You are on page 1of 3

თვალის აგებულება

ადამიანს აქვს 5 გრძნობის ორგანო: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოვნების, კან-კუნთოვანი


მგრძნობელობის.

თვალის კაკალს-სფეროსებრი ფორმა, თვალბუდის კედლიდან გამოსული კუნთები თვალის კაკლის


ზედაპირს ემაგრება და ამოძრავებს მას.

მხედველობის ორგანო - თვალი მოთავსებულია ქალას თვალბუდეში. მას იცავს წამწამები,


ქუთუთოები და წარბები. საცრემლე ჯირკვალი-დამცველობითი ორგანო, გამოყოფს ცრემლს რომელიც
თვალს იცავს გამოშრობისგან და მიკრობებისგან, ათბობს მას და ჩამორეცხავს მტვრის ნაწილაკებს

თვალი 3 გარსისგან შედგება: სკლერა (ცილოვანი გარსი) ანუ თეთრი გარსი, სისხლძარღვოვანი გარსი
და ბადურა.

სკლერა (ცილოვანი გარსი) წინა ნაწილში გადადის გამჭვირვალე რქოვანაში. რქოვანა და სკლერა
თვალს იცავს დაზიანებისაგან. რქოვანა ადვილად ატარებს სხივებს.

სისხლძარღვოვანი გარსი სკლერის შიგნით მდებარეობს. იგი თვალს აწვდის საკვებ ნივთიერებებს და
ჟანგბადს. წინა ნაწილში სისხლძარღვოვანი გარსი გადადის ფერად გარსში. თვალის ფერს პიგმენტი
მელანინი განსაზღვრავს. მისი მცირე კონცენტრაციისას თვალი ცისფერია, მაღალი კონცენტრაციისას -
ყავისფერი ან შავი.

ფერადი გარსის შუაში არის ხვრელი - გუგა. ის ატარებს სინათლის სხივებს თვალში. დღისით გუგა
ვიწროვდება, ღამით - ფართოვდება. გუგის ხვრელი შავია, იმიტომ რომ მასში ჩანს სისხლძარღვოვანი
გარსის შიგნითა ზედაპირზე არსებული პიგმენტი მელანინი.

გუგის უკან გამჭვირვალე ბროლია. ორმხრივამოზნექილი, წამწამოვანი კუნთების საშუალებით


ბროლი ფორმას იცვლის. იგი სინათლის სხივებს გარდატეხს და ჩვენს წინ მდებარე საგნებს აპატარავებს
და 1800 - ით ატრიალებს.

ბროლის უკან მინისებრი სხეულია, რომელიც ამოვსებულია ცილოვანი ნივთიერებით და თვალს


ფორმას უნარჩუნებს.

ორი ძირითადი ნაწილი : 1.ოპტიკური სისტემა-სხივებს გარდატეხს, და ახდენს განოსახულების


ფოკუსირებას (რქოვანა და ბროლი), 2.შუქმიმღები ნაწილი- გამოსახულება მიიღება (ბადურა)

დაპატარავებული და ამოტრიალებული გამოსახულება ბადურაზე ფიქსირდება. ბადურა ორი სახის


რეცეპტორებს შეიცავს: ჩხირებს და კოლბებს. ჩხირები მცირე განათებაზეც ღიზიანდება, მაგრამ ფერებს
ვერ არჩევს. კოლბები - ძლიერ განათებაზე რეაგირებს და არჩევს საგნის ფერებს და უმცირეს ფორმებს.
თვალში არის 125 მილიონი ჩხირი და 6 მილიონი კოლბა.

ბადურა უამრავ ნეირონს შეიცავს, მათი და ფოტორეცეპტორების გრძელი მორჩების ერთობლიობა


მხედველობის ნერვს ქმნის. იგი გაივლის თვალის გარსებს, გადის თვალის კაკლიდან და თავის ტვინის
ქერქის მხედველობის ზონისაკენ ( კეფის ნაწიში) მიემართება

საგნის მკაფიოდ დასანახად გამოსახულება ბადურაზე უნდა ფოკუსირდეს. როცა გამოსახულება


შორსაა ბროლი ბრტყელდება. ახლომდებარე საგნების ყურებისას ბროლი ამოიბურცება. ბროლის
სიმრუდის ცვლილებას აკომოდაცია ეწოდება.
ახლომხედველ ადამიანს ბროლი ზედმეტად ამობურცული აქვს, გამოსახულება ბადურამდე
ფოკუსირდება და სჭირდება ორმხრივ ჩაზნექილ ლინზებიანი სათვალე. შორსმხედველი ადამიანის
ბროლი თითქმის ბრტყელია, გამოსახულება ბადურის უკან ფოკუსირდება და სჭირდება ორმხრივ
ამოზნექილ ლინზებიანი სათვალე.

