You are on page 1of 20

სახის ნერვი - N.

Facialis (VII)
სახის ნერვი (VII) და ვრისბერგის
(XIII) შუამდებარე ნერვი
სახის ნერვი შეგვიძლია დავყოთ ორ მდგენელად: საკუთრივ
სახის ნერვი და შუამდებარე (ვრისბერგის) ნერვი.

 მთავარი და უფრო დიდი კომპონენტი საკუთრივ სახის


ნერვია. ის შეიცავს სომატურ მოტორულ და სომატურ
სენსორულ ბოჭკოებს; მოტორული ბოჭკოებით აინერვირებს
სახის მიმიკურ კუნთებს, ხოლო სენსორულით - მცირე
ტერიტორიას სახეზე, გარეთა სასმენი ხვრელის წინ.

 სახის ნერვს თან ახლავს პარასიმპათიკური ბოჭკოებისგან


შემდგარი შედარებით წვრილი კონა - შუამდებარე ნერვი (XIII
წყვილი , ანუ ვრისბერგის ნერვი). შუამდებარე ნერვი
შეგვიძლია ცალკე - დამოუკიდებელ ნერვად განვიხილოთ, ან
მოვაქციოთ სახის ნერვის შემადგენლობაში, როგორც ერთი
მთლიანი ღეროს ნაწილი.
საკუთრივ სახის ნერვი
სახის ნერვის მამოძრავებელი
ნაწილი

• სახის ნერვის მოროტული კომპონენტის


ბირთვი მოთავსებულია ვაროლის ხიდში.

• ბირთვიდან გამოსული ბოჭკოების


ერთობლიობა ხიდიდან გამოსვლამდე
ირგვლივ შემოუვლის ხიდშივე მდებარე
განმზიდველი ნერვის ბირთვს ( იქმნება
სახის ნერვის ე.წ. შიგნითა მუხლი), რაც,
თავის მხრივ, ხიდში - მეოთხე პარკუჭის
ფსკერზე წარმოშობს ვიზუალურად შესამჩნევ
შემაღლებას - Colliculus facialis.

• სახის ნერვის მოტორული ბოჭკოები ტოვებს


ტვინის ღეროს ნათხემ-ხიდის კუთხეში
სმენის და განმზიდველ ნერვებთან ერთად.

• ტვინის ღეროს დატოვების შემდეგ სახის


ნერვი მიემართება შიგნითა სასმენი
სახის ნერვის ბოჭკოების მსვლელობა
შიგნითა სასმენ მილში
შიგნითა სასმენ მილში სახის ნერვი შედის
ვრისბერგის შუამდებარე და სმენის
ნერვებთან ერთად.

მილში შესვლისთანავე სახის და


შუამდებარე ნერვების ბოჭკოები
გადაინაცვლებს ლატერალურად სახის ანუ
ფალოპის არხში და აღწევს მუხლის
კვანძს (პირველი ნეირონი).

მუხლის კვანძის დონეზე სახის (ფალოპის)


არხი მკვეთრად უხვევს ქვევით და ქმნის
სახის ნერვის გარეთა მუხლს (სახის
ნერვის შიგნითა მუხლი ტვინის ღეროშია -
იქ, სადაც სახის ნერვის ბოჭკოები
მოტორული ბირთვიდან გამოსვლის
შემდეგ გარს შემოუვლის განმზიდველი
ნერვის ბირთვს).

სახის ნერვი ქალას ღრუს ტოვებს სადგის-


დვრილისებრი ხვრელის საშუალებით.
სახის ნერვის მამოძრავებელი კომპონენტი
• სახის (ფალოპის) არხის ქვედა დაბოლოებასთან სახის
ნერვის ბოჭკოები ტოვებს ქალას ღრუს სადგის-
დვრილისებრი ხვრელის საშუალებით.

• სახის ნერვი მოტორული ბოჭკოებით ამარაგებს სახის ყველა


რეგიონს, თუმცა მანამდე ბოჭკოების ნაწილი გაივლის
ყბაყურა ჯირკვლის სისქეში.

