You are on page 1of 64

კრანიალური ნერვების

კლინიკური ანატომია
I – ყნოსვის ნერვები – N. olfactorii– ყნოსვა;

II – მხედველობის ნერვი – N. opticus – მხედველობა;

III – თვალის მამოძრავებელი ნერვი – N. oculomotorius; IV – ჭაღისებრი


ნერვი – N. trochlearis; VI – განმზიდველი ნერვი – N. abducens – თვალების
მოძრაობა; III – გუგის მომჭერი კუნთისა და წამწამოვანი კუნთის
პარასიმპათიკური ინერვაცია (გუგის შევიწროება, აკომოდაცია);

V – სამწვერა ნერვი – N. trigeminus – ღეჭვა, თავის წინა ნახევრის


მგრძნობელობა;

VII – სახის ნერვი – N. facialis– სახის გამომეტყველება – მიმიკური კუნთების


მოძრაობა; გემოვნება, ნერწყვისა და ცრემლის გამოყოფა;

VIII – კარიბჭე-ლოკოკინის ნერვი – N. vestibulocochlearis – სმენა,


წონასწორობის ბალანსი;

IX – ენა-ხახის ნერვი – N. glossophatingeus – გემოვნება, ნერწყვის გამოყოფა,


ყლაპვა, საძილე გორგალისა და საძილე სინუსის მეთვალყურე;

X – ცთომილი ნერვი – N. vagus – გემოვნება, ყლაპვა, რბილი სასის დაშვება,


ლაპარაკი, გულმკერდ-მუცლის ორგანოების დამაკავშირებელი;

XI – დამატებითი ნერვი – N. accessorius – თავის ბრუნვა, ბეჭის დაშვება;

XII – ენისქვეშა ნერვი – N. hypoglossus – ენის მოძრაობა.


• 12 წყვილი კრანიალური ნერვი და მათი ბირთვები განაწილებულია თანაბრად ტვინის ღეროს სამ ნაწილს
შორის (1,2,3,4 წყვილი ნერვების ბირთვები განლაგებულია შუა ტვინში; 5,6,7,8 წყვილი ნერვების ბირთვები –
ხიდში; 9,10,11,12 წყვილი ნერვების ბირთვები – მოგრძო ტვინში).

• სინამდვილეში ეს მაინც და მაინც ზუსტი არ არის. პირველი და მეორე წყვილი ნერვების ბირთვები
მოთავსებულია შუა ტვინში, მაგრამ უფრო როსტრალურად, შუამდებარე ტვინთან ახლოს.

• მიუხედავად იმისა, რომ მე-5 წყვილი ნერვის ყველა „განაყოფი” შედის ხიდში, მისი მგრძნობიარე ბირთვები
ვრცელდება შუა ტვინიდან ზურგის ტვინამდე; მე-8 წყვილი ნერვის ბირთვები განლაგებულია არა მარტო
ხიდში, არამედ მოგრძო ტვინშიც; მე-7 წყვილი ნერვის ბირთვები თავსდება ხიდში და მოგრძო ტვინში
(სურათზე ეს გამონაკლისები მე-5, მე-7 და მე-8 წყვილი ნერვებისათვის მითითებულია ფრჩხილებში).

სურ. თავის ტვინის ნერვების ბირთვების განთავსება შუა ტვინში, ხიდსა და მოგრძო ტვინში
• ჩვეულებრივ, კრანიალური ნერვები გამოდიან ვენტრიკულური
სისტემის წინ, ტვინის ღეროს ვენტრალური მხრიდან და არ გადადიან
საწინააღმდეგო მხარეს ტვინის ღეროდან გამოსვლის შემდეგ. მხოლოდ
ერთი, კლინიკურად მნიშვნელოვანი გამონაკლისი არის მე-4 წყვილი
ნერვი, რომელიც თავის ტვინის ნერვებს შორის ყველაზე წვრილია.
იგი გადადის საწინააღმდეგო მხარეს და გამოდის ტვინის ღეროს
დორსალური ზედაპირიდან, ტვინის ზემო ფარდის ლაგამის
გვერდით.
• კრანიალური ნერვების (მე-3, მე-7, მე-9, მე-10 წყვილი ნერვების)
ვეგეტაციური ბოჭკოები ყველა პარასიმპათიკურია.
ხუთი მამოძრავებელი ნერვი

თვალის მამოძრავებელი ნერვი - N. oculomotorius

ჭაღისებრი ნერვი - N.trochlearis

განმზიდველი ნერვი - N.abducens

დამატებითი ნერვი - N.accessorius

ენისქვეშა ნერვი - N. hupoglossus


თვალის მამოძრავებელი ნერვი - N. oculomotorius

თვალის მამოძრავებელი ნერვი (N. oculomotorius, მესამე წყვილი


კრანიალური ნერვი) წმინდა მოტორულ ფუნქციას ასრულებს.

მისი ბირთვი მოთავსებულია ტვინის ფეხის სახურავში, სილვიის


წყალსადენის მახლობლად.

თვალის მამოძრავებელი ნერვის ბირთვის აქსონები შემოუვლის


წითელ ბირთვს და გადაჯვარედინების გარეშე, ანტერო-
ლატერალურად გამოდის დიდი ტვინის ფუძეზე ფეხთაშუა ფოსოში.

მესამე წყვილ ნერვს აქვს სამი სახის ბირთვი:

1) ორი გვერდითი ანუ მთავარი ბირთვი


2) კენტი პერლის ბირთვი (მდებარეობს მთავარ ბირთვთა შორის);
2) წყვილი ვესტფალ-ედინგერის ბირთვი (თავსდება პერლის
ბირთვის ზემოთ და გარეთ).
თვალის მამოძრავებელი ნერვის მთავარ ბირთვიდან გამოსული აქსონები
ანერვებენ

• ზედა ქუთუთოს ამწევი კუნთს,


• თვალის ზედა სწორი კუნთს,
• ქვედა ირიბი კუნთს,
• შიგნითა სწორი კუნთს და
• ქვედა სწორი კუნთს.

პერლის ბირთვიდან გამოსული აქსონები მიემართებიან თვალის მამოძრავებელი


ნერვის ბოჭკოებთან ერთად; შემდეგ, წამწამოვანი ნერვების (nn. ciliare) სახით
გაივლიან წამწამოვან კვანძს და ანერვებენ აკომოდაციის კუნთს (m.ciliaris), რომელიც
ასრულებს აკომოდაციის ( აკომოდაცია - თვალის უნარი ნათლად გაარჩიოს საგნები
სხვადასხვა მანძილზე) ფუნქციას.

ვესტფალ-ედინგერის ბირთვიდან გამოსული აქსონები გაივლიან თვალის


მამოძრავებელ ნერვში, თვალის კაკლის უკან სცილდებიან მას, შედიან წამწამოვან
კვანძში და მასში ბოლოვდებიან. წამწამოვანი კვანძიდან გამოსული წამწამოვანი
ნერვები ანერვებენ გუგის შემავიწროებელ კუნთს (m. spincter pupillae) და
აკომოდაციის კუნთს.

