You are on page 1of 6

ნერვული სისტემის ევოლუცია

ევოლუციის პროცესში ნერვული სისტემის სტრუქტურული ორგანიზაციის სამ


ტიპს გამოყოფენ: დიფუზურს, კვანძოვანს და მილისებურს.

დიფუზური სისტემა ყველაზე ძველია და გვხვდება ნაწლავღრუიანებში.


დამახასიათებელია მეზობელ ნერვულ ელემენტებს შორის მრავლობითი კავშირების
არსებობა, რის შედეგადაც წარმოქმნება ნერვული ბადე. ნერვულ ბადეში იმპულსებს
შეუძლიათ თავისუფლად გავრცელდეს ნებისმიერი მიმართულებით. ამიტომ
დიფუზური ნერვული სისტემა საიმედოა, მაგრამ ნელი და ნაკლებად ზუსტი.

ევოლუციური განვითარების შემდეგ ეტაპზე მოხდა უჯრედების დაჯგუფება,


მათი გაერთიანება სპეციალური ფუნქციების მქონე წარმონაქმნებად - ნერვულ კვანძებად.
ნერვულ კვანძებში ხდება პერიფერიიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და
ანალიზი. ასევე საპასუხო ინფორმაციის გაგზავნა პერიფერიაზე. ამასთან ერთად
ჩამოყალიბდა სპეციალური გამტარი სისტემები. სისტემას, რომელსაც ინფორმაცია მიაქვს
პერიფერიიდან ცენტრისკენ ეწოდა ცენტრისკენული ანუ აფერენტული, ხოლო რომელსაც
მოაქვს ცენტრიდან პერიფერიისკენ - ეფერენტული ანუ ცენტრიდანული. ნერვული
სისტემის დიფერენცირებას ცენტრალურ და პერიფერიულ ნაწილებად ცენტრალიზაციის
პროცესი ეწოდება.

ნერვული სისტემის კვანძოვანი ტიპი აქვთ მწერებს, ჭიებს, მოლუსკებს,


კიბოსნაირებს. ამ ტიპის ნერვულ სისტემაში აგზნება ვრცელდება მკაცრად
განსაზღვრული წესით, ხორციელდება სწრაფი და ზუსტი რეაქციები. მაგრამ დაბალია
საიმედოობის ხარისხი. ერთი რომელიმე კვანძის დაზიანება იწვევს გარკვეული
ფუნქციების მთლიან მოშლას.

ნერვული სისტემის მილისებური ტიპი ახასიათებს ქორდიანებს. მილისებრს


იმიტომ უწოდებენ, რომ ჩანასახის განვითარების სამფურცლოვან სტადიაზე გარეთა
ფურცლის - ექტოდერმის ჩაზნექვის შედეგად წარმოიქმნება ღარისებრი, ხოლო შემდეგ
მილისებრი სტრუქტურა - ე.წ. ნერვული მილი. იგი დასაწყისს აძლევს ნერვულ სისტემას.
მილისებრი ტიპი ყველაზე უფრო სრულყოფილია. ახასიათებს საიმედოობის მაღალი
ხარისხი, სისწრაფე და სიზუსტე. გარდა ამისა მილისებრ ნერვულ სისტემას ევოლუციის
პროცესში გამოუმუშავდა თვისობრივად ახალი ნიშნების მთელი რიგი.

ევოლუციის შემდგომ ეტაპზე კიდევ უფრო პროგრესულად განვითარდა ნერვული


სისტემა. სასიცოცხლო ფუნქციების მარეგულირებელმა ცენტრებმა თავი მოიყარა
ნერვული მილის წინა ნაწილში და მოხდა ნერვული სისტემის ცეფალიზაცია, ამის
პარალელურად ხდებოდა ნერვული მილის წინა ნაწილის ზომაში გაზრდა და
სტრუქტურის გართულება. საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა როგორც თავის ტვინი,
ნერვული მილის დანარჩენი ნაწილიდან კი განვითარდა ზურგის ტვინი.

