You are on page 1of 41

ავტორი, ედუარდ ყიფიანი

სასარგებლო საუბარი

ნარკომანია

ვიკიპედიაში შესვლა მინდოდა. გავწვალდი. მოულოდნელად ეკრანზე წარწერა გაჩნდა:


- რატომ უკაკუნებ?
მე - ვიკიპედიაში შესვლა მინდა.
იგი - ვიკიპედია ვარ.
მე - ვა!
იგი - რა, ვა! არ იცი ახალი ტექნოლოგია?! თუ რამე გინდა, მკითხე და გიპასუხებ.
მე - ყველაფერს?
იგი - ყველაფერს, რაც კი ინტერნეტმა იცის, რაც კი დანარჩენმა კაცობრიობამ იცის.
მე - კარგია!
იგი - აბა, რა!
მე - ის მითხარი, ნარკომანიაზე რა იცი?
იგი - ყველაფერი, რაც დაწერილა და თქმულა.
მე - ძალიან კარგი!
მე - მაშ, იქნებ მითხრა, რა იწვევს ნარკომანიას!
იგი - ინტერესი. ცნობისმოყვარეობის გამო ბევრი სინჯავს ამა თუ იმ ნარკოტიკს. ზოგს ეს მოსწ-
ონს, ზოგს - ისე, რა, ზოგს არ მოსწონს.
მე - ამიტომ ზოგი ნარკომანი ხდება, ზოგი მომხმარებელი და ზოგი თავს ანებებს. ასეა?
იგი - დიახ, ასეა!
მე - ვახ, რა ადვილია ცხოვრება! იქნებ ისიც იცით, ზოგს როგორ მოწონს ისე ....., რომ თავს ვერ
ანებებს და მასზე დამოკიდებული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, რა უბედუ-
რება მოჰყვება ამას!
იგი - „ლომკების” მოხსნა ადვილი არ არის.
მე - ლომკების მოხსნა რომ შველოდეს საქმეს, ორი კვირით სადმე გამოკეტავდნენ, ლომკებს გა-
დალახავდა და განიკურნებოდა.
იგი - ორი კვირა საკმარისია?
მე - მეტიც არის! თვეობით შეუკავებიათ თავი, წლობითაც, მაგრამ მერე უფრო დამოკიდებული
გამხდარან.
იგი -კი, ასეთი შემთხვევებიც არის.
მე - უფრო ზუსტად ვთქვათ, ასეთებიც არის კი არა, ეს წესია.
იგი - კი.
მე - ესე იგი, დამოკიდებულებას ლომკების მოხსნის სიმძიმე არ ქმნის.
იგი - ასე ჩანს!
მე - ასეთმა კაცმა იცის, რომ უბედურება ჭირს, ცდილობს, ნარკოტიკს თავი დააღწიოს, თვეო-
ბით თავსაც კი იკავებენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ისევ უბრუნდებიან.
2

იგი - კი.
მე - რატომ იწყებენ?
იგი - აინტერესებთ.
მე - ყველას გასინჯული აქვს?
იგი - არა; ზოგს ისე ეშინია, დამოკიდებული არ გახდეს , ახლოსაც არ ეკარება.
მე - ეშინიათ! ზოგი ბედავს?
იგი - კი.
მე - მშიშრებს მეტი ნებისყოფა აქვთ თუ გაბედულებს?
იგი - მმ.. გაბედულებს.
მე - ვინც სინჯავს, ყველა ნარკომანი არ ხდება, ხომ?
იგი - ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვს, თავს ანებებს. სუსტები ეჩვევიან, ვერ ელევიან სიამოვნებას.
მე - ესე იგი, ნარკოტიკი ყველასთვის სასიამოვნოა?
იგი - არა. ბევრს უთქვამს, სულაც არ იყო სასიამოვნოო.
მე - ზოგს სიამოვნებს, ზოგს - არა, ხომ?
იგი - ხო! ზოგს საერთოდ არ სიამოვნებს, ზოგს სიამოვნებს, მაგრამ არ ეჩვევა, ზოგი თავს ვერ
ანებებს...
მე - უფრო ზუსტად ვთქვათ! ზოგი ვერ ეშვება. ნარკომანი ყველა სულელი არ უნდა იყოს.
იგი - არა; ჭკვიანებიც არიან, ძალიან ჭკვიანებიც.
მე - ანუ ეს ინტელექტის დონეზე არ არის დამოკიდებული.
იგი - არა.
მე - არც ნებისყოფაზე. ხომ თქვი, გაბედულები ძლიერი ნებისყოფის არიანო.
იგი - საიდან შემომიარე!
მე - მაშ, არადა! ხომ არ აიბლანდე?
იგი - ცოტა არ იყოს!
მე - ხომ ვერ მეტყვი, იმას რა ჭირს, ჭკვიანიც რომ არის, ძლიერი ნებისყოფისაც და ნარკოტიკს
მაინც ვერ ეშვება. ხომ იცის, რომ თავს იღუპავს?!
იგი - ეს მთლად გარკვეული არ არის.
მე - ვარაუდი თუ არის?
იგი - ვარაუდი... მათი თქმით...
მე - ვისი, მათი?
იგი - ნარკომანების. ნარკოტიკი შვებას ჰგვრით.
მე - იცი, ნარკომანები ნარკოტიკს რას უწოდებენ?
იგი - წამალს.
მე - დაუკვირდი ამ სიტყვას!
იგი - ჟარგონია!
მე - ჟარგონია, მაგრამ ზუსტად ასახავს ნარკომანის დამოკიდებულებას. ჟარგონები ცარიელ
ადგილას არ ჩნდება. მას დატვირთვა აქვს. ნარკოტიკი მათთვის წამალია.
იგი - ალბათ!
3

მე - წამალი ვის სჭირდება; დალხენილ კაცს?


იგი - არა!
მე - აბა, ვის?
იგი - ავადმყოფს.
მე - აგაშენა ღმერთმა; ძლივს ამოგაშაქრინე! ესე იგი, ის, ვინც ნარკოტიკს ეჩვევა, კარგად არ
არის - ავად არის! მეშლება რამე?!
იგი - არა, სწორი ჩანხარ!
მე - დავაზუსტოთ! კაცი, ნარკომანი რომ ხდება, მერე კი არ ავადდება ( ნარკოტიკი თავისთავად
ადამიანს ფიტავს) , არამედ ავად რომ არის, იმიტომ ხდება ნარკომანი.
იგი - ასე ჩანს. არასდროს მიფიქრია...
მე - შენ - არა, ნარკოლოგებს უნდა ეფიქრათ. ეს აზრი არავის გამოუთქვამს?
იგი - არა.
მე - ამიტომ ამას ვერ იფიქრებდი! უბედურება ის არის, რომ ასე არც არავინ ფიქრობს.
იგი - შენ?
მე - მე-კი!
იგი - შენ რატომ ფიქრობ ასე?
მე - იმიტომ, რომ დიდი ხანია, პრაქტიკა მაქვს. ჩემს პაციენტებს შორის ნარკომანებიც არიან.
ნარკომანს ნარკოტიკი სჭირდება - ჰაერივით. უმისოდ ვერ ძლებს. იგი „წამლის“ საშუალებ-
ით, ასე თუ ისე, წონასწორობას ინარჩუნებს, რათა საზოგადოების წევრად დარჩეს. საზოგა-
დოება კი იბრძვის, რომ „წამალი“ ვერ იშოვოს. ხვდები, რა ხდება?!
იგი - კი.
მე - ახლა ცოტახანს აქ შევჩერდეთ. შიდსზე გადავიდეთ.
4

შიდსი

იგი - ეს დაავადება კაცობრიობის შავ ჭირად მონათლეს.


მე - ესე იგი, შიდსი დაავადებაა?
იგი - რა თქმა უნდა!
მე - თუ დაავადებაა, დიაგნოზი უნდა დაუსვან და გამომწვევ მიზეზს მიაკვლიონ, თუ მიზეზს
ვერ მიაკვლიეს, ისე როგორ უნდა განკურნონ!
იგი - მიზეზი ცნობილია.
მე - კერძოდ?
იგი - ვირუსი.
მე - სად არის ეს ვირუსი; იპოვნეს?
იგი - რა ვიცი, მთელი ქვეყანა ამ ვირუსზე ლაპარაკობს!
მე - ეშმაკზეც ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ არავის უნახავს. ჰალუცინაციები არ
მაქვს მხედველობაში.
იგი - ეშმაკი არ არსებობს.
მე - ის ვირუსი არსებობს?
იგი - ვირუსი თვალით არ უნახავთ ჯერჯერობით, მაგრამ დანამდვილებით
იციან, რომ ეს ვირუსი იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს.
მე - მაშ, დიაგნოზს როგორ სვამენ?
იგი - ეხლავე გეტყვით, ბატონო! ამ საკითხის შეუვალი სპეციალისტი დ. მილერია. აი, რას წერს
იგი: „ასეთი ადამიანების დახმარება გაცილებით ძნელია. ისინი მრავალრიცხოვან
ფიზიკურ შეუძლებლობებს მაინცდამაინც შიდსს აწერენ. თუმცა, მათ დაუსრულებლად
განუმარტავენ, რომ მათი სექსუალური ცხოვრების ნირით აივ-ით დასნებოვნება თითქმის
შეუძლებელია“ (დ.მილერი. კონსულტაცია, ლონდონი).
მე - ამ ციტატიდან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?
იგი - რა მოგახსენოთ!
მე - ის, რომ დიაგნოზის დასმა ცხოვრების ნირით ხდება და არა – სისხლის ანალიზით.
იგი - იმიტომ, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი სისხლში არ ჩანს.
მე - მიყვარს ჭკვიან კაცთან საუბარი! ერთ ციტატას მეც მოვიყვან - „თუმცა, ცხადია, რომ შეძენი-
ლი იმუნოდეფიციტის სინდრომს ადამიანში ვირუსი (აივ) იწვევს, მაგრამ თვით ამ ვირუსის
წარმომავლობა დღემდე უცნობია“. ეს თქვა მორტიმერემ სტატიაში (პ.მორტიმერი. „ვირუსი
და მისი იდენტიფიკაცია“, ლონდონი).
მე - ეს ოხერი ვირუსი დღემდე არ აღმოუჩენიათ, არადა, რამდენი ათეული წელია გულმოდგი-
ნედ ეძებენ. კვარკი აღმოაჩინეს, ბოლოსდაბოლოს, და ამის აღმოჩენას რა უნდოდა! ამდენ
აბდაუბდას, არ ჯობია აღიარონ, რომ ამ დაავადების არც თავი იციან, არც მიმდინარეობა
და არც - ბოლო.
იგი - საით ექაჩებით თოკს, შიდსის გამომწვევი ვირუსი საერთოდ არ არსებობს?
მე - კი, აქეთ ვექაჩები!
5

იგი - ესე იგი, არც გადამდებია?


მე - ხო.
იგი - ეს უკვე კარგა ხანია თქვა ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა, ნობელიანტმა კერი მულისმა. იგი
გადაჭრით უარყოფდა ასეთი ვირუსის არსებობას. ნებისმიერი მძიმე დაავადების დროს
იმუნური სისტემა ქვეითდება.
მე - სხვებიც აყვნენ : ჰარი ჰავერკოტი, ფილ კულისონი, ჯეიმს ჩინი, ჯოზეფ მაკ კორმიკი,
პიტერ პოიტი - პროფესორები, თუმცა....
იგი - თუმცა მათი ხმა მაინცდამაინც არ ისმის.
მე - იცი, რატომ?
იგი - რატომ?
მე - ჭკვიანი ადამიანები შიდსის დიაგნოსტიკას საერთოდ აბუჩად იგდებენ, მაგრამ რა იწვევს
იმუნური სისტემის დაქვეითებას, ამაზე პასუხი არც მათ აქვთ.
იგი - არ მითხრათ, ახლა, მე მაქვსო!
მე - თუ მკითხავ, გეტყვი.
იგი - შენ გაქვს?
მე - მოდი, ერთხელ კიდევ გავშიფროთ შიდსი.
იგი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
მე - კი, ბატონო, მაგრამ ყველაფერი დალაგდება, თუ სინდრომის ნაცვლად სიმპტომს ვიტყვით.
იგი - აჰა, გამოდის რომ ეს ყოფილა შეძენილი იმუნო - დეფიციტის სიმპტომი.
მე - კი, ბატონო! სიმპტომი თავისთავად დაავადება არ არის, დაავადების ერთ-ერთი
გამოვლენაა. ხომ ასეა?
იგი - დიახ.
მე - თუ ეს დაავადება არ არის, მაშინ, დაავადება სხვა რამ არის.
იგი - თუ ეს დაავადება არ არის, გამოდის, რომ ეს არც გადამდებია.
მე - დიახ, ბატონო!
იგი - მაშ, რატომ არის ეს გავრცელებული ცისფერებში და ნარკომანებში?
მე - კი, ბატონო, იქ მაღალი მაჩვენებლებია, შენ, რა, ისინი ფსიქიკურად ჯანმრთელები გგონია?
იგი - ოოოოოო! ესეც მართალია!
მე - რას ვამბობდი!? შიდს ვირუსი კი არ იწვევს, არამედ, ფსიქიკური დაავადება; კერძოდ დეპრ-
ესია!
იგი - აჰააააა!
მე - დეპრესია, ხომ, სულიერი დაავადებაა?
იგი - კი, ბატონო!
მე - ესე იგი, სამკურნალო ყოფილა არა ვირუსი, არამედ, დეპრესია.
იგი - დეპრესიას რა იწვევს?
მე - ხო, მაგ კითხვას მოკლე პასუხი არ აქვს.
იგი - გრძელი?
მე - გრძელი კი! მაგრამ ჯერ სხვა თემებზე უნდა ვილაპარაკოთ.
6

ეპილეფსია

მე - მოდი, ახლა, ეპილეფსიაზე ვილაპარაკოთ!


