You are on page 1of 5

თავის ტვინის შერყევა - არის თავის ქალის დახურული დაზიანება, რომელიც იწვევს

ტვინის ფუნქციების დროებით მოშლას. ტვინის შერყევის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ასევე საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სპორტული ტრავმა.
ძირითადი ნიშნები: გონების დაკარგვა სხვადასხვა ხანგრძლივობით (რამოდენიმე წამიდან
რამოდენიმე წუთამდე) და რეტროგრადული ამნეზია - ავადმყოფი ტრავმის შემდეგ ვერ იხსენებს
მოვლენებს, რომელიც წინ უსწრებდა ტრავმას. შერყევის სიმძიმე დამოკიდებულია როგორც
გონების დაკარგვის ხანგრძლივობაზე, ასევე რეტროგრადული ამნეზიის ხანგრძლივობაზე.
ცნობიერების დაბრუნების შემდეგ ავადმყოფებს აქვთ ტიპიური ჩივილები: თავის ტკივილი,
თავბრუსხვევა, სისუსტე, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, ძილის დარღვევა. აღინიშნება
ტკივილი თვალების მოძრაობისას.
პირველადი დახმარება - თუ აღინიშნება გონების დაკარგვა - დაზარალებულს აწვენენ გვერდზე
ან ზურგზე, თავს უბრუნებენ გვერდზე, რომ არ მოხდეს ნერწყვის ან ნაღები მასების ასპირაცია.
- თუ არის ჭრილობა - ადებენ სტერილურ სახვევს.
- თავზე ტრავმის ადგილზე - ცივი კომპრესი.
- ღებინების შემდეგ პირის ღრუს უსუფთავებენ ნაღები მასებისაგან.
- თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია ყოველ 10 წთ ში უნდა მოხდეს სუნთქვა ,
პულსი და ცნობიერების შემოწმება. თუ ცნობიერება არ უბრუნდება 3 წთ-ის განმავლობაში
გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროულად გამოიძახება.
კრუნჩხვები თავის ტვინის უბნების მომატებული აგზნების შედეგია, რომელიც იწვევს
კუნთების არათანაბარ, უწესრიგო შეკუმშვას, მოძრაობის დარღვევას და გონების დაბინდვას.
ავადმყოფი ვეღარ აკონტროლებს საკუთარ სხეულს.
კრუნჩხვა - კუნთების მტკივნეული უკონტროლო შეკუმშვა, წარმოიქმნება შეტევის სახით
და ატარებს სხვადასხვა ხასიათს. შეიძლება იყოს გენერალიზებული და ლოკალური. კრუნჩხვის
მიზეზი შეიძლება იყოს ეპილეფსია, ინფექციური დაავადებები (ტეტანუსი და სხვ.), ბავშვებში -
მაღალი ტემპერატურა, კვებითი ინტოქსიკაცია.
ბავშვებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა მაღალი სიცხის გამო.
ტემპერატურული კრუნჩხვის სიმპტომებია:
ცხელი, წითელი კანი, ოფლიანობა ძლიერი მოძრაობა , რაც განპირობებულია კუნთების
პერიოდული შეკუმშვით და მოდუნებით - კიდურების მოხრა და მუშტების შეკვრა; სახის
დაჭიმვა, მზერა ფიქსირებულია ერთ წერტილში; სუნთქვის შეკავება, შეშუპებული სახე და
კისერი, ნერწყვდენა პირიდან.უგონო მდგომარეობა ან ცნობიერების დაბიდვა.
ეს მდგომარეობა გრძელდება მხოლოდ რამოდენიმე წუთი, ხოლო შემდგომ დაავადებული
უბრუნდება ნორმალურ ცნობიერებას.
პირველი დახმარება : 1.უზრუნველყავით გრილი სუფთა ჰაერის მიწოდება, მაგრამ
ზედმეტად არ გააგრილოთ. 2. მოათავსეთ ბალიშები სხეულის გარშემო ტრავმატიზმის
პროფილაქტიკის მიზნით. 3. მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში, უზრუნველყავით სასუნთქი
გზების გამავლობა 4. დროულად გამოიძახეთ სამედიცინო სამსახური.
ეპილეფსია - ქრონიკული ფსიქო-ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ვლინდება
პერიოდული კრუნჩხვითი შეტევით, ცნობიერების სრული ან წამიერი დაკარგვით.
არსებობს მცირე და დიდი ეპილეფსია.
მცირე ეპილეფისია -დამახასიათებელია ცნობიერების უეცარი დაკარგვა, ხანმოკლე დროის
