You are on page 1of 15

ფინალური

1. ორთოპედიული სტომატოლოგიის საგანი. განვითარების მოკლე


ისტორია .

ორთოპედიული სტომატოლოგია შეისწავლის საღეჭ-სამეტყველო აპარატის


ორგანოების ანომალიებს,შეძენილ დეფექტებს,დაზიანებებისა და დეფორმაციების
ამოცნობის,პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხებს,ამ მიზნით გამოიყენება
მკურნალობის ფუნქციური,აპარატული და აპარატურულ-ქირურგიული
მეთოდები.სამეცნიერო ორთოპედიის ფუძემდებლად ითვლება ფრანგი ქირურგი
ნიკოლა ანდრი(1658-1742),

ორთოპედიული სტომატოლოგია არის ზუსტი სამეცნიერო დისციპლინა,რომელიც


შედგება ზოგადი და კერძო კურსებისგან,ზოგადი არის პროპედევტიკა ანუ
მოსამზადებელი,შესავალი.კერძო მოიცავს 3ნაწილს:კბილის და ყბის
პროთეზირება,ყბა-სახის ორთოპედია და ტრავმატოლოგია,ორთოდონტია.

ორთოპედიულმა სტომატოლოგიამ განვითარების სამი სტადია გაიარა:

I სტადიაზე კბილის პროთეზირება ოქრომჭედლების,მასაჟისტების,დალაქების ხელობა


იყო

II სტადიაზე კბილის პროთეზირება გახდა განსაკუთრებული ნიჭის მქონე,სამეფო


კარის ქირურგების სპეციალიზების სფერო

III ეტაპზე კი კბილის პროთეზირება გახდა სამედიცინო სპეციალობა კბილის


დაავადებებისა და კბილის მკურნალობის ნაწილებით.

2. ორთოპედიული სტომატოლოგიის კლინიკისა და ლაბორატორიის


აღჭურვილობა, მუშაობის პრინციპები.

პირველრიგში უმთავრესია კბილის ტექნიკოსთა მუშაობისთვის შემუშავებული


ჰიგიენური ნორმების დაცვა არამარტო ოთახის კუბატურის,განათების,ვენტილაციის
მხრივ არამედ იმ სფეციფიკის გათვალისწინებითაც რაც თან სდევს კბილის
ტექნიკოსის მუშაობას.

ლაბორატორიის თითოეულ მომუშავეზე უნდა მოდიოდეს არანაკლებ


4მ(კვადრატული)ფართობისა და 13მ(კუბური)შენობისა
ოთახის სიმაღლე უნდა იყოს 3-3,5.
კედლები სადა,ღია ფერის საღებავით შეღებილი.
სამუშაო ადგილები ისე უნდა იყოს მოწყობილი,რომ სინათლე ეცემოდეს
მომუშავეს მარცხენა მხრიდან.აუცილებელია სავენტილაციო სისტემა,ცივი და
ცხელი წყალი.

ლაბორატორიული მაგიდა უნდა იყოს 70-75 სმ სიმაღლის,ჰქონდეს


ნახევარრკალისებურად ამოჭრილი წინა კიდე.
რკალის ქვეშ დამაგრებულია სამი გამოსაწევი ყუთი,მაგიდის ზედაპირზე
მარცხნივ ნათურას და სახეხ ძრავს ათავსებენ,მარჯვნივ კი გასათბობ
მოწყობილობას.ლაბორატორიაში ასევე უნდა იდგას კარადა სხვადასხვა
მასალის შესანახად და მაგიდა სპეციალური დანადგარით ჰილზების
გასაჭიმად.
3. საღეჭი აპარატის კომპონენტები და მათი ფუნქციონალური
ურთიერთქმედება.

ადამიანის კბილები არის საღეჭ- სამეტყველო აპარატის ნაწილი,აპარატი არის იმ


სისტემებისა და ცალკეული ორგანოების ერთობლიობა,რომელიც ერთი და იგივე
ფუნქციას ასრულებენ ან აქვთ საერთო წარმოშობა და მდებარეობა.

