You are on page 1of 15

ბიოლოგიის პროექტი

მარიამ ორთოიძელ,ელენე კაციტაძე,ნინო ჩანქსელიანი,ელენე


მიქაცაძე
ჩვენი არჩეული დაავადებები

 ხერხემლის თიაქარი
 ოსტეოქონდროზი
 გონართროზი
 კოქსართროზი
თიაქარი

 ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა


ოსტეოქონდროზი და მისი ერთ-ერთი გამოვლინება მალთაშუა დისკის
თიაქარია. ეს დაავადება გულისხმობს დისკის ფიბროზული რგოლის
მთლიანობის დარღვევას და არსებულ დეფექტში პულპოზური ნაწილის
გამოვარდნას.რისკ-ჯგუფში შედიან 30-50 წლის ადამიანები, ძირითადად
მამაკაცები. დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან
ენდოკრინოლოგიურმა პრობლემებმა, სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა,
ტრავმებმა და ინფექციებმა გამოიწვიოს
რა იწვევს ხერხემლის თიაქარს?

 მალთაშუა დისკის თიაქარი ძირითადად ხერხემლის წელისა და კისრის


ნაწილს აყენებს ზიანს. ამ დაავადებას ახასიათებს წელის ტკივილი,
გარდა ამისა ნერვულ ღეროზე ზეწოლის შედეგად ეს ტკივილის ქვედა ან
ზედა კიდურშიც ვლინდება. შესაძლოა ამან ფეხებში ძალის დაქვეითება
და შარდვის ფუნქციის მოშლაც გამოიწვიოს.
 ზოგადად მალთაშუა დისკის თიაქრის სიმპტომებია:
 ● ლოკალური ტკივილი
 ● კიდურების დაბუჟება და ტკივილი
 ● სიარულის გაძნელება
 ● კუნთების სისუსტე
ასე გამოიყურება თიაქარი
ოსტეოქონდროზი

 ხერხემლის ოსტეოქონდროზი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა,


რომელიც მოსახლეობის 50%–ში გვხვდება.
ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება მალთაშორისი
დისკების ხრტილის დეგენერაციული პროცესები და მიმდებარე
ქსოვილებში რეაქტიული პროცესები.
ოსტეოქონდროზის დროს, დეფორმირდებიან, სიმაღლეში იკლებენ და
განშრევდებიან მალები.
ხერხემლის ოსტეოქონდროზის განვითარება იწყება მალთაშუა დისკების
დაზიანებით, შემდეგ კი, აზიანებს ხერხემლის სხვა ნაწილებს, პირველ
რიგში კისრისა და წელის მალებს.
დაავადების სიმპტომები

 ოსტეოქონდროზის სიმპტომები ვლინდება მუდმივი ტკივილის სახით


ხერხემლის შესაბამის ნაწილში, ტკივილი შეიძლება გადაეცეს ნეკნებს
(გულმკერდის არის დაზიანების დროს), გამოიწვიოს კიდურების
დაბუჟება და მათში ტკივილის შეგრძნება. ხანდახან
ოსტეოქონდროზისგან გამოწვეულ ტკივილს უკავშირებენ გულის ან სხვა
შინაგანი ორგანოების დაავადებებს , მაგრამ მიზეზი მდგომარეობს
ხერხემლის დაზიანებაში. დაავადების განვითარებით, მოძრაობის
დიაპაზონი მცირდება, კუნთები იძაბება. კისრის ოსტეოქონდროზს
ახასიათებს თავის ტკივილი, და გონების დაკარგვაც კი. სამწუხაროდ, ეს
გამოვლინებები ხშირად არასწორად დიაგნოსტირებულია და
მკურნალობა იწყება სრულიად განსხვავებული დაავადების..
ოსტეოქონდროზი დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აწუხებ
ასე გამოიყურება ოსტეოქონდროზი
გონართროზი

 •რა არის გონართროზი; •რა იწვევს გონართროზს; •რას იწვევს


გონართროზი მოგახსენებთ, რომ გონართროზი მუხლის სახსრის
დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ანუ
დამოუკიდებლად განვითარებული, ისე მეორეული, ანუ განვითარებული
მუხლის სახსრის სხვა პათოლოგიით გამოწვეული ანთებითი დაზიანების
შედეგად. გონართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი
ცვდება, სკდება, თხელდება, რაც იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის
ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას.
გამომწვევი მიზეზები

 მუხლის სახსარი განიცდის გადაჭარბებულ დატვირთვას ისევე, როგორც


ბარძაყის სახსარი. ამას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი:
 ჭარბი წონა;
 მინერალური ცვლის დარღვევა;
 გადაჭარბებული დატვირთვა მუხლის სახსრებზე;
 მუხლის დაზიანება;
 ტანადობის დარღვევა
ასე გამოყურება გონართროზი
კოქს ართროზი
 -რა არის კოქსართროზი?
 -ეს არის მენჯ–ბარძაყის სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის დეგენერაციული ცვლილება
სასახსრე ზედაპირის შემდგომი დეფორმაციით, რომელიც იწვევს ტკივილს,
მოძრაობის პროგრესირებად შეზღუდვასა და აუარესებს პაციენტის ცხოვრების
ხარისხს.
შეგახსენებთ, ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგ-ორთოპედ ბექა ღამბაშიძის
ჩართულობით მოქმედებს უფასო კონსულტაციის აქცია, რომლის ფარგლებშიც
პაციენტი მიიღებს უმაღლესი კვალიფიკაციის მომსახურებას დიაგნოსტირების და
მკურნალობის თვალსაზრისით, თანამედროვე სამკურნალო პრინციპებისა და
პროტოკოლების გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად
დააკლიკეთ აქციას: ტრავმატოლოგის აქცია
 გაგაცნობთ ინფორმაციას პათოლოგიის შესახებ, რომელიც პაციენტს
უზღუდავს გადაადგილებას და ცხოვრების აქტიურ რიტმს აკარგვინებს.
დეტალურად ამ დაავადების და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებული ორთოპედ-
ტრავმატოლოგი, AO სემინარებსა და მასტერკლასებში მონაწილე, ბექა
ღამბაშიძე გვესაუბრება და საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნასა და
საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
.
ას გამოიყურება კოქს ართროზი
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like