებული ინტერდენტალური მიმაგრების დანაკარგის დროს


ფესვის დაფარვა 100%-ით სხვადასხვა ტექნოლოგიებით.

RT3-ის დროს ფესვის დაფარვა შეუძლებელია .

10)ალვეოლური ძვლის ვერტიკალური და


ჰორიზონტალური დეფექტის კლასიფიკაცია .
ვერტიკალური
სამკედლიანი დეფექტი-ჯიბე შემოსაზღვრულია 3 ძვლოვანი კედლით

ორკედლიანი დეფექტი-ჯიბე შემოსაზღვრულია 2 ძვლოვანი კედლით

ერთკედლიანი დეფექტი-ჯიბე შემოსაზღვრულია 1 ძვლოვანი კედლით

ჰორიზონტალური
საწყისი სტადია - კორტიკალური ფირფიტის მთლიანობა დარღვეულია

პირველი ხარისხი - კბილთაშორისი ძგიდეები განლეულია ფესვის 1/3 მდე

მეორე ხარისხი - კბილთაშორისი ძგიდეები განლეულია ფესვის ½ მდე

მესამე ხარისხი - კბილთაშორისი ძგიდეები განლეულია 2/3 მდე და მეტი

11) ლორწოვანი გარსის დაავადებათა კლასიფიკაცია:


ტრამვული დაზიანებანი:მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური(ტრამვული ეროზია , წყლული ,
პროთეზული გრანულომა, სტომატიტი, ლორწოვანის კბეჩა,ტრამვით გამოწვეული
კატარული ანთება,თერმული დაზიანება,ლეიკოპლაკია, სხივური და ქიმიური
დაზიანებები)

ინფექციური დაავადებები: 1) ვირუსული (ჰერპესული სტომატიტი, ინფექციური


მონონუკლეოზი, ვირუსული მეჭეჭი,გრიპი,შიდსი). 2) ვენსანის წყლულოვან-ნეკროზული
სტომატიტი, 3) ბაქტერიული ინფექციები(სტრეპტოკოკური სტომატიტი,
დიფთერია,ტუბერკულოზი). 4)ვენერიული დაავადებები(სიფილისი,გონორეული
სტომატიტი). 5)მიკოზები(კანდიდოზი,აქტინომიკოზი)

ალერგიული დაავადებები: ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება, ალერგიული


სტომატიტი,გლოსიტი და ჰეილიტი, წამლისმიერი სტომატიტი,მრავალფორმიანი
ექსუდაციური ერითემა,ქრონიკული მორეციდივე აფთოზური სტომატიტი ,სტივენ -
ჯონსონის, ლეიელის სინდრომი.

ლორწოვანი გარსის ცვლილებები ეგზოგენური ინტოქსიკაციების დროს :


ვერცხლისწყლისმიერი, ტყვიისმიერი,ბისმუტისმიერი,ოქროსმიერი სტომატიტი

ლორწოვანი გარსის ცვლილებები ზოგიერთი სისტემური დაავადებებისა და


ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს: ჰიპო და ავიტამინოზები , ენდოკრინული , კუჭ -
ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, სისხლის დაავადებების ,
კოლაგენოზებისას

ლორწოვანი გარსის ცვლილებები დერმატოზების დროს: ჰემპიგუსი,წითელი ბრტყელი


ლიქენი,წითელი მგლურა, დიურინგის ჰერპესი

ენის ანომალიები და დამოუკიდებელი დაავადებები: ნაოჭიანი ენა , რომბისებური


გლოსიტი, დესქვამაციური გლოსიტი, შავი „თმიანი“ ენა, გლოსალგია

დამოუკიდებელი ჰეილიტები: გლანდულური, ექსფოლიაციური, კონტაქტური


ალერგიული, მეტეოროლოგიური, აქტინური, ატოპიური.

კიბოსწინარე დაავადებები: ობლიგატური და ფაკულტატური, სიმსივნეები (კეთილ და


ავთვისებიანი)
12) პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსის ფუნქციები:
პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსის თავისებურებები განაპირობებენ პაროდონტის
ფუნქციებს. ესენია: საყრდენ-მაფიქსირებელი(ამორტიზაციის),
ბარიერული(დამცველობითი), ტროფიკული(მკვებავი),
რეფლექტორული(სენსორული), პლასტიკური(აღდგენის)

1) საყრდენ-მაფიქსირებელ ფუნქციას განაპირობებს პაროდონტის ქსოვილთა


მთელი კომპლექსი, მაგრამ მთავარ როლს ასრულებს პერიოდონტის,
ღრძილის, ალვეოლური მორჩის ძვლოვანი ქსოვილის კოლაგენური და
ელასტიური ბოჭკოები. მათი საშუალებით ხდება კბილის გამაგრება
ალვეოლაში და ღეჭვითი დატვირთვისათვის წინააღმდეგობის გაწევა .
ამორტიზაციის ფუნქციაში აგრეთვე მონაწილეობს სისხლის და ლიმფური
ძარღვები, რაც უზრუნველყოფს კბილთა რკალზე და ყბების ალვეოლურ
მორჩებზე ღეჭვითი დატვირთვის ძალის თანაბარ გადანაწილებას .
2) ბარიერული ფუნქცია ხორციელდება პაროდონტის მთლიანობის შემთხვევაში
და განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: 1) ღრძილის ეპითელიუმის
გარქოვანების უნარით, 2) კოლაგენური ბოჭკოების კონების დიდი რაოდენობით
და მათი განლაგებით, 3)ღრძილის ტურგორით, 4) ღრძილის ნაპრალის
თავისებური აგებულებით, 4) პოხიერი და პლაზმური უჯრედების არსებობით ,
რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანტისხეულთა გამომუშავებაში, 5)
ნერწყვის ანტიბაქტერიული ფუნქციით, რომელიც გამოწვეულია მასში ისეთი
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების არსებობით, როგორიცაა
ლიზოციმი,მუცინი,ინჰიბინი
3) ტროფიკულ ფუნქციას განაპირობებს ინტენსიური სისხლმომარაგება და
ინერვაცია, უზრუნველყოფს აქტიურ ნივთიერებათა ცვლას და მაღალ მიტოზურ
აქტივობას.
4) რეფლექტორული ფუნქცია გულისხმობს ღეჭვითი ძალის რეგულაციას და
ხორციელდება პაროდონტში განლაგებული მრავალრიცხოვანი ნერვული
დაბოლოებებით- რეცეპტორებით, რომელთა გაღიზიანება გადაეცემა
მრავალფეროვანი რეფლექსური მაგისტრალებით
5) პლასტიკური ფუნქცია განაპირობებს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური
პროცესების დროს ქსოვილთა წარმოქმნას, მათ აღდგენას და გადაწყობას . ეს
ფუნქცია ხორციელდება ცემენტო და ოსტეობლასტების დახმარებით . პროცესში
ასევე მონაწილეობენ ფიბრობლასტები, ღრუბლისებრი უჯრედები.

13) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფუნქციები:


მისი ფუნქციებია: დამცველობითი, პლასტიკური, მგრძნობიარე(სენსორული ),შეწოვის

1) დამცველობითი - პირის ღრუს ლორწოვანის ანატომიური და ფუნქციური


თავისებურებებითაა განპირობებული. გამოიხატება არათანაბარი
გარქოვანებით, ეპითელიუმის უჯრედების მაღალი მიტოზური აქტივობით ,
კარგი რეგენერაციის უნარით, ნივთიერებათა ცვლის მაღალი აქტივობით ,
უჯრედული ელემენტების დიდი რაოდენობით, ნერწყვის ბაქტერიოციდული
მოქმედებით, სპეციფიკური მიკროფლორით. დამცველობით ფუნქციაში
დიდი მნიშვნელობა აქვს ლეიკოციტებს, რომლების პირის ღრუში ხვდება
კბილ-ღრძილოვანი შეერთების ეპითელიუმიდან. 1 მლ ნერწყვი შეიცავს
დაახლოებით 4000 ლეიკოციტს, ლორწოვანის დაავადებების დროს
რაოდენობა იმატებს, ლორწოვანის ეპითელური საფარის მთლიანობის
შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ცილოვანი სტრუქტურისა და
ნეიტრალური გლიკოპროტეიდების ბარიერული როლი.
2) პლასტიკური ფუნქცია განპირობებულია ეპითელიუმის მაღალი
რეგენერაციის უნარით. მას ბაზალური და ეკლისებრი შრის უჯრედების
მაღალი მიტოზური აქტივობა განსაზღვრავს. ლორწოვანი გარსის
ეპითელიუმის რეგენერაციის სიჩქარე მაღალია კანთან
შედარებით(ჭრილობაც მალე ხორცდება ), ასაკთან ერთად რეგენერაციის
სიჩქარე მცირდება. პირის ღრუს ხშირი ტრამვა, ცხელი, ცივი და
გამაღიზიანებელი საკვების მოქმედება, მოწევა და სხვა ფაქტორები
მუდმივად აღიზიანებენ ლორწოვანს, ქმნიან ხელსაყრელ პირობებს
პათოლოგიური პროცესების განვითარებისთვის. მაღალი რეგენერაციის
უნარი განპირობებულია გლიკოგენის გამოყოფით, რნმ-ის მომატებული
შემცველობითა და მიტოზური აქტივობით.
3) მგრძნობიარე (სენსორული) პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის
ხარისხი განსხვავდება სხვა ლორწოვანი გარსებისა და კანის
მგრძნობელობისგან, პირის ღრუში არის:
გემოვნების,სიცივის,სითბური,ტკივილის და ტაქტილური რეცეპტორები .
ტაქტილური კარგადაა გამოხატული ტუჩის წითელ ყაეთანსა და ენის წვერზე ,
ტკივილის-სუსტად. ტკივილი მეტად გამოხატულია კარიბჭეზე, რბილ სასაზე.
ტემპერატურული მგრძნობელობა კანთან შედარებით დაბალია, ასევე
სიცივის შეგრძნება უფროა განვითარებული ვიდრე სითბოსი. ლორწოვანი
გარსი წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლებისა და
მუსკულატურის რეფლექსოგენურ ზონას, გემოვნების რეცეპტორების
გაღიზიანება ცვლის მის ფუნქციას, მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე,
გულსისხლძარღვთა და ორგანიზმის სხვა სისტემათა ფუნქციაზე .
4) შეწოვის ფუნქცია: გარკვეული ნივთიერების გამტარია, ლორწოვანი გარსის
ამ ფუნქციას იყენებენ პრეპარატების მისაღებად, მაგ: ვალიდოლის შეწოვა
უკეთ ხდება პირის ღრუს ლორწოვანიდან, კერძოდ, ფსკერიდან.

14)პაროდონტის დაავადებათა
ეტიოლოგია,ადგილობრივი ხელშემწყობი ფაქტორები:
პაროდონტის ანთებითი ბუნების დაავადებები შეიძლება განვიხილოთ როგორც
თანაფარდობის დარღვევის შედეგი ბაქტერიულ სიმბიოზსა და პირის ღრუს
ქსოვილებს შორის. დაავადების განვითარებაში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს ღრძილის
მარგინალური ინფიცირება წარმოადგენს, რომელიც დაავადების დაწყებით სტადიაში
ანთებითი რეაქციის ჩამოყალიბებას განაპირობებს, რომელიც შემდეგ პათოლოგიურ
პროცესში გადადის.

ეტიოლოგიაში განმსაზღვრელია სამი ფაქტორი:

1)ბიოაპკში( მიკრობული ყაეთანი,კბილის ბალთა,კბილის ნადები)


მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები,
2)პირის ღრუს ფაქტორები, უნარი აქვთ გააძლიერონ ან შეასუსტონ
მიკროორგანიზმების და მათი ცვლის პროდუქტების პათოგენური
პოტენციალი,
3)ზოგადი ფაქტორები, რომლებიც არეგულირებენ მეტაბოლიზმის
პროცესებს პირის ღრუს ქსოვილებში.

პაროდონტის ქსოვილების ანთებითი პროცესების განვითარების ძირითადი მიზეზებია :


ინფექციური-მიკრობული, არაინფექციური-მექანიკური
ტრამვა(ღრძილზედა,ღრძილქვეშა კბილის ქვა, არასრულფასოვანი ორთოპედიული
და ორთოდონტული კონსტრუქციები, ბჟენის გადმოკიდებული კიდე ), ფიზიკური
ზემოქმედება-(დამწვრობა),ქიმიური ნივთიერებები-(ტუტეები,მჟავები). ბიოლოგიური
აგენტი-(ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები,იმუნური კომპლექსები)

ადგილობრივი ხელშემწყობი ფაქტორები;

ისინი ახდენენ: ქიმიურ, მექანიკურ, ბიოლოგიურ ზემოქმედებას. მნიშვნელოვანი როლი


ბიოაპკს ენიჭება, მნიშვნელოვანია 4 სახის ნადები: არამინერალიზებული- მიკრობული
ყაეთანი და კბილის რბილი ნადები, მინერალიზებული- ღრძილქვეშა და ღრძილზედა
ქვა.