თვალის მამოძრავებელ ნერვს მღვიმოვან სინუსთან უერთდება შიგნითა საძილე


არტერიის წნულიდან გამომავალი სიმპათიკური ბოჭკოები.
ჭაღისებრი ნერვი - N.trochlearis
ჭაღისებრი ნერვი (N.trochlearis, მეოთხე წყვილი) მოტორულია. მისი ბირთვი ქვედა ორი გორაკის დონეზეა,
სილვიის წყალსადენთან. ეს ნერვი წესებს არ ემორჩილება: გამოდის ტვინის ღეროს დორზალური
ზედაპირიდან, შემოუვლის წყალსადენს, გაივლის წინა ტვინოვან ფარდას და თანამოსახელე მოპირდაპირე
ნერვთან გადაჯვარედინდება, შემოუვლის გარედან ტვინის ფეხს და, ამის შემდეგ, გამოჩნდება ტვინის
ფუძეზე. იგი ანერვებს თვალის ზედა ირიბ კუნთს, რომელიც ამოძრავებს თვალის კაკალს ქვემოთ და გარეთ.
განმზიდველი ნერვი - N.abducens
განმზიდველი ნერვი (N.abducens, მეექვსე წყვილი) მოტორულია. მისი ბირთვი მოთავსებულია ხიდში,
მეოთხე პარკუჭთან ახლოს. მისი ბირთვიდან გამოსული აქსონები გამოდიან ტვინის ღეროს ვენტრალური
მხრიდან, გადაჯვარედინების გარეშე. განმზიდველი ნერვი ანერვებს თვალის კაკლის გარეთა სწორ კუნთს
(m.rectus externus).
განმზიდველი ნერვის ბირთვი უკანა გასწვრივი კონით უკავშირდება თვალის მოპირდაპირე
მამოძრავებელი ნერვის ბირთვს, რითაც აიხსნება ერთი თვალის გარეთა და მეორე თვალის შიგნითა სწორი
კუნთის ერთდროული, სინერგიული მოძრაობა. განმზიდველი ნერვი ანატომიურად დაკავშირებულია, აგრეთვე,
კარიბჭის ნერვის ბირთვებთან და ზედა ოლივასთან.
თვალის მამოძრავებელი ყველა ნერვის (III, IV, VI) დაზიანება იწვევს ქუთუთოს
დაშვებას, თვალის კაკლის სრულ უმოძრაობას, მიდრიაზს (გუგის გაფართოება) და
გუგის რეფლექსების მოსპობას სინათლესა და აკომოდაციაზე.

მხოლოდ თვალის მამოძრავებელი ნერვის (III) ტოტალური დაზიანების სინდრომია:


ქუთუთოს პტოზი; სიელმე გარეთ, ზევით, ქვევით და შიგნით; თვალის კაკლის მოძრაობის
მოსპობა, გუგის გაფართოება და მისი რეფლექსის მოსპობა სინათლესა და
აკომოდაციაზე.
განმზიდველი ნერვის (VI) დაზიანება
იწვევს სიელმეს შიგნით, თვალის
კაკლის გარეთ მოძრაობის მოსპობას
და გაორებას (თანდაყოლილ
სიელმეს გაორება თან არ სდევს).

ჭაღისებრი ნერვის (IV)


იზოლირებული და ზიანება
შედარებით იშვიათია. ამ დროს
ერთადერთი სიმპტომია გაორება
ქვემოთ ცქერისას. თვალის კაკალი
შეტრიალებულია ზევით და შიგნით,
გამოხატულია მსუბუქი სიელმე.
დამატებითი ნერვი - N.accessorius
ვილიზიის დამატებითი ნერვი (N.accessorius,
მეთერთმეტე წყვილი) მოტორულია, შეიქმნება
ბულბარული და სპინალური ფესვებით.

დამატებით ნერვს აქვს ორი ბირთვი, რომელთაგან


ერთი მდებარეობს მოგრძო ტვინში, ხოლო მეორე –
ზურგის ტვინში.

კრანიალური და სპინალური ფესვებით შექმნილი


ერთიანი კონა შედის თავის ქალას ღრუში, შეხვდება
ცთომილ ნერვს და შემდეგ ისევ გამოდის გარეთ
საუღლე ხვრელით. ამ არეში იგი იყოფა ორ ტოტად –
შიგნითა ტოტი უერთდება ცთომილ ნერვს და
ანერვებს რბილი სასის, ხახისა და ხორხის კუნთებს,
ხოლო გარეთა ტოტი მიდის ქვევით და ანერვებს
მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ და ტრაპეციულ
კუნთებს.
დამატებითი ნერვის დაზიანებას
კლინიკურად ახასიათებს მკერდ-ლავიწ-
დვრილისებრი და ტრაპეციული კუნთების რელიეფის
„გადასწორება” (გაბრტყელება), დამბლა და ამ
კუნთების ატროფია, ბეჭის დაშვება, თავის
მოტრიალება დაავადებულ მხარეს (კისერმრუდობა –
ტორტიკოლი), თავის როტაციის გაძნელება ჯანსაღ
მხარეს.
ენისქვეშა ნერვი - N. hupoglossus
ენისქვეშა ნერვი (N. hupoglossus, მეთორმეტე წყვილი) მოტორულია.
იწყება ენისქვეშა ნერვის ბირთვიდან, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინის რომბისებრი ფოსოს ქვედა ნაწილში. ამ
ბირთვიდან გამოსული აქსონებით შექმნილი კონა გაივლის მოგრძო ტვინს და გამოდის ფუძეზე ქვედა ოლივასა და პირამიდას
შორის, წინა ლატერალური ღარის არეში.
ენისქვეშა ნერვის ანთების დროს კლინიკურად გამოხატულია ენის ნახევრის კუნთების ატროფია. ენა ასიმეტრიულად
მდებარეობს პირის ღრუში. ენის წვერი მიქცეულია ჯანსაღი ნახევრისკენ. პირის ღრუდან გამოყოფის დროს ენის წვერი
იდრიკება დაავადებული მხარისაკენ.
ენისქვეშა ნერვის ბირთვების ორმხრივი დაზიანება იწვევს ენის სრულ დამბლას და ანართრიას, ღეჭვისა და ყლაპვის
გაძნელებას.
სამი მგრძნობიარე ნერვი

