You are on page 1of 4

თავის ტვინის 12 წყვილი ნერვი იყოფა 3 ჯგუფად: 3 წყვილი მგრძობელობის, 5- მამოძრავებელი და 4

შერეული.

ყნოსვის ნერვი - N. Olfactorius ( I წყვილი)


მგრძნობელობის ნერვია.
ყნოსვის ნერვის პირველი ნეირონის უჯრედები მოთავსებულია პერიფერიაზე და არა კვანძში.
ყნოსვის ბიპოლარული უჯრედები გაფანტულია ცხვირის ზედა ნიჟარის ზედა ნაწილებისა და
ცხვირის ძგიდის ლორწოვან გარსში. ამ უჯრედების აქსონები, 15-20 წვრილი ძაფის სახით შედის
ქალას ღრუში, ცხავის ძვლის დაცხრილული ფირფიტის საშუალებით და მთავრდება ყნოსვის
ბოლქვში, სადაც მოთავსებულია მეორე ნეირონი.

მეორე ნეირონის აქსონები ქმნის ყნოსვის ტრაქტს, რომელიც მოთავსებულია შუბლის წილის
ფუძეზე. ეს ტრაქტი მთავრდება ყნოსვის სამკუთხედში, წინა დახვრეტილ ნივთიერებაში და
გამჭირვალე ძგიდეში, რომლებიც ქმნიან ყნოსვის პირველად ცენტრს.

პირველად ცენტრში მოთავსებული, მესამე ნეირონის აქსონები მიემართება ყნოსვის ქერქულ


ცენტრებში: საფეთქლის წილის პარაჰიპოკამპის ხვეული, დაკბილული ხვეული და ჰიპოკამპი.
აქსონები სხვადასხვა გზით მოდიან. ძირითადი ნაწილი გაივლის კორძიანი სხეულის ქვევით და
ზევით, ნაწილი კი კავიანი კონის შემადგენლობაში.

პრიველადი ცენტრები დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქთან როგორც ტავისავე, ისე


მოპირდაპირე მხარეზე. ამის გამო ქერქული ცენტრის დაზიანებისას ყნოსვის მოშლა არ ხდება.

ანოსმია - ყნოსვის სრული მოშლა


ჰიპოსმია - ყნოსვის დაქვეითება
ჰიპეროსმია - სუნის შეგრძნების გაძლიერება
დიზესთეზია - სუნის გაუკუღმართებული შეგრძნება

მოშლა ძირითადად გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის პათოლოგიით; თუმცა შეიძლება


დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც მიიღოს:
 შუბლის წილის სიმსივნეების დროს (ტვინის ფუძესთან თუ ახლოსაა) ვითარდება ზეწოლა
ყნოსვის ტრაქტზე ან ყნოსვის ბოლქვზე, რაც იწვევს ცალ ნესწტოში ყნოსვის მოსპობას ან
დაქვეითებას.
 საფეთქლის წილში, ყნოსვის ქერქული ცენტრის გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს
ყნოსვითი ჰალუცინაციები.

მხედველობის ნერვი - N. Optici (II წყვილი)


მგრძნობელობის ნერვია.
მხედველობის ნერვის საწყის ნაწილს მხედველობის ნერვის დვრილი ანუ დისკი ეწოდება.
ბადურა გარსი წინა ტვინის ემბრიონულ ჩანასახს წარმოადგენს, აქ მოთავსებულია მხედველობის
გზის სამი პერიფერიული ნეირონისგან შემდგარი ჯაჭვი.
 პირველი ნეირონები წარმოდგენილია ჩხირებისა და კოლბების სახით. (ჩხირები -
მხედველობას უზრუნველჰყოს სუსტი განათებისას, კოლბები - საგნის დეტალების
გარჩევას და ფერად მხედველობას)
 მეორე ნეირონებია ბიპოლარული უჯრედები.
 მესამე ნეირონები განგლიური უჯრედები

აქსონთა ერთობლიობა წარმოადგენს მხედველობის ნერვს რომლიც მხედველობის ხვრელის


საშალებით შედის ქალას ღრუში, თავსდება ქალას ფუძეზე, თურქული კეხის წინ გადაჯვარედინება
და წარმოქმნის მხედველობის ჯვარედინს. (გადაჯვარედინდება მხოლოდ ბადურას ნაზალური
[შიგნითა] ნაწილიდან დაწყებული ბოჭკოები. ბადურას ტემპორალური [გარეთა] ნაწილის ბოჭკოები
ხიაზმას გადაუჯვარედინებლად გაივლის).
ხიაზმის შემდეგ მხედველობის გზას ეწოდება - მხედველობის ტრაქტი. იგი თანდათან ქალას
ფუძიდან ზევით მიემართება, გარედან შემოუვლის ტვინის ფეხს და მთავრდება, მხედველობის
პირველად, ანუ ქერქქვეშა ცენტრებში.

