You are on page 1of 15

სტუდენტი: თამთა მახარაძე

საგანი: ნეირომედიცინა და დინამიკური ანატომია


ლექტორი: ნაზიბროლა ცივაძე

„საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციური ანატომია, ადამიანის


სხეულის მოძრაობათა და მდგომარეობათა ანატომიური საფუძვლები“

გულმკერდი

ძვალი, სახსარი, სახსრის ტიპები, მოძრაობის სახეები, კუნთები,


კუნთების როლი მოძრაობაში, ნერვული სისტემა
შესავალი
ადამიანის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი მოისაზრებს - ადამიანის ძვლოვანი
სისტემის სტრუქტურას, რომელიც ერთიანად ქმნის ორგანიზმის ჩონჩხს. ძვლოვანი
სისტემის, ანატომიური სტრუქტურის განხილვისას, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას
ფაქტს, რომ ჩვენ აქ, არ ვგულისხმობთ ძვლებს, როგორც გაბნეულ, ცალკეულ
ერთეულებს, არამედ მათ, როგორც ერთ მთლიან სტრუქტურას, რომლის თითოეული
ელემენტი ერთმანეთთან დაკავშირებულია სხვადასხვა სტრუქტურული
ერთეულებით. ხოლო, ნებისმიერი ცალკეული ძვალი, რომელიც შედის მთლიანი
ჩონჩხის შემადგენლობაში, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ცალკეული ორგანო.
თავის მხრივ, ძვლების რაოდენობა ორგანიზმში, რამდენიმე ფაქტორზეა
დამოკიდებული და მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი ფაქტია - ასაკი. ვინაიდან, ასაკის
ცვლილებასთან ერთად, ხდება ცალკეული ძვლების გაძვალება და მათი ერთი,
მთლიანი ძვლის სახით ჩამოყალიბება. საბოლოოდ, ადამიანის ჩონჩხი მოიცავს 806
ძვლოვან ელემენტს, რომელთა 270 ცალკეული ელემენტი, ჯერ კიდევ მუცლად
ყოფნის პერიოდში ყალიბდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩონჩხი შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ მთავარ როლს


ასრულებს, ადამიანის საყრდენ აპარატში, ისევე როგორც მოძრაობაში, ამ
უკანასკნელი ფუნქციის შესრულება, ძვლისთვის მეტად რთული იქნებოდა,
კუნთოვანი სისტემის გარეშე, რომელის საშუალებითაც ხორციელდება ყოველგვარი
მოძრაობა ადამიანის სიცოცხლის მანძილზე.

გამომდინარე ფაქტიდან, რომ ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს,


არაჩვეულებრივად გამართულ „მანქანას“, სადაც თითოეულ ელემენტსა, თუ აპარატს,
თავისი მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებას,
სწორედ თითოეული შემავალი ფუნქციის ერთობლივი, ჰარმონიული, კარგად
შერწყმული მუშაობა უზრუნველყოფს. და თუ ძვლოვანი სისტემა, მნიშვნელოვანია
საყრდენ ასპექტში, კუნთოვანი სისტემა ძვლოვან სისტემასთან ერთად,
უზრუნველყოფს მოძრაობათა მთელ რიგ, კომპლექსურ ქმედებებს, ეს ყოველივე ვერ
იქნებოდა გამართული, რომ არა მათი კავშირი თავის ტვინთან, რაც ხორციელდება
ნერვული სისტემის მეშვეობით.

შესაბამისად, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი ერთად მოისაზრებს,


საკუთრივ ჩონჩხს, კუნთთა სისტემას და ორგანიზმის, ერთ-ერთ მთავარ სისტემას -
ნერვულ სისტემას და მათ ერთობლივ, შეთანხმებულ მოქმედებას ერთმანეთთან.