კბილის ქვა- წარმოიქმნება მიკრობული ყაეთნის გაკირვის შედეგად, ამისთვის


აუცილებელია ნერწყვსა და ღრძილოვან სითხეში არსებული მინერალური
კომპონენტები, ფოსფორი,მაგნიუმი,კარბონატები. ღრძილზედა კბილის ქვა იღებს
ნერწყვიდან, ღრძილქვეშა-ღრძილოვანი სითხიდან.

ღრძილზედა კბილის ქვა-მოთავსებულია ღრძილის კიდის ზემოთ, თეთრი ან


მოთეთრო-მოყვითალონ ფერისაა, მკვრივი ან თიხისებრი, ადვილად შორდება
კბილის ზედაპირს.

ღრძილქვეშა კბილის ქვა- მდებარეობს მარგინალური ღრძილის ქვეშ, ღრძილის


ჯიბეში. მჭიდროდ ეკვრის კბილის ფესვს, მკვრივია და მუქი ფერის, არ ჩანს
დათვალიერებისას.

პაროდონტის ანთებით და ანთებით-დისტროფიული დაავადებების განვითარებაში


ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროფლორაა, კბილის ყელის მიდამო ,
საკონტაქტო ზედაპირები და ფისურები, პაროდონტული ჯიბეები, პროთეზები , ბჟენის
დეფექტები მიკროორგანიზმების „საყვარელი“ რეტენციული უბნებია .

მიკრობების, საჭმლის ნარჩენების,ჩამოფრქცვნილი ეპითელიუმის დაგროვება ხელს


უწყობს კბილის ნადების წარმოქმნას, რომელიც მერე გარდაიქმნება კბილის ბალთად .
კბილის ნადები საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებში შემავალი საღებავების
ზემოქმედებით იღებს სხვადასხვა შეფერილობას(ყვითელი,ყავისფერი,მწვანე ).
ბალთის გამოსავლენად იღებება არატოქსიკური საკვები საღებავებით -მეთილენის
ლურჯი, ერითროზინის აბები.

კბილის ბალთის განვითარების დინამიკა- იწყება გახეხვიდან 2 საათის შემდეგ , ერთი


დღის განმავლობაში კბილის ზედაპირზე ფიქსირდება კოკები,24 სთს მერე
ჩხირისებური ბაქტერიები, 2 დღის მერე ძაფისებური. ფორმირება სრულდება 6-9 დღის
შემდგომ.
ბალთის ფორმირებაში სამ ძირითად ფაზას გამოყოფენ:

1)პელიკულის, ანუ მეორადი კუტიკულის ფორმირება,

2) პირველადი მიკრობული კოლონიზაცია,

3)მეორადი მიკრობული კოლონიზაცია და ბალთის მომწიფება.

პელიკულა, ანუ მეორადი კუტიკულა- ფარავს კბილის ზედაპირს. ვითარდება


ღრძილისა და ღრძილოვანი სითხის კომპონენტების, ბაქტერიებისა და საჭმლის
ნარჩენებისგან.

პირველადი მიკრობული კოლონიზაცია- პელიკულის განვითარებიდან პირველ


საათებში ხდება, მიკრობებში არსებული სპეციალური ადჰეზიური მოლეკულების
საშუალებით მაგრდება პელიკულის ანალოგიურ ადჰეზიურ უბანთან. მიმაგრებული
ბაქტერიების გამრავლების გამო კბილის ნადების ეკოლოგიური შემადგენლობა
იცვლება, ჩნდება ობლიგატური აერობები-დგება ბალთის განვითარების მესამე ეტაპი .

მეორადი კოლონიზაცია და ბალთის მომწიფება. ჩნდება პაროდონტო პათოგენური


მიკროორგანიზმები. განასხვავებენ მიკრობული ბალთის(ბიოაპკის) მომწიფების სამ
ფაზას;

კბილების გახეხვიდან 2-3დღის შემდეგ ჩნდება გრამდადებითი და გრამუარყოფითი


კოკები, ფორმირდება 1მმ სისქის ბაქტერიული აპკი.

4-6 დღის შემდეგ ჩნდება ფუზობაქტერიები და ფილამენტები. შეიძლება განვითარდეს


გინგივიტი,4-9 დღის შემდეგ ჩნდება სპირილები და სპიროქეტები. მიკროფლორის
ასეთი შემადგენლობა დამახასიათებელია პაროდონტიტისთვის. პაროდონტის
ანთებით ბუნებასთან დაკავშირებულია 12 ბაქტერია, 4-ს ვსწავლობთ, ეწოდებათ
პაროდონტული მარკერები.

ყველაზე პაროდონტო-პათოგენური მიკროორგანიზმები ე.წ. `წითელი

კომპლექსია~:

• Aggregatibacter actinomycetemcomitan - Aa
• Porphyromonas gingivalis - Pg
• Treponema denticola - T. denticola
• Tannerella forsythia (bacteroides forsithus) - T. forsythia.

სუპრაკრისტალური შემაერთებელქსოვილოვანი მიმაგრების (SCTA) რღვევა


დაკავშირებულია ანთებასთან და პაროდონტის საყრდენი ქსოვილების
დაკარგვასთან. ეს დამტკიცდა ცხოველებში ჰისტოლოგიური კვლევით და ადამიანზე
კლინიკური დაკვირვებით.
მიკროორგანიზმები დააჯგუფეს კვების ტიპის, პათოგენურობის და მათ მიმართ
მაკროორგანიზმების რეაქტიულობის მიხედვით, აკოდირებენ ფერით.

წითელი კომპლექსი-ყველაზე აგრესიულია, ღრმა პაროდონტულ ჯიბეებში ცხოვრობენ


ეს მიკროორგანიზმები, აღწევენ დუღაბში და გამოყოფენ პროტეოლიზურ ფერმენტებს .
მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინები აზიანებენ ლეიკოციტებსა და
ლიპოპოლისაქარიდებს, იწვევენ პაროდონტის ქსოვილთა დესტრუქციას .

აგურისფერი კომპლექსი- ხშირად გვხვდება წითელთან ერთად,


გრამუარყოფითი,ენდოგენური მიკროორგანიზმებია, მორყეული კბილის მიდამოში
ხშირად აღინიშნება. ყვითელი და მწვანე კომპლექსი-არაპათოგენური მიკრობები
არიან გაერთიანებულნი, იშვიათად გვხვდება აგურისფერთან და წითელთან .

პაროდონტის დაავადებების ეტიოლოგიაში ადგილობრივ ხელშემწყობ ფაქტორებს


მიეკუთვნება:

ტრამვა პირის ღრუს ჰიგიენის დროს-ჯაგრისის გადამეტებული ზეწოლა.

ტრამვა სტომ. მანიპ, დროს- კოფერდამის ჩადგმა, აპროქსიმალური ზედაპირების


დამუშავება შტრიფსებით,ან ორთ.კონსტრ ტრამვული მოხსნა

არასრულფასოვანი ორთოპედიული და ორთოდონტული კონსტრუქციები .

აგრესიული ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების


გამოყენებამწეველობა-ტოქსიკური ზემოქმედება.

სტომატოლოგიური პროცედურები-კბილის გათეთრება, სადევიტალიზაციო პასტის


არასწორად მოთავსებასამკურნალო საშ. არასწორი გამოყენება ყბების ანომალიები
და დეფორმაციები თანკბილვის და კბილთა დგომის ანომალიები,
(ღრმა,ღია,ჯვარედინი თანკბვ, კბილის დისტოპია,მჭიდრო დგომა)

15) პაროდონტული მარკერები:

გინგივიტისა და პაროდონტიტის დამახასიათებელი სპეციფიური პარამეტრები


სისხლდენა ზონდირებისას (Bleeding on Probing) – BoP
BoP = ზონდირებისას სისხლმდენი მიდამოენის რაოდენობა : გამოკვლეული
მიდამოების რაოდენობაზე X 100 = % წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან
პარამეტრს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს სრული სიზუსტით.
ითვლება, რომ სისხლდენა არის გინგივიტის ნიშანი, რომელიც ვლინდება
ანთების ხილულ ნიშნებზე (შეშუპება და ჰიპერემია)უფრო ადრე.სისხლდენის
არარსებობა ზონდირებისას (BoP) ითვლება კლინიკურად ჯანმრთელ
მდგომარეობად.
ჯიბის სიღრმის განსაზღვრა (Periodontal Probing Depth) –Ppd
დღემდე, ვიწრო პაროდონტული ნაპრალი ჯანმრთელობას, ხოლო ღრმა ჯიბე
პაროდონტის დაავადებებზე მიუთითებდა. საკმარისი მტკიცებულებაა
იმისათვის, რომ ვიფიქროთ ეს ასე არ არის. მაგალითად, თუკი ტარდება
შესაბამისი ღონისძიებები და რეგულარული ზრუნვა პაროდონტის
ჯანმრთელობაზე, ღრმა ჯიბე შესაძლოა იყოს სტაბილური, ანთების ნიშნების
გარეშე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასე რომ, ღრმა ჯიბე შესაძლოა
არსებობდეს ისე, რომ მას ვუწოდოთ “ჯანმრთელი” ჯიბე.
უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა Ppd, კბილ-
ღრძილოვანი მიმაგრება, ძვლის განლევის ხარისხი, არ არის ადეკვატური
განმსაზღვრელი დაავადებისა და შესაბამისად მხოლოდ ppd არ უნდა იქნას
გამოყენებული ჯანმრთელობის თუ პათოლოგიის შესაფასებლად. ის
კომბინაციაში უნდა გამოვიყენოთ ისეთ უმნიშვნელოვანეს პარამეტრთან
ერთად, როგორიც არის BoP.
კლინიკურად ჯანმრთელი პაროდონტის რენტგენოლოგიური
მახასიათებლები
ინტაქტური პაროდონტი რენტგენოგრამაზე მოიცავს ანატომიურად ინტაქტურ
კბილთაშორის ძვლოვან ძგიდეებს lamina dura), რომლებსაც არ აღენიშნება
განლევის ტენდენცია ფურკაციის მიდამოში, ხოლო მანძილი კბილთაშორისი
ძვლოვანი ძგიდის ყველაზე კორონალური მწვერვალიდან (AC) მინანქარ
დენტინის საზღვრამდე (CE) არის 2 მმ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მანძილი
ჯანმრთელ პირებში შესაძლოა მერყეობდეს 1-დან 3 მმ-მდე. ამასთან,
მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, კბილების მდებარეობა. მხოლოდ
რენტგენოლოგიური მონაცემები არ არის საკმარისი კლინიკურად ჯანმრთელი
მდგომარეობის შესაფასებლად.
კბილების მორყევა
როგორც ცნობილია, კბილი არ არის ოსტეოინტეგრირებული ძვალთან ისე
როგორც იმპლანტი. ისინი განიცდიან ფიიზოლოგიურ მიკროექსკურსიას. ამ
მორყევის ამპლიტუდით განისაზღვრებოდა მორყევა ფიზიოლოგიურია თუ -
პათოლოგიური. 0,2 მმ დიაპაზონში კბილის მორყევა მიეკუთვნება
ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა, კბილების მობილურობას (რომელთაც
არ აქვს ანთებითი პაროდონტი) განაპირობებს 2 ჰისტოლოგიური ფაქტორი:
პაროდონტის სიმაღლე და პერიოდონტის იოგის სიგანე. კლინიკურად
ჯანმრთელი პაროდონტის შემთხვევაში მომატებულ მობილურობას
განაპირობებს პერიოდონტის იოგის სისქის მატება. ეს, როგორც წესი,
ოკლუზიური ტრავმაა.მხოლოდ მორყევის მომატება ვეღარ იქნება
გამოყენებული როგორც დაავადების ნიშანი ისეთი კბილებისათვის,
რომელთაც აქვთ შეცვლილი, მაგრამ ჯანმრთელი პაროდონტი. აქედან
გამომდინარე, კბილის მორყევა აღარ ითვლება ნიშნად, რომლითაც უნდა
შეფასდეს პაროდონტის ჯანმრთელობა თუ დაავადების ხარისხი.
16) ზოგადი ხელშემწყობი ფაქტორები
ფაქტორები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის რეზისტენტობას, იწვევენ
ცვლილებებს პაროდონტში:

 ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრის,


ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის მოშლილობა)
 სისხლის დაავადებები (ანემია, ლეიკოზი)
 კვებითი დარღვევები (А, B, C ჰიპოვიტამინოზი, შაქრის
გადაჭარბებული მოხმარება)
 კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
 თირკმლის ქრონიკული პათოლოგიები
 ნერვული სისტემის დაავადებები
 ქრონიკული სტრესი

შაქრიანი დიაბეტის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და პაროდონტის


ქსოვილების მიკროცირკულაცია. ნივთიერებათა ცვლის რღვევას თან ახლავს
ოსტეოპოროზი და ოსტეოლიზისი.სიმპტომები: სიმშრალე პირის ღრუში ,
ჰიპოსალივაცია, რაც ხელს უწყობს ნადებისა და ღრძილიდან სისხლდენის
განვითარებას.