ყნოსვის ნერვი - N. 0lfactorius

მხედველობის ნერვი - N. opticus

კარიბჭე-ლოკოკინას ანუ სმენა-წონასწორობის ნერვი (N. vestibulo-


cochlearis
ყნოსვის ნერვი - N. olfactorius
ყნოსვის ნერვი (N.olfactorius, I წყვილი) სპეციფიკური მგრძნობიარე ნერვია და ყნოსვის ანალიზატორის
პერიფერიული ნაწილია. ყნოსვის გამტარებელი გზა სამნეირონიანია და იწყება ცხვირის ღრუს ყნოსვის მიდამოდან
(მდებარეობს ცხვირის ზედა გასავალში), სადაც I ნეირონებია. I ნეირონების მოკლე პერიფერიული მორჩები ყნოსვის
რეცეპტორებში ბოლოვდებიან, ხოლო გრძელი ცენტრალური მორჩები ქმნიან ყნოსვის ნერვებს – nn. olfactorii რომლებიც
გაივლიან ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის ხვრელებში და შედიან ყნოსვის ბოლქვში – bulbus olfactorius, სადაც II
ნეირონებია.
II ნეირონის აქსონები ქმნიან ყნოსვის ტრაქტს – tractus olfactorius – და ყნოსვის სამკუთხედს – trigonum olfactorium,
რომელიც გადადის წინა დახვრეტილ სუბსტანციაში. ამგვარად, II ნეირონის აქსონები ვრცელდება წინა დახვრეტილ
სუბსტანციამდე და გამჭვირვალე ძგიდემდე, სადაც III ნეირონები ანუ ყნოსვის პირველადი ცენტრებია. III ნეირონის
აქსონები ქმნიან ყნოსვის სამ ზონარს – stria olfactoria, რომლებიც ბოლოვდებიან საფეთქლის წილის პარაჰიპოკამპურ
ხვეულში და კაუჭში – ყნოსვის ქერქულ ცენტრში.

ყნოსვის პირველადი ცენტრიდან გამოსული აქსონები გაივლიან წინა თეთრ


შესართავსაც და, ამდენად, უკავშირდებიან ორივე ჰემისფეროს ყნოსვის
ქერქულ ცენტრს.

ორმხრივი ქერქული ინერვაციის გამო, III ნეირონის ცალმხრივი დაზიანება


არ იწვევს ყნოსვის მოშლას. ყნოსვის მოშლა ვითარდება I ნეირონის
დაზიანებისას, რაც საკმაოდ ხშირია ცხვირის ღრუსა და პარანაზალური
წიაღების კატარული ანთების, ცხვირის პოლიპის დროს.
მხედველობის ნერვი - N. opticus
მხედველობის ნერვი (N. opticus, II წყვილი) სპეციფიკური
მგრძნობელობის ნერვია და მხედველობის ანალიზატორის პერიფერიული
ნაწილი. მხედველობის ნერვი ფაქტობრივად თავის ტვინის უშუალო გაგრძელებაა.
ბადურას პირველი გარსის მხედველობითი უჯრედების ციტოპლაზმურ
მორჩებში – კოლბებსა და ჩხირებში – სინათლისა და ფერის მოქმედებით
წარმოიქმნება ნერვული იმპულსი.
• კოლბები მგრძნობიარეა დღისით და აღიქვამს ობიექტის ფერს, ფორმასა და
მდებარეობას. ისინი ძირითადად მოთავსებულნი არიან ბადურას ცენტრალურ
ნაწილში,

• ჩხირები მგრძნობიარეა სუსტი ინტენსივობის სინათლის მიმართ და


უპირატესად ბადურას პერიფერიაზე თავსდებიან. გარდა ამისა, ჩხირები
ემსახურება: გარემოში მხედველობით ორიენტაციას, სინათლის ინტენსივობის
აღქმას, მოძრავ ან მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი საგნის აღქმას,
სინათლისა და სიბნელისადმი შეგუებას – ადაპტაციას.

• კოლბებსა და ჩხირებში წარმოქმნილი ნერვული იმპულსები მათივე


აქსონებით გადაეცემა ბადურაში მდებარე ბიპოლარულ უჯრედთა
დენდრიტებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ბადურას განგლიურ
უჯრედებთან.

• განგლიური უჯრედების აქსონები ქმნიან მხედველობის ნერვს, რომელიც


თვალის კაკალში მომრგვალო შემაღლებას – ე.წ. მხედველობის ნერვის დისკოს
ქმნის. დისკო არ შეიცავს კოლბებსა და ჩხირებს, რის გამოც მას ბრმა ხალს
უწოდებენ.
მხედველობის ნერვები გადაჯვარედინდება
და ქმნის მხედველობის ნერვთა ჯვარედინს
– chiasma opticum, მაგრამ ეს
გადაჯვარედინება არასრულია:
მოპირდაპირე მხარეს გადადის მხოლოდ
ბადურას შიგნითა ნახევრიდან მომავალი
ბოჭკოები, ბადურას გარეთა ნახევრიდან
მომავალი ბოჭკოები კი
იფსილატერალურად მიემართებიან
ჰემისფეროს მხედველობის ქერქქვეშა
ცენტრისკენ.

მხედველობის ჯვარედინის შემდეგ


შეიქმნება მხედველობის ტრაქტი.
მხედველობის ტრაქტის ბოჭკოთა
უმრავლესობა მთავრდება
ლატერალურ დამუხვლილ სხეულში,
რის გამოც იგი მიჩნეულია
მხედველობის პირველად ცენტრად;
ბოჭკოთა დანარჩენი ნაწილი კი
მიემართება მხედველობის ბორცვის
ბალიშსა და ოთხგორაკის ზედა ორ
გორაკში, რომელიც მხედველობის
სუბკორტიკული ცენტრია.

ლატერალური დამუხვლილი სხეულისა


და თალამუსის უჯრედების აქსონები
ქმნიან გრაციოლეს კონას ანუ ოპტიკურ
განსხივებას – radiatio optica – და
ბოლოვდებიან თავის ტვინის ქერქის
მხედველობის ანალიზატორში,
რომელიც მოთავსებულია კეფის წილის
ფრინველის დეზის ნაპრალის – fisura
calcarina – გვერდებზე მდებარე სოლისა
და ენის ხვეულებში.
დეზის ნაპრალის თითოეულ არეში ანუ მხედველობის ქერქულ ანალიზატორში ბოლოვდება ორივე თვალის
ბადურას თანამოსახელე ნახევრიდან გამოსული ბოჭკოები.
კარიბჭე-ლოკოკინას ანუ სმენა-წონასწორობის ნერვი - N. vestibulo-cochlearis

კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი (N. vestibulo-cochlearis, მერვე წყვილი) სპეციფიკური მგრძნობელობის ნერვია, რომელიც
შედგება ორი ფესვისაგან: ზემო ფესვი – radix superior (წონასწორობის, კარიბჭის ნერვი) და ქვემო ფესვი – radix inferior
(სმენის, ლოკოკინას ნერვი). ლოკოკინას ნაწილი დაკავშირებულია სმენის ფუნქციასთან, ხოლო კარიბჭის ნაწილი –
წონასწორობის ფუნქციასთან.
ლაბირინთიდან ლოკოკინას
ნერვი შედის თავის ქალას
ღრუში, საფეთქლის ძვლის
შიგნითა სასმენი ხვრელით და
კარიბჭის ნაწილთან ერთად
მიემართება ტვინის ღეროში,
სადაც უკავშირდება ლოკოკინას
ნერვის ბირთვებს.
აღნიშნული ბირთვებიდან მეორე ნეირონების
აქსონები მიდიან სმენის ქერქქვეშა
ბირთვებში (სახურავი ფირფიტის ქვემო
ბირთვი და მედიალური დამუხვლილი
სხეულის ბირთვი).

