You are on page 1of 2

რა არის აპრაქსია

აპრაქსია არის დაავადება, რომელიც ხასიათდება მიზანმიმართული მოძრაობის


შესრულების შესძლებლობის დაკარგვით.დაავადება წარმოიქმნება თავის ტვინის
გარკვეული ნაწილების დაზიანებით (სიმსივნე, ტრამვები, ინსულტი,
ინფექციური დაავადებების გართულება). ასევე დაავადება შეიძლება გამოიწვიოს
ტვინის კორძიანი სხეულის, შუბლის და ტვინის ქერქის დაზიანებამ. დაავადებამ
შესაძლოა მიგვიყვანოს ცხოვრების დონის გაუარესებასა და ყოველდღიური
საქმეების სხვისი დახმარების გრეშე შესრულების შეუძლებლობამდე.აპრაქსიას
აქვს 7 ძირითადი ტიპი:

აპრაქსიის სახეები

1. კინეტიკური აპრაქსია – მოიცავს ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის


დეფიციტს.ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ პრობლემები
როგორც უხეში მოტორიკის (ხელებისა და ფეხების გადაადგილება), ასევე
წვრილი მოტორიკის (თითების მოძრაობა, წერა, ნივთების კრეფა ...)
პრობლემები.
2. იდეომოტორული აპრაქსია- მაგალითად, როცა ადამიანი ხელს გვიქნევს
დასამშვიდობებლად, ჩვენ ავტომატურად ვუქნევთ მას ხელს, თუმცა
იდეომოტორული აპრაქსიის მქონე ადამიანებს ასეთი მარტივი და
ავტომატური დავალებების შესრულების უნარი არ შესწევთ, რადგან
ტვინი უბრალოდ არ აგზავნის ინფორმაციას და შესაბამისად სხეულიც არ
ემორჩილება ბრძანებას. მათ არ შეუძლიათ სხვა ადამიანის მოკლე
მოქმედები გაიმეორონ,მაგალითად არ შეუძლიად გააკეთონ ჩაქუჩის
ჩარტყმის იმიტაცია.
3. იდეური აპრაქსია-ამ დროს ინდივიდს არ შეუძლია განახორციელოს
მოქმედებები, რომლებიც საჭიროებენ ეტაპების სერიას,მათ არ შეუძლიათ
აქტივობის დაგეგმვა,მაგალითად სახის დაბანა. რადგან სახის დაბანა
მოიცავს როგორც სახის აქაფებას,ისე მის ჩამობანას და საბოლოოდ
დამატენიანებლის წასმას.
4. ვერბალური აპრაქსია-მიუხედავად იმისა,რომ ეს დაავადება შეიძლება
მოზრდილებშიც შეგვხვდეს,ის მეტწილად მაინც ბავშვებში გვხვდება. ამ
დროს ბავშვმა იცის, რისი თქმაც უნდა, მაგრამ მისი თავის ტვინი ვერ
ახერხებს იმ კუნთების კოორდინირებულ მუშაობას, რომლებიც
მონაწილეობენ ამ სიტყვის წარმოთქმაში.მეტყველების აპრაქსიის დროს
საუბარი დამახინჯებულია და მსმენელისთვის გაურკვეველი.მეტყველების
აპრაქსია ვლინდენა ზოგადი პოპულაციის 0,1-0,2%-ში.
5. კონსტრუქციული აპრაქსია-ამ ტიპის აპრაქსიის მქონე პაციენტებს არ
შეუძლიათ შეასრულონ მოქმედებები, რომლებიც საჭიროებს სივრცულ
ორგანიზაციას, მაგალითად, სურათის დახატვა და ბლოკებით ფიგურების
გაკეთება. მაშინაც კი, როდესაც ინდივიდმა იცის, როგორ გამოიყურება
ფიგურა, რომელიც უნდა დახატოს, ის ასახავს მას თავის თავში მაგრამ
ფურცელზე მაინც სხვა გამოსახულება გამოსდის.
6. ოკულომოტორული აპრაქსია-ოკულომოტორული აპრაქსია მოიცავს
თვალის მოძრაობის სირთულეს ან უუნარობას. ის ძირითად შემთხვევებში
ჩნდება ინდივიდის დაბადებისთანავე და იწვევს მის ადრეულ ასაკში
სიკვდილიანობას.ამ ტიპის აპრაქსიას ახასიათებს თვალების
გადაადგილების უუნარობა მაშინაც კი, როცა ადამიანს ეს გააზრებულად
სურს.ანუ თვალები სხვანაირად მოძრაობენ, მაშინაც კი, როცა ტვინი
ცდილობს მათ კონტროლს.
7. ოროფაციალური/ პირსახის აპრაქსია- ამ დროს პაციენტებს, არ შეუძლიათ
სწორად აკონტროლონ სახის, ენისა და ყელის კუნთები, ამიტომ მათ უჭირთ
ღეჭვა, ყლაპვა და ა.შ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტვენის დიდი
სირთულე. ანუ მაშინაც კი, როდესაც ადამიანმა წინასწარ ისწავლა
სტვენა,მას ფიზიკურად არ შეუძლია ამ მოქმედების განხორციელება.

აპრაქსიის მკურნალობა
აპრაქსიის მკურნალობის კონკრეტული მეთოდი არ არსებობს,თუმცა
სიმპტომების შესამსუბუქებლად ტარდება:
·                     შრომითი თერაპია;
·                     ფიზიოთერაპია;
·                     კოგნიტური თერაპია;
·                     ლოგოპედთან მკურნალობა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·                     მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·                     მამრობითი სქესის წარმომადგენლები;
·                     60 წელს გადაცილებული ადამიანები;
·                     სისხლის მაღალი წნევის მქონე ადამიანები;
·                     ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი;
·                     ადამიანები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ.

You might also like