You are on page 1of 8

ქალა-ტვინის ტრავმა

ქალა-ტვინის ტვინის ტრავმები, ტრავმათა საერთო რიცხვის 36-40%-ს შეადგენს.

სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით ქალა-ტვინის ტრავმა იყოფა ორ დიდ ძირითა ჯგუფა


დახურული და ღია.

დახურული: როდესაც არ არის დაზიანებული ქალასარქველის საფარველის მთლიანობა,შესაძლოა


იყოს რბილი ქსოვილების ზედაპირული ჭრილობა აპონევროზის დაზიანების გარეშე.

ღია: (ქალასაქველის ძვლების და ქალა ფუძის მოტეხილობა) ქალასარქველში რბილი ქსოვილების


დაზიანება აპონევროზის დაზიანებასთან ერთად.

სიმძიმის მიხედვით: მსუბუქი,საშუალო და მძიმე.

თვის ტვინის ტრავმებს ახლავს ხშირად კომის განვითარება.ტრავმული შოკის შესაფასებლად

ყველაზე ინფორმაციულია გლაზგოს-კომის შკალა(ცხრილი 1).

ცხრილი 1. გლაზგოს-კომის შკალა


ქალა-ტვინის ტრავმების კლინიკური ფორმებია:

თავის ტვინის შერყევა: თავის ტვინის ქსოვილების დახურულ მექანიკური დაზიანება,რომელსაც


ახასიათებს მისი ფუნქციის დარვევა.

თავის ტვინის დაჟეჟილობა: თავის ტვინის კეროვანი მაკროსტრუქტურული დაზიანება.

თავის ტვინის კომპრესია: ეპიდურული,სუბდურული,ინტრაცერებრული ჰემატომები,თავის ტვინის


კომპრესიები გამოწვეული მოტეხილი ძვლების ზეწოლით.

თავის ტვინის შერყევა(comocio cerebris)

ქალა-ტვინის ტრავმის ყველაზე მსუბუქი და ხშირი ფორმა ტვინის შერყევაა. იგი თავის ქალაზე
პირდაპირი, ძლიერი დარტყმის დროს ვითარდება.ახასიათებს ფუნქციის დარღვევა, მორფოლო–
გიური ცვლოლებების გარეშე. არის მსუბუქი ,საშუალო და მძიმე ფორმის,

სიმპტომები: გონების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც ძალიან იშვიათად შეიძლება გრძელდებოდეს


10-20 წუთს,შეიძლება გამოიხატოს ცნობიერების გამოვარდნით მოვლენების ვიწრო პერიოდში
ტრავმამდე,ტრავმის დროს და ტრავმის შემდგომ (რეტრო,ანტეროგრადული ამნეზია).ხშირად
შეინიშნება გულისრევა და პირღებინება. ცნობიერების აღდგენასთნ ერთად ტიპიური ჩივილებია:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, ხმაური ყურებში, ოფლიანობა, ძილის დარღვევა,
ვლინდება ტკივილი თვალის მოძრაობის დროს, გაორება კითხვის დროს, ნისტაგმი, მნიშვნელოვანი
სასიცოცხლო ფუნქციის არსებითი გადახრის გარეშე. ეს უმნიშვნელო ქერქოვანი სიმპტომები ქრება
დაახლოებით 3-7 დღის განმალობაში.

მძიმე შერყევისას გონება და მეხსიერება უფრო მეტი ხნით იკარგება. ამას ერთვის ბრადიკარდია,
თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ერთჯერადი ან მრავლობითი ღებინება.