საღეჭ-სამეტყველო აპარატი არის ღეჭვაში,სუნთქვაში,ხმის წარმოქმნასა და


მეტყველებაში მონაწილე,ერთმანეთთან დაკავშირებული და ურთიერთმოქმედი
სისტემებისა და ცალკეული ორგანოების კომპლექსი. საღეჭ-სამეტყველო აპარატში
შედის:სახის ჩონჩხი და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი,საღეჭი
კუნთები,ორგანოები,რომელთა დანიშნულებაა საკვების დაჭერა,გადაადგილება და
ასევე საკვების დამქუცმაცებელი და ფერმენტული დამუშავების ორგანოები.

4. ყბა-კბილთა სისტემის ანატომია და ფიზიოლოგია.

ზედა ყბა

შედგება სხეულისა და 4 მორჩისგან ( შუბლის, ყვრიმალის, სასის და ალვეოლური)

კონტრფორსი - არის ზედა ყბის კომპაქტური ნივთიერების გამოხატული გასქელება ,


რომელიც წარმოადგენს ღეჭვითი დატვირთვის გადაცემის გზას.

კონტრფორსებია

1. შუბლ- ცხვირის - ღეჭვითი დატვირთვა იწყება ცენტრალური, გვერდითი


საჭრელებიდან, ეშვებიდან, პირველი პრემოლარიდან, ვრცელდება შუბლ-
ცხვირის კონტრფორსზე , თვალბუდის ზედაპირზე , ცხვირის , საცრემლე,
შუბლის ძვლებზე ვერტიკალურად.
2. ყვრიმალ-ალვეოლური ქედი და ყვრიმალის ძვალი ყვრიმალის მორჩთან ერთად
ქმნის ყვრიმალის კონტრფორსს, რომლითაც დატვირთვა გვერდითი
კბილებიდან ნაწილდება.
ორბიტის გვერდითი კიდით- შუბლის ძვალზე
ყვრიმალის რკალით - საფეთქლის ძვალზე
თვალბუდის ქვედა კიდით - შუბლ- ცხვირის კონტრფორსის ზედა
ნაწილზე.

3. ფრთა- სასის - წარმოქმნილია ზედა ყბის ბორცვით და ფრთისებრი მორჩით.


ღეჭვითი დატვირთვა ვითარდება გვერდითი კბილებიდან გადაეცემა ფრთა-
სასის კონტრფორსს, შემდეგ კი -ქალას ფუძეს.

სასის - წარმოქმნილია ზედა ყბის სასის მორჩებით- ქმნის მაგარ გარსს.

ღეჭვის დატვირთვის გამანეიტრალებელი წარმონაქმნებია


სახნისი, ზედა ყბის წიაღების მედიალური კედლები.

რბილ სასასთან იკვეთება სასის 2 ორმო, რომლებიც გამოიყენება


ორიენტირად ზედა ყბის მოსახსნელი პროთეზის დისტალური
საზღვრის განსაზღვრისას. სასაზე მდებარეობს მექანო- და
თერმორეცეპტორები.
რბილი სასა წინიდან ესაზღვრება - მაგარი სასის უკანა კიდეს.
გვერედებიდან - ხახის გვერდითი კედლები
უკანა მხრიდან - მთავრდება თავისუფალი ბოლოთი

ქვედა ყბა

სხეული და 2 მორჩი ( როკისებრი, გვირგვინოვანი)

ქვედა ყბის კუთხე - 120

დაფარულია კომპაქტური ფირფიტით

საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი ( ელიფსური)

1. ქვედა ყბის თავი


2. ქვედა ყბის ფოსო
3. სასახსრე ბორცვი
4. სასახსრე დისკო
5. სასახსე კაფსულა

როგორ გავარჩიოთ?

I საჭრელი

ზედა ყბაზე უფრო დიდია

ქვედა ყბაზე უფრო პატარაა

მედიალური კუთხე- მართი

დისტალური - დაბალი და მომრგვალო

II საჭრელი

დისტალური- გლუვი, მომრგვალებული, დაბალი, განსხვავებული ზომა.

ეშვი

ზედა ყბის - უფრო ფართე

ქვედა ყბის - გრძელი და ვიწრო

ეშვის დისტალური დაქანება - გრძელი

მედიალური მოკლე.