ამ ბირთვების უჯრედების (მესამე ნეირონის)


აქსონები ქმნიან ე.წ. ლატერალურ მარყუჟს,
რომელიც შედგება ორივე მხარის
ბოჭკოებისაგან, რადგან დორზალური
ბირთვის ბოჭკოები გადადიან მოპირდაპირე
მხარეს, მეოთხე პარკუჭის ტვინოვანი
ზონრების სახით.

ვენტრალური ბირთვის ბოჭკოები


მთავრდებიან ტრაპეციულ სხეულში და ზემო
ოლივაში, აქედან კი მიდიან ლატერალურ
მარყუჟში.

ლატერალური მარყუჟის ბოჭკოები სმენის


გამტარი გზის საბოლოო ნაწილია, რომელიც
გაივლის შიგნითა კაფსულის უკანა ნაწილში
და მთავრდება საფეთქლის ზემო ხვეულის
შუა ნაწილის ქერქში, სადაც სმენის
კორტიკული ცენტრია.
შიგნითა სასმენი მილის
ძირში მდებარე კარიბჭის
კვანძის – ganglion
vestibulare – პერიფერიული
ბოჭკოები მიემართებიან
აპკისებრ ლაბირინთში,
ხოლო ცენტრალური
ბოჭკოები ქმნიან კარიბჭის
ნერვს, რომელიც
ლოკოკინას ნერვთან
ერთად შედის ტვინის
ღეროში და მთავრდება
რომბისებრი ფოსოს ძირში
მოთავსებულ კარიბჭის
ბირთვებში.

ამ ბირთვების უჯრედების
(მეორე ნეირონი) აქსონები
მიდიან ნათხემში.
სმენის ნერვის ანთება კლინიკურად გამომჟღავნდება ყურში
შუილითა და სმენის თანდათანობითი დაქვეითებით სრულ
სიყრუემდეც კი. უფრო ხშირად მოშლილია მაღალი ტონების
აღქმის უნარი; პროცესი ხშირად ორმხრივია.
ოთხი შერეული ნერვი

სამწვერა ნერვი - n. trigeminus

სახის ნერვი - n. facialis

ენა-ხახის ნერვი - n.glpssopharyngeus

ცთომილი ნერვი - n.vagus


სამწვერა ნერვი შერეული ნერვია და შეიცავს როგორც მგრძნობიარე, ისე მამოძრავებელ ბოჭკოებს.

სამწვერა ნერვს სამი ტოტი აქვს: თვალბუდისა და ზედა ყბის ნერვი მგრძნობიარე ხასიათისაა,
1) თვალბუდის ნერვი – n. opthalmicus; ხოლო ქვედა ყბის ნერვი შერეული ბუნებისაა
2) ზედა ყბის ნერვი – n. maxillaris; და ასრულებს როგორც სენსორულ, ისე მოტორულ
3) ქვედა ყბის ნერვი – n. mandibularis. ფუნქციებს

თავის ტვინის მე-5 წყვილი ნერვის მოტორული ბირთვი მცირე ზომის მომრგვალო სტრუქტურაა, რომელიც
ხიდში მდებარეობს, ხოლო სენსორული ბირთვი ძალიან გრძელია, ხიდიდან მოგრძო ტვინში მიემართება,
მე-5 ნერვის სპინალური ტრაქტის სახით შედის ზურგის ტვინში და მე-5 ნერვის გრძელ სენსორულ
ბირთვთან ქმნის სინაფსს.
სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ინერვაციის გავრცელებაზე წარმოდგენას„ქირურგიული ნიღაბი“ იძლევა.

მე-5 წყვილი ნერვის მგრძნობიარეინერვაცია ვრცელდება როგორც კანის ზედაპირულ ფენაზე, ასევე
„ნიღბის“ ქვეშ ღრმად მდებარე ქსოვილებზე, რაც მარტივი გასაგებია სტომატოლოგთან ანესთეზიის
შედეგების გათვალისწინებით.
სამწვერა ნერვის მოტორული კონა შეიქმნება ორი ფესვის შეერთებით. ამ ორი ფესვის მოტორული
ხასიათის აქსონები ქმნიან კონას, რომელიც ეშვება ქვევით, შედის ქვედა ყბის ნერვში და ანერვებს საღეჭ
კუნთებს.

სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ნაწილი ანუ მგრძნობიარე კონა თავისი გავრცელების გზაზე ქმნის
ნახევარმთვარისებრი ფორმის სამწვერა კვანძს ანუ გასერის კვანძს – ganglion trigeminale Gasseri. გასერის
კვანძი მოთავსებულია მაგარი გარსით შექმნილ. სამწვერა ნერვის ღრუში – cavum trigeminale (ე.წ. მეკელის
ღრუ), რომელიც მდებარეობს საფეთქლის ძვლის პირამიდის მწვერვალზე, ე.წ. სამწვერა ჩანაჭდევში –
impressio trigemini.
გასერის კვანძის შექმნაში მამოძრავებელი ფესვი არ მონაწილეობს. მამოძრავებელი ფესვი მხოლოდ ეხება
გასერის კვანძს მედიალური მხარიდან.
გასერის კვანძის ფსევდოუნიპოლარული უჯრედებიდან გამოსული აქსონები იყოფა ორ ტოტად: ერთი,
პერიფერიული ტოტი მიდის პერიფერიისკენ და ქმნის პერიფერიულ ნერვს, ხოლო მეორე, ცენტრალური
ტოტი მიემართება ხიდის სახურავისკენ, სადაც იყოფა მოკლე, აღმავალ და გრძელ, დაღმავალ კონებად.