მკურნალობა:
თავი კანი დამუშვება, დაკვირვება, აუცილებლობისას ტეტანუსის პროფილაქტიკა, ანალგეტიკები,
ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები
თავის ტვინის დაჟეჟილობა (contusio cerebris)

თავის ტვინის დაჟეჟილობა ქალა-ტვინის ტრავმის შედარებით მძიმე ფორმაა,რომელიც ტვინოვანი


ნივთიერებების დესტრუქციას იწვევს, თანაც არა მარტო დარტყმის ადგილას, არამედ მისგან
მოშორებულ უბნებშიც. შერყევისგან განსხვავებით, დაჟეჟილობისას გონების დაკარგვა გაცილებით
ხანგრძლივია,რამოდენიმე დღესაც კი გასტანს. თავის ტვინის დაჟეჟილობა კეროვანი
მაკროსტრუქტურული დაზიანებაა. დაჟეჟილობის უბანში ცვლილებები შეიძლება ვარირებდეს
წერტილოვანი სისხლჩაქცევებიდან დიდი ზომის ჰემორაგიამდე.

დამახასიათებელია გონების ხანგრძლივი დაკარგვა ,მდგრადი კეროვანი და მენინგიალური


სიმპტომატიკა.

კლინიკურად გამოყოფენ თავით ტვინის დაჟეჟლობის: მსუბუქ, საშუალო სიმძიმის და მძიმე


ფორმებს.

მსუბუქი ფორმის დაჟეჟილობა: კლინიკურად ხასიათდება ტრავმის შემდგომი ცნიბიერების


დაკარგვა რამოდენიმე წუთიდან 1 საათმდე,რომლის აღდგენის შემდეგ ტიპიური ჩივილებია: თავის
ტკივილი,თავბრუსხვევა,გულისრევის შეგრძნება, შული ყურებში, საერთო სისუსტე. როგროც წესი
ვლინდება რეტრო და ანტეროგრადული ამნეზია.სასიცოცხლო ფუნქციები მნიშველოვანი
დარღვევის გარეშე,მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ზომიერი ბრადიკარდია ან ტაქიკარდია,სახის
ჰიპერემია,ძილის დარღვევა,ზოგჯერ არტერიული ჰიპერტენზია.ნევროლოგიური სიმპრომატიკა
რეგრესს განიცდის ტრავმიდან 2-3 კვირის შემდეგ.

საშუალო ფორმის დაჟჟილობა: ხასიათდება ცნობიერების გამოთიშვით 30 წუთიდან რამოდენიმე


საათმდე.გამოხატულია რეტრო-ანტეროგრადული ამნეზია, თავის ტკივილი რომელიც ხშირად
ძლიერია,შეიძლება იყოს მრავალჯერადი ღებინება,გვხვდება ფსიქიკის დარღვევა(ფსიქომოტორული
აგზნებ),ვლინდება სასიცოცხლო ფუნქციების გარდამავალი დარღვევა: ბრადიკარდია ან
ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ტაქიპნოე სუნთქვის რითმის დარღვევით,
ტემპერატურის მცირედ მომატება. ხშირად გამოხატული მენინგიალური სიმპტომები, კიდურების
პარეზი, მეტყველების გაძნელება. ხშრად ამ დროს აღნიშნება ქალა ფუძის მოტეხილობა, თავისი
გამოხატული კლინიკური ნიშნებით. კლინიკური სიმპტომები ალაგდება 2-5 კვირის განმავლობაში.

მძიმე ფორმის დაჟეჟილობა: კლინიკურად ხასიათდება ტრავმის შედგომი ცნობიერების


გამოთიშვით რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე კვირამდე.ხშირად გამოხატულია მოძრაობითი
აგზნება, აღინიშნება სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქციების საშიშროების დარღვევით,
მენინგეილური ნიშნები მკვეთრად არის გამოხატული, ხშირად ვლინდება გენერელიზირებული ან
ფოკალური ეპილეფსიური გულყრები. ხშირად დომინირებს ღეროვანი ნევროლოგიური
სიმპტომატიკა: ნისტაგმი, ყლეპვის გაძნელება, ორმხრივი მიდრიაზი ან მიოზი, შეიძლება
გამოიხატოს კიდურების პარეზი-სრულ დამბლამდე.