თავი I. ძვალი, სახსარი, სახსრის ტიპები, მორაობის სახეები

1.1 ძვალი

ძვალი, ერთი შეხედვით, მეტად ინერტული ბუნებისაა, თუმცა ის ასრულებს,


საკმაოდ მრავალფეროვან და სიცოცხლისთვის, აუცილებელ ფუნქციებს. უპირველეს
ყოვლისა, ძვლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, დამცველობითი ხასიათისაა,
ვინაიდან ძვალი ქმნის, ძალიან საიმედო და მნიშვნელოვან დამცველობით
საფარველს, ორგანიზმის რბილი ქსოვილებისათვის, ამავე დროს ძვლის ფუნქცია
ბიოფიზიკურ როლსაც წარმოადგენს, ვინაიდან მან, უნდა დაძლიოს გრავიტაციის
ძალა და ბოლოს, ძვალი, ისევე როგორც მთლიანად ჩონჩხი არის განმსაზღვრელი
საფუძველი, ადამიანის სხეულისათვის დამახასიათებელი, ბუნებრივი ფორმებისა.

აღსანიშვანია, რომ მიუხედავად ძვლის ფილოგენეზურად, საკმაოდ გვიან


ჩამოყალიბებისა, განსხვავებით ბევრი სხვა სისტემისა, მისი მრავალფუნქციისა და
მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზოგადად, ანატომიის შესწავლას, ვიწყებთ ძვლით.

ძვლის მექანიკური ფუნქციის განხილვისას, ყურადღებასაღებია ფაქტი, რომ ჩვენ აქ,


არა მხოლოდ სტატიკას, არამედ დინამიკასაც განვიხილავთ, ვინაიდან
მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ მიუხედავად ძვლის ინერტული ბუნებისა,
მის გარეშე, კუნთოვანი სისტემა, ფაქტობრივად ვერ შეძლებდა, ვერცერთი, თუნდაც
ძალიან მსუბუქი/მარტივი მოძრაობის შესრულებას.
ძვლის ბიოლოგიური ფუნქციის განხილვისას, მოვისაზრებთ მის მნიშვნელოვან
მონაწილეობას, სხვადასხვა აქტიურ პროცესში. ის, მონაწილეობს ნივთიერებათა
ცვლაში და წარმოადგენს, საკმაოდ დიდ დეპოს, ორგანიზმისათვის აუცილებელი
პროდუქტებისა. იგი, შეიცავს: 50 % წყალს; 15.7 % ცხიმს, 12.5 % ცილოვან
ნივთიერებებსა და 21.8 % მინერალ მარილებს.

1.1.2 ძვლის აგებულება

ძვლის ფუნქციები, პირდაპირ დაკავშირებულია, ძვლოვანი ქსოვილის


სტრუქტურულ აგებულებასთან. ჩონჩხის ძვლებში, ვხვდებით, ორი განსხვავებული
სახის ძვლოვან ქსოვილს, ესენია: ტლანქბოჭკოვანი და ფირფიტოვანი და ეს
გამოწვეულია, კოლაგენური ბოჭკოების განლაგებით.

ძვლოვანი ქსოვილი, შედგება ძვლოვანი უჯრედებისაგან - ოსტეოციტებისა და


უჯრედთაშორისი ნივთიერებისგან. ძვლის შემადგენელი ორგანული ნივთიერება
ქმნის, მისი ფორმის შესაბამის ერთიან განუწყვეტელ საყრდენ ჩონჩხს - სტრომას,
რომელთა ფორაკები (თავისუფალი სივრცეები), ამოვსებულია მინერალური
მარილებით.

ძვალი, როგორც ადამიანის ორგანიზმის ორგანოებისათვის არის დამახასიათებელი,


ძირითადი ქსოვილის გარდა, საჭიროებს დამხმარე ქსოვილების
თანამონაწილეობასაც. ძვლის შემთხვევაში, ესენია: ძვლის ტვინი, ძვლისაზრდელა,
ხრტილი, სისხლძარღვები და ნერვები.

გამომდინარე იქიდან, რომ ძვალს განივხილავთ, როგორც ცალკეულ ორგანოს


ბუნებრივია ყოველ ორგანოს ახასიათებს, გარკვეული ფორმა, აგებულება,
წარმოშობისა და განვითარების თავისებურებები და კონკრეტული ფუნქცია, ჩვენ
შეგვიძლია ძვლის კლაფიკაცია მოვახდინოთ, მისი ნებისმიერი ნიშნით.

