You are on page 1of 6

პათოლოგიური სინდრომები სასუნთქი სისტემის ორგანოთა დაავადებათა დროს

1. სუნთქვის უკმარისობის სინდრომი

სუნთქვითი უკმარისობა ორგანიზმის ისეთი მდგომარეობაა, როცა გარეგანი სუნთქვის


აპარატის ფუნქცია არ არის საკმარისი საჭირო აირთა ცვლის უზრუნველსაყოფად. ამ პროცესში
გამოიყოფა 2 სტადია: 1. ვენტილაციური სტადია, 2. ჰიპოქსემიური სტადია. ვენტილაციური
სტადია ხასიათდება ვენტილაციის ეფექტურობის შემცირებით, ხოლო ჰიპოქსემიური სტადიის
დროს ვითარდება ჰიპოქსემია (არტერიულ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის შემცირება)
და ჰიპერკაპნია (არტერიულ სისხლში ნახშირორჟანგის პარციალური წნევის მომატება).
სუნთქვითი უკმარისობის ძირითადი კლინიკური სიმპტომია ქოშინი. არჩევენ ქოშინის
სამ ხარისხს: პირველი ხარისხის ქოშინი ვითარდება ჩვეულებრივი ფიზიკური დატვირთვის
დროს, მეორე ხარისხის - მცირე ფიზიკური დატვირთვისას, ხოლო მესამე ხარისხის ქოშინი
ვითარდება მოსვენებით მდგომარეობაში.
სუნთქვითი უკმარისობა შეიძლება მიმდინარეობდეს ბრონქული გამავლობის
დარღვევით (ობსტრუქციული ტიპი) ან ფილტვის ელასტიკურობის დაქვეითებით (რეს-
ტრიქციული ტიპი). პირველი ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემისა და ბრონქული
ასთმის დროს აღინიშნება, მეორე კი -დიფუზური პნევმოსკლეროზის, სისხლის მიმოქცევის
უკმარისობით გამოწვეული ფილტვის შეგუბების დროს.

2. სუნთქვის რიტმისა და სიხშირის დარღვევის სინდრომი

ჯანმრთელი ადამიანის სუნთქვის სიხშირე წუთში არის 14-18. პათოლოგიის


დროს სუნთქვა შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს.
სუნთქვის გაიშვიათება-ბრადიპნოე-შეიძლება განვითარდეს მაგ. ინტოქსიკაციის,
ღვიძლისმიერი, დიაბეტური ან ურემიული (თირკმლის უკმარისობის დროს) კომის
დროს.
სუნთქვის გახშირება-ტაქიპნოე- ვითარდება სისხლში ჟანგბადის უკმარისობისა
და ნახშირორჟანგის დაგროვების დროს, სუნთქვის პროცესიდან ფილტვის სასუნთქი
ზედაპირის გამოთიშვის დროს, გულის უკმარისობის და სხვ. დროს.
ბრადიპნოესგან ანსხვავებენ ოლიგოპნოეს, რომელიც სუნთქვის წუთმოცულობის
შემცირებას ნიშნავს. ტაქიპნოესგან განსხვავდება პოლიპნოე-სუნთქვის წუთმოცულობის
გადიდება.
ყველაზე ხშირი სუნთქვა აღინიშნება ისტერიის დროს (წუთში 60-80-მდე) და მას
,,მეძებარი ძაღლის სუნთქვას“ უწოდებენ.
სუნთქვის პროცესის დარღვევას დისპნოე ეწოდება, სუნთქვის გაჩერებას-აპნოე,
სუნთქვის გაღრმავებას - ბრათიპნოე, ძალიან ღრმა ამპლიტუდით სუნთქვას - ჰიპერპნოე
(მაგ. კუსმაულის დიდი სუნთქვა), ქოშინს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ეწოდება
ორთოპნოე, ხოლო მის საპირისპირო მდგომარეობას, როცა ქოშინი ვერტიკალურ
პოზიციაში იწყება, ჰქვია პლათიპნოე.
პათოლოგიური სუნთქვის ტიპებს მიეკუთვნება: 1. კუსმაულის დიდი სუნთქვა
(დიდი ამპლიტუდის ღრმა და ხმაურიანი სუნთქვითი მოძრაობები) მაგ. დიაბეტური
კომის დროს. 2. ბიოტის სუნთქვა -აპნოეს პერიოდს მოჰყვება ერთნაირი სუნთქვითი
ამპლიტუდები, რაც სასუნთქი ცენტრის აგზნებადობის დაქვეითების შედეგია (მაგ.
მენინგიტის დროს); 3. ჩეინ-სტოქსის სუნთქვა (სუნთქვითი მოძრაობის სიღრმე
თანდათანობით მატულობს, მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ თანდათანობით კლებულობს
მინიმუმამდე და რამდენიმე წამი აპნოეს პერიოდია, მერე ისევ ყველაფერი თავიდან
მეორდება) მაგ. ურემიული კომის დროს; 4. გროკოს სუნთქვა-სასუნთქი კუნთების
მუშაობის დისოციაცია: დიაფრაგმა ჩასუნთქვას ახდენს, ხოლო ნეკნთაშუა კუნთები -
ამოსუნთქვას (მაგ. ტვინის სიმსივნის, ან ტვინის მძიმე ინტოქსიკაციის დროს).