მხედველობის ტრაქტში გადის არა ერთი თვალიდან გამოსული ბოჭკოები (როგორც ნერვში)
არამედ ორივე ბადურა გარსიდან.
 მარცხენა მხედველობის ტრაქტში ორივე ბადურა გარსის მარცხენა ნახევრებიდან
 მარჯვენაში - ორივე ბადურა გარსის მარჯვენა ნახევრებიდან
მარცხენა მხედველობის ტრაქტი ატარებს გაღიზიანებას ორივე თვალის მხედველობის ველის
მარჯვენა ნახევრებიდან, ხოლო მარჯვენა - მხედველობის ველის მარცხენა ნახევრებიდან.

ბადურას სხვადასხვა ნაწილებიდან დაწყებულ ბოჭკოებს მხედველობის ტრაქტში


განსაზღვრული მდებარეობა აქვთ :
 ზედა ველებიდან გამოსული ბოჭკოები - მხედველობის ნერვისა და ტრაქტის ზედა
ნაწილებში
 ქვედა ველებიდან დაწყებული ბოჭკოები - ქვედა ნაწილებში.

ქერქქვეშა ანალიზატორს მიეკუთვნება : მზედველობის ბორცვის ბალიში (pulvinar), გარეთა


დამუხლული სხეული და ოთხგორაკის წინა ორგორაკი.

მეოთხე ნეირონი მხოლოდ გარეთა დამუხლულ სხეულშია მოთავსებული. მათი აქსონები


გაივლის შიგნითა კაფსულის უკანა ფეხის მესამედში და კეფის წილის ქერქში წარმოქმნის
გრაციოლეს კონას, რომელიც მთავრდება მხედვეობის მეორად ცენტრში - კეფის წილის მედიალურ
ზედაპირზე, დეზის ნაპრალის ზედა და ქვედა კიდეები.

ოთხგორაკის წინა ორგორაკში მთავრდება მხედველობის ნერვის, პუპილარული ბოჭკოები,


რომლებიც წარმოადგენენ გუგის სინათლეზე რეაქციის რეფლექსური რკალის პირველ რგოლს. ისინი
კავშირს ამყარებენ წინა ორგორაკში მოთავსებულ ჩართულ ნეირონებთან (II ნეირონები); მათი
აქსონები იაკუბოვიჩ-ედინგერ-ვესტფალის ბირთვებისკენ მიემართებიან, როგორც თავისავე ისე
მოპირდაპირე მხარეს. ამით აიხსნება გუგის შეთანხმებული რეაქცია სინათლეზე ერთი თვალის
განათებისას.
მხედველობის ნერვში იმპულსის გატარების სრული შეწყვეტისას ვითარდება სიბრმავე
(amaurosis) და სინათლეზე გუგის პირდაპირი რეაქციის მოსპობა შესაბამის თვალში.
ამბლიოპია - მხედველობის დაქვეითება

მხედველობის ანალიზატორის პათოლოგიის დროს შესაძლებელია განვითარდეს:


1. ჰემიანოფსია - მხედველობის ველების ნახევრის გამოვარდნა
2. კავდრატული ჰემიანოფსია - მხედველობის ველების ¼ გამოვარდნა
3. სკოტომა - მხედველობის ველის დეფექტი კუნძულის სახით
4. ფოტოფსია - მხედველობის ველში ათინათი, ლაქების, წერტილების გამოჩენა

