You are on page 1of 22

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

რეზი მიქელაძე

ანაიდა გრიგორიანი

ხერხემალი და ქვედა კიდურის სარტყელი

ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია

საშინაო ნაშრომი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მოწვეული მასწავლებელი- ნაზიბროლა ცივაძე

ბათუმი-2022
განაცხადი

როგორც წარმოდგენილი ნაშრომის ავტორები, ვაცხადებთ, რომ ნაშრომი


წარმოადგენს ჩვენს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ
აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარმოდგენილ
მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენებული ან ციტირებული სათანადო
წესების შესაბამისად.

03.01.2022 რ.მიქელაძე; ა.გრიგორიანი

1
სარჩევი

ხერხემალი --------------------------------------------------2

ქვედა კიდურის სარტყელი -----------------------------------------12

ხერხემლის და ქვედა კიდურის სარტყლის დაავადებები --------------------------19

დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდები --------------------------------19

დაავადებების მკურნალობის მეთოდები---------------------------------20

საინტერესო ფაქტები ---------------------------20

გამოყენებული ლიტერატურა ------------------------------21

ხერხემალი
ადამიანის ხერხემალი წარმოადგენს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის
ცენტრალურ პასიურ ნაწილს, ჩონჩხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და
სხეულის ძირითადი საყრდენია. ხერხემალი დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს,
უზრუნველყოფს ადამიანის დგომასა და მოძრაობას, მისი ბუნებრივი სიმრუდეები
ეხმარება წონასწორობის შებარჩუნებაში. ხერხემალს აქვს სვეტის ფორმა და შედგება
31-32 მალისგან. მალები მდებარეობისა და ანატომიური ნიშნების მიხედვით იყოფა
შემდეგ სეგმენტებად: კისრის -7 მალა-vertebrae cervicales , გულმკერდის-12- vertebrae
thoracaicae, წელის-5- vertebrae lumbales, გავის - 5 მალა- vertebrae sacrales და
კუდუსუნის მალები - 2-3- vedrtebrae coccygeae . ზოგადად მალებს ერთმანეთის
მსგავსი აგებულება აქვთ, თუმცა ყოველ ცალკეულ სეგმენტის მალას, მხოლოდ
მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. საგიტალურ სიბრტყეში ხერხემლის სვეტის
ნაწილები 4 ფიზიოლოგიურ ნადრეკს ქმნიან -კისრის, გულმკერდის, წელისა და
გავის.
იმ ნადრეკებს რომლებიც რკალით უკანაა მიმართული კიფოზი – kyphosis ეწოდება,
ხოლო რკალით წინ მიმართულ ნადრეკს უწოდებენ ლორდოზს.
გარდა ამისა, მალები იყოფა ნამდვილ და ცრუ მალებად;

2
ნამდვილი მალებია კისრის, გულმკერდისა და წელის , ხოლო ცრუ გავის მალები, და
კუდუსნის მალები.

გულმკერდის მალები

ყველაზე მასიური და ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს სხეული, სხეულს უკანა


გვერდის კიდეებიდან თანაბრად ორი მალის რკალები წარიზიდება. ორივე მხარეზე
რკალებიდან გვხვდება კარგად გამოხატული წყვილი განივი მორჩი, რიმლებზეც
ზევით და ქვევით აღინიშნება სასახსრე მორჩები, ეს მორჩები მკერდის მალებს
მეზობელ მალებთან აკაშირებს. მალის შედარებით გამსხვილებული და
წაგრძელებული ნაწილია წვეტიანი მორჩი. განივი მორჩების წინ მალის ზედა და
ქვედა ამონაჭდევებია. აღნიშნული ჩამოთვლილი ელემნტები ტიპიურია ხერხემლის
სვეტის მალებისათვის. გულმკერდის მალების განმასხვვებელი ნიშნებია ზედა და
ქვედა კიდესთან ზედა და ქვედა სანეკნე ფოსოები, აღნიშნული ფოსოებით ნეკნები
უერთდება გულმკერდის მალებს ხრტილოვანი დისკოს დონეზე. ნეკნის თავის
სასახსრე ზედაპირის ნაახევარი, ერთი მალის სხეულს ესაახსრება, მეორე ნახევარი

3
მის მეზობლად მდებარე მალის სხეულს. მე-10 მალას, ზედა კიდესთან აქვს ერთი
სასხსრე ფორაკი, მე-11 და მე-12 მალების სხეულზეც თითო ფორაქია.

კისრის მალები

აღნიშნული მალების განმასხვავებელი ნიშანია განივი ხვრელები, რომელიც უკნიდან


მოსაზღვრულია განივი მორჩებით, ხოლო წინიდან ნეკნოვანი მორჩით, აღნიშნული
მორჩების გაერთიანებით ვიღებთ ერთიან ნეკნ - განივ მორჩს. კისრის მალებს არა
მხოლოდ სხვა მალებისაგან განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებს, არამედ თვით
კისრის მალებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ეს იმითაა გამოწვეული, რომ
კისრის დასაწყისი მალები მონაწილეობენ ხერხემლის ქალას ჩონჩხთან
დაკავშირებაში და მათ აქვთ რთული ფუნქციური დატვირთვა.

4
კისრის პირველი მალა (ატლასი)

გამოირჩევა იმით, რომ მას არ აქვს სხეული, ამის გამო მალას ხვრელს, წინიდან წინა
რკალი, ხოლო უკნიდან უკანა რკალი შემოიფარგლავს, ხოლო გვერდებიდან
აღინიშნება გვერდითი მასები. ამ მასებს დართული აქვთ ზედა სასახსრე ღრმულები,
კეფის გვერდით მასებთან შესახსრებლად და კისრის მეორე მალასთან
დასაკავშირებლად- ქვედა სასახსრე ღრმულები. წინა და უკანა რკალებზე გვხვდება
წინა და უკანა ბორცვები. წინა რკალს აქვს კბილის ფოსო, მეორე მალის კბილთან
დასაკავშირებლად.

კისრის მეორე მალა (აქსისი)

მისთვის დამახასიათებელი ნიშანია კბილი, რომელიც ბოლოვდება მწვერვალით, მას


წინიდან და უკნიდან აქვს დართული სასახსრე ზედაპირები.

