You are on page 1of 5

ქვედა ყბის ანატომია

ქვედა ყბის ნერვი არის სამწვერა ნერვის მესამე ტოტი. ის ქალას ღრუს ტივებს ოვალური
ხვრელიდან და გამოსვლისთანავე იყოფა მგრძნობიარე ა მამოძრავებელ ნერვებად .
მგრძნობიარე ნერვებიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვედა ალევეოლარული ნერვი ,
ენისა და ლოყის ნერვი.

ქვედა ალვეოლარული ნერვი ეშვება ქვევით ქვედა ყბის ტოტის შიგნითა ზედაპირზე,
ჩაწვება ქვედა ქვედა ყბის ყელის ღარში, შემდეგ კი ქვედა ყბის ხვრელის გავლით (foramen
mandibulae) შედის ქვედა ყბის არხში, შემდეგ ვრცელდება მტლიან ქვედა ყბის არხში ,
აინერვებს ყველა კბილს შესაბამის მხარეს. ნერვული ბოჭკოების ნაწილი მენთალური
ხვრელიდან გამოდის და სადაც მას უკვე ნიკაპის ნერვი ეწოდება , ის აინერვებს ნიკაპის
მფარავ რბილ ქსოვილებსა და ქვედა ტუჩს შესაბამისს მხარეზე .

ენი ნერვი დაეშვება ქვევით და ჩაწვება ყბა-ენის ღარში(ადგილი სადაც საკბილე მორჩის
მფარავი ლორწოვანი გარსი გადადის პირის ღრუს ფსკერის ლორწოვან გარსში ) და
აინერვებს საკბილე მორჩის მფარავ ლორწოვან გარსს ორალური მხრიდან , პპირის ღრუს
ფსკერის ლორწოვანს და ენის წინა 2/3-ს შესაბამის მხარეზე.

ლოყის ნერვი გადააუვლის წინიდან ქვედა ყბის ყელს, გადმოდის ქვედა ყბის ტოტის
გარეთა ზედაპირზე, და აინერვებს ლოყის ლორწოვანს და საკბილე მორჩის ლორწოვანს
მეორე მოლარიდან მეორე პრემოლარამდე.

მამოძრავებელი ტოტები ატარებენ იმ კუნთების სახელს რომელსაც აინერვებენ. nervus


masseter - საღეჭი კუნთს აინერვებს, შიგნითა ფრთისებრი ნერვი-შიგნითა ფრთისებრ
კუნთს, გარეთა ფრთისებური ნერვი- გარეთა ფრთისებრ კუნთს, ყბა-ინის ნერვი - ყბა -ინის
კუნთს. ხოლო საფეთქლის კუნთს აინერვებს 3 ნერვი - წინა ღრმა, შუა ღრმა და უკანა ღრმა
ნერვები.

ქვედა ყბის რეგიონული გაუტკივარება

1) მანდიბულური გაუტკივარება
საანესთეზიო ნივთიერებას ვღრვრით ქვედა ყბის ხვრელთან foramen mandibulae-
სთან, შედეგად გავაუტკივარებთ ქვედა ალვეოლარულ ნერვს და ყველა კბილს
ქვედა ყბაზე, ანესთეზია აგრეთვე დადგება ნიკაპის ნერვზეც (რადგან ის არის
ალვეოლური ნერვის გაგრძელება) და შედეგადა გაუტკივარდება ნიკაპის ფარავი
რბილი ქსოვილები და ქვედა ტუჩს ნახევარი შესაბამის მხარეზე .