ქვედა

კუთხის ნიშანია. მედიალურ კუთხეს ქმნის საჭრელები

პრემოლარები- მე-4, მე-5

ზედა ყბა - I უფრო დიდია, განსხვავება დაქანებით , დისტალური- გრძელი,


მედიალური- მოკლე

ქვედა ყბაზე - II უფრო დიდია

ზედა და ქვედა ყბის პრემოლარების განსხვავება

ზედა ყბაზე ბორცვები უფრო მეტად აქვს გამოხატული და გაშლილია. ქვედა ყბის
პრემოლარები მომრგვალებულია . ზედა ყბის ლოყისკენა ბორცვები ქვედა ყბის
ლოყისკენას გადმოკბილავს.

ზედა ყბა- მე-6 კბილი ანუ I მოლარი


აქვს 4 ბორცვი ( 2 ლოყისკენა , 2 სასიკენა) + 1 კარაბელის ბორცვი (სასისკენ)

მე-7 კბილი ანუ II მოლარი ( მე-6 ზე პატარაა)

4 ბორცვიანია ( 2 ლოყისკენა, 2 სასისკენა)

მედიალური ბორცვები უფრო დიდი აქვს.

ქვედა ყბა

მე-6 ანუ პირველი მოლარი (ყველაზე დიდი კბილია)

5 ბორცვი აქვს( 3 ლოყისკენა, 2 ენისკენა)

მედიალური ბორცვი უფრო დიდია

მე-7 კბილი ანუ მეორე მოლარი.- 4 ბორცვიანია ისე, გარნიტურზე 5 ბორცვიანია.


მე-6 ზე პატარაა.

კბილის ორგანო= კბილი+პაროდონტი

კბილის ნიშნები : გვირგვინის სიმრუდის, გვირგვინის კუთხის, ფესვის ნიშანი.

ზედა კბილთა მწკრივს - ნახევარელიფსის ფორმა

ქვედა კბილთა მწკრივს- პარაბოლოს ფორმა

ზედა მწკრივი ფართო ქვედაზე.

5. საღეჭი და მიმიკური კუნთები

საღეჭი კუნთები

1. m.masseter - საღეჭი კუნთი


2. m.temporalis - საფეთქლის კუნთი
3. m. pterygoideus medialis- შიგნითა ფრთისებრი კუნთი
4. m. pterygoideus lateralis- გარეთა ფრთისებრი კუნთი
5. m. mylohioideus- ქვედა ყბა-ინის კუნთი
6. m. geniohyoideus- ნიკაპ-ინის კუნთი
7. venter anterior m. digastricus - ორმუცელა კუნთის წინა მუცელი
ქვედა ყბის ჩამომწევი - (ყბა-ინის, ნიკაპ-ინის, ორმუცელა)
ქვედა ყბის ამწევი - ( საღეჭი , საფეთქლის, მედიალური ფრთისებრი)

წყვილი ლატერალური ფრთისებრი კუნთი - მათი სინქრონული შეკუმშვის დროს


ქვედა ყბა წინ გამოდის.

მიმიკური კუნთები

1. პირის ირგვლივი
2. ზედა ტუჩის ამწევი
3. ქვედა ტუჩის დამწევი
4. ლოყის
5. ყვრიმალის დიდი
6. პირის კუთხის ამწევი
7. პირის კუთხის დამწევი
8. ღიმილის კუნთი
9. ნიკაპის კუნთი
10. ზედა ტუჩის საჭრელის
11. ქვედა ტუჩის საჭრელის

6. ქვედაყბა-საფეთქლის სახსარი
საფეთქელ-ქვედაყბის სახსარი აკავშირებს ქვედა ყბას საფეთქლის ძვალთან.
აგებულებით-ელიფსური
ანატომიური თავისებურება: სასახსრე დისკოს არსებობა და შესახსრებული
ზედაპირების შეუსაბამობა(ინკონგრუენტულობა).
ფუნქციურად- წყვილი სახსარია.

სახსარში მოძრაობის დროს შესაძლებელია ქვედა ყბის აწევ-დაწევა,წინ ,უკან და


გვერდზე(მარჯვნივ, მარცხნივ) მოძრაობა. სახსრის ფორმა და ფუნქცია მისაღები
საკვების მრავალფეროვნებით არის განპირობებული, ქვედა ყბის რთული
მოძრაობით საკვების მოკბეჩის და ღეჭვის დროს, სახსრის მონაწილეობით
ადამიანის მეტყველებაში. ღეჭვის და მეტყველების ფუნქციები თავის
მაფორმირებელ გავლენას ახდნენ საფეთქელ-ქვედაყბის სახსარზე მთელი.
ცხოვრება.