იგი - ვახ!
მე - რა იყო?
იგი - ესეც ფსიქიკურია?
მე - კი, თუმცა, ასე სიტყვაზე ნუ მენდობით.
იგი - არც ვაპირებ!
მე - ძალიან კარგი! განვიხილოთ!
იგი - კი, ბატონო!
მე - ეპილეფსია ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა _ ეპილამბანო _ ნიშნავს „ვბოჭავ“,
„ვიჭერ,“ქართულად გულყრა ჰქვია.
იგი - ბნედაც!
მე - კი, სინონიმებია. იგი პაროქსიზმულ რღვევას იწვევს, აგრეთვე კრუნჩხვით შეტევებს.
შეტევებს შორის ორგანიზმში გარკვეული ფსიქო-ემოციური ცვლილებები ხდება. მას ხან
ღვთიურ, ხანაც, სატანისტურ გამოვლინებად თვლიდნენ. სხვანაირად მისი ბუნება ვერ
აეხსნათ; სად, როდის, რატომ ემართებოდა ადამიანს. ახლა მისი ღვთიური ან სატანისტური
წარმომავლობა აღარ ჯერათ. სამაგიეროდ მისი გამომწვევი იმდენი და ისე
ურთიერთგამომრიცხავი მიზეზია დასახელებული, რომ საბოლოოდ სრული გაუგებრობა
სუფევს.
იგი - რა ეშველება ამ საქმეს?
მე - ბოლობოლო, საკმაოდ ჭკვიანი ხალხი გარკვეულ კომპრომისამდე მივიდა. ციტატას
მოვიყვან: „ყველაზე მეტად გავრცელებულ თვალთახედვას უნდა დავეთანხმოთ, რომ
ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზებია: 1. კონსტიტუციური ან გენეტიდალური
ინდივიდუალური მზაობა; 2. ტვინის ეპილეპტიკური დაზიანება; 3. ლოკალური ან
გენერალიზებული ბიოქიმიური ან ელექტრული ცვლილებები. რაც უფრო ინტენსიურად
არის წარმოდგენილი ერთ-ერთი ფაქტორი, მით ნაკლები ინტენსივობის სხვა ფაქტორებს
შეუძლია ეპილეფსიური გულყრის გამოწვევა. ცოდნის ამ დონეზე, როგორც ჩანს, ეს
კონცეფცია ყველაზე მეტად მისაღებია.“ (რ. მაკნოუტონი). მოემზადე!
იგი - რისთვის?
მე - მოსაწყენი ჩამონათვალისთვის.`ეპილეფსიის მიზეზებად, აგრეთვე, ითვლება გენეტიკური
და სამშობიარო ფაქტორები - განვითარების მანკიერებანი (ქრომოსომული დარღვევების
ჩათვლით, ანტენატალური ფაქტორები (ინფექციები, წამლების მოქმედება, ანოქსია)
პერინატალური ფაქტორები, სამშობიარო ტრავმა, ნეონატალური ასფიქსია,
პერინატალური ინფექციები, პერინატალური სიყვითლე, დღენაკლულობა. ინფექციები
- მენინგიტები (ჩირქოვანი, ტუბერკულიოზური, ვირუსული, პარაზიტული, სოკოვანი),
ეპიდურალური და სუბდურალური აბსცესები; ტვინის აბსცესები და გრანულომები
(მეტასტაზური, უშუალოდ გავრცელებადი, ენცეფალიტები (ვირუსული და სხვა -
7

პარაზიტულების ჩათვლით), ციება (ფებრილური კონვულსიები). ტოქსიკური


ფაქტორები - არაორგანული ნივთიერებები (მაგ. ნახშიროჟანგი), მეტალთა ნაერთი (მაგ.
ტყვიის სინდიყის), ორგანული ნივთიერებები (ალკოჰოლი და სხვა), მედიკამენტური,
ალერგიული დარღვევები (უცხო ცილების შეყვანა, ვაქცინაცია), სხვები (ურემია ან სხვა
ტოქსიკური მდგომარეობები). ტრავმები ან ფიზიკური აგენტები - თავ-ქალის მწვავე
ტრავმები, სუბდურალური ან ეპიდურალური გემატომა და ჩაქცევები,
პოსტტრავმატული მენინგო-ცერებრალური ნაწიბური, ანოკსია ან ჰიპეროქსია.
ცირკულატორული დარღვევები - სუბარაქნოიდული სისხლდენა, სინუსტრომბოზი,
ტრომბოზით გამოწვეული ენცეფალომაცია, ემბოლია, ჰემორაგია, ჰიპერტონული
ენცეფალოპატია, არტერიოსკლეროზი და არტერიების ოკლუზირებული დაავადება _
ინტრაკრანიული და ექსტრაკრანიული, ვაზოსპაზმები (მაგ. შაკიკი), გულწასვლები,
ცვლილებები სისხლში (ანემია, ჰემორაგიული დიათეზი). მეტაბოლური დარღვევები და
კვების დარღვევები - ელექტროლიტური და წყლის ბალანსის დარღვევები (ნატრიუმი,
კალციუმი, ჰიდრატაცია ან დეჰიდრატაცია და სხვა). დარღვევები -
ნახშირწყლებისცვლის (ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია), ცილების ცვლის
(ფენილკეტონურია, პორფირია და სხვა), ცხიმის ცვლის, ვიტამინების ნაკლებობა
(პირადოქსინის და სხვა), ენდოკრინული (მენსტრუალური და სხვა), ორსულობა,
სიმსივნეები; პირველადი ინტრაკრანიალური, მეტასტატიკური, ლინფომა და ლეიკიმია,
სისხლძართვთა სიმსივნეები და ვასკულარული მალფორმაცია (მაგ. არტერიოვენოზური
მალფორმაცია). შთამომავლობითი დადეგენერაციული ავადმყოფობები - მრავლობითი
სკლეროზი, ლეიკოენცეფალოპატია, ტუბეროზული სკლეროზი, ცერებრალური
დეგენერაცია კონვულსიებით და ა.შ. გაურკვეველი მიზეზები. (რ. მაკნოუტონი).
აქ ერთ კალათაშია ჩაყრილი ტრავმით, მოწამვლით, სომატური დაავადებით გამოწვეული
კრუნჩხვები და ფსიქოგენური გულყრები. ჩემი აზრით, ან ეპილეფსია რა არის, არ იციან, ან მისი
გამომწვევი მიზეზებისთვის ვერ მიუკვლევიათ და ღობე-ყორეს ედებიან. უფრო სწორად,
ერთიც არის და მეორეც. კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ამ დაავადების არც თავი იციან და
არც ბოლო.
თუ თავში მკვრივი საგანი მოგხვდა, კოპი ამოგივა. ტკივილიც გექნება კარგა ხანს. ხომ არ
შეიძლება, ტკივილი კოპით იყოს გამოწვეული! ასეთი შეცდომა მოსდით ეპილეფსიის მიზეზის
დადგენის დროს. ის, რაც ეპილეფსიას იწვევს, იწვევს ორგანულ ცვლილებებსაც. ეპილეფსიაც
და თანმდევი ცვლილებებიც სხვა მიზეზის შედეგად არის გამოწვეული.
ეპილეფსია ორგანიზმის ისეთი ნჯღრევაა, რა თქმა უნდა, სხვა მოვლენებიც ახლავს თან,
მისით გამოწვეულიც და, ამის გამო, ხანგრძლივად თანმდევიც. მგონი, შეცდომას იქ უშვებენ,
როცა მას ცალკე მდგომ ავადმყოფობად, დაავადების სინდრომად განიხილავენ. იგი სინდრომი
კი არა, ერთ-ერთი, კი ბატონო, რთული, მაგრამ მაინც სიმპტომია. მოგეხსენებათ, ერთიდაიგივე
სინდრომი სხვადასხვა ორგანიზმში სიმპტომთა განსხვავებულ სურათს იძლევა. ეს რომ ასეა,
ყველა ექიმმა იცის.
ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო `მარტივი ფორმა - აბსანსები. `იგი 5-10 წამს გრძელდება.
ამ დროს ცნობიერება ითიშება. პიროვნება გარკვეულ პოზაში შეშდება. ზოგჯერ ფითრდებიან,
8

ან, სახე უწითლდებათ. შეიძლება თავი უკან გადააგდონ კიდეც. შეტევის დამთავრების შემდეგ
პიროვნება შეწყვეტილ საქმიანობას აგრძელებს ხოლმე. იქვე მყოფი ადამიანები ამ გულყრას
ვერც კი ამჩნევენ; უყურადღებობას მიაწერენ.
დაუკვირდით ბოლო აბზაცს! 5-10 წამს გრძელდებაო. რამდენი დროა ხუთსა და ათ წამს
შორის! საკუთარი პრაქტიკიდან ვიცი, ზოგჯერ ორი წამიც გრძელდება და სამიც; ეს ასაკზე,
ინდივიდზე, გარემოზე და კიდევ უამრავ რამეზეა დამოკიდებული. გარკვეულ პოზაში
შეშდებაო. აქ ერთი რომელიმე პოზა არ იგულისხმება; სხვადასხვა დროს და სხვადასხვა
გარემოში სხვადასხვა პოზა, შეიძლება, აღინიშნოს. ზოგი გაფითრდება, ზოგი წამოწითლდება,
ზოგს ფერი არც კი ეცვლება. შეტევის დამთავრების შემდეგ საქმიანობას აგრძელებენ ხოლმე.
მეტიც, ზოგჯერ საუბარიც არ უწყდებათ. გააკეთეთ ამ მოვლენების ჯუფთება და გადანაცვლება
და, ნახავთ, რამდენ ვარიანტს მიიღებთ. რა ვქნათ ახლა, თითოეულ მათგანს ცალკე სახელი
დავარქვათ და სინდრომად ვაქციოთ!?
ერთი რამ, ალბათ, შეიძლება, ვთქვათ; ეპილეფსიის სინდრომი არ არის დადგენილი, ხოლო
მისი გამომწვევი მიზეზი მიკვლეული. ჩვენ საკმაოდ ბევრი ეპილეპტიკი გვყავს განკურნებული,
თუ არ ვცდები, ყველა სახის (ფსიქოანალიზით, უწამლოდ). ოღონდ არასდროს ეპილეფსიის
მკურნალობა მიზნად არ გაგვიხდია. ჩვენ ვმკურნალობდით სულიერ დაავადებას და
ეპილეფსია, როგორც სულიერი აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომი, უკვალოდ და სამუდამოდ
ქრებოდა. საოცარ მოვლენას გადავაწყდით: ყველა ეპილეპტიკი ანალიზის გარკვეულ ეტაპზე
აცნობიერებდა, რომ გულყრები მისთვის ძალზე ახლობელი, მშველელი, უფრო მეტიც,
გადამრჩენელი და, ამიტომ სასურველი, აუცილებელი მოვლენაც კი იყო. ასე ამბობდნენ,
გულყრებს მე თავად ვიწვევდი, მჭირდებოდაო. გულყრებს კი იწვევდნენ, მაგრამ შემდეგ მის
მიმდინარეობას და სახეობას ვეღარ აკონტროლებდნენ. სამაგიეროდ აფექტის შემდგომ
სისუსტეს, სრულ განადგურებულ მდგომარეობას სხვა დროს განუცდელი სიმშვიდე ახლდა.
ეპილეპტიკთა დაკვირვების შემდეგ ასეთ დასკვნამდე მივედით. ფსიქიკურად უკიდურესად
დაძაბული, დამუხტული ტვინი და სხეული განმუხტვას, დაშოშმინებას, შვებას ითხოვს.
გულყრა უმწვავესი აფექტია. აფექტის შემდეგ კი, მოგეხსენებათ, სიმშვიდე ისადგურებს (ეს
არისტოტელემაც კი იცოდა).
რა უბედურებაა ეს, რატომ იმუხტება ასე ადამიანის არსება, როგორ აგნებს ცნობიერების
ჩაურევლად თავდახსნის საშუალებას, რატომ არის სიმპტომთა ასეთი მრავალფეროვნება და,
რაც მთავარია, რა იწვევს მას. ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. თუმცა, მანამდე შაკიკზე მინდა,
ორიოდე სიტყვის თქმა.
იგი - მიგრენს რომ უწოდებენ, არა?
მე - ჰო, ქართულად შაკიკი ჰქვია. არც ეს უნდა იყოს ქართული წარმომავლობის სიტყვა.
იგი - შაკიკით მილიონობით ადამიანი იტანჯება.
მე - რაღაცით ხომ არის გამოწვეული?
იგი - კი.
მე -რატომ ვერ აგნებენ? იმიტომ, რომ იქ არ ეძებენ. ერთი ანეგდოტი გამახსენდა. ერთი კაცი ქუ-
ჩაში, ღამით მეორეს გადააწყდა, განათებულ ადგილას რაღაცას ეძებდა. რას ეძებო, ჰკითხა.
ბეჭედი დამივარდა და ვერ მიმიკვლევიაო. ორივემ დიდხანს ეძება. მაინც რომ ვერ ნახეს,
9

პირველმა ჰკითხა, ბეჭედი აქ დაგივარდაო? არა, იქითო. მაშ, აქ რატომ ეძებო. იმიტომ, რომ იქ
ბნელაო. ნახავდნენ იქ ბეჭედს?
იგი - ვერა.
მე - ასე ეძებენ შაკიკის და ფსიქიკური აშლილობის მიზეზსაც.
იგი - იქით ბნელა?
მე - სრული წყვდიადია.
იგი - თქვენ შეგიძლიათ, ის ადგილი გაანათოთ?
მე - კი.
10

პატივმოყვარეობა

მე - მოდი ახლა პატივმოყვარეობაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა!