• მიუხედავად იმისა, რომ სახის ნერვის ბოჭკოები გაივლის


ყბაყურა ჯირკვლის სისქეში და იქ ქმნის განტოტებას “ბატის
ფეხის” სახით, სახის ნერვი არ ახდენს უშუალოდ ყბაყურა
ჯირკვლის ქსოვილის ინერვაციას. ყბაყურა ჯირკვალი
პარასიმპათიკური (სეკრეტორული ) ბოჭკოებით მარაგდება
სხვა კრანიული ნერვის (მე-9 წყვილი - ენა-ხახის ნერვი)
მიერ.

• ქალას ღრუდან გამოსვლის შემდეგ სახის ნერვი


აინერვირებს სახის ყველა მიმიკურ კუნთს, გარდა ერთისა -
ზედა ქუთუთოს ამწევი კუნთისა, რომელიც ინერვირდება მე-
3 წყვილი ნერვის - თვალის მამოძრავებელი ნერვის
მოტორული ბოჭკოებით.

• სახის ნერვით ინერვირდება ყველა მიმიკური კუნთი (გარდა


ზემოაღნიშნული ერთისა - ზედა ქუთუთოს ამწევი კუნთისა ).
მიმიკურ კუნთებს მიეკუთვნება: თვალის ირგვლივი , ცხვირის
ირგვლივი, საფეთქლის, შუბლის, ლოყის, სადგის-ინის,
ორმუცელა კუნთის უკანა მუცელი, კისრის პლატიზმა და სხვ .

• სახის ნერვის მოტორული ბოჭკოებით (უზანგის ნერვის


შემადგენლობაში) მარაგდება არამიმიკური
განსაკუთრებული კუნთი - უზანგის კუნთი, რომელსაც
გავლენა აქვს დაფის აპკის დაჭიმულობის ხარისხის
სახის ნერვის მოტორული ბირთვების
ქერქული ინერვაციის თავისებურება
 სახის ნერვის მოტორული ბირთვის ერთი
ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შუბლის და
სახის ზედა ნაწილის კუნთებისთვის,
კორტიკონუკლეურ ბოჭკოებს იღებს ორივე
ჰემისფეროს პრეცენტრალური ხვეულიდან
(მოტორული ზონის ქერქიდან).
 აქედან გამომდინარე, კორტიკონუკლეური გზის
ცალმხრივი დაზიანება არ გამოიწვევს სახის ზედა
ნაწილის (შუბლის კუნთების) პარეზს.

მოტორული ბირთვის დანარჩენი ნაწილი ,


რომელიც განკუთვნილია სახის ქვედა ნაწილის
კუნთებისთვის, ქერქულ ინერვაციას იღებს
მხოლოდ მოპირდაპირე ჰემისფეროდან.
კორტიკონუკლეური გზის ცალმხრივი დაზიანება
ასეთ შემთხვევაში მოგვცემს სახის ქვედა ნახევრის
კუნთების ცენტრალურ პარეზს დაზიანების კერის
მოპირდაპირე მხარეს, თუმცა ეს არ შეეხება სახის
ზედა ნახევარს (შუბლის კუნთებს).
სახის ნერვის სომატური
მგრძნობელობის ბოჭკოები
 სახის ნერვის სომატური მგრძნობელობის ფუნქცია
(ტკივილი, ტემპერატურა, შეხება, პროპრიოცეპცია)
შემოიფარგლება მცირე ტერიტორიის ინერვაციით
სახეზე, რომელიც მდებარეობს გარეთა ყურის და
გარეთა სასმენი მილის მიდამოში, და ასევე, დაფის აპკის
გარეთა ზედაპირზე.

მგრძნობელობის გზის პირველი ნეირონი


მოთავსებულია მუხლის კვანძში

 მგრძნობელობის გზის მეორე ნეირონი მოთავსებულია


ტვინის ღეროში და ერწყმის სამწვერა ნერვის
მგრძნობელობის ბირთვებს (ძირითადი
მგრძნობელობის, სპინური ტრაქტის ბირთვები).