ქვედა ყბის ხრელი -Foramen Mandibulae


მდებაერობს ქვედა ყბის ტოტის შიგნითა ზედაპირზე. ქვედა ყბის ამონაჭდევიდან
დაშორებულია 22მმ-ით, ქვედა ყბის სხეულის ფუძიდან - 27მმ-ით, ტოტის წინა
კიდიდან -15მმ-ით და ტოტის უკანა კიდიდან 13მმ-ით. ხრელის წინ არის ნაქი,
რომელიც წინიდან ხურავს ქვედა ყბის ხვრელს და ხელ გვიშლის რომ ხვრელში
მოხდეს. ამიტომ ქვედა ალვეოლარული ნერვის გაუტკივვარება ხდეა ყელის
ღარში(sulcus coli mandibulae)
პირშიგნითა მეთოდი

იმისათვის, რომ შევასრულოთ პირშიგნითა გაუტკივარება უნდა ვიცოდეთ


რეტრომოლარი (უკანასკენლი მოლარის უკან არსებული) მიდამოს ანატომია:
შედგება 2 ნაწილისაგან: რეტრომოლარუ სამკუთხედი და რეტრომოლარული
ფოსო. რეტრომოლარულ სამკუთხედს ქმნის საფეთქლის ქქედი , რომელის
გვირგვინისებური მორჩის შიგნითა ზედაპირიდან ეშვება ქვევით : ლატერალური
(გარეთ ფეხი) და მედიალური(შიგნითა) ფეხი. ეს ლატერალური და მედიალური
ფეხები ქმნინ სამკუთხა სიბრცეს უკანასკნელი მოლარის ალვეოლურ კიდესთან .
რეტრომოლარული ფოსო კი მოთავსებულია ტოტის წინა კიდის ანუ
გვირგვინისებური მორჩის წინა კიდესა და საფეთქლის ქედს შორის .

მანდიბულური გაუტკივარების სამმომენტიანი მეთოდი


პირველი მომენტი - თითით შევდივართ და ვსინჯავთ რეტრომოლარუ სამკუთხედს,
ამის შემდეგ თითს გადავიტანთ რეტრომოლარულ ფოსოში, ჩხვლეტას
ვაწარმოებთ უკანასკნელი კბილის ანუ მესამე მოლარის საღეჭი ზედაპირიდან 1სმ -
ით ზევით, რეტრომოლარულ სამკუთხედში. ჩხვლეტისას შპრიცის კორპუსი
ებჯინება საპირისპირო მხრის პრემოლარებს. შევდივართ დაახლოებით 5-6მმ -ის
სიღმეზე და დავეცემით ძვალს რეტრომოლარული სამკუთხედის არეში .
მეორე მომენტი - შპრიცის კორპუსი გადაგვაქვს ჩხვლეტის მხარეს, ისე რომ ის
დადგეს საღეჭი კბილების პარალელურად, ამის შემდეგ წავაცოცებთ წინ 6 მმ-ით
და გადავცდებით საფეთქლის ქედს და აქ დავღვრით ანესთეტიკს 0,5-1მლ-ის
რაოდენობით ენის ნერვის გამოსათიშად.
მესამე მომენტი - შპრიცი ბრუნდება საწყისს პოზიციაშო - პრემოლარების
პროექციაზე და შევდივართ 10-15მმ0ის ისგრძეზე და აღმოვჩნდებით ყელის ღარში
სადაც წევს ქვედა ალვეოლარული ნერვი. შევიყვანთ 1,5-2მლ ანესთეტიკს და
გამოითიშება ქვედა ალვეოლარული ნერვი.
მანდიბულური გაუტკივარების ერთმომენტიანი მეთოდი
პალპატოლურად მოვსინჯავთ რეტრომოლარულ სამკუთხედს, მის პროექციას
გადმოვიტანთ ლორწოვანზე და თითს გადავიტანთ რეტრომოლარუ ფოსოში ,
ჩხვეტას ვაწარმოეთ ისევ საპრისპირო პრემოლარებზე დაყრდნობით , ისევ
უკანასკნელი კბილის საღეჭი ზედაპირიდან 1სმ-ით ზევით, რეტრომოლარული
სამკუთხედის ოდნავ მედიალურად(რომ ავცდეთ სამკუთხედს) და დავეცემით
სამკუთხედის მედიალურ კიდეს, აქვე დავღრვრით 0,5-1მლ ანესთეტიკს ენის
ნერვისთვის და კიდევ 2 სმ-ით გადავანაცვლებთ ნემსს ტოტის შიგნითა ზედაპირზე
და აღმოჩნდებით ყელის ღართან დავღრვრით საანესთეზიო ნივთიერებას და
გამოითიშება ქვედა ალვეოლარული ნერვი.
მანდიბულური გაუტკივარების აპოტაქტილური (უთითო) მეთოდი [ვეისბრენი]
ამ დროს ძვლოვანი ორიენტირები ჩვენ არ გვჭირდება არამედ ვიყენებთ
რბილქსოვილოვან ორიენტირებს- ფრთა- ქვედა ყბის ნაოჭის სახით. ეს არის
ლორწოვანი გარსის სამკუთხა ფორმის ნაოჭი, რომლის ფუძე გაჭმულია ძირითადი
ძვლის ფთოვანი მორჩის გარეთა და შიგნითა ფირფიტებს შორის, ხოლო
მწვერვალი მოემართება ქვევით და უმაგრედება ქვედა ყბის კუთხის შიგნითა
ზედაპირს.
ფრთა-ქვედა ყბის ნაოჭს აქვს გარეთა და შიდა კიდე. პირის ღრუში , ზუსტად ზედა და
ქვედა ყბის კბილებს შორის გავატარებთ წარმოსახვით საგიტალურ სიბრტყეს და
ვნახულობ წარმოსახვით წერტილს ამ სიბრტყისა და ფრთა ქვედა ყბის ნაოჭს
დისტალური კიდის გადაკვეთის ადგილას. ჩხვეტას ვაწარმოებთ ზუსტად ამ
წერტილში, შპრიცის კორპუსი მოთავსებულია მოპიდაპირე მხრის პრემოლარებზე
ან პირველ მოლარზე და შევდივართ დაახლოებით 1,5-2 სმ სიღრმემდე სანამ არ
დავეცემით ძვალს, ეს არის ქვედა ყბის ყელის ღარი, სადაც დავღვრით ანესთეტიკს
და გამოითიშება ქვედა ალვეოლარუი ნერვი.
 ზოგიერთ შემთხვევაში ფრთა-ქვედაყბის ნაოჭი შეიძლება იყოს ნორმზე ვიწრო
ან ნორმაზე ფართო. თუ ნორმაზე ფართოა ჩხვლეტას ვაწარმოებთ ნაოჭის
ცენტრში,ხოლო თუ ნორმაზე ვიწროა მაშინ მედიალურ კიდესთან.