გასერის კვანძიდან გამოსული სამწვერა ნერვი იყოფა თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის ნერვებად.
თვალბუდის ნერვი, ხასიათით მგრძნობიარეა, მიემართება თვალბუდის ზედა ხვრელისაკენ. ხვრელში
შესვლამდე იგი იყოფა სამ ტოტად:
ა) შუბლის ნერვი - n. Frontalis; მიემართება წინისაკენ და თავის მხრივ იყოფა ჭაღზედა (n. supratrochlearis)
და თვალბუდის ზედა ნერვებად (n. supraorbitalis), რომლებიც წვებიან თვალბუდის ზედა ნაჭდევში,
მიემართებიან შუბლის მიდამოში და ანერვებენ შუბლის კანს. გარდა ამისა, გამოიყოფა ჭაღზედა ნერვი,
რომელიც აინერვებს ზედა ქუთუთოს კანს.
ბ) საცრემლე ნერვი – n. Lacrimalis; მიემართება თვალბუდის გარეთა კედლისკენ და ანერვებს აქ მოთავსებულ
საცრემლე ჯირკვალს. განაპირობებს ტკივილს, ტემპერატურულ და ტაქტილურ მგრძნობელობას.
გ) ცხვირ-წამწამოვანი ნერვი – n. Nasociliaris; მონაწილეობს წამწამოვანი კვანძის ფორმირებაში, რომელიც
მოთავსებულია მხედველობის ხვრელის მახლობლად და ეკვრის მხედველობის ნერვის გარეთა ზედაპირს.
წამწამოვანი კვანძი – ganglion ciliare მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის კაკლის ინერვაციაში. იგი
მგრძნობიარე ბოჭკოებს ღებულობს ცხვირ-წამწამოვანი ნერვისგან, სიმპათიკურ ბოჭკოებს – შიგნითა საძილე
არტერიის სიმპათიკური წნულიდან, ხოლო პარასიმპათიკურ ბოჭკოებს - თვალის მამოძრავებელი ნერვიდან.
წამწამოვანი კვანძიდან გამოსული მოკლე წამწამოვანი ნერვები (nn.ciliares breves) შედიან თვალის
კაკალში და მიაქვთ მამოძრავებელი ხასიათის პარასიმპათიკური ბოჭკოები გუგის მომჭერი კუნთისა და
წამწამოვანი კუნთის ინერვაციისათვის (აკომოდაცია და ადაპტაცია) და სიმპათიკური ბოჭკოები გუგის
დილატატორის ინერვაციისთვის.
თვალბუდის ნერვს, ჯერ კიდევ თავის ქალის ღრუში, გამოეყოფა წვრილი ტოტი ტვინის მაგარი
გარსისათვის – rami tentorii, რომელიც ანერვებს ნათხემის კარავს, ზემო კლდოვან, განივ და სწორ ვენურ
სინუსებს.
ზედა ყბის ნერვი მგრძნობიარე ნერვია. სამწვერა კვანძიდან გამოსვლის შემდეგ გაივლის მრგვალ
ხვრელს. ხვრელიდან გამოსვლამდე ტვინის მაგარი გარსისაკენ მიემართება მისი პირველი ტოტი -
შუა მენინგეალური ნერვი.

ზედა ყბის ნერვი, ფრთა-სასის მოკლე ტოტებით, უკავშირდება ე.წ. ფრთასასის კვანძს - ganglion
pterygopalatinum, რომელიც მდებარეობს ფრთა-სასის ფოსოში. ფრთა-სასის კვანძიდან გამოსული
ნერვები დაკავშირებულია ცხვირისა და სასის ლორწოვან გარსთან, საცრემლე ჯირკვალთან
მრგვალი ხრელიდან გამოსვლის შემდეგ ზედაყბის ნერვი იძლევა შემდეგ ტოტებს:
• ყვრიმალის ნერვს, რომელიც ანერვებს ყვრიმალის მიდამოს კანს;
• ფრთა-სასის ნერვს _ ორი პატარა ტოტის სახით, რომლებიც მონაწილეობს თანამოსახელე კვანძის შექმნაში;
• კბილბუდის ზედა უკანა (ალვეოლარული) ნერვებს, რომლებიც ზედა ყბის ბორცვზე კბილბუდის უკანა
ხვრელიდან შემოდიან უკანა ზედა კბილების ინერვაციისათვის;
• თვალბუდის ქვედა ნერვს, რომელიც წარმოადგენს ზედა ყბის ნერვის უკანასკნელ ტოტს. იგი გაივლის
თვალბუდის ქვედა ნაპრალს და თვალბუდის ქვედა ღარს და აღმოჩნდება ეშვის ფოსოში (fossa canina). აქ იგი
იტოტება ზედა ტუჩის და ლოყის კანში. თვალბუდის ქვედა ნერვი თანამოსახელე ღარში გამოყოფს ზედა
შუა და ზედა წინა ალვეოლარულ ნერვებს. ზემოთ აღწერილ უკანა ალვეოლარულ ნერვებთან ერთად ეს
ნერვები მონაწილეობენ ზემო კბილების წნულის წარმოქმნაში.
ქვედა ყბის ნერვი შერეული ხასიათისაა, შეიცავს მგრძნობიარე და მამოძრავებელ ბოჭკოებს.
ქალას ღრუდან ოვალური ხვრელით გამოსვლის შემდეგ ნერვს გამოეყოფა მამოძრავებელი ტოტები: საღეჭი –
n. masseter, საფეთქლის ღრმა - n. temporales profundi, მედიალური და ლატერალური ფრთისებრი
კუნთებისთვის - n. pterygoideus lateralis et n. pterygoideus medialis, ყბაინის კუნთისა - n. mulohyoideus და
ტოტები ორმუცელა კუნთის წინა მუცლისათვის (ამ უკანასკნელთან მიმავალი ტოტი გამოეყოფა ქვედა ყბის
ნერვის ტოტს - ქვედა ალვეოლარულ ნერვს), აგრეთვე სასის ფარდისა და დაფის გამჭიმავი კუნთებისთვის (ამ
ორ კუნთთან მიმავალი ტოტები ხშირად გამოეყოფიან მედიალურ ფრთისებრ კუნთის ტოტს).
ქვედა ყბის ნერვის მგრძნობიარე ტოტებს მიეკუთვნება:
• კლდოვანი ნერვი, რომელიც შუა მენინგეალურ არტერიასთან ერთად ბრუნდება ქალას ღრუში კლდოვანი
ნაპრალით და ანერვებს ტვინის მაგარ გარსს.
• ყურ-საფეთქლის ნერვი, რომელიც თან ახლავს საფეთქლის ზედაპირულ არტერიას და გაივლის ყბაყურა
ჯირკვალში, იგი იძლევა სეკრეტორულ ტოტებს ჯირკვლისათვის და მგრძნობიარე ტოტებს ქვედა ყბის
სახსრისათვის. ყურის ნიჟარის წინა ნაწილის კანისა და გარეთა სასმენი მილისათვის, ყურ-საფეთქლის
ნერვის ბოლო ტოტები ანერვებს საფეთქლის მიდამოს კანს.
• ლოყის ნერვი ანერვებს ლოყის ლორწოვანს.
• ქვედა ალვეოლარული ნერვი ქვედა ყბის ხვრელით შედის თანამოსახელე არხში, სადაც წარმომნის ქვედა
კბილების წნულს. მის საბოლოო ტოტს წარმოადგენს ნიკაპის ნერვი, რომელიც თანამოსახელე ხვრელიდან
გამოსვლისას იტოტება ნიკაპის მიდამოში და ანერვებს ნიკაპის კანს და ქვედა ტუჩს
• ენის ნერვი ანერვებს ენის ზურგის ლორწოვანის წინა ორ მესამედს. ენის ნერვს უერთდება დაფის სიმის
გემოვნების ბოჭკოები, რომლებიც გამოეყოფიან სახის ნერვს და ანერვებენ ენის წინა ორ მესამედს. თვით
ენის ნერვის ბოჭკოები წარმოადგენენ შეხების, ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის
გამტარებს.
ქვედა ყბის ნერვის მგრძნობიარე ტოტებს
მიეკუთვნება:
• ტოტი მაგარი გარსისათვის - წვეტიანი
ნერვი,
• ყურ-საფეთქლის ნერვი,
• ლოყის ნერვი - ანერვებს ლოყის
ლორწოვანს.
• ქვედა ალვეოლარული ნერვი ქვედა ყბის
ხვრელით შედის თანამოსახელე არხში,
სადაც წარმომნის ქვედა კბილების წნულს.
მის საბოლოო ტოტს წარმოადგენს ნიკაპის
ნერვი, რომელიც თანამოსახელე
ხვრელიდან გამოსვლისას იტოტება
ნიკაპის მიდამოში და ანერვებს ნიკაპის
კანს და ქვედა ტუჩს
• ენის ნერვი ანერვებს ენის ზურგის
ლორწოვანის წინა ორ მესამედს. ენის
ნერვს უერთდება დაფის სიმის გემოვნების
ბოჭკოები, რომლებიც გამოეყოფიან სახის
ნერვს და ანერვებენ ენის წინა ორ
მესამედს. თვით ენის ნერვის ბოჭკოები
წარმოადგენენ შეხების, ტკივილისა და
ტემპერატურული მგრძნობელობის
გამტარებს.
კლდოვანი ნერვი (იგივე წვეტიანი ნერვი), შუა მენინგეალურ
არტერიასთან ერთად ბრუნდება ქალას ღრუში კლდოვანი
ნაპრალით და ანერვებს ტვინის მაგარ გარსს