იგი - კი, ბატონო!
მე - ადამიანი ზოგადად პატივმოყვარეა?
იგი - ჯერ კარგად ამიხსენით ამ ტერმინის მნიშვნელობა.
მე - პატივმოყვარეობა სხვისგან პატივის მიღების სურვილია.
იგი - რატომაც - არა!
მე- კი, ეს ბუნებრივი სურვილია. ადამიანი სოციალური ცხოველია, საზოგადოებაში ცხოვრობს
და მისთვის სულერთი არ არის, როგორ ეპყრობიან მას სხვები.
იგი - დიახ.
მე - მოდი, გადაჭარბებულ პატივმოყვარეობაზე ვილაპარაკოთ, ყველაფერი გადაჭარბებული,
ხომ, მანკიერია!
იგი - კი, ბატონო!
მე - ისეთზე ვთქვათ, ბარათაშვილი რომ ამბობდა :
„თვითონ მეფენიც, უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან, როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს, და აღიძვრიან იმავ მიწისთვის,
რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან.“
ასეთი პატივმოყვარეობის დროს საშუალებას მიზანი ეწირება. ათი მცნება ხომ იცი?
იგი - რა თქმა უნდა!
მე - ერთ-ერთი ასეთია; წავიკითხავ: „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი,
რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს
წყალთა შინა ქვეშე ქვეყნის: არა თაყვანსცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. დიდი
დაკვირვება არ უნდა რათა არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, ასე გავიგოთ; ნუ იქნები
პატივმოყვარეო.
იგი - ზედმეტადო!
მე - როცა ამ სიტყვას ვამბობ, ზედმეტს ვგულისხმობ.
იგი - რამე მაგალითი კარგი იქნებოდა.
მე - მოვიყვან! ადამიანის ეს ნიშატი რომ საძრახისი იყო, ოდითგან იცოდნენ და, ცდილობდნენ,
დაეთრგუნათ. „ომის მოყვარული ის არის, ვინც პატივმოყვარეობას საკუთარ უშიშროებას
ანაცვალებს, ნამდვილი მეომარი კი ის გახლავთ, ვინც ომით თავის სიცოცხლეს იცავს“. ეს
პლუტარქემ დაწერა.
იგი - პატივმოყვარეობასა და თავმოყვარეობას, შორის ხომ არის განსხვავება?
მე - მათ შორის თვისობრივი განსხვავებაა. თავმოყვარე კაცი თავისუფალია. იგი ძნელი სამა-
რთავია. პატივმოყვარეს დაწინაურება ისე ძლიერ სურს, მონის როლს ადვილად ეგუება.
იგი მართვადია. ა. დიუმას მიხედვით კარდინალმა რიშელიემ რომ დ’არტანიანი გაიცნო,
11

ჰკითხა, ყმაწვილო, პატივმოყვარე თუ ხარო. იცოდა, პატივმოყვარე კაცს ადვილად


მოიმსახურებდა. ათოსი, მაგალითად მისთვის გამოუსადეგარი იქნებოდა. იმედია სამი
მუშკეტერი გაქვთ წაკითხული!
იგი - რა თქმა უნდა!
მე - პატივმოყვარეობას და მანია გრანდიოზას შორის კი მხოლოდ რაოდენობრივი
განსხვავებაა. მათ შორის წყალგამყოფი არ არის. ვინც ნიჭიერია და ბედიც წყალობს
(არკოლეს ხიდზე ნაპოლეონის გადარჩენა ბედი იყო), კარიერის საფეხურზე ზევით
მიიწევს და მანიაკალური მდგომარეობა, გარკვეულ დრომდე, შეზღუდული აქვს. თუ
ნიჭმა ამდენი საშუალება არ მისცა, სასურველს სინამდვილედ მიიღებს და ნელ-ნელა
ჰალუცინაციები შემოეპარება.
იგი - აუჰ, ეგეთები ბევრი გვყავს!
მე - პლუტარქედან რამდენიმე ციტატას მოვიყვან. „თავისი მხედრობით უკმაყოფილო,
სიბრაზისგან გაცეცხლებული ალექსანდრე კარავში ჩაიკეტა და დაწვა. მისი აზრით, მის
მიერ აქამდე შესრულებულ საგმირო საქმეებს აღარავითარი ფასი აღარ ექნებოდა თუ
იგი განგზე არ გადავიდოდა. მეგობრებთან ურთიერთობაში ალექსანდრე საერთოდ
საყვარელი მეფე იყო ყველა მეფეთა შორის და არც თავაზიანობა აკლდა, მაგრამ მერე
აუტანელი გახდა თავისი ტრაბახით; უბრალო ჯარისკაცივით მეტისმეტი მკვეხარობა
დაიწყო და მლიქვნელების ნათქვამს დიდ ანგარიშს უწევდა. ამან მის გარშემო მყოფი
პატიოსანი მეგობრები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მათ არ სურდათ
მლიქვნელებს ქლესობაში შეჯიბრებოდნენ, მაგრამ არც ის აძლევდათ ხელს, მეფის
ქებაში ჩამორჩენილიყვნენ. მათი აზრით, პირველი სამარცხვინო იყო, მეორეს, შეიძლება,
საფრთხე მოეტანა. თავი ხომ არ შეგაწყინე ციტატებით?
იგი - არა, რატომ; საინტერესოა!
მე - მაშინ,კიდევ გეტყვი, „პირველ ხანებში, როცა სისხლის სამართლის საქმეებს არჩევდა,
ამბობენ, ბრალმდებლის ლაპარაკის დროს ცალ ყურზე ხელს იფარებდა, რათა ერთი
ყური ბრალდებულის სასარგებლოდ წმინდად დაეცვა და ცილისწამება მოესმინა, მაგრამ
შემდეგ დაუსრულებელი დასმენების წყალობით ფრიად სასტიკი გახდა და ბრალდების
სიცრუესაც ჭეშმარიტებად თვლიდა. ყველაზე უფრო მაშინ კარგავდა გონებას, ხდებოდა
მრისხანე და შეუბრალებელი, როცა საკუთარ თავზე ცუდ რამეს მოისმენდა, ვინაიდან
სახელი სიცოცხლეზე და მეფობაზე უფრო მეტად უყვარდა. „სხვათა შორის, იგი უკვე
მრისხანე და შეუბრალებელი გახდა დამნაშავეთა დასჯის დროს. ასე, მაგალითად, ერთ-
ერთი ჰეტეროსი მენანდრე, ციხე-სიმაგრის უფროსად რომ იყო დანიშნული, სიკვდილით
დასაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ მოინდომა იქ დარჩენა“. „ალექსანდრე მაშინ
ცრუმორწმუნეობას მიეცა და მუდამ მოუსვენრობასა და შიშში იყო. თუ უჩვეულო და
უცნაურ რამეს შეამჩნევდა, თუნდაც სულ უმნიშვნელოს, სასწაულად და უბედურების
მომასწავებლად თვლიდა. მისი სასახლე მსხვერპლის შემწირველებით, ცოდვათაგან
განმწმენდი ქურუმებითა და წინასწარმეტყველებით აივსო“. აი ასე იქცეოდა სიცოცხლის
ბოლო ხანს ალექსანდრე მაკედონელი, ბერძნულ, დემოკრატიულ გარემოში გაზრდილი,
არისტოტელეს აღზრდილი. ყველა მბრძანებელი თავს იმართლებდა და იმართლებს,
12

იძულებული ვიყავი სასტიკი ღონისძიებები გამეტარებინაო. საკმაოდ კარგად


ასაბუთებენ კიდეც ამას. ჩინგის-ხანიც ვერ გაექცა ამას; იძულებული ვარ, მთელი
მსოფლიო დავიპყრო, რომ ომები საერთოდ აღვკვეთოო. თუმცა, ეს აზრი მოგვიანებით
მოუვიდა თავში, როცა ახალი დაპყრობების სრული უაზრობა ძალზე თვალსაჩინო
შეიქნა. რა თქმა უნდა, იგი „იძულებული“ იყო ხვარაზმს თავს დასხმოდა. ხვარაზმ-შაჰის
ქვეშევრდომმა, ქალაქ ოთრართის გამგებელმა მისი ვაჭრები (სინამდვილეში _
მზვერავები) გაძარცვა და დაიფრინა. ეს ჩინგის-ხანმა ვერ აიტანა, ერთ ღამეში შეჰყარა
სამოცათასიანი არმია და მასავით დამპყრობელს შეესია. კაცს რომ ერთ ღამეში არმიის
თავმოყრა, დარაზმვა და გალაშქრება შეუძლია, მას ნიჭიერებას ვერ წაართმევ. უნიჭო,
არც მაკედონელი იყო, არც კეისარი, არც ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი და კიდევ
ბევრი. მათ ხალხის აყოლიება, რაღაც იდეოლოგიის შეჩეჩება და დაპყრობების, ასე თუ
ისე, გამართლება შეეძლოთ. პლუტარქე თავისი ორმოცდაათი გმირის მოღვაწეობის
აღწერისას მათი ქმედების მოტივად მხოლოდ პატივმოყვარეობას ასახელებს; მეტს
არაფერს. ხანდახან, ძალზე იშვიათად, ზოგი გმირი კეთილ საქმესაც კი ჩადის, თუკი
ძალაუფლების გასაზრდელად, აქ და ამჟამად, გარემოებათა გამო სიკეთე უფრო
გამოსადეგია. სიკეთეც, რა თქმა უნდა პირობითი რამ არის; ერთის სიკეთე მეორესთვის
დიდი უბედურება, შეიძლება, გახდეს. „ბუნებით დიად საქმეთა შესასრულებლად
დაბადებული და პატივმოყვარე კეისარი მოპოვებულ წარმატებებს როდი სჯერდებოდა;
მიღწეული გამარჯვება ბოლომდე ვერ ატკბობდა; პირიქით, მომავლისთვის აქეზებდა და
მხნეობას მატებდა. ეს წარმატებანი ახალ დიდ განზრახვებს უღვიძებდა და ახალი
სახელის მოხვეჭის ჟინს აღუძრავდა. თითქოს ყველა დიდება უკვე მოპოვებული ჰქონდა.
კეისრის ეს ვნება სხვა არა იყო რა, თუ არა ქიშპობა საკუთარ თავთან ისე, ვით ვინმე
სხვასთან; ეს იყო ერთგვარი პატივმოყვარული მისწრაფება, რათა მომავალში განზრახულ
საქმეთ უსაზღვროდ გადაეჭარბებინა მოპოვებული მიღწევებისათვის. კეისარს
განზრახული ჰქონდა და ემზადებოდა კიდეც იმისთვის, რომ პართების წინააღმდეგ
გაელაშქრებინა. პართების დამორჩილების შემდეგ იგი ფიქრობდა, გასულიყო
ჰირკანიაში, აჰყოლოდა კასპიის ზღვის სანაპიროებს და კავკასიას, შემოევლო
პონტოსთვის და სკვითიაში შეჭრილიყო; ხოლო აქედან გადაევლო გერმანიის მეზობლად
მდებარე მხარეები, თვითონ გერმანიაც და კელტთა ქვეყანაზე გადავლით იტალიაში
დაბრუნებულიყო. ამგვარად, კეისარს სურდა, ისე შეეკრა რომის იმპერიის წრე, რომ იგი
ყოველმხრივ ოკეანეთი ყოფილიყო შემოსაზღვრული. მოვრჩით ციტატას! მიუხედავად
იმისა, რომ ეს პატიოსანი ხალხი მრავალი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ამ საძრახის
ზნეს, მაინც არაფერი ეშველა თქვენს მტერს. მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან.
„მაშ, მიიღეთ, თქვენო უდიდებულესობავ, ეს მოკრძალებული ძღვენი იმავე
გრძნობით, რომლითაც მას გწირავთ: თუკი ინებებთ და გულდასმით განიხილავთ მას,
შიგ ჰპოვებთ ჩემს მხურვალე სურვილს მიაღწიოთ იმ სიდიადეს, რასაც სვებედნიერება
და ბევრი სხვა სიკეთე გიქადით. თუ თქვენი უდიდებულესობა თავისი სიმაღლის
მწვერვალიდან ერთხელ მაინც გადმოავლებს თვალს ამ დაბლობებს, დარწმუნდება,
რაოდენ დაუმსახურებლად ვითმენ ბედისწერის სისასტიკეს და დაუსრულებელ
13