ნერვული სისტემის კლასიფიკაცია.

განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფი ცხოველების ნერვულ სისტემას,


პირობითად, ორ ნაწილად ყოფენ: ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემად.
ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს) მოიცავს თავის და ზურგის ტვინს, იგი
ინფორმაციას იღებს ორგანიზმის შინაგანი არედან და გარემოდან, აფერენტული
ბოჭკოებით მიმღებლობს ამ ინფორმაციას, ხოლო ეფერენტული ბოჭკოებით აგზავნის
საპასუხო რეაქციებს პერიფერიისკენ.

პერიფერიული ნერვული სისტემა თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად: ერთ-ერთი


მათგანის ეფერენტული ნაწილი დაკავშირებულია ჩონჩხის განივზოლიან კუნთებთან და
სომატურ სისტემას უწოდებენ (ემორჩილება ჩვენს ნება-სურვილს), მეორე ქვესისტემის
ეფერენტული ნაწილი დაკავშირებულია შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებთან, ამიტომ
მას ვეგეტატიურ ან ვისცერალურ ნერვულ სისტემას უწოდებენ. იგი კიდევ იყოფა ორ
ქვესისტემად: სიმპატიკურ და პარასიმპატიკურ განყოფილებად. ვეგეტატიური ნერვული
სისტემა არ ემორჩილრება ადამიანის ნებას, ამიტომ ავტონომიურ ნერვულ სისტემასაც
უწოდებენ. ორივე ქვესისტემას თავისი წარმომადგენლობა გააჩნია ცნს-ში.

სომატური ნერვული სისტემის ეფერენტები აღწევენ ეფექტორულ ორგანოებამდე.


მათი მოქმედების ზოგადი კანონზომიერებები უკვე განვიხილეთ ზემოთ.

ვეგეტატიური ნერვული სისტემა

ვეგეტატიური ნერვული სისტემა აერთიანებს ეფერენტულ ბოჭკოებს, რომლებიც


დაკავშირებულია შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების მუსკულატურასთან და
ჯირკვლებთან. ნერვული უჯრედები, რომლებიც საწყისს აძლევენ ვეგეტატიურ სისტემას,
განლაგებულია ცნს-ის სხვადასხვა განყოფილებაში. არჩევენ სამ განყოფილებას:
კრანიალური (შუა ტვინი და მოგრძო ტვინი), თორაკოლუმბალური (ზურგის ტვინის
გულმკერდის განყოფილების პირველი სეგმენტიდან, წელის მე-4 სეგმენტამდე) და
საკრალურს (გავის განყოფილება). თორაკოლუმბალური ნაწილი ქმნის სიმპატიკურ
ნერვულ სისტემას, კრანიალური და საკრალური - პარასიმპატიკურს.

ვეგეტატიური სისტემის ეფერენტული ნერვები მნიშვნელოვნად განსხვავდება


სომატურისაგან. ცნს-დან გამოსული სიმპატიკური და პარასიმპატიკური ეფერენტები
უშუალოდ თითქმის არასდროს აღწევენ ეფექტორულ ორგანოებამდე, ისინი სინაპსებით
მთავრდებიან სხვა ნეირონებზე რომელთა აქსონებიც უკვშირდებიან შემდეგ შინაგან
ორგანოებს და ჯირკვლებს. გამონაკლისია ის სიმპატიკური ნერვები, რომლითაც
ინერვირებულია თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრე.

ე.ი. სიმპატიკური და პარასიმპატიკური გზები შედგება ორ-ორი ნეირონისგან.


ერთი მათგანის სხეული მოთავსებულია ცნს-ში, ხოლო მეორესი გამოტანილია ცნს-დან
და მათი ერთობლიობა ქმნის ვეგეტატიურ კვანძებს ანუ განგლიებს. აქედან გამომდინარე
პირველ ნეირონს ქვია პრეგანგლიური, ხოლო მეორეს პოსტგანგლიური.

