You are on page 1of 7

კომპლექსური დავალება - ტანადობის დარღვევა

სკოლი :
კლასი:
მოსწავლის გვარი სახელი
საგანი: ბიოლოგია
თემა: საყრდენ - მამოძრავებელი სისტემა
კომპლექსური დავალება: ტანადობის დარღვევა
სამიზნე ცნება: სტრუქტურა და ფუნქცია, ჯანმრთელობა და დაავადება

კომპლექსური დავალების პირობა


მოზარდებს ხშირად უწევთ მძიმე ჩანთის ტარება, რაც ტანადობის დარღვევას იწვევს. .
გაეცანი სამეცნიერო ლიტერატურას , დაგეგმე ინტერვიუ ექიმთან ინტერნეტით, ჩაატარე
ანონიმური სოციალური ინტერნეტ გამოკითხვა თანატოლებში და მათი ცნობიერების
ამაღლების მიზნით შექმენი ბუკლეტი : როგორ ავირიდოთ თავიდან ტანადობის
დარღვევა.
ბუკლეტის წარმოდგენისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

 რაში მდგომარეობს ადამიანის ჩონჩხის აგებულების თავისებურება

 როგორ შეესაბამება ჩონჩხის სტრუქტურა მის ფუნქციებს.

 როგორ შეესაბამება ადამიანის ჩონჩხის აგებულება გარემო პირობებს?

 რა კავშირია ჩონჩხის არასწორ განვითარებასა და ტანადობის დარღვევას

 როგორია ტანადობის დარღვევის ფორმები და მათი გამომწვევი მიზეზები?

 რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ტანადობის ფორმირებაში?


 რა მნიშვნელობა აქვს კვლევის თითოეულ ეტაპს და მის თანმიმდევრულ
განხორციელებას?რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკის ნორმების დაცვა კვლევის
მაგ. ინტერვიუს ან გამოკითხვის დროს?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:


მოხსენების მომზადებისას იზრუნე როგორც შინაარსობრივ, ისე ვიზუალურ მხარეზე

დამატებით გაეცანით ინფორმაციას ტანადობის დარღვევის გამომწვევ მიზეზებს

https://www.facebook.com/photo/?fbid=688264832011038&set=a.216938559143670

სქოლიოზი ხერხემლის გამრუდება


https://atlasprofilax.ge › gacuxebt-skolioz

ხერხემლის გამრუდება - რა უნდა ...


http://www.allmedic.ge › samedicino-statia › kherkheml..

ორთოპედია - Mkurnali.ge
https://mkurnali.ge › kani-kunthebi-dzvlebi › orthopedia
ხერხემლის მოდელის შექმნა

საჭირო რესურსი: საკერავი ძაფის კოჭი და პლასტელინი

· მალებად გამოიყენე საკერავი ძაფის კოჭი, თითოეულ მალას პლასტილინისგან გაუკეთე


რკალები ისე, რომ, მათი ერთმანეთზე დალაგებით შეიქმნას ხერხემლის არხი. მალთაშუა
დისკები გააკეთე სხვა ფერის პლასტილინისგან.

· დისკები დაამზადე ისეთი ზომის, რომ არ გადიოდეს მალას სხეულის საზღვრებიდან;

· სქელ მავთულზე ან ხის ღერძზე მონაცვლეობით ჩამოაცვი „მალები“ და „დისკები“.


ხერხემლის არხში მოათავსე თეთრი პლასტილინისგან დამზადებული ზურგის ტვინი. აჩვენე
მათგან გამომავალი ნერვები.

· დააწექი თითით, ზევიდან ქვევით პირველ „მალას“. დააკვირდი, რა მოხდება, აღწერე,


განმარტე.

· მოიფიქრე, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ხერხემალი ძლიერად დატვირთულია? მაგ.


სიმძიმეების აწევისას, ხანგრძლივი ჯდომისას, ჰიპოდინამიის დროს?

· მოიფიქრე, როგორ იმოქმედებს ხერხემლის დაზიანება ზურგის ტვინზე, ზურგის ტვინის


ნერვზე?

კვლევა#1

გამოიკვლიე მეგობრის და საკუთარი ტანადობა.


დააკვირდი შენი მეგობრის ხერხემალს და სურათის შესაბამისად გამოიკვლიე მისი
მდგომარეობა. დადექი სარკის წინ და კარგად დაათვალიერე შენი სხეული, შეადარე
სურათებს. ზურგით დადექი კედელთან, ისე რომ თავი. მხრები და დუნდულები კედელს
ეხებოდეს. ეცადე მუშტი მოათავსო კედელსა და წელს შორის.