3. ანთებითი ინფილტრაციის სინდრომი

ამ სინდრომით მიმდინარეობს პნევმონიის ორი ვარიანტი: წილოვანი და კეროვანი


ანთება.
კრუპოზული (წილოვანი) ანთების დროს ინსპექციით აღინიშნება სახის ჰიპერემია
(განსაკუთრებით ანთებითი პროცესის მხარეს), ჰერპესული გამონაყარი ტუჩის კუთხეში
(ასევე ანთებითი პროცესის მხარეს), ცხვირის ნესტოები მონაწილეობს სუნთქვაში,
აკროციანოზი, გულმკერდის დაზიანებული მხარე ჩამორჩება სუნთქვაში.
პალპაციით მტკივნეულობა აღინიშნება მხოლოდ მაშინ, როცა პროცესში ჩართულია
პლევრის ფურცლებიც (პარაპნევმონიური და მეტაპნევმონიური პლევრიტი). ვინაიდან
პნევმონიის დროს ალვეოლები ივსება ექსუდატით, გამკვრივებული (უჰაერო)
ფილტვის ქსოვილი კარგად ატარებს ბგერას, ამიტომ პალპაციით ანთების უბანში
აღინიშნება ბგერითი რხევის გაძლიერება. იგივე მიზეზით დაზიანებულ არეში
გულმკერდის რეზისტენტობა მომატებულია.
თუ ექსუდატმა ნაწილობრივ გამოდევნა ჰაერი ალვეოლებიდან (პნევმონიის I და III
სტადია), პერკუსიით არის მოყრუებული ტიმპანიტი, ხოლო აუსკულტაციით
მოისმინება შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა და კრეპიტაცია.
თუ ფილტვის წილი მთლიანად უჰაეროა, მაშინ პერკუსიით აღინიშნება ყრუ
ხმიანობა, ხოლო აუსკულტაციით ამ უბანში ისმის პათოლოგიური ბრონქული სუნთქვა
(მაგ. კრუპოზული პნევმონიის მეორე სტადია).
თუ ფილტვის ანთებითი კერა მცირე ზომისაა (კეროვანი პნევმონია), ინსპექციით
ფიქსირდება მცირე ინტენსივობის აკროციანოზი, პალპაციური ინფორმაცია არ აარის,
პერკუსიით შესაძლოა პათოლოგიური ცვლილება ვერ დაფიქსირდეს და აღინიშნოს
ფილტვის ნათელი ხმიანობა. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ანთებითი კერა
ზედაპირული და საკმაოდ მოზრდილია. ამ შემთხვევაში პერკუსიით ფიქსირდება ყრუ
ხმიანობა.
კეროვანი პნევმონიის დროს აუსკულტაციით მოისმინება სველი ხიხინი, რომელიც
წარმოიქმნება ბრონქში ნახველის დაგროვების გამო.
სისხლში აღინიშება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ
გადახრით, ედს-ის აჩქარება.
კრუპოზული (წილოვანი) პნევმონიის დროს რენტგენზე აღინიშნება ინტენსიური
ჰომოგენური ჩრდილი, ხოლო კეროვანი პნევმონიის შემთხვევაში-დაჩრდილვის მცირე
ზომის კერები.

4. ფილტვის ატელექტაზის სინდრომი

ატელექტაზს ფილტვის ჩაჩუტვას უწოდებენ. ჩაჩუტვის ხარისხის მიხედვით იგი


შეიძლება იყოს სრული და არასრული, ხოლო გამომწვევი მიზეზის მიხედვით
-ობტურაციული და კომპრესიული. ობტურაციული ატელექტაზი გამოწვეულია
ბრონქის გამავლობის დარღვევით, ხოლო კომპრესიული -პლევრის ღრუში დაგროვილი
სითხის ან ჰაერის ზეწოლით ფილტვზე.