სახსარს ქმნის:

1. ქვედა ყბის თავი

2. ქვედა ყბის ფოსო


3. სასახსრე ბორცვი

4. Ⴑასახსრე დისკო

5. Ⴑასახსრე კაფსულა

7. ცნება ბაზალური,ალვეოლური, კბილთა რკალების შესახებ.

რკალები

_____ ბაზალური
ზედა
____________ ალვეოლური
________________ კბილის

______კბილის

___________ ალვეოლური ქვედა

_________________ბაზალური

კბილის რკალი - წარმოსახვითი მრუდი, რომელიც გაივლის კბილთა მწკრივის


საჭრელ კიდესა და/ ან საღეჭი ზედაპირის შუაში.

ალვეოლური - ალვეოლური ქედის შუაში გამავალი.

ბაზალური - კბილთა ფესვების მწვერვალზე გამავალი წარმოსახვითი მრუდი.

8. ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ კბილთა მდგომარეობას

კბილთა მწკრივის ერთიანობა უზრუნველყოფილია


1. კბილთაშორისი კონტაქტებით
2. ალვეოლური მორჩით
3. ალვეოლური ნაწილით
4. პაროდონტით

კბილთა მწკრივების სიმტციკეში მნიშვნელოვანია კბილთა განლაგების


თავისებურება, მათი გვირგვინებისა და ფესვების მიმართულება.
პაროდონტი არის კბილების საყრდენი სისტემა, რომელიც მოიცავს პერიოდონტს,
ღრძილს, კბილის ალვეოლასა და კბილის ფესვის ცემენტს. ორთოპედიულ
სტომატოლოგიაში მნიშვნელოვანია პერიოდონტის ისეთი ფუნქციები,
როგორიცაა: ამორტიზაციის, ტროფიკული და ღეჭვითი დატვირთვის
მარეგულირებელი. ამორტიზაციაში იგულისხმება ღეჭვითი ბიძგების ჩახშობა და
დატვირთვის თანაბარი განაწილება კბილბუდის კედლებსა და ფსკერზე. კბილზე
ვერტიკალურად მოქმედი დატვირთვისას იჭიმება პერიოდონტის ირიბი
კბილალვეოლური ბოჭკოები, გარდა მარაოსებრი ბოჭკოებისა. დატვირთვის
ჰორიზონტალური განაწილებისას ერთ მხარეზე პერიოდონტული ნაპრალის
შევიწროება, მეორეზე კი გაფართოება ხდება. ღეჭვითი დატვირთვის
ამორტიზაციაში ასევე მნიშვნელოვანია პერიოდონტის სისხლძარღვოვანო ქსელი.
მომატებული ფუნქციური დატვირთვისადმი პაროდონტის შეგუების უნარი
განსაზღვრავს მის კომპენსატორულ შესაძლებლობებს, სიმტკიცის რეზერვს ანუ
სარეზერვო ძალებს. პაროდონტის ფუნქციები:
1. საყრდენ-დამჭერი - პერიოდონტის იოგოვანი კომპლექსით ხდება, ღრძილით,
ალვეოლით
2. ტროფიკული - განპირობებულია ჰიდრავლიკური წნევით
3. ამორტიზაციის - ღეჭვითი დატვირთვის დაყოფა
4. სენსორული - არეგულირებს ღეჭვით დატვირთვას და ეს ხორციელდება
პაროდონტის რეცეპტორული სისტემით
5. პლასტიკური - ძვალ და ცემენტწარმომქნელი
9. არტიკულაცია და ოკლუზია

ოკლუზია - კბილთა მწკრივების ან ანტაგონისტების ცალკეული ჯგუფების


შეთანასოვნება.