კისრის მეექვსე მალა

მისი ინდივიდუალური ნიშანია ე.წ საძილე ბორცვი, რომელიც წარმოადგენს კარგად


განვითარებულ ძვლოვან შეერთებას ნეკნ-განივი მორჩის წინა ზედაპირზე.

5
კისრის მეშვიდე მალა

კისრის მეშვიდე მალას წარზიდულ მალას უწოდებენ. ამ მალას აქვს კარგად


გამოხატული წვეტიანი მორჩი, ის იმდენად სცილდება სხვა მალების ანალოგიურ
ელემენტებს, რომ კანქვეშ ძალიან კარგად ისინჯება და გამოიყენება როგორც
საორიენტაციო წერტილი კლინიკურ გამოკვლევებში.

წელის მალები

წელის მალები განსხვავდება სხვა მალებისაგან იმით,რომ აქვს სხეულის დიდი მასა
და მომრგვალო ზედაპირი, წვეტიანი მორჩები დგას თითქმით ჰორიზონტალურად
საგიტალურ სიბრტყეში. წელის მალების დამატებითი ელემენტების მცირე ზომის
ძვლოვანი წანაზარდები „ განივი მორჩის უკანა ზედაპირზე (მის დასაწყისში)
დამატებითი მორჩისა და ზედა სასახსრე მორჩზე მის უკან და ლატერალურად
მიმართული დვრილისებრი მორჩის სახით.“ ( კაციტაძე ზ , 2019: 33)

გავის მალები

გავის მალების სხეულები, ერთმანეთთან დაკავშირებულია ძვლოვანი ქსოვილით,


მალთაშუა ხრტილოვანი დისკოების ნაცვლად და ქმნის ერთ მთლიან ძვალს, გავის
ძვალს. მას აქვს ბარის ფორმა, ზედა ნაწილი ფუძე გამსხვილებულია, ქვედა ბოლო
მწვერვალი შევიწროებულია. გავის ძვალს ორი ზედაპრი გააჩნიაა, წინა სადაა და
მიქცეულია მენჯის ღრუსკენ მას მენჯის ზედაპირს უწოდებენ, უკანა
რთულრელეფიანია და გამოდრეკილი. გავის ძვალი 5 მალის შეერთებითაა
წარმოქმნილი, მისი ცენტრალური ნაწილია სხეული, სხეულებს შორის საზღვარი
მალთაშუა ხრტილის ნაცვლად განივი ხაზებითა წარმოდგენილი. გავის ძვლის
პირველი მალის წინა კიდეე მკვეთრად წინაა წარზიდული (ლორდოზის გავის
ნადრეკში) და მას კონცხი ეწოდება.მალათა რკალების ფეხები ერთმანეთთან
შეზრდილია და ქმნის გავის ძვლის გვერდით ნაწილს, ამ ნაწილის გვერდითი
კიდეები ქმნის ყურისებრ ზედაპირს, „მენჯის ძვლის თანამოსახელე ზედაპირებთან
შესახსრებლად“. გავის ძვლის წინა ზედაპირზე განლაგებულია მენჯისკენა
ხვრელები. უკანა ზედაპირზე მორჩების გაერთიანებით მიიღება ქედები,
ლატერალურად გამავალი ლატერალური ქედი, რომლის მედიალურად გადის გავის
შუამდებარე ქედი, რომელიც წარმოქმნილია სასახსრე მორჩების შეერთებით, ზევით
6
იწყება ზედა სასახსრე მორჩით, ქვევით მთავრდება გავის რქებით. გავის შუამდებარე
და გარეთა ქედებს შორის გავის 4 დორსალური ხვრელია. წვეტიანი მორჩების
გაერთიანებით შეიქმნება შუა ქედი. ხვრელების შეერთებით წარმოიქმნება გავის
არხი, რომელიც ბოლოვდება გავის ნაპრალით გავის მწვერვალზე. გავის ძვალს,
როგორც მენჯის შემადგენელ ნაწილს ახასიათებს სქესობრივი განმასხვავებელი
ნიშნები, მამაკაცის გავის ძვალი მეტადაა მოდრეკილი წინისკენ, გრძელია და ვიწრო,
რის გამოც კონცხითა და მწვერვალით მნიშვნელოვნად მენჯის ღრუშია შეჭრილი.

კუდუსუნის მალები (კუდუსუნის ძვალი)

კუდუსუნის მალების რაოდენობა მერყეობს, ძირითადად 4 ან 5-ია, იშვიათად


შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები. კუდუსუნის მალები ერთმანეთთან შეძვალებულია
და ქმნის კუდუსუნის ძვალს. კუდუსუნის ძვალს აქვს პირამიდის ფორმა, ფუძე
მიქცეულია ზევით, გვერდებზე კი კუდუსინის რქებია დართული, ამ რქებით გავის
ძვალს უკავშირდება კუდუსუნის ძვალი.

პერიფერიული ნერვული სისტემა (ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები)

მალის რკალები და სხეული შემოსაზღვრავს თავისუფალ სივრცეს - მალის ხვრელს,


ამ ხვრელთა ერთობლიობა ქმნის ხერხემლის ძვლოვან არხს, ამ არხში მოთავსებულია
ზურგის ტვინი. ზურგის ტვინი ემბრიონის განვითარების მე-5 კვირის დასაწყისში
ვითარდება. პირველი სამი თვის განმავლობაში ხერხემლის არხი ზურგის ტვინით
მთლიანადაა ამოვსებული.ზურგის ტვინის ზემო საზღვარი არის ატლასის რკალის
დონე , 1 ნერვის გამოსვლის ადგილი, ხოლო ქვემო საზღვარია წელის მეორე მალის
ზემო კიდე, თანდათან ზურგის ტვინი ვიწროვდება და მისი საბოლოო ძაფები
გაჭიიმულია კუდუსუნის მე-2 მალამდე. ზურგის ტვინი შექმნილია ორი
ნივთიერებით თეთრი და რუხი, რომელთაგან რუხი ცენტრალურადაა განლაგებული,
ხოლო თეთრი პერიფერიულად. ხერხემლის მალებს შორის მალათაშორისი
სივრცეებია საკმაოდ მცირე ზომისაა, ამ სივრცეებში გაივლის ზურგის ტვინიდან
გამომავალი ნერვები. ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წყვილი ნერვი, ეს ნერვები
შერეული ტიპისაა და სეგმენტების შესაბამისად ტოპოგრაფიულად იყოფა, კისრის-8,
გულმკერდის-12, წელის -5 გავისა-5 და კუდუსუნის-1 ნერვებად. თითოეული ნერვი
იწყება ორი ფესვით, წინა- მამოძრავებელი და უკანა-მგრძნობიარე ფესვებით,

