You are on page 1of 12

მენჯ-ბარძაყის სახსრის

თანდაყოლილი დისპლაზია

ნინო კოჩუაშვილი
მედიცინის
ფაკულტეტი
Vკურსი
ეპიდემიოლოგია
z

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია გულისხმობს


სახსრის კომპონენტების განუვითარებლობას,
სახელდობრ, მათ უმწიფრობას ამოვარდნილობის
გარეშე
 მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა საყრდენ-
მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციებს შორის,
სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობის 4%-ს
აღენიშნება, გერმანიაში – 2%-ს. საქართველოში – 2-3%-ს
(აკვნისა და ტრადიციული მჭიდრო შეხვევის გამო
ზოგიერთ რეგიონში გავრცელება 9%-საც კი აღწევს).

 დისპლაზია ხშირად ცალმხრივია,თანაფარდობა


ასეთია: მარცხენამხრივი დისპლაზია ათიდან 6
შემთხვევაში გვხვდება, მარჯვენამხრივი – 2-ში,
ორმხრივიც –2-ში.

 ამასთანავე ეს პათოლოგია უმეტესად გოგონებს


უვითარდებათ – 5-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ვაჟებს.
რას მიიჩნევენ მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის მიზეზად?

 დისპლაზია ვითარდება ორსულობის მე-8-23-ე კვირას. აქედან


z
გამომდინარე, მიზეზები უმეტესად ორსულობას უკავშირდება. ესენია:

 • დედის არაბალანსირებული კვება;

 • ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები, ასევე –


მემკვიდრეონითი დაავადებები, რომლებიც აფერხებს ბავშვის
განვითარებას მუცლადყოფნის პერიოდში;

 • გვიანი ორსულობა;

 • გესტოზი (ტოქსიკოზი), ორსულობის შეწყვეტის საშიშროება;

 • ჯდომით წინამდებარეობა, თუმცა დისპლაზია გვხვდება თავით


წინამდებარეობის დროსაც;

 • ჰორმონული დარღვევები (ესტროგენების მეტაბოლიზმის დარღვევა –


ახალშობილებს, რომელთაც დისპლაზიის ნიშნები ჰქონდათ,
ესტროგენების დონე მომატებული აღმოაჩნდათ);

 • მემკვიდრეობითი განწყობა.
რა ნიშნების საფუძველზე ივარაუდებენ ჩვილ ბავშვებში მენჯ-ბარძაყის
სახსრის დისპლაზიის არსებობას?

z მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის ყველაზე ხშირი სიმპტომებია:​


 ნაოჭების ასიმეტრია ბარძაყის წინა და უკანა ზედაპირებზე .​
 ქვედა კიდურების გარეთა როტაცია – მოსვენებისას მწოლიარე
ბავშვის კიდურები გარეთ მხოლოდ 10-20 გრადუსით უნდა
ბრუნდებოდეს, ამოვარდნილობისას კი სრული გარეთა როტაცია
ხდება ​
 მენჯ-ბარძაყის სახსარში განზიდვის შეზღუდვა – ზურგზე
მწოლიარე ბავშვს კიდურებს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში
მოვუხრით და აქეთ-იქით გადავუშლით. ნორმაში განზიდვა 80-90
გრადუსს აღწევს​

 მარქს-ორთოლანის ნიშანი – კიდურების მოხრისა და განზიდვის დროს


ხდება ამოვარდნილობის ჩაყენება და ისმის ტკაცუნის ხმა.

 კიდურის თვალით შესამჩნევი სიმოკლე – (ორმხრივი ამოვარდნილობის


დროს ეს სიმპტომი ზოგჯერ არ შეინიშნება). კიდურის სიმოკლის
დასადგენად ერთმანეთს ვადარებთ გაშლილ და მიტყუპებულ ფეხებს,
ასევე კიდურებს ვხრით მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და
ვადარებთ მუხლების დგომის სიმაღლეს, პათოლოგიის მხარეს მუხლის
მდებარეობა უფრო დაბალია.
რა ტაქტიკას მიმართავენ, თუ ბავშვს რომელიმე სიმპტომი
აღმოაჩნდა?
z

 მენჯ-ბარძაყის სახსრის პირველადი დიაგნოსტიკა სამშობიაროში


ხორციელდება. 6-12 კვირის ასაკში რეკომენდებულია ორთოპედის
კონსულტაცია და/ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპიის ჩატარება.

 კლინიკურად საეჭვო შემთხვევაში (ესე იგი მაშინ, როდესაც აღინიშნება


განზიდვის შეზღუდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში ან მარქს-ორთოლანის
ნიშანი), ბავშვს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა უტარდება.
ზოგიერთ ქვეყანაში წესად აქვთ, ეს კვლევა სამ თვემდე ყველა
ახალშობილს ჩაუტარდეს. დისპლაზიის შემთხვევაში ბავშვს უკეთდება
ფრეიკას ბალიში.
z

ვატარებთ რენტგენოლოგიურ გამოკვლევასაც 5-6 თვის ასაკში (ამ დროს ის


უკვე ნებადართულია), რომელიც სახსრის ობიექტური შეფასების
საშუალებას იძლევა და მკურნალობას რენტგენოლოგიური მონაცემების
მიხედვით ვაგრძელებთ.
z