პირგარეთა მეთოდი

პაციენტი წევს ზურზე, თავი გადაბრუნებული აქვს გვერდზე, სპირტით კარგად


ვამუშავებთ ქვედა ყბის კუთხის მიდამოს და იოდით მოვნიშნავთ წერტილს ქვედა
ყბის კუთხიდან 1,5სმ-ით წინ, ეს არის ჩხვლეტის წერტილი. ერთი საჩვენებელი
თითი დაფიქსირებული გვაქვს ტოტის უკანა კიდესთან ,ხოლო ცერა თითი
მიბნჯენილი გვაქვს კუთხესთან. კუთხიდან 1,5სმ-ით წინ შევდივართ ტოტის შიგნითა
ზედაპირზე ცურვით, ისე რომ, შპრიცის კორპუსი იყოს საჩვენებელი თითის
პარალელურად. შევდივართ დაახლოებით 3,5-4სმ-ის სიღრმეზე და აღმოვჩნდებით
მანდიბულურ ხვრელთან  შევიყვანთ საანესთეზიო ნივთიერებას და გამოითიშება
ქვედა ალევოლარული ნერვი. თუ ინექციას გავაკეთებთ გრძელი ნემსით 3,5-4სმ -ზე
გამოვთიშავთ ალვეოლარულ ნერვს, 4,5-5სმზე გამოითიშება ენის ნერვი და 5,5-6სმ-
ზე შევიყვანთ გამოითიშება ლოყის ნერვიც.

