You are on page 1of 31

სასუნთქი სისტემის

სამკურნალო
საშუალებები

ამბროლაძე ვერა
შესავალი
სასუნთქი სისტემის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია ასთმა, ფილტვების
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) და ალერგიული რინიტი. ნებისმიერ ამ
მდგომარეობას ახლავს ხველება, რომელიც შესაძლოა, პაციენტის ერთადერთი ჩივილი
იყოს. ასთმა ქრონიკული დაავადებაა და მას სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობა
ახასიათებს. ასთმით ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ავადდება .
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), რომელსაც ემფიზემასა
და ქრონიკულ ბრონქიტსაც უწოდებენ, სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე
ადგილზეა. ალერგიული რინიტი ძალზედ ფართო გავრცელებული მდგომარეობაა,
რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს . მას ახასიათებს
თვალის ქავილი და ცრემლდენა, ცხვირიდან გამონადენი და არაპროდუქციული ხველება .
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა იმართება კომბინირებული მიდგომით -
ცხოვრების წესის შეცვლითა და მედიკამენტური მკურნალობით.
რესპირატორული დარღვევების სამკურნალო საშუალებების შეყვანა შესაძლებელია
როგორც ადგილობრივად(ცხვირის ლორწოვან გარსზე დატანებით , ინჰალაციით ), ისე
სისტემურად(ორალური და პარენტერალური გზით).სისტემური გვერდითი მოვლენების
მინიმუმამდე შემცირების მიზნით მკურნალობის ადგილობრივ მეთოდებს იყენებენ .
სასუნთი
სისტემის
გავრცელებულ