1. ცენტრალური ( ქვედა ყბის ცენტრალურად)- ცენტრალური ოკლუზია არის


კბილთა მწკრივების ისეთი შეთანასოვნება როდესაც აღინიშნება
კბილთაშორისი კონტაქტების მაქსიმალური რაოდენობა,ამ დროს ქვედა
ყბას უჭირავს ცენტრალური მდებარეობა თავის ქალაზე.
2. წინა ( ქვედა ყბის წინ წამოწევით)- ხასიათდება ქვედა ყბის წინ
წამოწევით,რაც მიიღწევა ლატერალური ფრთისებრი კუნთის ორმხრივი
შეკუმშვით,ნორმალური თანკბილვისას სახის შუა ხაზი ემთხვევა
საჭრელებს შორის გამავალ შუა ხაზს.
3. გვერდითი მარჯვენა
4. გვერდითი მარცხენა
5. უკანა ( ქვედა ყბის დორსალური გადანაცვლებით)- უკანა ოკლუზია
ვითარდება ცენტრალური მდებარეობიდან ქვედა ყბის დორსალური
გადანაცვლების დროს.ამ დროს ქვედა ყბის თავები გადანაცვლებულია
დისტალურად და ზემოთ,საფეთქლის კუნთების უკანა ბოჭკოები
დაჭიმულიაამ პოზიციიდან შეუძლებელია ქვედა ყბის გვერდითი
მოძრაობები
!!!გვერდით ოკლუზიას თან ახლავს გადანაცვლების საწინააღმდეგო მხარის
ლატერალური ფრთისებრი კუნთის ცალმხრივი შეკუმშვა.

!!! ქვედა ყბის მარჯვნივ ან მარცხნივ გადასანაცვლებლად აუცილებელია მისი წინ


წამოწევა ცენტრალურ ან წინა ოკლუზიაში,უკანა ოკლუზია არის ქვედა ყბის
უკიდურესი დისტალური მდებარეობა საგიტალური ღეჭვითი მოძრაობების დროს.

არტიკულაცია - ქვედა ყბის ყველა შესაძლო მდებარეობა და გადაადგილება


ზედა ყბის მიმართ.

10. აპარატები, რომლებიც იმეორებენ ქვედა ყბის მოძრაობას

ქვედა ყბის ღეჭვითი მოძრაობების ჩაწერა ხდება სხვადასხვა აპარატზე:

მასტიკაციოგრაფია- ქვედა ყბის საღეჭი მოძრაობის გრაფიკული რეგისტრაცია.


ოსცილოგრაფია - საღეჭი კუნთების ბიოდენების ჩაწერა.
მიოტონომეტრია- საღეჭი კუნთების ტონუსის განსაზღვრა.
რენტგენოგრაფია
ელექტრომიოგრაფია - საღეჭი კუნთების ბიოპოტენციალების ცვალებადობის
აღრიცხვა.
11. თანკბილვა, თანკბილვის სახეები

თანკბილვა- კბილთა მწკრივების შეთანასოვნება ცენტრალურ ოკლუზიაში.

ნორმალური (ორთოგნათული)- უზრუნველყოფს ღეჭვის, მეტყველების, ყლაპის


სრულყოფილ ფუნქციასა და ესთეტიკურ ოპტიმუმს.

ზედა ყბა 1/3-ით ფარავს ქვედას.


ზედა ლოყისკენა ბორცვები გადმოფარავს ქვედას.
ცენტრალური ხაზი შუაში.

ანომალიური- ეწოდება კბილთა მწკრივების ისეთ შეთანასოვებას, როცა


მნიშვნელოვად არის დარღვეული ღეჭვის, მეტყველების,ყლაპვის ფუნქციები,
გარეგნული იერი.

დისტალური
მეზიალური
ღრმა
ღია
ჯვარედინი
გარდამავალი მოსაზღვრე ფორმები

1. სწორი თანკბილვა.
2. ორთოგნათული თანკბილვა ღრმა საჭრელოვანი გადაფარვით.
3. ორთოგნათული თანკბილვა წინა კბილების პროტრუზიით.
4. ორთოგნათული თანკბილვა წინა კბილების რეტრუზიით.

პროტრუზია - ფრონტალური კბილები წინაა გამოწეული ( ფრონტალური


კბილებია - დიდი და მცირე საჭრელები და ეშვები)

რეტრუზია- ფრონტალურების გვირგვინები გადახრილია ორალურად.

კბილები კონტაქტში შედის 2 ანტაგონისტთან. გამონაკლისია: ზედა სიბრძნის , ქვედა


ცენტრალური საჭრელი.

პათოლოგიური მდგომარეობა - არის შედარებით მყარი გადახრა


ნორმიდან,რომელსაც ორგანიზმისთვის ბიოლოგიურად უარყოფითი მნიშვნელობა
აქვს.