დიაგნოსტიკა: CT და MRI

მკურნალობა: გულისხმობს სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას,გადაუდებელი ღონიძიებაა:


კისრის იმობილიზირება,სასუნთქი გზების განთავისუფლება,ჟანგბადის მიწოდება ან ფრთხილი
ინტუბაცია კისრის ნაწილის როტაციის გარეშე.უნდა მოხდეს ეპილეფსიური გულყრების კუპირება.

თავის ტვინის კომპრესია (compresio cerebris)

ქალა-ტვისნი ტრავმის ყველაზე საშიში და მძიმე სახეა.აღენიშნება ქტტ–ს მქონე პაციენტთა 3-5 %.
დახურულ ტრავებს შორის კომპრესიის ხშირ მიზეზს წარმოადგენს ქალასშიდა სისხლჩაქცევები-
ჰემატომები.ზოგიერთი ავტორის მონაცემით 60% პაციენტების სიცოცხლეში დიაგნოსტირედება
ჰემატომები,დანარჩენი პათანატომიური გაკვეთის დროს.ოპერაცისს შემდგომი ლეტალობა არის 40-
50%,ხოლო დაზარალებულებში,რომლებსაც უკეთდებათ დაგვიანებითი ოპერაცია ან თუ ჰემატომას
ემატება თვის ტვინის მძიმე დაჟეჟილობა კომატოზური მდგომარეობით ლეტალობა 70-80% ია.
თავით ტვინის კომპრესიის ძირითადი მიზეზები: ინტრაკრანიალური ჰემატომების ფორმირება,
პნევმოცეფალია, ქალასარქველის ძვლების მოტეხილობები, უცხო სხეულები, თავის ტინის შეშუპება,
რომელიც ვითარდება თავი ტვინის დაჟეჟილობის შედეგად და თავის ტვინში ლოკალიზებული
სიმსივნეები.

ეპიდურული ჰემატომა: (სურ.1ა) ქალასშდა სისხლჩაქცევების საერთო რიცხვის 20%


შეადგენს,რომელიც ყალიბდება ძვალსა და თავის ტვინის მაგარ გარსსს შორის.ეპიდურილი
ჰემატომის დროს სიხლდენის წყაროა შუა მენიგიალური არტერიის დაზიანება,იშვიათად მაგარი
გარსისი ვენები და დიპლოეს სისხლძარღვები.ჰემატომები აღმოცენდება ტრავმული ფაქტორის
უშუალო ზემოქმედების მიდამოში. პაციენტები ამ დროს ზოგჯერ არ კარგავენ გონებს ან კარგავენ
მცირე დროით.ნათელი პერიოდი უხშირესად ხანმოკლეა.ეპიდური ჰემატომები ქმნიან ღრმა
დეფორმაციას ტვინის ქსოვილში და იწვევს კომპრესიას, საშუალოდ 70-100 მლ. თხიერი სისხლი და
კოლტებით წარმოდგენილი, ხოლო 150მლ.ზე მეტი შეიძლება იყოს სოცოცხლესთან შეუთავსებელი.
ჰემატომის მნიშვნელოვან სიმპტომს წარმოადგენს გუგის გაგანიერება დაზიანების მხარეზე.
ეპიდურული ჰემატომების დროს პირამიდული სიმპტომატიკა ჩნდება ხშირად და როგორც წესი
საწინააღმდეგო მხარეს, ასევე მოსალოდნელია ეპილეფსიური კრუნჩხვები, პარეზი.

დიაგნოსტიკა:დიაგნოზი ისმება CT და MRI საფუძველზე.


სურათი 1. ა სურათი 1. ბ

სუბდურული ჰემატომა: (სურათი 1ბ) ვითარდება მაგარ გასსა და ტვინის ზედაპირს შორის.მწვავე
სუბდურული ჰემატომები შედგენს 40% ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევების საერთო რიცხვიდან,
რომელიც წარმოადგენს მასიური თხიერი სისხლის ან კოლტების დაგროვებას სუბდურულ
ლივრცეში. სუბდურული ჰემატომა ყალიბდება თავის ტვინის ვენების დაზიანების დროს,ახასიათებს
სიკვდილობის მაღალი სიხშირე.