დაავადებების
სამკურნალო
საშუალებები
სასუნთი სისტემის გავრცელებული დაავადებების სამკურნალო
საშუალებების საბაზრო სახელწოდება
• ალბუტეროლი- სალბუტამოლი, სალბუტამოლიAB, კლენბუტეროლი, სალბუტეროლ-თევა;
• ფორმოტეროლი- ფორადილი, ოქსისი, ათიმოსი, ფორმოტეროლ-ნატივი, ფორმატეროლი- ფუმარატი;
• ინდაკატეროლი-ონბრეზ-ბრიზხალერი, ულტიბრო;
• სალმეტეროლი- სერევენტი, სალმეტერი, სალთიკაზონ-ნატივი, თევაკომბი, სალმეტეროლ ქსინაფოატი, სერედიტი, სეროფლო;
• ბეკლომეთაზონი- ბეკლომეთაზონი, ბეკლომეტაზონ-აერონატივი, ბეკლომეთაზონ ორიო-ფარმა, ფოსტერი, კანდიდერმი, ბეკლაზონ-ეკო;
• მომეტაზონი- მომეტაზონი, მომეტაზონ-აკრიხინი, მომეტაზონ-სანდოზი, ნაზონექსი, ნოზეფრინი, მომატრინი, დეზრინიტი, მომატი;
• ფლუტიკაზონი-ფლუტიკაზონი, ნაზარელი, ფლიქსოტიდი, კუტივეიტი, სინოფლურონი, ფენიფეიტი;
• იპრატროპიუმი- იპრატროპიუმ სტერინები, იპრატროპიუმ-ნატივი,იპრატროპიუმ-აერონატივი, იპრატროპიუმ-ეირი;
• ტიოტროპიუმი-ტიოტროპიუმ-ნატივი;
• აკლიდინიუმ ბრომიდი- ბრეტერის-ჯენუერი, დუაკლირ-ჯენუერი;
• მონტელუკასტი-მონტელუკასტი, მონტელუკასტ-ნატრი, სინგულარი, მონლერი, ალმონტი, მონტერალი, სინგლონი, ეკტალუსტი;
• ზაფირლუკასტი- აკოლატი;
• აზელასტინი- მომატ რინო ადვანსი, ალერგოდილი, დიმისტა;
• ლორატადინი- ლორატადინი, ლორატადინ-ეკო, ლორატადინ-ვერტე, ლორატადინ-ვერტექსი, კლაროტადინი, კლარისენსი, კლარიფერი, ტირლორი,
ეროლინი;
• ოქსიმეტაზოლინი-ოქსიმეტაზოლინი, ნაზივინი, აფრინი, ნაზოლი, ნოქსპრეი;
• ფსევდოეფდრინი- რინასეკი, კაფეტინი, მულსინეკსი, გრიპექსი;
• კოდეინი-სედალ-M, პენტალგინი, კაფეტინი, სოლპადეინი, სედალგინ-ნეო;
• დექსტრომეთორფანი-კოფეტინ-კოლდი, ალექს-პლუსი, გლიკოდინი, პადევიქსი;
• თეოფილინი- თეოფილი, თეოტარდი, თეოსტატი, ვენტაქსი, დიფუმალ-24, რეტაფილი, თეოფედრინ-H,აკოფილი.
ასთმის სამკურნალო პიველი რიგის
საშუალებები
ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებადი დაავადებაა.
მას ახასიათებს ბრონქოკონსტრიქციის მწვავე ეპიზოდები,
რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველებას, გულ-
მკერდზე მოჭერილობის შგრძნობას, ქოშინსა და სუნთქვის
გახშირებას.
• ასთმის პათოფიზიოლოგია
ასთმის დროს ვითარდება სასუნთქი გზების ობსტრუქცია,
რომლის მიზეზი ბრონქების გლუვი კუნთების შეკუმშვაა,
ბრონქების კედლების ანთება და ლორწოს ჭარბი სეკრეცია.
ანტება იწვევს სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობას ,
სუნთქვის შეზღუდვას და მასთან დაკავშირებულ სიმპტომებს .
დაავადებას ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ასთმური
შეტევები შსაძლოა გამოიწვიოს ალერგენთან კონტაქტმა ან
გამღიზიანებლის შსუნთქვამ, ფიზიკურმა ვარჯიშმა, სტრესმა , და
სასუნთქი გზების ინფექციამ. ასთმა არ არის პროგრესირებადი
დაავადება, ანუ არ არის აუცილებელი, რომ დროთა
განმავლობაში მან გამოიწვიოს სასუნთქი გზების მძიმე
დაზიანება. თუმცა, არანამკურნალები ასთმა იწვევს სასუნთქი
გზების რემოდელირებას, რის შდეგანაც მძიმდება მისი
მიმდინარეობა, ხშირდება და იზრდება ლეტალობის რისკი.
• მკურნალობის მიზნები
ასთმის მკურნალობის ძირითადი მიზნები დაავადების სიმპტომების ინტენსივობის
შემცირება და გაიშვიათება, ასევე, პაციენტისათვის ნორმალური აქტივობის
შენარჩუნება. ყველა პაციენტი საჭიროებს ასთმის მწვავე შეტევების „სწრაფ
მომხსნელ“ საშუალებას. ასთმის ხანგრძლივად მაკონტროლებელი საშუალებები
სასუნთქი გზების ანთების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით გამოიყენება .
β2-ადრენერგული აგონისტები
პირდაპირი მოქმედების ინჰალაციური β2 აგონისტები ადუნებს სასუნთქი გზების გლუვ კუნთს. Β2
აგონისტი ძირითადად, ასთმის სიმპტომების სწრაფი მოხსნისთის ინიშნება, თუმცა β2აგონისტი
დამატებითი საშუალების სახით გამოიყენება დაავადების ხანგრძლივი კონტროლისთის.
1. სიმპტომების სწრაფად მოხსნა: ხანმოკლე მოქმედების β2 აგონისტები ძალზე სწრაფად
იწყებს მოქმედებას ( 5-30 წთ) და მათ ეფექტი 4-6 საათის განმავლობაშ გრძელდება. ისინი
სწრაფად ხსნის მწვავე ბრონქოკონსტრიქციას, ამიტომ ბრონქოსპაზმის სიმპტომური
მკურნალობისთის გამოიყენება. Β2 აგონისტებს არ ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო
ეფექტი, ამიტომ დაუშვებელია ასთმის მდგრადი მიმდინარეობის მკურნალობა მხოლოდ ამ
პრეპარატებით. ხანმოკლე მოქმედების β2 აგონისტებით მონოთერაპია რეკომენდირებულია
ასთმის მსუბუქი, არაქრონიკული მიმდინარეობის, ან ვარჯიშით განპირობებული
ბრონქოსპაზმის დროს. ალბუტეროლი და ლევალბუტეროლი პირდაპირი მოქმედების β2
სელექციური აგონისტებია.ისინი უპირატესია იმის გამო, რომ განაპირობებს მაქსიმალურად
მიღწევად ბრონქოდილატაციას, α და β1 რეცეპტორების სტიმულაციის გარეშ და, შსაბამისად,
მინიმალური არასასურველი გვერდითი მოვლენები ახასიათებს. ორგანიზმში მათ
ინჰალაციური გზით შეყვანა ამცირებს ისეთ არასასურველი მოვლენების განვითარების
რისკს, როგორებიც არის ტაქიკარდია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია და ჰიპომაგნემია.
ისინი იწვევს ჩონჩხის კუნთების ტრემორს, რაც განპირობებულია β2 რეცეპტორების აგზნებით.
• ხანგრძლივი კონტროლი