სიმპატიკური სისტემა. სიმპატიკური სისტემის პრეგანგლიური ნეირონების


სხეულები რუხი ნივთიერების გვერდით რქებშია მოთავსებული. მათ წვრილი აქსონები
აქვთ, რომელთა უმრავლესობა მიელინიზებულია. ეს აქსონები, ისევე როგორც სომატური
სისტემის ეფერენტები გამოდიან ზურგის ტვინიდან ვენტრალური ფესვების გზით,
გაივლიან ე.წ. თეთრი შემაერთებელი ტოტების შედგენილობაში და შედიან ხერხემლის
ახლოს არსებულ ვეგეტატიურ კვანძებში - პარავერტებრალურ კვანძებში.
პარავერტებრალური კვანძები ხერხემლის ორივე მხარესაა განლაგებული, ისინი
ერთმანეთთან ნერვული ბოჭკოებით არიან დაკავშირებული და ქმნიან ე.წ. სიმპატიკურ
წველს. მაშასდამე, სიმპატიკური წველი წყვილადი წარმონაქმნია, რომელიც
მოთავსებულია ხერხემლის ორივე მხარეზე, ქალას ფუძიდან გავის განყოფილებამდე.
სიმპატიკური პრეგანგლიური ბოჭკოების უმეტესობა მთავრდება სიმპატიკურ
წველში, ნაწილი კი გაივლის სიმპატიკურ წველს და ბოლოვდება ხერხემლის წინ მდებარე
პრევერტებრალურ კვანძებში. ისინი კენტი წარმონაქმნები არიან.

სიმპატიკური წველის სიახლოვე ზურგის ტვინთან განაპირობებს იმას, რომ


სიმპატიკური პრეგანგლიური ბოჭკოების უმრავლესობა მოკლეა, პოსტგანგლიური კი -
გრძელი. პოსტგანგლიური სიმპატიკური ბოჭკოები სათანადო ორგანოებს უახლოვდებიან
სპეციალური ნერვების სახით, ან კიდევ, სომატური ნერვების შემადგენლობაში. ამ
შემთხვევაში სომატურ ნერვებს უერთდებიან წვრილი არამიელინიზებული (რუხი)
ტოტებით.

სიმპატიკური სისტემის გავრცელება პერიფერიაზე მეტად ფართოა. იგი


აინერვირებს ყველა შინაგანი ორგანოს გლუვ კუნთებს, გულს, ჯირკვლებს, კანქვეშა
ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედებს, ღვიძლს და შესაძლოა თირკმლის მილაკებსაც.

სიმპატიკური სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ჰომეოსტაზის დაცვა.


სიმპატიკური სისტემა ხელს უწყობს ადამიანს თავი დაიცვას სტრესული
სიტუაციებისაგან.

პარასიმპატიკური სისტემა. პარასიმპატიკური სისტემის პრეგანგლიური


ნეირონების სხეულები განლაგებულია ტვინის ღეროში და ზურგის ტვინის საკრალურ
განყოფილებაში. მათი აქსონების ნაწილი მიელინიზებულია, ნაწილი კი - უმიელინო.
ყოველი მათგანი მთავრდება პარასიმპატიკურ (ვეგეტატიურ) კვანძებში, რომლებიც
მოთავსებულია შესაბამის ორგანოსთან ახლოს ან უშუალოდ ამ ორგანოს სისქეში.
აშასადამე, ამ სისტემის პრეგანგლიური ბოჭკოების უმრავლესობა გრძელია, ხოლო
პოსტგანგლიური ბოჭკოები - მოკლე.

შესაბამისი ორგანოსგან მოშორებით მთავრდება პარასიმპატიკური სისტემის ის


პოსტგანგლიური ბოჭკოები, რომლებიც დაკავშირებულია თავის და მენჯის
ორგანოებთან. სხვა დანარჩენი პოსტგანგლიური ნეირონები გაბნეულია შინაგანი
ორგანოების ზედაპირზე ან მათ სისქეში და ქმნიან ინტრამულარულ კვანძებს.

