You are on page 1of 8

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიეტეტი

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის, მეორე კურსის, პირველი


ჯგუფის სტუდენტ

თამარ ხალვაშის

რეფერატი თემაზე:

ოსტეოქონდროზი
შესავალი

მოცემულ რეფერატში განსახილველ თემას წარმოადგენს ოსტეოქონდროზი.


ოსტეოქონდროზი არის ხერხემლის ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული
დაზიანება, რომელიც იწვევს მალთაშორისი დისკების გამრუდებას და სახსრების
დეფორმაციას. თავდაპირველად განვიხილავ ხერხემლის სვეტის აგებულებას,
რომელიც დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ოსტეოქონდროზის მიმდინარეობის ადგილ-
მდებარეობა.

Columna vertebralis - ხერხემლის სვეტი

ხერხემალი შედგება ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული


31-32 მალისაგან, მათ შორის 24 ე.წ. თავისუფალი მალაა: 7 - კისრის, 12 -
გულმკერდის, 5 - წელის, 5 - გავის და 2-3 - კუდუსუნის მალა, რომლებიც
შეზრდილია ერთიმეორესთან და წარმოქმნის გავის ძვალსა და კუდუსუნს; მათ
ერთმანეთთან ხრტილოვანი ქსოვილი აკავშირებს. მომიჯნავე მალების სხეულები,
რკალები და თანამოსახელე მორჩები უკავშირდება ერთმანეთს ძვალთა უწყვეტი და
წყვეტილი შეერთებით (ფიბროზული, ხრტილოვანი და ძვლოვანი). მალების
სხეულებს შორის ჩართული ხრტილოვანი ფირფიტებია - მალთაშორისი დისკოები
(disci intervertebrae). დისკოს პერიფერიული ნაწილი ირიბი, ურთიერთგადამკვეთი
ფიბროზული ძაფებით ქმნის ერთიან, მტკიცე ფიბროზულ რგოლს (anulus fibrosus).
მალები დაკავშირებულია ბოჭკოვანი ქსოვილით (სინდესმოზი). აღნიშნული
დაკავშირება წარმოდგენილია ორი ჯგუფის სახით, ხერხემლის გრძელი და მოკლე
იოგებით. (1)

რა არის ოსტეოქონდროზი?

ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება


მალებისა და იოგების დეფორმაცია, მათზე კალციფინატების წარმოქმნა, მალთაშუა
სივრცის შევიწროვება. ეს ყოველივე უმეტესად კუნთთა ტონუსის შესუსტების ფონზე
მიმდინარეობს. ოსტეოქონდროზის ერთერთი გამოვლინებაა დისკოპათია. ამ
შემთხვევაში ზიანდება მალათაშუა დისკი. დაავადების სხვადასხვა სტადიაზე
შესაძლოა განვითარდეს დისკოპათიური თიაქარი ან დისკის ნაწილის სეკვესტრაცია.

არსებობს ოსეოქონდროზის ოთხი ტიპი:


1. კისრის ოსტეოქონდროზი
2. გულმკერდის ოსტეოქონდროზი
3. წელის ოსტეოქონდროზი
4. გავრცობილი ოსტეოქონდროზი - ხერხემლის ორი ან მეტი ნაწილის
დაზიანება. (3)

კისრის ოსტეოქონდროზი

კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი გამოირჩევა კლინიკური სიმპტომების


მრავალფეროვნებით, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის ანატომიური აგებულების
თავისებურებით აიხსნება. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი,
რომლებიც კვებავს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს. გარდა ამისა, კისრის
არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილება ან
ზედმეტი დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. კისრის
ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:
 ტკივილი კისერში, კეფაზე, მხრებში და ხელებში ძლიერდება ხელის
მინიმალური დატვირთვის, ხველის, ცემინების დროს;
 ხრაშუნი და ტკივილი კისრის მოდუნების და თავის დახრის დროს;
 დაბუჟება ხელებსა და ფეხებში;
 თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კეფიდან და ვრცელდება
თხემსა და საფეთქლებში;
 თავბრუხვევა და ზოგჯერ გონების დაკარგვა თავის მკვეთრი მოძრაობის
დროს;
 სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება;
 მჭიმავი ხასიათის ტკივილი გულის არეში. (2)