სალმეტეროლი და ფორმოტეროლი ხანგრძლივად მოქმედი β2 აგონისტებია. ისინი


ალბუტეროლის ქიმიური ანალოგებია. სალმეტეროლი და ფორმოტეროლი
ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს, რაც 12 საათიანი ბრონქოდილატაციის საშუალებას
იძლევა. ორივე მათგანის ეფექტი გვიან ვლინდება, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი მათ
გამოყენება ასთმის შეტევის სწრაფად მოხსნის მიზნით. არ არის სასურველი
ხანგრძლივად მოქმედი β2 აგონისტებით მონოთერაპია. ისინი დამატებითი
მკურნალობის სახით ინიშნება, ასთმის მაკონტროლირებელ მედიკამენტებთან ერთად.
საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები ასთმის ხანგრძლივი კონტროლის არჩევის
პრეპარატებია. ასთმის ადეკვატური კონტროლისთვის, ისინი ხანგრძლივად მოქმედ
β2აგონისტებთან ერთად გამოიყენება. ხელმისაწვდომია ხანგრძლივად მოქმედი
ზოგიერთი β2 აგონისტისა და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის კომბინირებული
პროდუქტი.
კორტიკოსტეროიდები
ინჰალაციური კორტიკოსტეროიდები ნებისმიერი ხარისხის ასთმის სამკურნალო არჩევის
პრეპარატებია. ინჰალაციური გზით გამოყენებული კორტიკოსტეროიდების ანთების
საწინააღმდეგო ეფექტი უშუალოდ სასუნთქ გზებზე ვრცელდება. ამ ეფექტების მიზეზი მემბრანის
ფოსფოლიპაზა A2-ის ინჰიბირება და არაქიდონის მჟავას გამოთავისუფლების პროცესის
დათრგუნვაა. როგორც, ბავშვებშ, ასევე მოზრდილებში ყველაზე ეფექტური ასთმის ხანგრძლივი
კონტროლი შესაძლებელია ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით. ანთებადი პროცესის
ეფექტური კონტროლისთვის აუცილებელია გლუკოკორტიკოსტეროიდების რეგულარული
გამოყენება. ასთმის მძიმე, მდგრადი მიმდინარეობა კი ორალური
გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანმოკლე კურსით მკურნალობას საჭიროებს .
1. ფილტვებზე მოქმედება: საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები არ ახდენს უშუალო
გავლენას სასუნთქი გზების გლუვ კუნთზე. ისინი მოქმედებს ანთების
კასკადზე( ეოზინოფილები, მაკროფაგები და T ლიმფოციტები) და ამ გზით ამცირებს სასუნტ
გზებში მიმდინარე ანთებით პროცესს- აქვეითებს ლორწოვანის შეშუპებასა და კაპილარების
ჯონვადობას, ამასთანავე აინჰიბირებს ლეიკოტრიენების გამოთავისუფლებას . რამდენიმე
თვის განმავლობაში კორტიკოსტეროიდების გამოყენება ამცირებს სასუნთქი გზების გლუვი
კუნთების მგრძნობელობას ისეთ მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმარტ, როგორებიც
არის ალერგენი, ლორწოვანის გამღიზიანებლები, ცივი ჰაერი და ვარჯიში
2. ორგანიზმში შეყვანის გზა:

a. ინჰალაცია: საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების შექმნამ მნიშვნევლოვნად


შეამცირა სისტემური კორტიკოსტეროიდების საჭიროება. თუმცა, წარმატების
მისაღწევად დიდი მნისვნელობა აქვს საინჰალაციო აღჭურვილობის სწორად
შერჩვას.
b. ორალური/სისტემური: ასთმის მიმდინარეობის მძიმე ფორმის
გამწვავების(ასთმური სტატუსი) დროს საჭირო ხდება მეთილპრედნიზოლონის
ინტრავენური, ან პრედნიზონის ორალური გამოყენება. ორალური
პრედნიზონის ხანმოკლე კურსის დროს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის ღერძი ვერ
ასწრებს დათრგუნვას, ამიტომ მკურნალობის დამთავრებისას არ იქმნება
პრეპარატის დოზის ნელ-ნელა შემცირების საჭიროება. ორალური
კორტიკოსტეროიდების გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი
ალბათობის გამო, სისტემური კორტიკოსტეროიდების მუდმივად გამოყენება
რეკომენდებულია მხოლოდ ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების
არაეფექტობის შემთხვევაში.
3. არასასურველი გვერდითი ეფექტები

სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს (ორალურს, ან პარენტერულს) მრავალი


სერიოზული გვერდითი მოვლენა ახასიათებს. საინჰალაციო
გლუკოკორტიკოსტეროიდებს (განსაკუთრებით სპეისერით გამლოყენებისას) კი
ძალზე უმნიშვნელო არასასურველი სისტემური მოვლენები ვლინდება. საინჰალაციო
ტექნიკის არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესუნთქული
გლუკოკორტიკოსტეროიდის საკმაოდ დიდი ნაწილი რჩება პირის ღრუსა და ხახის
ლორწოვანზე, ეს კი იწვევს ოროფარინგეულ კანდიდიაზსა და ხმის ჩახლეცას. ამ
არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირის ღრუს
გამორეცხვა წყლით ინჰალატორის ყოველი გამოყენების შემდეგ.
ასთმის სამკურნალო ალტერნატიული საშუალებები

ეს წამლები ტრადიციული მკურნალობით ძნელად


კონტროლირებადი ასთმის დროს ინიშნება.
ხელსაყრელია მათი გამოყენება კორტიკოსტეროიდების
მაღალი დოზებით მკურნალობის გამო შექმნილი
პრობლემის შემთხვევაშიც/ ასთმის სამკურნალო
ალტერნატიული საშუალებებით მონოთერაპია
რეკომენდირებული არ არის. ალტერნატიული
საშუალებები ყოველთვის ინჰალაციურ
კორტიკოსტეროიდებთან ერთად ინიშნება.
ლეიკოტრინების ანტაგონისტები