პარასიმპატიკური სისტემის გავრცელება პერიფერიაზე სიმპატიკურთან


შედარებით შეზღუდულია. იგი აინერვირებს კუჭნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებს,
გამომყოფ და შარდ-სასქსო ორგანოებს, ფილტვებს, აგრეთვე წინაგულებს, საცრემლე და
სანერწყვე ჯირკვლებს და თვალის კუნთებს.

პარასიმპატიკური სისტემა ხელს უწყობს ორგანიზმს რესურსების აღდგენაში,


აქეთკენ არის მიმართული პარასიმპატიკური ნერვების ეფექტები. ქვეითდება გულის
კუნთის შეკუმშვის რიტმი, ქვეითდება არტერული წნევა, ასევე საჭმლის მომნელებელი
სისტემის სტიმულაცია.

შინაგანი ორგანოების უმრავლესობას ორივე ტიპის ვეგეტატიური ინერვაცია აქვს.


ვეგეტატიური ინერვაციის დანიშნულებაა შინაგან ორგანოებში ნივთიერებათა ცვლის
დონის რეგულაცია, უჯრედთა აგზნებადობის და ავტომატური მოქმედების რეგულაცია.
მაგრამ სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნერვების მოქმედება ერთსა და იმავე
ორგანოზე თითქმის ყოველთვის ანტაგონისტური ანუ ურთიერთსაპირისპიროა.
ანტაგონიზმი აბსოლუტური არ არის, ზოგჯერ ორივე სისტემა ერთი და იგივე
მიმართულებით მუშაობს, მაგ., სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერებას იწვევს
როგორც სიმპატიკური, ისე პარასიმპატიკური ნერვების გაღიზიანება.

აგზნების გადაცემა ვეგეტატიურ სისტემაში ზუსტად იგივე პრინციპით ხდება,


როგორც სომატურში - ქიმიური სინაპსებით.ძირითდ ნეირომედიატპრს წარმოადგენს
აცეტილქოლინი და ნორადრენალინი.

პარასიმპატიკურ სისტემას დაცვით ფუნქციასაც მიაწერენ (მაგ. გუგის შევიწროება


ძლიერი განათებისას)

ვისცერალური ნერვული სისტემის გავლენა ორგანოებზე

ორგანოები სიმპატიკური ნაწილის პარასიმპატიკური ნაწილის


გავლენა გავლენა
თვალი გუგის გაფართოება გუგის შევიწროება

ცრემლის გამოყოფა გავლენას არ ახდენს სტიმულირებს გამოყოფას

საყლაპავი მილი ასუსტებს მოქმედებას აძლიერებს მოქმედებას

კუჭი და ნაწლავები აქვეითებს პერისტალტიკას აძლიერებს პერისტალტიკას


და ტონუსს და ტონუსს

ბრონქების სანათურის
ფილტვები და სუნთქვა ბრონქების სანათურის შევიწროება და ვენტილაციის
გაფართოება და ვენტილაციის დაქვეითება
გაძლიერება
შეკუმშვა
შარდის ბუშტი მოდუნება
არ მოქმედებს
თირკმელი ამცირებს შარდის წარმოქმნას

გული: გახშირება შენელება


რიტმი გაზრდა შემცირება
შეკუმშვის ძალა
ავიწროებს ნაწლავების და ნაწლავის გლუვ და ჩონჩხის
სისხლძარღვები გლუვი კუნთების არტერიებს, კუნთებს უნარჩუნებს მუდმივ
აფართოებს თავის ტვინის და ტონუსს, აქვეითებს სისხლის
ჩონჩხის კუნთების არტერიულ წნევას.
არტერიებს. ზრდის
არტერიულ წნევას.
სეკრეციის გაძლიერება
სეკრეციის გაძლიერება
ჯირკვლები: სეკრეციის შესუსტება სეკრეციის გაძლიერება
ღვიძლი სეკრეციის შესუსტება არ მოქმედებს
სანერწყვე სეკრეციის შესუსტება
კუჭი და ნაწლავები სეკრეციის გაძლიერება
საოფლე
ცენტრალური ნერვული სისტემა.