უკუღმართობას“ (ნიკოლო მაკიაველი, მთავარი. დიდებულ ლორენცო პიერო მედიჩის


ძეს. წინასიტყვა). მაკიაველი თხუთმეტი წელიწადი ფლორენციის რესპუბლიკის
კანცლერი იყო. რესპუბლიკის! თავგამოდებით იცავდა რესპუბლიკას ტირანიისგან;
რამდენიმე წიგნიც კი დაწერა და, სხვათა შორის, ჭკვიანი ადამიანის სახელიც დაიგდო.
შემდეგ, ფლორენციის რესპუბლიკა ლორენცო მედიჩიმ შემუსრა და ტირანად დაჯდა.
სწორედ ამ მედიჩის ემუდარებოდა შემდეგი თხუთმეტი წელი სწორედ ის მაკიაველი
რაიმე, თუნდაც სულ უმნიშვნელო პოსტი მიეცა მისთვის. ბოლოს, წიგნიც კი დაწერა,
სადაც ტირანს ასწავლიდა, როგორც უნდა აეღო ხელში ძალაუფლება, რაც ისედაც
ჰქონდა. არ იფიქროთ, რომ მას ხელმოკლეობა აწუხებდა და ამიტომ იძულებელი შეიქნა,
სამათხოვროდ გაეწვდინა ხელი. არა, იგი შეძლებული მემამულე იყო; არაფერი აკლდა,
მეტიც ჰქონდა; ოღონდ რაიმეთი დაესაქმებინათ, ხელფასზედაც უარს ამბობდა. მედიჩიმ,
რა თქმა უნდა, პასუხიც კი არ აღირსა მას.
მეორე ამბავი სკანდინავიაში მოხდა. 1844 წელს გარდაიცვალა შვედეთის
ბერნადოტების დინასტიის დამაარსებელი, მეფე კარლ XIV. მიცვალებულის განბანისას
დიდებულები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მეფეს მხარზე ამოსვირინგებული
ჰქონდა დევიზი - ძირს ყველა მეფე! რა თქმა უნდა, გაახსენდათ, რომ ადრე,
ახალგაზრდობაში იგი საფრანგეთის რევოლუციის მგზნებარე მონაწილე, შემდეგ
ნაპოლეონის მარშალი ბერნადოტი იყო. იგი, ნაპოლეონის მხარდამხარ რესპუბლიკური
დივიზიის სათავეში, ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა ევროპელ მონარქებს.
მოკლედ, პატივმოყვარე ხალხს, ეშმაკი არ ასვენებს. ვიმეორებ, ძველები
პატივმოყვარეობას ადამიანის ბუნებრივ, თანდაყოლილ, თუმცა საძრახის თვისებად
თვლიდნენ. ანტიკური ხანიდან აღორძინებამდე არც ცივილიზაცია, არც აზროვნება წინ
არ წასულა; უფრო პირიქით მოხდა. მაკიაველიდან მოყოლებული, როგორც ჩანს,
საუკუნეთა გამოცდილებამ მოაზროვნე პიროვნებები დაარწმუნა, რომ ამ თვისების
დათრგუნვა, ან, თუნდაც, შეზღუდვა მიუღწეველი უტოპია იყო. ამიტომ, შეგონებებზე
ხელი აიღეს, პატივმოყვარეობის განქიქებას თავი ანებეს და რჩეულებს იმის სწავლება
დაუწყეს, ეს ლტოლვა როგორ დაეკმაყოფილებინათ. აქ გავჩერდეთ, თორემ, წარსულის
მაგალითები იმდენია, დღეს ვერ მოვათავებთ.
იგი - ეს ყველაფერი ზეპირად იცით?
მე - არა, თეზისები მაქვს ჩანიშნული. თუ არ ჩავხედე ჩემი ამბავი ვიცი, შეიძლება, წიაღსვლას
ისე გამოვეკიდო, მთავრი სათქმელი გვერდზე დამრჩეს. ძველ ჩანაწერებს ვქექავ. ამ
განცდის დაკმაყოფილება გამუდმებულ მეცადინეობას მოითხოვს. პატივმოყვარე კაცი
მოუსვენარია. კარიერა რომ გაიკეთოს, უნდა იმოქმედოს, ათასნაირი გეგმა ააწყოს,
ვიღაცას უნდა შეეკრას სანამ ჭირდება, სხვას შეეკრას სანამ დაჭირდება. ეს
განუწყვეტელი მეცადინეობა ქანცის გამწყვეტია. ყველაფერს ამას მოტივირება ჭირდება;
საზოგადოებასთან, საკუთარ თავთან, სინდისთან შეთანხმება. მოკლედ ასეთი კაცი
გამუდმებით ჭაპანწყვეტაშია. ამას მთელი მისი არსება ემორჩილება. ეს იმდენად
მძლავრი მისწრაფებაა, იმდენად იპყრობს მას, რომ გარშემომყოფნი ხშირად
გაკვირვებულნი არიან მისი მჩქეფარე ენერგიით, თავგამოდებული საქმიანობით.
14

იგი - პოლიტიკოსებზე ამბობთ?


მე - არამხოლოდ მათზე. უბრალოდ ისინი უფრო ჩანან. ვისი ისტორიაც არ ვიცით, მას ხომ
ვერ გამოვედევნებით? ასეთ კაცს ევდემონიის ნიჭი არ აქვს, ვერ ისვენებს; საამისოდ
„დროს ვერ პოულობს“.
იგი - ეს დეპრესიას ეხმიანება!
მე - კი, ბატონო! ზოგჯერ რაიმე გაუგებარი, მიუწვდომელი აზრი პარადოქსის მეშვეობით
ხდება ხოლმე ცხადი. პატივმოყვარეს ბევრი საზრუნავის გამო კი არ აქვს მოუცლელობა,
არამედ, პირიქით, ევდემონიის უუნარობის გამო იჩენს გამოულეველ საქმეს. მისი
პიროვნება ორად, ურთიერთსამტრო „მე“-დ არის გახლეჩილი. ეს აუტანელ
მდგომარეობას ქმნის. იგი გამოსავალს ეძებს, ერთ-ერთ „მტერ“ მე-ს გარეთ ერეკება და ამ
დამოკიდებულებას სხვას, გარემოს აწერს. (ამას ეწოდება პროექცია). ამიტომ, გარემო,
სხვა ადამიანები მტრად აღიქმებიან. მტერს გამუდმებით უნდა ებრძოლოს, რათა არ
დამარცხდეს (ხო,ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად ხდება). ასეთმა კაცმა
თუ საწადელი აისრულა და გარემო მთლიანად დაიმორჩილა (ასე ვთქვათ, იმპერატორი
გახდა), კატასტროფა მოუვა; მერე ვიღას მიაწეროს ,,მტერი“-მე თუ მტერი არ ეყოლა!
ამიტომ, საბოლოო გამარჯვება დაღუპვად აღიქმება (ამას ვერ ხვდება, მაგრამ გრძნობს).
მას მტერი ჭირდება; გამუდმებით ეძებს და ნახულობს ხოლმე. მუდმივად საომარ
მდგომარეობაშია. მოცლა, მოდუნება, ევდემონია წარმოუდგენელი, დაუშვებელია.
მისი არაცნობიერი „მე“ გააფთრებით იბრძვის, რათა პიროვნებამ ნანატრს არ მიაღწიოს.
კარიერისთვის ბრძოლა შველაა, მტერს პოულობს, მაგრამ არც გამარჯება დაიშვება. იგი
აზარტული მოთამაშესავით იქცევა; მოგების ჟინით შეპყრობილი სათამაშო მაგიდას
მიუჯდება და სრულ წაგებამდე თამაშობს. თუ მარცხი შეემთხვა და მოიგო, მანამ ვერ
მოისვენებს, სანამ ამ უკანასკნელ თეთრს არ წააგებს. ეს მისთვის ხსნაა. იგი ნელ-ნელა
ისევ იკრებს ენერგიას და წაგებულის ამოსაგებად ბრძოლაში ებმება. ასეთ კაცს თუ
ბედმა გაუღიმა და ადრე დაიღუპა (მაკედონელი), ხომ კარგი, თუ არა, საბოლოოდ
გააფრენს (როგორც კამბისესი). ასეთები ტრაგიკული პიროვნებები არიან; მიზანს თუ
მიაღწიეს, უბედურნი არიან ამ მიზნის მიუღწევლობით, ხოლო, თუ წადილი აისრულეს,
სრული კატასტროფა აქვთ - კრახი. ეს დასკვნა რამეს ეხმიანება?
იგი - სულიერი აშლილობის რომელიღაც სახეს.
მე - ნევროზს. დღეს ამით მოვრჩეთ, შემდეგ კიდევ გამოგიძახებ!
15

ცისფერობა (ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი)

მე - ცისფერების საკითხი არ განვიხილოთ!?


იგი - კი, ბატონო! ამაზე არის ისეთი ჩანაწერები, სადაც ამბობენ, რომ ასეთი ლტოლვა თითქმის
ყველას აქვს, ოღონდ ვერ ბედავენ ..
მე - ამის ჩადენას?
იგი - რა თქმა უნდა, ამის ჩადენას ვერ ბედავენ.
მე - ამ ნათქვამს გარკვეული საფუძველიც აქვს.
იგი - და შენ...
მე - არა, მე არა, ბატონო , მაგრამ...საფუძველი აქვს, მაგრამ სწორი არ არის!
იგი - რა საფუძველი?
მე - კი, ბატონო გაგიმარტავ...
იგი - მაგათ თუ დავუჯერეთ, ცნობილი მხედართმთავარი ალექსანდრე მაკედონელიც იმნაირი
იყო.
მე - ფილმზე ამბობთ?
იგი - გამოიყვანეს ცისფრად ალექსანდრე მაკედონელი..ისეთი პიროვნება, რომელსაც ამასთან
არანაირი დამოკიდებულება არ ქონდა! მაკედონელს თან დაჰყავდა ისტორიკოსების და
ფილოსოფოსების მთელი ჯგუფი, რომლებიც მის ყველა ნამოქმედარს ზედმიწევნით
იწერდნენ.
მე - კი, ბატონო!
იგი- ალექსანდრე მაკედონელი მის ერთ გამონათქვამში ამბობს: ძილის და ქალის
მოთხოვნილება რომ არ მქონდეს, თავი ღმერთი მეგონებოდაო.
მე - მეტსაც გეტყვი. აზიაში, რომ ლაშქრობდა, ერთ-ერთმა პროვინციის გამგებელმა ორი
ლამაზი ბიჭი გამოუგზავნა. ალექსანდრე განრისხდა, რა შემატყო ასეთიო. გამომგზავნი
ანძუხზე ჩამოაკიდებინა.
იგი - ასეთ კაცს ამას როგორ სწამებენ!
მე - სექსუალური უკუღმართობები ახალი მოგონილი არ არის. ყოველთვის იყო.
პლატონის„ნადიმი“ ხომ იცით?
იგი - დიახ.
მე - პლატონი ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდა, მეოთხე საუკუნეში. პატარა წიგნი დაწერა
„ნადიმი“, (ანუ სიმპოზიუმი). ამ წიგნის პერსონაჟები ისტორიულად ცნობილი პიროვნებები
არიან სულ მამაკაცები - ვაჟები. დათქვეს, ყველას თითო ტოსტი უნდა ეთქვა სიყვარულზე.
„ნადიმი“ ამ ტოსტების კრებულია. არც ერთ ტოსტში, ანუ მთელ წიგნში ქალს არ ახსენებენ.
იგი - აბა?!
მე - ცისფერების ლხინია. პერსონაჟები იქ არდამსწრეს სოკრატეს დასცინიან, არასდიდებით ვა-
ჟებს არ ეკარებაო. ეს პლატონის მიერ შეთხზული ქმნილებაა და არა ნამდვილი ამბავი. ნამდ
16