გლუკოზის მაღალი დონე დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში იწვევს


მიკროორგანიზმების გამრავლებას და ქვის წარმოქმნას.

ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებისას იზრდება პაროდონტის დაავადებათა


შეხვედრის სიხშირე. ჰიპერ- და ჰიპოთირეოზის დროს ვითარდება ანთებით -
დისტროფიული ცვლილებები, რომლებსაც თან ახლავს ჯიბეების წარმოქმნა,
ალვეოლური მორჩის რეზორბცია, კბილების მორყევა და დაკარგვა .

ლიპიდური ცვლის დარღვევის დროს იცვლება მიკროცირკულარული ქსელის


მგრძნობელობა ჰორმონების მიმართ, შედეგად ვითარდება პაროდონტის ქსოვილთა
დისტროფია და მცირდება მათი რეზისტენტობა ღრუს მიკროფლორის მიმართ . ეს
დაკავშირებულია ქსოვილში ჰისტამინისა და სეროტონინის რაოდენობის მომატებასა
და ნორადრენალინის რაოდენობის შემცირებასთან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები ხელს უწყობენ პაროდონტის ქსოვილთა


დაზიანებების განვითარებას. შეიძლება დაირღვეს Ca-ის აბსორბცია, რაც ცუდად
მოქმედებს ალვეოლური მორჩის მდგომარეობაზე.

ღვიძლის პათოლოგიის დროს ვითარდება ოსტეოპოროზი, რომელსაც


„ღვიძლისმიერ რაქიტსზ“ უწოდებენ. ღვიძლის ქრონიკული დაზიანების დროს
მატულობს ალვეოლური ძვლის ატროფია. ამიტომ ამ დროს აუცილებელია
მკურნალობაში D ვიტამინის ჩართვა.

კვებითი დარღვევები განპირობებულია არა მხოლოდ საკვების მიღების


შემცირებით, არამედ მათი მონელების, შეწოვის, უტილიზაციის პროცესების მოშლით .
გავლენას ახდენს ყველა ქსოვილზე, მათ შორის პაროდონტზეც.

C ჰიპოვიტამინოზის დროს ხდება პაროდონტის ქსოვილთა დესტრუქცია. პირველადი


ცვლილებები - მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გინგივიტი, რასაც მოჰვება ანთების
დამძიმება, შეშუპება, სისხლდენა და ღრძილის ჰიპერპლაზია. ასევე ზოგადი
მოშლილობანი: სისუსტე, სწრაფი დაღლა, სახსრების ტკივილი, წონის კლება. ირღვევა
კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნის და ფორმირების პროცესი, აღინიშნება
ქსოვილების აფაშრება, უჯრედშორისი ნივთიერების და კაპილარების შეღწევადობის
ზრდა, შენელებულია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების პროცესი, ქვეითდება
პაროდონტის ქსოვილების რეზისტენტობა ინფექციის მიმართ.

D ვიტამინი ცხიმში ხსნადია. აუცილებელია ორგანიზმში Ca-ისა და F-ის ბალანსის


შენარჩუნებაში. D ჰიპოვიტამინოზი ბავშვებში - ოსტეოპოროზის განვითარება რაქიტის
სახით, მოზრდილებში - ოსტეომალაცია. შეიძლება განვითარდეს პაროდონტის
ქსოვილთა გენერალიზებული დესტრუქცია და ალვეოლური ძვლის რეზორბცია .

А ვიტამინი მნიშვნელოვანია ღრძილის ეპითელიზაციისთვის. მისი ნაკლებობა იწვევს


ბარიერული ფუნქციის დაქვეითებას და ღრძილის ანთებას. რას უფრო გამოხატულია
ანთებითი პროცესი, მით უფრო დაბალია А ვიტამინის შემცველობა.

ცილოვანი უკმარისობა იწვევს ღრძილებისა და სხვა ქსოვილების ნეკროზულ


ცვლილებებს, ანთებასა და ძვლის დესტრუქციას.

თირკმლების ქრონიკული პათოლოგიის დროს ირღვევა მიკროცირკულაცია,


ვითარდება ინტოქსიკაცია, რაც უარყოფითად მოქმედებს ღრუს ლორწოვანი გარსის
ბარიერულ ფუნქციაზე. პაციენტებს აქვთ ღრძილის რეცესია და მაგარი ქსოვილების
ჰიპერესთეზია.

სისხლისა და სისხლმბადი ორგაოების პათოლოგია დაკავშირებულია


ლეიკოციტების ფუნქციის დარღვევასა და მათი რაოდენობის ცვლილებასთან .
ვითარდება დისტროფიული ცვლილებები პაროდონტის ქსოვილში, ძვლოვვანი
ქსოვილის რეზორბცია და ოსტეოპოროზი, ღრძილის კიდის ჰიპერპლაზია .

იმუნური სისტემა. ქრონიკული გენერალიზებული პაროდონტიტით დაავადებულ


პაციენტთა ცვლილებები: T-სისტემის ფუნქციური აქტივობის დაქვეითება და B-სისტემის
აქტივაცია, რომლის დროსაც არ არის ადეკვატურად გამოხატული პლაზმური
უჯრედების წარმოქმნა და ეფექტური ჰუმორული პასუხი.

ზოგი მედიკამენტის მიღებით განვითარებული ქსეროსტომია ხელს უწყობს ნადებისა


და ქვების წარმოქმნას.

ზოგი პრეპარატი პირდაპირ მოქმედებს პაროდონტზე. იწვევს ქიმიურ რეაქციებს ღრუს


ქსოვილებში (ღრძილშიც). ეს კი იწვევს ცვლილებებს ჰიპერკერატოზიდან ღრმა
დამწვრობამდე. ასეთია ასპირინი, ანესთეტიკები, ფტორიდები, წყალბადის ზეჟანგის
შემცველი სავლებები.

სასქესო ჰორმონების მიღება ზოგჯერ იწვევს ღრძილის ჰიპერპლაზიას . ეს აღინიშნება


ციკლოსპორინის, კალციუმის არხების ბლოკატორების მიღების შემდეგ.

მარიჰუანას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრძიკების მკვეთრად გამოხატული


ჰიპერპლაზია.

უარყოფითი ემოციისა და ქრონიკული სტრესი. მატულობს სისხლძარღვების


ტონუსი, სისხლში იმატებს გლუკოკორტიკოიდების რაოდენობა, რასაც მოჰვება
აღდგენითი პროცესების შენელება უჯრედებში. პაროდონტში ხდება ნივთიერებათა და
ლიპიდური დარღვევა.

ორსულობის დროს ორგანიზმში პროგესტერონისა და ესტროგენის კონცენტრაციის


შეცვლის გამო მატულობს სისხლძარღვების შეღწევადობა, ხდება ფიბროციტების
აქტივაცია, პაროდონტში ზრდის ჰორმონის, ანაერობული ფლორის და ღრძილოვანი
სითხის რაოდენობის მატება. ვითარდება ღრძილების ჰიპერემია, შეშუპება . არის
სისხლდენა, ღრმავდება ჯიბეები, კბილები ირყევა. ხშირად ვითარდება და იზრდება
სიმსინისმაგვარი წარმონაქმნი - ეპულისი.

მენოპაუზის დროს, ესტროგენის დეფიციტის ფონზე, ვითარდება ოსტეოპოროზი,


იმუნიტეტის დაქვეითება, მატულობს ნერწყვის სიბლანტე, მცირდება მისი გამოყოფა .
ვითარდება ენდოკრინული დაავადებები, ყალიბდება ფსიქოემოციური სინდრომი .
ხდება კბილაშორისი ძგიდეების განლევა, პაროდონტის ქსოვილში ვითარდება
დისტროფიული პროცესები. იმატებს ოსტეოკლასტების აქტივობა.

მწეველობა დიდ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე (უფრო მაკროფაგებზე და


ლეიკოციტებზე). იწვევს ფიტვის კიბოს, ონკოლოგიურ, ქრონიკული ბრონქიტისა და
ემფიზემის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, იწვევს გულის ინფარქტსა და იშემიას .

გენეტიკური ფაქტორები - ადამიანის ლეიკოციტარული ანტიგენი (HLA)


ასოცირებულია პაროდონტის დაავადებებთან. HLA-A 9 ხშირად ვლინდება
მოზრდილთა მძიმე ფორმის პაროდონტიტის დროს. HL-1-ის მქონე პაციენტებში უფრო
მაღალია პაროდონტის დესტრუქციის რისკი. –

17.პაროდონტის დაავადების პათოგენური


მექანიზმებიდან აღსანიშნავია:
 უჯრედების დაზიანება.
 ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების-ანთების მედიატორების და
მოდულატების შემცველობის მომატება.
 მიკროცირკულაციის დარღვევა.
 სისხლძარღვოვან-ქსოვილოვანი შეღწევადობის გაძლიერება.
 ექსუდაციური მოვლენები და უჯრედული ინფილტრაცია.
 ღრძილის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების დეპოლიმერიზაცია .
 კოლაგენის დაშლა.
 ტრანსკაპილარული ცვლის დარღვევა და მეორადი ჰიპოქსია.
 ეპითელიუმის აკანტოზი და ღრძილის ღარის ეპითელიუმის ჩანაცვლება
პირის ღრუს ეპითელიუმით.
 კბილ-ღრძილოვანი შეერთების დარღვევა და ღრძილოვანი ჯიბის
წარმოქმნა.

პოლიმორფულბირთვიანი ლეიკოციტების დაზიანების შედეგად გამოიყოფა


ლიზოსომური ფერმენტები.

ლაბროციტების დეგრანულაციას თან ახლავს ანთების მედიატორის


გამოტყორცნა:პლაზმური და ქსოვილოვანი. ბრადიკინინი ჰისტამინის
გადმორტყოცნას უზრუნველყოფს და ზრდის სისხლძარღვების შევიწროებას.
კალიკრეინი ააქტიურებს პოლიმორფულ-ბირთვიანი ლეიკოციტების
ქემოტაქსიის და სისხლის შემადედებელი სისტემის ჰაგემანი ფაქტორს.
უჯრედული მედიატორების წარმოქმნაზე პასუხისმგებელია პოლიმორფულ
ბირთვიანი ლეიკოციტები, ლაბროციტები და ბაზოფილები.
მედიატორებია:ჰისტამინი, სეროტონინი, პროსტოგლანდინი, ლიმფოქინინი,
პროტეაზა.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად იწყება


ღრძილის ღარის ეპითელიუმის უჯ რედშორისი ნივთიერების დაშლა ,
წარმოიქმნება ვაკუოლები და სივრცეები .

მიკროცირკულაციის დარღვევა-სისხლის მიმოქცევის სიჩქარის შენელება,


თრომბების და ვასკულიტების წარმოქმნა.

სისხლძარღვოვან-ქსოვილოვანი შეღწევადობის მომატება სისხლძარღვთა


კედლების და ქსოვილების გაჯერებას იწვევს სისხლის ცილებით, მოყვება
ლიმფოციტებით და პლაზმური უჯრედებით მდიდარი ინფილტრატის
წარმოქმნა . ასევე მიმდინარეობს ღრძილის შემაერთებელი ქსოვილის
ძირითადი ნივთიერების დეპოლიმერიზაცია.

დამცველობითი მექანიზმების მოშლას თან სდევს რეგენერაციის


პროცესების დარღვევა. პათოლოგიური პროცესების პროგრესი იწვევს ანთების
გავრცელებას ალვეოლის ძვლოვან ქსოვილზე, ამას მოყვება გინგივიტის
პაროდონტიტში გადასვლა.

პაროდონტის ანთებადი დაავადების მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის


ღრუში ბაქტერიული სიმბიოზის დარღვევა. იმუნური სისტემის მდგომარეობა
მნიშვნელოვანია პაროდონტის ქსოვილების ნორმალური ჰომეოსტაზის
შენარჩუნებისთვის.

პაროდონტიტის დროს მიკრობული აგრესიის ფონზე ქვეითდება პირის


ღრუს ადგილობრივი იმუნიტ ეტ ის არასპეციფიკური ფაქტ ორები . ამაზ ე
მიუთითებს:

 ნერწყვში ლიზოციმის აქტივობის დაქვეითება.


 პირის ღრუში ლეიკოციტების მიგრაციის გაძლიერება.
 ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება და ფაგოციტური აქტივობის
დაქვეითება სისხლში.
 ეპითელური უჯრედების დესქვამაძიის ხარისხის გაძლიერება.

ეპითელური უჯრედების დესქვამაციის გაძლიერება განაპირობებს


ბაქტერია-ეპითელიუმის ურთიერთკონტაქტის დროს მოლეკულურ-ბიოლოგიურ
ცვლილებებს, რომლებიც ადჰეზიური რეცეპტორების აქტივაციას იწვევენ.