 ეპიდურული ჰემატომის დროს სისხლდენა არტერიულია, ამიტომაც თავის ტვინის


კომპრესიის კლინიკური სურათი ვლინდება სწრაფად ½ -1 დღეში, ხოლო სუბდურული
ჰემატომების დროს სიხლდენა ვენურია,რაც იწვევს კლინიკური სიმპტომების სწრაფ
თანდათანობით მზარდ გამოვლინებას (იგულისხმება ტვინზე ზეწოლა),რამოდენიმე დღე,
ზოგ შემთხვევაში კვირაც, თუმცა მინიმალური სიმპტომები არის ტრავმის მომენტიდან.

ქრონიკული სუბდურული ჰემატომა-წარმოდგენილია ტრავმიდან მოგვიანებით


პერიოდში,ჰემატომა შემოფარგლულია კაფსულით,ზოგჯერ კაფსულის სისქე აღემატება ტვინის
მაგარი გარსის სისქეს. ქრონიკული სუბდურული ჰემატომის სიმპტომატიკა ძალიან გავს თავის
ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნის სიმპტომატიკას; მზარდი ქალასშიდა წნევის მომატებით და
ნევროლოგიური კეროვანი პათოლოგიის ჩამოყალიბებით.

ინტრაცერებრული ჰემატომა: ტრავმული ინტრაცერებრული ჰემატომები საერთო ქალასშიდა


სისხლჩაქცევების დაახლოებით 9% ს შეადგენს,რომელიც წარმოადგენს მასიურ(30მლ–დან 150 მლ-მდე)
სისხლის ან სისხლი კოლტების ჩაქცევას ტვინსი ქსოვილში. სისხლჩაქცევა ვითარდება საკუთრივ
ტვინის ქსოვილში.

ინტრავენტრიკულური ჰემატომა: სისხლჩაქცევა ვითარდება საკუთრივ ტვინის ქსოვლიში.

სუბდურული ჰიდრომა: სუბდურულ სივრცეში (მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის) ლიქვორის


ლოკალური დაგროვება.

პნვმოცეფალია:ჰაერის შეღწევა ქალას ღრუში.

ძვლოვანი კომპრესია: ქალას ძვლების მოტეხილობის შედეგად, თავის ტვინზე ძვლოვანი


ფრაგმენტების ზეწოლა. ხშიარია ამ დროს მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების მაგარი გარსის და
ტვინის ქსოვილის დაზიანება. ნამსხვრევებით ტვინის ქერქის გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს
ეპილეფსიური გულყრები.

ქალა–ტვნის ტრავმის გართულებები:

ჩირქოვან ანთებითი: მენინგიტი, ენცეფალიტი, ტვინის აბსცესი, ოსტეომიელიტი და აშ...


არაანთებითი: ეპილეფსიური სტატუსი, ლიქვორეა და აშ..
ფსიქომოტორული აგზნება, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სწრაფი
დაღლა და აშ...

ქალა-ფუძის მოტეხილობა

ქალა-ტვინის ღია ტრავმებია: ქალასარქველის და ქალა-ფუძის მოტეხილობა.


ქალა-ფუძის წინა ფოსოს მოტეხილობის ნიშნები:
 ენოტის თვალები: წინა ფოსოს ტრავმის დროს პირველ საათში ვითარდება თავლის
ირგვლივ კანქვეშა სისხლჩაქცევა-ექკიმოსი (სურ.2ა), ჰემორაგია რამოდენიმე საათში უფრო
პროგრესირებს და ირგვლივმდებარე სივრცეს მოიცავს, ანუ ვითარდება პერიორბიტული
ექკიმოსი.