ვილად ვიცით, რომ ცნობილი, იქ დამსწრე სარდალი ალკიპიადე იმნაირი არ იყო. არადა,ნა-
დიმში ყველაზე მეტად ის იწონებს თავს პედერასტობით; სოკრატე ვერაფრით ვაცდუნეო.
ეს წიგნი, ვითომ, ათენელების საერთო განწყობას გამოხატავდა?
იგი - ვითომ სოკრატე რატომ არა?
მე - არ ვიცი; განმარტებული არ არის. მართლაც ასეთი ურთიერთობები რომ ჰქონოდათ იმდრ-
ოინდელ ათენში, ან, პლუტარქეს მიხედვით სპარტაში, (იქ უარესი უწერია) შთამომავლობა
აღარ დარჩებოდათ ბერძნებს.
იგი - ხო. ბიბლიური სოდომის და გომორას დაქცევის ამბავი ხომ იცი?
მე - კი. მთელ ქალაქში ერთი მამაკაციც... არ გამოჩნდა, ვისაც მამათმავლობის საწინააღმდეგო
სიტყვა ეთქვას.
იგი - არა ერთი კი იყო, რომელმაც მოსული ანგელოზები შეიფარა, ერთი იყო...
მე - ისიც იმიტომ, რომ მასპინძელი იყო და თავის სტუმრებს იცავდა. ალბათ ამ საკითხზე უარს
არც ის იტყოდა.
იგი - დიახ!
მე - არ არის ეს იმდროინდელი ცხოვრების გამოხატულება, იმიტომ, რომ კიდევ
დოკუმენტურად, ისტორიული წყაროებიდან ვიცით, ერთხელ რომში ტრიბუნი
კლოდიოსი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და სახალხოდ თქვა; პომპეუსს ხალხის ბედი
როგორ ვანდოთ, თავს ქალივით ცალი თითით იფხანსო. არა თუ ცისფერობა იყო
სამარცხვინო, არამედ, ქალის ქცევის ოდნავ მიმსგავსებული ქმედებაც კი.
იგი - ესე იგი, ასეთი საქციელი სამარცხვინოდ ითვლებოდა!
მე - რა თქმა უნდა! კი, ბატონო!
იგი - ახლა რცხვენიათ კი არა, პარადებს აწყობენ.
მე - ხო, ამას საფუძველი ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებამ დაუდო. აგერ მისი წიგნი მიდევს:
„სექსუალური ფსიქოლოგიის ნარკვევები“. ქვეთავი - „პოლიმორფულ-პერვერსიული
მიდრეკილება“. ციტატებს დაგიწერ, თუ არა, ჩემი შეთხზული გეგონება. ან არასწორად
გაგებული. „საგულისხმოა, რომ ცდუნების შედეგად ბავშვი, შეიძლება, პოლიმორფულ
პერვერსიული გახდეს. მისი ყველანაირად გარყვნა შეიძლება.“ „ეს იმის მაჩვენებელია,
რომ კონსტიტუციურად ამისადმი მიდრეკილება აქვს. ცდუნება წინააღმდეგობას არ
აწყდება, რადგან სექსუალური უკუღმართობების საწინააღმდეგო კაშხალი სირცხვილი,
ზიზღი, ზნეობა ასაკის გამო ჯერ აღმართული არ არის, ან, ჯერ ჩასახვის პროცესშია. ასეთ
დროს ბავშვი საშუალო უკულტურო ქალივით იქცევა; მასაც შენარჩუნებული აქ
პოლიმორფულ - პერვერსიული მზაობა. ასეთი ქალი, შესაძლოა, სექსუალურად ნო-
რმალური დარჩეს, თუმცა, მარჯვე შემცდენის ზეგავლენით პერვერსიებს გემო გაუგოს
და ასეთ სექსუალურ ცხოვრებას დაადგეს. ასეთივე, პოლიმორფული, ანუ,
ინფანტილური დამოკიდებულებებით ეწევა პროფესიულ საქმიანობას მეძავიც.
მეძავების კოლოსალურმა რაოდენობამ, აგრეთვე, იმ ქალებისაც, ასეთი ცხოვრებისადმი
მიდრეკილება რომ აქვთ, თუმცა, ამ პროფესიას ასცდნენ, ბოლოსდაბოლოს, არ შეიძლება,
არ გვაღიარებინოს, რომ ყოველგვარი პერვერსიისადმი თანაბარი მიდრეკილება
ზოგადადამიანური და პირველადია“.
17

იგი - რაღაც ეჭვი მეპარება!


მე - არამხოლოდ - შენ. ფროიდი, რა თქმა უნდა, დიდი ავტორიტეტია, მაგრამ არც იმხელა, რომ
გოგოს და ბიჭს შორის კონსტიტუციური განსხვავება ვერ დავინახოთ.
იგი - ეს რას ნიშნავს?
მე - რას ნიშნავს და, ბოდიში და, ბიჭს ჭუჭუები დაბადებიდანვე ჰკიდია, გოგოს - არა. სქესობ-
რივი განსხვავება მხოლოდ იმიტომ არის, რომ შთამომავლობა შეიქმნას, ანუ ეს
მიდრეკილება იმიტომ ჩნდება, რომ შთამომავლობა გაგრძელდეს და სახეობა არ
დაიკარგოს. ცხოველებიც ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მათ ეს საქმიანობა სიამოვნებთ.
ისინი შთამომავლობაზე რა თქმა უნდა არ ფიქრობენ, მაგრამ ბუნებას კარგად
დაუწესებია,რომ სქესობრივი განსხვავება არის პირველადი, ეს არის განმსაზღვრელი
და არა სირცხვილი, ზიზღი და ზნეობა. გავაგრძელებ! „ფსიქოანალიტიკური კვლევები
გადაჭრით ეწინააღმდეგება ცდას, ჰომოსექსუალისტები სხვა ადამიანებისგან
განსხვავებულ ჯგუფად გამოჰყოს. არამარტო ღიად გამოვლენილი, არამედ სხვა
სექსუალური აღგზნების შესწავლამ დაგვანახა, რომ ყველა ადამიანი მიდრეკილია
თავისივე სქესის წარმომადგენელი აირჩიოს ობიექტად და ეს პროცესი არაცნობიერად
განახორციელოს.“ „მეტიც, ლიბიდური გრძნობების დამოკიდებულებაში საკუთარი
სქესის პირებისადმი ლტოლვა არანაკლებ როლს თამაშობს ნორმალურ სულიერ
ცხოვრებაში, ხოლო დაავადების აღძვრაში გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.
,,ფსიქოანალიზი თვლის, რომ პირველადია მამრობითი ან მდედრობითი სქესის
ობიექტების არჩევის განურჩევლობა ისე, როგორც ეს ბავშვობაში, პრიმიტიულ
საზოგადოებაში ხდება, ან უძველესი ხანის ადამიანებში ხდებოდა“...
იგი - რა იცოდა ფროიდმა, რა ხდებოდა უძველესი ხანის ადამიანებში!?
მე - ხო, რა თქმა უნდა იმდროინდელი არც ჩანაწერები არსებობს და არც სურათები ...ეს მისი
ვარაუდია. აი, კიდევ: „აი, ამ პირველადი მდგომარეობიდან ერთი ან მეორე მხარის შეზღუდვა
ნორმალურ ან ინვესტირებულ ტიპს ავითარებს. ფსიქოანალიზის მიხედვით ვაჟის
განსაკუთრებული სექსუალური ინტერესები ქალისადმი პრობლემას წარმოადგენს. იგი
ასახსნელია და არა რაღაც თავისთავად ცხადი, რასაც ქიმიური მიზიდულობა უდევს
საფუძვლად“.
იგი - ფროიდი ცისფერი იყო?
მე - არა, საქმეც ეგ არის! არ იყო.
იგი - აბა, რაში დასჭირდა ეს წიაღსვლები?!
მე - ხო, მოიცადე ჯერ გავიდე ბოლოში...ალბათ ყველაფრის დაჯერება შეიძლება, თუმცა,
სექსუალური პროცესი არაცნობიერად როგორ უნდა განასახიეროს კაცმა, ამის
წარმოდგენა ადვილი არ უნდა იყოს.
იგი - გაუცნობიერებელი მიდრეკილება აქვს ეტყობა- ამას ნიშავს.
მე - მიდრეკილება სხვაა და პროცესი – სხვა. ვაგრძელებ! „პერვერსიების შესწავლისას იმ
აზრამდე მივედით, რომ სქესობრივ ლტოლვას ბრძოლა უწევს ისეთ სულიერ ძალებთან,
როგორიც არის წინააღმდეგობები. მათგან ყველაზე მეტად სირცხვილი და ზიზღი
გამოიყოფა. დასაშვებია მოსაზრება, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ, რათა ლტოლვები,
18

ასე ვთქვათ, ნორმალურ ჩარჩოებში მოათავსონ. თუ ეს ლტოლვები ინდივიდში


სქესობრივ საბოლოო განვითარებამდე ჩამოყალიბდა, ალბათ, მის განვითარებას
გარკვეულ მიმართულებას მისცემს“. ეს სხვა თავში უწერია: „ორი დასკვნა“.
იგი - საცოდავი!
მე - გაუფრენია საწყალს! ხომ?
იგი - აბაა!
მე - რა თქმა უნდა, ბევრი წინააღმდეგობაა, მაგრამ წვრილმანებში ნუ ჩავეძიებით; შორს
წაგვიყვანს. სხვა თავში ასევე „ნევროზი და პერვერსია“ ასეთი რამ უწერია: „სისასტიკის
და ლიბიდოს ამ კავშირისგან სიყვარული სიძულვილად გარდაიქმნება, ნაზი სულიერი
ძვრათაგან– მტრობა. ეს ნიშანდობლივია ნევროტული შემთხვევათაგან უმეტესობისთვის
და, აგრეთვე, როგორც ჩანს, მთელი პარანოიისთვის“. ხედავ რა ხდება?
იგი - ჰოოო!
მე - თურმე აგრესიულობას ჰომოსექსუალური ლტოლვის დაუკმაყოფილება იწვევს.
იგი - არა-ა!
მე - ფროიდი და შემდეგდროინდელი საზოგადოებრივი აზრი ბიძგს აძლევს, ახალისებს
ქალის ქალთან და ვაჟის ვაჟთან სქესობრივ ურთიერთობას. მათი აზრით, ამ ლტოლვის
განხორციელება ძირშივე სპობს აგრესიულობას. თუ განუხორციელებლობა აგრესიას
იწვევს, დაშვება - ქვეყანაზე სამუდამო მშვიდობას, ერთობას და სიყვარულს
დაამკვიდრებს.
იგი - ვააახ!
მე - რა იყო, არ გჯერა?
იგი - უუუფ!
მე - აი, რა მიწერა ზიგმუნდ ფროიდმა შტეფან ცვაიგს: „მოტივი ცხადია, ვაჟს სხვა ვაჟი
სიყვარულს სთავაზობს, მაგრამ ბევრისთვის, ყველასთვის, ვინც თავს ნორმალურად
თვლის, ასეთი მდგომარეობა პრობლემებს უქმნის. რატომ არ შეუძლია ვაჟს, სხვა ვაჟის
ფიზიკური სიყვარული მიიღოს, თუკი მის მიმართ უძლიერესი ფსიქიკური
დამოკიდებულება აქვს? ეს ხომ არ ეწინააღმდეგება ეროსის ბუნებას. ვაჟთა შორის
ბუნებრივი ქიშპობის გადალახვით განსაკუთრებული ტრიუმფიც კი იქნებოდა.
ისტორიული განვითარების პოზიციიდან ვაჟთა შორის სიყვარულის მიმდინარეობა
უფრო ადვილიც იქნებოდა, მეტ სიამოვნებასაც მიანიჭებდა, რადგან გადასალახი არ
იქნებოდა ქალს და ვაჟს შორის არსებული უცხოობის დანაშრევი, თავისუფალი იქნებოდა
მათ შორის ურთიერთობის მომწამლავი სადისტური დანაშრევისაგან“.
იგი - მართალს ამბობთ, ხუმრობთ თუ – ის…
მე - არცერთი! ფროიდის ამ ლოგიკამ იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ ასეთ სამარცხვინო
ურთიერთობებს სამარცხვინეობა ჩამოცილდა. უფრო მეტიც, ამის არქნა იქცა
სამარცხვინოდ. თურმე ქალის და ვაჟის სასიყვარულო ურთიერთობა არაბუნებრივი
ყოფილა. ამის არჩამდენი ჩამორჩენილი, გოიმი, საკუთარ მისწრაფებებში გაურკვეველი
ყოფილა. ეს კი სამარცხვინოა. ზოგი, ვინც ასეთ რამეს მაინც არ შვება, ეს აგრესიულობას
19