ქრონიკული გენერალიზებული პაროდონტიტის დროს პირის ღრუში


დაქვეითებულია T-სისტემის უჯრედოვანი მაჩვენებელი, რაც გამოიხატება
სისხლში CD4 და CD8 ფენოტიპის ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებით, რის
შედეგადაც CD4/CD8 ფენოტ იპის ლიმფოციტ ების თანაფარდობა გადახრილია
ჰელპერების მხარეს.
T-სისტემის უჯრედოვანი მაჩვენებლის შემცირების ფონზე B სისტემის
აქტივაციის ნიშნები აღინიშნება, იმატებს CD19 ფენოციტის ლიმფოციტების
რაოდენობა, მაგრამ მათი ფუნქციური მავენებელი სისხლსა და ნერწყვში არ
განსხვავდება ინტაქტური პაროდონტის მქონე პაციენტების მაჩვენებლისგან.
იმუნიტეტის T და B სისტემების ცვლილების განვითარებაში დიდი როლი
მიუძღვის ციტოკინებს, რომელიც იმუნიტეტის მედიატორები არიან და
არეგულირებენ იმუნური სისტემის ფუნქციურ აქტივაციას სტიმულაციის ან
სუპრესიის გზით.

პაროდონტიტის დროს იცვლება ინტერფერონის სისტემის ფუნქციური


მდგომარეობა, რაც იმუნურ ჰომეოსტაზსა და უჯრედთა დიფერენციაციის
პროცესზე ახდენს გავლენას.

პაროდონტის ქსოვილებში მიკრობული აგრეგაციის საპასუხოდ


განვითარებულ ანთებით კერაში მიკროორგანიზმების ანტიგენური
კომპლექსის დეზორგანიზაციის შედეგად ხდება ლიპოპოლისაქარიდების
გამოთავისუფლება. პარალელურად აღინიშნება შემაერთებელი ქსოვილის
ძირითადი ნივთიერების-კოლაგენაზის დაშლა, რის გამოც მისი მოლეკულის
ზოგიერთი დეტერმინანტი შიშვლდება და ხდება იმუნოგენური.

18) პაროდონტის დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა და


შემდეგ მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტ ის სრულყოფილ
გამოკვლევაზე. პაციენტის გამოკვლევა მიზნად ისახავს: სიმძიმის, ხარისხის,
მიმდინარეობის ხასიათის, ზოგადი და ადგილობრივი გამომწვევი ფაქტორების
გამოვლენას.

გამოკვლევის მეთორები 2 ჯგუფად იყოფა:

 ძირითადი (კლინიკური) მეთოდები.


 დამხმარე (პარაკლინიკური) მეთოდები.

ძირითადი მეთოდებია:

 ანამნეზის შეკრება.
 დათვალიერება.
 ყბა-სახის მიდამოს გარეგანი დათვალიერება.
 პირის ღრუს დათვალიერება.
 ობიექტური გამოკვლევის მეთოდები.
 ღრძილების, ალვეოლური მორჩის და რეგიონული ლიმფური კვანძების
პალპაცია.
დამხმარე მეთოდები გამოიყენება დიაგნოზის დასაზუსტებლად,
მკურნალობის გეგმის შესადგენად. ის იყოფა:

 კლინიკური.
 რენტგენოლოგიური.
 ლაბორატორიული.
 ფუნქციური კვლევის მეთოდები.

18)გამოკვლევის ძირითადი მეთოდები.

ანამნეზის შეკრება, ამ დროს უნდა განისაზღვროს:

 ჩივილები.
 დაავადების ხანდაზმულობა.
 ჩატარებულია თუ არა ადრე მკურნალობა და როგორი იყო მისი შედეგები.

პაროდონტოლოგიურ პაციენტებს ადგილობრივი ჩივილებად აღენიშნებათ:

 სისხლდენა ღრძილებიდან.
 ღრძილის ფერის და ფორმის ცვლილება.
 ტკივილი ღრძილის მიდამოში.
 კბილების მომატებული მგრძნობელობა.
 ფესვების გაშიშვლება.
 კბილების მორყევა.
 არასასიამოვნო სუნი (ჰალიტოზი).
 ნადების და ქვების არსებობა.
 ჩირქოვანი ექსუდატი პაროდონტული ჯიბიდან.

ზოგადი ჩივილებია:

 ადვილად დაღლა.
 სისუტე.
 სხეულის ტემპერატურა.
 თავის ტკივილი.
ანამნეზის შეკრების დროს საჭიროა:

 პაციენტის ასაკი.
 პროფესია.
 საწარმოს ტიპი და პროფესიული მავნეობის არსებობა.
 ყოფა-ცხოვრების პირობები.
 გადატანილი ან თანმხლები დაავადებები, წარსულში არსებული
ქირურგიული ჩარევები.
 კვების ხასიათი.
 ქრონიკული ინტოქციკაციის არსებობა. მავნე ჩვევების არსებობა
მაგ:სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი.
 მემკვიდრული ფაქტორები.
 პირის ღრუს ჰიგიენის ადექვატურობა და სისტემატურობა.

ავადმყოფის გარეგანი დათვალიერება:

 ადამიანის ზოგადი შეფასება, პაციენტის ემოციური განწყობა,


ფსიქოლოგიური სტატუსი.
 კანის საფარველის ფერი, ნაწიბურის არსებობა, სახის ასიმეტრია.
 ტუჩის წითელი ყაეთნის შეფასება.
 ქვედა ყბის სახსრის შეფასება.
 ყბა-სახის მიდამოს მიმიკური კუნთების და რეგიონული ლიმფური კვანძების
მდგომარეობა.

პირის ღრუს დათვალიერება:

 ტუჩის წითელი ყაეთნის და პირის კუთხეების მდგომარეობა.


 პირის ღრუს კარიბჭის შეფასება.
 კბილთა მწკრივების დათვალიერება.
 პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსის მდგომარეობის შეფასება.
 ენის დათვალიერება.
 პირის ღრუს ლორწოვანის დათვალიერება.

კარიბჭის დათვალიერება- პაციენტს დახურული აქვს პირი. ექიმი ასწევს


ზედა ტუჩს და ჩამოწევს ქვედა ტუჩს და აკვირდება კლეინის ზონას ანუ ტუჩის
წითელი ყაეთნის და ლორწოვანის გარსის საზღვარს. ასევე ისაზღვრება
კარიბჭის სიღრმე, რომელიც შეიძლება იყოს:

 მცირე-5მმ და ნაკლები, პაროდონტიტის განვითარების ხელშემწყობი


ფაქტორია.
 საშუალო-8მმ დან 10მმ-მდე.
 ღრმა-10მმ-ზე მეტი.

ჭიმების დათვალიერება- განლაგებულია ზედა და ქვედა ყბაზე


პრემოლარების მიდამოში. იწყება მიმაგრებული ღრძილიდან და გრძელდება
გარდამავალ ნაოჭამდე. მოკლე ჭიმები ხელს უწყობენ პაროდონტიტის
განვითარებას.

დიდი მნიშვნელობა აქვს ზედა და ქვედა ტუჩის ლაგამების დათვალიერებას.


ნორმაში ლაგამი ლორწოვანი გარსის თხელი, სამკუთხედის ფორმის ნაოჭია,
რომელიც ერთო მხრიდან ალვეოლური მორჩის შუა ხაზზე ღრძილის კიდიდან
0.5სმ-ის დაშორებით და მეორე მხრიდან მიმაგრებულია ტუჩის ლოწროვან
გარსზე. მოკლე ლაგამი კბილთაშორის დვრილზეა და შესაძლოა
პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

ენის შეფასებისას- უნდა განისაზღვროს ფერი, მიკროგლოსია, მაკროგლოსია,


მოძრაობა. უნდა დათვალიერდეს დორსალური ზედაპირი და დვრილების
მდგომარეობა. მოკლე ლაგამის დროს არის მეტყველების დეფექტი. თუ ლაგამი
საჭრელების უბანში ახლოს არის მიმაგრებული ღრძილის კიდესთან,
შესაძლოა ღრძილების რეტ რაქცია განვითარდეს .

ღრძილების შეფასებისას- ყურადღება ექცევა ფერს, ზომას, კონტურს,


კონსისტენციას და ღრძილის კიდეს. ნორმაში ღრძილი ღია ვარდისფერი, ნოტიო,
ტალღისებური კონტურის არის. კბილთაშორისი ღრძილი კონუსური ფორმისაა.
ჯანმრთელი ღრძილი პალპაციის დროს უმტკივნეულოა. მწვავე და ქრონიკული
ანთების დროს შეშუპებული, პალპაციით მტკივნეული, გაფაშრებული, აღინიშნება
სისხლდენა და ჩირქოვანი ექსუდატი კლინიკური ჯიბეებიდან. პაროდონტოზის დროს
ღრძილი მკვრივი, ატროფიულია, არ აღინიშნება სისხლდენა.
ტრავმული ოკლუზია- კბილთა მწკრივების ისეთი შეთანასოვნებაა,
როდესაც ხდება პაროდონტის ქსოვილთა ფუნქციური გადატვირთვა.

არის პირველადი და მეორადი ტრავმული ოკლუზია.

პირველადის დროს ჯანმრთელი პაროდონტი ძლიერ ღეჭვით დატვირთვას


განიცდის, მიზეზი შეიძლება იყოს ბრუქსიზმი, არასრულფასოვანი
პროთეზირება. ძირითადად ლოკალურია.

მეორადი ოკლუზიის დროს პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსში


პათოლოგიური პროცესებია, რომელიც აფერხებს ნორმალურ
ფუნქციონირებას. ძირითადად გენერალიზებულ ხასიათს ატარებს. დგინდება
რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ღრძილების და


ალვეოლური მორჩის პალპაცია. აკვირდებიან ღრძილებიდან სისხლდენას,
ექსუდატს პაროდონტული ჯიბიდან და განსაზღვრავენ მტკივნეულ უბნებს.

20-21. ჰიპერემია- ღრძილის მკვეთრი წითელი შეფერილობაა და მწვავე ანთების,


ტრავმის ან ქრონიკული პროცესების გამწვავების ნიშანია. განპირობებულია
კაბილარების და სისხლძარღვების განვლადობის მომატებით.

შეშუპება- გამოიხატება ღრძილის კიდის შესქელებით, დვრილის


გასადავებით, რომლის მექანიზმსაც საფუძვლად უდევს ვენულების დაზიანება
და ლიმფის მიმოქცევის დარღვევა-სტაზი.

მტკივნეულობა- მას საფუძვლად უდევს პაროდონტის ქსოვილებში


პეპტიდების და ბრადიკინინის დაგროვება.

ღრძილის ჰიპერტროფია- პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ხდება


მარგინალური ღრძილის და კბილთაშორისი დვრილის ზომაში მატება ხდება ისე რომ
შეიძლება ღრძილმა დაფაროს კბილი .

ჰიპერტროფიის ხარისხებია:

 მსუბუქი-ღრძილი ფარავს კბილის გვირგვინის 1/3-ს.


 საშუალო-ღრძილი ფარავს კბილის გვირგვინის 1/2-ს.
 მძიმე-ღრძილი ფარაცს კბილის გვირგვინის 1/2-ს მეტად.
სისხლდენა ღრძილებიდან- ანთების უმთავრესი სიმპტომია, განაპირობებს
კაპილარების გაფართოება და განვლადობის მომატება.

ღრძილებიდან სისხლდენის ხარისხის განსაზღვრა:

 ვერტიკალური ზონდირება-ზონდირება ტარდება ყველა კბილზე, წვერი


მიმართულია კბილის ღერძის პარალელურად ღრძილის მიმართულებით.
თუ განვითარდა კაპილარული სისხლდენა ტესტი დადებითია.
 ჰორიზონტალური ზონდირება-წვერი მიმართულია ღერძის პერპენდიკულარულად
და ხდება დვრილის ზონდირება.
 სისხლდენის გამოვლენა ღრძილის პალპაციით-ყველაზე ნაკლებად
ეფექტურია სისხლდენის გამოსავლენად.
 სისხლდენის ინდექსი-მიღებული შედეგი ფასდება კბილთაშორისი
დვრილის ზონდირებიდან 30წამის განმავლობაში:
Iხარისხი-მცირე, წერტილოვანი სისხლდენა.

IIხარისხი-ხაზოვანი,მსუბუქი სისხლდენა დვრილის ზედა კიდესთან.

IIIხარისხი-საშუალო, გამოხატული სისხლდენა კბილთაშორისი დვრილიდან.

IVხარისხი-პროფუზული სისხლდენა, რომელიც ზონდირებისთანავე ვლინდება.

ანამნეზზე დაყრდნობით სისხლდენის 3 ხარისხი:

I ხარისხი-სიხლდენა იშვიათად.

II ხარისხი-სისხლდენა კბილების გამოხეხვის და მაგარი საკვების მიღების


დროს.

III ხარისხი-სპონტანური სისხლდენა.

ჯანმოს რეკომენდაციით სისხლდენის განსაზღვრა ხდება ღრძილის


ზონდირების შემდეგ:

0 ქულა-სისხლდენა არ არის.