 ეპისტაქსისი და რინორეა (სურ2ბ)-წინა ფოსო დაზიანების ნიშანია ასევე


ეპისტაქსისი(სისხლდენა ცხვირიდან) და რინორეა. იმისათვის რომ გავარჩიოთ არის თუ არა
ცხვირის ღრუდან გადმოსული სითხე ლიქვორი, საჭიროა ფილტრაციული ქაღალდი,
რომელსაც ასველებენ ცხვირიდან გადმოსული სეკრეტით და აკვირდებიან რგოლების
გაჩენას.ცენტრალური წითელი რგოლი ჰემორაგიის აღმნიშვნელია,ხოლო ირგვლივ
არსებული მკრთალი ზოლი ცერებრო სპინალური სითხის აღმნიშვნელია(სურ.2გ). აქედან
გამომდინარე ქაღალდზე ორმაგი ზოლი ცერებრო სპინალური სითხის ჟონვის ანუ მაგარი
გარსის დაზიანების ნიშანია.

ა) ბ) გ)

დ) ე)
ქალა-ფუძის შუა ფოსოს მოტეხილობის ნიშნები:

 ჰემოტიმპანიუმი და ოტორეა(სურ2დ).ჰემოტიმპანიუმი-ჰემორაგია დაფის აპკის უკან


ვითარდება როცა,ტრავმული ხაზი ესაძღვრება სასმენ მილს და შუა ყურში იწვევს
სისხლდენას.
ქალა-ფუძის უკანა ფოსოს მოტეხილობის ნიშნები:
 ბატლის ნიშანი (სურ2ე)-სისხლნაჟღენთი დვრილისებრ მორჩზე, ვითარდება ტრავმიდან
რამოდენიმე საათის შემდეგ, სრული მანიფესტაციისთვის რამოდენიმე დღეს საჭიროებს.

პირველადი გადაუდებელი დახმარება ქალა-ტვინის ტრავმის დროს

დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო სამეიდიცინო სამსახური და იმოქმედეთ DR


ABC მიხედვით:

მნიშვნელოვანია დაზარალებული სწრაფად და მართებულად შეფასდეს.

სასწრაფოს მოსვლამდე იმოქმედეთ შემდგენაირად:


D /Danger შეაფასეთ გარემოს უსაფრთხოება(იგულისხმება არამარტო პაციენტის ასევე თქვენი
უსაფრთხოება)
მოხდინეთ კისრის იმობილიზირება მანუალური მეთოდით;
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყავით დაზარალებულის მოთავსება უსაფრთხო
პოზიციაში;
R/Responsiveness-შეამოწმეთ დაზარალებულის ცნობირების დონე, მხარზე ნაზი შენჯღრევით,
დაუსვით შეკითხვა: როგორ ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? თუ თქვენს შეკითხვაზე
დაზარალებულს არანირი რეაქცია არ ჰქონდა, სავარაუდოდ არის უგონო მდგომარეობაში
პარალელურად შეაფასეთ დაზარალებულს ხომ არ აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობის
ნიშნები . აგრეთვე მოახდინეთ დაზარალებულის შეფასება გლაზგო კომის შკალის მიხედვით;
თუ დაზარალებული არის უგონო მდგომარეობაში გადადით შემდეგ ეტაპზე

 A /Airway-გაუხსენით სასუნქი გზები ისე ,რომ თავი მაქსიმალურად იყოს


იმობილიზირებული ხელით– ქვედა ყბის წინ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე ,
დაათვალიერთ პირის ღრუ,ხომ არ არის უცხო სხეული, მაგ; მოტეხილი კბილი, უცხო
სხეული,პირნაღები მასა;
 B/Breathing– შეამოწმეთ სუნთქვა “3 ვ”- ს მეთოდი (ვუსმენ სუნთქვას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს
კანზე, ვხედავ გულმკერდის მოძრაობას). გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა პირით-
პირში,რომ შეამოწმოთ გამავალია თუ არა სასუნთქი გზები
 C /Circulation – შეამოწმეთ ცირკულაცია;

You might also like