განმავლობაში; ერთ წერტილში მზერის ფიქსაცია, კიდურების კანკალი.
პირველადი დახმარება:
1. დასვით მშვიდ ადგილას, მოაშორეთ საშიშროების ნებისმიერი წყარო
2. გაამხნევეთ, ნუ მოაბეზრებთ თავს კითხვებით, დარჩით მის გვერდით მდგომარეობიდან
გამოსვლამდე .
დიდი ეპილეფსიური გულყრა - განპირობებულია ტვინის აქტივობის სერიოზული
დარღვევით, რაც იწვევს მკვეთრად გამოხატულ კრუნჩხვას და ცნობიერების დაკარგვას. კრუნჩხვა
იწყება უეცრად, ზოგჯერ მას ახასიათებს კრუნჩხვის მაუწყებელი ხანმოკლე წინაპერიოდი(აურა),
მაგ.უსიამოვნო შეგრძნება, თავის ტკივილი.
შეტევის დროს აღინიშნება გენერალიზებული კრუნჩხვები, გრძნობის დაკარგვა, სუნთქვა
გაძნელებულია; ტაქიკარგია; სახე თავიდან ფერმკრთალი, შემდეგ - გალურჯებული (ციანოზური);
თავი გადაგდებული უკან ან გვერდზე; ხელები და ფეხები დაჭიმული; თვალის გუგები
გაფართოებული; სინათლეზე არ რეაგირებს; პულსი საძილე არტერიაზე შენარჩუნებულია; ყბები
მკვეთრად მოკუმული, შეიძლება აღინიშნოს უნებლიე შარდვა, იშვიათად - დეფეკაცია. ეს ფაზა
გრძელდება 0,5-1 წთ; შემდეგ - კუნთების ხანმოკლე მოდუნება, სუნთქვა ხმაურიანი, ქრება
ციანოზი, პირიდან შეიძლება ქაფის გადმოსვლა. შეტევის დროს ავადმყოფმა შეიძლება დაცემის
შედეგად მიიღოს სხეულის დაზიანება. როცა ავადმყოფი გონს მოდის, ბუნდოვნად ან საერთოდ
არ ახსოვს მომხდარი.
პირველადი დახმარების მიზანი:
1. კრუნჩხვის განმავლობაში დაზარალებულის დაცვა დაზიანებისაგან (ტრავმატიზმის
პროფილაქტიაკა) 2. კრუნჩხვის დამთავრების შემდეგ დაზარალებულის მოვლა.
პირველადი დახმარება :
კრუნჩხვისას დაავადებული ვერ აკონტროლებს საკუთარ სხეულს. ნუ ეცდებით გააკავოთ
დაზარალებული ძალით. ნუ მოათავსებთ მის პირის ღრუში რაიმე მყარ, მჭრელ ან მაგარ საგანს
პირის ძალით გასაღებად. არ შეიძლება ძალით ეცადოთ კრუნჩხვის შეჩერებას.
მთავარი პირველადი დახმარებისას - სიმშვიდის შენარჩუნება, შეტევის დროს საშიშროებას
წარმოადგენს ტრავმა - ავადმყოფი გრძნობის დაკარგვის დროს შეიძლება დაეცეს რაიმე მაგარ
ზედაპირზე.მოვაცილოთ ირგვლივ არსებული მყარი, წვეტიანი, მჩხვლეტავი საგნები.
ავადმყოფს თავქვეშ ამოვუდოთ რაიმე რბილი საგანი (დაკეცილი ტანსაცმელი, ბალიში).
გავუხსნათ საყელო, შევუმსუბუქოთ სუნთქვა.დაველოდოთ, სანამ კრუნჩხვა არ გაივლის.
კრუნჩხვების დასრულებისას, შევამოწმოთ სასუნთქი გზები, გადავაბრუნოთ დაზარალებული
გვერდზე, ნიკაპი წამოვუწიოთ ზემოთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასუნთქი გზების
გამავლობა. პირის ღრუში ნერწყვის, სისხლის, ან რაიმე საგნის არსებობის შემთხვევაში, თითზე
დახვეული ნაჭრით ამოვუწმინდოთ პირის ღრუ. როგორც წესი, დაავადებული სწრაფადვე
აღადგენს ნორმალურ სუნთქვას და მოვა გონს.ვეცადოთ მივაღებინოთ ფიზიოლოგიურად
მოხერხებული მდგომარეობა - დავაწვინოთ გვერდზე, თავი დავახრევინოთ , რათა არ მოხდეს
სასუნთ გზებში ნერწყვის ან ნაღები მასების მოხვედრა.
სტუპორი - ფსიქიკური და მოძრაობითი შებოჭილობა, რომელიც ხასიათდება სრული
უმოქმედებით, უკიდურესი დაუძლურებით, ძლიერი სევდის გამომხატველი მიმიკით,
ცრემლებით. ავადმყოფები სტუპორის მდგომარეობაში არიან უმოძრაო, ხშირად საათობით
დამჯდარი, დაწოლილი ან დამდგარი პოზის შეუცვლელად. შეკითხვებზე ან საერთოდ არ
პასუხობენ, ან პასუხობენ პაუზის შემდეგ, ნელა, ცალ-ცალკე სიტყვებით, იშვიათად ფრაზებით. არ
რეაგირებენ გარემო ფაქტორებზე.