გულმკერდის ოსტეოქონდროზი

გულმკერდის ხერხემლის ოსტეოქონდროზი ნაკლებად გავრცელებულია,


ვიდრე დანარჩენი სახეები, მაგრამ ის იმსახურებს ცალკე აღწერას. გულმკერდის
ხერხემალი სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად მოძრავი არეა და
ყველაზე მეტად დაცულია ნეკნებითა და მკერდის ძვლით. გულმკერდის ხერხემლის
ოსტეოქონდროზის მიზეზები: ხერხემლის ტრავმები, არასწორი ფიზიკური
აქტივობა, სქოლიოზი, გამრუდება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ჭარბი წონა.
გულმკერდის ოსტეოქონდროზი ძირითადად ტკივილით ვლინდება გულმკერდის
არეში, ასემე მისი სიმპტომია ტკივილი ბეჭებს შორის, ტკივილები ძლიერდება
არასწორი ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს, კანი გარკვეული ნაწიების
დაბუჟება და ქავილი ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს. (4)

წელის ოსტეოქონდროზი

წელის ოსტეოქონდროზი - დაავადება, რომელიც აზიანებს ხერხემლის გავა-


წელის ნაწილს. იგი წარმოადგენს ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებულ
სახეობას. სტატისტიკის მიხედვით, წელის ტკივილის მიზეზი, შემთხვევათა 80%-ში
წელის ოსტეოქონდროზია. ეს გამოწვეულია წელის სეგმენტში დეგენერაციულ-
დისტროფიული ცვლილებების შედეგად, როდესაც ზიანდება მალთაშუა დისკები და
მალების სხვადასხვა ნაწილები. წელის ოსტეოქონდროზი ვლინდება შემდეგი
სიმპტომებით:

 განსხვვებული ხასიათის ტკივილი,


 მობილობის (მოძრაობის) შეზღუდვა,
 ქვედა კიდურების მგრძნობელობის დაქვეითება და ა.შ. (2)

ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები

ოსტეოქონდროზის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ამ


დროს ხდება დისბალანსი ორგანიზმში კუნთების შესაძლებლობასა და სატვირთვას
შორის, კერძოდ როცა კუნთოვანი სისტემა კარგად არაა განვითარებული, დატვირთვა
მთლიანად ხერხემალზე გადადის და მარტივად ზიანდება.ზოგადად ზემოთ
ჩამოთვლილ ფორმებს აქვთ საერთო გამომწვევი მიზეზები, რომლებიც მოიცავენ
მალების ინტენსიურ დატვირთვას, დაზიანებული უბანში სისხლის მიწოდების
შეზღუდვას. ოსტეოქონდროზი შეიძლება განვითარდეს არასწორი სპორტული
აქტივობებისას და ტრავმების შედეგად. (6)

ოსტეოქონდროზის სიმპტომები

ოსტეოქონდროზის სიმპტომებს არაერთგვაროვნება ახასიათებს. პაციენტებს


შეიძლება ჰქონდეთ ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და არა უშუალოდ
ხერხემლის მიდამოში. პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშებათ შემდეგი
სიმპტომები:

 პერიოდული ტკივილი ზურგში


 ხელებისა და ფეხების დაბუჟება
 დისკომპფორტი კისრის და მხრების არეში
 ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში
 უსიამოვნო შეგრძნება გულში
 ზოგადი დაღლილობა და სისუსტე
 თავის ტკივილი და საერთო სისუსტე (6)

ოსტეოქონდროზის გართულება

ოსტეოქონდროზმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები:


ტკივილის გაძლიერება, დაბუჟების მომატება, ტერფის ჩამოვარდნა ანუ სტეპაჟი,
მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევა (შარდვა, დეფეკაცია, სასქესო
ორგანოების ფუნქციები) და ასევე შესაძლოა დისკის ფრაგმენტმა ნერვის ბოკირება
მოახდინოს და ადამიანმა მოძრაობა ვეღარ შეძლოს. (2)

ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიმპტომების დიაგნოსტიკა იწყება გასინჯვით.