თუ ბრონქის სანათური დახურულია და ფილტვის მნიშვნელოვანი ნაწილია


სრულად ჩაჩუტული (ობტურაციული ატელექტაზი), ამ არეში გულმკერდის
სუნთქვითი მოძრაობა არ ჩანს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბრონქის დაცობა შიგნიდან
ან გარედან მაგ. სიმსივნური პროცესით. ამ დროს ჩაჩუტული ფილტვის არეში
ინსპექციით შესაძლოა დადგინდეს ნეკნთაშუა სივრცეების ჩავარდნა, პალპაციით
რეზისტენტობა შემცირებულია, ბგერითი რხევა არ შეიგრძნობა, პერკუსიით ყრუ
ხმიანობაა, ხოლო აუსკულტაციით- სუნთქვა არ ისმის.

თუ ატელექტაზი დიდხანს გრძელდება, გულმკერდის ის ნაწილი ჩავარდნილი


იქნება, ნეკნთაშუა სივრცეები-შევიწროვებული, გული და მსხვილი სისხლძარღვები-
დაზიანებულ მხარეზე გადაწეული.

არასრული ატელექტაზის შემთხვევაში (მაგ. ექსუდაციური პლევრიტის დროს


გარლანდის სამკუთხედში) სითხის ზეწოლის გამო ნახევრად შეჭმუხნული ფილტვი
თითქმის უჰაეროა, მაგრამ ბრონქში ჰაერი თავისუფლად გადის. ამიტომ ამ არეში
(შკოდას ზონაშიც) პერკუსიით მოყრუებული ტიმპანიტია (შკოდას ფენომენი), ხოლო
აუსკულტაციით-პათოლოგიური ბრონქული სუნთქვა მოისმინება.
5. ფილტვის ღრუს სინდრომი

ღრუ შეიძლება განვითარდეს ფილტვის წინასწარ ინფილტრირებული არის


დაშლის გამო (მაგ. ტუბერკულოზური კავერნა ან აბსცესური ღრუ) ან ბრონქის
სანათურის ძლიერი გაგანივრების შედეგად (მაგ.ბრონქოექტაზია).
თუ ღრუ სავსეა ჩირქით, აღინიშნება ფილტვის გამკვრივების სიმპტომები:
პალპაციით გულმკერდის ბგერითი რხევა გაძლიერებულია, პერკუსიით - ყრუ
ხმიანობა, აუსკულტაციით - პათოლოგიური ბრონქული სუნთქვა. თუ ღრუ ჰაერით
არის სავსე, პერკუსიით აღინიშნება ტიმპანიტი, ხოლო აუსკულტაცით - ამფორული
სუნთქვა. თუ ღრუში ნაწილობრივ არის დარჩენილი სითხე (მაგ. ჩირქი ან ნახველი)
აღინიშნება მოყრუებული ტიმპანიტი, აუსკულტაციით - სველი ხიხინი.
რენტგენზე ჩანს მრგვალი ან ოვალური ფორმის ღრუ, ხანდახან სითხის
ჰორიზონტალური დონით.

6. ფილტვის გაგანივრების (ფილტვების ემფიზემის) სინდრომი

ფილტვები განივრდება და მასში ჰაერი მატულობს, თუ ამოსუნთქვის ფაზაში


სრულყოფილი ამოსუნთქვა არ ხდება (მაგ. ბრონქული ასთმის დროს). ასეთ პირობებში
გულმკერდის ფორმა ინსპექციით კასრისებურია, დიაფრაგმა დაბლა დგას;

პალპაციით: ფილტვების რეზისტენტობა მომატებულია, ბგერითი რხევა


შესუსტებულია.

პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობაა, ფილტვების ექსკურსია მცირდება;


აუსკულტაციით მოისმინება შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა გახანგრძლი-
ვებული ამოსუნთქვით, მშრალი მსტვინავი ხიხინი.
რენტგენზე ფილტვები ძალიან დიდი მოცულობის და ჰაერით სავსეა, ფილტვების
გამჭვირვალობა მომატებულია.

