You are on page 1of 22

ვარდისფერი ხაზი წარმოადგენს შესავლების საზღვარს.

წითელი წყვეტილი ხაზი წარმოადგენს დიაფრაგმის საზღვარს.


გულმკერდის ჩონჩხი.
გულმკერდის ჩონჩხი წარმოქმნის, რომელიც წარმოდგენილია 12 წყვილი ნეკნითა და
ხრტილით, 12 მალითა და მალთაშორისი დისკოებით, და ასევე მკერდის ძვლით, ქმნის
ე.წ. ძვალ-ხრტილოვან გალიას. ნეკნთა ხრტილები წარმოადგენენ ნეკნების გაგრძელებას,
რომელიც მკერდის ძვალთან ელასტიკურ სახსარს წარმოქმნის, უზრუნველყოფს
გულმკერდის ელასტიკურობას. ორი ნეკნი თავიანთი ხრტილოვანი გაგრძელებებით
გამოყოფილია ერთმანეთისგან ნეკნთაშორისი სივრცით, რომელიც დაკავებულია
ნეკნთაშორისი კუნთები, ძარღვებითა და ნერვებით.

გულმკერდის შესავალი.
გულმკერდის ღრუ დაკავშირებულია კისერთან გულმკერდის ზედა შესავლით, რომლის
საშუალებით გულმკერდის ღრუს ტოვებს და მასში შედის ისეთი სტრუქტურები როგირცაა:
ტრაქეა, საყლაპავი, ძარღვები და ნერვები.
გულმკერდის ზედა შესავლის ზომები და საზღვრები:
* სიგრძეში(ანტერიო-პოსტერიულად) – 6,5 სმ.
* სიგანეში - 11 სმ.
უკნიდან - გულმკერდის პირველი მალა (T1).
ლატერალურად - ნეკნთა პირველ წყვილი.
წინიდან - მკერდის ძვლის ზედა ზედაპირი.
ნეკნთა პირველი წყვილის დახრილობის გამო, შესავლის წინა ნაწილიხ დახრილია.

გულმკერდის ღრუ დაკავშირებულია მუცლის ღრუსთან გულმკერდის ქვედა შესავლით,


რომელსაც დიაფრაგმა ხურავს და ის გამოყოფს გულმკერდისა და მუცლის ღრუს.
დიაფრაგმის (ან მის უკან, მაგ:აორტა) გავლით სტრუქტურები ტოვებენ და შედიან
გულმკერდისა და მუცლის ღრუში (მაგ: ქვედა ღრუ ვენა).
ქვედა შესავალი გაცილებით დიდია ვიდრე ზედა შესავალი და მისი საზღვრებია:
უკნიდან - გულმკერდი მე12 მალა (T12).
პოსტერიოლატერალურად - ნეკნთა მე11 და მე12 წყვილი.
ანტერიოლატერალურად - მე7-მე10 ნეკნების გაერთიანებული ხრტილები, რომლებიც
ხრტილოვან ნეკნთა რკალს ქმნიან.
წინიდან - მახვილისებრი მორჩით.
ნეკნი.
ნეკნი არის მოღუნული, ბრტყელი, მსუბუქი და ელასტიკური ძვალი, რომელიც „გალიის“
უდიდეს ნაწილს ქმნის. ყოველი ნეკნის ღრუბლისებრი ნივთიერება შეიცავს სისხლმბად
ქსოვილს - ძვლის წითელ ტვინს. შესახსრების მიხედვით განარჩევენ სამი კლასის ნეკნს:

