You are on page 1of 3

ორთოდონტიული აპარატების გააქტიურების წესები

მექანიკური ტიპის ორთოდონტიული აპარატების გააქტიურების წესები.

მექანიკური მოქმედების ყველ აპარატები თავის კონსტრუქციაში შეიცავს აქტიურად მოქმედ


ნაწილს, რომელიც უნდა რეგულარულად გავააქტიუროდ, რომელიც დამოკიდებულია მოქმედი
ელემენტის ნაირსახეობაზე, უნდა მოხდეს გააქტიურება გარკვეული ინტერვალით და ინტენსიობით.

ორთოდონტიული ხრახნები აქტიურდება 3-4 დღეში ერთხელ ¼ ან ½ ბრუნზე. ამ ხრახნის


გააქტიურება შეუძლია როგორც ექიმს ასევე პაციენტს ან პაციენტის მშობელს, მხოლოდ მკაცრი
რეკომენდაციის და სათანადო შესწავლის შემდეგ. ხრახნის გააქტიურების შემდეგ ვითარდება
მაქსიმალური ძალა, რომელიც შემდგომში ნელნელა მცირდება, ამიტომაც აპარატი ქმნის გადანაცვლებად
ძალებს (მაქსიმუმ-მინიმუმ) დატვირთვას, რომელიც სიმძლავრე რეგულირდება, ძალის, ხანგრძლივობის,
სიხშირის და ხრახნის გადანაცვლების სიდიდის მიხედვით.

ყველა მართულოვანი და ზამბაროვანი მოქმედი აპარატების აქტივაცია ხდება მხოლოდ ექიმის მიერ
და ხორციელდება 6-7 დღეში ერთხელ, ასეთ დროს ორიენტირად ირებენ მცირედ გამოხატულ იშემიას
ღრძილის კიდის არეში.

ელასტიური რგოლები და ლიგატურები იცვლება 1-2 დღის ინტერვალით. ზეელასტიური


რგოლების შეცვლა კი ხდება 10-14 დღის ინტერვალით.

მეტალის ლიგატურა პრაქტიკულად არ იწელება და მისი საშუალალებით შესაძლებელია როგორც


ორთოდონტიული აპარატის ფიქსირება ან ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სიმძლავრის დაჭიმულობის
შექმნა რკალზე, რომელიც გადაეცემა კბილს.

ფართოდ გამოიყენება მართულოვანი რკალები, რომელთაც აქვთ მეხსიერების უნარი, რომელსაც


ნიტინოლი ეწოდება. ეს რკალები გამოიყენება ბრეკეტების დროს. მათი უპირატესობა მდგომარეობს
მეხსიერების უნარში, რომელიც აქტიურდება პირის ღრუს ტემპერატურაზე. როდესაც ასეთ რკალს
ჩავაყენებთ კბილებზე არსებულ ბრეკეტებში და დავამაგრებთ ლიგატურით ეს რკალი იწყებს ნორმალური
ფორმისკენ ცვლილებას და თან მოყავს ჩაბმული კბილი, რის შედეგადაც ხდება კბილთა რკალის კორექცია.
კბილზე განვითარებული ძალა და დაჭიმულობის ხარისხი დამოკიდებულია ამ რკალების დიამეტრზე და
ასევე ამ რკალების ხარისხზე.

ფუნქციური ტიპის ორთოდონტიული აპარატების გააქტიურების წესები.

თუ მექანიკური ტიპის აპარატებში განვითარებული ძალა არის პირდაპირპროპორციულად


რეგულირებადი ელემენტი, ფუნქციური ტიპის აპარატებში ისინი მონაწილეობენ გადანაცვლების
მექანიზმში რომლის საშუალებით ხდება კბილების, კბილთა ჯგუფის ან თანკბილვის გადანაცვლება საღეჭი
კუნთების ძალის გადანაწილების შედეგად. დიდებში დამკეტი კუნთების აბსოლუტური ძალა არის:
სახსრის კუნთის - 80 კგ, საღეჭი კუნთის - 75 კგ და შიდა ფრთისებრი კუნთის - 40კგ.

აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რეფლექტორული ძალის რეგულირებაზე


ფუნქციური ტიპის აპარატების საშუალებით. მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად გამოყვეს საღეჭი
სისტემის ფუნქციონალური ბმულები და რეფლექსები.
ფუნქციონალური ბმულები მოიცავს შემდგომ ფუნქციონალურ ელემენტებს: საყრდენი ნაწილი -
პაროდონტი, მოტორული ნაწილი - კუნთები, ნეირო-მარეგულირებელი ნაწილი, შესაბამისი
სისხლძარღვოვანი სისტემა და ტროფიკული ინერვაცია.

საღეჭი სისტემის რეფლექსები:

- პერიოდონტო-კუნთოვანი, ხორციელდება ღეჭვის დროს საკუთარი კბილების საშიალებით, სადაც


საღეჭი კუნთემის შეკუმშვის ძალა რეგულირდება პაროდონტის რეცეპტორების მგრძნობელობის
დონით.
- გინგივო-კუნთოვანი, გამოვლინდება კბილების უქონლობის დროს, სადაც საღეჭი კუნთების
შეკუმშვის ძალა რეგულირდება ალვეოლური მორჩის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების
საშუალებით.
- მიოსტატიური, გამოვლინდება ფუნქციური მდგომარეობის დროს, დაკავშირებულია საღეჭი
კუნთების გაწელვასთან.

მიოსტატიური რეფლექსის იმპულსის განვითარებას აძლევს ბიძგს, რომელიც წარმოიქმნება სარეჭი


კუნთების რეცეპტორებში კუნთის გაჭიმვის დროს. რაც უფრო იწელება საღეჭი კუნთები მით უფრო მეტია
აგზნებული რეცეპტორები, რომელსაც მივყავართ ამ კუნთის რეფლექტორულ შეკუმშვამდე.

ორთოდონტიული მკურნალობის დროს, საგიტალური და ვერტიკალური სიბრტყის თანკბილვის


ანომალიების დროს მიმდინარეობს შესაბამისად არა მარტო კუნთების ასევე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის
გადაჯგუფება.

ქვედა ყბის აქტიური სისტემატიური წინ გადმონაცვლება ხელს უწყობს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის,
ალვეოლური მორჩის და საღეჭი კუნთების გადმოჯგუფებას.

ქვედა ყბის გადაადგილების დროს საგიტალურ სიბრტყეში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარში


მიმდინარეობს ქსოვილების გარდაქმნა.

ეს ცვლილებები სახსარში მიმდინარეობს გარკვეული კანონზომიერებით: იქ სადაც აპარატის


აქტივაციის შედეგად აღინიშნება მომატებული ზეწოლის უბნები, მიმდინარეობს ძვლის რეზორბცია იქ
სადაც მიმდინარეობს ზეწოლა და პარალელურად მიმდინარეობს ძვლის ქსოვილების
ახლადწარმონაქმნების გაჩენა.

სპეციალურ ლიტერატურაში მოცემულია მონაცემები, რომლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ


თანკბილვის ერთმომენტათ აწევა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიური სვენების მანძილზე, ანუ
არაუმეტეს 2 მმ-სა. მაშასადამე რადგან სახსრის გადაწყობას ლიტერატური მიხედვით ჭირდება 4-6 თვე,
ხოლო ზოგი ავტორის მიხედვით 6-8 თვე. აქედან გამომდინარე ასეთი აპარატების აქტივაცია და სახსრის
ეტაპობრივი აწევა მიმდინარეობს 6 თვეში ერთხელ.

მაგალითად თუ დისტალური ოკლუზიის დროს საგიტალური სივრცე გვაქ 6 მმ. ქვედა ყბის მეზიალური
გადანაცვლებას მოვახდენთ 3 ეტაპათ.