ყურ-საფეთქლის თან ახლავს საფეთქლის ზედაპირულ


არტერიას და გაივლის ყბაყურა ჯირკვალში, იგი იძლევა
სეკრეტორულ ტოტებს ჯირკვლისათვის და მგრძნობიარე
ტოტებს ქვედა ყბის სახსრისათვის. ყურის ნიჟარის წინა
ნაწილის კანისა და გარეთა სასმენი მილისათვის, ყურ-
საფეთქლის ნერვის ბოლო ტოტები ანერვებს საფეთქლის
მიდამოს კანს
სამწვერა ნერვის მოტორული ფუნქციების უნილატერალურ მოშლას ეწოდება monoplegia masticatoria,
რომლის დროსაც ქვედა ყბის მოძრაობა ერთ მხარეს მოსპობილია. სიმეტრიული საღი შიგნითა და
გარეთა ფრთისებრი კუნთების ფუნქციის შენარჩუნებით, პირის გაღებისას ქვედა ყბა გადაწეულია
დამბლის მხარეს. ამავე მხარეს ღეჭვა დაქვეითებული ან მოსპობილია. კრიჭის შეკვრისას საღეჭი და
საფეთქლის კუნთები არ იკუმშება ან სუსტად იკუმშება. აღინიშნება საღეჭი კუნთის ატროფია.
საღეჭი კუნთების ორმხრივი დამბლის diplegia masticatoriaდროს ქვედა ყბა ჩამოკიდებულია, პირის ღრუ
არ იხურება, პირის ღრუს ნებითი მოძრაობა მოსპობილია, ქვედა ყბის რეფლექსი მოშლილია, რბილი
სასის აწევა გაძნელებულია და სმენა დაბალ ტონებზე დაქვეითებულია, დაფის გამჭიმავი კუნთის
დამბლის გამო.

სამწვერა ნერვის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანება იწვევს მგრძნობელობის მოშლას დაზიანებული


ტოტის საინერვაციო ზონაში. მისთვის დამახასიათებელი მთავარი კლინიკური ნიშანია შეტევითი
ხანმოკლე, ძლიერი ტკივილი, რასაც წინ უსწრებს პარესთეზია. ტკივილი ერთდროულად ვრცელდება
სამწვერა ნერვის სამივე ტოტის არეში (გასერის კვანძის დაავადების დროს) ან რომელიმე ტოტის
საინერვაციო ზონაში და, შესაბამისად, გამოხატული იქნება neuralgia supraorbitalis, neuralgia Infraorbitalis
და neuralgia mandibularis. სამწვერა ნერვის ნევრალგიას ხშირად ახასიათებს ირადიაცია ერთი ტოტიდან
მეორეზე, ან კეფის, კისრის, ბეჭისა თუ მხრის ნერვებზე, მაგრამ არასოდეს ვრცელდება მეორე მხარეს.
ზოგჯერ, შეტევითი ტკივილის დროს შესაბამის მხარეს აღინიშნება მიმიკური და საღეჭი კუნთების
რეფლექსური შეკუმშვა, ტონური კრუნჩხვებისა და სპაზმების სახით, რის გამოც სამწვერა ნერვის
ნევრალგიას „სახის მტკივნეულ ტიკს“ უწოდებენ.
სახის ნერვი - n. Facialis ძირითადად მოტორული ხასიათისაა, მაგრამ მის შემადგენლობაში შედის
აგრეთვე პარასიმპათიკური, გემოვნებისა და სეკრეტორული ბოჭკოები. ეს უკანასკნელნი სახის
ნერვს უერთდებიან შუამდებარე ნერვის სახით.
სახის ნერვის ბირთვები ოთხი კომპონენტით არის წარმოდგენილი: ერთი კომპონენტი -სომატურ -
მოტორული, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და მდებარეობს ხიდში, ხოლო დანარჩენი სამი
კომპონენტი - მოგრძო ტვინში.

❑ სახის ნერვის სომატური მოტორული კომპონენტით ანერვებს ყველა მიმიკურ კუნთს, უზანგის კუნთს,
ყურის უკანა კუნთს, ქალა-სარქველის კუნთის კეფის მუცელს, ორმუცელა კუნთის უკანა მუცელს,
კისრის კანქვეშა კუნთს, სადგის-ინის კუნთს.

❑ ვისცერულ-მოტორული კომპონენტით, ზედა სანერწყვე ბირთვით – nucleus salivatorius superior. სახის


გამომეტყველებას აკონტროლებს, მოწყენისას ტირის, გაბრაზებისას – ნერწყვს გამოყოფს.

❑ სომატურ-სენსორულ კომპონენტს მინორული ფუნქცია აქვს და გარეთა ყურის სენსორულ


მონიტორინგს უზრუნველყოფს.

❑ სენსორული კომპონენტი - განკერძოებული ტრაქტი – tractus solitarius, ემსახურება გემოს შეგრძნებას


ენის წინა 2/3-ში.
სახის ნერვი, კარიბჭე-ლოკოკინასა და შუამდებარე ნერვთან ერთად, შედის საფეთქლის ძვლის
პირამიდის შიგნითა სასმენ ხვრელში, საიდანაც სახისა და შუამდებარე ნერვი მიემართება სახის ნერვის
ფალოპიუსის არხში – canalis n. facialis Fallopii.. ამ არხში სახის ნერვი ქმნის დამუხვლილ კვანძს – ganglion
geniculi n. facialis. შემდეგ მოტრიალდება სწორი კუთხით უკან, გაივლის დაფის ღრუს; თავის ქალას ღრუს
დატოვებს სადგის-დვრილისებრი ხვრელით, შედის ყბაყურა ჯირკვალში და ქმნის ყბაყურა წნულს –
plexus parotideus (pes anserinus major - ბატის დიდი ფეხი), რომელიც იყოფა ზედა და ქვედა ტოტებად.
ყბაყურა ჯირკვალში შესვლამდე სახის ნერვს
გამოეყოფა შემდეგი ტოტები:

ა) დიდი კლდოვანი (სეკრეტორული) ნერვი _


წარმოადგენს პარასიმპათიკურ (ცრემლის
გამომყოფ) ნერვს. სახის არხის ნაპრალიდან
გამოსვლისას, იგი წვება კლდოვანი ნერვის
თანამოსახელე ღარში, შემდეგ გადის
დაფლეთილ ხვრელში და უერთდება ღრმა
კლდოვან ნერვს, რის შემდეგაც ფრთისებრი
ნერვის სახელწოდებით გადის თანამოსახელე
არხში და მონაწილეობას ღებულობს
ფრთასასის კვანძის შექმნაში.