შედეგების შეფასება:

თუ მუშტის მოთავსება გაგიჭირდა გაშლილი ხელით მოსინჯე. თუ კედელსა და წელს შორის


მუშტი თავსდება ტანადობა დარღვეული გაქვს. თუ მხოლოდ გაშლილი ხელისგული,
ტანადობა ნორმალურია.

კვლევა#2

ხერხემლის მოქნილობის განსაზღვრა:

დაკვირვების ჩასატარებლად დაგჭირდება სახაზავი.

ჩამოშვებული ხელით შეეცადე შეეხო შენს ტერფებს ისე, რომ მუხლები არ მოხარო. გაზომე
მანძილი ჩამოშვებული ხელის შუა თითსა და ტერფებს შორის, ან მოხრილი ხელის მტევნის,
თუკი ასე მოხდა.

შედეგების შეფასება:

თუ ჩამოშვებული ხელის მტევანი ვერ აღწევს ტერფებამდე ეს ხერხემლის მოუქნელობაზე


მიუთითებს და ვარჯიში გჭირდება.

კვლევა #3

ბრტყელტერფიანობის განსაზღვრა;

დაკვირვების ჩასატარებლად დაგჭირდება: ფერადი ფურცლები ან გაზეთის ფურცელი.


ფანქარი. სახაზავი.

დაისველე ფეხი თბილ წყალში, დადგი ქაღალდის ორ ფურცელზე ცალ-ცალკე ორივე ფეხი.
კარგად და თავისუფლად რომ დაეყრდნო. დამჩნეული ნაკვალევი შემოხაზე ფანქრით.
ტერფის ანაბეჭდზე გაზომე წინა და უკანა ტერფის სიგანე. უკანა ტერფის სიგანე (სმ) გაყავი
წინა ტერფის ზომაზე. მიღებული შედეგი გამოსახე პროცენტებში. მაგ თუ წინა ტერფის ზომა
არის 9სმ, უკანა ტერფის-კი 3 სამ 3/9= 0, 33. თუ პროცენტებში გამოვსახავთ 33%-ს.

შეფასება:

თუ შედეგი არ აღემატება 33%=ს შენ ნორმალური ტერფი გაქვს, რაც მეტია პროცენტი,
მითუფრო მძიმეა შედეგი.
ტანადობის, დარღვევა, სქოლიოზი, კიფოზი და ბრტყელტერფიანობა.

ტანადობის დარღვევა კუნთების და ძვლოვანი სისტემის განვითარების დისბალანსით არის


გამოწვეული, ამ დროს სხეულის (ხერხემლის) ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის
შენარჩუნებაში არ მონაწილეობს ერთი ან რამდენიმე კუნთი. ტანადობის დარღვევა შეიძლება
გართულდეს ისეთი სახის ორთოპედიული პრობლემებით როგორიცაა : სქოლიოზი,
კიფოზი, ლორდოზი და ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიები.

გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს:

არასწორი ფიზიკური დატვირთვა,

ნაადრევ ასაკში სპორტზე სიარული,

არასწორი პოზა მერხზე ჯდომის და წერის დროს,

მძიმე სასკოლო ზურგჩანთის ტარება და სხვა. კიფოზი, სქოლიოზი და ბრტყელი ტერფი, ეს


სამი ორთოპედიული სახის დარღვევა არცთუ ისე იშვიათად შეიძლება კომპლექში იყოს
ერთად ანუ ბრტყელი ტერფის შემთხვევაში ხშირია ხერხემლის ზემოთ ჩამოთვლილი
დეფორმაციები. ბრტყელ ტერფს დაკარგული აქვს თავისი ფუქციის უნარი, რის შედეგადაც
ხერხემლის მალები განიცდის არასწორ დატვირთვას, რაც შეიძლება იყოს მიზეზი
სხვადასხვა ორთოპედიული გართულებებისა.