7
აღნიშნული ფესვები უერთდება ერთმანეთს და ნერვს ქმნის. იქიდან გამომდინარე,
რომ ნერვები შერეული ხასიათისაა, ისინი ატარებენ როგორ აფერენტულ ანუ
აღმავალ ისე ეფერენტულ ანუ დაღმავალ იმპულსებს.

ხერხემლის მალათა შეერთებანი

მალთა უწყვეტი შეერთებანი

მალებს შორის გვხვდება ძვალთაშუა უწყვეტი შეერთებების ყველა სახე,


ფიბროზული, ხრტილოვანი და ძვლოვანიც, ფილოგენეზურად ფუნქციურად
ყველაზე მნიშვნელოვანია ხრტილოვანი კავშირი.

მალათა დაკავშირება ხრტილოვანი ქსოვილით (სინქონდროზები)

მალთაშუა დისკოები ხრტილოვანი ფირფიტებია რომლებიც ჩართულია მალკების


სხეულების შორის, დისკოს პერიფერიული ნაწილი ფიბროზული ძაფებითაა
წარმოქმნილი, რომლებიც ქმნიან ერთიან ფიბროზულ რგოლს. რგოლიც ცენტრ
წარმოქმნის ელასტიკური რბილი ბირთვი, ხერხემლის სვეტის დინამიკაში

8
ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს რომელთაგან ერთ-ერთია მალების სხეულების
შორის ხახუნის შემცირება.

გავა-კუდუსუნის შეერთება

აღნიშნულ უწყვეტ შეერთებაში მალთაშუა ხრტილოვანი დისკო გავის მეხუთე მალის


სხეულს კუდუსუნის 1 მალის სხეულთან აკავშირებს. ეს შეერთება მნიშვნელოვნად
ცვალებადობს სქესისა და ასაკის მიხედვით. ეს სახსარი მიეკუთვნება „სქესობრივად
მომწიფებული გოგონებისა და ქალების დისკოს სისქეში რბილი ბირთვის ნაცვლად
გამჭირვალე სითხით ამოვსებული ნაპრალი წარმოიქმნება და მალთა დაკავშირება
ხრტილოვანი შეერთების ნაირსახეობის სიმფიზის - სახეს ღებულობს. ზოგ
შემთხვევაში კი შეერთებაში მონაწილე ზედაპირები სასახსრე ხრტილით იფარება და
ეს დაკავშირება სინოვიურ შეერთებად (სახსრად) გადაიქცევა, რაც მეტად იშვიათია.“
( კაციტაძე ზ., 2019: 152) აღნიშნული თავისებურებები მშობიარობისას ხელს უწყობს
კუდუსუნის გადაადგილებას დორსალურად, ეს თავის მხვრივ ზრდის ნაწილობრივ
მცირე მენჯის ქვედა გასავალს.

მალების დაკავშირება ბოჭკოვანი ქსოვილით (სინდესმოზები)

„აღნიშნული დაკავშირებები წარმოდგენილია ორი ჯგუფის სახით, ხერხემლის


გრძელი და მოკლე იოგებით.“(კაციტაძე ზ., 2019: 152) ხერხემლის გრძელ იოგებს
მიეკუთვნება: წინა გასწვრივი იოგი, უკანა გასწვრივი იოგი, წვეტზედა იოგი და
ქედის იოგი. წინა და უკანა გასწვრივი იოგები აკავშირებენ მალებს ხერხემლის მთელ
სიგრძეზე „ერთი მთლიანი იოგოვანი ზონრის სახით“, აღნიშნულ იოგებში არჩევენ
როგორც ზედაპირულ ისევე ღრმა ბოჭკოებს. წვეტზედა იოგი წვეტიანი მორჩების
მწვერვალებს მიჰყვება, შემდეგ გადადის ქედის იოგში და მთავრდება გავის ძვლის
შუა ქედზე. ხერხემლის მოკლე იოგებს მიეკუთვნება: ყვითელი იოგები, წვეტთაშუა
იოგები და განივ მორჩთაშუა იოგები. ყვითელი იოგები მალების რკალებს შორისაა
განლაგებული, შექმნილია ელასტიკური ბოჭკოებით. წვეტთაშუა იოგები
წარმოდგენილია ბრტყელი ბოჭკოვანი ფირფიტებით, ისინი მთლიანად ავსებენ
წვეტიან მორჩებს შორის არსებულ სივრცეს. ხერხემლის სხვადასხვა სეგმენტის
უბანში იღებენ შესაბამისი სეგმენტების წვეტიანი მორჩების ფორმას. განივ

9
მორჩთაშუა იოგები- განლაგებულია წყვილად, წარმოადგენენ ნაზ ბოჭკოვან კონებს,
აღნიშნული იოგები ერთმანეთთან აკავშირებენ განივ მორჩებს.