ბადურაზე არის ბრმა ხალი და ყვითელი ხალი. ბრმა ხალი მდებარეობს ბადურიდან მხედველობის
ნერვის გამოსვლის ადგილას, სადაც არ არის რეცეპტორები და იქ მოხვედრილ გამოსახულებას ვერ
ვხედავთ. ყვითელი ხალი მდებარეობს გუგის პირდაპირ, სადაც ძალიან ბევრი კოლბებია თავმოყრილი
და იქ მოხვედრილი გამოსახულება ყველაზე მკვეთრად ჩანს.

თვალზე დაცემული სინათლის სხივი გაივლის შემდეგ ორგანოებს: რქოვანა, ნამი ანუ სითხე, გუგა,
ბროლი, მინისებრი სხეული, ბადურა, მხედველობის ნერვი, კეფის წილი.

სმენის ორგანოს აგებულება და ფუნქციები

სმენის ორგანო-ყური გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან შედგება.

გარეთა ყური-ყურის ნიჟარა და გარეთა სასნმენი მილი. ყურის ნიჟარა იჭერს ბგერებს და გარეთა
სასმენი მილისკენ აგზავნის.

მილისა და შუა ყურის საზღვარზე მდებარეობს თხელი შემაერთებელქსოვილოვანი მემბრანა-დაფის

აპკი, რომელიც ბგერითი ტალღების ზემოქმდებით ირხევა.

შუა ყური- დაფის აპკის უკან მდებარეობს. იქ ერთმანეთთან დაკავშირებული სამი სასმენი ძვალი:
ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი. ეს ძვლები ბგერით ტალღებს გადასცემს თანმიმდევრობით: დაფის აპკი-
ჩაქუჩს, ჩაქუჩი-გრდემლს, გრდემლი-უზანგს, უზანგი-აპკს, აპკი-ოვალურ სარკმელს(საზღვარს შიგნითა
ყურში შემავალი ხვრელი)

შუა ყური ხახასთან წვრილი მილით- სასმენი ლულითაა შეერთებული(ევსტაქის ლულა) ამ მილის
საშუალებით შუა ყურშუ ხახიდან შედის ჰაერი, რის გამოც დაფის აპკზე ორივე მხრიდან ერთნაირი
ატმოსფერული წნევა მოქმედებს.

სასმენი ლულიდან შუა ყურში შესაძლებელია მიკრობების შეღწევა, რაც ზოგჯერ ინფექციებს იწვევს.

შიგნითა ყური- საფეთქლის ძვლის სიღრმეშია მოთავსებული. იგი ერთმანეთთან დაკავშირებული,


სითხით ავსებული, არხებისა და ღრუების რთული სისტემაა--ძვლოვანი ლაბირინთი
ნახევარრკალოვანი არხები, ლოკოკინა, ოვალური სარკმელი.

აპკოვანი ლაბირინთი ძვლოვანის შიგნითაა აკრული და მის ფორმას იმეორებს. აპკოვანი სითხითაა
ამოვსებული. სმენასთან დაკავშირებული ნაწილი სპირალურად არის დახვეული- ლოკოკინა.

ლოკოკინას არხს გასწვრივ მთელ სიგრძეზე აპკისებრი მემბრანა გასდევს რომელი მას ორ სართულად
ყოფს. ამ ტიხრის ნაწილი სხვადასხვა სიგრძის მქონე სიმებივით დაჭიმული უწვრილესი ბოჭკოებისგან
შედგება. ბოჭკოებზე სმენითი რეცეპტორებია განლაგებული.ისინი ბგერითი ტალღებით ღიზიანდება.
ბგერითი ტაღები გარემოდან სასმენი მილის გავლით დაფის აპკზე ხვდება, დაფის აპკზე წარმოქმნილი
რხევები სასმენ ძვლებს- ჩაქუჩს, გრდემლს და უზანგს გადაეცემა, შემდეგ ოვალურ სარკმელს, ოვალური
სარკმლიდან კი ლოკოკინის შიგნით არსებულ სითხეს. ამ სითხის რხევა სმენით რეცეპროტებს
აღიზიანებს და ააგზნებს მათ. აგზნება სმენის ნერვის მეშვეობით თავის ქერქის საფეთქლის წილში
შესატყვის უბანს გადაეცემა, სადაც ხდება ბგერის ხასიათის, სიძლიერისა და სიმაღლის გარჩევა.

წონასწორობის გრძნობა:

ჩვენი სხეულის ნებისმიერ მდგომარეობას და მის ყოველგვარ ცვლილებებს წონასწორონის გრძნობათა


ორგანოებით ანუ კარიბჭის აპარატით აღვიქვამთ (ვესტიბულარული აპარატი). შიგნითა ყურის
ლაბირინთშია მოთავსებული. ლოკოკინის გა რდა ორი პატარა პარკი- მრგვალი და ოვალური და სამი
ნახევარრკალოვანი არხი არის განლაგებული.

You might also like