You are on page 1of 6

ჰეტეროზისი

ე.წ. ჰიბრიდული ძალის მოვლენა, რაც უზრუნველყოფს ჰიბრიდული ორგანიზმის


ცხოველქმედების, პროდუქტიულობის და მასის გაზრდას. ჰეტეროზისის ეფექტი ყველაზე
უფრო მკვეთრად ვლინდება პირველი თაობის ჰიბრიდებში, შემდეგ კი თანდათანობით
ქრება.

აქსელერაცია

ბავშვთა და მოზარდთა სქესობრივი მომწიფებისა და სიმაღლის მომატების (აგრეთვე


გონებრივი განვითარების) აჩქარება; ეს მოვლენა შენიშნულია თითქმის ყველგან მე-19 ს.-
ისმეორე ნახევრიდან.

სქესობრივი მომწიფების მკვეთრი დაჩქარება, აგრეთვე სიმაღლისა და მასის მნიშვნელოვანი


მომატება წინა თაობებთან შედარებით

სქესობრივი მომწიფების მკვეთრი დაჩქარება, აგრეთვე სიმაღლისა და მასის მნიშვნელოვანი


მომატება წინა თაობებთან შედარებით.

ბიოლოგიაში, ჩანასახის ცალკეული ნაწილების ფორმირების დაჩქარება.

რატომ ვბერდებით?

ყველა ცოცხალი

ქმნილება თანდათანობით კარგავს ნორმალურად ფუნქციონირების უნარს. ყოველდღიური


გამოყენების გამო ავტომობილი თუ მტვერსასრუტი საბოლოოდ მწყობრიდან გამოდის.
ცხადია, ცხოველებზეც მოქმედებს დრო — ისინი დროთ აგანმავლობაში ბერდებიან და
კვდებიან. მაგრამ პროფესორი ზოოლოგიის დარგში სტივენოსტადი გვიხსნის, რომ „ცოცხალი
არსებები ძალიან განსხვავდებიან უსიცოცხლო მექანიზმებისგან. ცოცხალი ორგანიზმების
ძირითადი განმასხვავებელი თავისებურება ის არის, რომ მათ თვითგანახლების უნარი აქვთ“.

საოცარია, თუ როგორ ხდება სხეულის დაზიანებული ნაწილის თვითგანახლება, მაგრამ,


გარკვეული თვალსაზრისით, უფრო საოცარია ჯანმრთელ ორგანიზმში მიმდინარე
რეგულარული თვითგანახლების პროცესი. მაგალითად, განვიხილოთ ძვალი. ნათქვამია, რომ
„ძვალი, რომელიც ერთი შეხედვით, უსიცოცხლო ჩანს, არისცოცხალი ქსოვილი; ის
მოზრდილი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში უწყვეტად განიცდის დაშლისა და
განახლების პროცესს. მთლიანი ჩონჩხი ყოველ 10 წელიწადში ერთხელ განიცდის განახლების
პროცესს“. სხეულის სხვა ნაწილების განახლება უფრო ხშირად ხდება. კანის, ღვიძლის და
ნაწლავების ზოგი უჯრედი თითქმის ყოველდღე შეიძლება განახლდეს. ყოველ წამს სხეული
წარმოქმნის 25 მილიონ ახალ უჯრედს ძველის შესაცვლელად. თუ ეს ასე არ მოხდებოდა
სხეულის თითოეული ნაწილი არ განახლდებოდა მუდმივად ,ბავშვობიდანვე დაიწყებოდა
დაბერება.