ლეიკოტრიენ (LT) B4 და ცისტეინილ ლეიკოტრიენები LTC4, LTD4, LTE4 არაქიდონის მჟავას 5-


ლიპოქსიგენაზური მეტაბოლიზმის შედეგად მიღებული პროდუქტებია. ისინი ანთების
კასკადის ნაწილია. 5-ლიპოქსიგენაზა აღმოჩენილია მიელოიდური წარმოშობის
უჯრედებში, მაგ: პოხიერ უჯრედებში, ბაზოფილებში, ეოზინოფილებში და
ნეიტროფილებში. LTB4 ნეიტროფილებისა და ეოზინოფილების ძლიერი
ქემოატრაქტანტია, ხოლო ცისტეინილ ლეიკოტრიენები კი იწვევს ბრონქების გლუვი
კუნთის შეკუმშვას, ასევე, ზრდის ენდოთელურ ჟონვადობასა და ლორწოს სეკრეციას.
ზილეუტონი 5-ლიპოქსიგენაზას სელექციური და სპეციფიკური ინჰიბიტორია. იგი
თრგუნავს როგორც LTB4 ისე, ცისტეინილ ლეიკოტრიენების წარმოქმნას. ზაფირლუკასტი
და მონტელუკასტი სიტეინილ ლეიკოტრეინ-1 რეცეპტორის სელექციური
ანტაგონისტებია, ამიტომ ისინი აინჰიბირებს ცისტეინილ ლეიკოტრიენების ეფექტებს.
სამივე პრეპარატი ასთმის სიმპტომების პრევენციისათვის ინიშნება . არც ერთი მათგანი არ
გამოიყენება ბრონქოდილატაციის დაუყოვნებლივი საჭიროებისას. ლეიკოტრიენული
რეცეპტორების ანტაგონისტები ეფექტურია ვარჯიშითან ასოცირებული
ბრონქოკონსტრიქციის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
ლეიკოტრინების ნებისმიერი ანტაგონისტი აქტიურია ორალურად მიღებისას, თუმცა
საკვებთან ერთად მიღებისას ქვეითდება ზაფირლუკასტის აბსორბცია. სამივე წამალი
პლაზმის ცილებთან შკავშირების მაღალი უნარით გამოირჩევა. მათ მნიშვნელოვანი
ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი ახასიათებს. ზილეუტონი და მისი მეტაბოლიტები
ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა, ხოლო ზაფირლუკასტის და
მონტელუკასტი და მათი მეტაბოლიტები ექსკრეტირდება ნაღველტან ერთად.

არასასურველი მოვლენები
სამივე პრეპარატის გამოყენებისას იზრდება ღვიძლის ფერმენტების დონე სისხლის
შრატში.აქედან გამომდინარე, მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის
ფუნქციურ სინჯებზე რეგულარული მეთვალყურეობა, რადგან ღვიძლის ფერმენტების
დონის 3-5-ჯერ გადაჭარბების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. სხვა
არასასურველი მოვლენებია თავის ტკივილი და დისპეპსია. ზაფირლუკასტი აინჰიბირებს
ციტოქრომ P450-ის სისტემის 2C8, 2C9, 3A4 იზოენზიმებს, ზილეუტონი კი CYP1A2.
კრომოლინი
კრომოლინი ანტების საწინააღმდეგო, ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა.
იგი აინჰიბირებს პოხიერი უჯრედის დეგრანულაციას და ჰისტამინის
გამოტავისუფლების პროცესს. იგი მსუბუქი და მდგრადი მიმდინარეობის ასთმის
სამკურანლო ალტერნატიული საშუალებაა. კრომოლინი არ არის
ბრონქოდილატატორი, ამიტომ ასთმის მწვავე შეტევის კუპირებისათვის არ
ინიშნება. კრომოლინი ორგანიზმში ინჰალაციური ხსნარის სახით შეჰყავთ.
ხანმოკლე ეფექტის გამო , კრომოლინი გამოყენება დღში 3-4-ჯერ არის საჭირო,
რაც აძნელებს პაციენტის მიერ მკურნალობის რეჟიმის ზუსტად დაცვას , რეჟიმის
დარღვევა კი პრეპარატის ეფექტურობაზე უარყოფითად აისახება. არასასურველი
ეფექტები მწირია და შემოიფარგლება მწარე გემოთი, ხველით, ასევე ხახისა და
ხორხის გაღიზიანებით.
ქოლინერგული ანტაგონისტები