1 ქულა-სისხლდენა არის.
კბილების პათოლოგიური მორყევა- მორყევის ხარისხის განსაზღვრა ხდება
თითის, პინცეტის და სპეციალური ინსტუმენტის საშუალებით, არსებობს
მორყევის 3 ხარისხი:

I ხარისხი-კბილი ირყევა ვესტიბულურ-ორალური მიმართულებით 1მმ-მდე


დიაპაზონში.

II ხარისხი-კბილი ირყევა ვესტიბულულ-ორალური და მედიო-დისტალური


მიმართულებით 1მმ-მდე დიაპაზონში.

III ხარისხი-კბილი მოძრაობს ყველა მიმართულებით.

ჰალიტოზი- არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ძირითადად პირის ღრუს


პათოლოგიებით არის გამოწვეული, მაგრამ არის სხვა წყაროებიც კერძოდ:ზედა და
ქვედა სასუნთქი გზების, კუჭნაწყლავის ტრაქტის, თირკმლის, ღვიძლის და ა.შ.
არასასიამოვნო სუნის წყაროს წარმოადგენს აქროლადი
სულფიდები:გოგირდწყალბადი, მერკაპტანი, ინდოლი, დიმეთილსულფიდი. ამ
ნივთიერებების წარმოქმნა ხდება ნერწყვში, ჩამოფცქვნილ ეპითელიუმში. ასევე
აქროლადი სულფიდები დიდი რაოდენობით არის პაროდონტულ ჯიბეებში და ენის
ნადებში.

პაროდონტული ჯიბის სიღრმის განსაზღვრა -სიმძიმის განსაზღვრა ხდება


დესტრუქციის ხარისხის და პაროდონტული ჯიბის სიღრმის მიხედვით.

დესტრუქციის ხარისხი განისაზღვრება მინანქარ-დუღაბის საზღვრიდან


პაროდონტული ჯიბის ღრმა წერტილამდე მანძილით.

პაროდონტული ჯიბის სიღრმე- მანძილი ღრძილის კიდიდან ჯიბის ღრმა


წერტილამდე.

ხშირად მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვევა, მიზეზი შეიძლება იყოს


ღრძილის კიდის შეშუპება , ჰიპერტ როფია .

ჯიბის სიღრმის განსაზღვრა ხდება პაროდონტული ზონდით. სიღრმე განისაზღვრება 4


ზედაპირზე. რეცესიის დროს ჯიბის სიღრმეს ზომავენ მინანქარ-დუღაბის საზღვრიდან ,
ხოლო ჰიპერტროფიის დროს ჯიბის სიღრმის მაჩვენებელს აკლებენ
ჰიპერტოფირებულ ღრძილის ზომას.
ჯიბის სიღრმის განსაზღვრისას ზონდს ათავსებენ ღრძილის კიდის
პერპენდიკულარულად ფესვის სიგრძის გასწვრივ. ინსტრუმენტის სამუშაო ნაწილი
უნდა ეკვროდეს ზედაპირს, ხოლო დაბოლოება შეცურდეს ჯიბეში და შემდგომ
გაიზომოს ჯიბის სიგრძე.

სამუშაო ზონდები განსხვავდებიან დიამეტრით და მარკირებით, არსებობს


შემდეგი ტ იპის პაროდონტ ული ზ ონდები :

 CPITN-მარკირებით 0,5 3,5 5,5 და 11,5მმ.


 CP12-მარკირებით 3, 6, 9 და 12მმ.
 GC AMERICAN-მარკირებით 3, 6, 9 და 12მმ.
 NC15- 1მმ-იანი და 5მმ-იანი ინტერვალით.

ჯიბის სიღრმის განსაზღვრა ასევე ხდება ელექტროზონდით, რომელსაც ტიტანის


დაბოლოება აქვს. მას აქვს ელექტრომეხსირება რომელიც ახორციელებს ზეწოლს და
ზუსტ ინფორმაციას იძლევა.

22)პაროდონტოგრამა (პაროდონტული რუქა)- გამოკვლევით


მიღებული პარამეტრული გრაფიკული რეგისტრაციის ფორმაა. უნდა შედგეს
ყველა პირველად პაციენტზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმეორებით
პაციენტებზე ურთიერთშედარებისთვის.
პაროდონტულ რუქაში უნდა აღინიშნოს:

 ზონდირების პარამეტრები.
 რეცესიის ხარისხი.
 ფურკაციის დაზიანება.
 კბილების მორყევის ხარისხი.
 მიმაგრების კლინიკური დანაკარგის სიდიდე.
 დამატებითი მონაცემები(კბილის ნადების და სისხლდენის ინდექსები).

პაროდონტული რუკა I მოიცავს:


 საპასპორტო მონაცემებს.
 ანამნეზს.
 ჩივილებს.
 პაროდონტულ მონაცემებს: ჯიბის სიღრმე: 4-6მმ ვარდისფერი, 7მმ და მეტი
წითელი .
 კბილების მორყევა.
 ფუნქციონალური თავისებურებები.
 ექსუდაცია, ხვრელარხი, ეგზოსტოზი.
 ეტიოლოგია.
 რისკის ფაქტორები.
 დიაგნოზი.
 პროგნოზი.

პაროდონტულ რუქა II-ში ასახულია:


 საპასპორტო მონაცემები.
 დაზიანების მაჩვენებელი სიმბოლოები.
 პაროდონტული მონაცემები.
 ღრძილის კიდის და ზონდირების სიღრმის მონაცემები მმ-ში.
 კბილების მორყევის ხარისხი.
 ეტიოლოგია.
 რისკის ფაქტორები.
 დიაგნოზი.
 პროგნოზი.

პაციენტის გამოკვლევა იწყება პირადი მონაცემების შეკრებით. სისტემაში


შეყავთ ფოტ ოაპარატ ით გადაღებული ფოტ ოები . შემდგომ თითოეული
მაჩვენებლის რეგისტრაცია. პაროდონტული ჯიბის სიღრმის განსაზღვრა
ხდება, რომელიც ფიქსირდება ციფრების პაროდონტოგრამაში. ექიმს
საშუალება აქვს დააფიქსიროს:

 ღრძლის რეცესიის ხარისხი.


 პაროდონტული ჯიბის სიღრმე.
 ძვლოვანის ქსოვილის დესტრუქციის ხარისხი.
 კბილების მორყევის ხარისხი.
 სისხლდენის ხარისხი.
 ექსუდატის არსებობა.
 კლინიკური ინდექსის მაჩვენებლები.
 კარიერის და არაკარიესული დაზიანებების არსებობა.

23) რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდები


მეთოდის საშუალებით შესაძლებელია შეფასდეს

*კბილთაშორის ძვლოვანი ძგიდეების ფორმა და სიმაღლე

*ღრუბლისებური ძვლის მინერალიზაციის ხარისხი

*კორტიკალური ფირფიტის მთლიანობა

*პათოლოგიური კერის ფორმა ,ზომა ,სტრუქტურა

პაროდონტის დაავადებების დროს ხშირად ვლინდება ძვლოვანი ქსოვილის


პათოლოგიური ცვლილებები -

*ოსტეოპოროზი ძვლოვანი ქსოვილის დისტროფიული პროცესია ,რენტგენოლოგიურად


გამოიხატება გამჭვირვალობის მომატებით, გათხელებით

*ოსტეოსკლეროზი ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პროცესია ხასიათდება ძვლოვანი


ქსოვილის ჭარბი წარმოქმნით .

*დესტრუქცია ძვლოვანი ქსოვილის რღვევა და მისი ჩანაცვლებაა პათოლოგიური


ქსოვილით .გამოირჩევა გამჭირვალობით რენტგენზე .

დესტრუქციის 4 სტადია

*საწყისი - განლეულია კბილთაშორისი ძგიდეების კომპაქტური ფირფიტა , აღინიშნება


ძგიდეების ოსტეოპოროზი

* პირველი ხარისხი - ძგიდეების სიმაღლე შემცირებულია ფესვის სიგრძის 1/3 მდე

*მეორე ხარისხი- ძგიდეების სიმაღლე შემცირებულია ფესვის სიგრძის ½ მდე

*მესამე ხარისხი- ძგიდეების სიმაღლე შემცირებულია ფესვის სიგრძის 2/3 ით და მეტით.

განასხვავებენ ძვლის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ განლევას .ჰორიზონტალური


განლევა ალვეოლური ქედის სიმაღლის თანაბარი კლებაა ამ დროს ძვლისს დონე
ჩვეულებრივ მდებარეობს პირდაპირი კუთხით ფესვის ზედაპირთან .

ვერტიკალური განლევა ძვლის კლებაა მახვილი კუთხით ფესვის ზედაპირთან .

დისტროფია -გამოიხატება ძვლოვანი ქსოვილის სკლეროზული გადაგვარებით ,


შეუღლებულია ოსტეოპოროზთან .

ატროფია- მთლიანი ძვლის ან მისი გარკვეული ნაწილის ზომაში შემცირებაა .


რენტგენოლოგიური მეთოდები

პირშიგნითა კონტაქტური რენტგენოგრაფია იძლევა 3-4 კბილისა და ამ კბილების


მიდამოს ალვეოლის ძვლოვანი ქსოვილის გამოსახულებას .

პანორამული რენტგენოგრაფია იძლევა თითოეული ყბის გადიდებულ გამოსახულებას


ფირზე .

ორთოპანტომოგრაფია ეფექტურია პაროდონტის ქსოვილთა შესასწავლად . გვაძლევს


ორივე ყბის ელექტრონულ ვერსიას ან გამოსახულებას ფირზე. შესაძლებელია შეფასდეს
ზედა და ქვედა ყბის ძლოვანი ქსოვილის კბილთაშორისი ძვლოვანი ძგიდეების ,ძვლის
ღრუბლისებური ნივთიერების ,ყბების სხეულების , კბილების ,ჰაიმორის
ღრუების ,თვალბუდის ,საფეთქელქვედა ყბის სახსრის მდგომარეობა .

სამგანზომილებიანი კომპიუტერული ტომოგრაფია ყველაზე ინფორმატიული მეთოდია


რომელიც საშუალებას იძლევა ორივე ყბის მდგომარეობა შეფასდეს სხვადასხვა
სიბრტყეში .ასევე ხშირად იყენებენ იმპლანტაციის დროს ,საფეთქელქვედა ყბის
პათოლოგიისას.

24) ლაბორატორიული კვლევის მეთოდები


სრულფასოვანი დიაგნოსტიკისთვის ხშირად საჭირო სისხლის ანალიზის მონაცემები

სისხლის საერთო ანალიზი პაროდონტის დაავადებების დროს სისხლის ანალიზში


მნიშვნელოვანია ლეიკოციტების, მონოციტების, ლიმფოციტების რაოდენობა.

ბიოქიმიური ანალიზი საშუალებას იძლევა შეფასდე


ცხიმოვანი,ცილოვნი,ნახშირწყლოვანი და მინერალური ცვლა.განისაზღვრება ც
რეაქტიური ცილის , ელექტროლიტების რაოდენობა და ა. შ

სეროლოგიური ანალიზები - ტარდება მაშინ როდესაც აღინიშნება ხანგრძლივად


მიმდინარე წყლულოვანი დაზიანებები. ასეთი კვლევებია ვასერმანის და
იმუნოფლუორესცენციის რეაქცია .

იმუნოლოგიური გამოკვლევის მეთოდები - იყენებენ პირის ღრუს ადგილობრივი და


ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის შესაფასებლად . იმუნური პასუხის გამოსავლენად
საზღვრავენ იმუნოგლობულინების T და B ლიმფოციტების რაოდენობას .

ღრძილოვანი სითხის რაოდენობის განსაზღვრა ხდება ანთების დროს .მისი რაოდენობა


როგორც წესი იმატებს .ეს მანიპულაცია ტარდება სპეციალური სტანდარტული ზომის
ფილტრის საშუალებით როდესაც პაროდონტი ინტაქტურია . განსაზღვრავენ წინასწარ
გასუფთავებულ და ნერწყვისგან იზოლირებული 11,16,24,31,36,44 კბილების მიდამოდან .
ღრძილის ღარში ათავსებენ ფილტრის ქაღალდს 3 წთ და ზომავენ სითხის შეწოვის
ფართობს.

მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდები - გამოიყენება მიკროორგანიზმების


გამოსავლენად და ანტიბიოტიკების მიმართ მიკროფლორის მგრძნობელობის
დასადგენად .იყენებენ ღრძილოვან სითხეს ან ექსუდატს პაროდონტული ჯიბიდან . ამის
დადგენის შემდეგ შესაძლებელია მიზანმიმართული ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება.
მორფოლოგიური კვლევა- შეიძლება იყოს ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური .
ჰისტოლოგიურ მასალას მიეკუთვნება ორგანო,ორგანოს ნაწილი და ქსოვილი იღებენ
ოპერაციის დროს ან ბიოფიის შედეგად , ხოლო ციტოლოგიურს განცაკევებული
უჯრდები ან უჯრედთა ჯგუფი იღებენ ლორწოვანი გარსის
ზედაპირიდან ,ეროზიიდან,წყლულიდან. პაროდონტლოგიაში ეს მეთოდი გამოიყენება
სიმსივნური და სიმსივნისმაგვარი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის .

25)პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მქონე


პაციენტთა გამოკვლევის მეთოდები.
პირის ღრუს ლორწოვანის გამოსაკვლევად საჭიროა შედგეს
კომპლექსური ,მიზანმიმართული და ინდივიდუალური გამოკვლევა .არსებობს
ძირითადი და დამხმარე მეთოდები.

გამოკვლევის ძირითადი მეთოდები -

*ანამნეზის შეკრება

*სახისა და პირის ღრუს დათვალიერება

*პალპაცია

დამხმარე მეთოდებია

*ლაბორატორიული

*ფუნქციური

*იმუნოლოგიური

*ინსტრუმენტული და სხვა

ანამნეზის შეკრება - საწყისი ეტაპი მოიცავს დაავადებისა და ცხოვრების ანამნეზს . უნდა


დადგინდეს ჩივილების დაწყების დრო , პირველი
სიმპტომები ,მიმდინარეობა ,ჩატარებული მკურნალობა(იყო თუ არა
ეფექტური ) ,ტკივილის ხასიათი და ხანგრძლივობა,რემისიის ხანგრძლივობა .ცხოვრების
ანამნეზი -პროფესია ,გენეტიკური განწყობა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის
მდგომარეობა .

აუცილებელია გავითვალისწინოთ პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა.

ობიექტური გამოკვლევა - მოიცავს ტუჩის ყაეთნისა და პირის ღრუს დათვალიერებას .


ვაკვირდებით სახის სიმეტრიულობას, სუნს პირიდან ,საფეთქელქვედა ყბის სახსრის
მდგომარეობა , მეტყველების შემოწმება . ვაკვირდებით ასევე გამონაყარს პაციენტის
იერს , აქტივობას ,ტუჩის კონტურებს ,სიმშრალეს ,კუთხეებს, ნახეთქებს და ა.შ შემდეგ
ვათვალიერებთ პირის ღრუს კარიბჭეს.ვაკვირდებით სარკით ლოყის ლორწოვანს .
საკუთრივ პირის ღრუს დათვალიერების დროს სარკით ვაკვირდებით რბილ და მაგარ
სასას , ენას , ფსკერს,კბილებს .
მაგარი სასის ლორწოვანი გამოირჩევა სიფერმკრთალით ფრონტალურ კბილებთან
ნაოჭებით .აუცილებელია რბილი და მაგარი სასის საზღვარზე არსებული
მრავალრიცხვოვანი ჯირკვლების დიფერენცირება .

რბილი სასა სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა შეფერილობისაა მაგ- გულ-


სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს ციანოზურია , ქრონიკული ანთებითი პროცესების
დროს მკვეთრად წითელი ,ჰეპატობილიარული სისტემის დაავადების დროს
მოყვითალო.

ენა - კონკრეტული დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელია ენის შეფერილობისა და


ენაზე არსებული ნადების მიხედვით. ღია ვარდისფერი ენა მიუთითებს ჯანმრთელ
ორგანიზმზე . ,წითელი ენა - ინფექციური დაავადებების მმანიშნებელია, ლურჯი -
გულსისხლძარღვთა პათოლოგიების,მკვეთრად ლურჯი აგონიის წინა მდგომარეობაა და
ა.შ

დაზიანების ელემენტებისა და ახალწარმონაქმნების აღმოჩენის შემდეგ საჭიროა


ჩატარდეს მისი პალპაცია .ამ დროს ხდება აღნიშნული უბნის სტრუქტურის, სიღრმის,
სიმკვრივის ,მტკივნეულობის დადგენა .

დამხმარე მეთოდები

*დიასკოპია

*შილერ-პისარევის სინჯი

*სტომატოსკოპია

*ლუმინესცენციური გამოკვლევა

*პირის ღრუს ელექტრული პოტენციალის განსაზღვრა

*ლაბორატორიული მეთოდები

დიასკოპიის დროს დაზიანების ელემენტზე მინის ფირფიტის ზეწოლით ფერის


ცვლილების მიხედვით ფასდება დაზიანების ელემენტი . წითელი ანთებაზე
მიუთითებს ,მოყვითალო შეფერილობა ექსუდატის არსებობაზე.

შილერ-პისარევის სინჯი- ანთებისა და ეპითელიუმის გარქოვანების ხარისხისა და


მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად გამოიყენება .ლუგოლის ხსნარში
დასველებული ბამბის ბურთულა მოთავსდება საკვლევ უბანზე 1 წთ და ვაკვირდებით
ლორწოვანის ფერი ცვლილებას . ყვითელი-ჯანმრთელი ლორწოვანის მიმანიშნებელია,
ანთების დროს სინჯი დადებითია ღია ყავისფერია

სტომატოსკოპია დათვალიერება ფოტოდიაგნოსკოპით 20-30 ჯერ ადიდებს გამოსაკვლევ


უბანს . იყენებენ სხვადასხვა ვიტალურ საღებავს .

ლუმინესცენციური გამოკვლევა - ხორციელდება ფოტოდიაგნოსკოპით ან სხვა


ხელსაწყოთი. მეთოდის არსი ისაა რომ ქსოვილებს უნარი აქვთ შეიცვალონ ფერი
ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.

პირის ღრუს ელექტრული პოტენციალის განსაზღვრა - ლორწოვანთან


სტომატოლოგიური მასალის კონტაქტის შედეგად პირის ღრუში PH იხრება მჟავა არისკენ
და წარმოიქმნება გალვანური დენი . იგი იწვევს ადგილობრივ გამაღიზიანებელ
მოქმედებას . თუ პირის ღრუში სხვადასხვა მეტალია პაციენტს უჩნდება ელექტრული
პოტენცია რომელიც შეიძლება იყოს ან დადებითი ან უარყოფითი. ნორმაში-2-5 მკმ.

ლაბორატორიული მეთოდები- სისხლის საერთო,ციტოლოგიური,ბიოქიმიური,შარდის


მიკრობილოგიური,ბაქტერიოლოგიური ,იმუნოლოგიური , მორფოლოგიურიანალიზები.

სისხლის საერთო ანალიზში ვაკვირდებით ერითროციტების,


ლეიკოციტების ,თრომბოციტების ,ლიმფოციტების რაოდენობას . სისხლის საერთო
ანალიზი საშუალეას იძლევა დაზუსტდეს ნოზოლოგიის ხასიათი.

ბიოქიმიური - გლუკოზის, პროტეინების,ელექტროლიტების,ვიტამინების


კონცენტრაციის განსაზღვრა

შარდის- თირკმლების დაავადების და შარდში გლუკოზის დონის ,კეტოსხეულების


გამოსავლენად .

ციტოლოგიური - მორფოლოგიური კვლევის მეთოდია შეისწავლის დაზიანების


ელემენტების უჯრედულ შემადგენლობას .

მიკრობიოლოგიური-საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ დაავადების გამომწვევი


მიზეზი. ინფექციის სახე .

ბაქტერიოლოგიური- სპეციფიკური ინფექციების აღმოჩენა .

ალერგოლოგიური-გასათვალისწინებელია მემკვიდრული განწყობა , ალერგენის


გამოვლენა .

მორფოლგიური-ბიოფსია-ცოცხალი ქსოვილის მიკროსკოპული


გამოკვლევაა .ინფილტრაციული ან აპლიკაციური ანესთეზიის ქვეშ სპეციალური
საჩხვლეტით ან სკალპელით აითლება ლორწოვანის დაზიანებული ქსოვილი ჯანმრთელ
ქსოვილთან ერთად.

იმუნოლოგიური - ზოგიერთი დაავადების დროს აუცილებელია მაგ ქრონიკული


მორეციდივე აფთოზური სტომატიტის დროს . ხდება ნერწყვში
ლიზოციმის,ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობის განსაზღვრა .

26)დაზიანების პირველადი ელემენტები


ლაქა, კვანძუკი(პაპულა),
კვანძი ,ბორცვი ,ბუშტუკი ,ბუშტი ,ჩიქრგროვა(პუსტულა), კისტა,
აბსცესი.
ლაქა- პირის ღრუს ლორწოვანის ფერშეცვლილი შემოსაზღვრული უბანია . არსებობს
ანთებითი და არაანთებითი . როზეოლა-მომრგვალო 1,5 -10 მმ დიამეტრის ანთებითი
ლაქაა . მოწითალო ფერის 1,5 ზე დიდი ზომის ლაქა არის ერითემა . ჰემორაგია-ზომის
მიხედვით იყოფა პეტექიებად (წერტილოვანი) და ექკიმოზებად (მრგვალი ან ოვალური)
.პიგმენტური ლაქა ვითარდება ეგზოგენური ან ენდოგენური წარმოშობის სხვადასხვა
საღებავი ნივთიერებების დალექვის შედეგად. ლაქები შეიძლება გაჩნდეს დამწვრობისა
და ტრავმის შედეგად ან სხვადასხვა დაავადების -ქუნთრუშას,ყბაყურას დროს

კვანძუკი-3-4 მმ დიამეტრის ამოწეული ანთებითი დაზიანების ელემენტია . ფორმით-


მრგვალი,ოვალური,მკვეთრადკონტურიანი. პაპულების გაერთიანება იწვევს ბალთას .
პაპულები ვითარდება მაგალითად-წითელი ბრტყელი ლიქენის დროს .
უკუგანვითარების შემთხვევაში ნაწიბურს არ ტოვებს .

კვანძი- მკვრივი წარმონაქმნია მოიცავს ლორწოვანის ყველა შრეს. პალპაციით ნაკლებად


მტკივნეული , მომრგვალო ფორმის ინფილტრატი. შესაძლებელია მისი დაჩირქება ან
დაწყლულება.

ბორცვი - მრგვალი ფრომის ინფილტრაციული წარმონაქმნია ღრუს გარეშე, მოიცავს


ლორწოვანის სამ შრეს . პალპაციით მტკივნეული ,მკვრივი, 5-7მმ .მიდრეკილია
დაშლისკენ და წარმოიქმნება წყლული . შეხორცების შემდეგ ყალიბდება ნაწიბური .
დამახასიათებელი ტუბერკულოზისა და მესამეული სიფილისის დროს

ბუშტუკი- მრგვალი ღრუს შემცველი წარმონაქმნი. ვითარდება ეპითელიუმის ეკლისებურ


შრეში განსაზღვრული რაოდენობის სითხის დაგროვების შედეგად. ზომა 1,5-4 მმ სკდება
და წარმოიქმნება ეროზია . ვითარდება ვირუსული დაავადებების დროს .

ბუშტი- დიდი ზომის ბუშტუკისგან განსხვავებით. ამოვსებულია ჰემორაგიული ან


სეროზული შიგთავსით. ზომა 5მმდან რამდენიმე სმმდე.პირის ღრუში მარტივად სკდება
და წარმოიქმენა ეროზია .

ჩირქგროვა - შეიცავს ჩირქოვანი ექსუდატით ამოვსებულ ღრუს . ვითარდება


ბაქტერიული ინფექციების დროს.

კისტა -ღრუს შემცველი წარმონაქმნი ამოვსებული ეპითელიუმით. გარედან


შემაერთებელი ქსოვილითაა დაფარული.

აბსცესი - სხვადასხვა ზომის ღრუს შემცველი ჩირქით სავსე წარმონაქმნი. ლორწოვან


გარსში ლოკალიზებული აბსცესი მკვეთრად შემოსაზღვრულია.

27)დაზიანების მეორეული ელემენტები


ეროზია ,აფთა, წყლული ,
ნახეთქი,ნაწიბური,ქერცლი,ქერქი,ანგიომატოზი
ეროზია-ვითარდება ღრუს შემცველი წარმონაქმნის გახეთქვის ,ეპითელიუმის
ნეკროზის ,პაპულების რღვევის ან ტრავმის შედეგად. შეხორცების შემდეგ არ ტოვებს
ნაწიბურს. ტრავმის შედეგად მიღებულ ეროზიას ექსკორიაცია ეწოდება

აფთა-5-10 მმ დიამეტრის მომრგვალო ეროზიაა შემოსაზღვრული ჰიპერემიული არშიით


დაფარული ფიბრინული ნადებით. თეთრი ან მოყვითალო შეფერილობა . არ ტოვებს
ნაწიბურს .
წყლული - მოიცავს ლორწვანის ყველა შრეს. აქვს ფსკერი და კედლები. ხორცდება
ნაწიბურით. შეიძლება განვითარდეს ტრავმის,ტუბერკულოზის ,ათაშანგის დროს.

ნახეთქი- ხაზობრივი დეფექტი.ვითარდება ქსოვილების ელასტიკურობის დაკარგვის


შედეგად . აქვს ნაპრალის ფორმა.