ყვითელი ფერით - მოტორული ბოჭკოები (მიმიკური კუნთები,


უზანგის კუნთი)
წითელი ფერით - ეფერენტული პარასიმპათიკური ბოჭკოები -
სეკრეცია (ლაკრიმაცია, სალივაცია)
მწვანე ფერით - აფერენტული პარასიმპათიკური ბოჭკოები -
გემოვნება
ლურჯი ფერით - სომატური მგრძნობელობის (პერიფერიული,
ღრმა მგრძნობელობის) ბოჭკოები
სახის ცენტრალური და პერიფერიული დამბლის
განვითარების ნეიროანატომიური საფუძველი
სახის ზედა ნაწილის (შუბლის) მიმიკური კუნთები იღებს ორმხრივ კორტიკო-ნუკლეურ
ინერვაციას ორივე ჰემისფეროს მოტორული ზონის ქერქიდან.

სახის ქვედა ნაწილის მიმიკური კუნთები კორტიკო-ნუკლეურ ბოჭკოებს იღებს მხოლოდ


კონტრალატერალური ჰემისფეროს მოტორული ქერქიდან (პრეცენტრალური ხვეული).

კორტიკო-ნუკლეური გზის ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაში, პარეზი ან დამბლა გამოხატული


იქნება სახის მხოლოდ ქვედა ნახევარში დაზიანებული გზის კონტრალატერალურად. პარეზი ან
დამბლა თავისი არსით იქნება სპაზმური, ანუ ცენტრალური.

სახის ცენტრალური პარეზის ან დამბლის დროს სახის დაზიანებულ მხარეს პირის კუთხე იქნება
დაშვებული, პაციენტს გაუჭირდება ბაგისმიერი ბგერების წარმოთქმა, კბილების დაკრეჭა და ა .შ .;
თუმცა თავისუფლად შეძლებს ამავე მხარეს შეჭმუხნოს შუბლი, აწიოს წარბი , მჭიდროდ და ძლიერად
დახუჭოს თვალი და ა. შ. - ანუ სახის ზედა ნაწილის კუნთების ფუნქცია იქნება შენარჩუნებული .

სახის ნერვის ხიდში არსებული მოტორული ბირთვის ან საკუთრივ ნერვული ღეროს დაზიანებისას
პარეზი ან დამბლა ვითარდება დაზიანებული კერის მხარეს, სახის ორივე- ზედა და ქვედა
ნახევარში. თავისი არსით, ეს იქნება დუნე ანუ პერიფერიული დამბლა (პარეზი), რომელსაც
სხვაგვარად ბელის დამბლას უწოდებენ.

სახის ნერვის მოტორულ ბირთვებს კავშირი აქვს დიენცეფალონთან, რაც უზრუნველყოფს სახის
მიმიკასთან ემოციური კომპონენტის შერწყმას.
უზანგის ნერვი და ჰიპერაკუზია
მიმიკური კუნთების გარდა, სახის ნერვი მოტორული ბოჭკოებით
(უზანგის ნერვის გზით) ამარაგებს განსაკუთრებული ფუნქციის
კუნთს - უზანგის კუნთს.

უზანგის კუნთი, იმისდა მიხედვით, თუ რა სიძლიერისაა ბგერითი


გამღიზიანებელი, შეკუმშვით ან მოდუნების გზით დაჭიმულობის
ხარისხს უცვლის დაფის აპკს.

უზანგის ნერვის დაზიანების დროს მოშლილია უზანგის კუნთის


ინერვაცია, რაც, თავის მხრივ, იწვევს კლინიკური სიმპტომის -
ჰიპერაკუზიის გამოვლენას;

ჰიპერაკუზია არის აკუსტიკური რეფლექსის გაქრობა, ანუ


ძლიერი ბგერითი გამღიზიანებლის საპასუხოდ უზანგის კუნთის
რეფლექსური (უპირობო) შეკუმშვის უნარის გაქრობა.

ჰიპერაკუზიის დროს მომატებულია მგრძნობელობა ბგერითი


გამღიზიანებლის მიმართ - მათ შორის ისეთი ბგერების
მიმართაც, რომელიც სხვა, ჩვეულებრივ შემთხვევაში, არ
იქნებოდა ყურისთვის არასასიამოვნოდ და გამაღიზიანებლად
აღსაქმელი.