ძვალს ფორმის მიხედვით კლასიფიკაციით, განვიხილავთ: გრძელი და მოკლე


ძვლები.
როგორც გრძელ, ასევე მოკლე ძვლებს შეიძლება ჰქონდეს მილის ფორმა, რომელიც
როგორც წესი ამოვსებულია ძვლის ტვინით და ამ ტიპის ძვლებს, ლულისებრ ძვლებს
ვუწოდებთ.

მეორეს მხრივ, აღნიშნული ძვლები: გრძელი და მოკლე, ნაცვლად თავისუფალი


სივრცისა, შეიძლება გააჩნდეს ძვლოვანი ფირფიტები, ე.წ. ხარიხოვანი
ღრუბლისებრი ნივთიერება და მათ, ხარიხოვან ძვლებს ვუწოდებთ.

ვარჩევთ, ასევე ბრტყელ ძლვებს, რომელთა მთავარ ფუნქციას, როგორც წესი


დამცველობითი ფუნქცია წარმოადგენს და სხვადასხვა ღრუების ჩამოყალიბება და
შერეულ ძვლებს, რომელსაც ვაკუთვნებთ მალებსა და ქალას, ზოგიერთ ძვალს.

1.2 სახსარი

სახსარი, ეს არის ძვლის უწყვეტი შეერთება. მისი საშულებით, ხდება მრავალმხრივი


და შედარებით დიდი დიაპაზონის მოძრაობა, სხეულის სხვადასხვა სგემენტის
კინეტიკურ რგოლებს შორის, განსხვავებით უწყვეტი შეერთებებისა.

სახსარი, როგორც ორგანო, მრავალქსოვილოვანი შემადგენლობისაა, თუმცა წამყვანი


ადგილი, მის შემადგენელ ელემენტებს შორის უჭირავს ძვალსა და ფიბროზულ
ქსოვილებს.

სახსარი შედგება, ძირითადი და დამატებითი ნაწილებისაგან. ძირითადი


ელემენტები მოიცავს, სახსრის იმ ბიოლოგიურ წანაზარდებს, რომელიც ყველა ტიპის
სახსახრში გვხვდება და აუცილებელია, მისი ფორმო-ფუნქციური აქტივობისათვის.
დამატებითი ნაწილები კი, ძირითადად ხასიათდება კონკრეტული მორფოლოგიური,
თუ ბიოქიმიური თავისებურებებით და ძირითადად, სრულყოფს სახსრის
მოძრაობას.

სახსრის ძირითადი ელემენტები: სასახსრე ზედაპირი; სასახსრე ხრტილი; სასახსრე


ჩანთა; სასახსრე ღრუ; სინოვიური სითხე.
სახსრის დამატებითი ემელემენტები: სასახსრე ბაგე; სასახსრე დისკო; სასახსრე
მენისკები; სასახსრე იოგები; სესამოიდური ძვლები.

1.2.1 სახსრების კლასიფიკაცია

სახსრის კლასიფიკაცია, როგორც წესი ეფუძნება, მის ანატომიურ და ფუნქციურ


ნიშნის თავისებურებებს.

მარტივი სახსარი: ის ფულისხმობს, სახსარში მხოლოდ ორი ძვლის მონაწილეობას.

რთული სახსარი: მონაწილეობს, ორ ძვალზე მეტი, მაგრამ ყოველი ამ ძვლის სასახსრე


ზედაპირი მოქცეულია ერთ საერთო სასახსრე ჩანთაში.

კომბინირებული სახსარი: ორი ანატომიურად განცალკევებული სახსარი, რომლებიც


შესაძლოა ერთმანეთისგან, ტოპოგრაფიულად საკმაოდ
დაშორებული/განცალკევებული შეიძლება იყოს, მაგრამ მათი მოძრაობა
ხორციელდება ერთდროულად.