ანტიქოლინერგული საშუალებები აინჰიბირებს სასუნთქი გზების გლუვი


კუნთის ვაგუსის აქტივობით განპირობებულ შეკუმშვასა და ლორწოს
სეკრეციას. რეკომენდირებული არ არის ატროპინის მეოთხეული
ნაწარმის, იპრატროპიუმის , ასთმის მწვავე შეტევის დროს გამოიყენება,
რადგან იგი ხანმოკლე მოქმედების β2 აგონისტებზე გვიან აღწევს ეფექტს.
იპრატროპიუმის ინჰალაციური ფორმა ადრენერგული აგონისტების
აუტანლობის, ან თანმხლები ფქოდ-ს დროს ინიშნება. ასთმის გამწვავების
დროს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში იპრატროპიუმის და
ხანმოკლე მოქმედების β2 აგონისტები ერთად გამოიყენება .
არასასურველი მოვლენებია ქსეროსტომია და მწარე გემოს შეგრძნება .
თეოფილინი

თეოფილინი ბრონქოდილატატორია. იგი ასთმის ქრონიკული მიმდინარეობის დროს


ინიშნებ, სასუნთქი გზების ობსტრუქციისა და სიმპტომების შემცირების მიზნით. მას
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს, თუმცა ამ მოქმედების მექანიზმი
უცნობია. წარსულში თეოფილინი ასთმის მკურნალობის ქვაკუთხედი იყო, მაგრამ
მისთვის დამახასიათებელი ვიწრო თერაპიურლი ფანჯარის, სერიოზული გვერდითი
მოვლენების და მრავალფერონი პოტენციური წამალთშორისი ურთიერთქმედების
გამო, იგი ამჟამად ჩანაცვლებულია კორტიკოსტეროიდებითა β2 აგონისტებით.
თეოფილინის დოზის გადაჭარბება იწვევს კრუნჩხვას ან სიცოცხლისთვის საშიშ
არითმიას. თეოფილინი ღვიძლში მეტაბოლიზდება. იგი ციტოქრომ 1A2 და 3A4-ის
სუბსტრატია. თეოფილინის მუდმივად გამოყენებისას აუცილებელია მისი
შრატისმიერი კონცენტრაციის მკაცრი კონტროლი.
ომალიზუმაბი

მონოკლონური ანტისხეულების დნმ რეკომბინანტული ნაწარმი ომალიზუმაბი


სელექციურად უკავშირდება ადამიანის იმუნოგლობულინ E-ს (IgE) და ხელს უშლის
პოხიერი უჯრედებისა და ბაზოფილების ზედაპირზე ლოკალიზებული IgE
რეცეპტორებისა და IgE-ის ურთიერთქმედებას. ანთებადი უჯრედების ზედაპირთან IgE-
ის შეკავშირების შეზღუდვა ამცირებს ალერგიის მედიატორების გამოთავისუფლებას .
ომალიზუმაბი გამოიყენება ტრადიციული მკურნალობით ძნელად
კონტროლირებადი ასთმის ზომიერი ან მძიმე ფორმების სამკურნალოდ. ორგანიზმში
შეყვანის მოუხერხებელი გზა(კანქვეშ) და არასასურველი გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ფართო გამოყენების შემზღუდავი ფაქტორებია. არასასურველი
მოვლენებია: მძიმე ანაფილაქსური რეაქცია, ართრალგია, ცხელება და გამონაყარი.
ასევე შესაძლებელია მეორადი სიმსივნეების განვითარება.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების
(ფქოდ) სამკურნალო საშუალებები

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) დროს სასუნთქი გზების


ქრონიკული, შეუქცევადი ობსტრუქცია ვითარდება. ფქოდ-ის სიმპტომებია ხველება,
ლორწოს გაძლიერებული პროდუქცია, გულ-მკერდის შებოჭილობა, უძილობა და
სისუსტე. თმბაქოს მოხმარება ამ დაავადების ძალზე მაღლი რისკ-ფაქტორია . მასთან
არის დაკავშირებული ფილტვების ფუნქციის პროგრესული შემცირება , რაც
ფორსირებული ექსპირატორული მოცულობის მიხედვით დგინდება.
დაავადებისსიმძიმისა და პაციენტის ასაკის მიუხედავად, აუცილებელია თამბაქოს
მოხმარების შეწყვეტა ან შემცირება. მედიკამენტური მკურნალობის მიზანია
სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების პროგრესირების თავიდან აცილება .
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ხელმისაწვდომია დაავადების
მართვის საშუალებები, დროტა განმავლობაში მრავალი პაციენტის ფილტვების
ფუნქცია უარესდება.
ბრონქოდილატატორები
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) სამკურნალო ინჰალაციური
ბრონქოდილატატორები- β2 აგონისტები და ანტიქოლინერგული საშუალებები
(იპრატროპიუმი და ტიოტროპიუმი) გამოიყენება. ეს წამლები ზრდის ჰაერის ნაკადს,
ამცირებს სიმპტომების ინტენსივობას და დაავადების გამწვავების რისკს. ხანგრძლივად
მოქმედი წამლები (β2აგონისტები და ტიოტროპიუმი) ფქოდ-ის სამკურანლო პიველი
რიგის პრეპარატებია და თითქმის ყველა პაციენტს ენიშნება, გარდა იმ პაციენტებისა ,
რომლებსაც დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აღენიშნებათ. ერთი
ბრონქოდილატატორით მკურნალობის წარუმატებლობის შემთხევევაში ინიშნება
კომბინირებული მკურნალობა(ხანგრძლივად მოქმედები ანტიქოლინერგული საშუალება
და β2 აგონისტი).

