You are on page 1of 10

Sromis dacvis instruqcia

instruqcia

ვ ა მ ტ კ ი ც ე ბ

შპს „ლიდერფუდი”-ს დირექტორი: მიხეილ ელიკაშვილი __________


15.08.2019 წ.

Sromis dacvis instruqcia


pirveladi samedicino daxmareba.

yuradReba! am instruqciis rekomendaciebisa da moTxovnebis Sesruleba savaldebuloa qarxnis


teritoriaze momuSave nebismieri muSakisaTvis ganurCevlad specialobisa. (maT Soris dacvis
TanamSromlebis, droebiTi samuSaos Sesasruleblad daqiravebuli da mivlinebiT Camosuli
specialistebisaTvis).

ganuxrelad daicaviT es wesebi, raTa safrTxe ar SeuqmnaT, rogorc


sakuTar, ise sxvis janmrTelobasa da sicocxles!!!

pirveladi samedicino daxmareba.

გულის წასვლისას ჟანგბადის უკმარისობა იწვევს გულისცემის შენელებას. ეს


მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე წუთში დაზარალებულის სიკვდილის მიზეზი გახდეს.
თუ გულისცემა არ არის (პულსი არ ისინჯება) მაშინ საჭიროა: სასუნთქი გზების
გასუფთავება, გულისცემის შემოწმება და გულის მუშაობის აღდგენა.
ა. სასუნთქი გზების გასუფთავება:
1) დაჭრილი პირაღმა უნდა დააწვინოთ და დაიჩოქოთ მის თავთან;
2
2) დაჭრილს პირი უნდა გაუღოთ და შეამოწმოთ პირის ღრუ;
3) ცალი ხელით კეფა დაუჭირეთ (კეფა უნდა აუწიოთ), მეორე ხელი შუბლზე დაადეთ; ასეთ
პოზაში თავი ზევით-ქვევით ამოძრავეთ, შუბლზე დააწექით. ამ მოქმედებით,
გათავისუფლდება ენით დახშული ყელი და გაიხსნება სასუნთქი გზა.

ა. სასუნთქი გზის განთავისუფლება


ბ. გულისცემის შემოწმება: სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ, ყურადღებით უნდა
მოუსმინოთ, სუნთქავს თუ არა დაჭრილი. (ცივ ამინდში ამის შემოწმება შეიძლება სარკის
საშუალებით). ამის შემდეგ საჭიროა:
1) პირადმა შემადგენლობამ, რომელიც პირველი დახმარებას აღმოუჩენს დაჭრილს, ყური
უნდა მიიტანოს დაჭრილის პირთან და ცხვირთან;
2) დაკვირვება _ მოძრაობს თუ არა დაჭრილის მკერდი ზემოთ-ქვემოთ;
3) პულსის გასინჯვა;
4) სუნთქვა სახეზე უნდა შეიგრძნოთ;
5) იმის გასარკვევად _ სუნთქავს თუ არა დაჭრილი, 2-3 წმ უნდა დაელოდოთ;
6) თუ დაჭრილი ვერ სუნთქავს, საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება;

გულისცემის შემოწმება

გ. გულისცემისა და სუნთქვის აღდგენა: თუ გულისცემა არ შეიმჩნევა, დაჭრილს უნდა


3
გაუღოთ პირი და ჩაუტაროთ ხელოვნური სუნთქვა (უმჯობესია, თუ დაჭრილისა და თქვენ
პირს შორის ჩადებთ ცხვირსახოცს ან მარლის ქსოვილს). შემდეგ იწყებთ ქვემოთ
ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელებას:

1) დაჭრილს კეფის ქვეშ ამოუდებთ ხელს. როდესაც დარწმუნდებით, რომ მას კისერი
მოტეხილი არა აქვს, თავს მსუბუქად გადაუწევთ უკან;

2) მეორე ხელით აწვებით შუბლს, თავს უკან გადაუწევთ და ამგვარად ათავისუფლებთ


სასუნთქ გზებს;

3) იმავე ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს მოუჭერთ ცხვირის ნესტოებზე. დაჭრილს ენა
რომ არ გადაცდეს და სასუნთქი ხვრელი არ დაუცოს, ცხვირსახოცით ან ენის დამჭერით ენა
გარეთ უნდა გამოუწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩატარებულ ქმედებას არავითარი
სარგებლობა არ მოაქვს.