ბადებს და კაცობრიობის წინსვლას აფერხებს. ამიტომ, საყოველთაო ბედნიერების


მისაღწევად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ გაპედერასტდეს.
იგი - კარგით, ახლა თუ ერთი ადამიანი შეცდა და რაღაცა შეცდომა მოუვიდა, ეს ხომ არ უნდა
გავრცელდეს ყველაზე?
მე - ხო. კარგი კითხვაა! ფროიდს ეს აზრი ციდან არ ჩამოუტანია. არც მხოლოდ საკუთარ
ლტოლვას მიუყვანია აქამდე. მან პირველმა მიაგნო, რომ ადამიანის ფსიქიკას
არაცნობიერი კუნჭული აქვს და იგი ჩვენ ცნობიერებას წარმართავს, აქეთ ან იქეთ. იგი
ისტერიით შეპყრობილებს მკურნალობდა და ლოგიკამ ასე წაიყვანა.
იგი - რა ლოგიკამ?
მე - ეს რომ გაიგო, ფროიდის მკურნალობის მეთოდი უნდა იცოდე. იგი პაციენტს ტახტზე
წამოაწვენდა, თავად თავთან უჯდებოდა და თხოვდა, დაუბრკოლებლად ელაპარაკა
ყველაფერზე. რაც კი თავში მოუვიდოდა, მერე ასე ვთქვათ, მისი ნათქვამების მონტაჟს
აკეთებდა.
იგი - ეს მაინც ვიცით, რომ მონტაჟით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის გამოტანა
შეიძლება.
მე - კი ბატონო, ჩემი აზრით, სწორედ ამაში შეცდა. ცნობილ ფსიქოლოგს, ფსიქიატრს და
ფსიქოანალიტიკოსს ლეოპოლდ ბელაკს ერთი კარგი ფრაზა აქვს: „ მოქმედებისკენ
ლტოლვა პათოლოგიური ხდება მაშინ, როცა იგი დაბრკოლებას აწყდება და მოქმედების
განხორციელება შეუძლებელი ხდებაო“. ამ აზრს საქმეში ჩახედული ყველა მკვლევარი
ეთანხმება, მაგრამ სიტყვებში „ლტოლვა“ და „დაბრკოლება“ ამ სიტყვებში სხვადასხვა
აზრს დებენ.
იგი - სხვა მოსაზრებებიც არის.
მე- კი, ბატონო! ფროიდი „ლტოლვაში“ ბისექსუალობას გულისხმობდა,
„დაბრკოლებაში“სირცხვილს, ზიზღს და ზნეობას. სხვა მოსაზრებებიც არის, რა თქმა
უნდა. ზოგი თვლის, რომ ლტოლვა ადამიანში ჩადებული მხეცური მისწრაფებებია:
„შეუნდეთ, შეუნდეთ, შეუნდეთ
ბნელ ცოდვილს ლუციფერს,
ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,
ლუციფერს მრისხანე ვეფხვივით
დაკოდილს და ახლა მძინარეს“.
ზოგს დაბრკოლება ზნეობა ჰგონია. ზოგს სხვა რამე და ზოგს - სხვა. იმის მიხედვით, ვის
რა ეგონა ლტოლვა და დაბრკოლება, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური
მიმდინარეობებიც კი შეიქმნა ამის მიხედვით. სულიერი აშლილობის მკურნალობის
მეთოდოლოგიებიც გაჩნდა: ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპია, ჯგუფური
ფსიქოთერაპია, ჰუმანისტური, კოგნიტური, ფსიქოანალიტიკური, სუგესტოთერაპია,
ეგზისტენციალური, აუტოტრენინგი, არტთერაპია, შრომათერაპია.
იგი - რომელიმეს ჭკუა თუ ეტყობა მანდედან?
20

მე - არა, უჭკუობა არც ერთი არ არის, მაგრამ...სულიერი აშლილობის ნამდვილ მიზეზს


ვერავინ მიაკვლია. ყველაზე უფრო ახლოს ფროიდი მივიდა, ახალ მესიადაც კი აღიარეს.
უკვე გითხარი, თუმცა...
იგი - მაგის თქმა ადვილი არ არის.
მე - რომ ცდება, ამის თქმა ადვილია, ბევრსაც უთქვამს, მაგრამ...
იგი - თუ ავადმყოფობის მიზეზს არ მიაკვლია კაცმა , ისე ნებისმიერი მკურნალობა უნაყოფო იქ
ნება. ასე არ არის?
მე - ეს მედიცინაში ასეა, რომ სანამ არ მიაკვლევ დაავადების მიზეზს, ისე ამ დაავადებას ვერ
განკურნავ !
იგი - მგონი, მივხვდი, საითაც ექაჩებით თოკს.
მე - გამოცანა გერგება!
იგი - თქვენ იცით ეს?....
მე - კი, ბატონო!
იგი - მეტყვით?
მე - გეტყვით, კი ბატონო, მაგრამ....
იგი - რა მაგრამ?
მე - დღეს საუბარი მე მგონი გაგვიგრძელდა...
იგი - და როდის?...
მე - შემდეგი საბოლოო საუბარი... შემდეგისთვის გადავდოთ!
იგი - შევთანხმდით, შევთანხმდით!
21

ანორექსია-ნევროზა

მე - ჩვენს წინა საუბრებს გონების თვალი რომ გადავავლე, ვიფიქრე, ახლა ჯობია,
ანორექსიაზე ვილაპარაკოთ.
იგი - კი, ბატონო! როგრც გავრცელებულ ინფორმაციაში ამბობენ ამით ძალიან ბევრი ადამიანია
დაავადებული, ძირითადად ახალგაზრდა ქალებს ემართებათ. 19-დან 29 წლამდე ასაკის
ქალების 68% დაავადებელი ამ ავადმყოფობით. ეს ბევრი არ არის?
მე - არ ვიცი, ვერ გეტყვი. ერთი ვიცი, რომ ბევრს ჭირს.
იგი - მათზე ამბობენ, რომ მადა არ აქვთო, მაგრამ უმადობას რა იწვევს, გარკვევით ეს არ არის
დასახელებული. ეს შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლენასთან არის დაკავშირებული. ასე
ამბობენ რომ ეს უფრო შთამომავლობითიაო. გოგოები მოდელებს ბაძავან. თუ ეს
შიზოფრენიაა და თან უმადობასთან არის დაკავშირებული, ეს გაურკვეველია, აქ რა
შუაშია მადა.
მე - კი, ბატონო კარგად შეგინიშნავს! ხან ამბობენ, მადა არ აქვთო, ხან კი – ჩვეულებრივად შიათ
და თავს იკავებენ, არიქა არ გავსუქდეო. მაგრამ სულ საჭმელზე ზრუნავენ, მაღაზიაში დადიან,
კერძებს ამზადებენ, ახლობლებს ეპატიჟებიან, მაგრამ თავად არ ჭამენ!
იგი - გასუქების ეშინიათ, ხომ?
მე - ხო, ოღონდ სულ შიათ და ძალიანაც შიათ, ხანდახან თავს ვერ იკავებენ და მიასკდებიან;
ბევრს შეჭამენ, მერე, არიქა, არ გავსუქდეო და აღებინებენ, ამ ნაღებინებს ინახავენ და
მაცივარში დებენ.
იგი - სანამდე ათავსებენ ამას?
მე - თვითონ არ ღვრიან, ეტყობა ვერ იმეტებენ, თუ რომელიმე ოჯახის წევრი გადაღვრის,
ამაზე არ მწარდებიან. ისე ხდებიან, ძვალი და ტყავი რჩებიან, საოცარია, ასეთი ქალი
ძვალი და ტყავია, სარკეში ჩაიხედავს, თავის თავს მსუქანს უყურებს, რომ არ აგვერიოს,
როდესაც შიათ და არ ჭამენ, ამ დაავადებას ჰქვია ანორექსია- ნევროზა. შიათ და არ ჭამენ!
იმდენად არ ჭამენ, რომ იფიტებიან და ამ გამოფიტვით, შეიძლება დაიღუპონ კიდევაც!
არის შემთხვევები, რომ იღუპებიან.
იგი - უცნაურია, მათი ამ საქციელიდან გამომდინარე ფსიქოანალიტიკოსებმა დაასკვნეს,
საჭმლის მიღება მათთვის დედის შეჭმასთან არის გაიგივებულიო.
მე - ამიტომ მიუღებელია მათთვის საჭმლის ჭამა საერთოდ.
იგი - ეს თითქოს ლოგიკურია.
მე - ლოგიკური ყოველთვის სწორი არ არის.
იგი - როგორ?
მე - კი, ბატონო! მაგალითს გეტყვი, სანამ ადამიანებს დედამიწა ბრტყელი ეგონათ, ზევით
ატყორცნილი საგანი რომ უკან ვარდებოდა, ეს ძალიან ლოგიკურად ჩანდა. მერე, რომ
გაიგეს დედამიწა მრგვალიაო, შეიცვალა ლოგიკა. თუ ადრე რაღაცა ლოგიკური ეგონათ,
22

შემდეგი აღმოჩენით ეს ლოგიკა მცდარი აღმოჩნდა, ამიტომ, შეიძლება, რაღაცა თითქოს


ლოგიკური იყოს, მაგრამ, ამავე დროს, სწორი არ იყოს.
იგი - ფსიქოანალიტიკოსებს რატომ ჰგონიათ, რომ მათი ეს საქციელი დედის შეჭმასთან არის
გაიგივებული; თვითონ ვერ გაერკვნენ?
მე - დებილები არ არიან, რა თქმა უნდა, არა, პირიქით, ვისაც ანორექსია -ნევროზა ჭირს სხვა
საკითხებში კარგად ერკვევიან, კარგად აზროვნებენ, კარიერასაც კი იკეთებენ. მაგრამ
ღრმად წასულები იღუპებიან. თუ დროზე მიასწრეს, ათასნაირი ინექციით
მოაბრუნებენ, თითქოს მოასულიერებენ, მაგრამ მერე ისინი ისევ უბრუნდებიან იმას,
რომ არ ჭამონ. მოკლედ, დედის შეჭმასთან რომ არის ეს დაკავშირებული, რა თქმა უნდა,
ამაში ფსიქოანალიტიკოსები ცდებიან.
იგი - რატომ გგონიათ, რომ ამ საკითხში ფსიქოანალიტიკოსები ცდებიან? ისინი იმასაც
ამბობენ, ანორექსიული მდგომარეობა შიზოფრენიასთან არის დაკავშირებულიო,
შიზოფრენია და ფსიქოზი ცალკე ავადმყოფობაა და რატომ აკავშირებენ ერთმანეთთან?
მე - მოდი, ასე ვთქვათ, ფსიქოზების დროს (შიზოფრენია ფსიქოზის ერთერთი სახეობაა)
ჰალუცინაციები არის ხოლმე და ვისაც ანორექსია-ნევროზა ჭირს, მათ ჰალუცინაციები
არ აქვს. ამიტომ ეს ცოტა განზე დგას ჩვეულებრივი შიზოფრენიისგან, თითქოს ასეთი
დაავადებაა, მაგრამ გონების სინათლეს ინარჩუნებენ და თან ჰალუცინაციები არა აქვთ,
მაგრამ რა არის ეს, ამას რა იწვევს, ვერავინ მიაკვლია ჯერჯერობით ამ მიზეზს,
მართალია, ერთი პერიოდი ეგონათ, ფილოსოფიური ქვა ნაპოვნია, სულიერი
აშლილობის მიზეზი მიკვლეულიაო. ამის მკვლევარი ფროიდი ახალ მესიადაც კი
აღიარეს, მაგრამ...
იგი - რა მაგრამ?
მე - ასეთი მაგრამ ყოველთვის ჩნდება! ამ მეთოდით არათუ ფსიქოზები, ნევროზის
უმარტივესი ფორმები ისტერიები და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ვერ
განკურნეს ფსიქოანალიზით. მითუმეტეს ვერ კურნავენ უფრო მძიმე დაავადებებს, ამან
დაბნეულობა გამოიწვია. ფსიქოანალიტიკოსთა უმრავლესობამ ისევ ფსიქიატრიას
დაუკრა თავი. ანუ ისევ ფარმაკოლოგიურ მკურნალობას დაუჭირეს მხარი.
ფსიქიატრების მსგავსად დაავადების სწორ მიზეზს ვერ მიაკვლიეს ვერც მათ.
ფსიქიატრებს მზადა აქვთ პასუხი თუ ვერ გაიგეს, საიდან მომდინარეობს ეს დაავადება,
ამბობენ, შთამომავლობითიაო. მერე გამონახავენ ვიღაცა ყვავი ჩხიკვის მამიდას! ან ამას
ჭირდა, იმას ჭირდა, ან ბაბუის მხრიდან ან მამიდას ან ვიღაცას და, აი, იმ
შთამომავლობის არისო - პასუხი მზადაა. თუ თქვეს რომ შთამომავლობითიაო, არც
ყოფილა საჭირო კვლევა, რამ გამოიწვია და როგორ უნდა მოვარჩინოთ.
იგი - რადგან სულიერ აშლილობათა მიზეზს ვერ მიაკვლიეს, მათი კლასიფიკაციაც არ იქნება
სწორი.
მე - კი, ბატონო! რა თქმა უნდა!
იგი - მაშინ, არც ის იქნება ზუსტი, რომ საჭმლის მიღება-არმიღება დედის შეჭმასთან არის
გაიგივებული.
მე - მაგრად მიდიხარ!
23

იგი - თუ რაიმე დაავადებაზე ვიტყვი თანდაყოლილიაო, მიზეზთა კვლევაც არ იქნება საჭირო.