1.2.2 სახსრის კლასიფიკაცია ბიომექანიკური თვისებების მიხედვით

სახსრებზე ძირითადი ღერძები სხეულის სიბრტყეების შესაბამისად შეიძლება


გადიოდეს სამი ურთიერთპერპენდიკულარული: საგიტალური, ფრონტალური და
ვერტიკალური მიმართულებებით, ხოლო თითოეული ღერძის ირგვლივ მოძრაობა
შეიძლება ხორციელდებოდეს, მხოლოდ ორი მიმართულებით -
ურთიერთსაწინააღმდეგოდ.

თითეული ღერძი თავსდება ორ რომელიმე სიბრტყეში და პერპენდიკულარულია


მესამესი.

ფრონტალური ღერძის ირგვლივ, რომელიც შეიძლება გატარდეს ნებისმიერ


სახსარზე მარჯვნიდან-მარცხნივ, შეიძლება მოხდეს - ფლექსია და ექსტენზია (მოხრა
და გაშლა).
საგიტალური შერძის ირგვლივ, რომელიც გაივლის წინა-უკანა მიმართულებით,
შესაძლებელია მოძრაობა - აბდუქცია და ადდუქცია (განზიდვა და მოზიდვა).

მესამე ღერძის ირგვლივ, რომელიც გაივლის ჰორიზონტალური სიბრტყის


პერპენდიკულარულად და ეწოდება ვერტიკალური ღერძი, შეიძლება მხოლოდ,
შემდეგი მოძრაობა - როტაცია (ბრუნვა). კერძოდ, ბრუნვა გარეთ, როდესაც სხეულის
ნაწილი შიგნიდან-გარეთ მოძრაობს - სუპინაცია და პირიქით, სხეულის ნაწილის
გარედან-შიგნით მობრუნება - პრონაცია.

1.2.3 სახსრების მოძრაობა ღერძების რაოდენობის მიხედვით

ა) სამღერძიანი, იმავე მრავალღერძიანი სახსრები: სფერული და ბრტყელი სახსრები.

სფერულ სახსარში - სასახსრე თავის ფორმა სფეროს უახლოვდება. იმ შემთხვევაში,


თუ სასახსრე ფოსოს ზედაპირი, ბევრად უფრო მცირეა თავზე, შესაძლებელია
მრავალმხრივი მოძრობა, დიდ ფარგლებში.

მრწყელ სახსარში - სასახსრე თავის სფერული ფორმა, ძალიან მცირეა და ერთი


შეხედვით ბრტყელი ფორმა აქვს. ამ ტიპის სახსარში, მოძრაობა ნებისმიერი
მიმართულებით ხორციელდება, მაგრამ მეტად უმნიშვნელო ფარგლებში.

ბ) ორღერძიანი სახსრები: ელიფსური; უნაგირა და როკისებრი სახსრები.

ელიფსური სახსარი - მასში მონაწილე ძვლების სასახსრე თავი და ფოსო ფორმით


ელიფსს წააგავს. აქ, მოძრაობა ხორციელდება, მხოლოდ ორი ღერძის მიმართულებით
- საგიტალურ და ფრონტალურ.

უნაგირა სახსარი - როდესაც, ელიფსის რომელიმე უბანი შედარებით ჩადრეკილია,


უნაგირს ემსგავსება. აქ, მოძრაობა იმავე დიაპაზონისაა, რაც ელიფსურ სახსარში.
კერძოდ, ორი ღერძის ირგვლივ - მოხრა და გაშლა.

როკისებრი სახსარი - როდესაც ელიფსური ზედაპირს ქმნის ერთი ძვლის ორი


განცალკევებული სასახსრე ზედაპირი, იქმნდება როკისებრი სახსარი.
გ) ერთღერძიანი სახსრები: ცილინდრული და ჭაღისებრი სახსრები

ცილინდრული სახსარი - ახასიათებს, ურთიერთდაკავშირებული ძვლების,


პარალელური განლაგება. ამ სახსრებში მოძრაობა ხორციელდება, მხოლოდ:
ვერტიკალური ღერძის ირგვლივ ბრუნვის სახით.