2) ტორუსული გაუტკივარება
ანესთეტიკი შეგვყავს torus mandibulae-ს ანუ ქვედა ყბის შემაღლების დონეზე. ეს
შემაღლება მდებარეობს მანდიბულური ხვრელის ზევით და წინ . მას ქმნის
გვირგვინესბური და სასახსრე მორჩებიდან დაშვებული ქედების გადაკვეთა . ამ
ადგილას ანესთეტიკის შეყვანიტ გამოთიშავთ სამივე ნერვს - ქვედა ალვეოლარუს ,
ენისა და ლოყის ნერვებს. თუ პაციენტი პირს მაქსიმალურად ვერ აღებს ამ მეთოდს
ვერ გამოვიყენებთ.

ორიენტირს აქაც წარმოადგენს ფრთა-ქვედა ყბის ნაოჭი. ამ დროს წარმოსახვით


საგიტალურ სივრცეს ვატარებთ ზედა სიბრძნის კბილის საღეჭი ზედაპირიდან 0,5სმ -
ით ქვეით. ვიპოვით მათ გადაკვეთის წერტილს და ვუჩხვლეტთ ამ წერტილში,
შპრიცის კორპუსი ებჯინება მოპირადპირე მოლარების ზედაპირზე, რბილი
ქსოვილების სისქე ვარიებელურია და შევდივართ 0,25-2სმ-მდე სისქეზე, ვებჯინებით
ძვალს და ვღვრით ანესთეტიკს. უშუალოდ ძვალზე დაცემისას გამოოითიშება
ქვედა ალვეოლარული და ლოყის ნერვები, და უკუსვლის დროს ესე იგი
გამოტანისას კიდევ დავღვრით 1მლ ანესთეტიკს და გამოითიშება ენის ნერვი . ეს
იმიტომ ხდება რომ ენის ნერვიც ამ პროექციაზეა მაგრამ ოდნავ ზედაპირულ შრეში .
3) მენთალური გაუტკივარება
თუ გვინდა გავაუტკივაროთ ქვედა ალვეოლური ნერვის მხოლოდ წინა მონაკვეთი ,
პრემოლარებისა და ფრონტალების პროექციაზე.
მენთალური ხვრელი ორიენტირები
1. შუა ხაზიდან კუთხემდე აღებულ მანძილს ვყოფთ სამ ნაწილად: წინა, შუა და
უკანა მესამედები. მენთალური ხვრელი მდებარეობს წინა და შუა მესამედების
საზღვარზე, ქვედა ყბის ქვედა კიდიდან 12-13 მმ-ით ზევით.
2. საღეჭი კუნთის წინა კიდეს ვაერთებთ შუა ხაზთნ და ამ ნაწილს ვყოფთ ორ
ნაწილად და შუა წერტილთან, ქვედა ყბის ქვედა კიდიდან 12-13 მმ-ით ზევით
მდებარეობს მენთალური ხვრელი
3. მენთალური ხვრელი მდებარეობს მეორე პრემოლარის კბილბუდის ქვეშ

მენთალური ხვრელი იხსნება ზევით და გარეთ, ესე იგი, ჩხვლეტისას მას


ვშორდებით ზევით და დისტალურად და გადავინაცვლებთ ქვევით და
მედიალურად.

პირგარეთა მეთოდი

მენთალური ხვრელის მოძებნის შემდეგ მას დავშორდებით დაახლოებით


ნახევარი სანტიმეტრით, ვუჩხვლეტთ კანის მხრიდან, გადავანაცვლებთ ქვევით და
მედიალურად, აქ დავღვრით საანესტეზიო ნივთიერებას 1მლ-ს, მერე ნემსის
წვერით ვეძბეთ ხვრელს, შევდივართ ხვრელში დაახლოებიტ 4 მმ-ის სიგრძეზე და
იქაც შევიტანთ ანესთეტიკს.

პირშიგნითა მეთოდი

ვდგავართ უკან და გვერდით, ჩხვლეტას ვაწარმოებთ მე-5, მე-6 კბილების


ინტერვალის დონეზე გარდაავლ ნაოჭში, ან მე-6 კბილის მედიალურ ფესვთან.
გადავანაცვლებთ მენტალური ხვრელისკენ, დავღვრით ანესთეტიკს რომ შესვლა
არ ეტკინოს, მოვძებნით ხვრელს, შევალთ 4მმ-ის სიგრძეზე და შევიყვანთ
ანესთეტიკს.