მას შემდეგ, რაც ბიოლოგებმა ცოცხალი უჯრედების მოლეკულების შესწავლა დაიწყეს, კიდევ
უფრო საოცარი გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზმის უჯრედები დიდიხნის განმავლობაში
ფუნქციონირების გამო არ გამოდის მწყობრიდან. რეგენერაციის შედეგად თითოეულ ახალ
უჯრედში უნდა იყოს დნმ ანუ მოლეკულა, რომელიც ორგანიზმის ხელახლა
წარმოსაქმნელად საჭირო ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეიცავს. წარმოიდგინეთ,
რამდენჯერ ხდება დნმ-ის ხელახლა წარმოქმნა არა მარტო ორგანიზმის არსებობის
განმავლობაში, არამედ კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდან! იმის დასანახად, თუ
რამდენად საოცარია ეს პროცესი, დავფიქრდეთ, რა ხდება, როდესაც რაიმე დოკუმენტის
ქსეროასლს ვაკეთებთ, შემდეგ კი ამ ასლიდან ვიღებთ ასლს. თუ ამას მრავალჯერ
გაიმეორებთ, ასლის ხარისხი თანდათანობით გაუარესდება და ბოლოს დოკუმენტის
შინაარსის წაკითხვა შეუძლებელი გახდება. საბედნიეროდ, ჩვენი დნმ დროთა განმავლობაში,
უჯრედთა მრავალჯერ დაყოფის შედეგად, არ „ფუჭდება“. რატომ? ჩვენს უჯრედებს მრავალი
სახით შესწევს უნარი, რომ შეასწოროს შეცდომები, რომლებიც დნმ-ის ხელახლა წარმოქმნის
დროს შეიძლება მოხდეს. ეს რომ ასე არ იყოს, კაცობრიობა დიდი ხნის წინათ შეწყვეტდა
არსებობას!

ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილი, იქნება ეს დიდი სტრუქტურები თუ პაწაწინა


მოლეკულები, მუდმივად განიცდის განახლებას, რის გამოც დროთა განმავლობაში უჯრედის
ფუნქციის დაკარგვის შესახებ იდეა ბოლომდე ვერ ხსნის დაბერების პროცესს. სხეულის
მრავალ სისტემას შეუძლია ათწლეულების განმავლობაში საკუთარი თავის სხვადასხვა სახით
და სისწრაფით „შეკეთება“ დაგანახლება. მაშ, რატომღა წყვეტს ყოველი მათგანი თითქმის
ერთდროულად ფუნქციონირებას?

გენებშია ჩადებულიდაბერება?

რატომ ცხოვრობს შინაური კატა 20 წელი, მაგრამ იმავე ზომის ჩანთოსანი ცხოველი, ოპოსუმი,
კიმხოლოდ 3 წელი?* რატომ ცოცხლობს ღამურა 20-30 წელი, ხოლო თაგვი — მხოლოდ სამი
წელი? რატომ აღწევს გიგანტური კუ 150 წელს, სპილო კი მხოლოდ — 70-ს? ისეთი
ფაქტორები, როგორიცაა კვება, სხეულის მასა, ტვინის ზომა და ნივთიერებათა ცვლის
სისწრაფე, ვერ ხსნის, თუ რატომ აქვს სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმს ასე განსხვავებული
სიცოცხლის ხანგრძლივობა. „გენეტიკურ მასალაში კოდირებული ინფორმაცია განაპირობებს,
თუ რამდენ ხანს შეიძლება იცოცხლოს ამა თუ იმ სახეობამ“. სიცოცხლის ხანგრძლივობა
გენებშია ჩადებული. მაგრამ ამ პერიოდის ამოწურვისას რა იწვევს მთელი სხეულის კვდომას?

„დაბერების პროცესში ყველაზე გაუგებარი ის არის, თუ რატომ წყვეტს უჯრედი დაყოფას და


რატომ იწყებს კვდომას“

მოისპობასიბერე?

მეცნიერებმა დაბერების პროცესს „ბიოლოგიურ პრობლემათა შორის ურთულესი“ უწოდეს.


ათწლეულების განმავლობაში მცდელობის მიუხედავად, მათ ვერ აღმოაჩინეს, თუ რა არის
დაბერების მიზეზი და, მითუმეტეს, ვერ შეაჩერეს ეს პროცესი.: „დღეს არსებულმა ვერც
ერთმა წამალმა დაბერების პროცესი ვერ შეანელა, ვერ შეაჩერა ან მისი უკუპროცესი ვერ
გამოიწვია“. ჯანსაღმა კვებამ და სათანადო ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება
გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა და შეამციროს ავადმყოფობით გამოწვეული
ნაადრევი სიკვდილის რისკი, მაგრამ ვერაფერი აჩერებს დაბერების პროცესს.. .
ათწლეულების წინ კიბოსთვის ომის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ჯერაც ვერ გამოვნახეთ მისი
განკურნების გზები. დაბერების პროცესი კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კიბოს
განვითარების მექანიზმი“.