4) პირი ფართოდ უნდა გაუღოთ.

5) ღრმად უნდა ჩაისუნთქოთ, პირი დაჭრილის პირს დაადოთ, ხოლო ტუჩებით _ არ უნდა
დაუშვათ ჰაერის გაპარვა (თუ დაჭრილი ფიზიკურად პატარა ადამიანია, ან ბავშვია, მაშინ
თქვენი ტუჩებით დაიფარება მისი პირი და ცხვირი).

6) დაჭრილს პირში ღრმად უბერავთ თქვენს მიერ ჩასუნთქულ ჰაერს;

7) ეს პროცესი მეორდება 3-5 წამში ერთხელ;

8) პირი ძველ მდგომარეობაში მოგყავთ; თავს მოუტრიალებთ და უსმენთ, ამოწმებთ _


სუნთქავს თუ არა დაჭრილი.
4

ხელოვნური სუნთქვა

9) ეს საშუალება შეიძლება გამოყენებული იქნეს ყოველ 5 წამში, ანუ, წუთში 12-ჯერ,


ნორმალური სუნთქვის დაბრუნებამდე. თვლა უნდა აწარმოოთ შემდეგნაირად: ათას ერთი,
ათას ორი, ათას სამი, ათას ოთხი, შემდეგ ატარებთ ხელოვნურ სუნთქვას. ისევ დათვალეთ _
ათას ერთი, ათას ორი და ასე შემდეგ, ყოველ 5 წამში, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის რიტმის
მისაღებად, მეხუთე თვლაზე დაჭრილს უნდა ჩაბეროთ ჰაერი.
თუ პირველი ჩაბერვისას, დაჭრილის პირში წინააღმდეგობა იგრძენით, მაშინვე თავი ისევ
ძველ პოზიციაში უნდა დაუბრუნოთ და კიდევ სცადოთ. თუ იგრძენით, რომ დაჭრილს
მუცელი შებერილი აქვს (კუჭში ჰაერი შევიდა), ერთი ხელით მუცელზე უნდა დააწვეთ,
ჰაერი გამოვა და შებერილობა გაივლის. ამ დროს თუ დაჭრილს გული აერია, მაშინვე
გვერდზე უნდა გადაატრიალოთ, პირი მოუწმინდოთ და ისევ გააგრძელოთ ხელოვნური
სუნთქვა.
დაჭრილი, ერთი შეხედვით, თუ აღარ სუნთქავს, გულისცემა არ ისმის, უნდა დადგინდეს,
როდის შეწყდა სიცოცხლე. თუ ხუთი წუთია გასული, არანაირ ძალისხმევას აღარ უნდა
მიმართოთ.
დ. გულისცემის შემოწმება: შემთხვევის ადგილზე ჯერ უნდა შემოწმდეს, სუნთქავს თუ არა
დაჭრილი და უცემს თუ არა მას გული. ამავე დროს, თანმიმდევრულად უნდა
განახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:
1) დაჭრილი უნდა დააწვინოთ პირაღმა მყარ ადგილზე, ფეხები უნდა აუწიოთ 15 სმ-ით
ზევით (ფეხქვეშ შეიძლება ამოუდოთ პლედი, ფოლადის ჩაფხუტი, ხე, ქვა და სხვ.);

2) თითები უნდა დაადოთ ყელზე;

3) მოძებნოთ ხორხი;
5

4) ამ ადგილიდან თითები ქვევით უნდა ჩააცუროთ. იმ ადგილზე, სადაც ახლა თითებია,


აორტიდან შეიძლება პულსის შეგრძნება.

