You are on page 1of 15

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ქეთი შავიშვილი; გიორგი


გიორგაძე

მოძრაობათა და მდგომარეობათა ანატომიური საფუძვლები

ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია

საშინაო ნაშრომი

სამეცნიერო ხელმძღვანელი

ასოც. პროფესორი: ნაზიბროლა ცივაძე

ბათუმი - 2022
თავი და ხერხემლის კისრის სეგმენტი
თავის ჩონჩხს წარმოადგენს ქალა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: თვინისა და
სახის ქალად. ტვინის ქალა შედგება თანამოსახელე ძვლებისგან, ხოლო ქალას სახის
ნაწილს სახის ქალას ძვლები. ტვინის ქალა შეიცავს თავის ტვინს და დიდი ხვრელით
ერთვის ხერხემლის არხს. სახის ქალა ასევე შეიცავს საჭმლის მომნელებელ და
სასუნთქ ორგანოთა სისტემების დასაწყის ნაწილებსა და გრძნობის ორგანოებს.
ქალას ძვლები ერთმანეთს უკავშირდებიან ნაკერებით და ხრტილოვანი
შეერთებებით, მაგრამ გამონაკლისია საფეთქლის ძვალი.

ტვინის ქალას ძვლებია: კეფის ძვალი, სოლისებრი ძვალი, შუბლის ძვალი,


ცხავის ძვალი, საფეთქლის ძვალი, თხემის ძვალი, ცრემლის ძვალი.

სახის ქალას ძვლებია: ზედა ყბა, სასის ძვალი, ცხვირის ძვალი, ყვრიმალის
ძვალი, ქვედა ყბა, ცხვირის ზემო ნიჟარა, სახნისი, ენისქვეშა (ინის) ძვალი.

თავის ტვინი არის ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრი. თავის ტვინი


მდებარეობს თავის ქალაში. ის რთული აგებულებისაა. თავის ტვინს დაზიანებისგან
იცავს თავის ქალა და მენინგიალური გარსი, რომელიც მას აკრავს გარედან.
მენინგიალური გარსი შედგება 3 შრისგან: შიგნითა შრე, შუა შრე და გარეთა შრე.
შიგნითა შრე შედგება სისხლძარღვებისაგან, ის ჟანგბადითა და საკვებით ამარაგებს
თავის ტვინს. შუა შრე ელასტიურია და დარტყმისას ამორტიზატორის ფუნქციას
ასრულებს. გარეთა შრე უშუალოდ ეხება ქალას ძვლებს, მაგარი და მტკიცეა. თავის
ტვინი შედგება სხვადასხვა განყოფილებებისაგან, ესენია: მოგძო ტვინი, ხიდი,
ნათხემი, შუა ტვინი, შუამდებარე ტვინი და დიდი ნახევარსფეროები. თავის ტვინში
ასევე გამოყოფენ სამ ნაწილს: უკანა ტვინი, შუა ტვინი და წინა ტვინისგან. უკანა
ტვინი აერთიანებს მოგძო ტვინს, ხიდსა და ნათხემს. წინა ტვინი აერთიანებს
შუამდებარე ტვინსა და დიდ ნახევარსფეროებს. თავის ტვინში, ისევე როგორც
ზურგის ტვინში მოთავსებულია თეთრი და რუხი ნივთიერებები. სწორედ თეთრი
ნივთიერება წარმოქმნის გამტარ გზებს, აკავშირებს თავის ტვინს ზურგის ტვინთან
და აგრეთვე თავის ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან. რუხი ნივთიერება ცალკეული
გროვის (ბირთვის) სახით თეთრი ნივთიერების შიგნით განლაგდება. ასევე რუხი
ნივთიერება გარს ეკვრის დიდ ნახევარსფეროებს, ნათხემს და ქერქს ქმნის. ხიდი და
მოგრძო ტვინი არის ზურგის ტვინის გაგრძელება, რომლებიც არეგულირებენ:
საჭმლის მონელებას, სუნთქვას, გულის მოქმედებას, ასევე უპირობო რეფლექსებს:
ღეჭვას, ყლაპვას, წოვას. აგრეთვე, დამცველობით რეფლექსებს: ცემინებას, ხველას,
გულისრევას, სლოკინსა და ცრემლდენას. საორიენტაციო რეფლექსებს.