ზურგის ტვინი. ზურგის ტვინი მოთავსებულია ხერხემლის არხში. მისი სიგრძე


ყოველთვის არ ემთხვევა ხერხემლის არხის სიგრძეს. ზოგიერთ ცხოველში (თევზების
უმრავლესობა, კუდიანი ამფიბიები, ქვეწარმავლები და ფრინველები) ზურგის ტვინი
მთლიანად ავსებს ხერხემლის არხს, ხოლო უკუდო ამფიბიებში და ძუძუმწოვრებში -
მხოლოდ ნაწილობრივ. ყველაზე მოკლე ზურგის ტვინი სამხრეთ ამერიკულ გომბეშოს
(Pipa) აქვს, ხერხემლის მხოლოდ მესამე მალამდე აღწევს. ერთ-ერთ ძვლოვან თევზში
(mola) ზურგის ტვინი საერთოდ არ გამოდის ქალას ღრუდან, ხერხემლის არხი კი
მხოლოდ ნერვულ ბოჭკოებს შეიცავს.

ადამიანში ზურგის ტვინი წელის განყოფილების პირველი მალის ზედა


საზღვრამდე აღწევს. აქ იგი კონუსის ფორმისაა, საიდანაც გამოდის ბოჭკოების კონა -
დასასრული ძაფი.

ადამიანის ზურგის ტვინი 45 სმ სიგრძის და 1სმ დიამეტრის თეთრი ფერის


ზონარია. ცენტრში გადის ზურგის ტვინის არხი, რომელიც ზურგის ტვინის სითხითაა
ამოვსებული. ზურგის ტვინის წინა და უკანა ზედაპირზე არსებობს ორი სიგრძივი ღარი,
რომელიც მას მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად ყოფს.

ზურგის ტვინს შენარჩუნებული აქვს სეგმენტაცია. ისევე როგორც თავის ტვინი


გარედან დაფარულია მენინგიალური გარსით, რომელიც სამი შრისგან შედგება: 1) რბილი
გარსი, იგი უშუალოდ ეკვრის ზურგის ტვინს. 2) სისხლძარღვოვანი გარსი და 3) მაგარი
გარსი, რომელიც მალების ძვლის საზრდელას დერივატია. იგი გარედან ეკვრის მთელს
ცენტრალურ ნერვულ სისტემას და მისგან გამომავალ ნერვებს.

ზურგის ტვინის თითოეულ სეგმენტს გააჩნია ორი წყვილი ფესვი: ერთი წყვილი
ზურგის მხარეს - დორსალური ფესვები და მეორე წყვილი მუცლის მხარეს -
ვენტრალური ფესვები.

დორსალური ფესვები შეიცავს მგრძნობიარე ნერვულ ბოჭკოებს, თითოეულ


სეგმენტთან დაკავშირებული მგრძნობიარე ნეირონების სხეულები თავმოყრილია
ზურგის ტვინის გარეთ და ქმნიან სპინალურ კვანძებს (მალთაშუა კვანძები), რომლებიც
თავსდება ორი მეზობელი მალის განივი მორჩებისგან შექმნილ ღრუში - მალთაშუა
ნაპრალში.

ვენტრალურ ფესვებში გადის მამოძრავებელი ნეირონები. მგრძნობიარე და


მამოძრავებელი ნეირონები ფესვებიდან გამოსვლის შემდეგ სპინალურ კვანძთან
უახლოვდებიან ერთმანეთს და შერეული ნერვის სახით მიემართებიან პერიფერიაზე
მომუშავე ორგანოებისკენ.