მე - არ არის, რა თქმა უნდა, ამიტომ, - ხელები დაგვიბანია. წამალს იძლევიან, მოადუნებენ,
ძალიან დიდი ბოდიში, გამოაშტერებენ და დაავადება თითქოს უკან იხევს. არცერთი
სულიერი დაავადება, გონების ჩამორჩენილობას არ ვამბობ, არცერთი სულიერი
დაავადება შთამომავლობითი არ არის!
იგი - ესე იგი, შეძენილია!
მე - რა თქმა, უნდა შეძენილია! ძალიან ხშირად ერთმანეთში ერევათ გონებრივი ჩამორჩენა
და სულიერი დაავადება. ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანები არავითარ
შემთხვევაში არ არიან გონებრივად ჩამორჩენილები, უამრავი ადამიანი შეგვიძლია
ჩამოვთვალოთ სულიერად დაავადებული გენიოსებიც კი იყვნენ.
იგი - ესე იგი, თუ სულიერი დაავადება შეძენილია, მაშინ მათი განკურნებაც შესაძლებელია?!
მე - კი, ბატონო! მათი განკურნება შესაძლებელია! მაგრამ თუ ვერ მივაკვლიეთ, რა იწვევს
ამას, რატომ ხდება ადამიანი, რომელსაც გონება არ აკლია, ფსიქიკურად ავადმყოფი. რა
იწვევს ამას, თუ ამას არ მივაკვლიეთ, განკურნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია!
იგი - თქვენ მიკვლეული გაქვთ?
მე - კი.
იგი - რა წარმოშობს? მიზეზი. . .
მე - მოდი, ნუ გავექცევით..თემას. წიაღსვლებმა, შეიძლება, ტყეში გაგვიყვანოს, ჯერ
ანორექსიაზე საუბარი არ დაგვიმთავრებია.
იგი - კი, ბატონო!
მე - რატომ ჭამს ადამიანი?
იგი - შია.
მე - კი, შია და იმიტომ. თუ ძალიან შია და მაინც არ ჭამს, ვითომ ფიგურა არ გამიფუჭდეს, არ
გავსუქდეო, ეს ხომ ლოგიზაციაა-ანუ როდესაც რაღაც ქცევის ლოგიკაში ჩასმა გვინდა.
მიუხედავად იმისა რომ გონება არ აკლიათ, რაღაცაზე თვალი უბნელდებათ.
იგი - ესე იგი მათი ეს საქციელი არაცნობიერია ხომ?
მე - რა თქმა უნდა!
იგი - ამას როდის განვიხილავთ?
მე - მანამდე კიდევ გვაქვს სალაპარაკო! ანორექსიაზე კიდევ გვაქვს სასაუბრო, ექიმები
ამბობენ, ანორექსიას ვკურნავთ, ოღონდ ამ მკურნალობას ათი-თორმეტი წელი
ჭირდებაო.
იგი - თუ შთამომავლობითია ინკურნებიან?
მე- არ ინკურნებიან, 10-12 წლის მერე ანორექსია მკურნალობის გარეშეც ქრება, თუ ამასობაში
სიგამხდრით არ მოკვდა. ქრება ანორექსია, მაგრამ არ ქრება სულიერი დაავადება, მერე
სხვა სიმპტომები წამოიწევს ხოლმე წინ. ექიმები ან თავს იტყუებენ ან გონიათ, რომ
მოვარჩინეთო, იმიტომ რომ ჭამენ, მაგრამ სხვა დაავადება მოდის სხვა
სიმპტომატიკით.
იგი - ესე იგი, თავისით როგორღაც მაინც ინკურნება?
24

მე - უჭმელობა კი, ანორექსია-ნევროზა, მაგრამ არ ინკურნება სულიერი დაავადება, მათთვის


ჭამა სიკვდილზე უარესია.
იგი - სიკვდილზე უარესი რა უნდა იყოს?!
მე - გაურკვეველი უბედურება. ბუდას შეგონების ტრიადიდან ერთი გავიხსენოთ: „ტანჯვას
სურვილები ჰქმნის, თუ სურვილებს დავძლევთ, ტანჯვაც გაქრება“.
იგი - სწორად მიუგნია!
მე - თუ სურვილი ტანჯვას იწვევს, იგი უნდა დავძლიოთ. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?
იგი - როგორც ეს ბუდამ ჰქნა. შიმშილით, ორგანიზმის გამოფიტვით. გამოფიტულ ორგანიზმს
სურვილები უქვეითდება.
მე - ხო. ეს შეიძლება, ასე გავიგოთ; თუ კარგად ვიკვებებით, ბევრი სურვილი გვიჩნდება,
ყველას ვერ დავიკმაყოფილებთ და ამიტომ ვიტანჯებით. მეფენიც კი ,,შფოთვენ და
დრტვინვენ, და იტყვიან, როდის იქნება ის სამეფოცა ჩემი იყოს.“ მიღწეულით ვერ
დაკმაყოფილდა ვერც ალექსანდრე მაკედონელი, ვერც ნაპოლეონი, ვერც ჰიტლერი, ვერც
სტალინი, ვერავინ!
იგი - რაღაც არ მგონია, ყველა ანორექტიკი ბუდას მოძღვრების მიმდევარი იყოს.
მე - არა, რა თქმა უნდა! ისინი იტანჯებიან და თუ არ ჭამენ, მდგომარეობა უმსუბუქდებათ.
უჭმელობით ტანჯვას იმსუბუქებენ. ასევე იმსუბუქებს ტანჯვას ნარკომანი ნარკოტიკით,
ალკოჰოლიკი სპირტიანი სასმელით, ტანჯვის შემამსუბუქებელია აზარტული თამაშები,
კომპიუტერთან მიჯაჭვა, ფათერაკები, სისასტიკის გამოჩენა, სერიალების გამუდმებული
ყურება და კიდევ სხვა მრავალი. ყველაფრის ჩამოთვლა არ ღირს.
იგი - ტანჯვას რა იწვევს?
მე - აი, მივედით, როგორც იქნა, მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა.
იგი - რას ვშვებით, ამ მძიმე ფსიქიკური დავადების შესახებ ვიტყვით დღეს?
მე - არა, ჯერ ეს ვიკმაროთ. დღეს დავამთავროთ და შემდეგ შეხვედრაზე განვაგრძოთ.
იგი - კარგი.
25

მოწყენილობა

მე - დღეს მოწყენილობაზე ვისაუბროთ!


იგი - მოწყენილობაზე?!
მე - კი, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. მის განსაქარვებლად ადამიანმა ბევრი რამ
მოიგონა; ხელოვნება, ლიტერატურა, თამაშები... ჩამოთვლას, ჯობს, ის ვთქვათ, რაც
გასართობად არ არის მოგონილი. ეს მხოლოდ უშუალო მოხმარების საგნებია.
იგი - მოწყენილობა გვეუფლება...
მე - მოცალეობის დროს, კი ბატონო. ამ საკითხს კონსტანტინე გამსახურდია თავის „დავით
აღმაშენებელში“ მთელ პასაჟს უძღვნის. სახელმწიფო საქმიანობისგან უკვე განმდგარ
გიორგი II-ს სტუმრად ჰყავდა ბიზანტიის (რომის იმპერიის) ასევე გადამდგარი
სტრატეგოსი. ილხენდნენ. სტუმარი გიორგის განწყობამ აღაფრთოვანა, თქვენ, მეფევ
ბატონო, ევდემონიის იშვიათი ნიჭი გაქვთო.
იგი - ევდემონია რა არის?
მე - სწორედ ამ სიტყვას გამოეკიდნენ ისინიც და კარგა ხნის ბჭობის მერე დაადგინეს,რომ
ევდემონია მოცალეობით განცხრომა არისო. მწერალმა კარგად იცოდა, რომ ეს იშვიათი
ნიჭი იყო. რადგან მხატვრულ ნაწარმოებებზე ავიღეთ ქანი, კიდევ ერთ მაგალითს
მოვიყვან.
იგი - იუმორისტს?
მე - არა, ჩემი აზრით მწერალთა შორის ფსიქოლოგიის ყველაზე უკეთეს მცოდნეს,
ალექსანდრე დიუმა მამას. მისი რომანების კითხვისას კაცს ნამდვილად უქარწყლდება
მოწყენილობა, ისე რომ თავი ავიწყდება. მეტიც, ავიწყდება, რომ კითხულობს.
„ორმოცდახუთში“ მეფე ჰენრიჰ III-ის შესახებ წერს: „ჰენრიჰი ნამდვილი საფრთხეების
წინაშე ბრძოლისას შესანიშნავი სიმამაცით გამოირჩეოდა, თუმცა, ბავშვების და ქალების
დარად ცრურწმენები აძრწუნებდა. მას მოჩვენება აშინებდა, მოლანდებების წინაშე
თრთოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, შიშის განცდა მისთვის თავისებური გართობა იყო.
როცა ეშინოდა, ისე მოწყენილი აღარ იყო. იგი იმ პატიმარს ემგვანებოდა, საკანში
ჯდომით და უსაქმურობით თავმობეზრებულს რომ ამცნეს, წამებით დაკითხვაზე უნდა
გაგიყვანოთო, წამოიძახა, ძალიან კარგი, რაღაც ცვლილება მაინც იქნებაო.”
(„ორმოცდახუთი“, თავი XIV). ერთ ციტატას კიდევ მოვიყვან დიუმადან.
იგი - კი, ბატონო!
მე - მოწყენილობით თავმობეზრებულმა ჰენრი III-მ შუაღამისას ერთ-ერთი ფავორიტი,
ჰერცოგი ჟუაეზი ისტუმრა _ადმირალი _ არავითარ საფრთხეს რომ არ ეპუებოდა, მაგრამ
გემზე ყოფნას ვერ იტანდა.
იგი - მაგარი ადმირალი ყოფილა!
მე - სწორედ ეს არის დიუმა! ჰერცოგმა უთხრა: „ეს ალბათ ასეა, სირ, მაგრამ ჯერჯერობით
მთელი კვირა მოწყენილობაში უნდა გავატარო. არ ვიცი, რა საქმეს ვეწიო. აზრად
26

მომივიდა, ტკბილ სიზარმაცეს მივეცე. მოწყენილობა კარგი გართობაა... ადრე ასეთი


ჩვევა არ მქონდა. ვთვლი, რომ არც მომხიბლაობა აკლია. აბა, რა, მომხიბლავია! მიუგო
მეფემ, მოწყენილობა მოდური, ხომ, მე გავხადეო!“ (თავი XV).
იგი - ჰენრი ვალუას მეტი მოსვლია; მოწყენილობას ხომ ადრეც უჩიოდნენ.
მე - კი, მაგრამ გართობად დიუმას გმირებმა აქციეს.
იგი - ცნობილია ლუდოვიკო XIV-ს გამოთქმა – ერთ-ერთ დიდებულს შესთავაზა, მოდი, ერთად
მოვიწყინოთო.
მე - კი, ბატონო! ასეთ საშინელ მოწყენილობას მხოლოდ საფრანგეთის მეფეები არ
განიცდიდნენ. მათ, ხომ, საქმე თავზე საყრელად ჰქონდათ და, მოწყენილობისთვის
წესით, ვერც კი უნდა მოეცალათ. ესე იგი, მოწყენილობას მხოლოდ მოცალეობა არ
ჰქმნის. საამისოდ დროს ყოველთვის პოულობენ.
იგი - თუ ეძებ, იპოვნი.
მე - ეს დამთრგუნველი განცდა ფართო ცნებაა და მის გაფანტვას მრავალნაირად ვცდილობთ.
იგი - გართობა რომ მოწყენილობისგან თავდაღწევის საშუალებაა, ამას, ალბათ, დიდი მტკიცება
არ ჭირდება.
მე - ადამიანი ბევრი რამით ერთობა, ნადირობაც გართობაა (თუ სარეწი მნიშვნელობა არ აქვს).
გართობაა ჰობი, მოგზაურობა, წვეულება, დისკოტეკა, აზარტული თამაშები, სპორტული
სანახაობები...
იგი - აკვიატებები?
მე - თავისთავად! არა მხოლოდ აკვიატებული ქცევები, დაავადებების აკვიატებებიც; ეს მჭირს,
ის მჭირსო. ექიმების შეგონება _ არაფერი გჭირსო, არ ჭრის; ერთი უმძიმესი
დაავადებიდან მეორეზე გადადიან. შესაბამისი სიმპტომებიც კი უჩნდებათ. ამას სხვები
კარგად ამჩნევენ, მაგრამ, ზოგჯერ სხვებისთვისაც შეუმჩნეველია, დაავადება
ნამდვილია თუ შეუგნებლად, მაგრამ მაინც გასართობად მოგონილი. შაკიკიც (მიგრენი)
ასეა. მოგეხსნებათ, ეს დაავადება ძალზე გავრცელებულია მაგრამ დღემდე ამოუცნობი.
იგი - ძალიან ფართო წრე იხაზება.
მე - კი, ძალიან ფართოა. მოწყენილობას გაუცნობიერებლად ისეთი კისრისტეხით გაურბიან,
რომ დიდ უბედურებაში ვარდებიან ხოლმე. განა სხვა რამე იწვევს ლოთობას,
ნარკომანიას, ფათერაკებისკენ ლტოლვას, მეოთხე განზომილებაში
ტრანსცენდენტალობაში გადასვლას!? ბოლოსდაბოლოს, თუ ამ საშუალებებმაც არ
უშველა კაცს, გამუდმებული „შიში და ძრწოლა“ (ეს სიორენ კირკეგორია) ექნება და
თვითმკვლელობაც მიზიდულობას შეიძენს.
იგი - თვითმკვლელობაც გართობაა?
მე - აუტანელი მდგომარეობიდან გაქცევა: თვითმკვლელობაც, სხვისი მოკვლის დაუოკებელი
სურვილიც. ყველა ეს უბედურება, როგორც ჩანს, უფრო მსუბუქია, ვინემ მოწყენილობა,
რადგან აქედან იქ გარბიან. რადგან ასე თავგამოდებით გარბიან, ესე იგი, ეს უმძიმესი
განცდაა. ისევ დიუმას პერსონაჟის პირით რომ ვთქვათ: მოწყენილობისგან ისევე კარგად
კვდებიან, როგორც მახვილისგან. მართალია, ეს უფრო ხანგრძლივია, მაგრამ უფრო
ზუსტი (ა. დიუმა, გრაფინია დე მონსორო. თავი V). მოგეხსენებათ, ყველა ცხოველი და
27