ტვინი არის ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც


უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და
უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს.

ნათხემი მდებარეობს მოგრძო ტვინის ზემოთ. ნათხემის ზედაპირი


წარმოდგენილია რუხი ნივთიერებით - ქერქით, რომლის შიგნით თეთრი
ნივთიერებაა. მისი საშუალებით ხდება წონასწორობის კონტროლი. ნათხემის
დაზიანებაა არ წარმოადგენს სასიკვდილო საფრთხეს, მაგრამ თუკი დაირღვა
ადამიანს ახასიათებს არამყარი სიარული და ზედმეტად იქნევს ხელებს და ფეხებს,
უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ა.შ.

შუა ტვინი იგივე, მეზენცეფალონი. ის ჩონჩხის კუნთებს მუდმივად უგზავნის


იმპულსებს და უნარჩუნებს მათ ტონუსს. აქ გადის მხედველობისა და ბგერის
გაღიზიანების საორიენტაციო რეფლექსების რკალები. მაგალითად: ხმის გაგონებაზე
თავისა და სხეულისშებრუნება. ყველა გზა რომელიც დიდ ნახევარსფეროებსა და
ნათხემს აკაშირებს მოგრძო და ზურგის ტვინთან, გაივლის შუა ტვინში. შუა ტვინი
ახორციელებს უპირობო და დამცველობით რეფლექსებს: ოტოლიტების გზით
გაღიზიანებული რეცეპტორები ნერვულ იმპულსებს გადასცემენ ნერვული გზებით,
რომლებიც გადიან შუა ტვინში, ნათხემსა და დიდ ნახევარსფეროების ქერქში.
მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის ტვინის ღეროს, რომელშიც გადის
აღმავალი და დაღმავალი გზები. ტვინის ღეროდან გამოდის თორმეტი წყვილი
ნერვი, ესენია: საყნოსავი ნერვი, მხედველობის ნერვი, თვალისმამოძავებელი ნერვი,
ჭაღისებრი ნერვი, სამწვერა ნერვი, განმზიდველი ნერვი, სახის ნერვი, კარიბჭე-
ლოკოკინას ნერვი, ენა-ხახის ნერვი, ცდომილი ნერვი, დამატებითი ნერვი, ენისქვეშა
ნერვი. ნერვები კავშირს ამყარებს ტვინსა და თავში განლაგებულ გძნობათა
ორგანოებთან, კუნთებთან და ჯირკვლებთან.

შუამდებარე ტვინის მეშვეობით ხდება ყველა რეცეპტორიდან წამოსული


იმპულსების გადაცემა დიდი ნახევარსფეროების ქერქში, რთული მამოძრავებელი
რეფლექსების უმეტესი ნაწილი, როგორიცაა: სიარული, სირბილი, ცურვა, ისინი
დაკავშირებულია შუამდებარე ტვინთან. იგი არეგულირებს: ნივთიერებათა ცვალას,
სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას (ჰომეოსტაზს), საკვების, წყლის
მოხმარების, შიმშილისა და წყურვილის შეგრძნებას, გამოყოფს ბიოლოგიურად
აქტიურ ნივთიერებებს და ამით ჰუმორულ რეგულაციას ახორციელებს.

თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს.


