You are on page 1of 4

სახის ქალა

კრანიოლოგია- დარგი რომელის თავის ქალას შეისწავლის.

თავის ქალა იყოფა ორ ნაწილად: სახის ქალა და ტვინის ქალა.

ტვინის ქალა (cranium cerebralae) - მოთავსებულია ტვინი.

სახის ქალა (cranium visceralae) - სახის ქალაში არსებული ფოსოებიდან და ღრუებიდან


იწყება შინაგანი ვისცერალური ორგანოები (საჭმლის მომნელებელი - პირის
ღრუდან, სასუნთქი - ცხვირის ღრუდან).

სახის ქალაში სხვადასხვა ინდივიდუალური ძვალია, რომლებიდანაც პირველია


ცხვირის ძვალი.

ცხვირის ძვალი (os nasalis)


ცხვირის ძვალი წყვილი ძვალია, რომელიც ერთმანეთს ბრტყელი ნაკერით
უკავშირდება შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილს.

ცხვირის ძვალი ასევე უკავშირდება ზედა ყბის შუბლის მორჩს, ხოლო თავისუფალი
კიდით ცხვირის ხრტილოვან ნაწილს.

ზედა ყბა (maxilla)


1. ზედა ყბა წყვილი ძვალია, რომელიც ერთმანეთთან შუაში ნაკერითაა
დაკავშირებული.

2. ზედა ყბას გააჩნია სხეული (corpus)

3. ზედა ყბას აქვს 4 წარზიდული მორჩი: 1. შუბლის (processus frontalis), 2. ყვრიმალის


(processus zugomaticus) 3. სასის (processus palatinus) 4. საკბილე (processus alveolaris).

4. ზედა ყბა ჰაეროვან ძვლებს მიეკუთვნება, რადგან მისი სხეულის სისქეში კარგად
გამოხატული ჰაეროვანი წიაღია (sinus maxilaris). ეს წიაღი ზედა ყბის ნაპრალით (hiatus
maxillaris) დაკავშირებულია ცხვირის ღრუსთან.

5. ზედა ყბას გააჩნია 4 ზედაპირი: წინა, საფეთქელქვედა, თვალბუდისმხრივი,


ცხვირისკენა.

წინა ზედაპირი - გვაქვს თვალბუდის ქვედა კიდე (margo infraorbitalis), თვალბუდის


ქვედა ხვრელი (foramen infraorbitalis), რომელიც ნერვებისთვის და
სისხლძარღვებისთვის გვჭირდება და ეშვის ფოსო (fossa canina).
საფეთქელქვედა ზედაპირი - აქ არის მოთავსებული ბორცვი (tuber maxillae) და
ალვეოლური ხვრელები (foramina alveolaria), რომლებშიც გაივლის ზედა ყბის კბილთა
სისხლძარღვები და ნერვები.

ცხვირისკენა ზედაპირი - გვაქვს ქედი, საცრემლე ღარი და ზედა ღბის წიაღის


ხვრელი. ეს ზედაპირი ქმნის ცხვირის ღრუს ლატერალურ კედელს.

თვალბუდისმხრივი ზედაპირი - აქ ვხვდები თვალბუდის ქვედა ღარს.

6. ალვეოლური მორჩის მთელ სიგრძეზე განლაგებულია კბილბუდეები (alveoli


dentales), რომლებიც ერთმანეთისგან ძგიდეებითა გაყოფილი (septa interalveolaria) და
კბილბუდეთა შემაღლებებს (juga alveolaria) ქმნიან.

7. შუბლის მორჩზე გვაქვს როგორც ცხავის და წინა საცრემლე ქედი, ასევე საცრემლე
ნაჭდევი.

8. სასის მორჩი ქმნის მაგარ სასას და უკავშირდება სასის ძვლის ჰორიზონტალურ


ნაწილს.

ქვედა ყბა (mandibula)


1. ქვედა ყბას გააჩნია სხეული (corpus mandibulae).