იმ შემთხვევაში თუ ორთოდონტიულ აპარატათ გამოიყენება პოზიციონერი მასში წინასწარ იდება


სამომავლო თანკბილვის სიმაღლე და მდებარეობა, რომ ანომალიის აღმოსაფხვრელად არ მოხდეს ასეთი
აპარატის შემდგომი აქტივაცია.
ორთოდონტიული აპარატების ადაპტაცია

ყბა-კბილთა ანომალიების მკრნალობის დროს გასათვალისწინებელია პაციენტის ადაპტაცია ამა თუ იმ


ორთოდონტიულ აპარატთან, რათა მოხდეს არსებული აპარატის სწორი ექსპლუატაცია და სწრაფი შეგუება.

ორთოდონტიულ მკურნალობას თან ახლავს მნიშვნელოვნად გამოხატული ფსიქოემოციური ფონი და


ცენტრალური ნერვული სისტემის რეფლექტორული რეაქციები, რომლებიც ვითარდება პირის ღრუს
ლორწოვანი გარსის გაღიზიანების შედეგად.

ორთოდონტიული აპარატების შეჩვევის თაობაზე გამოთქმულია ბევრი მოსაზრება და ამავდროულად


ურთიერთგამომრიცხავი.

კურლიანდსკი (1962 წ.) გამოყობს ორთოდონტიული აპარატების შეჩვევის სამ ეტაპს:

1 ეტაპი - გაღიზიანების ფაზა - გვხვდება აპარატის ჩასმის დღეს. გამოიხატება გიპერსალივაციის სახით,
ღებინების რეფლექსის მომატება, საღეჭი კუნთების ეფექტურობა დაქვეითებულია, რადგან
პაციენტი აღიქვავს აპარატს როგორც უცხო სხეულს.

2 ეტაპი - ნაწილობრივი შეყოვნების ფაზა - გრძელდება 1 დან 5 დღემდე. აღინიშნება სალივაციის


შემცირება, საღეჭი სისტემის რეგულაცია, ღებინების რეფლექსის გაქრობა.

3 ეტაპი - შეყოვნების ფაზა - გრძელდება 5-დან 33 დღის ჩათვლით. ვლინდება ნორნალური სალივაცია,
აღდგება საღეჭი კუნთების ეფექტურობა, ამასთანავე პაციენტი აღარ აღიქვავს აპარატს როგორც
უცხო სხეულს,

აპარტურული მკურნალობა უნდა განვიხილოთ, როგორც მისი მოქმედება მთელს ორგანიზმზე, რადგან
აპარატები მოქმედებს როგორც გამაღიზიანებელი ხანგრძლივი პერიოდის დროს.

დისტელი, სუნცევი და ვაგნერის (2000 წ.) აზრით პაციენტისთვის აპარატის ჩასმის შემდეგ შეიძლება
განვითარდეს რეაქციის 2 ტიპი:

1. პირობითი და უპირობო რეფლექსების შეყოვნება, სალივაციის შემცირება, საღეჭი კუნთების რითმის


და ეფექტურობის შენელება და შემდგომში ამ პროცესების დროთა განმავლობაში ნორმალიზაცია.
2. ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა, რომელიც გამოწვეულია გამაღიზიანებლების
შეკრებითობით (მომატებული სალივაცია, რეფლექტორული აგზნებადობა, საღეჭი კუნთების
რითმის და მათი ქაოტური მოქმედების მომატება) და შემდგომში ამ პროცესების დროთა
განმავლობაში ნორმალიზაცია.

ორთოდონტიული აპარატების უკეთესი შეგუებისთვის ხოროშილკინა (1982 წ.) გვთავაზობს შემდეგ


რეკომენდაციას:

ფსიქოლოგიური ღონისძიებები - მომზადება ორთდონტიულ მკურნალობისათვი: პაციენტს უხსნიან


თანკბილვის დროული მკურნალობის აუცილებლობას და მნიშვნელობას, უხსნიან ორთოდონტიული
აპარატის მოქმედების მექანიზმს, უხსნიან მკურნალობის ხანგრძლივობაზე, თუ რა მანიპულაციები უნდა
ჩატარდეს და მათი შეგრძნებების შესახებ, ასევე აპარატის შეგუების დროს არსებულ არასასიამოვნო
შეგრძნებების შესახებ, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება.

You might also like