მალთა წყვეტილი შეერთებანი (სახსრები)

მალთაშუა წყვეტილ შეერთებას მიეკუთვნება ატლას-აქსისის სახსარი და სასახსრე


მორჩებს შორის სახსარი. ატლას - აქსისის სახსარი შედგება სამი სახსრისაგან,
რომელთაგან ორი ლატერალური წარმოქმნილია ატლასის ქვემო და აქსისის ზემო
სასახსრე ფოსოების შეერთებით აღნიშნული სახსარი კომბინირებული ტიპისაა,
ხოლო ერთი შუა სახსარი რომელშიც აქსისის კბილი შენაწევრებულია ატლასის წინა
რკალთან, განივი იოგით. აქსისის კბილზე გვხვდება ძვლოვან-ფიბროზული იოგი,
უკანასკნელი წარმოქმნილია ატლასის წინა რგოლისა და განივი იოგით, ამის
შედეგად ჩამოყალიბდება ცილინდრული სახსარი. სასახსრე მორჩებს შორის სახსარი
იქმნება თითოეული მალის ქვედა სასახსრე მორჩებსა და მომდევნო ქვედა მალის
ზედა სასახსრე მორჩებს შორის. კომბინირებული მრავალღერძიანი სახსარია,
მოძრაობა მრავალმხრივია დიდ ფარგლებში. წელის მალების სასახსრე მორჩები
საგიტალურ სიბრტყეში დგას და მათი შეერთება ერთ ღერძიან ცილინდრულ სახსარს
ქმნის. ეს სახსარი აქვს ყველა მალას გავის, კუდუსუნისა და კისრის 1 და 2 მალებს
შორის დაკავშირების გარდა.

ხერხემლისა და თავის შენაწევრება

ატლანტ-კეფის სახსარი

აღნიშნული სახსარი როკისებრი ფორმისაა, მის შექმნაში მონაწილეობს კეფის


როკები, ატლასის ზემო სასახსრე ფოსოები ეს სახსარი კომბინირებულია, ეკუთვნის
როკისებრ სახსრებს. ამ სახსრის შექმნაში დამხმარე იოგებია: წინა და უკანა ატლანტ-
კეფის აპკები. მოძრაობა ამ სახსარში მიმდინარეობს ფრონტალური და საგიტალური
ღერძების გარშემო.

ზურგის კუნთები

ზურგის კუნთები იყოფა ზედაპირულ და ღრმა კუნთებად. ზურგის ზედაპირულ


კუნთებს მიეკუთვნება: ტრაპეციული კუნთი, ზურგის უგანიერესი კუნთი,
რომბისებური კუნთი, ბეჭის ამწევი კუნთი, უკანა დაკბილული კუნთი, უკანა ქვედა
10
დაკბილული კუნთი. ტრაპეციული კუნთი, ზურგის კანქვეშ მდებარე კუნთია, იწყება
კეფის გარეთა შემაღლებიდან, გულმკერდის მალების ყველა წვეტიანი მორჩიდან,
უმაგრდება ბეჭის ძვლის აკრომიონს. მისი საშუალებით ბეჭი იწევს ზემოთ და
მოძრაობა ხორციელდება მედიალური და ქვემო მიმართულებით.ზურგის
უგანიერესი კუნთი მდებარეობს ზურგის ქვემო ნაწილში, იწყება გულმკერდის 4-6
მალის და წელის ყველა მალების წვეტიანი მორჩებიდან, უმაგრდება მხრის ძვლის
ქედს, ძირს სწევს და მონაწილეობს მის მოძრაობაში. რომბისებური კუნთი
მდებარეობს ტრაპეციული კუნთის ქვეშ და ბეჭის ძვალს სწევს ზემოთ. ბეჭის ამწევი
კუნთი იწყება კისრის მალების განივი მორჩებიდან, აღნიშნული კუნთი უმაგრდება
ბეჭის ძვალს და მას მაღლა სწევს. უკანა დაკბილული კუნთი მდებარეობს
რომბისებური კუნთის ქვეშ, მისი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მაღლა სწევს 2-5
ნეკნებს. უკანა ქვედა დაკბილული კუნთი - მოთავსებულია ზურგის უგანიერესი
კუნთის ქვეშ და 9-12 ნეკნებს დაბლა სწევს. ზურგის ღრმა კუნთები შედგება მოკლე
და გრძელი კუნთებისაგან, რომლებიც განლაგებულია ხერხემლის გასწვრივ გავის
ძვლიდან კეფის ძვლამდე. ისინი მოთავსებულია ფიბროზულ არხში, რომელიც
იქმნება მალების წვეტიანი და განივი მორჩებით, გულმკერდის მიდამოში. ღრმა
კუნთები ზედაპირულისაგან გამოყოფილი არიან თხელი ფასციით. ხერხემლის
ორივე მხარეს ღრმა კუნთები ქმნის 2 გასწვრივ ტრაქტს - ლატერალურს და
მედიალურს, რომელთაგან ლატერალური ტრაქტი შეგება რამდენიმე კუნთისაგან,
რომელიც გაერთიანებულია ერთ კუთად და ეწოდება ზურგის გამმართველი კუნთი.
მედიალური ტრაქტი მდებარეობს ზურგის გამმართველი კუნთის ქვეშ მთელ
სიგრძეზე და წარმოდგენილია მოკლე კუნთებით, რომლებიც მოთავსებულია
მალების წვეტიან და განივ მორჩთა შორის და ცნობილია განივ-წვეტიანი კუნთების
სახელწოდებით.

11
ქვედა კიდურის სარტყელი

ქვედა კიდურის ძვლები იყოფა ორ ნაწილად: სარტყელად და თავისუფალ ნაწილად,


აქედან სარტყლის ძვლებს მიეკუთვნება (წყვილი) მენჯის ძვალი- os coxae, ხოლო
თავისუფალი ნაწილის ბარძაყის, კანჭისა და ტერფის ძვლები. მენჯის ძვალი,
მიეკუთვნება ბრტყელი ტიპის ძვლებს და ასრულებს მოძრაობის ფუნქციას (ბარძაყის
სახსარში), დაცვით ფუნქციას და ასე ვთქვათ კარკასის ფუნქციას, რადგან სხეულის
ზედა ნაწილში მდებარე სიმძიმის გადატანას ქვედა კიდურებზე ახორციელებს.
უკანასკნელი ფუნქცია ჭარბობს და ეს აისახება იმით რომ მენჯის ძვალს რთული
ანატომიური სტრუქტურა აქვს, ის შედგება სამი განცალკევებული ძვლისაგან: თეძოს
ძვალი, ბოქვენის ძვალი და საჯდომი ძვალი.16 წლამდე ასაკის პირებში
ჩამოთვლილი ძვლები ერთმანეთისგან გამოყოფილია ხრტილოვანი შრეებით,
რომლებიც ზრდასრულ ადამიანებში ძვალდება, ანუ სინქონდროზი გადადის
სინოსტოზში. ამის წყალობით, სამი ძვლისგან მიიღერბა ერთი. ამ ძვლების შერწყმა
ხდება ყველაზე დიდი დატვირთვის არეში, კერძოდ ე.წ ტაბუხის ბუდის მიდამოში,
რომელიც წარმოადგენს ბარძაყის სახსრის გლენოიდურ ფოსას, რომელშიც ქვედა
კიდურის სარტყელი უერთდება თავისუფალ ნაწილს. ტაბუხის ბუდის გლუვი
სასახსრე ზედაპირი ნახევარმთვარის ფორმისაა, ხოლო ცენტრი და ჭრილთან ახლოს
მდებარე ნაწილი უსწორმასწორო რელიეფისაა.