გამოკვლევებს მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ

გამოკვლევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს ცოცხალი ორგანიზმი და


რატომ ბერდება იგი, არ მოუსპია ყოველგვარი იმედი უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის
შესახებ. ზოგი მეცნიერი გამოკვლევებმა შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა — დაბერების
პროცესში წვდომა მნიშვნელოვანია. მოლეკულური ბიოქიმიის დარგის სპეციალისტებმა
აღმოაჩინეს უჯრედის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მრავალი ფაქტი . .

ადამიანთა უმრავლესობისთვის სიბერეს მოჰყვება მეხსიერების გაუარესება, მსჯელობის


უნარისა დასაღი აზროვნების დაქვეითება.

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმ აკვლევამ აჩვენა, რომ


ტვინის დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე გვეგონა. პროფესორი ტიმოთისოლ
თჰაუსი 7 წლის განმავლობაში იკვლევდა 2 ათას ადამიანს, რის შედეგადაც დაადგინა, რომ
ტვინი შესაძლებლობათა ზღვარს 22 წლის ასაკში აღწევს. 27 წლიდან იწყება დაბერების
შეუქცევადი პროცესი. კვლევის პროცესში მოხალისეებს, ჯანმრთელ და კარგი განათლების
მქონე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს, უნდა გამოეცნოთ გამოცანები, გაეხსენებინათ
იშვიათი სიტყვები და ტერმინები, მოეყოლათ ადრე გაგონილი ისტორიის დეტალები.
გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 22 წლის ასაკში მიღწეული პიკის შემდეგ
პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 27 წლის ასაკში შეინიშნება. საშუალო სტატისტიკური
ადამიანის მახსოვრობა 37 წლის ასაკში უარესდება. კიდევ უფრო უარესია მონაცემები 42
წლის შემდეგ. გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა ერთი იმედის მომცემი დასკვნა მაინც
გამოიტანეს: ცოდნის აკუმულირებაზე დაფუძნებული შესაძლებლობები, როგორიცაა უკვე
შეძენილი ცოდნის აქტიური გამოყენების უნარი, ადამიანს მინიმუმ 60 წლამდე
უნარჩუნდება.

ნაადრევი დაბერების სინდრომები

ადამიანის დაბერების მოლეკულურ-გენეტიკური საფუძვლების შესასწავლად ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ სინდრომთა კვლევა, რომლებიც ნაადრევ დაბერებას იწვევს.
ორგანიზმის ამ პათოლოგიურ მდგომარეობას პროგერიას უწოდებენ. დაავადება ორგანიზმს
8-10-ჯერ სწრაფად აბერებს.ამ დროს ადამიანი წელიწადში 10-15 წლით ბერდება.

პროგერია ერთ-ერთი უიშვიათესი გენეტიკური დაავადებაა. მთელ მსოფლიოში ახლა ასამდე


“პატარა მოხუცი” ცხოვრობს. პროგერია მოიცავს რამდენიმე სინდრომს, მათ შორის:

• ბავშვთა პროგერიას ანუ ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომს;

• ზრდა სრულთა პროგერიას ანუ ვერნერის სინდრომს;

• როტმუნდ-ტომპსონის სინდრომს;
• ბლუმის სინდრომს;

• პიგმენტურ ქსეროდერმას;

• კოკეინის სინდრომს;

• ფანკონის ანემიას;

• თანდაყოლილ დისკერატოზს;

• დაუნის სინდრომს და სხვა.

• სიკვდილი — ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრული.


სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე როგორც მოვლენაზე ან
როგორც მდგომარეობაზე. სიკვდილი ბუნებაში გვხვდება მტაცებლობის, ავადმყოფობის,
საზრდოს უქონლობის, სიბერის ანუ ბედური შემთხვევის შედეგად. სიკვდილის მთავარი
მიზეზი თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებებში სიბერესთან დაკავშირებული
ავადმყოფობებია. სიკვდილთან დაკავშირებული ტრადიციები და რწმენები ადამიანის
კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ასევე ქვაკუთხედია მრავალი რელიგიის.
მედიცინაში სიკვდილის განსაზღვრება და მისი ბიოლოგიური დეტალები სულ უფრო
კომპლექსური ხდებ ატექნოლოგიური განვითარების შესაბამისად.