ასეთ დროს ჩვეულებრივი ბგერა აღიქმება ძლიერ


ხმამაღალად.
სახის / შუამდებარე ნერვის გემოვნების
ბოჭკოები
სახის / შუამდებარე ნერვის შეიცავს აფერენტულ პარასიმპათიკურ
- განსაკუთრებული მგრძნობელობის - გემოვნების ბოჭკოებს.
სახის ნერვის ბოჭკოებს გემოვნების შეგრძნება მოაქვს ენის წინა
2/3-დან ერთერთი ტოტის - დაფის სიმის - chorda tympani -
მეშვეობით.
ტრაექტორიის გარკვეულ მონაკვეთზე გემოვნების ბოჭკოები
გაივლის ენის ნერვის სისქეში, რომელიც სამწვერა ნერვის,
კერძოდ კი მისი ქვედაყბის ტოტის განშტოებაა, შემდეგ კი
გრძელდება დაფის სიმის სახით.
დაფის სიმი აღწევს მუხლის კვანძს (პირველი ნეირონი), ხოლო
შემდეგ მიდის ტვინის ღეროში მდებარე განსაკუთრებულ
ბირთვთან - განკერძოებული ტრაქტის ბირთვთან, სადაც
მოთავსებული ამ გზის მეორე ნეირონი.
განკერძოებული ტრაქტის ბირთვი საერთო ბირთვია სახის, ენა-
ხახის და ცთომილი ნერვების პარასიმპათიკური გემოვნებითი
ბოჭკოებისთვის (VII, IX, and X), სპეციფიური მგრძნობელობის
ფუნქციის - გემოვნების იმპულსების გადაცემის
უზრუნველსაყოფად.
ენახახის ნერვს გემოვნებითი ინფორმაცია მოაქვს ენის უკანა
1/3-დან, ხოლო ცთომილ ნერვს ხორხსარქველიდან.
ტრაექტორიის შემდეგ ეტაპზე განკერძოებული ტრაქტის ბირთვი
გემოვნებით იმპულსებს გზავნის კონტრალატერალური
თალამუსის ბირთვებთან (VPM - თალამუსის ვენტროპოსტერო
მედიალური ბირთვი), საბოლოოდ კი გემოვნებითი ინფორმაცია
აღწევს თხემის წილს - პოსტცენტრალური ხვეულის ქვედა
ნაწილს, ინსულას სიახლოვეს (რეილის კუნძული - გემოვნების
ქერქული ცენტრი).
სახის ნერვის პარასიპმპათიკური ეფერენტული
ბოჭკოები (ცრემლდენა, ნერწყვის გამოყოფა)
საცრემლე და სანერწყვე (ენისქვეშა, ქვედაყბისქვეშა)
ჯირკვლებისკენ მიმართული პარასიმპათიკური ბოჭკოები
გამოდის ტვინის ღეროში (ხიდის ზედა ნაწილი) მდებარე
განსაკუთრებული ბირთვიდან - ზედა სანერწყვე
ბირთვიდან (მე-2 ნეირონი);
მუხლის კვანძში სინაფსური გადართვის შემდეგ (-1-ლი
ნეირონი) ცრემლის გამომყოფი ბოჭკოები მიემერთება
საცრემლე ჯირკვლისკენ სახის ნერვის ტოტის - დიდი
კლდოვანი ნერვის შემადგენლობაში. საცრემლე
ჯირკვალთან მიახლოებისას ხდება სინაფსური
დაკავშირება ფრთა-სასის პარასიმპთიკურ კვანძთან,
რის შემდეგაც ხდება საცრემლე ჯირკვლის და ცხვირის
ლორწოვანას ჯირკვლების ინერვაცია.
ბოჭკოების სხვა ნაწილი დაფის სიმის შემადგენლობაში
(სახის ნერვის ტოტია) გადაინაცვლებს ენის ნერვში
(სამწვერა ნერვის ტოტია), აღწევს ქვედაყბისქვეშა
პარასიმპათიკურ კვანძს, საიდანაც გამოსული
პოსტგანგლიური ბოჭკოებით აინერვირებს
ქვედაყბისქვეშა და ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლებს.
ზედა სანერწყვე ბირთვს კავშირი აქვს ყნოსვის
სისტემასთან (დორსალური გასწვრივი კონის საშუალებით);
სწორედ ამით აიხსნება მადისაღმძვრელი სურნელის
შეგრძნებისას სალივაციის საპასუხო გაძლიერების
მექანიზმი.
საცრემლე ჯირკვალს კავშირი აქვს ასევე
ჰიპოთალამუსთან (ემოციები) ტვინის ღეროს
რეტიკულური ფორმაციის ჩართვით, ისევე, როგორც
სამწვერა ნერვის სპინური ტრაქტის
ბირთვებთან(კონიუქტივის გაღიზიანება იწვევს საპასუხო
ცრემლდენას).
სახის ნერვის სხვადასხვა დონეზე არსებული დაზიანების
შესაბამისი კლინიკური გამოვლინება
• 1. სახის ნერვით ინერვირებული კუნთების პერიფერიული
სისუსტე (მიმიკური კუნთები),სმენის დაქვეითება ან სიყრუე,
შესუსტებული ვესტიბულური ფუნქციები.