12
თეძოს ძვალი

თეზოს ძვალს-os ilium აქვს ქვედა მოკლე სქელი მონაკვეთი, რომელსაც სხეული
ეწოდება, უერთდება მენჯის დანარჩენ ნაწილებს ტაბუხის ბუდეში, მისი ზედა
გაფართოებული და მეტ-ნაკლებად წვრილი ნაწილი ქმნის თეძოს ძვლის ილიუმის
ფრთას. ძვლის სხეულს მენჯს ღრუს მხრიდან ირიბად კვეთს რკალოვანი ხაზი- linea
arcuata რომელიც კარგადაა გამოხატული. ძვლის რელიეფი ძირითადად კუნთებითაა
განპირობებული, კუნთების ზემოქმედებით იმ ადგილებში რომლებსაც ახასიათებს
მყესოვანი შენაწევრება წარმოიქმნება- ქედები და ნაკლებად სწორი ხაზები. თეძოს
ძვლის ფრთის ზედა თავისუფალი კიდე არის გასქელებული, მოხრილი S-ის ფორმის,
მედიალური ნაწილი მთავრდება თეძოს ხორკლით, მასზე არჩევენ გავის ძვალთან
დასაკავშირებელ ყურისებრ სასახსრე ზედაპირებს. თეძოს ძვლის ფრთის
ცენტრალური ნაწილი კი, ჩაღრმავებულია და ქმნის თეძოს ფოსოს. ფრთის უკანა
ზედაპირზე აღინიშნება სამი შემაღლებული წინა, უკანა და ქვედა დუნდულოვანი
ხაზები. თეძოს ძვლის კიდეებზე წყვილ-წყვილად განლაგებულია: წინა ზედა და
ქვედა წვეტები, და უკანა ზედა და ქვედა წვეტები.

ბოქვენის ძვალი

ბოქვენის ძვალი- os pubis იქმნება ტაბუხის ბუდის მიმდებარედ, მახვილი კუთხით


ურთიერთდაკავშირებული მისი ქვედა და ზედა ტოტებით. ბოქვენის ძვალს აქვს
მოკლე გასქელებული სხეული, რომელიც მონაწილეობს ტაბუხის ბუდის შექმნაში.
ზედა ტოტის ქვედა კიდეს გასდევს ე.წ დამხურავი ღარი, რომელიც განკუთვნილია
თანამოსახელე სისხლძარღვებისა და ნერვებისთვის, ხოლო ზედა კიდეზე აღენიშნება
შემაღლებული ბოქვენის ძვლის ქედი, მის მედიალურ ბოლოზე გამსხვილებული
ნაწილია რომელცას ბოქვენის ბორცვს უწოდებენ. ტოტების შერწყმის ადგილი
ხორკლიანი რელიეფისაა და ქმნის თანამოსახელე ძვალთან დაკავშირებულ
სიმფიზის ზედაპირს. სწორედ ამ ზედაპირის გვედრით, დაახლოებით 2 სმ-ით

13
ლატერალურად დაშორებით, აღინიშნება პატარა ზემოთ აღნიშნული ბოქვენის
ბორცვი.

საჯდომი ძვალი

საჯდომ ძვალზეც- os ischii როგორც ყველა ზემო აღნიშნულ ძვლებზე, არჩევენ


საჯდომი ძვლის სხეულს, რომელიც ტაბუხის ბუდის შექმნაში მონაწილეობს.
საჯდომი ძვლის ტოტი, ბოქვენის ძვლის ქვედა ტოტთან ერთად, ქვემოდან
მოსაზღვრავს დახურულ ხვრელს, საჯდომი ძვლის ტოტის ქვედა კიდე, რომლითაც
მენჯი ებჯინება ჯდომისას საყრდენ ზედაპირს და იქმნება საჯდომი ბორცვი
(კუკუხო), საჯდომი ძვლის უკანა კიდეზე, უფრო კონკრეტულად კიდესა და თეძოს
ძვლის საზღვარზე კარგად გამოხატული საჯდომი წვეტია, დასახელებული წვეტი
დიდ და მცირე საჯდომ ამონაჭდევებს ერთმანეთისგან ჰყოფს.

გაძვალება

ახალშობილის მენჯის რენტგენი გვიჩვენებს მენჯის ძვლის სამივე ნაწილს, ტაბუხის


ბუდის მიდამოში, ბოქვენისა და საჯდომი ძვლების სხეულებს შორის, არ არის
შესამჩნევი სანათური, რადგან ამ ადგილას დასახელებული ძვლები ერთმანეთზეა
დაპროექტირებული.პირველადი გაძვალების წერტილები თეძოს ძვალში
ვითარდება, მე-9 კვირას. მე-4 თვეზე საჯდომ ძვალში ვითარდება და ბოლოს მე-5
თვეზე ბოქვენის ძვალში.მიუხედავად ამისა გაძვალების პროცესი შედარებით ნელა
მიმდინარე პროცესია და ახალშობილებში ჯერ კიდევ ძირითადად ხრტილითაა
წარმოდგენილი და ზოგჯერ რენტგენოგრაფიაზე შეიძლება შეცდომით ძვლები
ჩაითვალოს როგორც განცალკევებული ფრაგმენტები. მენჯის ძვალში შემდგენელი
ძვლების ურთიერთდაკავშირება სინოსტოზით ანუ ძვლოვანი ქსოვილით თანდათან
ხდება. 8 წლის ასაკში საჯდომი და ბოქვენის ძვლების ტოტები სინოსტოზით
ერთმანეთს უკავშირდება, 14-16 წლის ასაკში სამივე ძვლის სხეულებით შეიქმნება
მტკიცე ტაბუხის ბუდე, ბარძაყის ძვალთან შესახსრებლად. გაძველბის პროცესი
გრძელდება 20-25 წლამდე, „როცა თეძოს ქედის უკანასკნელი გაძვალების
წერტილები შეერწყმება თეძოს ძვალს“.