დიდი ნახევარსფეროების ზედაპირი რუხი ნივთიერებებისგან არის წარმოქმნილი.
სწორედ ქერქის ქვეშ არის მოთავსებული თეთრი ნივთიერება, რომლის სისქეში
განლაგებულია ქერქქვეშა ბირთვები. ნახევარსფეროების ზედაპირი არის
დანაოჭებული. ქერქში მოთავსებულია 14 მილიარდამდე. ყოველი ნახევარსფერო
დაყოფილია ღარებით შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ყველაზე
ღრმაა ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს თხემის წილისაგან გამოყოფს და
გვერდითი ღარი, რომელიც საფეთქლის წილს შემოსაღვრავს.

თავის კუნთები

თავის კუნთები იყოფა : სახის ქალას კუნთებად და ტვინის ქალას კუნთებად.

სახის ქალას კუნთები იყოფა: საღეჭ კუნთებად და მიმიკურ კუნთებად.

ტვინის ქალას კუნთები იყოფა: ქალასარქველის კუნთებად და კეფისქვეშა ანუ


ქალას ფუძის კუნთებად. ქალასარქველის კუნთებს მიეკუთვნება: კეფა-შუბლის
კუნთი, ყურის წინა კუნთი, ყურის ზემო კუნთი, ყურის უკანა კუნთი, საფეთქელ-
თხემის კუნთი. კეფისქვეშა კუნთებია: თავის გრძელი კუნთი, თავის წინა სწორი
კუნთი, თავის ლატერალური სწორი კუნთი, თავის დიდი უკანა სწორი კუნთი,
თავის უკანა მცირე სწორი კუნთი, თავის ზედა ირიბი კუნთი , თავის ქვედა ირიბი
კუნთი, თავის სალმუნის კუნთი. ასევე გვაქვს თავის 4 ფასცია: საფეთქლის ფასცია,
საღეჭი ფასცია, ყბა-ყურა ჯირკვლის ფასცია, ლოყა-ხახის ფასცია.

ქალას ძვლებზე არსებობს საღეჭი კუნთების ოთხი წყვილი: საღეჭი კუნთი,


საფეთქლის კუნთი, მედიალური ფრთისებრი კუნთი, ლატერალური ფრთისებრი
კუნთი.

მინიკური კუნთები გამოირჩევა ჩონჩხის სხვა კუნთებისაგან, იმიტომ რომ ის


მიმაგრებულია კანზე, და ამავე დროს სახის ორივე ნახევრის თანამოსახელე
კუნთების უმეტესად ერთდროული და სიმეტრიული შეკუმშვით. მიმიკურ კუნთება
ყოფენ სამ ჯგუფად: თვალის ირგვლივი კუნთები, პირის ნაპრალის ირგვლივი
კუნთები, ცხვირის ირგვლივი კუნთები. თვალის ირგვლივი კუნთებია: წარბია
შემჭმუხნავი კუნთები, სიამაყის კუნთი, თვალის ირგვილივი კუნთი, წარბის დამწევი
კუნთი. პირის ნაპრალის ირგვლივი კუნთებია: პირის ირგვლივი კუნთი, ყვრიმალის
დიდი კუნთი, ყვრიმალის მცირე კუნთი, ზედა ტუჩების ამწევი კუნთი, ზედა ტუჩის
და ცხვირის ფრთის ამწევი კუნთი, პირის კუთხის ამწევი კუნთი, ლოყის კუნთი,
ღიმილის კუნთი, პირის კუთხის დამწევი კუნთი, ქვედა ტუჩების დამწევი კუნთი,
ნიკაპის კუნთი, ნიკაპის განივი კუნთი.
თავი და ხერხემლის კისრის სეგმენტი
კისრის სეგმენტის მალები ხერხემლის სვეტის სხვა სეგმენტებთან შედარებით
პატარებია. მალის ხვრელი სამკუთხა ფორმისაა, სასახსრე მორჩები ირიბი და მოკლეა
სასახსრე ზედაპირები გლუვი ან ოდნავ გამობურცულია. წვეტიანი მორჩები
მიმართულია უკან და თითქმის ჰორიზონტალურად არიან მიმართულნი. განივი
მორჩი შედგება ორი ძვლოვანი ფირფიტისაგან წინ მდებარე ნეკნოვანი მორჩისა და
უკან მდებარე ნეკნ-განივი მორჩისაგან. წინა და უკანა ფირფიტები ერთმანეთს
უერთდება გარეთა ბოლოებით და წარმოქმნიან განივ ხვრელს, რომელშიც გაივლის
ხერხემლის არტერია, ვენა და სიმპატუკური ნერვული წნული. კისრის ბორცვებზე
მოთავსებულია ზურგის ტვინის ნერვის ღრმა ღარი, რომელიც წინა და უკანა
ბორცვებს ყოფს შუაზე. წინა ბორცვი ყველაზე კარგად განვითარებული არის კისრის
მეექვსე მალაზე და მას საძილე ბორცვი ეწოდება.
კისრის სეგმენტი შედგება 7 მალისაგან. ყველაზე გამორჩეული კი 3 მალაა,
ესენია: კისრის პირველი მალა (ატლასი), კისრის მეორე მალა (აქსისი) და კისრის
მეშვიდე მალა (წარზიდული მალა).