ჭაღისებრი სახსარი - აქ, ვხვდებით ფრონტალური ღერძის მოძრაობას, რომლის


ირგვლივაც შესაძლებელია - მოხრა და გაშლა.

თავი II მორაობის სახეები

გამომდინარე ფაქტიდან, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობა - საგიტალური,


ფრონტალური და ვეტრალური ღერძების ირგვლივ, შეიძლება განხოერციელდეს,
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით, ამიტომ მოძრაობის განხილვისას
ყოველი ღერძის მიმართ, მოძრაობის ხასიათის გარდა, მის მიმართულებასაც, უნდა
მივაქციოთ ყურადღება.

ფრონტალური ღერძის ირგვლივ საწყისი მოძრაობაა - მოხრა. თუ მოხრის დროს,


ერთმანეთს უახლოვდება წინა, იმავე ვენტრალური ზედაპირები, მაშინ მოხრა -
ვეტრალურია. თუ, მოხრის დროს ერთმანეთს უკანა, იმავე დორსალური ზედაპირები
უახლოვდება, მაშინ მოხრა დორსალურია.

საგიტალური ღერძის ირგვლივ განზიდვისას, თუ სხეული გადაიხრება, მისი


ღერძიდან მარჯვნივ, მაშინ განზიდვა მარჯვნივაა. თუ, სხეული თავისი ღერძიდან,
მარცხნივ გადაიხრება, მაშინ განზიდვა მარცხნივაა.

ვერტიკალური ღერძის ირგვლივ მოძრაობის დროს, თუ წინა ზედაპირი


შემობრუნდება შუა ხაზისკენ, მაშინ ბრუნვა პრონაციულია. საწინააღმდეგო
შემთხვევაში, თუ სხეულის შებრუნება ხდება შუა ხაზიდან გარეთ, ბრუნვა
სუპინაციურია.
არის შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია საწყისი მდგომარეობიდან ერთი და
იმავე ღერძის მიმართ, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართელებით მოძრაობა. მაგ:
ხერხემალი; თავი.

თავი III კუნთები, კუნთების როლი მოძრაობაში


კუნთებს, მეტად დიდი როლი უჭირავთ, ადამიანის მოძრაობაში. თუ ჩონჩხი
უზრუნველყფს, ადამიანის ორგანიზმის შესაბამის ფორმასა და ასრულებს
დამცველობით ფუქციას, კუნთებთან ერთად ისინი ახორციელებენ, სისხოხლის
მანძილზე, ყოველ რთულ, თუ მარტივ. აქტიურ, თუ პასიურ მოძრაობებს. გარდა
ფიზიკური მოძრაობისა, კუნთთა სისტემის როლი ნაწილდება, სხვადასხვა
სისტემათა მოძრაობაში, შესაბამისად მათი ფუნქციის შესრულებაში. მაგ: სასუნთქი
სისტემისთვის, გულმკერდის კუნთები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გულ-
სისხლძარღვთა სისტემისთვის, გულის კუნთები და ა.შ

კუნთოვანი ქსოვილს ადამინის ორგანიზმში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს,


ვინაიდან მისი მოქმედებით ხორციელდება ყოველგვარი მოძრაობა. შეგვიძლია
გავარჩიო შინაგანი მოძრაობა, რომელიც ჩვენთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს,
ვინაიდან ჩვენი ჩარების გარეშე ხორციელდება, და გარეგანი მოძრაობა, რომელიც
დაკავშირებულია სხეულის ან მისი ნაწილის გადანაცვლებასთან და ექვემდებარება
ადამიანის ნება-სურვილს.

ვარჩევთ, განივზოლიან და გლუვ კუნთებს.

განივზოლიანი, ანუ სომატური და გლუვი, ანუ ვისხერული. განივზოლიანი


კუნთები, ძირითადად ძვლებთან არიან დაკავშირებული, მათ ჩონჩიხის კუნთებსაც
უწოდებენ.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დინამიკურ ნაწილს ქმნის, ზემოაღნიშნული
განივზოლიანი, ანუ ჩონჩის კუნთების სისტემა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში
700-ზე მეტ, ცალკეულ კუნთს აერთიანებს.