ქვედა კიდურის სარტყლის შეერთებანი

14
ადამიანის მენჯში შეინიშნება ყველა სახის შეერთება, რაც ასახავს ჩონჩხის
განვითარების თანმიმდევრულ ეტაპებს. სინართროზები სინდესმოზების ფორმით
(ლიგატები), სინქონდროზები( მენჯის ძვლის ცალკეულ ნაწილებს შორის),
სინოსტოზები, სიმფიზი, და დიართროზები (გავა-თეძოს სახსარი). ზოგადად
მოძრაობა მენჯის ძვლებს შორის ძალიან დაბალია დაახლოებით (4-6 ◦).

გავა-თეძოს სახსარი-articulatio sacroiliaca

აღნიშნული სახსარი შექმნილია გავისა და თეძოს ძვლის სასახსრე ზედაპირების


ურთიერთდაკავშირებით, ეს სახსარი მიეკუთვნება ბრტყელ მრავალყერძიანი
სახსრების ტიპს, ზედაპირების კონიუგირების შედეგად იქმნება თითქმის უძრავი
შეერთება. ეს ძვლები მტკიცედ არის დაკავშირებული ღრმად მდებარე გავა-თეძოს
ძვალთაშუა იოგით, ხოლო ზედაპირულად გავა-თეძოს ვენტრალური და
დორსალური იოგებით.

ბოქვენის სიმფიზი- simfisis pubrica

მდებარეობს შუა ხაზზე და აკავშირებს ერთმანეთთან ბოქვენის ორ მეზობელ ძვალს.


ეს ძვლები სიმფიზის ზედაპირებით არიან დაფარული ჰიალინური ხრტილით, მათ
შორის ჩადგმულია ბოქვენის ძველთაშუა დისკო, დისკოს შუა ნაწილში აღინიშნება
ნაპრალი, რომელიც სითხითაა ამოვსებული, „ეს დაკავშირება ხრტილოვანი
შეერთებების განსაკუთრებულ სახეს - სიმფიზებს მიეკუთვნება“. ( კაციტაძე ზ., 2019:
177) ბოქვენის ძვლები გამაგრებულია შემდეგი იოგებით: ზევიდან-ბოქვენის ზედა
იოგით, ქვემოდან-ბოქვენის რკალის კიდეზე გადაკრული ბოქვენის რკალოვანი
იოგით.
15
მენჯის უწყვეტი შეერთებანი

მენჯის უწყვეტ შეერთებებში იგულისხმება იოგები და აპკები,


გასათვალისწინებელია ის, რომ კონკრეტული იოგები კონკრეტული მექანიკური
ფუნქციის შემასრულებელია. ასეთ იოგებს მიეკუთვნება: გავა-კუკუხოს იოგი-lig.
sacrotuberale რომელიც საჯდომი ბორცვის მედიალურადაა გაჭიმული, ხოლო უკანა
კიდიდან გავისა და კუდუსუნის ძვლების გარეთა კიდეს შორის. გავა-წვეტიანი იოგი-
lig, sacrospinale საჯდომი წვეტიდან იწყება, ჰორიზონტალურად მიემართება უკან და
შიგნით, გადაუვლის ზემოაღწერილ იოგს და გავის ძვლის კიდეს უერთდება,
აღნიშნული იოგის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ის განამტკიცებს მენჯის
ძვლებისა და გავის კავშირს, ასევე მონაწილეობს მენჯის ქვედა კედლის შექმნაში. ამ
იოგებისა და მენჯის ძირზე ძვლოვნი კედლების ურთიერთობით იქმნება ხუთი
ხვრელი, რომელთაგან ერთი ცენტრალურია და გასავალია და ფაქტიურად მენჯის
ქვედა გასავალია და, ორიც წყვილი - დიდი საჯდომი და მცირე საჯდომი ხვრელები.
აღწერილ ხვრელებში გაივლის ნერვები, ლიმფური კვანძები, სისხლძარღვები და
ქვედა კიდურთან დამაკავშირებებლი კუნთები. მენჯის ძვალში აღსანიშნავია
დახურული ხვრელი, საკმაოდ დიდი ზომის წარმონაქმნია და მთლიან ორგანიზმში
დაფარულია „ფიბროზული ბოჭკოების რთული ბადით შექმნილი მტკიცე აპკით“ მას
დამხურავ აპკს უწოდებენ, მისი ძირითადი ფუნქციაა შექმნას შედარებით მტკიცე
კედელი მენჯის ამ უბნაზე და წარმოადგენს საყრდენს მასთან დაკავშირებული
კუნთებისთვის.

ქვედა კიდურის კუნთები

ქვედა კიდურის კუნთები იყოფა ქვედა კიდურის სარტყლისა და ქვედა კიდურის


თავისუფალი ნაწილის კუნთებად. იქიდან გამომდინარე, რომ ანატომიურად მენჯი
უძრავადაა დაკავშირებული ხერხემალთან, თვით სარტყლის მამოძრავებელი
კუნთები არ არსებობს, მენჯის კუნთების ფუნქციაა განახორციელოს მორაობა
მხოლოდ და მხოლოდ მენჯ-ბარძაყის სახსარში, „ანუ სარტყელსა და თავისუფალ
ნაწილს შორის“. მენჯის კუნთები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: მენჯის შიგა ზედაპირის
კუნთები; მენჯის გარეთა ზედაპირის კუნთები.