ასფიქსია - ორგანიზმის კრიტიკული მდგომარეობა, გამოწვეული ჟანგბადის უკმარისობით


ორგანიზმში; ხასიათდება სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევისა და ცენტრალური ნერვული
სისტემის ფუქციის დარღვევით. ის შეიძლება განვითარდეს სასუნთ გზებში მექანიკური
ცვლილებების (მექანიკური ასფიქსია) ან სასუნთქი ცენტრის ფუნქციის დარღვევის (დამბლის)
შედეგად (ცენტრალური წარმოშობის ასფიქსია). მექანიკური ასფიქსია სასუნთ გზებში უცხო
სხეულის (პირნაღები მასის, ლორწოს, სისხლის, კბილის პროტეზის) მოხვედრისას ვითარდება.
ასფიქსიის ნიშნებია ციანოზი, ქოშინი, ტაქიკარდია, გუგების გაფართოება, სუნთქვის შეწყვეტა.
პირველადი დახმარება - პირველ ყოვლისა, უნდა გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები
უცხო სხეულისაგან; თუ დაზარალებული გონზეა - აიძულებენ ძლიერად დაახველოს; თუ უგონო
მდგომარეობაში - დავაწვინოთ პირაღმა მაგარ ზედაპირზე, თავი ძლიერად გადავუწიოთ უკან,
გავუთავისუფლოთ პირის ღრუ; თუ შესაძლებელია უცხო სხეული ამოვიღოთ ქირურგიული
ინსტრუმენტით (პინცეტი), თავი დავახრევინოთ ძირს, შეიძლება გადავიწვინოთ მუხლზე.
რამოდენიმეჯერ ძლიერად დავარტყათ ზურგში, რეფლექტორული ხველის გამოსაწვევად. თუ
უცხო სხეული გამოიდევნება და სუნთქვა აღსდგება, დავალევინოთ წყალი ყლუპ-ყლუპად. თუ ეს
ღონისძიებები არაეფექტურია - სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
გონზე მყოფ ზრდასრულ ადამიანს ან ბავშვს, რომელსაც სრულად გადაკეტილი აქვს სასუნთქი
გზები, სჭირდება დაუყოვნებლივი დახმარება.
განახორციელეთ 5 დარტყმა ზურგზე
წინ გადახარეთ და განახორციელეთ 5 დარტყმა მხრებს შორის თქვენი ხელის მტევნის
ზედა, მყარი ნაწილით.
ზურგის ბიძგების განსახორციელებლად, დადექით დაზარალებულის უკან, წელში
მოხარეთ დაზარალებული და შეამოვლეთ ცალი ხელი გულმ-კერდის არეში დიაგონალურად.
მაგრად დაჰკარით ხელისგულის ზედა მყარი ნაწილით ბეჭებს შორის.