ე. გულისცემის აღდგენა ნორმალურ მდგომარეობაში:


ხელოვნური სუნთქვისა და გულის გარეგანი მასაჟის ერთდროული გამოყენებით ხდება
გულ-ფილტვების გამოცოცხლება. ეს პროცედურა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი
თანმიმდევრობით:

1) უნდა დაიჩოქოთ დაჭრილის გვერდით;

2) სერიულად, ოთხი ძლიერი ჩაბერვით, დაჭრილს უბერავთ ჰაერს, რაც უზრუნველყოფს


ფილტვების ჰაერით ავსებას. ამ დროს დაჭრილის თავი მსუბუქად უკან უნდა იყოს
გადაწეული და სასუნთქი გზა თავისუფალი. გულმკერდის ქვედა ბოლოდან ორი თითით
ზემოთ უნდა შეარჩიოთ ადგილი და ზედ ხელი დაადოთ;

3) დაჭრილის მკერდის ძვალზე დადებულ ხელს ზემოდან მეორე ხელი უნდა დაადოთ,
თითები ერთმანეთს გადააჭდოთ და ორივე ხელით მკერდს 40-50-ჯერ დააწვეთ;

4) იდაყვები ოდნავ წინ უნდა დახაროთ.

5) როდესაც დაჭრილს მკერდზე აწვებით, ხელები, იდაყვებში მოუხრელად, 4-5 სმ ზევით-


ქვევით მოძრაობს.
6

6) თუ დაჭრილმა სუნთქვა დაიწყო, მაშინ მას უტარდება გულის მასაჟი 15-ჯერ. თუ


სუნთქვაც და გულიც გაჩერდა, მაშინ, მონაცვლეობით, 3-ჯერ გულის მასაჟი და ერთხელ
ხელოვნური სუნთქვა. ერთ წუთში, საშუალოდ, 12 ხელოვნური სუნთქვა კეთდება. ეს
პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, სულ ცოტა, 5-8 წთ.

სისხლდენის შეჩერება
თუ დაჭრილი სუნთქავს და გული უცემს, უპირველეს ყოვლისა უნდა ვეცადოთ
სისხლდენის შეჩერებას. საჭიროა ვიპოვოთ ყველა ჭრილობა და მათი შემავალი და
გამომავალი წერტილები _ ორივე ერთდროულად.

სურათზე წინა და უკანა ჭრილობების შემოწმება.


7

მას შემდეგ, რაც ყველა ჭრილობას მოძებნით, ქვემოთ ჩამოთვლილმა მოქმედებებმა


შესაძლოა შეაჩეროს სისხლდენა:
ა. ჭრილობა უნდა მოწმინდოთ ტამპონით. ტანსაცმელი უნდა გახადოთ, ან შემოაჭრათ.
ჭრილობას არ უნდა შეეხოთ. ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ ტანსაცმლის გახდის დროსაც.
ბ. ჭრილობის ადგილზე უნდა დაადოთ პირველი დახმარების სახვევები (საბრძოლო
პაკეტი). უნდა შეეცადოთ, რომ ჭრილობა და სახვევი არ დაბინძურდეს.
1) ქაღალდის სახვევს გადაგრეხთ, გახევთ და ამოიღებთ მას რეზინის კონვერტიდან;
2) სახვევებს კეცავთ ფენებად (ამ დროს სახვევი ჭრილობას არ უნდა შეეხოს);
3) საფენს ადებთ ჭრილობას, მთლიანად, საიმედოდ და მჭიდროდ და კვანძავთ. თუ
შესაძლებელია, კვანძი ზედ ჭრილობაზე არ უნდა იყოს დადებული.

ქაღალდის სახვევი

საფენის დაკეცვა

ჭრილობაზე საფენის დადება.