• მედიცინაში სიკვდილს შეისწავლის თანატოლოგია (ბერძ.: θάνατος - სიკვდილი).

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს ის თემაა, რაზეც ადამიანი მუდმივად ფიქრობს..

მიუხედავად ამის ადამიანებმა არ იციან რა არის სიკვდილი.. არ იციან მისი მნიშვნელობა

როგორც ამბობენ სიკვდილი არ არის ტრაგედია.. ის ერთგვარი შვებაა.. მაგრამ ბევრისთვის

სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე.

“სიკვდილი” სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით. არ არსებობს ადამიანი


რომელიც,

თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე არ დაფიქრდეს “სიკვდილზე” არ ჩაუღრმავდეს

ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რა ხდება როდესაც “მოვკვდები” ? სად


მოვხვდები?

არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს, ის კითხვებია რომელზეც პასუხს, მხოლოდ სიკვდილის


შემდეგ თუ გაიგებ !

რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რასაც არ უნდა მიაღწიოს, რამდენიც არ უნდა შეიმეცნოს,
სიკვდილი

მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ადამიანებმა სიკვდილზე ძალიან ცოტა რა


მიციან.
იმდენად ცოტა, რომ უჭირთ იმის გააზრება, თუ რატომ არსებობს ის. მრავალ ადამიანს
უკვირს, რატომ

არ ვართ უკვდავები, რატომ ვასრულებთ სიცოცხლეს.

სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება კი არ არის, პირიქით, სიკვდილი ადამიანის


განვლილი

გზის დაფასებაა, რადგან იგი ცხოვრების გაგრძელებაა, და როგორი იქნება ეს ცხოვრება,


იმაზეა დამოკიდებული,

თუ როგორ განვლო ადამიანმა ამ ქვეყნიურ იგზა. თუმცა, ყველაფერთა დ ერთად, გესმოდეს


სიკვდილის

დანიშნულება, არ ნიშნავს, ვერ ხედავდე მასში ტრაგიზმს და უემოციოდ შეხვდე მას.

სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამაა ამ ქვეყნად.

იწყება სულიერი არეულობა და გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა, ასეა “სიკვდილზე”


ფიქრის შემთხვევაშიც

, ტოვებ ამ წუთისოფელს და არ იცი საით მიდიხარ, ეს უფროა ადამიანის შიშის მიზეზი,


ვიდრე თავად სიკვდილი

უბრალოდ არ ვიცი ეს ინსტიქტია თუ სხვა რამ, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ გვიცემს
გული

და შეგვიძლია გავიზიაროთ ბედნიერი წუთები, სხვა დანარჩენ გრძნობებთან ერთად, ნუ


ვიფიქრებთ იმაზე თუ

რა იქნება ხვალ, ზეგ ან მერე… მთავარია ახლა შეგვიძლია შევიგრძნოთ ყველა საუკეთესო
მომენტი ამ ცხოვრების

და დავტკბეთ ამით, სჯობს ნუ ვიფიქრებთ “ სიკვდილზე”! აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ


კი

მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.

ტრაგედია სიკვდილი არ არის. ტრაგედია ისაა, რომ ადამიანს არ ესმის მისი დანიშნულება.
ხშირ შემთხვევაში

მისთვის ის უბრალოდ ცხოვრების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ რატომ არსებობს ის? რაღა
ტომ ვცხოვრობთ,

თუ მაინც უნდა დავიხოცოთ? ამაზე ადამიანი იშვიათად ფიქრობს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,
რომ სიკვდილი ჯიუტი

კანონზომიერებაა და მეტი არაფერი. ადამიანი სიკვდილს მაშინ ასრულებს, როცა მისი ამ


ქვეყნიური მისია
ამოწურულია. ეს ჩვენთვის რთული გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მისთვის ეს
მისია ჩვენ არ

დაგვიკისრებია და არც იმის უფლება გვაქვს, განვსაჯოთ, როდის შეასრულა მან ის, ან თუ
შეასრულა საერთოდ.

უბრალოდ “იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც დღე უკანასკნელი ფრიად ბრძნული
სიტყვები

You might also like