კორტიკოსტეროიდები
ხანგრძლივად მოქმედი ბრონქოდილატატორებისა და საინჰალაციო
კორტიკოსტეროიდების ერთად ამცირებს სიმპტომების ინტენსივობას და აუმჯობესებს
ფილტვების ფუნქციას. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას იზრდება
პნევმონიის რისკი, ამიტომ ზოგიერთ პაციენტს ეზღუდება მათი გამოყენება. ორალური
სტეროიდები ხშირად ინიშნება დაავადების გამწვავების დროს, თუმცა ხანგრძლივი
მკურნალობისთვის მათი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
სხვა საშუალებები

ფოსფოდიესტერაზა 4-ის ორალურად აქტიური ინჰიბიტორი როფლუმილასტი მძიმე


ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს ინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ მისი
ფქოდ-ის საწინააღმდეგო აქტივობა შესწავლილი არ არის, თეორიულად ითვლება ,
რომ იგი აქვეითებს ანტებით პროცესს ფილტვებში ცამფ-ის ინტრაცელულური დონის
გაზრდის გამო. როფლუმილასტი ბრონქოდილატატორი არ არის, ამიტომ იგი მწვავე
ბრონქოსპაზმის მოსახსნელად არ ინიშნება. შეზღუდულია მისი გამოყენება ისეთი
ხშირი არასასურველი მოვლენების გამო, როგორებიც არის გულისრევა, ღებინება ,
ფაღარათი და თავის ტკივილი.
საინჰალაციო ტექნიკური აღჭურვილობა
საინჰალაციო ტექნიკური აღჭურვილობები ერთმანეთისგან განსხვავდება ,
ამიტომ მათი სწორად შერჩევა და გამოყენება წარმატებული მკურნალობის
საწინდარია. ხელმისაწვდომია დოზირებული და მშრალი ფხვნილის
შემცველი ინჰალატორები.

• დოზირებული და მშრალ ფხვნილიანი ინჰალატორები


დოზირებული ინჰალატორები შეიცავს პროპელანტებს, რომლებიც აქტიურ
წამალს კანისტრიდან აძევებს. პრეპარატი არ უნდა დარჩეს ხორხის
ლორწოვანზე და ბრონქების გლუვ კუნთამდე სასურველი კონცენტრაციით
უნდა მიაღწიოს, ამიტომ პაციენტს უტარდება ინსტრუქტაჟი ხელსაწყოს სწორი
გამოყენების შესახებ- ინჰალერის გააქტივებისას მანდ უნდა ისუნტქოს ნელა
და ღრმად. საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების დიდი ნაწილი
რჩება პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანზე ან იყლაპება და ინჰალაციური
კორტიკოსტეროიდის დოზის მხოლოდ 10-20% აღწევს სასუნთ გზებამდე.
დოზირებული ინჰალატორის არასწორი ინჰალაციის შემთხვევაში, იზრდება
აბსორბციისა და სისტემური არასასურველი მოვლენების რისკი. მსრალი
ფხვნილის შემცველი ინჰალატორის გამოყენება განსხვავებულ ტექნიკას
მოითხოვს: იმისთვის რომ პრეპარატმა ფილტვებამდე მიაღწიოს ინჰალაციის
დროს პაციენტმა უნდა ისუნტქოს სწრაფად და ღრმად.
• სპეისერები

სპეისერი დიდი მოცულობის საკანია, რომელიც


მიერთებულია დოზირებულ ინჰალერთან. საკანი ამცირებს
აეროზოლის სიჩქარეს, რაც წამლის დიდი ნაწილაკების
საკანში შეკავების საშუალებას იძლევა. წამლის მცირე
ზომის, სწრაფად მოძრავი ნაწილაკები არ ჩერდება პირის
ღრუში და ადვილად აღწევს სასუნთ გზებამდე. სპეისერი
აუმჯობესებს წამლის სამიზნემდე მიტანას, ამიტომ ისე
რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის. სპეისერის
ბაქტერიებით ან სოკოთი დაბინძურების შემთხვევაში
იზრდება ასთმის გამწვავების რისკი, ამიტომ აუცილებელია
სპეისერის რეგულარულად რეცხვა ან გავლება.
ალერგიული რინიტის სამკურნალო საშუალებები

რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც ახასიათებს


ცემინება, ცხვირისა და თვალების ქავილი, წყლოვანი რინორეა, ცხვირიტ
სუნტქვის გაძნელება და ზოგჯერ არაპროდუქციული ხველება . რინიტის
შეტევა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგენის ინჰალაციამ. ალერგენის
პირველი კონტაქტის საპასუხოდ წარმოქმნილი ანტისხეულები (IgE)
ლოკალიზებულია პოხიერი უჯრედების მემბრანებზე . უცხო სხეულის ამ
ანტისხეულებთან ურთიერთქმედება ხელს უწყობს პოხიერი უჯრედებიდან
მედიატორების(ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, ქემოტაქსისის ფაქტორი)
გამოთავისუფლებას. ეს მედიატორები იწვევს ბრონქიოლების სპაზმს,
ლორწოვანი გარსის გასქელებას(შეშუპებისა და უჯრედული
ინფილტრაციის გამო). ორალური ანტიჰისტამინურები და /ან ცხვირის
ლორწოვანი გარსის შეშუპების მომხსნელი საშუალებები ალერგიული
რინიტის სამკურნალო პირველი რიგირს პრეპარატებია .
ანტიჰისტამინურები(H1 -რეცეპტორების ბლოკატორები)