კისრის პირველი მალა ატლასი, რომელსაც არ აქვს სხეული და წვეტიანი


მორჩი. ატლასის ხვრელს წინიდან შემოსაზღვრავს წინა რკალი უკნიდან უკანა რკალი
გვერდებიდან კი მსხვილი ძვლოვანი სხეულები. რომლთა ზედაპირზეც
მოთავსებულია სასახსრე ფოსო, რითაც მალა ემაგრება კეფის ძვალს. გარდა ამისა
ატლასს ქვედა მხარეზეც აქვს სასახსრე ფოსო რომლითაც იგი უკავშირდება კისრის
მეორე მალა აქსისს. წინა რკალის წინა ზედაპირზე მოთავსებულია წინა ბორცვი.
უკანა ზედაპირზე კი კბილის ფოსო, რომელიც უკავშირდება კისრის მეორე მალის
კბილს.

კისრის მეორე მალას აქსისის გააჩნია სხეულისგან ზემოთ მიმართული კბილი


და სწორედ ამ კბილის ირგვლივ ბრუნავს ატლასი თავის ქალასთან ერთად.
კისრის მეშვიდე მალა რომელსაც წარზიდულ მალასაც უწუდებენ გააჩნია
გრძელი წვეწტიანი მორჩი, რომელიც ხელით ადვილად ისინჯება, ასვე მას აქვს
განივი მორჩები და განივი ხვრელები რომლებშიც ხერხემლის ვენები გადის.
სხეულის ქვედა ზედაპირზე კი ზოგჯერ შეინიშნება სანეკნე ღრმული.

ხერხემლის მალებს შორის მოთავსებულია თეთრი ფერის ხრტილოვანი


ქსობილი მალთაშუა დისკოები. დისკოები იყოფა ორ ნაწილად პერიფერიულ ანუ
ფიბროზულ რგოლსა და ცენტრალურ რბილ ბირთვად. ფიბროზული რგოლი სამი
(კონცენტრირებული, ირიბი, სპირალისებრი) მიმართულების მქონე ბოჭკოებისგან
წარმოიქმნება, ეს ბოჭკოები თავიანთი ბოლოებით წარმოქმნიან მალების სხეულის
ძვლის საზრდელას. ცენრტრალურად მდებარე რბილი ბირთვი ელასტიურია და
ერთგვარი ზამბარისებრი ფუნქცია გააჩნია, რაც ამორტიზირების უნარს სძენს
ხერხემალს. ის დაკავშირებულია მალის სხეულის ზედაპირებზე არსებულ
ჰიალინურ ხრტილთან. კისრის განყოფილებაში არსებულ ატლასსა და აქსისს შორის
დისკოები არ გვხვდება. კისრის სხვა მალების ზედაპირებზე არსებული დისკოები
წინ უფრო სქელია რათა კისრის მოძრაობისას მაქსიმალურად შეამციროს მალებს
შორის ზეწოლა.