16
მენჯის შიგა კუნთები

მენჯის შიგა კუნთებს მიეკუთვნება: თეძო-სუკის კუნთი- m. iliopsoas, მსხლისებრი


კუნთი-m. piriformis, შიგნითა დამხურავი კუნთი-m. obturatorius internus და
კუდუსუნის კუნთი- m. coccygeus. თეძო- სუკის კუნთს აქვს ორი თავი და მას
ზოგადად განიხილებენ როგორც ორ ცალკე კუნთს, თეძოს კუნთსა და სუკის კუნთს.
თეძოს კუნთი იწყება თეძოს ძვლის ფოსოდან და ავსებს მის ღრუს, სუკის კუნთი
წელის ხუთივე და გულმკერდის მე-12 მალის სხეულებიდან და განივი მორჩებიდან
იწყება, სუკის კუნთი მენჯის ღრუში უერთდება თეძოს კუნთს და „ერთიანი კუნთის
სახით ტოვებს მენჯის ღრუს. აღნიშნული კუნთების ფუნქცია მდგომარეობს ბარძაყის
სუპინაციასა ანუ გარეთ ბრუნვასა და მოხრაში, იმ შემთხვევაში თუ ხერხემალი
ფიქსირებულიახრის მენჯს და ხერხემალს. მსხლისებრი კუნთი - გავის ძვლის წინა
ზედაპირზე იწყება, უმაგრდება დიდი ციბრუტის მწვერვალს, მისი ფუნქციაა
ბარძაყის სუპინაციაა და განზიდვა. შიგნითა დამხურავი კუნთი- დამხურავი აპკიდან
იწყება და მცირე საჯდომი ხვრელით უმაგრდება ციბრუტის ფოსოს, აღნიშნული
კუნთი მონაწილეობს ბარძაყის სუპინაციაში და განზიდავს მას. კუდუსუნის კუნთი-
სუსტად გამოხატული კუნთია და მას არ გააჩნია კონკრეტული ფუნქცია.

17
მენჯის გარეთა კუნთები

მენჯის გარეთა კუნთებს მიეკუთვნება დიდი დუნდულა კუნთი- m. gluteus maximus,


შუა დუნდულა კუნთი- m. gluteus medius , მცირე დუნდულა კუნთი- m. gluteus
minimus , ბარძყის კვადრატული კუნთი- m. quadratus femoris, ზედა და ქვედა ტყუპი
კუნთები-mm. gemelli superior et inferior, გარეთა დამხურავი კუნთი- m. obturatorius
externus, განიერი ფასციის გამჭიმავი კუნთი-m. tensor fasciae latae. დიდი დუნდულა
კუნთი ერთ-ერთი ძალია მასიური კუნთია და აღნიშნული ჯფუფის ყველაზე
ზედაპირულად მდებარე კუნთია იწყება გავისა და თძოს ძვლების უკანა
ზედაპირებიდან და გავა-კუკუხოს იოგიდან, უმაგრდება ბარძაყის დუნდულოვან
ხორკლს, მისი ფუნქცია მდგომარეობს ბარძაყის სუპინაციასა და გაშლაში,
ასევეტორსის გაშლაში მოხრილი მდგომარეობიდან მისი ფიქსაციისას. შუა
დუნდულა კუნთ- სამკუთხა ფორმის კუნთია იწყება თეძოს ძვლის უკანა ზედაპირის
წინა და უკანა დუნდულოვან ხაზებს და ქედს შორის, მისი ბოჭკოები იკრიბება და
მყესოვანი დაბოლოებებით დიდ ციბრუტს უმაგრდება. ფუნქცია: ძირითადად
ბარძაის განზიდვა, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ასევე ბარძაყის სუპინაციასა და
პრონაციაში. მცირე დუნდულა კუნთი-ბრტყელი ტიპის კუნთია, მის დასაწყისს
წარმოადგენს თეძოს ფრთის გარეთა ზედაპირი, უმაგრდება აღნიშნული კუნთი წინა
მხრიდან დიდ ციბრუტს. ბარძაყის კვადრატული კუნთი- იწყება პალალელურად
განლაგებული ბოწკოებით საჯდომი ბორცვიდან, ოთხკუთხა კონის სახით გარეთ
მიემართება, უმაგრდება ციბრუტთაშუა ქედს და დიდ ციბრუტს, ბარძაყს გარეთ
ბრუნავს. ზედა და ქვედა ტყუპი კუნთები- მოჰყვება შიგნითა დამხურავი კუნთის
კიდეებს, ზედა იწყება საჯდომი წვეტიდან ხოლო ქვედა საჯდომი ბორცვიდან
უმაგრდებიან ციბრუტის ფოსოს, როგორც ზემოთ აღნიშნული კუნთის მისი
ფუნქციაც მდგომარეობს ბარძაყის გარეთ ბრუნვაში. გარეთა დამხურავი კუნთი-
სამკუთხა ფორმისაა, დამხურავი აოკიდან იწყება, უმაგრდება მენჯ-ბარძაყის
სასახსრე ჩანთას და ბარძაყის ციბრუტის ორმოს, მონაწილეობს ბარძაყის
სუპინაციაში. განიერი ფასციის გამჭიმავი კუნთი- დასაწყისს იღებს თეძოს წინა ზედა
წვეტიდან, გრძელდება მყესოვან დაბოლოებაში, უკანასკნელი უერთდება დიდი
დუნდულა კუნთის მყესს. ფუნქცია დასახელებას შეესაბამება ასევე მონაწილეობს
ბარძაყის მოხრაში.