 ნამდვილი ნეკნები (1-7). ხრტილოვანი გაგრძელებების საშუალებით პირდაპირ


უკავშირდებიან მკერდის ძვალს.
 ცრუ ნეკნები (8-10). მე8-მე10 ნეკნების ხრტილოვანი ნაწილი ჯერ ერთიმეორეს
უერთდება, ხოლო შემდეგ მე8 ნეკნის „გაერთაინებული ხრტილი“ მე7 ნეკნს
უკავშირდება, რის გამოც ცრუ ნეკნები ირიბულად უკავშირდება მკერდის ძვალს.
*მე7 ნეკნი თავისი ხრტილოვანი ნაწილით უკავშირდება მკერდის ძვალს და ამიტომ
არის ის ნამდვილი ნეკნი.
 მერყევი (თავისუფალი) ნეკნები (11,12. ხანდახან მე10). აქვთ რუდიმენტური
(ჩანასახოვანი) ხრტილოვანი ნაწილი, რომელიც არც პირდაპირ და არაც ირიბულად
უკავშირდება მკერდის ძვალს. თავისუფლად მერყეობენ მუცლის კუნთების სისქეში.

ტიპურ ნეკნზე (3-9) განარჩევენ შემდეგ ნაწილებს:

 ნეკნის თავი, რომლის ზედაპირი წარმოდგენილია თავის ქედით ერთმანეთისგან


გაყოფილი ორი (ზედა და ქვედა) სასახსრე ზედაპირით. ერთერთი ზედაპირით ნეკნი
ესახსრება რიგით შესაბამის მალას, ხოლო მეორე ზედაპირით ამ მალის
ზემომდებარეს.
 ნეკნის ყელი, აკავშირებს ნეკნის თავსა და სხეულს ნეკნის ბორცვის დონეზე.
 ნეკნის ბორცვი, წარმოდგენილია ყელისა და სხეულის საზღვარზე.
აქვს სასახსრე ნაწილი, რომლითაც ესახსრება შესაბამისი მალის განივ მორჩს
(სინოვიალური სახსარი) და არასასახსრე ნაწილი, რომელიც განკუთვნილია
ნეკნგანივი იოგის დასაკავშირებლად ნეკნსა და მალას შორის, სახსრის ირგვლივ,
(ფიბროზული კავშირი).
 ნეკნის სხეული, რომელიც ბორცვის უკან მდებარე ნეკნის კუთხის ადგილას იწყება და
მკვეთრად უხვევს. ქვედა ზედაპირს აქვს ჩაზნექილობა, ნეკნის ღარი, რომელიც იცავს
ნეკნთაშორის ნერვებსა და ძარღვებს.
ატიპური ნეკნები (I, II, X, XI, XII).

 I ნეკნი არის ყველაზე ფართო, მოკლე და მოღუნული შვიდ ნამდვილ ნეკნს შორის.
ზედა ზედაპირზე წინა კიბისებრი კუნთის ხორკლი გამოყოფს ორ ღარს:
ლავიწქვეშა ვენის ღარს და ლავიწქვეშა არტერიის ღარს. აქვს მხოლოდ ერთი სასახსრე
ზედაპირი.

 II ნეკნი უფრო ვიწრო და ტიპურის მსგავსი ნეკნი, უბრალოდ მას აქვს ორი ფორმაცია,
რომელიც იკავშირებს წინა დაკბილულ და უკანა კიბისებრ კუნთებს.
 I, X-XII ნეკნებს აქვთ მხოლოდ ერთი სასახსრე ზედაპირი.
 XI და XII ნეკნებს არა აქვთ ყელი, კუთხეები, ბორცვები, ღარები და, ამასთან, არ
ენაწევრებიან მალების განივ მორჩებს და შეერთებული არიან მხოლოდ შესაბამის
მალის სხეულთან.
გულმკერდის განყოფილების მალები.
გულმკერდის მალაში, როგორც ტიპურ წარმონაქმნში, არჩევენ შემდეგ ნაწილებს:
1. მალის სხეული.
2. მალის რკალი.
3. მალის ხვრელი.
4. წვეტიანი მორჩი.
5. განივი მორჩი.(ორი) - თავისი სასახსრე ზედაპირებით.
6. ზევითა სასახსრე მორჩი.(ორი) - თავისი სასახსრე ზედაპირებით.
7. ქვევითა სასახსრე მორჩი.(ორი) - თავისი სასახსრე ზედაპირებით.
8. მალის ზევითა და ქვევითა ნაჭდევები.(წყვილ-წყვილი).