ჰემიანოფსია მხედველობის ველების დეფექტი, ვითარდება მედ. ველების მხოლოდ ერთ


ნახევარში. იყოფა ორად :
 ჰეტერონიმური (არა თანამოსახელე) აღინიშნება ერთ თვალში მხედ. ველის მარჯვენა
ნახევარში, მეორე თვალში მარცხენა ნახევარში
 ჰომონიმური (თანამოსახელე) მხედვ. ველის დეფექტი ვლინდება თითოეული თვალის
მხედვ. ველის მარჯვენა ან მარცხენა ნახევრებში.
განსაკუთრებულ ფორმას მიეკუთვნება მხედვ. ველის ჰემიანოფსიური დეფექტი ცალ თვალზე,
მეორე თვალის ნორმალური მხედვ. ველის ფონზე.
ზომის მიხედვით შეიძლება იყოს :
 მთლიანი - გამოვარდნილია მხედველობის ველის ზუსტად ერთი ნახევარი
 ნაწილობრივი - აღინიშნება მხედ. ველის ნახევრის შევიწროება (მაგ. კვადრატული)
 სკოტომის - დროს კუნძულის სახით აღინიშნება მხედ. ველების ნახევრებში.
ეს ყველა მიეკუთვნება ცალმხრივ ჰემიანოფსიებს.

არსებობს ორმხრივიც, რომელიც შეიძლება იყოს ქვედა ზედა, მთლიანი ნაწილობრივი და


ჰემიანოფსიური სკოტომა.

დაზიანება სხვადასხვა დონეზე გვაძლევს სხვადასხვა კლინიკას.


ბადურა გარსის პათოლოგიისას გამოხატულია, ფოტოფსიები, სკოტომა, შესაძლებელია
ამბლიოპიისა და ამავროზის განვითარება.
რეტრობულბური ნაწილის დაზიანება გამოხატულია ამავროზი და სინათლეზე გუგის
პირდაპირი რეაქციის მოსპობა შესაბამის თვალში ან ამბლიოპია. ბადურაზე აღინიშნება ვენების
გაფართოება, დვრილის ჰიპერემია საზღვრების წაშლით.
ხიაზმის დაზიანებისას მხედ. ველის ცვლილებები წარმოდგენილია საწყისი სიმპტომების და
დასრულებული სინდრომების სახით.
 საწყისი - განპირობებულია პათოლ. კერის ზეწოლით მხედვ. გზების ჯვარედინზე.
ქვემოდან ზეწოლა იწვევს ნაწილობრივ ბიტემპორალურ ჰემიანოფსიას. ამგვარი
სიმპტომატიკა ახასიათებს ინტრასელარულ სიმსივნეებს (ჰიპოფიზის ადენომას). ზემოთ
ზრდის შემთხვევაში დეფექტები ვლინდება მერკულოვის კანონის შესაბამისად: პირველ
რიგში გამოვარდება საფეთქლის ზედა კვადრანტები, მერე ქვედა და ცხვირის ქვედა
კვადრანტები, ბოლოს ცხვირის ზედა კვადრანტები - ორივე თვალზე.
 დასრულებული - სრული ბიტემპორალური ჰემიანოფსია, სრული ბინაზალური
ჰემიანოფსია, სიბრმავე ცალ თვალზე, ტემპორალური ჰემიანოფსიით მეორე თვალზე.
მხედველობის ტრაქტის დაზიანების დროს აღინიშნება :
 მხედველობის ნერვის ნაწილობრივი ატროფია
 კონტრლატერალური ჰომონიმური ჰემიანოფსია (მხედ. ველის დეფექტი
ასიმეტრიულად)
 მოსპობილია გუგების რეაქცია სინათლეზე
 დადებითი სკოტომა
გარეთა დამუხლული სხეულის დაზიანებისას - კვადრატული ჰემიანოფსია.

გრაციოლეს კანონის დაზიანებისას :


 მხედველობის ნერვის ატროფია არ არის გამოხატული
 კონტრლატერალური ჰომონიმური ჰემიანოფსია (სიმეტრიული)
 გუგები რეაგირებს სინათლეზე ბადურას ორივე ნახევრის გაღიზიანებისას.
 გამოხატულია უარყოფითი სკოტომა

მხედ. ანალიზატორის ქერქული ცენტრის ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში ვითარდება -


კვადრატული ჰემიანოფსია.
მხედ. ანალიზატორის ქერქული ცენტრის გაღიზიანების დროს აღმოცენდება მხედველობითი
ჰალუცინაციები კონტრლატერალურ მხედ. ველში - მარტივი ფოტოფსიების სახით, ზოგჯერ
გენერალიზებული კუნჩხვის აურას წარმოადგენს.
კეფის წილების გაღიზიანებისას ჰალუცინაციები უფრო რთული ხასიათისაა: ფიგურების,
სახეების, კინოფილმის კადრების სახით.

You might also like