ცემინებითა წყლოვანი რინორეიით მიმდინარე ალერგიული რინიტის სიმპტომური


მკურნალობისთვის ყველაზე ხშირად ანტიჰისტამინური საშუალებები გამოიყენება .
ისინი ძალიან ეფექტურია სიმპტომების პრევენციისათვის, მაგრამ ნაკლები
ეფექტებით ხასიათდება სიმპტომების მკურნალობისას. ხელმისაწვდომია თვალისა
და ცხვირისთვის განკუთვნილი ადგილობრივი ფარმაცევტული ფორმები, რომლებიც
უშუალოდ სამიზნე ქსოვილებზე მოქმედებს. არასასურველი გვერდითი მოვლენების
გამო (სედაცია, ანტიქოლინერგული ეფექტები), H1 -რეცეპტორების ბლოკატორების
პირველი თაობის პრეპარატებს (დიფენჰიდრამინი, ქლორფენამინი) არ ენიჭება
უპირატესობა. უკეთესი ამტანობით ხასიათდება H1 -რეცეპტორების ბლოკატორების
მეორე თაობის პრეპარატები(ფექსოფენადინი, ლორატადინი, დესლორატადინი,
ცეტირიზინი და ინტრანაზალური აზელასტინი). ეფექტურია ანტიჰისტამინურებისა და
სურდოს საწინააღმდეგო ცხვირის წვეთების ე.წ. ნაზალური დეკონჯესტანტების
კომბინერებული გამოყენება.
კორტიკოსტეროიდები

ინტრანაზალური საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ბეკლომეთაზონი,


ბუდეზონიდი, ფლუტიკაზონი, ციკლეზონიდი, მომეტაზონი და ტრიამცინოლონი,
ალერგიული რინიტის საკმაოდ ეფექტური სამკურნალო საშუალებებია. ისინი
აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და ამცირებს რინორეას. ინტრანაზალური
კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას მინიმალურია სისტემური აბსორბციის რისკი,
ამიტომ ვლინდება მხოლოდ ისეთი ლოკალური გვერდითი მოვლენები, როგორებიც
არის ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ცხვირიდან სისხლდენა, ყელის
ტკივილი, იშვიათად კანდიდიაზე. სისტემური აბსორბციის თავიდან ასაცილებლად ,
პაციენტს უნდა განემარტოს წამლის შეყვანის ადგილზე მისი შეჩერების
აუცილებლობა. პაციენტს უნდა ავუხსნათ, რომ ინჰალაციის პერიოდში არ ისუნთქოს
ღრმად, რადგან სამიზნე ქსოვილი ცხვირის ლორწოვანია და არა ფილტვები და
ხორხი. ქრონიკული რინიტის მკურნალობის შედეგის გამოვლენას 1-2 კვირა
სჭირდება.
ალფა ადრენერგული აგონისტები

ხანმოკლე მოქმედების ადრენერგული აგონისტი( „სურდოს საწინააღმდეგო ცხვირის


წვეთები“ ე.წ ნაზალური „დეკონჯესტანტი“) ფენილეფრინი ავიწროვებს ცხვირის
ლორწოვანის გარსის გაფართოებულ არტერიოლებს და ამცირებს საჰაერო გზების
რეზისტენტობას. ასევე ხელმისაწვდომია ხანგრძლივი მოქმედების
ოქსიმეტაზოლინი. აეროზოლის სახით გამოყენებისას, პრეპარატი სწრაფად იწყებს
მოქმედებას, უმნიშვნელოა მისი სისტემური გვერდითი მოვლენები. სამწუხაროდ ,
მედიკამენტური რინიტის განვითარების მაღალი რისკის გამო, დაუშვებელია
ინტრანაზალური α1 ადრენერგული აგონისტების 3 დღეზე ხანგრძლივად გამოყენება.
α1 ადრენერგული აგონისტების ორალურად გამოყენებისას მათი ეფექტი
ხანგრძლივდება, მაგრამ ამასთანავე იზრდება სისტემური მოვლენების განვითარების
რისკი. დაუშვებელია α1 ადრენერგული აგონისტების ნაზალური ან ორალური
( ფენილეფრინი და ფსევდოეფედრინი) პერეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა,
ასევე მათი მონოთერაპია და ანტიჰისტამინურებთან ერთად გამოყენება.
სხვადასხვა საშუალებები