ბ) უზანგის ნერვი. იგი მიემართება დაფის


უზანგის კუნთთან;

გ) დაფის სიმი. იგი დაფ -კლდოვანი


ნაპრალიდან გამოსვლისას ეშვება ქვევით,
უერთდება ენის ნერვს და ანერვებს გემოვნების
ბოჭკოებით ენის წინა ორ მესამედს.
სადგის-დვრილისებრი ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ, სახის ნერვი შედის ყბაყურა ჯირკვალში,
რომელშიც ქმნის წნულს.
სახის ნერვის წნულიდან გამოდიან შემდეგი ტოტები კუნთებისათვის: ა) ყურის უკანა ნერვი,
ბ) ორმუცელა ტოტი; გ) სახის მიმიკური კუნთების გამანერვირებელი მრავალრიცხოვანი ტოტები,
რომლებიც წარმოქმნიან ყბაყურის წნულს.
ეს ტოტები სხივების მსგავსად იშლებიან და ჯირკვლიდან გამოსულნი ნაწილდებიან სახეზე და კისრის
ზემო მიდამოში; ამასთანავე ფართო კავშირს ამყარებენ სამწვერა ნერვის კანქვეშა ტოტებთან.
სახის ნერვის ტოტებში განირჩევა: ა) შუბლის ტოტები; ბ) ყვრიმალის ტოტები; გ) ლოყის ტოტები; დ)
ქვედა ყბის კიდურა ტოტები და ე) კისრის ტოტები, რომლებიც ანერვებენ კისრის კანქვეშა კუნთს
(პლატიზმას).
ენა-ხახის ნერვი - n.glpssopharyngeus შერეული
ხასიათისაა,

გამოდის ქალას ღრუდან ცთომილ და დამატებით


ნერვებთან ერთად საუღლე ხვრელის გავლით.

ამ ნერვების სიახლოვე განაპირობებს ხშირად მათ


კომპლექსურ დაზიანებას.
ენა_ხახის ნერვის ბირთვი მოთავსებულია რომბისებრი ფოსოს ქვედა ნაწილში.
ორმაგი ბირთვი ახორციელებს სომატო-ვისცერულ ფუნქციას – ყლაპვა (მე-9, მე-10 წყვილი ნერვები ) და
მეტყველება (მე-10 წყვილი ნერვი).
ენა-ხახის ნერვის მგრძნობიარე ნაწილი იწყება ზედა და ქვედა საუღლე კვანძის უჯრედებიდან. ამ
უჯრედებიდან წამოსული ტოტები შედის მოგრძო ტვინში და იყოფა აღმავალ და დაღმავალ ფესვებად.
დაღმავალი ფესვი – ე.წ. განკერძოებული ტრაქტი ემსახურება გემოვნებასა და ლორწოვანის
მგრძნობელობით ინერვაციას.
მოგრძო ტვინის ორმაგი ბირთვიდან იწყება მოტორული ფესვი, რომელიც საუღლე ხვრელით ტოვებს თავის
ქალას ღრუს. ამ ხვრელში მოტორულ ფესვს უერთდება მგრძნობიარე ფესვი და შეიქმნება შერეული ენა-ხახის
ნერვი.
ენახახის ნერვის ტოტები, ცთომილ ნერვთან და სიმპათიკურ ნერვთან ერთად, ქმნიან ხახის წნულს – plexus
pharyngeus, რომელიც ანერვებს: მოტორული ბოჭკოებით – სადგის-ხახის, სასა-ხახისა და ბეჭ-ინის კუნთებს,
ხოლო მგრძნობიარე ბოჭკოებით – ნუშისებრ ჯირკვალს, ხახის რკალს და ხორხის ლორწოვანს.
➢ ენა-ხახის ნერვი კლდოვანი ფოსოს მიდამოში ქმნის თანამოსახელე კვანძს, საიდანაც გამოდის დაფის ღრუში
გამავალი დაფის ნერვი.
➢ დაფის ნერვი ქმნის წნულს, რომელიც დაფის არხის ზედა შესავლის გავლით შედის ქალას ღრუში. დაფის
არხის ზედა შესავლიდან გამოსვლისას ნერვი ღებულობს მცირე კლდოვანი ნერვის სახელწოდებას. ის
წარმოადგენს ყბაყურა ჯირკვლის პარასიმპატიკურ (ნერწყვის გამომყოფ) ნერვს.
➢ მცირე კლდოვანი ნერვი გაივლის თანამოსახელე ღარს და მიემართება ქვემოთ, კვლავ ტოვებს ქალას ღრუს
დაფლეთილი ხვრელით და შედის ყურის კვანძის შემადგენლობაში.
ენა-ხახის სენსორული ბოჭკოები – საძილე სინუსის ტოტი – შედის სინოკაროტიდული რეფლექსოგენური
ზონის საძილე სინუსში sinus caroticus და საძილე გორგალში glomus caroticum.
ამ ზონას ცთომილი, ენა-ხახისა და მსიმპათიკური ნერვების ტოტები ქმნის.
სინო-კაროტიდულ ზონაში აღძრული რეფლექსი სისხლის წნევისა და სისხლის შემადგენლობის
რეგულაციაში მონაწილეობს.
ამრიგად, ენა-ხახის ნერვი ემსახურება ზოგადი მგრძნობელობის იმ შეგრძნებათამიღებას, რომლებიც
მოდიან ხახის ზედა მესამედის, ხორხისა და დაფის ღრუს ლორწოვანი გარსებიდან;
გემოვნების შეგრძნებათა მიღებას ენის უკანა მესამედიდან, რბილი სასიდან და სასა-ენის რკალიდან;
ეს ნერვი იწვევს ნერწყვის რეფლექსურ გამოყოფას და მონაწილეობს ყლაპვისა და სუნთქვის აქტებში.
ცთომილი ნერვი - n.vagus შერეული ხასიათისაა, მაგრამ ძირითადად პარასიმპატიკური ბუნების.. ცთომილი
ნერვი ყველაზე გრძელია თავის ტვინის ნერვებს შორის. მისი ტოტები ანერვებენ კისრის, გულმკერდის და
მუცლის ღრუს ორგანოებს. ცთომილი ნერვის შემადგენლობაში განარჩევენ მამოძრავებელ, მგრძნობიარე და
სეკრეტორულ ბოჭკოებს.
ცთომილი ნერვის ბირთვები მოთავსებულია რომბისებრი ფოსოში.
ცთომილ ნერვს ორი მოტორული ბირთვი აქვს: ავტონომიური, რომელიც ნერვის მრავალ ავტონომიურ
ფუნქციას ახორციელებს და ორმაგი ბირთვი, რომელიც ყლაპვის სომატო-ვისცერულ ფუნქციას ასრულებს
და ხორხის ინერვაციას განაგებს.
ცთომილი ნერვის ტოტები გავრცელების
მიხედვით შეიძლება გაიყოს ოთხ
ნაწილად - თავის, კისრის, გულმკერდისა
და მუცლის.
1. თავის ნაწილი _ ითვლება ცთომილი
ნერვის დაწყებიდან ქვემო კვანძამდე; ამ
პირველ მოკლე ნაწილს სცილდება
შემდეგი ტოტები:
• მაგარი გარსის ტოტი
• ყურის ტოტი - შედის საფეთქლის
ძვლის პირამიდაში, ეჯვარედინება და
უცვლის ტოტებს სახის ნერვს.
ანერვებს სასმენი მილისა და ყურის
ნიჟარის კანს.
• ცთომილი ნერვის პირველი ნაწილი
დაკავშირებულია ერთი ან ორი
ანასტომოზური ტოტით ენა-ხახის
ნერვის ქვემო კვანძთან.
2. კისრის ნაწილი ითვლება ქვემო კვანძიდან ხორხის
შებრუნებული ნერვის დაწყებამდე.
მეორე ნაწილიდან გამოდის შემდეგი ტოტები:
• ხახის ტოტები მონაწილეობს ხახის წნული შექმნაში.
• ხორხის ზემო ნერვი
• გულის ზემო ტოტები - მონაწილეობს გულის წნულის
შექმნაში
• გულის ზემო ტოტების შემადგენლობაში შედის აგრეთვე
ნერვი, რომელიც, ფიზიოლოგიის მონაცემების თანახმად,
აკავებს გულის მუშაობას და ცნობილია როგორც გულის
დამკავებელი ნერვი - n. depressor
• ხორხის შებრუნებული ნერვი. ცთომილი ნერვის ეს ტოტი
მარჯვენა მხარეზე უხვევს ქვემოდან და უკნიდან მარჯვენა
ლავიწქვეშა არტერიას, მარცხენა მხარეზე კი _ აორტის
რკალს; შემდეგ, ორივე ნერვი წვება სასულესა და საყლაპავ
მილს შორის არსებულ ღარში; აქედან მათ უკვე ხორხის
ქვედა ნერვებს უწოდებენ.