მაშ ასე - რა არის ბრტყელი ტერფი და მისი შესაძლო გამომწვევი მიზეზები .ამ
ორთოპედიული პრობლემის დრო ტერფის თაღის სიმაღლე მნიშვნელოვნადაა
შემცირებული, ტერფის წინა ნაწილი ნაწილობრივ ან სრულადაა გაბრტყელებული.
ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს თანდაყოლილიც რაც პროცენტულად იშვიათად
გვხვდება და შეძენილი - რაც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. ეს დაავადება სკოლამდელ და
სასკოლ ასაკის ბაშვების 60-65 % გვხვდება გამოდინარე იქედან, რომ ბავშვის ძვლოვანი
ქსოვილი რბილი და ელასტიურია. ნაკლებად არის განვითარებული კუნთოვანი სისტემაც.
ტერფის ძვლის ფორმირება და ჩამოყალიბება კი 5-6 წლამდე გრძელდება ამიტომ
სასურველია ამ ასაკში მშობელმა გაამახვილოს ყურადღება შემდეგ ნიშნებზე:

· ადვილად დაღლა,

· ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრის ტკივილი სიარულის დიდხანს ფეხზე დგომის დროს, კოჭ
წვივის არის შესიება,

· სიარულის დროს ტერფის თავების შიდა მხარეს შეტანა და ქუსლის გარეთ მიქცევა

ბრტყელტერფიანობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ტრავმა, უხეში


სწორძირიანი ფეხსაცმელი, ხშირი ფეხზე დგომა, სხვადასხვა გადატანილი დაავადებები და
ასე შემდეგ. პრევენცია და მკურნალობა მოიცავს სამკურნალო ვარჯიშებს და მასაჟებს,
ინდივიდუალურად შეკერილ ორთოპედიულ ფეხსაცმელს, ხტომითი მოძრაობების
აკრძალვას, დიდხანს ფეხზე დგომის აკრძალვას და ას შემდეგ... სქოლიოზი - ხერხემლის
გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში მარჯვნივ ან მარცხნივ.

ამ დროს ხერხემლის მალები განიცდის დაგრეხვას მარჯვნივ ან მარცხნივ . არის


თანდაყოლილი რაც იშვიათია და შეძენილი...ეს დაავადება პროგრესირებს მოზარდობის
პერიოდში 16 წლამდე რადგან ძვალ სახსროვანი და კუნთოვანი სისტემა სრულად არაა
ჩამოყალიბებული. უფრო ხშირად გვხვდება გოგონებში. სტატისტიკურად ყველაზე ხშირია,
მარჯვენამხრივი გადახრა. ხარისხის მიხედვით არჩევენ 4 ხარისხს . მესამე ხარისხამდე
დასაშვებია მკურნალობა სხვადასხვა სახის ფიზიოთერაპიული საშუალებების გამოყენებით,
ხოლო მეოთხე მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას. სქოლიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს გულ-
სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების პრობლემები, გარეგნული დეფექტი კუზის სახით,
ოსტეოქონდროზი და სხვა გართულებები.

დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს:

· ხანგრძლივი არასწორი ჯდომით,

· რომელიმე მხარეს ხშირი ტვირთის ტარებით, არასწორი ფიზიკური დატვირთვით,


ნაადრევად სპორტზე სიარულით,

· სხვადასხვა სახის ტრავმით და ასე შემდეგ.

ტანადობის ცვლილებები და გარკვეული ნიშნები, რაც დარღვევებზე მიუთითებს.

ეს ნიშნებია:

· მოშვებული წინწამოწეული მხრები,

· ბეჭების ასიმეტრია,

· მრგვალი ზურგი,

· მოხრილობა

· მხრების ბეჭის თეძოს ძვლის ასიმეტრია,

· მკერდის ასიმეტრია,

· ტკივილი ზურგის არეში,

· რომელიმე მხარეს მარჯვნივ ან მარცხნივ შესამჩნევად გადახრა და ასე შემდეგ. მკურნალობა


და პრევენცია მოიცავს შემდეგ საშუალებებს:

· სამკურნალო ვარჯიშებს,
· მასაჟებს,

· რაითერაპიას,

· ცურვას,

ხერხემლის ხშირ განტვითვას დღის განმავლობაში წოლით მდგომარეობაში და სხვა. კიფოზი


ტანადობის ისეთი სახის დარღვევაა,რომლის დროსაც გამოხატულია მოხრილობა
ხერხემლის გულკერდისდა კისრის ნაწილში. კიფოზი განსაკუთრებით პროგრესირებს
სიმაღლეში ინტენსიური ზრდის დროს, ამიტომაც ეწოდება ამ ანომალიას მოზარდთა
კიფოზი. კიფოზი შეიძლება იყოს სქოლიოზთან ერთადკომპლექსში (კიფო სქოლიოზი)

https://www.facebook.com/photo/?fbid=688264832011038&set=a.216938559143670

You might also like