ნაწიბური -წარმოიქმენა რაიმე დეფექტის შედეგად .არსებობს ჰიპერტროფული ანუ


კელოიდური რომელიც წარმოიქმენა ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად აქვს
ხაზობრივი ფორმა ,ატროფიული - ვითარდება სიფილისური ან სხვა დაზიანების
ელემენტების შეხორცების შედეგად .

ქერცლი- ვითარდება ეპითელიუმის დესქვამაციის დარღვევის შედეგად . შეიძლება იყოს


პრიალა , მოყვითალო

ქერქი- წარმოიქმნება ბუშტის,ბუშტუკის,წყლულის მიერ გამოყოფილი ექსუდატის


გამოშრობის შედეგად.

ანგიომატოზი- სისხლძარღვების თანდაყოლილი მოჭარბების ან კაპილარების შეძენილი


გაფართოების შედეგად ვითარდება.

28- პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა


პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა პაროდონტული თერაპიის საწყისი და
უმნიშვნელოვანესი ეტაპია. კბილის ნადების პათოგენეზური ცვლილებების
აღმოფხვრის ან შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ინდდივიდუალური ჰიგიენის
წესების სრულფასოვანი დაცვაა.მისი ჩატარება ხდება ძირითადი - კბილის პასტა და
ჯაგრისი; და დამხმარე- სავლები, ფლოსი, ინტერდენტული ჯაგრისი, ირიგატორის
საშუალებებით.

პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებებია:

 კბილის პასტები და ჟელეები


 კბილის ფხვნილები
 სავლებებუ
 ჯაგრისბეი
 ენის საწმენდები
 ინტერდენტული ჯაგრისები- ზღარბუნები
 ფლოსბეი
 საწმენდი ჩხირები
 ირიგატორები
 საღეჭი რეზინები რომლებიც არ შეიცავს შაქარს
 საღეჭი აბები
 ნერწყვის გამოყოფის სტიმულატორები
 ორთოპედიული და ორთოდონტული კონსტრუქციების განკუთვნილი
საშუალებები
კბილის პასტა- რთული შემადგენლობის სისტემა, რომლის ფორმირებაშიც
მონაწილეობს აბრაზიული, ქაფის წარმომქმნელი, ზედაპირულად აქტიური
კომპონენტები, კონსერვანტები, საგემოვნო დანამატები, წყალი და სამკურნალო
პროფილაქტიკური ელემენტები.

კბილის პასტის ძირითადი კომპონენტებია:

 აბრაზივი- კალციუმის კარბონატი, კალციუმის ფოსფატი, ალუმინის


ჰიდროქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი
 ტენიანობის შემანარჩუნებელი ნივთიერებები- გლიცერინი, სორბიტოლი ,
გლიკოლი
 შემკვრელი ნივთიერებები- ცელულოზა, არაორგანული ნივთიერებები ,
ქსანტანი
 ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები- ნატრიუმ-ალუმირილ-სულფატი ,
ბეტაინები
 საგემოვნო- დამატკბობელი აგენტები- პიტნის და ანისის ექსტაქტები, ხილის
საგემოვნო დანამატები
 კონსერვატები- ნატრიუმის ბენზოატი, კალიიუმის სორბიტი, ბენზოინის მჟავა და
მისი ეთერები
 აქტიური ნივთიერებები- კარიესის პროფილაქტიკა: კალციუმის
გლიცეროფოსფატი, კალციუმის და ალუმინის ლაქტატი, ნატრიუმის ფტორიდი .
კბილის ნადებისა და ქვების წარმოქმნის პროფილაქტიკა: ტრიკლოზანი,
ქლორჰექსიდინი, პროტეაზა, დექსტრანაზა. ანთების საწინააღდეგო აგენტები:
მცენარეული ექსტრაქტები, ვიტამინები, ალანტოინი. მგრძნობელობის
დამაქვეითებელი ნივთიერებები: კალიუმის ნიტრიტი, სტრონციუმის ქლორიდი.

 არსებობს ჰიგიენური და სამკურნალო- პროფილაქტიკური პასტები.

სამკურნალო-პროფილაქტიკური პასტებია:

 უბრალო ( I-II თაობა)


 კომბინირებული ( III-IV თაობა)
 კომპლექსური (V თაობა )

მეორე თაობის არის მხოლოდ ანტიკარიესული, ანთების საწინააღდეგო,


ჰიპერესთეზიის საწინააღმდეგო და მადეზოდორირებელი მქომედება .

მესამე-მეოთხე თაობის შეიავს ორ ან მეტ სამკურნალო-პროფილაქტიკურ


საშუალებას რომელსაც აქვთ რომელიმე კონკრეტული პათოლოგიის საჭინააღდეგო
მოქმედება.

მეხუთე თაობის შეიცავს სხვადასხვა სამკურნალო-პროფილაქტიკურ კომპონენტს და


ერთდროულად რამდენიმე თვისება აქვს. კერძოდ: ანტიკარიესული და ანთების
საწინააღმდეგო. ანტიკარიესული და ანტისეპტიკური. ანტიკარიესული და
მათეთრებელი. ანტიკარიესული და ნადების წარმოქმნის საწინააღდეგო . ანთების
საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული.

დღევანდელ ბაზარზე უმეტესად გამოიყენეა მეხუთე თაობის პასტები და ამ


თვისებებით ძირითადად ხასიათდება მცენარეული წარმოშობისა და სხვადასხვა
ანტიბიოტიკისა და ანტისეპტიკის შემცველი პასტები. ისინი ახდენენ ბაქტერიოციდულ
და ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას მიკროფლორაზე.

ქლორჰექსიდინის შემცველი კბილის პასტები - lacalut active, president antibacterial,


elgydium, curasept, curaprox

ტრიკლოზანის შემცველი- president active, colgate total l2, colgate total 12 propotis,
macleans, durodont

მცენარეული ( ფოტოდანამატების შემცველი) კბილის პასტებია- parodontax,


parodntax f, lacalut fito, lacalut active herbal, dentgard, colgate herbal, kamistad toothpaste,
krauter, mexidol dent fito, plidenta, periodont, natural toothpaste.

ჰიპერესთეზია- მომატებული მგრძნობელობა. ის განპირობებულია:


 სხვადასხვა სიმძიმის პაროდოტიტის ან პაროდოტნოზის დროს ღრძილების
რეტრაქციითა ა დენტინის გაშიშვლებით
 ღეჭვითი დატვირთვით გამოწვეული პატოლოგიური ცვეთით
 კბილის არასწორი ხეხვით
 მინანქარზე ბზარების ეროზიის სოლისებური დეფექტების არსებობით

მკურნალობა ხდება მგრძონებლობის დამაქვეითებელი სპეციალური კბილის


პასტებისა და ჟელეების გამოყენებით. ასეთია: sensodyne მომენტალური, sesnsodyne
total care, sensodynen fluoride ,sensodyne ნაზი გათეთრება, president sensitive, lacalut
sensitive, colgate sensitive pro-relief, mexidol sent sensitiv.

კბილის ჯაგრისი- ჯაგრულები ტარის მიმართ პერპენდიკულარულადაა მიმართული.


თანამედროვე კბილის ჯაგრისების ტიპებია:

 მანუალური
 ელექტრო
 ბგერითი
 ულტრაბგერით
 ლაზერული

სიხისტის მიხედვით განასხვავებენ:

 რბილი- ( დამზადებულია 0.15-0.18 მმ დიამეტრის ნეილონის ჯაგრულებისგან)


ენიშნება პაროდონტიტიან პაციენტს, კურნალობის შემდეგ იცვლება
საშუალოთი.
 საშუალო-0.2მმ
 უხეში- 0.22მმ

ჯაგრულების განლაგების მიხედვით განასხვავებენ:

 ერთმომენტიანი- ჯაგრულები ერთ სიმაღლეზე


 ორმომენტიანი- სხვადასხვა დონეზე- მოკლე ჯაგრულები წმენდს კბილის საღეჭ
ზედაპირს ხოლო პერიფერიული ანუ შედარებით გრძელი ჯაგრულები წმენდს
კბილის გლუვ ზედაპირებსა და ღრძილის ნაპრალს.
 სამმომენტიანი- სხვადასხვა დონეზე და კუთხით- მოკლე საღეჭი
ზედაპირებისთვის, გრძელი კბილთაშორისი სივრცეებისთვის და კუთხისქვეშა
ღრძილისა და ღრძილის ნაპრალისთვის.

იმპლანტანტების არსებობისას კბილის ჯაგრისის თავი სასურველია იყოს პატარა


ორმომენტიანი და რბილი. არარის რეკომენდირებული იმ პასტების სავლებების
დეზოდორონტებისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების გამოყენება რომელიც შეიცავს
ქლორს იონიზებული ფორმით, ანუ ჰალოგენშემცველი კბილის პასტები.

მოსახსნელი ან მოუხსნელი ორთოდონტიული აპარატები ხელს უწყობს ნადების


ადვილად ჩამოყალიბებას ამიტომ აუცილებელია პაციენტისთვის ორთოდონტიული
ჯაგრისი. მას აქვს წაგრძელებული V-ს ჩაღრმავება. ასევე ინტერდენტალური ჯაგრისი
იგივე ზღარბუნები და პრიის ღრუს ირიგატორები. არსებოსბს ორთოდონტიული
ნადებისა და ანთების საწინააღმდეგო კბილის პასტები - Gum ortho, interpox, vitis
orthodontic toothpaste.

ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადებამდე ხდება პირის ღრუს პროფესიული


წმენდა . მოუხსნელი კონსტრუქციების დროს პაცოს ენიშნება ზღარბუნები ფლოსები
ირიგატორები და ანტისეპტიკური სავლებები და ორმხრივი ან ერთმხრივი ჯაგრისები .
მოუხსნელი აპარატის დეზინფექციისთვის ყველაზე ეფექტურია წყალში ხსნადი აბები -
lecalut dent , corega tabs.

ბგერითი კბილის ჯაგრისები- მუშაობენ250 ჰც ბგერით სიხშირეზე და წუთში ასრულებენ


30 000 ბრუნს.

ულტრაბგერითი- ვიბრირებადი ეფექტით და კავიტაციით მექანიკურად აშორებს


ნადებს. არღვევს ბაქტერიების ჯაჭვს. მოძრაობს 196 000 000 ბრუნით. ის აღწევს 5მმდე
სიღრმეზე ღრძილქვეშ. ულტრაბგერითი რეკომენდირებულია ხელოვნური
გვირგვინების ბრეკეტებისა და იმპანტანტების დროსაც.

ლაზერული - სპეციალური ნახევრადგამტარი სამედიცინო ლაზერი არის


ჩამონტაჟებული. გამოიყენება კბილის პასტის გარეშე.

საბაშვო კბილის პასტები- მოზარდებისგან განსხვავდება ფტორის შემცველობით (


არ აღემატება 500 PPM-ს ანუ ნაკლებია) და აბრაზიულობით.

ბავშვის ჯაგრისი უფრო მცირე ზომისაა. სარძევე და ცვლადი კბილების დროს


გამოიყენება რბილი და ძალიან რბილი, ხოლო მოზრდილობისას საშუალო სიხისტის
ჯაგრიის.

 ნებისმიერი ჯაგრიის უნდა გამოიცვალოს 3 თვეში ერთხელ, რესპირატორული


დაავადებისას ორ კვირაში ერთხელ

გამოხეხვის წესი
სტანდარტული მეთოდი- ჯერ იხეხება ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით და ქვევიდან
ზევით გამოგვითი მოძრაობებით, შემდეგ ჰორიზონტალური და წრიული მოძრაობები

S.Bass მეთოდი- ჯაგრულა კბილის ღერძის მიმართ 45 გრადუსიანი კუთხითაა დახრილი


და ხორციელდება ჯერ ვიბრირებადი ხოლო შემდეგ წრიული მოძრაობები , მთავრდება
გამოგვით მოძრაობით.

SOLO მეთოდი- პატარათავიანი ჯაგრისით წრიული მოძრაობებით კბილის გვირგვინის


ცენტრიდან პერიფერიისკენ

სავლებები
 ანტიმიკრობული მოქმედება
 მიკრობთა ტოქსიკურობის დაქვეითება
 არსებული მიკრობის რედუქცია
 არ ქობდეს ტოქსიკური ზემოქმედება

პირის ღრუს ჰიგიენის თხევადი საშუალებებია:

 ელექსირები- ადგილობრივად სუნისა და გემოს დროებითი კორექციისთვის


 სავლებები- ალკოჰოლური და არაალკოჰოლური. შეიძლება შეიცავდნენ
მცენარეულ ექსტრაქტებს, სამკურნალო ზეთებს
 ღრძილის ბალზამები და ტონიკები- შემადგენლობაში შედის სალბის, ცხენის
წაბლას, გვირილის ექსტაქტები.
 შესასხურებლები და დეზოდორანტები - ჰალიტოზის სამკურნალოდ .
შემადგენლობაშია წყალი კონსერვანტები საღებავები და მადეზოდირებელი
ეფექტის მქონდე სხვადასხვა მცენარეული ექსტრაქტები.
 მცენარეული ნაყენები და ნახარშები

ყველაზე კარგი ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკული მოქმედება აქვს


ქლორჰექსიდიან სავლებებს. მისი შემცველი ხსნარებია: trachisan, parodontax, parodontax
extra, lips, lacalut active, eludril, profi...