სხეულის ზოგადი დინამიკის გარდა, ჩონჩხის კუნთები მონაწილეობს, ისეთ რთულ


და აუცილებელ ფუნქციათა განხორციელებაში, როგორიც არის სუნქვის, ყლაპვის,
დეფეკაციის, შარდვის, მიმიკის, ღეჭვისა და მეტყველების ფუნქცია. ჩონჩხის
კუნთები გააჩნია, თითქმის ყველა გრძნობათა ორგანოს.

აღსანიშნავია, რომ ჩონჩხის თითოეული კუნთის დამახასიათებელია გარკვეული


ფორმა, ადგილმდებარეობა და ფუნქცია. და სწორედ ეს სამი ნიშანი უდევს
საფუძვლად, კუნთების ტერმინოლოგიურ განსაზღვრას.

თავი IV ნერვული სისტემის როლი მოძრაობაში

ნერვული სისტემა, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემნტს, ცოცხალი


ორგანიზმისთვის. ჩვენტვის კარგად არის ცნობილი, რომ ნებისმიერი პრიმიტიული
მოქმედებაც კი, ცოცხალ ორგანიზმში, ვერ აღიძვრება, რომ არა გამართული
კავშირები ნერვული სისტემისა. ნერვული სისტემა იყოფა - ცენტრალურ (თავის
ტვინი, ზურგის ტვინი) და პერიფერიულ (მათგან გამომავალი ნერვული წნულები)
ნერვული სისტემისგან.

ორგანიზმის მოძრაობა, არც თუ ისე მარტივი ქმედებაა, როგორც ეს ერთი შეხედვით


ჩანს. კუნთში მიმდინარეობს, მეტად რთული ბიოქმიური პროცესები - CA და NA
იონების გამოთავისუფლების, ტრიპსინის მოქმედებით, მიოზინის მოლეკულების
გაყოფის სახით სხვ. ბუნებრივია, ამ ყოველივეს კუნთები, თავად ვერ გააკეთებს და
საჭიროა, რომ მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის, იყოს მჭიდრო კავშირი
სხეულის თითოეულ სეგმენტსა და ნერვულ სისტემას შორის.
თითოეულ კუნთს, ცოცხალ ორგანიზმში მისი შესაბამისი ნერვები ანერვირებენ. მაგ:
დელტისებრი კუნთი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს, მხრის განზიდვა
ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე. ასევე მონაწილეობს, მხრის მოხრასა და გაშლაში,
როგორც მომხრელი და გამშლელი კუნთი, იკვებება - C5-C6 მალებიდან გამომავალი,
a. axillaris ნერვით და მისი, ინერვაცია ხდება - aa. Circumilexa humeri post,
thoracoacromialis, profunda branchii - მეშვეობით.

სხვადასხვა დაზიანებების დროს: მექანიკური; თერმული; თუ სხვ. ორგანიზმში


მიმდინარე პათოლოგიების შემთხვევაში - ინსულტები და მსგავსი, ხდება ან თავის
ტვინის, რომელიმე უბნის დაზიანება და ეს აისახება, ამ უბნის „საპასუხისმგებლო“
მოძრაობის, თუ შეგრძნების დაკარგვით, ან შესაძლოა დაზიანება მოიცავს,
პერიფერილ ნერვულ სისტემას და ასეთ დროს, თავის ტვინიდან წამოსული
იმპულსები, ვერ აღწევდეს ორგანოებამდე.

მაგ: ინსულტის დროს, ხდება თავის ტვინის რომელიმე უბნის დაზიანება და ეს


აისახება, რომელიმე მხარის (მარჯვენა, ან მარცხენა) ჰემიპარეზებით, ან
ჰემიპლეგიებით. ვინაიდან, თავის ტვინიდან ვეღარ ხდება, ინერვაცია შესაბამისად.
ან, სხვადასხვა დაზიანების შედეგად: ავტოავარია, დაცემა თუ სხვ. შესაძლოა მოხდეს,
ხერხემლის სეგმენტის და შესაბამისი, პერიფერიული ნერული წნულების
„გამოთიშვა“, ასეთ დროს თავის ტვინიდან იმპულსები, ნორმალურად
მომდინარეობს, თუმცა „მიმღები ბილიკის“ დაზიანების გამო, შესაძლოა სახეზე
გვქონდეს მოტორული, თუ სენსორული დარღვევები.