12. ღეჭვის და ყლაპვის აქტი

ღეჭვა- არის საკვების გადაყლაპვის პროცესის ერთ-ერთი საწყისი ფაზა, რომელიც


მდგომარეობს საკვების დაქუცმაცებაში, დასრესვაში და ნერწყვთან შერევაში, რის
შედეგადაც წარმოიქმნება გუნდა. ცალკეული ულუფის ღეჭვა გრძელდება 10-15წმ.
ღეჭვა არის პირის ღრუში საკვების დანაწევრებასა და დაქუცმაცებაზე მიმართული
მექანიკური პროცესების ერთობლიობა. საკვების მექანიკური დამუშავება
ხორციელდება კბილებით, რომელიც ქვედა ყბასთან ერთად ასრულებს მოძრაობების
რთულ ციკლს. ქვედა ყბის ღეჭვით მოძრაობებში განასხვავებენ ძირითად და დამხმარე
მოძრაობებს.

წინა კბილებით- საკვების მოკბეჩის შემდეგ , დანაწევრება ძირითადად ხდება ეშვებით


და პრემოლარებით. ღეჭვის ამ ფაზაში ზოგჯერ მონაწილეობს პირველი მოლარებიც.
ლოყის კუნთის მედიალური მორგვი აწვება კბილებს და ქმნის პირის ღრუს კარიბჭის
კედელს, რაც ხელს უწყობს საკვების დაჭერას კბილების ოკლუზიურ ზედაპირზე, მის
დაბრუნებას კარიბჭიდან კბილებზე და პირის ღრუში გადაადგილებას. შემდეგ
საკვები დაქუცმაცდება(ხორციელდება ქვედა ყბის აქტიური მოძრაობებით გვერდზე).
ნერწყვი გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით, ხოლო მასში არსებული მუცინი ხელს
უწყობს სრიალა საკვები გუნდის წარმოქმნას. საკვების დანაწევრების ხარისხი
რეგულირდება პირის ღრუსა და ენის ლორწოვანი გარსის რეცეპტორებით.
დანაწევრებული ნაწილაკები იკრიბებიან დამატებითი მექანიკური
დამუშავებისთვის. ღეჭვა ხდება ერთ ან ორივე მხარეს. საკვების გადატანა ერთიდან
მეორე მხარეზე ხდება ენის, ტუჩებისა და ლოყების დახმარებით. საჭმლის
მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების დროს ღეჭვა ხორციელდება
პირობითი და უპირობო რეფლექსებით. საკვების გადაღეჭვის დროს ქვედა ყბა
ასრულებს მოძრაობათა ციკლს. ქვედა ყბის მოძრაობის ციკლურობა სქემის სახით
გიზიმ წარმოადგინა. მოძრაობის საწყისი მომენტია ცენტრალური ოკლუზიის
მდებარეობა.

შემდეგ ერთმანეთს შეუწყვეტლად მოსდევს 4 ფაზა.

პირველ ფაზაში ყბა ქვემოთ და წინ გამოიწევს


მეორე ფაზაში ხდება ყბის გვერდზე გადანაცვლება(გვერდითი მოძრაობა)
მესამე ფაზაში კბილები სამუშაო მხარეს შეთანასოვნდება თანამოსახელე
ბორცვებით, ხოლო დამბალანსებელზე-სხვადასხვათი.
მეოთხე ფაზაში კბილები ბრუნდებიან ცენტრალური ოკლუზიის
მდებარეობაში და ღეჭვის ციკლი მეორდება. ღეჭვის დამთავრების შემდეგ ყბა
დგება მდგომარეობაში, რომელიც განპირობებულია საღეჭი კუნთების
ფუნქციური მოსვენებით. საღეჭი კუნთების ფუნქციური მოსვენება არის მათი
მაქსიმალური მოდუნების მდგომარეობა. ამ დროს ქვედა ყბა დაწეულია და
წინა კბილებს შორის აღინიშნება 1-13მმ სიდიდის ნაპრალი. ტუჩები
თავისუფლად დევს, გადასწორებულია ცხვირ-ტუჩის ნაოჭი.

ყლაპვა- საკვების გატარება ხორციელდება ყლაპვის რთული კოორდინირებული


რეფლექსური აქტის შედეგად, რომლის დროსაც ხდება ენის, ხახის, ხორხის
კუნთების განსაზღვრული თანმიმდევრობით შეკუმშვა.