* ზევითა და ქვევითა სასახსრე ზედაპირს უკავშირდება ნეკნის თავი.


* განივი მორჩის სასახსრე ზედაპირს უკავშირდება ნეკნის ბორცვი. გარდა T11,T12-სა.
* აქვთ გრძელი ქვევით მიმართული წვეტიანი მორჩი, რომელიც გადაფარავს დისკოსა და
ქვედა მალას.
მკერდის ძვალი.
ბრტყელი, ვერტიკალურად წაგრძელებული ძვალი, რომელიც გულმკერდის ჩონჩხის წინა
ნაწილის ცენტრს წარმოადგენს. შედგება სამი ნაწილისგან:

 მკერდის ტარი, ტრაპეციული ფორმის ძვალი წარმოდგენილია T3 T4 მალის


დონეზე. სტრუქტურები:
საუღლე (მკერდზედა) ნაჭდევი.
ლავიწის (ლატერალური) ნაჭდევი - ესახსრება ლავიწის მკერდის (მედიალურ)
ბოლოს.
სანეკნე ნაჭდევები: ერთი ზედა - პირველი ნეკნის ხრტილთან შესაერთებლად,
მეორე ქვედა - მეორე ნეკნის ხრტილის ზედა ნახევრისათვის.

მკერდის ტარი და სხეული განლაგებულია სხვადასხვა სიბრტყეზე, რაც გამოშვერილ


მკერდის (ლუისის) კუთხეს ქმნის. კუთხე ადვილად პალპაცირებად კლინიკურ ნიშანს
(ორიენტირს) წარმოადგენს, რომელიც მეორე წყვილი სანეკნე ნაჭდევების
საპირისპიროდაა ლოკალიზებული, მეხუთე და მეოთხე მალას შორის მოთავსებულ
IV დისკოს დონეზე.

 სხეული T5-T9 დონეზე. იკავშირებს სანეკნე ნაჭდევებით II-VII ნეკნების


ხრტილოვან ნაწილებს.
* II და VII ნეკნების ხრტილოვანი ნაწილების ნახევრებს იკავშირებენ, რადგან
ძვლის შესაბამისი სეგმენტების საზღვარზეალოკალიზებული.
 მახვილისებრი მორჩი, ახალგაზრდა ასაკში ხრტილისგან შედგება, 40 წლის
შემდეგ განიცდის ოსიფიკაციას (გაძვალებას).
მახვილისებრი მორჩისა და სხეულის სახსარი წარმოადგენეს:
ქვედა საზღვარს გულისთვის
ნიშანს ღვიძლისა და დიაფრაგმის ცენტრალური მყესის ზედა დონისთვის.
მკერდლავიწის
სახსარი
გულმკერდის კუნთები

კუნთი იწყება უმაგრდება ინერვაცია მოქმედება


გარეთა ნეკნთაშორისი წევს ზევით
ნეკნებს.
შიგნითა ნეკნთაშორისი ნეკნის ქვედა ქვედა ნეკნის
ყველაზე ღრმა საზღვარი ზედა საზღვარი ნეკნთაშორის წევს ქვევით
ნეკნთაშორისი ნეკნებს.
ი ნერვი
გულმკერდის განივი მკერდის ძვლის 2-6 ხრტილოვანი მონაწილეობს
უკანა ზედაპირი ნეკნების შიგნიათა ნეკნების დაწევაში
ზედაპირი
ნეკნქვეშა ნეკნის შიგნითა მე2 ან მე3 ქვედა ნეკნი ამოსუნთქვაში
ზედაპირი მონაწილეობს
ნეკნების ამწევი C7-T11 მალის მე2 ან ქვეშმდებარე C8-T11 ნერვების წევს ზევით
განივი მორჩები ნეკნს, ბორცვსა და უკანა ტოტი ნეკნებს.
კუთხეს შორის.
უკანა ზევითა ქედის იოგი, C7-T3 2-4 ნეკნის ზედა 2-5 ნეკნთაშორისი წევს ზევით
დაკბილული მალის წვეტიანი საზღვარი. ნერვი. ნეკნებს.
მორჩი.
უკანა ქვევითა მე8-მე12 ნეკნების T11-L12 მალის მე9-მე11 წევს ქვევით
დაკბილული ქვედა საზღვარი, წვეტიანი მორჩები ნეკნთაშორისი ნეკნებს.
კუთხესთან ახლოს ნერვები, ნეკნქვეშა
(T12) ნერვი
წინ (მკერდის ძვალთან) გარეთა ნეკნთაშორისი კუნთი ჩანაცვლებული გარეთა
ნეკნთაშორისი მემბრანით.
უკან (მალასთან) შიგნითა ნეკნთაშორისი კუნთი ჩანაცვლებულია შიგნითა ნეკნთაშორისი
მემბრანით.
ყველაზე ღრმა ნეკნთაშორისი კუნთი ძირითადად ნეკნთაშორისი სივრცის შუანაწილშია.