თავიV. გულმკერდი

გულმკერდის ჩონჩხი იქმნება, გულმკერდის 12 მალის, 12 წყვილი ნეკნისა და


მკერდის ძვლის გაერთიანებით.

ა) ნეკნები
ადამიანის თორმეტი წყვილი კენკი მკერდის ძვალთან დაკავშირების მიხედვით სამ
ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს ეკუთვნის, პირველი შვიდი - I-VII - ნეკნი,
რომლებიც მკერდის ძვალს უკავშირდებიან თავისი სამკერდე ბოლოთი ცალ-ცალკე,
თითოეული დამოუკიდებლად და მათ ნამდვილი ნეკნები ეწოდება. დანარჩენი ხუთი
წყვილი ნეკნი - VIII-XII - არის ცრუ ნეკნები, ვინაიდან ისინი მკერდის ძვალს, ან
ერთმანეთთან დაკავშირების შემდეგ უერთებიან, ან სრულებით არ აღწევენ მას და
მათი სამკერდე ბოლო თავისუფლად მთავრდება რბილ ქსოვილებში. XI-XII ნეკნები,
გამოიყოფიან ცრუ ნეკნებისგან, როგორც მერყევი ნეკნები.

ნეკნების უკანა უმეტესი ნაწილი - ძვლოვანია, ხოლო წინ იგი მთავრდება ნეკნის
ხრტილით.

თითოეულ ნეკნზე არჩევენ ნეკნის თავს, რომელიც თავისი სასახსრე ზედაპირით,


გულმკერდის მალებს უკავშირდება. II-X ნეკნების თავის სასახსრე ზედაპირი ნეკნის
თავის ქედით, გაყოფილია ორ ნაწილად, რაც გამოწვეულია აღნიშნული ნეკნების
ერთდროულად ორ მეზობელ მალასთან კავშირით.

ნეკნის თავის უშუალო გაგრძელებაა ნეკნის ყელი, რომელიც ნეკნის სხეულში


გადადის. ამ უბანზე ნეკნის გარეთა ზედაპირზე მნიშვნელოვნად შემსხვილებული
ნეკნის ბორცვია, შესაბამისი მალის განივ მორჩთან შესასახსრებლად, რისთვისაც მას
დართული აქვს სასახსრე ზედაპირი.

ნეკნის ძვლოვანი ნაწილის ქვედა კიდეს შიგნითა ზედაპირიდან მიჰყვება, კარგად


შესარჩევი ღარი, რომელშიც თავსდება ნეკნთაშუა სისხლძარღვები და ნერვები.

პირველ ნეკნზე, მისი განსხვავებული მდებარეობისა და სინტოპიის გამო აღინიშნება


დამატებითი ანატომიური წარმონაქმნები: მის ზედა ზედაპირზე შეიმჩნევა
ლავიწქვეშა არტერიია ღარი და ლავიწქვეშა ვენის ღარი, რომელთა შორის გამყოფი
შემაღლების სახით მდებარეობს - წინა კიბისებრი კუნთის ბორცვი.
მეორე ნეკნს დამატებითი ელემენტის სახით აქვს წინა დაკბილული კუნთის
ხორკლი, თანამოსახელე კუნთის მიმაგრების ადგილი.

ბ) მკერდის ძვალი

მკერდის ძვალი, მიეკუთვნება ბრტყელ ძვლებს. მასში გაძვალების პროცესის


შესაბამისად, არჩევენ მკვეთრად გამოყოფილ სამ ნაწილს: მკერდის ტარს; მკერდის
სხეულსა და მახვილისებრ მორჩს.

