You are on page 1of 23

გულმკერდის ინსპექცია,

პალპაცია
სუნთქვითი სისტემა გამოკვლევის
მეთოდები, ჩივილები
ძირითადი ჩივილებია:
ტკივილი გულმკერდში
ქოშინი
ხველა
ზოგადი ხასიათის ჩივილები, როგორებიცაა სასერთო სისუსტე, ადვილად
დაღლილობა, ოფლიანობა, შემცივნება, ტემპერატურის მომატება
ინსპექცია
მდებარეობა საწოლში
კანის ფერი
გულმკერდის ფორმა
დეფორმაციები
მონაწილეობა სუნთქვაში
სუნთქვის ტიპი, სიხშირე წუთში
სუნთქვითი აქტის რითმის დარღვევa
თითების დეფორმაციების არსებობა
ინსპექცია
გულმკერდის ფორმა

ნორმალური
ბარელის გულმკერდი
რაქიტული
პარალიზური
ემფიზემური
ძაბრისებრი
გულმკერდის ფორმა
გულმკერდის ფორმა დაკავშირებული გამოსაკვლევი
პიროვნების კონსტიტუციაზე, შეიძლება შეიცვალოს
პროფესიის, სპორტის, კვების ზეგავლენით.
ზოგადი კონსტიტუციური თავისებურებებიდან
გამომდინარე, გამოყოფენ გულმკერდის სამ ფორმას:
ნორმოსთენურ
ასთენიურ
ჰიპერსთენიურს
პათოლოგიური ფორმები
გულმკერდის პათოლოგიური ფორმები ვითარდება გულმკერდის ორგანოების
პათოლოგიური პროცესების ზეგავლენით, ასევე ჩონჩხის დეფორმაციების
შედეგად.
რაქიტული გულმკერდი - გულმკერდის ძვალი წინ
არის წამოწეული, ქიმიის მსგავსად და ფრინველის
(ქათმის, მტრედის) გულმკერდს გვაგონებს (pectus
carinatum)
ძაბრისებური გულმკერდი (pectus excavatum) -
ხასიათდება ხრტილოვანი ქსოვილის
არანორმალური ზრდით რომელიც აკავშირებს
ნეკნებს მკერდის ძვალთან. ეს იწვევს სტერნუმის
ჩაზნექვას.
პათოლოგიური ფორმები
გულმკერდის ფორმა იცვლება ხერხემლის
გამრუდებისას:
 უკან (კიფოზი)
 წინ (ლორდოზი)
 გვერდით (სკოლიოზი)
 ხერხემლის გამრუდება შეიძლება განვითარდეს
ერთდროულად გვერდით და უკან კიფოსკოლიოზი.
 გამოხატული კიფოზის შედეგად შეიძლება განვითარდეს
კუზი (gibbus)
გულმკერდის ასიმეტრიულობა
 ცალმხრივი გაფართოება აღინიშნება ექსუდაციური პლევრიტის,
ჰიდროთორაქსის, პნევმოთორაქსის დროს.
 ადგილობრივი გამოდრეკილობა შეიძლება განვითარდეს გულმკერდის
ძვლოვანი ნაწილის ან ფილტვებისა და პლევრის ზედაპირულად არსებული
სიმსივნეების შემთხვევაში, ადგილობრივი შემოფარგლული პლევრიტის, აორტის
ანევრიზმის ზეწოლის დროს
 ზომის ცალმხრივი შემცირება ვითარდება პნევმოსკლეროზის, შემაერთებელი
ქსოვილის გამრავლების შედეგად ფილტვის დიდი უბნის შეჭმუხვნის გამო.
 შეზნექილობა აღინიშნება ფილტვის ატელქტაზის დროს, რომელიც ვითარდება
მსხვილი ბრონქების სიმსივნით ან უცხო სხეულით დაცობის და შემდგომში
ბრონქის ობტურაციის გამო
სუნთქვის სიმეტრიულობა
ინსპექციით დგინდება:
სუნთქვის სიმეტრიულობა
მისი ტიპი, სიხშირე, რითმი.

ნორმალური გულმკერდის ორივე მხარე სიმეტრიულად მონაწილეობს სუნთქვაში.