7. პლევრის ღრუში სითხის დაგროვების სინდრომი

პლევრის ღრუში სითხის დაგროვება იწვევს გულმკერდის შესაბამისი მხარის


გამოდრეკას, მოძრაობის შეზღუდვას და ნეკნთაშუა სივრცეების გადასწორებას.
პალპაციით გულმკერდის რეზისტენტობა მომატებულია. გულმკერდის ბგერითი
ხმიანობა შესუსტებულია ან გამქრალი.
მარცხენა პლევრის ღრუში სითხის დაგროვება ტრაუბეს ნახევარმთვარისებურ
სივრცეში აქრობს ტიმპანიტს და ყრუ ხმას იძლევა.
როცა პლევრის ღრუში ექსუდატია დაგროვებული (მაგ. ექსუდაციური
პლევრიტი), პროცესი ცალმხრივია და სითხე პლევრის ღრუში დგას ირიბი ზედა ხაზით
(დამუაზო-ელისის ხაზი), სითხე თავისუფლად ვერ მოძრაობს. პერკუსიით სითხის
დაგროვების არეში ყრუ ხმიანობაა. გარლანდის სამკუთხედში (სადაც ნახევრად
შეჭმუხნული ფილტვის ზონაა) პერკუსიით აღინიშნება მოყრუებული ტიმპანიტი
(შკოდას ფენომენი), ხოლო რაუხფუს-გროკოს სამკუთხედში (რომელიც შექმნილია
შუასაყრის ორგანოების გადანაცვლებით ჯანსაღ მხარეზე) პერკუსიით ყრუ ხმიანობაა.
აუსკულტაციით სითხის დაგროვების არეში სუნთქვა არ ტარდება, გარლანდის
სამკუთხედში მოისმნება პათოლოგიური ბრონქული სუნთქვა.
სისხლში აღინიშება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ
გადახრით, ედს-ის აჩქარება.

რენტგენით სითხის დაგროვების არეში ჩანს ჩრდილი ზედა ირიბი ხაზით.

როცა პლევრის ღრუში არაანთებადი სითხე ანუ ტრანსუდატი გროვდება (მაგ.


ჰიდროთორაქსის დროს) პროცესი ძირითადად ორმხრივია და სითხის ზედა საზღვარი
ჰორიზონტალურია. სითხის დაგროვების არეში პერკუსიით ყრუ ხმაა, ხოლო
აუსკულტაციით - სუნთქვა არ ისმის.

8. პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვების სინდრომი

ამ მდგომარეობას ეწოდება პნევმოთორაქსი, რომელიც შესაძლოა იყოს ღია,


დახურული და სარქვლოვანი; სპონტანური, ტრავმული ან ხელოვნური (მაგ.
ტუბერკულოზის დროს).
ინსპექციით გულმკერდი დაზიანების მხარეზე გამოდრეკილია და სუნთქვაში
ჩამორჩება, ნეკნთაშუა სივრცეები გადასწორებულია.
პალპაციით გულმკერდის რეზისტენტობა მომატებულია, ბგერითი რხევა
გამქრალია.
პერკუსიით აღინიშნება ლითონისებური ტიმპანიტი.
აუსკულტაციით სუნთქვა არ ისმის. თუ პლევრის ღრუ შეერთებულია ბრონქთან,
შეიძლება ამფორული სუნთქვა მოისმინებოდეს.
რენტგენით ჩანს დიდი ჰაერის შემცველი სივრცე, ხოლო ფილტვის ველთან
ჩაჩუტული ფილტვის უჰაერო ჩრდილია.

9. პლევრის ღრუში ჰაერისა და სითხის დაგროვების სინდრომი


ამ მდგომარეობას ეწოდება ჰიდროპნევმოთორაქსი. იგი შეიძლება წარმოიქმნას
მაშინ, როცა მაგ. ხელოვნური პნევმოთორაქსი რთულდება გამონაჟონით. მისთვის
პერკუსიით დამახასიათებელია მოყრუების სწორხაზოვანი, ჰორიზონტალური ზედა
საზღვარი. რადგან სითხე ადვილად მოძრაობს, ის სხეულის მდებარეობის შეცვლისას
სწრაფად და ადვილად იცვლის მდებარეობას, მაგრამ საზღვარი კვლავ
ჰორიზონტალური რჩება.
აუსკულტაციით დამახასიათებელია „შხეფის ხმიანობა“ და „ვარდნილი წვეთის“
სიმპტომი.
რენტგენით ვლინდება სითხის ჰომოგენური ჩრდილი, რომელსაც ჰორიზონ-
ტალური დონე აქვს. ეს დონე იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლისას. ჩრდილის
ზემოთ ნათელი არეა.

You might also like