1. დისპლაზიას –ამ დროს სახსრის კომპონენტების ფორმირება დარღვეულია ტაბუხის ფოსოს ფარგლებში, ანუ ბარძაყის
თავი ფოსოშია, მაგრამ განუვითარებელია სახსრის ელემენტები: ბარძაყის თავი, ტაბუხის ფოსო და თაღი;

2. ქვეამოვარდნილობას – ამ დროს სახსრის კომპონენტები დისპლაზიურია, ბარძაყის თავი ნაწილობრივ ტაბუხის ფოსოს
გარეთაა;

3. ამოვარდნილობას – ბარაძაყის თავი მთლიანად ტაბუხის ფოსოს გარეთაა, სახსრის კომპონენტები დისპლაზიურია
z

როგორია კლინიკური სურათი ერთ წელზე უფროსი ასაკის


ბავშვებში?
• ბავშვი, რომელიც ნორმალურად ვითარდება, წლის ან წლისა და 1-2 თვის ასაკში სიარულს
იწყებს. დისპლაზიისა და ამოვარდნილობის შემთხვევაში ბავშვების უმრავლესობა ფეხის
ადგმას რამდენიმე თვით აგვიანებს, ხოლო სიარულისას კოჭლობს, განსაკუთრებით –
ცალმხრივი ამოვარდნილობის შემთხვევაში. ორმხრივი ამოვარდნილობისას ბავშვი იხვივით
ბაჯბაჯებს.

• დისპლაზიის ზოგადი ნიშნებია: ჰიპერმობილური სახსრები (მოძრაობის სიფართის მომატება),


მეჩხერი კბილები, თიაქრები (ჭიპის, საზარდულის), ჰიპერტრიქოზი (ჭარბთმიანობა) გავა-
წელზე, მონღოლოიდური ლაქები, ჰემანგიომები.
რა შეიძლება გაკეთდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის
z
დისპლაზიის პროფილაქტიკისთვის?

 მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის


პროფილაქტიკა სამშობიარო სახლშივე იწყება.
მთავარია, ბავშვი მჭიდროდ არ შეახვიოთ. ყველა
ახალშობილს უნდა ეცვას პამპერსი და
განზიდული ჰქონდეს კიდურები. ბარძაყის
განზიდული შეხვევა ემბრიონის პოზას იმეორებს
და სახსარს განვითარებისთვის ხელსაყრელ
პირობებს უქმნის. ბავშვს ორ პამპერსს აცმევენ,
უდებენ ფეხებს შორის პატარა ბალიშს.

 გარდა ამისა, დედას ასწავლიან საგანგებო


ვარჯიშებს – კიდურების განზიდვას, წრიულ
მოძრაობებს, რომლებიც მან ბავშვს დღეში
რამდენჯერმე უნდა ჩაუტაროს.

 ამას ემატება სამკურნალო მასაჟიც. საწყის ეტაპზე,


როცა დისპლაზია უმნიშვნელოა, ეს
პროცედურები საკმარისია დაავადების
საკორექციოდ
z
რა პროცედურები ტარდება ამ დაავადების დროს,
გარდა სამკურნალო მასაჟისა?

 მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის,


ქვეამოვარდნილობისა და ამოვარდნილობის
კონსერვატიული მკურნალობა კომპლექსურია.
გარდა სამკურნალო ფიზკულტურისა და
მასაჟისა, რომელიც სპეციალისტმა უნდა
გააკეთოს, ტარდება:

 ფიზიოპროცედურები, რაც გულისხმობს:


ელექტროფორეზს ეუფილინით და ნიკოტინის
მჟავათი გავა-წელზე და მენჯ-ბარძაყის
სახსარში სისხლის მიმოქცევის
გასაუმჯობესებლად; პარავერტებრალური და
დუნდულა კუნთების ელექტროსტიმულაციას;

 ბალნეოპროცედურები – თბილი შეფუთვა,


პარაფინის და ოზოკერიტის აპლიკაციები;

 მედიკამენტური მკურნალობა – კალციუმისა


და ფოსფორის პრეპარატების,
პოლივიტამინების მიღება.
როდის მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას?
z

 ოპერაცია უმთავრესად დაგვიანებული ან უშედეგო


მკურნალობის შემთხვევაში ტარდება.
თანდაყოლილი ამოვარდნილობა, თუ ნებაზე
მივუშვით, იწვევს დისპლაზიურ კოქსართროზს, რაც
ადამიანს აინვალიდებს – ახასიათებს ტკივილი,
სიარულის დარღვევა, სახსარში მოძრაობის
შეზღუდვა. ასეთ დროს ქირურგიულ მკურნალობას
მიმართავენ. რაც უფრო მეტად დაგვიანდება
ოპერაცია, მით უფრო ნაკლებია სრული განკურნების
შანსი.

 ქირურგიული ჩარევა მაშინაც საჭიროა, როცა


კონსერვატიული მკურნალობით სახსრის
ნორმალური პოზიცია ბოლომდე ვერ აღდგება. ამ
დროს ოპერაცია ორი წლიდან არის რეკომენდებული.
z

გმადლობთ ყურადღებისათვის!!

You might also like