ტრიკლოზანის სავლებები - ანტისეპტიკური, ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო .


President active, lisnoi balzammmmm.

ჰიპერესთეზიის დროს- lacalut sensitive, president sensitive, sensodyne.

მცენარეული ექსტრაქტის სმცველები შეიცავენ გვირილის პიტნის სალბის


კალენდულის წიწვის ექსტრაქტებს. Colgate plax, propolis dent, propolis parodont, lesnoi
balzaammmm. ისინი უმეტეს შემთხვევაში მზადდება სახლში.

ფლოსი
არსებობს ჩვეულებრივი, ულტრაფლოსი და სუპერფლოსი. ულტრაფლოსი
დამზადებულია ღრუბლისებრი ნეილონის ბოჭოებისგან.სუპერფლოსი გამოიყენება
ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციების არსებობისას და
კბილთაშორისი სივრცეების გასასუფთავებლად.

ფლოსი შედგება: 1. ხისტი ნაწილი- კბილთაშორისი სივრეეცბისთვის 2. ღრუბლისებრი ,


შუალედური -ნადების მოსაშორებლად და 3. მარეგულირებელი- საბოლოოდ ყელის
მიდამოს დასამუშავებლად

შეიძლება გაჟღენთლი იყოს ნატრიუმის ფტორიდითა და მენთოლით.

ზღარბუნების სამოქმედო არეალი კბილთაშორისი არეალია. მზადდება ნეილონის


ჯაგრულებისგან. განსხვავდებიან სიხისტით, სამუშაო სიგრძითა და სისქით .
ასუფთავებს:

 კბილთაშორისი სივრცეები დიასთემებისა და ტრემების დროს


 მოუხსნელი ორთოდონტული კონსტრუქციები
 ხიდისებრი კონსტრუქციის ე.წ გამოსარეცხი უბნები
 სივრცეები იმპლანტებსა და ორთოპედიულ კონსტრუქციებს შორის
 ბიფურკაციისა და ტრიფურკაციების გაშიშვლებული უბნები
 სივცრეები პაროდონტულ არტაშანსა და ღრძილს შორის.

კბილთაშორისი სივრცეების საწმენდად ასევე გამოიყენება კბილის საწმენდი ჩხირები


რომელიც მზადდება ხისა და პლასტმასისგან.

ენის გაწმენდა ხდება:


 ენის სპეციალური ჯაგრისით
 ენის საფხეკით
 მანუალური, ჩვეულებრივი ჯაგრისის უკანა მხარეს სილიკონის ზედაპიირთ .

ირიგატორი
წყლის ჭავლი გამორეცხავს კბილთაშორის სივრცეებსა და რეტენციულ უბნებს .
გამოიყენება პი კბილების გამოხეხვის შემდეგ.

შეცდომები პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის დროს:


ერთი და იგივე კბილის პასტისა და ჯაგრისის დიი ხნით გამოყენება. მათეთრებელი
ეფექტის კბილის პასტის ხშირი გამოყენება. სამკურნალო მოქმედების პასტის
გამოყენება საჭიროების არასებობისას. მწეველებისთვის გამოყოფილი კბილის
პასტების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს კბილების აბრაზას ანუ მინანქრის ცვეთას და
ჰიპერესთეზიას. სამკურნალო მარილების შემცველი პასტის მოთავსება სველ
ჯაგრისზე. ფტორის შემცველი პასტების გამოყენება იქ სადაც წყალში ისედაც მაღალი
ფტორია. მაღალი აბრაზიულობის პასტის გამოყენება უხეშ ჯაგრისთან. ძლიერი ქაფის
წარმომქმნელი პასტების გამოყენება იმათთვის ვისაც მაღალი ღებინების რეფლექსი
აქვს. უხარისხო პასტები. გახეხვისთვის არასაკმარისი დროის დათმობა (3წთ -ნორმა )
29) პროფესიული ჰიგიენა

ტარდება ექიმ პაროდონტოლოგის მიერ ,გულისხმობს-

 კბილების ფესვის ზედაპირიდან ნადებისა და ქვების მოშორებას


 ფესვის ზედაპირის დეტოქსიკაციას ,გასადავებას
 რბილი ქსოვილების კიურეტაჟს
 ერთმომენტიან კირუტაჟს
ჯიბეების მექანიკური დამუშავება ანუ რბილი და მაგარი ნადების მოშორება -
ღრძილოვანი,პაროდონტული ან ძვლოვანი ჯიბიდან ბიოაპკის მოშორება

 კბილის ფესვის დუღაბის დეტოქსიკაცია - დაინფიცირებული დუღაბის


ზედაპირული,ენდოტოქსინის შემცველი შრის მოშორება .
 ფესვის პოლირება - ფესვის გასადავება , გაპრიალებაა .
 კონსერვატული მკურნალობა ანუ დახურული კიურეტაჟი -გულისხმობს ყველა
ზემოაღნიშნული პროცედურის თანმიმდევრობას.
 ღია კიურეტაჟი - ქირურგიული პროცედურაა . ხდება რრძილოვანი ნაპრალის
აშრევება კბილის ფესვის დამუშავებისთვის .
 ერთმომენტიანი კიურეტაჟი - ანტიმიკრობული, არაქირურგიული , მექანიკური
დახურული დამუშავებაა.
Scaling - კბილის ფესვის ზედაპირიდან ნადებისა და ქვის მოშორებაა

Root planning - ფესვის ცემენტის დარბილებული შრის , დარჩენილი ნადების მოშორება


და ფესვის გასადავებაა.

ნადებისა და ქვის მოშორებისთვის იყენებენ როგორც

 ხელის იარაღებს
 ასევე, ბგერით (აკუსტიკურ) და ულტრაბგერით აპარატებს

ხელის სკეილერები - გამოიყენება ღრძილქვეშა და ღრძილზედა ქვების


მოსაშორებლად

კიურეტები- გამოიყენება ძნელად მისადგომი უბნების დასამუშავებლად ,გამოდის


სხვადასხვა მარკირებით მაგალითად ყვითელი-უნივერსაურია ,წითელი -უკანა
კბილებისთვისაა ხოლო ნარინჯისფერი-ფრონტალურითვის .
კიურეტაჟისთვის გამოყენებული ინსტრუმენტები ფორმის მიხედვით არსებობს

 სატეხის ტიპის
 ნამგლისებრი
 საკიურეტაჟო კოვზები
 ექსკავატორები
Gracey – 4 ძირითადი ინსტრუმენტია ესენია - ყვითელი 5/6, ნარინჯისფერი 7/8

წითელი 11/12, ლურჯი 13/14

ხელის ქვის მოსაშორებელი ინსტრუმენტებით ტაქტილური შეგრძნებით შესაძლებელია


ნადების აღმოჩენა ,ვიწრო ჯიბეებთან უკეთესი მიდგომა , და ფესვის ფორმასთან
საიმედო ადაპტაცია.

თუმცა თანამედროვე პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ბგერითი და


ელექტრომექანიკური ინსტრუმენტები.

ბგერითი (აკუსტიკური ) სკეილერები მუშაობისას ვიბრირებს 2000-6500 მდე სიხშირით


. ვიბრაცია წარმოიქმნება დაჭირხნული ჰაერის გავლიტ ბუნიკის ღეროში. ბგერითი
სკეილერებია - ENSONIC (DENSONIC),ORBINSON 30

ელექტრომექანიკური ინსტრუმენტები სამი ტიპისაა

 დაბალშიხშირიანი სკეილერები (პნევმატური)


 მაგნიტოსტრიქტიული ულტრაბგერითი სკეილერები
 პიეზოელექტრული ულტრაბგერითი სკეილერები
დაბალსიხშირიანი სკეილერები მუშაობენ 1500-7000 მდე სიხშირით . შეკუმშული
ჰაერის ენერგიით . რეკომენდირებულია ღრძილზედა ქვებისა და ნადების
მოსაშორებლად .

მაგნიტოსტრიქტიული ულტრაბგერითი სკეილერი -მუშაობს 25000-30000 მდე


სიხშირით . ახდენს ჯიბეების ირიგაციას კავიტაციის ეფექტისა და აკუსტიკური
ტურბულენტობის ხარჯზე. წვერი ვიბრირებს და შემოხაზავს ელიფსს . გამოიმუშავებს
დიდი რაოდენობით სითბურ ენერგიას იწვევს გადახურებას ამიტომ მუშოაბის დროს
აუცილებელია წყლის ჭავლით გაგრილება .

პიეზოელექტრული - გამოყენებულია კრისტალური ელექტრული ენერგიის


გადაცემის სისტემა .რხევითი მოძრაობა .40000-60000 სიხშირე . არ გამოიმუშავებს დიდი
რაოდენობით სითბოს .
ულტრაბგერითი აპარატები სწრაფად და ხარისხიანად აშორებენ ნადებსა და ქვებს
თუმცა აქვტ ნაკლოვანებებიც- მუშაობისას წამოიქმნება მიკრობული
აეროზოლი ,დამუშავების შემდეგ ფესვი რჩება ხაოიანი და უსწორმასწორო .

რეკომენდაციები

 უნდა შეირჩეს სამუშაო თავის ფორმა და ზომა


 უნდა გრილდებოდეს წყლის ჭავლით
 არ შეიძლება მისი გამოყენება იმ პაციენტებთან ვისაც აქვთ გულის რიტმის
სტიმულატორები.
 თავი უნდა დავიცვათ რადგან ჩნდება მიკროული აეროზოლი .
ხელის იარაღების უპირატესობები

 არ ჩნდება მიკრობული აეროზოლი


 საიმედო ადაპტაცია კბილის ფესვთან
 შესაძლოა ტაქტილური შეგრძნებით ნადებისა და ქვების აღმოჩენა
 შეუძლებელია ფესვის გადახურება
ნაკლოვანებები -

 დამღლელია ექიმისთვის
 დიდ დროს საჭიროებს
 აუცილებელია პერიოდული გალესვა
ულტრაბგერითი სკეილერების უპირატესობები-

 თანამედროვე ,მოსახერხებელი თავები


 პროცედურისთვის საჭიროა მცირე დრო
 არ საჭიროებს თავების გალესვას
 ნაკლებად დამღლელი სამუშაოა.
ნაკლოვანებები

 ტაქტილური შერძნების არარსებობა


 ფესვი რჩება ხაოიანი
 მიკრობული აეროზოლი
 არ შეიძლება კარდიოსტიმულატორიან პაციენტებში.
Vector სისტემა -მოდერნიზებული პიეზოელექტრული ულტრაბგერითი აპარატია.
მისი უპირატესობაა რხევა , რომელიც წარმოიქმნება ინსტრუმენტის სამუშოა
ნაწილზე , მეტალის რგოლის დეფორმაციის შედეგად.
სისტემაში მიეწოდება სპეციალური სუსპენზია რომლის ფუძეა-
ჰიდროქსიაპატიტი ,ულტრაბგერა გადაეცემა სუსპენზიას რომელიც იღვრება ჯიბეში .
სუსპენზია ირხევა და იწვევს ნადებების ,ქვების მოშორებას.
ინსტრუმენტთა სისტემებია -
 პაროდონტოლოგიური
 საიმპლანტაციო
 საპროფილაქტიკო
უპირატესობები-
 არ იწვევს ქსოვილთა ტრავმას
 შეიძლება რხევის ამპლიტუდის რეგულაცია
 არ ხდება ქსოვილთა გადახურება
 ბოლომდე შორდება ნადები და ქვები
 კარგია ძნელად მისადგომი ადგილეისთვის
 არ წარმოიქმნება მიკრობული აეროზოლი
 შეიძლება პერიიმპლანტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
კბილის ნადებებისა და ქვების მოშორების შემდეგფესვი რჩება ხაოიანი ამის გამო
საჭიროა მისი გასადავება - რეზინის ფიალების ,ჯაგრულების ,ფლოსების,პასტების
საშუალებით.

რბილი და მაგარი ნადებების მოშორების შემდეგ აუცილებელა ადგილობრივი


გამაღიზიანებელი ფაქტორების მოშორება - უხეში უსწორმასწორო ბჟენები, ბჟენის
გადმოკიდებული კიდეების,გვირგვინის თავისუფალი სივრცეების ,კლამერების ...

ხელის და ულტრაბგერითი ინსტრუმენტების ეფექტურობა ერთი და იგივეა მთავარია


მიღებულ იქნას კბილის ფესვის სადა , პრიალა ზედაპირი ,რადგან ხაოიან
უსწორმასწორო ზედაპირზე მიკრობები ადვილად ედებიან და მრავლდებიან .

You might also like