ყლაპვის აქტის

პირველი-ნებითი ფაზა-ენის აწევით საკვების გუნდა გადადის წინა


რკალების უკან
მეორე-უნებლიე ფაზა- საკვების გუნდის მოძრაობა ხახაში საყლაპავის
შესასვლელისკენ ხორციელდება თანდაყოლილი რეფლექსით.
მესამე ფაზა არის მეორე გაგრძელება-საკვების გუნდის მიახლოება
საყლაპავის შესასვლელთან იწვევს მის რეფლექსურ გადაღებას და გუნდის
აქტიურ მოძრაობას საყლაპავში,მისი მუსკულატურის პერისტალტიკური
შეკუმშვით. საკვები გუნდისგან ხახის გათავისუფლების შემდეგ აღდგება
საწყისი მდგომარეობა. საკვების მიღების აქტი მოქმედებს ორგანიზმის
მრავალ ფუნქციაზე : სუნთქვაზე, სისხლის მიმოქცევაზე, აიროვან ცვლაზე,
მამოძრავებელ აპარატზე.

ფუნქციური საღეჭი სინჯები

ქრისტიანსენი- თხილი 5 გრამი და 50 ღეჭვითი მოძრაობა


გელმანი - ნუში 5 გრამი 50 წამის განმავლობაში (საცერში გაატარა 2,4 მმ დიამეტრი)

რუბინოვი - კაკალი 0,8 გრამი. 14-15 წამი. ღეჭვა ჩაყლაპვის რეფლექსის წარმოქმნამდე.

(2 მაჩვენებელი ღეჭვის დროს დარჩენილი დაღეჭილი მასის რაოდენობა)

13. პაციენტის გამოკვლევის მეთოდები: ინსტრუმენტული და აპარატული

პაციენტის გამოკვლევის მეთოდები იყოფა :

კლინიკირად ( პაციენტის სავარძელთან, საწოლთან გამოსაყენებილი) და


პარაკლინიკურად(ინსტრუმენტული, ლაბორატორიული, რენტგენელოგიური
ანუ მეთოდები რომლებიც ხორციელდება კლინიკის დამხმარე სამსახურებში)

კლინიკურში შეიძლება გამოვყოთ:

ვერბალური
მანუალური
ვიზუალური
აუდიური
ინსტრუმენტული.

ვერბალურს მიეკუთვნება:

გამოკითხვა
ანკეტირება
კითხვარის გამოყენება.

სპეციალური ინსტრუმენტები ექიმს საშუალებას აძლევს გააძლიეროს თავისი


შესაძლებლობები ან უფრო ხელმისაწვდომი გახარდოს მცირე საოპერაციო ველი.(
მაგ. თუ კარიესული ღრუს პალპაცია შეუძლებელია, მის მაგივრად გამოიყენება
წვრილი ინსტრუმენტები- ზონდი .ასეთ გასინჯვას ზონდირება ეწოდება).სარკის
სახელური აძლიერებს და უფრო ლოკალურს ხდის თითის ძალას პერკუსიის
დროს.

ინტრუმენტული მეთოდების ნაწილი მათი გამოყენების ადგილის მიხედვით


შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც კლინიკურს , ისე პარაკლინიკურს. ამისი
მაგალითია ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა,რომლის ჩატარება შეიძლება როგორც
სავარძელთან კლინიკაშიც და ასევე ფუნქციური დიაგნოსტიკის სპეციალურ
კაბინეტში. სამწუხაროდ რადიოვიზიოგრაფიის კლინიკური მეთოდი გამოყენება
კლინიკის მედპერსონალისთვის მავნებელია.

პარაკლინიკური მეთოდები ხორციელდება სხვადასხვა აპარატების ან ხელსაწყოების


საშუალებით.მათ ინსტრუმენტული მეთოდი ეწოდებათ.აგრეთვე სპეციალურ
ლაბორატორიებში. ასეთ მეთოდებს ლაბორატორიული ეწოდებათ.განსაკუთრებით
რენტგენოლოგიური რომელიც თამამად შეგვიძლია ინსტრუმენტულს მივაკუთვნოდ
რადგან მათი განხორციელებისთვის გამოიყენება რენტგენოლოგიური
აპარატი.თუმცა მისი საშიშროებიდან გამომიდინარე ის გაერთიანებულია ცალკე
ჯგუფში.