• -------------------------------------------------------------------------------

• 3. სახის ნერვით ინერვირებული კუნთების პერიფერიული


სისუსტე (მიმიკური კუნთები), თვალის სიმშრალე,
ჰიპერაკუზია, გემოვნების დაქვეითება ენის წინა 2/3-ში,
ნერწყვის გამოყოფის (თეორიული) შემცირება - სუბიექტურად
ამ დეფიციტს პაციენტი ვერ შეიგრძნობს, რადგან ენა-ხახის (მე-
9) წყვილი) ნერვით ინერვირებული მძლავრი ყბაყურა
ჯირკვალი ძველებურად აგრძელებს მოქმედებას.

• 4. სახის ნერვით ინერვირებული კუნთების პერიფერიული


სისუსტე (მიმიკური კუნთები), გემოვნების დაქვეითება ენის წინა
2/3-ში, ნერწყვის გამოყოფის (თეორიული) შემცირება; ზოგჯერ
ამ სიმპტომებს ემატება ცრემლდენა ერთი თვალიდან სახის
დაზიანებულ მხარეს.

• 5. სახის ნერვით ინერვირებული კუნთების პერიფერიული


სისუსტე (მიმიკური კუნთები), ცრემლდენა.
ბელის დაავადება / სახის მიმიკური კუნთების
დუნე დამბლა
სახის ნერვის იდიოპათიური
დამბლა (ბელის დამბლა) სახის
ნერვის სხვადასხვა
დაზიანებათაგან ყველაზე ხშირია.

 ბელის დაავადება ხასიათდება


სახის ერთ ნახევარში სახის
მიმიკური კუნთების დუნე
დამბლით (შუბლის და სახის ზედა
ნაწილის კუნთების ჩათვლით),
რომელსაც შეიძლება დაემატოს
სახის ნერვის დაზიანებასთან
დაკავშირებული სხვა
გამოვლინებებიც, დამოკიდებული
დაზიანების კონკრეტულ დონეზე.
სახის ცენტრალური და პერიფერიული
დამბლა
“ნიანგის ცრემლების” ფენომენი

სახის ნერვის იდიოპათიური დამბლის


გადატანის შემდგომ პერიოდში მიმიკური
კუნთების ნაწილობრივი ან
მიმართულებაშეცვლილი რეინერვაცია
ზოგჯერ იწვევს სახის კონტრაქტურას ან
სინკინეზიას გადატანილი დამბლის
მხარეს.
მიმართულებაშეცვლილი რეინერვაციის
მექანიზმით აიხსნება ასევე “ნიანგის
ცრემლების” ფენომენი, რომლის
დროსაც ადგილი აქვს უნებლიე
ცრემლდენას საკვების მიღების დროს. ამ
მოვლენის მიზეზია აღდგენილი
სანერწყვე ბოჭკოების არასწორი ჩართვა
საცრემლე ჯირკვლის ინერვაციაში.
შედეგად, ადგილი აქვს ლაკრიმაციას
სალივაციის ნაცვლად.
რეფლექსური რკალები სახის ნერვის
მონაწილეობით
სახის ნერვის მოტორული ბირთვები მონაწილეობს სხვადასხვა რეფლექსური
რკალის ფორმირებაში. მათ შორისაა:

