You are on page 1of 2

თავის ტვინის ნერვები

თავის ტვინის 12 წყვილი ნერვი იყოფა სამ ჯგუფად:

 მგრძნობელობის - 3 წყვილი
 მამოძრავებელი - 5 წყვილი
 შერეული - 4 წყვილი

1. ყნოსვის ნერვი - nervus olfactorius

იწყება ცხვირის ღრუს გასავალის ლორწოვანში. მისი უჯრედები მოთავსებულია


პერიფერიაზე და არა კვანძში. ყნოსვის გამტარი გზა შედგება სამი ნეირონისაგან:
პირველი ნეირონი, ყნოსვის ბიპოლარული უჯრედები მოთავსებულია ლორწოვან
საფარველში, პერიფერიული მორჩი მოთავსებულია ლორწოვანი გარსის
ზედაპირზე, ხოლო ცენტრალური კი უმიელინოა. ცენტრალური მორჩების
გაერთიანება ქმნის ყნოსვის ნერვს. ყნოსვის პირველადი ცენტრებ მდებარეობს
ტვინის წინა დახვრეტილ სუბსტანციაში. ყნოსვის სრულ მოშლას ანოსმია
ეწოდება. ცალმხრივი დაზიანების დროს არ ზიანდება მთლიანად ყნოსვა.

2. მხედველობის ნერვი - nervus optici

იწყება თვალის კაკლის ფსკერზე განლაგებული მხედველობის უჯრედებისგან,


რომლებიც თვალის ბადურა გარსს ქმნის. მხედველობის ნერვი 5-6 სმ სიგრძისაა,
მისი დიამეტრი 4 მმ-ის ტოლია. მარჯვენა და მარცხენა ნერვები თანდათან
უახლოვდება ერთმანეტშ და მათი გაერთიანებით იქმნება მხედველობის
ჯვარედინი, რომელიც თანამოსახელე ღარშია მოთავსებული. მხედველობის
ჯვარედინის შემდეგ თითოეულ მხარეზე იქმნება ლატერალური და მედიალური
ბოჭკოების ერთობლიობა ,,მხედველობის ტრაქტი“. იგი მიემართება უკან და
გარეთ, შემოუვლის რუხ ბორცვს და შეიჭრება ლატერალური დამუხვლილ
სხეულში. აღნიშნული ბოჭკოები უკავშირდება თვალის მამოძრავებელი ნერვების
ბირთვებს და განაგებს თვალის მამოძრავებელი, გუგის მომჭერი და წამწამოვანი
კუნთების ინერვაციას. მხედველობის ნერვის იმპულსების სრული გატარების
შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება სიბრმავე.

3. თვალის მამოძრავებელი ნერვი - nervus oculomotorius

თვალის მამოძრავებელ ნერვებს აქვს 5 ბირთვი: 2 წყვილი და ერთი კენტი. ეს


ბირთვები იმპულსებს იღებს რივე ჰემისფეროდან, ამიტომ
კორტიკონუკლეარული გზის ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაში არ ზიანდება
ნერვის ფუნქცია. თვალის მამოძრავებელი ნერვი იწყება ტვინის წყალსადენის
ძირში მდებარე თანამოსახელე ბირთვიდან და მოთავსებულია თვალბდეში. აქ ის
იყოფა ორ კონად, ზემო და ქვემო.

4. ჭაღისებრი ნერვი - nervus trochlearis

მამოძრავებელი ნერვია, რომელიც კრანიალურ ნერვებს შორის ყველაზე წვრილია,


ამიტომაც მარტივი ფუნქცია აქვს. იგი იწყება შუა ტვინის წყალსადენის ძირში
თანაოსახელე ბირთვებიდან. მოჩანს ტვინის ფუძეზე სამწვერა ნერვის წინ.
აინერვირებს თვალის ზემო ირიბ კუნთს. ჭაღისებრი ნერვის დაზიანებისას
ადამიანს აღენიშნება გაორება, რომელიც გამოხატულია უმატეს შემთვევაში,
მხოლოდ ქვემოთ ცქერისას.

You might also like