14. ღეჭვითი ეფექტურობის განსაზღვრის მეთოდები

გნათოდინამომეტრია - საღეჭი ძალის განმსაზღვრელი მეთოდი ( შექმნა


ბლეკმა), ვადგენთ საკვების დაღეჭვის უნარს და პაროდონტის
გამძლეობას საღეჭი ძალისადმი.

აგაპოვის საღეჭი კოეფიციენტები

I II III IV V VI VII VIII


25%
2 1 3 4 4 6 5 -

ოქსმანის საღეჭი კოეფიციენტები

I II III IV V VI VII VIII

2 1 2 3 3 6 5 3

1 1 2 3 3 6 5 4

ანტაგონისტი კბილების არარსებობისას ღეჭვის ეფექტი

=0-ს

ფუნქციური საღეჭი სინჯები

ქრისტიანსენი- თხილი 5 გრამი და 50 ღეჭვითი მოძრაობა


გელმანი - ნუში 5 გრამი 50 წამის განმავლობაში (საცერში გაატარა 2,4 მმ
დიამეტრი)

რუბინოვი - კაკალი 0,8 გრამი. 14-15 წამი. ღეჭვა ჩაყლაპვის რეფლექსის


წარმოქმნამდე.

(2 მაჩვენებელი ღეჭვის დროს დარჩენილი დაღეჭილი მასის რაოდენობა)

15. პაციენტის მომზადება პროთეზირებისთვის (ზოგადგამაჯანსაღებელი,


სპეციალური)

ზოგადგამაჯანსაღებელი- გულისხმობს პირის ღრუს სანაციას:

კბილების გართულებების მოცილება


ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობა
კარიესის მკურნალობა
პულპიტის მკურნალობა
პერიოდონტიტის მკურნალობა
მკურნალობისადმი დაუქვემდებარებელი კბილებისა და ფესვების ამოღება

ამის შემდეგ ვაწარმოებთ სპეციალურ ღონისძიებებს მკაცრი ჩვენებებით , რაც


განპირობებულია პროთეზირების ხასიათით. მაგ: კბილთა მწკრივების
ხიდისებრი პროთეზებით პროთეზირების დროს არ არის გარდამავალი ნაოჭის
დამამახინჯებელი ნაწიბურების აუცილებლობა. მოსახსნელი კონსტრუქციის
პროთეზებით პროთეზირების დროს ეს ნაწიბურები ხელს უშლიან ბაზისის
საზღვრების სწორად აგებას,აუარესებენ პროთეზისადმი მიჩვევას და საჭირო
ხდება მათი მოცილება ოპერაციით.

პირის ღრუს მომზადება

ზოგადგამაჯანსაღებელი სპეციალური
1. თერაპიული 1.თერაპიული
2. ქირურგიული 2. ქირურგიული
3. ორთოდონტიული 3. ორთოდონტიული
4.ორთოპედიული

ზოგადგამაჯანსაღებელი
1.თერაპიული

კარიესის მკურნალობა
პულპიტის მკურნალობა
პერიოდონტის მკურნალობა
პაროდონტის მკურნალობა
ლორწოვანი გარსის დაავადებები
პირის ღრუს სანაცია, ქვების და ნადებების მოშორება.

2.ქირურგიული

ყველა კბილისა და ფესვის ექსტრაქციას, რომელიც მკურნალობას არ


ექვემდებარება

3.ორთოდონტიული

თანკბილვის ანომალია

სპეციალური

1. თერაპიული
კბილთა დეპულპაცია
2. ორთოდონტიული
კბილთა მწკრივის მეორადი დეფორმაციის გასწორება
3. ორთოპედიული
სახის ქვედა მესამედის შემცირებული სიმაღლის აღდგენა დროებითი კაპების
საშუალებით
4. ქირურგიული
1. ეკზოსტოზების მოცილება
ეკზოსტოზები- ეწოდება ძვლოვან წარმონაქმნებს ძვლის ზედაპირზე (მათ
შორის ალვეოლურ ნაწილზე) და ყბის სხეულზე შვერილების, ბორცვების ,
მახვილ და ბლაგვწვერიანი ქედების სახით
2. ალვეოლური ნაწილის რეზექცია- საჭიროა მისი ჰიპერტროფიის დროს
3. ალვეოლური ნაწილის მოძრავი ლორწოვანი გარსის მოცილება
4. ლორწოვანი გარსის ჭიმების მოცილება
5. სასის მორგვის მოცილება

You might also like