თვალის დახამხამების რეფლექსი: ძლიერი მხედველობითი სტიმულის


არსებობა ააგზნებს ოთხგორაკის ზედა ორგორაკის უჯრედებს, რომლებიც
ტექტობულბური გზით გაღიზიანებას გადასცემს ხიდში არსებულ სახის ნერვის
ბირთვებს. ამას საპასუხოდ მოყვება თვალების დაუყოვნებელი დახუჭვა.
უზანგის რეფლექსი: ბგერითი იმპულსები ტრაპეციული სხეულის
დორსალური ბირთვიდან გადაეცემა სახის ნერვის მოტორულ ბირთვს,
რასაც შედეგად მოყვება უზანგის კუნთის შეკუმშვა ან მოდუნება (დამოკიდებული
ბგერითი სტიმულის სიძლიერეზე). უზანგის კუნთი გავლენას ახდენს დაფის
აპკის დაჭიმულობის ხარისხზე, რის შედეგად თუნდაც ძლიერი ბგერითი
სტიმული სასმენი აპარატისთვის ხდება ნეიტრალური და მისაღები. უზანგის
ნერვის და შესაბამისად, უზანგის კუნთის დისფუნქცია სმენით აპარატს
არატოლერანტულს გახდის ბგერითი გამღიზიანებლის მიმართ და , ასეთ
შემთხვევაში, ჩვეულებრივი სიხშირის ბგერების აღქმაც კი უსიამოვნო ხდება . ამ
მოვლენას ჰიპერაკუზია ეწოდება.
რქოვანას რეფლექსი: (იხ. შემდეგი სლაიდი)
რქოვანას რეფლექსი
ამ რეფლექსური რკალის
თვალის ლორწოვანი გარსიდან წამოსული
მთლიანობის დარღვევა ნებისმიერ
სენსორული იმპულსები (აფერენტული
ნაწილი) თვალბუდის ნერვის საშუალებით - აფერენტული (სამწვერა) თუ
მიემართება სამწვერა ნერვის ძირითადი ეფერენტული (სახის) კომპონენტში,
მგრძნობელობის ბირთვისკენ. სინაფსური გააქრობს რქოვანას რეფლექსს.
გადართვით იმპულსები გადაინაცვლებს
სახის ნერვის მოტორულ ბირთვებზე, რის
შემდეგაც სახის ნერვის შესაბამისი ტოტის
გზით გაღიზიანება აღწევს თვალბუდის
ირგვლივ კუნთს (ეფერენტული ნაწილი).
საპასუხოდ, თვალი დახამხამდება.
სავარჯიშო 1
ამ ორი პორტრეტიდან, რომელი - (ა) თუ (ბ)
ასახავს ბელის (სახის ნერვის პერიფერიულ)
დამბლას?
სავარჯიშო 2

მდებარეობა 2. კლინიკური ნიშნები

მდებარეობა 3. კლინიკური ნიშნები

მდებარეობა 4. კლინიკური ნიშნები

მდებარეობა 5. კლინიკური ნიშნები


სავარჯიშო 3
ნათხემ-ხიდის კუთხეში, სახის
ნერვის ტვინის ღეროდან
გამოსვლის ადგილის დაზიანებისას,
რომელი კლინიკური ნიშანი
გამოაკლდება სიმპტომების იმ
ჩამონათვალს, რომელიც,
ჩვეულებრივ, ყალიბდება სახის
ნერვის მაღალი დაზიანების სხვა
შემთხვევების დროს - მაგ. ფალოპის
არხში შესვლისთანავე
განვითარებული დაზიანებისგან.

You might also like