You are on page 1of 1

თორაკოცენტეზი – პლევრის პუნქცია

პლევრის პუნქცია წარმოებს პლევრის ღრუში დიდი რაოდენობით გამონაყოფის დაგროვების


(ექსუდაციური პლევრიტი, ჰიდროთორაქსი) ან პნევმოთორაქსის დროს, რომლებიც იწვევენ
ფილტვების კოლაბირებას, შუასაყრის ორგანოების ცდომას და არსებითად არღვევენ გულ–
სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციებს.
ჰოსპიტალამდელ ეტაპზე პლევრის პუნქციას აკეთებენ იშვიათად, როცა ავადმყოფის
მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში ხდება და პუნქციის გარეშე მისი ტრანსპორტირება არ
ხერხდება.

მეთოდიკა
ავადმყოფი უნდა იჯდეს, უმჯობესია მაგარ სკამზე, ექიმისგან ზურგით. პერკუსიით ადგენენ
გამონაყოფის ზედა საზღვარს და აღნიშნავენ საპუნქციო ადგილს. ყველაზე უსაფრთხო და
მოსახერხებელია მეშვიდე–მერვე ნეკნთაშუა სივრცე უკანა კუნთქვეშა ხაზის გასწვრივ. წვრილ
ნემსიან შპრიცში იღებენ 10 მლ 0,5% ნოვოკაინის ხსნარს და აკეთებენ ჯერ კანის, შემდეგ
კანქვეშა ქსოვილების, კუნთების და პარიესული პლევრის ანესთეზიას. საპუნქციოდ იყენებენ 8-
10 სმ სიგრძის და 1 მმ–ზე მეტი დიამეტრის მქონე ნემსს, რომელზედაც
დამაგრებულია სტოპკოკი და მიერთებულია სისტემის დამაგრძელებელი. პლევრის ღრუში
ჰაერის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, სტოპკოკი ჩაკეტილია. მსუბუქი მოძრაობით
ჩხვლეტენ გულმკერდს და პარიესულ პლევრას. ამ მომენტში, ნემსის შემდგომი მოძრაობისას,
ქსოვილების წინააღმდეგობა შეიცვლება "ჩავარდნის" შეგრძნებით. ამის შემდეგ სტოპკოკს
უერთდება 20 მლ–იანი შპრიცი. იხსნება სტოპკოკი; ფრთხილად გამოსწევენ დგუშს, შპრიცში
გროვდება პლევრის ღრუში არსებული სითხე. სავსე შპრიცის დასაცლელად სტოპკოკი
მოტრიალდება სისტემის დამაგრძელებლისკენ, რომელიც მიერთებულია სადრენაჟო ბეგთან ან
ქილასთან. შემდეგ ციკლს იმერებენ. პლევრის ღრუდან სითხის გამოღებას ამთავრებენ მაშინ,
როცა პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება. პუნქციის დამთავრების შემდეგ ნაჩხვლეტის
ადგილას დაამუშავებენ ბეტადინით და ფარავენ სტერილური მარლის საფენით.

შესაძლო გართულებები და პროფილაქტიკა


შესაძლებელია ნემსით ნეკნთაშუა სისხლძარღვების დაზიანება. რადგან ისინი გადიან ნეკნის
ქვედა კიდის გასწვრივ, ნაჩხვლეტი უნდა გაკეთდეს ნეკნის ზედა კიდის მხარეს. პლევრის ღრუში
ნემსის მოხვედრის შემდეგ, მისი შემდგომი მოძრაობით შეიძლება დავაზიანოთ ვისცერული
პლევრა, ფილტვის პარენქიმა, ამიტომ ნემსით "ჩავარდნის" შეგრძნების შემდეგ არ შეიძლება მისი
მაშინე ღრმად შეყვანის გაგრძელება.

You might also like