გულმკერდის ჩონჩხის ინერვაცია


ზოგადად, როგორც ვიცით ზურგისტვინში სენსორული ინფორმაცია აღწევს დორსალური
ფესვის შემადგენელი ფესევდოუნიპოლარული ნეირონების საშუალებით, ხოლო სამიზნე
უჯრედებამდე სიგნალი ვენტრალური ფესვის შემადგენელი მოტონეირონთა აქსონებით.
ფსევდოუნიპოლარული (სენსორული) ნეირონების პერიკარიონთა ერთობლიობა ქმნის
სპინალურ განგლიას, რომელიც ლოკალიზებულია მალთაშორის ხვრელში. სპინალური
განგლიის ლატერალურად დორსალური და ვენტრალური ფესვი ერთიანდება შერეული
ნერვის სახით, რომელიც ორ ტოტად: უკანა და წინა ტოტებად იყოფა.
შერეული (სპინალური) ნერვის უკანა ტოტი მიემართება უკან, განივი მორჩების
ლატერალურად და აინერვირებს: ძვლებს, სახსრებს, ღრმა უკანა კუნთებს და ზურგის
გულმკერდის ნაწილის კანს.

წინა ტოტით წარმოდგენილია T1-T11 ნეკნთაშორისი და (T12) ნეკნქვეშა ნერვი.


ტიპური ნეკნთაშორისი ნერვი (3-6).
თავიდან ნეკნთაშორისი ნერვი მოათავსებულია შიგნითა ნეკნთაშორისი მემბრანასა და
პარიეტალურ პლევრას შორის, ის დევს შიგნითა ნეკნთაშორის მემბრანაზე და
შიგნითა ნეკნთაშორისი კუნთის გასწვრივ. ნეკნის კუთხესთან ახლოს ის მიემართება (ძვრება)
შიგნითა და ყველაზე ღრმა ნეკნთაშორის კუნთებს შორის, რის შემდეგადაც მოთავსდება
ნეკნის ღარში. ნერვის ზევით არტერია, ხოლო არტერიის ზევით ვენა. კუთხესთან ახლოს, ასევე,
გამოიყოფა კოლატერალი, რომელიც ქვედა ნეკნის ზედა საზღვარის გასწვრივ მიემართება.
ნეკნთაშორისი ნერვი მიემართება წინ, შიგნითა და ყველაზე ღრმა ნეკნთაშორის კუნთებს
შორის, და დაახლოებით ნეკნის (რკალის) შუა წერტილთან ნერვი იძლევა ლატერალურ
კანქვეშა ტოტს. მკერდის ძვალთან მიახლოებისას, ნერვი მიემართება ვენტრალურად,
ერთვება კანქვეშა ქსოვილის როგორც წინა ქანქვეშა ტოტი.
მთელი სიგრძის მანძილზე ნერვი იძლევა მცირე ტოტებს (კოლატერალებს) მახლობლად
მდებარე კუნთების ინერვაციისთვის, ასევე სენსორულ ტოტებს პარიეტალური
პლევრისთვის.
ატიპური ნეკნთაშორისი ნერვი (1,2,7-11).