ქრონიკული რინიტის დროს შესაძლოა, შესაძლოა ეფექტური იყოს ინტრანაზალური


კრომოლინი, განსაკუთრებით ალერგენტან კონტაქტის წინ გამოყენებისას.
კრომოლინის თერაპიული ეფექტის ოპტიმიზაციის მიზნით, მკურნალობა უნდა
დაიწყოს ალერგენთან კონტაქტამდე 1-2 კვირით ადრე. ხელმისაწვდომია
კრომოლინის ნაზალური ფორმა. მართალია ალერგიული რინიტის სამკურნალო
სხვა პრეპარატებთან შედარებით, ლეიკოტრიენების ანტაგონისტების ეფექტურება
უფრო დაბალია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურია მათი, როგორც
მონოთერაპიული, ისე სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება, განსაკუთრებით კი იმ
პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც ასთმაც აღენიშნებათ. გაციებასთან და
ალერგიულ რინიტთან ასოცირებული რინორეიის სამკურნალოდ ხელმისაწვდომია
იპრატროპიუმის ინტრანაზალური ფორმა, მაგრამ ის ვერ ხსნის ვერც ცემინებას და
ვერც ცხვირის შეშუპებას.
ხველების სამკურნალო პრეპარატები

ხველება სასუნთქი გზების დამცავი მთავარი მექანიზმია, ამიტომ


პაციენტების ექიმთან მიმართვის ხშირი მიზეზია. შემაწუხებელი ხველის
სხვადასხვა მიზეზები( სიცივე, სინუსიტი ან/და სასუნთქი გზების
დაავადებები) განაპირობებს. ზოგჯერ, ხველება ბაქტერიული
ინფექციის საწინააღმდეგოდ მიმართული ეფექტური დამცავი
რეფლექსია, ამიტომ მისი დათრგუნვა სასურველი არ არის. ხველების
სამკურნალო საშუალებების შერჩევამდე აუცილებელია მისი
გამომწვევის მიზეზის დადგენა, რადგან უპირველეს, ყოვლისა საჭიროა
ხველების გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.
ოპიოიდები
ოპიოიდი კოდეინი ცნს-ის ხველის ცენტრების მგრძნობელობას პერიფერიული
გამღიზიანებლის მიმართ. იგი ლორწოს სეკრეციასაც ამცირებს. ეს თერაპიული ეფექტები
კოდეინის დაბალი დოზით გამოყენებისას ვლინდება (ანალგეზიისათვის საჭირო დოზაზე
გაცილებით უფრო დაბალი დოზის პირობებში). თუმცა, მცირე დოზის გამოყენებისას, მაინც
ვლინდება პრეპარატის ისეთი მახასიათებელი გვერდითი მოვლენები , როგორიც არის
ყაბზობა, დისფორია, დაღლილობის შეგრძნება. გარდა ამისა, მას წამლის მიმართ
დამოკიდებულების განვითარების პოტენციალიც ახასიათებს. მორფინის სინთეზური ნაწარმი
დექსტრომეთორფანი თრგუნავს ხველების ცენტრალურ ცენტრს. ხველების საწინააღმდეგო
დოზით დექსტრომეთორფანის გამოყენებისას არ ვლინდება მისი ანალგეზიური ეფექტი.
მცირე დოზიებით გამოყენებისას დამოკიდებულების განვითარების პოტენციალიც დაბალია .
თუმცა, მისი მაღალი დოზები იწვევს დისფორიას, ამიტომ იგი დამოკიდებულების
პოტენციალით მახასიათებელ წამალთა ნუსხაშია შეტანილი. ხველების სუპრესიის
თვალსაზრისით, დექსტრომეთორფანსა და კოდეინს თანაბარი ეფექტურობა ეფექტურობა
ახასიატებს, მაგრამ გვერდითი მოვლენების მიხედვით, დექსტრომეთორფანს უკეთესი
პროფილი აქვს. ხეკმისაწვდომია ამოსახველებელი საშუალება გუაიფენაზინის ერთ
ინგრედიენტიანი პრეპარატი, მაგრამ იგი უფრო ხშირად ხველების საწინააღმდეგო
მრავალინგრედიენტიანი კომბინირებული პრეპარატების კომპონენტის სახით არის
ხელმისაწვდომი (კოდეინთან და დექსტრომეთორფანთან ერთად).
ბენზონატატი
ოპიოიდებისგან განსხვავებით, ბენზონატატი პერიფერიულად
მოქმედებს და თრგუნავს ხველების რეფლექსს. მას საანესთეზიო ეფექტი
ახასიათებს. იგი მოქმედებს ზედა სასუნთ გზებში, ფილტვებსა და
პლევრაში ლოკალიზებულ „დაჭიმულობის“ რეცეპტორებზე.
ბენზონატატის არასასურველი გვერდითი მოვლენებია თავბრუსხვევა,
ენის პირის ღრუსა და ყელის დაბუჟება. ეს ადგილობრივი გვერდითი
მოვლენები განსაკუთრებით პრობლემური ხდება კაფსულის მთლიანობის
დარღვევის შემთხვევაში( კაფსულის გატეხვა, დაღეჭვა , ან პირუს ღრუს
ლორწოვანთან უშუალო კონტაქტი).

You might also like