სუნთქვის პათოლოგიური ტიპები

კუსმაულის ღრმა, ხმაურიანი სუნთქვა


ბიოტის სუნთქვა
ჩეინ-სტოქსის სუნთქვა
გულმკერდის პალპაცია
პალპაციით ვადგენთ:
მტკივნეულ მიდამოებს გულმკერდის პალპაციით თავისებური
ტკაცუნის -კრეპიტაციის მიხედვით
გულმკერდის მონაწილეობას ვადგენთ კანქვეშა ემფიზემის
სუნთქვაში არსებობას.
გულმკერდის რეზისტენტობას ფლუქტუაციის მიხედვით კი
გულმკერდის ბგერით რხევას ზედაპირული აბსცესის არსებობას.
უხეში პლევრის ხახუნს
მშრალი მოგუგუნე ხიხინის არსებობას
გულმკერდის პალპაცია
სუნთქვითი მოძრაობის ასიმეტრიულობის დასადგენად პალპაციას ასრულებენ
გულმკერდის ქვედა ნაწილებში, სიმეტრიულ მიდამოებში.
გულმკერდის რეზისტენტობაზე ან ელასტიურობაზე ვმსჯელობთ იმ
წინააღმდეგობის მიხედვით, რომელსაც ხელი შეიგრძნობს გულმკერდზე მსუბუქი
ზეწოლისას
გულმკერდის ბგერითი რხევა (fremitus pectpralis, vocalis)ის ვიბრაცია რომელიც
წარმოიქმნება ბგერითი იოგების რხევის შედეგად, გადაეცემა გულმკერდის
კედელს ტრაქეის, ბრონქების და ალევოლების გზით და შიგრძნობა ხელით
გულკმერდის პალპაციისას
გულკერდის პერკუსია
სამი ძირითად ხმიანობას:
 ფილტვის ნათელ ხმიანობას,
 ყრუ ხმიანობას
ტიმპანურ ხმიანობას.
ფილტვის ნათელი ხმიანობა ვლინდება იმ მიდამოებში,
სადაც არის მოთავსებული ფილტვის ქსოვილი.
მოყრუებულ ან ყრუ ხმიანობს გვაძლევს მკვრივი უჰაერო
ორგანოები - გული, ღვიძლი, ელენთა.
ტიმპანური ხმიანობა ნორმის დროს აღინიშნება
გულმკერდის წინა მარცხენა ქვედა მიდამოში, ე.წ.
ტრაუბეს ნახევარ, მთვარისებრ სივრცეში..
გულმკერდის პერკუსია
გულმკერდის პერკუსიას ვასრულებთ წინა, გვერდით და უკანა ზედაპირებზე,
ამიტომ ამ დროს ავადმყოფი უნდა იდგეს ფეხზე ან იჯდეს
გულმკერდის პერკუსია
გულკმერდის პერკუსიის დროს მიმართავენ ე.წ. შედარებით და ტოპოგრაფიულ
პერკუსიას.
შედარებითი პერკუსია, სიმეტრიული უბნების პერკუსიული შედარების გზით,
საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ პათოლოგიური პროცესები ფილტვებში და
პლევრაში.
ტოპოგრაფიული პერკუსიის დანიშნულებაა პერკუსიული ხმიანობის ცვლილებებზე
დაყრდნობით დადგინდეს ფილტვების საზღვრები და მათ კიდეთა შლა.
პერკუსიული ხმიანობები
ნორმალური ხმიანობები სიმეტრიულ მიდამოებში ერთნაირია, მაგრამ
გასათვალისწინებელია შემდეგი ნიუანსები:
ფილტვის ქსოვილის მასა და სისქე
მუსკულატურის განვითარება
მეზობელი ორგანოების გავლენა
ნორმალური პერკუსიული ხმა უფრო მაღალია, მოკლე და ჩუმი მარჯვენა
მწვერვალის მიდამოში.
პერკუსიული განსხვავება აღინიშნება აგრეთვე ფილტვების ზედა და ქვედა
წილების შედარებისას, რაც ფილტვის ქსოვილის სხვადასხვა სისქით არის
განპირობებული.
პათოლოგიური ხმიანობა
პათოლოგიის პირობებში პერკუსიული ხმიანობა შეიძლება მოყრუვდეს ან
განვითარდეს ტიმპანური ხმიანობა.
მოყრუება ჩნდება მაშინ, როდესაც ფილტვის ქსოვილი გამკვრივებულია და
ნაკლებად ჰაეროვანი ხდება, ან როდესაც პლევრის ღრუში გროვდება სითხე , ან
ხდება მისი ფურცლების შესქელება.
მოყრუებას გვაძლევს აგრეთვე უჰაერო აბსცესი და კავერნა, ფილტვების გაგრენა ,
ექინოკოკი, დიდი ბრონქოექტაზიური უბანი, თუკი ის სავსეა სეკრეტით და
შემოფარგლულია ანთებითი ინფიტარციული ქსოვილით.
ტოპოგრაფიული პერკუსია
ტოპოგრაფიულ პერკუსიას მიმართავენ ფილტვების საზღვრების და ექსკურსიის
დასადგენად. საზღვრების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ფილტვების
მოსაზღვრეობა უჰაერო ორგანოებთან (ღვიძლი, ელენთა, კუნთები), რომლებიც
პერკუსიით იძლევიან ყრუ ხმიანობას. სრულდება ზერელე პერკუსია.
ადგენენ ფილტვების ზედა და ქვედა საზღვრებს
ქვედა საზღვრის ცვლილებები
ფილტვების ქვედა საზღვრები შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუციურ ტიპთან
დაკავშირებით:
ასთენიკებში დიაფრაგმა უფრო დაბლა დგას ვიდრე ჰიპერსთენიკეში, ამიტომ
შეიძლება ნორმასთან შედარებით ერთი ნეკნით დაბლა იდგეს.
ჰიპერსთენიკებში ერთი ნეკნით მაღლა.
ქალებში ქვედა საზღვარი ერთი ნეკნით მაღლა დგას ვიდრე მამაკაცებში, რაც
ასევე შეიძლება საზღვრის ცვლილებების მიზეზი გახდეს.
ქვედა საზღვრები უფრო მაღლა დგას დაავადებების დროს, რომლების იწვევენ
ფილტვის ქსოვილის შეჭმუხვნას,
ექსუდატის ან ტრანსუდატის დაგროვების შედეგად ფილტვის ქვედა საზღვარი
იწევს მაღლა
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like