 I და II ნეკნთაშორისი ნერვები მიემართებიან I და II ნეკნების შიგნითა ზედაპირზე და


არ თავსდებიან ნეკნის ღარში (არ აქვთ ამ ნეკნებს).
 მე7-მე11 ნეკნები, მას შემდეგ რაც იძლევა ლატერალურ კანქვეშა ტოტს, აგრძელებენ
მუცლის ნაწილის კანისა და მუსკულატურის ინერვაციას.
შესაბამისი (მაგ:T10) სპინალური ნერვები, რომლებიც სომატურ ნერვებს წარმოადგენენ,
უკანა და წინა ტოტების (ლატერალური და წინა კაქვეშა ტოტები) საშუალებით
აინერვირებენ კანისა და კუნთების შესაბამის (T10) უბნებს დერმატომებსა და

მიოტომებს.

დერმატომი არის კანის ნაწილი, უბანი, რომელიც ინერვირებულია სპინალური ნერვის


უკანა და წინა ტოტების ფსევდოუნიპოლარული (სენსორული) ნეირონების ბოჭკოებით.
მიოტომი არის შესაბამისი დერმატომის ქვეშმდებარე კუნთის უბანი, რომელიც
ინერვირდება სპინალური ნერვის უკანა და წინა ტოტების მოტორული ბოჭკოებით.
კომუნიკაციური ტოტების საშუალებით ყოველი ნეკნთაშორისი ნერვი და ნეკნქვეშა ნერვი
უკავშირდება სიმპატიკურ განგლიებს.

გულმკერდის ჩონჩხის სისხლმომარაგება


გულმკერდის ჩონჩხის არტერიები მიღებულია:
 გულმკერდის აორტიდან, უკანა ნეკნთაშორისი და ნეკნქვეშა არტერიებით.

 ლავიწქვეშა არტერიიდან(თვითონ მხართავის ღეროდან),


გულმკერდის შიგნითა, რომელიც დასაბამს აძლევს წინა ნეკნთაშორის არტერიებს(1-
უკანა ნეკნთაშორისი
6).
კუნშუასაძგიდის არტერია დასაბამს აძლევს 7-9 ნეკნთაშორისი სივრცისთვის წინა ნშ
უკანას კოლატერალი
არტერიებს. მე-10 ნშ სივრცისთვის
განკუთვნილი არტერია, რომელიც
კოლატერალის გარეშეა წარმოდგენილი
ერთვება მე-9 წინა ნშ არტერია, ეს თავისმხირვ
მე-8 წინა ნშ არტერიასთან ერთად
კუნთშუასაძგიდ არტერიას. (სურ.5-ბოლოს)
ყველაზე ზედა(ნეკნკისრის ტოტიდან)
არტერიებით.

ნეკნქვეშა(T12-ის)
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ზედა არტერია დასაბამს აძლევს მხოლოდ I და II უკანა
ნეკნთაშორის არტერიებს.

 იღლიის არტერიიდან, გულმკერდის ზედა და ლატერალური არტერიებით.

ნეკნთაშორისი სივრცე წარმოდგენილი უკანა და წინა ნეკნთაშორისი არტერიებით,


რომლებიც დაკავშირებისას ანასტომოზურ უბანს ქმნიან. ეს არტერიები კვებავენ
ნეკნთაშორის კუნთებს, მფარავ კანს და პარიეტალური პლევრის შესაბამის ნაწილს.
მიმართულება ისეთივე აქთ როგორ თანამოსახელე ნერვებსა და ვენებს.

აღსანიშნავია:
უკანა ნეკნთაშუა არტერიის უკანა ტოტი, რომელიც ძვლებს, სახსრებს, ღრმა უკანა კუნთებს
და ზურგის გულმკერდის ნაწილის კანს.
ლატერალურ კანქვეშა ტოტი.
წინა გამგმირავი ტოტი.

სურ.5

You might also like