კისრის სეგმენტის სახსრები


კისრის სეგმენტში არსებული სახსრები იწყება ატლას-კეფის სახსარით. ატლას-
კეფის სახსარი წყვილია. იგი წარმოიქმნება ატლასის ზემო სასახსრე ფოსოსა და კეფის
როკების სასახსრე ზედაპირწბის დაკავშირებით. ატლას-კეფის სახსარი
კომბინირებული სახსარია და მისი ფორმისგან გამომდინარე მიეკუთვნება ელიფსურ
სახსრებს. მარჯვენა და მარცხენა სახსარში, რომელთა სასახსრე ჩანთებიც ცალ-
ცალკეა განლაგებული, მოძრაობა ხდება ერთდროულად ამიტომაც ისინი
წარმოქმნიან კომბინირებულ სახსარს. აქედან გამომდინარე შესაძლებელი ხდება
თავის წინ და უკან გადახრა, ნაწილობრივ გვერდებზე მობრუნებაც კი. ატლას-
კეფისსახსარი კომბინირებული სახსარია და მისი ფორმისგან გამომდინარე
მიეკუთვნება ელიფსურ სახსრებს. მარჯვენა და მარცხენა სახსარში, რომელთა
სასახსრე ჩანთებიც ცალ-ცალკეა განლაგებული, მოძრაობა ხდება ერთდროულად
ამიტომაც ისინი წარმოქმნიან კომბინირებულ სახსარს. აქედან გამომდინარე
შესაძლებელი ხდება თავის წინ და უკან გადახრა, ნაწილობრივ გვერდებზე
მობრუნებაც კი. ატლას-კეფის სახსარს ამაგრებს ატლას-კეფის წინა და უკანა აპკები.

ატლას-კეფის წინა აპკი მოთავსებულია კეფის დიდი ხვრელის წინა კიდესა და


ატლასის რკალის ზემო კიდეს შორის. ასევე შეზრდილია წინა გასწვრივი იოგის
ბოლოსთან. ატლას-კეფის უკანა აპკი კი მოთავსებულია ატლასის უკანა რკალის
ზემო კიდესა და კეფის დიდი ხვრელის უკანა კიდეს შორის. ასევე აპკის წინა მხარეს
არის ხვრელები, რომლებშიც გაივლიან ნერვები და სისხრძარღვები.
ატლასისა და აქსისის შესახსრებისას იქმნება სამი სახის სახსარი:ორი წყვილი
და ერთი კენტი სახსარი. აქსისის ზემო სასახსრე ზედაპირისა და ატლასის ქვემო
სასახსრე ზედაპირების შეერთებისას იქმნება ატლას-აქსისის გვერდითი სახსარი,
რომელიც მიეკუთვნება ნაკლებად მოძრავ სახსართა ჯგუფს. რადგანაც მისი სასახსრე
ზედაპირი ბრტყელი და თანაბარია. ატლას-აქსისის სახსარი კომბინირებული
სახსარია. ასევე ეს სახსარი ეხმარება ატლასს სამივე ღერძის ირგვლივ მოძრაობაში.
ატლასის კბილის ფოსოს უკანა ზედაპირისა და აქსისის კბილს შორის იქმნება
ატლას-აქსისის შუა სახსარი. ასევე კბილის უკანა სასახსრე ზედაპირი ესახსრება
ატლასის განივ იოგს. ეს სახსრები მიეკუთვნება ცილინდრული სახსრების ჯგუფს. ამ
სახსრებით შესაძლებელი ხდება თავის მიბრუნება მარჯვნივ და მარცხნივ ატლასთან
ერთად.