ამ დროს ფასდება პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი, ასევე ვლინდება ხერხემლის
შესაძლო ბიომექანიკური დარღვევები, აუცილებლად ფასდება ზურგის და
დუნდულების კუნთების მდგომარეობა. ოსტეოქონდროზის ფონზე ტკივილის მქონე
ავადმყოფს შესაძლოა ასევე დაენიშნოს დამატებითი დიაგნოსტიკური
პროცედურები:

 ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის რენტგენოგრაფია


ფუნქციონალური ტესტებით, დისკო და მიელოგრაფია;
 ხერხემლის სვეტის გავა-წელის ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია
(CT);

ზუსტ და ამომწურავ პასუხს კი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა.(5)

ოსტეოქონდროზის მკურნალობა
ოსტეოქონდროზის მიზეზებისა და სირთული მიხედვით პაციენტს შეიძლება
დაენიშნოს შემდეგი სამკურნალო ქმედებები:

 მედიკამენტოზური თერაპია - უმეტესად ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი


პრეპარატები
 ბლოკადები
 მანუალური თერაპია
 ფიზიოთერაპია
 სამკურნალო ტანვარჯიში
 ოპერატიული მკურნალობა
 დიეტა (თუ პაციენტი ჭარბწონიანია)

აუცილებელია პაციენტმა გაითვალისწინოს, რომ ხერხემლის ოსტეოქონდროზის


ფონზე ზურგსა და წელში ტკივილის დროს უნდა მოერიდოს სამუშაო დატვირთვებს
და ეცადოს ბევრი არ იმაძრაოს. ეს დროებითი შეზღუდვაა, მაგრამ ის მნიშვნელოვნად
აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ჩატარებული მკურნალობის ფონზე არ
აძლევს ხერხემლის დაავადებას შემდგომი განვითარების საშუალებას. (7)

ბიბლიოგრაფია:

1. ზ.კაციტაძე, 2011წ თბილისი, ადამიანის ანატომია, გამომცემლობა ,,მედეა“.


2. ნ. ჩარგეიშვილი, თ. მამაცაშვილი, 2016წ თბილისი, მედიცინის დიდი ცნობარი,
ტომი II, გამომცემლობა პალიტრა L
3. უცნობი ავტორი, ,,ოსტეოქონდროზი, დისკოპათია“ -
https://www.aversi.ge/ka/cnobari/1333/osteoqondrozi-diskopatia (უცნობი თარიღი)
4. უცნობი ავტორი ,, Thoracic spine osteochondrosis“ -
https://doctorbersenev.ua/en/services/grudnojosteohondroz/?
fbclid=IwAR2NwD_i5jrUD9YEI-fjwa88tpueq3igz19QVjN0UNsCiFUEoLP0HOUzoWs
(უცნობი თარიღი)
5. უცნობი ავტორი, ,,osetochondrosis”
https://www.netmeds.com/health-library/post/osteochondrosis-types-causes-symptoms-
and-treatment (21.07.2020)
6. ავტორი - Alexey Portnov, https://m.iliveok.com/health/osteochondrosis-spine-
symptoms-diagnosis-treatment_112877i16095.html (20.11.2021)
7. უცნობი ავტორი, ,,ხერხემლის ოსტეოქონდროზი და მისის სიმპტომები“
https://www.minclinic.ru/vertebral/vertebral_ge/osteohondroz_ge.html (უცნობი
თარიღი)

You might also like