ზოგადი ფიზიოლოგია.ლექცია 1

You might also like

You are on page 1of 20

კუნთოვანი და ნერვული სისტემების ფიზიოლოგია

ლექცია № 1
კუნთების კლასიფიკაცია.
კუნთის აგებულების ზოგადი დახასიათება.
კუნთის აგზნებადობა. გაღიზიანების კანონი.
გაღიზიანების ზღურბლი. მარგი დრო.
ჩონჩხის კუნთის პასიური მექანიკური თვისებები
ფიზიოლოგია არის მეცნიერება სასიცოცხლო პროცესების
,არსის და ბუნების შესახებ.
ადამიანის ფიზიოლოგია- თანამედროვე მედიცინის
ფუნდამენტი - შეისწავლის მოლეკულის ,უჯრედის,
ქსოვილის,ორგანოს ,ორგანოთა სისტემის და ფუნქციური
სისტემის დონეზე მიმდინარე ყველა პროცესს და
ფუნქციონირების კანონზომიერებებს ადამიანის
ორგანიზმში,მათ შორის -გარემოსთან ურთიერთქმედების
კონტექსტში და ინტეგრირებულად.
კუნთების კლასიფიკაცია
ადამიანის კუნთები იყოფა ორ ჯგუფად:
ჩონჩხის კუნთები ანუ სომატური მუსკულატურა ( მათ განივზოლიანი
დახაზულობა ახასიათებთ და მათი მოქმედება ჩვენს ნება -სურვილზეა
დამოკიდებული ,ამის გამო მათ განივზოლოან ნებით კუნთებს უწოდებენ)
შინაგან ორგანოთა კუნთები,ანუ ვისცერალური მუსკულატურა(მათ არ
ახასიათებთ განივი დახაზულობა და მათი მოქმედება ჩვენს ნება-სურვილზე არ
არის დამოკიდებული,ამის გამო მათ გლუვ ან უნებლიე კუნთებს უწოდებენ)
განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის გულის,შარდსადინარის სფინქტერის და
საყლაპავის ზედა მესამედი,(მათ განივზოლიანი დახაზულობა
ახასიათებთ,მაგრამ მათი მოქმედება ჩვენს ნება-სურვილზე არ არის
დამოკიდებული).
განივზოლიანი და გლუვი კუნთები
ჩონჩხის კუნთის ფუნქციები
განივზოლიანი კუნთების შეკუმშვის შედეგად ხდება:
ორგანიზმის გადაადგილება სივრცეში.
სხეულის ნაწილების გადანაცვლება ერთმანეთის მიმართ.
პოზის შენარჩუნება.
მეტყველების მოტორული კომპონენტის შესრულება.
ყლაპვა ნაწილობრივ.
გარეგანი სუნთქვის განხორციელება.
ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკოს თვისებები
ჩონჩხის კუნთის ბოჭკოები ხასიათდება 3 თვისებით:
აგზნებადობით - უნარით გამღიზიანებლის მოქმედებას
უპასუხოს აგზნებით.
გამტარებლობით - უნარით გაატაროს მოქმედების
პოტენციალი ბოჭკოს მთელ სიგრძეზე.
შეკუმშვადობით - უნარით აგზნების დროს შეიკუმშოს.
ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკოების
მიკროსკოპული აგებულება
ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკო წვრილია და წაგრძელებული ფორმის..
ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკო გარედან დაფარულია სარკოლემით.
თითოეული ბოჭკოს სარკოპლაზმა რამდენიმე ბირთვს შეიცავს.
სარკოპლაზმა შეიცავს მიოფიბრილებს.
განივზოლიანი კუნთოვან ბოჭკო
მიოფიბრილების სტრუქტურა

მიოფიბრილებში გაირჩევა მორიგეობით განლაგებული


ნათელი და ბნელი სეგმენტები.
ნათელ უბნებს იზოტროპულ სეგმენტებს ( I დისკოებს)
უწოდებენ.
მუქ სეგმენტებს ანიზოტროპულ სეგმენტებს ( A დისკოებს )
უწოდებენ.
ყოველი იზოტროპული სეგმენტი თანაბარ ნაწილებად
იყოფა Z ფირფიტის საშუალებით.
ორ Zფირფიტას შორის მოთავსებულ მიოფიბრილის
მონაკვეთს სარკომერი ეწოდება.
მიოფიბრილების ულტრასტრუქტურა
სარკომერის მსხვილი ფილამენტები აგებულია ცილა მიოზინის
მოლეკულებისაგან.