მკერდის ტართან, I და II ნეკნების გარდა, თავისი სამკერდე ბოლოთი


დაკავშირებულია ლავიწიც, ამიტომ მასზე შესაბამისად შეიმჩნევა სანეკნე ნაჭდევი და
ლავიწის ნაჭდევი. ლავიწის წყვილ ნაჭდევს შორის მკერდის ტარის ზედა კიდე ქმნის
საუღლე ნაჭდევს.

გულმკერდის ღრუს, როგორც მალების, ნეკნებისა და მკერდის ძვლის გაერთიანებით


შექმნილი ერთიანი კედლით მოსაზღვრულ სივრცეს, აქვს ზედა შესავალი, რომელიც
მოისაზღვრება გულმკერდის I მალის სხეულით, I წყვილი ნეკნის შიგა კიდითა და
მკერდის ძვლის ტარის ზედა კიდით და ქვედა შესავალი, რომელიც ოდენობით
ბევრად აღემატება ზედას.

განირჩევა გულმკერდის სამი ძირითადი ფორმა: კონუსისრებრი, ანუ ინსპირაციული


ფორმა. ახასიათებს ჯანმრთელ, ძლიერ კუნთოვანი სისტემის მქონე, ფიზიკურად
განვითარებულ პირებს. 2) ბრტყელი, ანუ ესპირაციული. გულმკერდის წინა კედელი
გაბრტყელებულია და თითქმის ვერტიკალურად დგას, მკერდქვეშა კუთხე მახვილია.
3) ცილინდრული ფორმა, საშუალოა, გულმკერდის ზემოაღნიშნულ ორ ფორმას
შორის

5.1 გულმკერდის კუნთები


გულმკერდის კუნთები წარმოშობის, განვითარებისა და ძირითადი ფუნქციის
მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: 1) კუნთები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ და
განვითარდნენ სხეულის პირველად მეტამერების ჩანასადებიდან, დაკავშირებულნი
არიან გულმკერდის ჩანჩხის ძვლებთან და მონაწილეობენ მხოლდო სუნთქვის
ფუნქციაში.

2) კუნთები, რომლებიც ფილოგენეზში ჩამოყალიბდნენ, მეტად რთულად ნერგიდან


კიდურის განვითარებასთან დაკავშირებით და მათი ძირითადი ფუნქციაა ზედა
კიდურების დაკავშირება სხეულის ჩონჩხტან.

3) დიაფრაგმა, რომელიც როგორც განვითარებით, ასევე მოქმედებისა და აგებულების


თავისებურებით მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოაღნიშნული ორივე ჯგუფის
კუნთებისგან და ძირითადი სუნთქვის კუნთია.

5.2 სუნთქვითი მოძრაობა და მასში მონაწილე კუნთები

სუნთქვის ძირითადი ფაზების -შესუნთქვისა და ამოსუნთქვის - ბიომექანიკური


საფუძველია გულმკერდის ღრუს მოცულობის რიტმული გადიდება და შემცირება.
აღნიშნული ხორციელდება, ერთი მხრივ, დიაფრაგმის გუმბათების გადაადგილებით
გულმკერდის ღრუსა, ან მუცლის ღრუსკენ, ხოლო, მეორე მხრივ, სუნთქვის აქტში
მონაწილე კუნთების საშუალებით გულმკერდის ჩონჩხზე (ნეკნებზე), ძალის
მიყენების გზით, მისი მოცულობის ცვალებადობით.

სუნთქვის დროს, დიაფრაგმის მოძრაობა ხორციელდება, მისი კუნთოვანი ნაწილის


შეკუმშვის ხარჯზე, რომლის მოქმედებასაც ექვემდებარება მისი პასიური ნაწილი -
მყესოვანი ცენტრი. დიაფრაგმის კუნთების შეკუმშვა იწვევს მყესოვანი ცენტრის
გუმბათების გაბრტყელებას, დაწევას, ანუ გადაადგილებას მუცლის ღრუსკენ.
კუნთების მოდუნებისას კი, მყესოვან ნაწილებზე კუნთოვანი ზემოქმედება წყდება
და იგი ღებულობს ჩვეულებრივ გუმბათოვან ფორმას, გადაადგილდება
გულმკერდის ღრუსკენ.

You might also like