18
ხერხემლის და ქვედა კიდურის სარტყლის დაავადებები

არსებობს ხერხემლის მრავალი დაავადებები მაგრამ მათგან აღსანიშნავია ტრავმის


შედეგად მიღებული ზურგის ტვინის შერყევა და კონტუზია, ამ დროს აღინი
შნება ნერვული სიმპტომატიკა მაგ: კიდურების დაბუჟება, გარდამავალი სისუსტე და
სხვა.მცირე ხნით შეიძლება აღინიშნებოდეს შარდვის ფუნქციის დარღვევა და
განვითარდეს შარდის შეკავება, შეიძლება გაქრეს რომელიმე რეფლექსი, როგორც
წესი ეს სიმპტომები მთლიანად უკუვითარდება და არ ტოვებს ნარჩენ მოვლენებს,
ხოლო ზურგის ტვინის კონტუზია ანუ დაჟეჟილობა კი ძალიან მძიმე დაზიანებაა, ამ
დროს ნერვული სიმპტომატიკა მკვეთრადაა გამოხატული და ფუნქციების
სამწუხაროდ შეიძლება საერთოდაც ვერ აღდგეს, თუ აღდგება ძალიან
უმნიშვნელოვნად და ნელა.ხოლო რაც შეეხება ქვედა კიდურის სარტყლის
დაავადებებს უფრო ხშირად გვხვდება დაავადებები რომლებიც მიიღება ტრავმის
შედეგად, მაგ: მენჯის ძვლის დეფორმაცია ან მოტეხილობა აღნიშნული
მდგომარეობები რა თქმა უნდა ცუდად აისახება მთლიან ორგანიზმის
ფუნქციონირებაზე, კონკრეტულად კი აფერხებს მცირე მენჯის ღრუში მდებარე
ორგანოების ფუნქციონირებას და ხშირ შემთხვევაში ადამიანს უჭირს მოძრაობა, ან
ზოგიერთ შემთხვევაში მოძრაობები განხორციელება შეუძლებელი ხდება. იშვიათად
ზემოთ აღნიშნული მდგომარეობები შესაძლებელია ლეტალურად დასრულდეს.
ქვედა კიდურის სარტყლის იშვიათ დაავადებებს მიეკუთვნება იუინგის სარკომა,
რომელიც წარმოადგენს მენჯის ძვლის ავთვისებიან წარმონაქმნს და შეიძლება იყოს
2 სახის ოსტეოსარკომა- ანუ ძვლოვანი ქსოვილის სიმსივნე და ქონდროსარკომა ანუ
ხრტილოვანი ქსოვილის. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ბარძაყის სახსრის სარკომა,
ეს პათოლოგია უფრო ხშირად მამაკაცებში გვხდება, ვიდრე ქალებში. აღნიშნული
პათოლოგიის მიზეზები შეიძლება იყოს: ტრავმები, ჩონჩხის ანომალიები,
მემკვიდრეობა ან შარდ-სასქესო სისტემის განვითარების დარღვევები.
სიმპტომებიდან შეიძლება გამოვყოთ: დაზიანებული ადგილის ტკივილი, მადის
დაკარგვა, სისუსტე, ანემია, ქვედა კიდურებით კოჭლობა.

19
დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდები

როგორც ხერხემლისა ისე ქვედა კიდურის სარტყლის დაავადებების


დიაგნოსტირების პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპია ექიმთან ხოლო შემდგომ
დიაგნოსტირება ისეთი ინსტრუმენტული მეთოდებით როგორებიცაა: კტ (CT) ანუ
კომპიუტერული ტომოგრაფია, მრტ-(MRT) მაგნიტ-რეზონანსული
ტომოგრაფია,რენტგენოგრაფია (X-ray), ულტრაბგერითი გამოკვლება, დაზიანებული
ძვლის მასალის ბიოპსია და იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლება .

დაავადებების მკურნალობის მეთოდები

როგორც ხერხემლისა ისე ქვედა კიდურის სარტყლის დაავადებების მკურნალობა


ზოგადად ხორციელდება ან ქირურგიული ჩარევის გზით ანუ ოპერაციებით, ამ გზით
ძვლის თავდაპირველ მდგომარეობამდე მოყვანა, ან სიმსივნეების შემთხვევაში
მედიკამენტოზური გზით ანუ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ოპოიდური
სასუალებებით, ქიმიოთერაპიით ან მონოკლონური ანტისხეულებით ანუ
იმუნოთერაპიით, ასევე შესაძლებელია კომპლექსური მედიკამნტოზური
მკურნალობა.

საინტერესო ფაქტები

1) ხერხემალს ახასიათებს განსაკუთრებული მეხსიერება, ეს აღინიშნება იმით,


რომ კუნთებში, სახსრებში და მყესებში განლაგებული რეცეპტორები
გადასცემენ ინფორმაციას თავიანთი პოზიციის შესახებს თავის ტვინს, ტვინი
იმახსოვრებს ამ ინფორმაციას და ხერხემალი ეჩვევა ამა თუ იმ მდებარეობას.
2) ხერხემალი ძქლიან ძლიერი სტრუქტურისაა, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ
ხერხემლის წელის მალების სხეულები უძლებენ მაქსიმალური წონის 1300 კგ
ღერძულ დატვირთვას, ხოლო მალთაშუა დისკოები- 450 კგ.

20
3) ქვედა კიდურის სარტყლის ძვლები აერთიანებენ ხერხემალსა და ქვედა
კიდურის თავისუფალ ნაწილს და ლოკომოციაში მათ გარკვეული და
მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ.
4) გავა (მენჯის უკანა ნაწილი)- არის ჩონჩხის ერთ-ერთი ყველაზე მასიური
ძვალი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. კაციტაძე ზ., „ადამიანის ანატომია I“, გამომცემლობა „მედეა“ , თბილისი.2019.


2. ხეცურიანი რ., „ადამიანის ნორმალური ანატომია“, თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.2011.
3. ჩარგეიშვილი ნ., მამაცაშვილი თ., „ მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II“ ,
გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი. 2016.

4. Palastanga N., Soames R., “Anatomy and Human Movement (Structure and
function)”, 2012.
5. ჭავჭავაძე ე., (17.01.2012), „ხერემალი“, მოძიებულია ( 30.12.2021)
https://mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/orthopedia/3075-kherkhemali.html
6. Kenneth. E., “Normal Anatomy of the Hip Joint”, მოძიებულია (04.01.2022)
https://www.kennethestreramd.com/hip-anatomy-orthopaedic-surgeon-texas.html

7. დათეშიძე ლ., (19.11.2009), „ხერხემლის სვეტი“, მოძიებულია ( 09.01.2022)


https://edu.medgeo.net/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AE
%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/

21

You might also like