კისრის კუნთები
კისრის კუნთები ფარავენ ერთმანეთს და უზრუნველყოფენ კისრის მოძრაობას.
კისრის კუნთები იყოფა სამ ჯგუფად: ზედაპირულ, შუა და ღრმა ჯგუფის კუნთებად.
ზედაპირული კუნთების ჯგუფში გვაქვს ორი კუნთი, კისრის კანქვეშა კუნთი და
მკერდ- ლავიწ-დვრილისებრი კუნთი. შუა ჯგუფის კუნთებში გვხვდება ინის ძვლის
ზემოთ და ინის ძვლის ქვემოთ მდებარე კუნთები. ღრმა ჯგუფის კუნთები საკუთრივ
იყოფა ორ ჯგუფად ლატერალური და ხერხემლის წინა ჯგუფის კუნთებად.
კისრის ზედაპირული ჯგუფის პირველი კუნთი არის კისრის კანვეშა კუნთი,
რომელიც მოთავსებულია კისრის კანქვეშ და მჭიდროდ უკავშირდება მას.
კუნთოვანი კონები იწყება მკერდის მიდამოდან გაუვლის ლავიწს და სრულდება
ქვედა ყბის კიდესთან. ამ კუნთის ფუნქციაა დაჭიმოს კისრისა და მკერდის კანი,
ქვევით ჩამოსწიოს ნიკაპი. მეორე მკერდ-ლავიწიდვრილისებრი კუნთი მდებარეობს
კისრის კანქვეშა კუნთის უკან, ის წარმოდგენილია მსხვილი კუნთოვანი ჭიმის სახით,
რომელიც სპირალისებრად და ირიბად კვეთს კისრის მიდამოს მკერდ-ლავიწის
შენაწევრებიდან დვრილისებრი მორჩისკენ. ამ კუნთის სრული შეკუმშვისას ხდება
თავის უკან გადახრა და ცოტათი წინ წამოწევა, ერთ მხარეზე შეკუმშვისას კი თავი
გადაიხრება შეკუმშული კუნთის მხარეზე ხოლო სახე კი მოპირდაპირე მხარეს
მობრუნდება.
კისრის შუა ჯგუფის კუნთები იყოფა ორ ნაწილად ინის ძვლის ზემოთ და
ქვემოთ მდებარე კუნთებად. ზემოთ მდებარე კუნთების ჯგუფში შედის: ორმუცელა,
სადგის-ინის, ყბა-ინის და ნიკაპ-ინის კუნთები. ორმუცელა კუნთს აქვს ორი მუცელი
რომლებიც ერთმანეთთან მყესით არიან დაკავშირებულნი. ამ კუნთის მოქმედებისას
ქვედა ყბა იწევა ქვევით ხოლო ქვედა ყბის გაგრებისას ინის ძვალი იწევა ზემოთ.
სადგის-ინის კუნთს აქვს თხელი მუცელი, იწყება ინის ძვლის სხეულიდან და
უერთდება საფეთქლის ძვლის სადგისისებრ მორჩს. მისი მოქმედება იწვევს ინის
ძვლის უკან ზემოთ და გარეთ გადაადგილებას. ყბა-ინის კუნთი სამკუთხა ფორმის
ბრტყელი კუნთია, ის ინის ძვალს სწევს წინ და ზემოთ, ინის ძვლის დაფიქსირებისას
კი მონაწილეობას ღებულობს ქვედა ყბის დაწევაში. ინის ძვლის ზემოთ მდებარე
ბოლო კუნთი არის ნიკაპ-ინის კუნთი, ის იწყება ნიკაპის წვეტიდან და სრულდება
ინის ძვლის წინა ზედაპირთან და ასრულებს იგივე ფუნქციას რასაც ყბა-ინის კუნთი.
ინის ძვლის ქვემოთ 5 კუნთი მდებარეობს მკერდ-ინის, მკერდ-
ფარისებრი, ფარ-ინის, ფარისებრი ხრტილის ამწევი და ბეჭ-ინის კუნთები.
მკერდ-ინის კუნთი თხელი და ბრტყელი კუნთია და სწევს ინის ძვალს ქვევით.
მკერდ-ფარისებრი კუნთიც ბრტყელი კუნთია, მოთავსებულია მკერდ-ინის
კუნთის უკან იწყება პირველი ნეკნის ხრტილიდან და უკავშირდება ხორხის
ხრტილს. მისი შეკუმშვისას ხორხი იწევა ზევით. ფარ-ინის კუნთი არის მკერდ-
ფარისებრი კუნთის გაგრძელება, ის ინის ძვალს უახლოებს ხორხს და მისი
გამაგრებისას ზემოთ სწევს ხორხს. კისრის შუა ჯგუფის კუნთების ბოლო
კუნთია ბეჭ-ინის კუნთი, ფორმით გრძელია და აქვს ორი მუცელი, რომლებიც
მყესით უერთდებიან ერთმანეთს და შეზრდილია კისრის ნერვულ
სისხლძარღვოვან კონასთან.
როგორც ზემოთ აღვნიშნე კისრის ღრმა ჯგუფის კუნთები იყოფა ლატერალურ
და ხერხემლის წინა კუნთებად. ლატერალური ჯგუფის კუნთებია: წინა, შუა და უკანა
კიბისებრი კუნთები. წინა კიბისებრი ნეკნი იწყება მესამე ან მეოთხე მალებიდან და
სრულდება პირველი ნეკნის წინა ბორცვზე, როდესაც ხერხემალი გამაგრებულია ეს
კუნთი პირველ ნეკნს სწევს ზემოთ. შუა კიბისებრი კუნთი იწყება კისრის ზედა
მალებიდან და სრულდება პირველი ნეკნის ზედა ზედაპირზე. ხერხემლის
გამაგრების შემთხვევაში ზემოთ სწევს პირველ ნეკნს, გულმკერდის გამაგრების
შემთხვევაში კი ხერხემლის კისრის სეგმენტს ხრის წინ. უკანა კიბისებრი კუნთი
იწყება კისრის მეხუთე მეექვსე მალების ბორცვებიდან და უკავშირდება მეორე ნეკნის
გარეთა ზედაპირს. მაშინ როცა ხერხემალი გამაგრებულია ზემოთ სწევს მეორე ნეკნს,
გულმკერდის გამგრებისას კი კუნთის ორმხრივი შეკუმშვისას ხდება კისრის ნაწილის
წინ გადახრა,