სარკომერის წვრილი ფილამენტები შეიცავს სამ სხვადასხვა ცილას -


აქტინს, ტროპომიოზინს და ტროპონინს.
კუნთის აგზნებადობა
ცოცხალი უჯრედის რეაქციას,რომელიც გარეგანი აგენტის
ზემოქმედების შედეგად აღმოცენდება და განსაზღვრული
ფიზიკურ-ქიმიური ცვლილებებით გამოვლინდება
გაღიზიანება ეწოდება.
ცოცხალი უჯრედის თვისებას გარეგანი აგენტის
ზემოქმედებას გაღიზიანებით უპასუხოს გაღიზიანებადობა
გაღიზიანებადობა ეწოდება.
ბიოლოგიურ პროცესს,რომელიც ცოცხალ კუნთში
გაღიზიანების საფუძველზე წარმოიშობა და სპეციფიკური
ფუნქციის გამოვლენას განაპირობებს აგზნება ეწოდება.
გაღიზიანების კანონი
აგზნებას გამღიზიანებელი ძალის აბსოლუტური ოდენობა კი
არ იწვევს , არამედ გამღიზიანებელი ძალის ცვლილება
ერთი ოდენობიდან მეორემდე. ამავე დროს , რაც უფრო
სწრაფად მოხდება აღნიშნული ცვლილება ,მით უფრო
ადვილად გამოიწვევა აგზნება.
გაღიზიანების ზღურბლი. მარგი დრო.
გამღიზიანებელი ძალის იმ მინიმალურ სიდიდეს,რომელიც იწვევს
აგზნებას საზღურბლე ძალა ,ანუ ზღურბლი ეწოდება.
იმ უმცირეს დროს ,რომლის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს
გამღიზიანებელი ძალის მოქმედება ქსოვილზე ,რომ აგზნება
გამოიწვიოს მარგი დრო ანუ სასარგებლო დრო ეწოდება.
გაღიზიანების ზღურბლი და სასარგებლო დრო მუდმივ სიდიდეებს არ
წარმოადგენენ.ისინი იცვლებიან იმისდა მიხედვით ,თუ როგორია
ქსოვილის ფუნქციური მდგომარეობა ე.ი. აგზნებადობის ხარისხი.
კუნთის პასიური მექანიკური თვისებები
გაჭიმვის დროს კუნთში დაძაბულობის განვითარება და ტვირთის
მოხსნის შემდეგ კუნთის სწრაფი დამოკლება, კუნთის ელასტიკური
თვისებებითაა განპირობებული.
ტვირთის მოხსნის შემდეგ კუნთი სწრაფი დამოკლების მიუხედავად
სიგრძის საწყის დონეს ვერ უბრუნდება, მეტ-ნაკლებად
დეფორმირებული რჩება. ასეთი ნარჩენი დეფორმაცია კუნთის
პლასტიკურობას გამოხატავს.
კუნთის თვისებას მოსვენების მდგომარეობაშივე განთავისუფლდეს
ნარჩენი დეფორმაციისაგან ,აღიდგინოს საწყისი სიგრძე კუნთის
საკუთარი ტონუსი ეწოდება.
აგზნების კანონი-,,სულ ან არაფრის კანონი“
,,სულ ან არაფრის კანონის“ თანახმად :
ქვეზღურბლოვანი გაღიზიანება არავითარ ეფექტს არ იწვევს.
ზღურბლოვან გაღიზიანებაზე აგზნება მაქსიმალური ინტენსივობისაა.
მორფოლოგიური ერთეულის ფარგალში აგზნება შეუმცირებლად
(უდეკრემენტოდ ვრცელდება).
აგზნების დროს მყარდება ჯერ აბსოლუტური,ხოლო შემდეგ
შეფარდებითი რეფტაქტორული ფაზა.

You might also like