გ. თუ ჭრილობაზე ıსაფენის ფრთხილად დადების შემდეგ სისხლდენა ისევ გრძელდება,


საფენზე, ზემოდან, 5-10წთ აჭერთ ხელს;
8

დ. სისხლდენის შესაჩერებლად, საფენის შიგნით, ზუსტად ჭრილობაზე, უნდა დაედოს


ტამპონი და ისე შეიკრას სახვევი. ეს უზრუნველყოფს სახვევის ჭრილობაზე დაწოლას.
ე. თუ ჭრილობა ფეხზე ან ხელზეა და სისხლდენა არ ჩერდება, მაშინ დაჭრილი ორგანო
(ხელი ან ფეხი) ზევით უნდა ასწიოთ ისე, რომ ჭრილობა გულის დონიდან 5-10 სმ ზემოთ
აღმოჩნდეს. ეს შეაჩერებს ან შეანელებს სისხლდენას. თუ კიდური მოტეხილია, მაშინ მისი
ზემოთ აწევა
ვ. თუ სისხლი ჩქეფს, ეს ნიშნავს, რომ დაზიანებულია არტერია. ასეთი სისხლდენის
შესაჩერებლად, უნდა დააწვეთ სხეულს ჭრილობის ზევით. სისხლძარღვებზე ასეთი ზეწოლა
უზრუნველყოფს გულიდან მომავალი სისხლის ნაკადის შენელებას ან შეჩერებას.
არტერიიდან სისხლდენის შესაჩერებლად სხეულზე ზეწოლისთვის გამოყენებული
საუკეთესო წერტილები ნახატზეა ნაჩვენები.

ნახატზე ზეწოლისათვის გამოსაყენებელი წერტილები


9
ზ. თუ სისხლდენა ხანგრძლივია, შესაბამის წერტილზე ზეწოლის შემდეგ გამოიყენება
ლახტი. ის იდება ჭრილობასა და დაზიანებული ურგანოს ტანთან შემაერთებელ სახსარს
შორის.

თ. თუ შესაძლებელია, იმ ხნის განმავლობაში, როდესაც დაჭრილს ლახტი ადევს, მას


შუბლზე უნდა დაედოს ,,თ“ ფორმის ნიშანი. ამის შემდეგ, დაჭრილი სასწრაფოდ უნდა იქნეს
გადაყვანილი პირველი დახმარების სადგურში. ლახტის დადებისას ფიქსირდება ლახტის
დადების დროც.

ი. ხელსა და ფეხზე ლახტი გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც ერთი ძვალია.

დაჭრილისთვის საფენის დადება და შეხვევა:

იმისათვის, რომ დაჭრილი გამოჯანმრთელდეს, საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული


ჭრილობის დაბინძურება. სისხლდენის შესაჩერებლად და ჭრილობის დასაცავად, იგი უნდა
შეიხვიოს. პირველი დახმარების პაკეტში არსებული საფენით და სახვევებით _ მათი
გამოყენების წესების დაცვით _ ხდება ჭრილობაზე მათი დაფენა და შეხვევა. შეხვევისას
გამოიყენება სტერილური (დეზინფიცირებული) ტამპონები და ბანდი. შეხვევა ყოველთვის
ხდება.
პირველი დახმარების, გადახვევებისა და მკურნალობის დროს ჭრილობა ბანდით მჭიდროდ
უნდა შეახვიოთ. შესახვევად შესაძლებელია სუფთა ნაჭრის ან ტანსაცმლის გამოყენებაც.

usafrTxoebis ZiriTadi wesebi da instruqcia, pirvelad samedicino daxmarebaze, SemdgomSi, am


debulebis, TavianT daqvemdebarebaSi myofi muSa mosamsaxureebisaTvis gacnobisa da misi
dacvisaTvis Tvalyuris devnebis mizniT, gadaecaT qarxnis calkeul ubnebis ufrosebs.
10

instruqcias gaecnen da Caibares:


––––––––––................................?

usafrTxoebis iJineri ____________ / g. inasariZe /

You might also like