4) ბერშე-დუბოვის გაუტკივარება
არის ხოლმე შემტხვევები, როდესაც პაციენტი პირს ვერ აღებს, ეს არის მაშინ
როდესაც გვაქვს სარეჭი კუნთების მიოგენური კონტრაქტურა, მაგალიტად
ოდონტოგენური ანტებითი პროცესების დროს. ამ დროს ჯერ უნდა გავაუტკივაროთ
მამოძრავებელი ნერვები, რომ მოვხსნათ საღეჭი კუნთების ტონუსი და
გავაღებინოთ პირი.

ბერშე - ყურის სახურიდან 2სმ-ით წინ ყვრიმალის რკალის ქვეშ, კანის მიმართ
მკაცრად პერპენდიკულარულად ჩვადივართ დაახლოებით 2-2,5სმ სიღრმეზე ,
დავღვრით ანესთეტიკს და გამოითიშება მამოძრავებელი ნერები . ამის მერე ნელ -
ნელა ვავარჯიშებთ ამ კუNტებს და ნელ ნელა გააღებს პირს.

დუბოვი - ყურის სახურიდან 2სმ-ით წინ ყვრიმალის რკალის ქვეშ , კანის მიმართ
მკაცრად პერპენდიკულარულად ჩვადივართ დაახლოებით 2-2,5სმ სიღრმეზე ,
დავღვრით ანესთეტიკს და გამოითიშება მამოძრავებელი ნერები . ამის შემდეგ
კიდევ დაუმატა 1სმ სიღრმე და იქაც შეიყვანა. ამ ადგილას ეს იგი კანიდან 3-3,5სმ -ის
სიღრმეზე ნემსის წვერი აღმოჩნდება გარეთა ფრთისებრი კუნთის შიგნითა
ზედაპირზე სადაც გადის ქვედა ალეოლარული და ენის ნერვები . ესე იგი , 1
ჩხვლეტით ვთიშავთ მამოძრავებელ და მგრძნობიარე ნერვებს .

5) ენის ნერვის ანესთეზია


შპადელით ენას გადავწევთ საპირისპირო მხარეს და ჩხვლეტას ვაწარმოებთ ყბა -
ენის ღარში, იმ წერტილსისადაც მას გადაკვეთს უკანასკნელი კბილის გვირგვინის
შუა წერტილზე დაშვებული ვერტიკალი, რადგან ამ ადგილას ყბა-ენის ღარი არის
ყველაზე უფრო ღრმა და შესაბამისად ენის ნერვი ყველაზე ზედაპირულად
მდებარეობს.
6) ლოყის ნერვის ანესთეზია
პირშიგნითა მეთოდი
წარმოსახვით საგიტალურ სიბრტყეს ვატარებთ ზედა სიბრძნის კბილის ან მეშვიდე
კბილის საღეჭ ზედაპირზე და ვპოულობთ გვირგვინისებრი მორჩის წინა კიდესტან
გადაკვეთის წერტილს და ამ წერტილში ჩხვლეტას ვაწარმოებთ ამ წეტილში . ესე
იგი, ამ მედთოდის დროს ლოყის ნერვს ვხვდებით სანამ გადაუვლის
გვირგვინესბრი მორჩის წინა კიდეს.
პირგარეთა მეთოდი
ყურის სახურს ირიბი ხაზით ვაერთებთ პირის კუთხესთნ და სადაც გადაკვეთავს ეს
ხაზი გვირგვინისებრი მორჩის ანუ ქვედა ყბის ტოტის წინა კიდეს იქ ვაწარმოებთ
ჩხვლეტას კანის მხრიდან დავეცემით ძვალზე და შევიყვანთ ანესთეტიკს . ესე იგი , ამ
მედთოდის დროს ლოყის ნერვს ვხვდებით უკვე გადმოსულ მდგომარეობაში .

You might also like