ხერხემლის წინა ჯგუფი შედგება 4 კუნთისაგან: თავის გრძელი, კისრის


გრძელი, თავის წინა სწორი და თავის ლატერალურუ სწორი კუნთებისაგან. თავის
გრძელი კუნთი იწყება კისრის მესამე მეოთხე მალების ბორცვებიდან და
უკავშირდება ხახის ბორცვს. მისი შეკუმშვისას თავი და კისრის ნაწილი წინ იწევა.
კისრის გრძელი კუნთი იწყება ატლასის გვერდითი ნაწილიდან და ასე გვერდულად
გრძელდება გულმკერდის მესამე ან მეოთხე მალამდე. მისი მოქმედებისას კისერს
ხრის წინ და თავის მხარეს. თავის წინა სწორი კუნთი მოკლე კუნთია. ცალმხრივი
შეკუმშვისას თავს ხრის მისკენ, ორმხრივი შეკუმშვისას კი თავს ხრის წინ. თავის
ლატერალური სწორი კუნთი კბატის ფორმის კუნთია იწყება კეფის ძვლის საუღლე
მორჩიდან და უკავშირდება ატლასის ნეკნ-განივი მირჩის პერიფერიას და იმეორებს
თავის სწორი კუნთის ფუნციას.

You might also like