2. ჰეიმლიკის მანევრი - ცნობიერებაზე მყოფი ზრდასრულისთვის მუცლის ბიძგების


გასაკეთებლად:
 დადექით დაზარალებულის უკან და შემოავლეთ ხელები წელის გარშემო.
 იპოვეთ დაზარალებულის ჭიპი, ცალი ხელით შეკარით მუშტი და მოათავსეთ იგი
მუცლის ცენტრში - ჭიპის ზემოთ და მკერდის ძვლის ქვედა ნაწილში.
 მეორე ხელი დაადეთ მუშტს და გააკეთეთ სწრაფი, ზემოთ მიმართული ბიძგები
მუცლის არეში.
განაგრძეთ ზემოაღნიშნული მეთოდით დახმარება, ვიდრე სასუნთქი გზები არ
გათავისუფლდება. ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება ძლიერად დაახველოს, დაიწყოს საუბარი ან
სუნქთვა, ან პირიქით დაკარგოს ცნობიერება.
გონზე მყოფი ბავშვისათვის ხსენებული მეთოდების განხორციელებისას გამოიყენეთ
ნაკლები ძალა, ვინაიდან ზედმეტი ძალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის შიდა
დაზიანებები.
ჰეიმლიკის მანევრი ტარდება ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებსა და მოზრდილებთან.
განსაკუთრებული სიტუაციები გონზე მყოფი ზრდასრულის დახმარებისას
განსაკუთრებულ სიტუაციებში იგულისხმება:
 დიდი წონის ადამიანი ან ორსული ქალბატონი - თუ პიროვნება, რომელსაც
სჭირდება სასუნთქი გზების გათავისუფლება არის იმდენად დიდი წონის, რომ
შეუძლებელია ხელი შემოავლო, ან თუ იგი არის აშკარად ორსული ან თუ ვარაუდობთ, რომ
ორსულადაა, მუცლის არის ნაცვლად ბიძგები განახორციელეთ გულ-მკერდის არეში.
გულმკერდის არეში ბიძგის განსახორციელებლად განათავსეთ თქვენი მუშტი გულმკერდის
ცენტრში, შემდეგ დააჭირეთ მას მეორე ხელი და განახორციელეთ სწრაფი ბიძგები.

თუ ხართ მარტო და რაიმე გადაგცდათ - დაიხარეთ და დაეყრდენით მუცლით ახლოს


მდებარე მყარ სხეულს, მაგალითად სკამის ზურგს, სამზარეულოს ნიჟარას, ან კიბის სახელურს. არ
დაიხაროთ ისეთ ობიექტებზე, რომლებსაც ბასრი პირი ან კუთხეები აქვს, რის გამოც შეიძლება
დაზიანდეთ. ჩაუტარეთ თქვენს თავს მუცლის ბიძგები თქვენივე ხელების გამოყენებით, ისევე,
როგორც სხვებს დაეხმარებოდით.
ციანოზი - კანისა და ლორწოვანი გარსების (განსაკუთრებით ტუჩების, ხელ-ფეხის
თითების ფრჩხილების) ლურჯი შეფერილობა ზოგი ისეთი დაავადების დროს, რომელიც
დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან ჟანგბადით სისხლის არასაკმარისი
გაჯერების გამო (ვენური შეგუბების, თანდაყოლილი გულის მანკის და სხვ.დროს). ხშირად
ციანოზი ვითარდება სუნთქვის უკმარისობის დროს; სასუნთქი გზების გამტარებლობის
დარღვევისას- შეიძლება გამოწვეული იყოს მყარი სხეულების, სითხის ასპირაციით; ასთმური
მდგომარეობით. კლინიკური სურათი დამოკიდებულია უცხო სხეულის სიდიდესა და
ობტურაციის ხარისხზე; ძირითადი ნიშანი უცხო სხეულის მოხვედრისას ხოხრსა და ტრაქეაში
არის მოხრჩობის შეგრძნება, ძლიერი ხველით; ძლიერი ტკივილი ყელში, ხმის ჩახლეჩა.

You might also like