ზურგის ტვინის ნერვების რაოდენობა მერყეობს 10-დან (ამფიბიები) 500-მდე


(ქვეწარმავლები), ადამიანის ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წყვილი შერეული ნერვი,
რომელიც ჩონჩხის კუნთებს და ყველა შინაგან ორგანოს უკავშირდება. ზურგის ტვინი არ
არის დაკავშირებული თავის კუნთებთან (თავის კუნთებს აინერვირებს თავის ტვინიდან
გამოსული სომატური ნერვები).

ზურგის ტვინს გააჩნია ორი ძირითადი ფუნქცია: რეფლექსური და გამტარი.


განივ განაკვეთზე ჩანს, რომ ზურგის ტვინის ცენტრში მოთავსებულია რუხი
ფერის პეპლის ფორმის ნივთიერება, რომელსაც გარს აკრავს თეთრი ფერის ნივთიერება.
რუხ ნივთიერებას თითოეულ მხარეზე სამ-სამი წანაზარდი აქვს, რომელსაც რქებს
უწოდებენ. არჩევენ დორსალურ, ვენტრალურ და ლატერალურ რქებს. მთლიან ტვინში ეს
წანაზარდები შესაბამისი სახელწოდების სვეტებს ქმნიან.

რუხი ნივთიერება შეიცავს მრავალ ნერვულ უჯრედს თავისი დენდრიტებით და


აქსონებით. ნეირონების ნაწილი გაფანტულია დიფუზურად, ნაწილი კი ბირთვებშია
თავმოყრილი.

რუხ ნივთიერებაში არსებული უჯრედები ფუნქციის მიხედვით ორ ჯგუფად


იყოფა: მამოძრავებელი და შუამდებარე ნეირონები. მამოძრავებელი უჯრედების
სხეულები ვენტრალურ და ლატერალურ რქებშია, აქსონები კი პერიფერიაზე
უკავშირდებიან ორგანოებს. შუამდებარე ნეირონები სხვადასხვა ფორმის და სიდიდისაა,
მათი სხეულები გაფანტულია მთელს რუხ ნივთიერებაში, აქსონები კი უკავშირდება
მოტონეირონებს ან სხვა შუამდებარე ნეირონებს.

მაშასადამე ზურგის ტვინის რეფლექსური ფუნქცია ძირითადად დაკავშირებულია


რუხ ნივთიერებასთან. აქ გადის ძირითადად მამოძრავებელი რეფლექსების რკალები.
როგორ აღვნიშნეთ, ყველაზე მარტივი მამოძრავებელი რეფლექსია მუხლის (მყესის)
რეფლექსი.

ზურგის ტვინის მოქმედებას თავის ტვინი არეგულირებს, რაც გამტარი გზებით


ხორციელდება. გამტარ ფუნქციას ასრულებს თეთრი ნივთიერება, იგი არ შეიცავს
ნეირონების სხეულებს და მხოლოდ ნერვული ბოჭკოებითაა წარმოდგენილი. თეთრი
ნივთიერება ორი წყვილი ღარით დაყოფილია ლარებად ანუ ბაგირკებად. ლარები
შეიცავენ გრძელ გამტარ გზებს, რომელიც მოიცავს როგორც თავის ტვინისკენ აღმავალ,
ისე თავის ტვინიდან დაღმავალ გზებს. გარდა ამისა, თეთრი ნივთიერება შეიცავს
შედარებით მოკლე ბოჭკოებსაც, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ზურგის ტვინის
სხვადასხვა სეგმენტში არსებულ ნეირონებს. ამიტომაც მათ პროპრიოსპინალურ გზებს
უწოდებენ.

როდესაც რაიმე მიზეზით ზიანდება ზურგს ტვინი და წყდება კავშირი ზურგის და


თავის ტვინს შორის, ქრება იმ რეფლექსების უმრავლესობა, რომელთა რეფლექსური
რკალები გაივლის დაზიანებული უბნის ქვემოთ. ამ მოვლენას სპინალური შოკი ეწოდება.

You might also like