2. ქვედა ყბაზე არის ალვეოლური მორჩი (processus alveolaris), სადაც გვაქვს


კბილბუდეთა ქვედა რკალი. აქაც ვხვდებით კბილბუდეებს, ხოლო მათ შორის
ძგიდეებს. ალვეოლური ნაწილის გარეთა ზედაპირზე კი კბილბუდეთა შემაღლებებია
(juga alveolaria).

3. სხეულის შიგნიდან არის ორმუცელა ფოსო (fossa digastrica), სადაც ორმუცელა კუნთი
თავსდება. ასევე ვხვდებით ყბისქვეშა ჯირკვალს და ყბაინის კუნთის დასაწყისს .
თვითონ ყბაინის კუნთი ქმნის პირის ღრუს დიაფრაგმას.

4. ქვედა ყბას გააჩნია ტოტი, რომელზეც გვირგვინოვანი (processus coronaideus) და


როკისებრი (processus condilaris) მორჩია.

როკისებრი მორჩი უკავშირდება საფეთქლის ძვალს და წარმოქმნის საფეთქელ-


ქვედაყბის სახსარს, რომელიც კომბინირებული სახსარია. როკისებრ მორჩს ასევე
აქვს თავი, ყელი და მყისებრი ჩაღრმავება.

5. ტოტსა და სხეულს შორის გვხვდება კუთხე, რომელსაც კუნთების მისამაგრებლად


როგორც გარეთ, ასევე შიგნიდან გააჩნია ხორკლები: გარედან საღეჭი (tuberositas
masseterica), ხოლო შიგნიდან ფრთისებრი ხორკლი (tuberositas pterygoidea).

6. ქვედა ყბას გააჩნია ხვრელი, რომელიც გრძელდება ქვედა ყბის არხში და


მთავრდება ნიკაპის ხვრელით. თუ ამ არხში რაიმე ნერვი ან არტერია შეიჭრება, იგი
ნიკაპის ხვრელით გარეთ გამოვა. მათ ნიკაპის ნერვი და ნიკაპის არტერია
ეწოდებათ.
სასის ძვალი (os palatinum)
სასის ძვალი შედგება ორი ფირფიტისგან: ჰორიზონტალური და
პერპენდიკულარული.

1. პერპენდიკულარულ ფირფიტაზე გვაქვს თვალბუდის მორჩი და სოლისებრი


მორჩი. მათ შორის არის სოლისებრ-სასის ნაჭდევი, რომელიც ებჯინება სოლისებრ
ძვალს და კრავს სოლისებრ-სასის ხვრელს. ამ ხვრელის ფრთა-სასის ფოსოდან
ცხვირის ღრუში შედის სოლისებრ-სასის არტერია.

2. ჰორიზონტალურ ფირფიტაზე გვაქვს გარკვეული ქედები მაგალითად ცხვირის


ქედი, რომელიც ცხვირის უკანა წვეტით მთავრდება. ჰორიზონტალური ფირფიტა
ზედა ყბის სასის მორჩთან ქმნის მაგარ სასას.

3. პირამიდულ მორჩზე შეგვიძლია ვიპოვოთ სასის დიდი ღარი. დიდი და მცირე ღარი
გვჭირდება თანამოსახელე სისხლძარღვებისათვის.

ყვრილმალის ძვალი (os zygomaticum)


1. ყვრიმალის ძვალს გააჩნია შუბლის მორჩი და საფეთქლის მორჩი.

2. ყვრიმალის ძვალს გააჩნია 3 ზედაპირი: სახის (ლატერალური), თვალბუდის და


საფეთქლის.

3. ყვრიმალის ძვალს გააჩნია ხვრელები, რომლებიც თანამოსახელე ნერვებისა და


სისხლძარღვებისთვისაა საჭირო. ესენია: ყვრიმალ-სახის, ყვრიმალ-საფეთქლისა
და ყვრიმალ-თვალბუდის.
წარმატებები <333

ვ.ბ

You might also like