ყოველი შებრუნებული ნერვი თავის მხრივ იძლევა შემდეგ


ტოტებს:
✓ სასულეს ტოტებს
✓ საყლაპავი მილის ზედა ტოტებს
✓ გულის ქვემო ტოტებს
3. გულმკერდის ნაწილი ცთომილი ნერვისა
ითვლება ხორხის შებრუნებული ნერვის
გამოსვლის დონიდან შუასაძგიდის საყლაპავი
მილის ხვრელამდე.

ამ ნაწილიდან გამოდიანშემდეგი ნერვები:


• ბრონქების ტოტები - უერთდება გულმკერდის
ზემო ოთხი სიმპათიკური კვანძის ტოტები და
მათთან ერთად შეიქმნება ფილტვების
წნულები
• საყლაპავი მილის წნული

საყლაპავი მილის ორივე მხარეზე არის ორი


წნული: წინა წნული მარცხენა ცთომილი ნერვისა
და უკანა წნული _ მარჯვენა ცთომილი ნერვისა.
ორივე წნული გაერთიანებულიამრავალი
ანასტომოზით.
მუცლის ნაწილი იწყება შუასაძგიდის საყლაპავი მილის
ხვრელიდან და იფანტება კუჭის წინა და უკანა კედელზე.

❑ მარცხენა ცთომილი ნერვი მიჰყვება კუჭის მცირე


სიმრუდეს, სიმპათიკური ნერვის ტოტებთან ერთად,
კუჭის წინა კედელზე. კუჭის წინა ტოტების ზოგიერთი
ტოტი გაივლის მცირე ბადექონის ფურცლებს შორის და
მიიმართება ღვიძლში.
❑ მარჯვენა ცთომილი ნერვი უფრო მსხვილია; საყლაპავი
მილის უკანა კედლიდან იგი ჩაეშვება კუჭის უკანა
კედელზე სიმპათიკურ ნერვებთან ერთად კუჭის უკანა
ტოტების სახით.

ფაშვის ტოტები მიჰყვებიან კუჭის მარცხენა არტერიას და


უკავშირდებიან მზის წნულის ფაშვის კვანძს - ganglion
coeliacum; . აქედან გამოსული ტოტები სისხლძარღვების
კედლებზე არსებულ სიმპათიკურ ბოჭკოებთან ერთად
მიიმართებიან ღვიძლისაკენ, პანკრეასისაკენ, წვრილი და
მსხილი ნაწლავებისაკენ (დასწვრივ კოლინჯამდე),
ელანთასა და თირკმელებისაკენ.
ამრიგად, ცთომილი ნერვი:
➢ მოტორულ ბოჭკოებს აწვდის ხორხის, ხახის, სასულეს, ბრონქების, საყლაპავი მილის, გულისა და კუჭ-
ნაწლავის კუნთებს;
➢ ვაზომოტორულ ბოჭკოებს აწვდის ფილტვების სისხლძარღვებსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის
არტერიებს.
➢ სეკრეტორულ-პარასიმპათიკურ ბოჭკოებს აწვდის ღვიძლს, თირკმლებს, პანკრეასს, კუჭ-ნაწლავის
ლორწოვანი გარსის ჯირკვლებს.

ცთომილი ნერვის დაზიანება იწვევს ყლაპვის მოშლას, ხმის ჩახლეჩას, ცხვირისმიერ


მეტყველებას, რბილი სასის დაშვებას დაზიანების მხარეს; ფონაციის დროს (ხმის
წარმოქმნა) რბილი სასა იკუმშება მხოლოდ საღ მხარეს,ნაქი გადაიხრება იმავე მხარეს;
გამოხატულია მგერავი იოგების პარეზი.

ცთომილი ნერვის ორმხრივი დაზიანება იძლევა ფრიად რთულ კლინიკურ სურათს:


მკვეთრადაა გამოხატული ყლაპვის მოშლა – თხევადი საჭმელი გადმოდის
ცხვირიდან, მაგარი საჭმელი მოხვდება სასულეში, რის გამოც ვითარდება
ასპირაციული პნევმონია. აღინიშნება აფონია; ხახის რეფლექსი მოსპობილია.
შინაგანი ორგანოების მხრივ, აღინიშნება სუნთქვის მოშლა, ფილტვების
ვაზომოტორების დამბლა, რაც თანდათან განავითარებს ასფიქსიას; ფილტვების
ჰიპერემია და შემდგომი შეშუპება, გულის მუშაობის შეცვლა, საყლაპავი მილის
დამბლა, ნაწლავების მოტორიკისა და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების
ფუნქციის მოშლა.

You might also like