ადამიანიც ასე უკანმოუხედავად მხოლოდ უდიდეს, შემზარავ საფრთხეს გაურბის


ხოლმე. პანიკაშეპყრობილი გარბის და ვეღარ სვამს კითხვას, რატომ გარბის, რას
გაურბის. ზოგჯერ სვამენ კიდეც ამ კითხვას (სიორენ კირკეგორი), მაგრამ საფრთხე ისე
შემზარავია, მისი გააზრება არ ძალუძთ, და არასწორ დასკვნას ებღაუჭებიან ხოლმე.
ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები მხოლოდ იმას ცდილობენ, გასაქცევი გზა როგორმე
მეტნაკლებად მოაპირკეთონ.
იგი - ხომ არ გაშიფრავთ ამ ზოგად დებულებებს?
მე - კი, აუცილებლად, მაგრამ მანამდე აზრი უნდა დავასრულოთ. სხვადასხვა სოციალური
მდგომარეობის და ასაკის ადამიანებისგან არაერთხელ გამიგონია, მოწყენილობისგან
ყმუილამდე მივდივარო. მათ არც ცხოვრებისეული საზრუნავი აკლიათ და არც -
სახსარი. მათ შორის ხელოვნების მოღვაწეებიც არიან, ანუ ისეთი ადამიანები,
პროფესიად სწორედ მათთვის საინტერესო საქმიანობა რომ აქვთ. საერთოდ, საფრთხე
ჩვენს გარეშეა, მასზე რეაქცია - შიში, ეს ჩვენი განცდაა. რაიმე საფრთხემ თუ არ
შეგვაშინა, მას ვერ ავერიდებით და თავს დავიღუპავთ. კურდღელს მგლის რომ არ
შეეშინდეს, არ გაიქცევა და მგელი შეჭამს, ამიტომ, შიში არის დამცავი საშუალება;
აუცილებელია საფრთხისგან თავდასაცავად.
იგი - მოწყენილობა რა საფრთხეს შეიცავს?
მე - კარგი კითხვაა! მოწყენილობისგან გაქცევის საშუალებებს დავუკვირდეთ. ამ შემთხვევაში
საფრთხე ჩვენს გარეშე მყოფი რამ არ არის, ჩვენშია, აი, შიში ხომ ჩვენი რეაქციაა, თუ
ჩვენშია სად დევს, რა არის?
იგი - ერთი წუთით! ყველაფერი ეს ქვეცნობიერად ხდება?
მე - უფრო სწორი ტერმინი ამ შემთხვევაში რომ ვიხმაროთ, არაცნობიერად. ადამიანის ფსიქიკა
სამ პირობით შრედ, შეიძლება, დაიყოს: ცნობიერად, ქვეცნობიერად და არაცნობიერად.
იგი - ცნობიერი გასაგებია. არაცნობიერი რას წარმოადგენს?
მე - ძალიან მოკლედ გეტყვით. ამას თუ გავყევით, გზას ავცდებით. ქვეცნობიერი დაკვირვების
შედეგად, ასე თუ ისე, ცნობიერდება, არაცნობიერი კი არ ცნობიერდება.
იგი - მაშ, რა ვიცით, რომ არაცნობიერი არსებობს?
მე - ამაზე მომდევნო შეხვედრებისას ვისაუბროთ.
ი გი - დავუბრუნდებით ამ საკითხს?
მე - აუცილებლად! ახლა ჩვენს სათქმელს დავუბრუნდეთ! დავუკვირდეთ კლაუსტროფობიისას
რა აფრთხობს ადამიანს, რას გაურბის? გარეშეზღუდულ მარტოყოფნას! ასეთ
მდგომარეობაში თუ რამე გადაუდებელი საქმე არ აქვს კაცს, მხოლოდ ერთადერთი
რამის კეთება შეუძლია; უნდა იფიქროს. ეტყობა სწორედ ეს ფიქრი აშინებს! თუ ეს
მოულოდნელი აზრი სწორია, რა მექანიზმი გვქონია!? თურმე მოწყენილობის
გასაფანტად მოგონილი საქმიანობანი პიროვნების არაცნობიერსა და ცნობიერს შორის
ჩადებული ბუფერია. უნებურად, ცნობიერების ჩაურევლად, ოღონდ საკუთარი ფიქრები
არ მოიახლოვოს, ადამიანი მის შესაჩერებლად უამრავ დაბრკოლებას, ბარიკადებს ჰქმნის
და ამას, ხშირად, საკმაოდ გონებამახვილურად სჩადის. რაღაც არ მოგწონთ!
იგი - რა საფრთხე უნდა ჰქონდეს ფიქრს; მძიმე ფიქრებია?
28

მე - ხო, ამ კითხვის დასმა ადვილია, პასუხი - ძნელი. ამიტომ ეს საუბარი ჩვენს შორის
უკანასკნელი არ უნდა იყოს.
იგი - შემდგომი საუბრებისას გავაგრძელებთ ამ თემას?
მე - დიახ, ოღონდ, თანდათანობით, ეტაპობრივად. ლოგიკის ძაფი რომ არ გაგვიწყდეს.
საუბრის შეწყვეტამდე ერთი რამე მინდა, გითხრათ. მოწყენილობაზე საუბრისას
შეუმჩნევლად დეპრესიის განხილვაზე გადავედით. დეპრესია, უბრალოდ უფრო მძაფრად
განცდილი მოწყენილობაა, მისი მწვავე ფორმაა. თუ იცით, როგორ მკურნალობენ
დეპრესიას?
იგი - წამლებით. ანტიდეპრესანტებს უწოდებენ.
მე - კი, ისიც ხომ არ იცით, ანტიდეპრესანტები რა ტიპის წამლებია.
იგი - ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს, ააქტიურებს. სტიმულატორებია.
მე - კი, კი, ჩემი აზრით, ვინც ამ წამლებს რეკომენდაციას უწევს, პაციენტს უწერს... რითმაზე
ბოდიში, უნებურად მომივიდა! ვინც ასეთი წამლებით ცდილობს, დეპრესიულს
მდგომარეობა შეუმსუბუქოს, მას წარმოდგენა არ აქვს, რა არის დეპრესია... უფრო
სწორად, რა წარმოშობს მას.
იგი - კი მაგრამ, დეპრესიას მთელს მსოფლიოში ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ!
მე - კი, მაგრამ რატომღაც არ უკვირდებიან, რომ ამ წამლებით საპირისპირო შედეგს აღწევენ;
დეპრესიას ამძიმებენ.
იგი - ვითომ?
მე - აბა, დაფიქრდით! ნებისმიერი ავადმყოფობა, ხატოვნად, შეიძლება, ბრძოლის ველად
წარმოვიდგინოთ. ორი კონფლიქტური მხარე ებრძვის ერთმანეთს. გარედან შემოჭრილი
ან შინაგანი ნივთიერებათა არასწორი ცვლის შედეგად, ორგანიზმისთვის მავნე
ბიოქიმიურ ელემენტებს ებრძვის დამცავი საშუალებები. ბრძოლას მსხვერპლი მოსდევს,
ორგანიზმი სუსტდება. მედიცინა წამლებით ან სხვა საშუალებებით (ოპერაციაც
შეიძლება ან სხვა რამ) ავადმყოფს ეხმარება, რომ ეს ბრძოლა მოიგოს. ასე არ არის?
იგი - კი, ასეა!
მე - შინაგანი, თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, ფსიქიკური კონფლიქტის დროსაც ასეთივე
ბრძოლა მიმდინარეობს.
იგი - რასა და რას შორის?
მე - თუ ჩვენი საუბრები გაგრძელდა, სწორედ ეს მინდა, განვმარტო - შინაგანი კონფლიქტის
დროს რას და რას შორის არის ბრძოლა. ამაზე პასუხის გაცემა, ჯერ, ნაადრევია
მთავარია, რომ ბრძოლა ნამდვილად მიმდინარეობს - რადგან დეპრესიულ
მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ავად არის. ვინც ამ საკითხს შეხებია, არავინ ამბობს,
რომ დეპრესიას გარედან შემოსული მიკრობები იწვევს. დეპრესიას, იცით ალბათ,
საკმაოდ ხანგრძლივი რემისიები აქვს...შეიძლება ეს გაგრძელდეს ერთი თვე, სამი თვე,
ექვსი თვეც კი.
იგი - რემისია, ეს...
მე - უკეთ ყოფნის პერიოდია; იმ დროს აჟიტირებულიც კი არიან. აჟიტირება მათ ღლით და
ისევ დეპრესიული განწყობა ეუფლებათ. მგონი, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ
29

დეპრესიისას ადამიანის ფსიქიკა ისვენებს, აღარ იბრძვის. ანტიდეპრესანტების მიცემით


კი ამ დასვენების საშუალება არ ეძლევა. ესე იგი, მედიკამენტური ჩარევით დამცავ
მექანიზმს კი არ აძლიერებენ, არამედ შემტევ ძალას.
იგი - კი, ბატონო, მაგრამ სანამ არ გაირკვევა რა არის შემტევი ძალა, მანამ, რაღაც...
მე - რაღაც დაულპა დანიის გვირგვინს.
იგი - ვერ გავიგე, თოკს საით ექაჩები!
მე - ძნელი მისახვედრი არ არის. მინდა, რომ სწორი და მწყობრი კითხვები დაისვას.
იგი - რომ მერე პასუხები გასცეთ?
მე - რა თქმა უნდა! ისე კითხვების დასმას რა აზრი აქვს! დღეს კიდევ ერთ რამეს დავუმატებ!
დეპრესიის უმწვავესი გამოვლინების დროს ხშირად თავს იკლავენ. თუ სულზე
მოუსწრეს, რადგან სხვა საშუალებას ვერ პოულობენ, ელექტროშოკს მიმართავენ.
ოცდამეერთე საუკუნეში!
იგი - აუჰ!
მე - კი, გეთანხმებით; ბარბაროსული საშუალებაა. აბა, რა ჰქნან, სხვა გზა რომ არ ჩანს!
ელექტროშოკი ადამიანს აშტერებს, აჩლუნგებს, ორგანიზმს აქტივობას უქვეითებს.
გარკვეული პერიოდი სუიციდური ლტოლვა ნელდება.
იგი - ესე იგი, არ იკურნება!
მე - არა! ამიტომ ელექტროშოკს მეორედ უტარებენ, მესამედ, მეოთხედ... მანამ, სანამ
საბოლოოდ არ გამოფიტავენ ორგანიზმს.
იგი - მძიმე სურათია!
მე - ნახვამდის!
იგი -კიდევ შევხვდებით?
მე - თუ თქვენი სურვილიც იქნება, კი.
იგი - მადლობელი ვიქნები!
30

მაჯაშისა შემტყვებარი

მე - კიდევ ბევრ თემაზე მინდოდა საუბარი, მაგრამ მოუთმენლობას გატყობ. მთავარს


მივადგეთ! რა იწვევს სულიერ აშლილობას?
იგი - ამაზე იმხელა ლიტერატურაა, ცხენი ვერ გადაახტება. კი, ბატონო, გეთანხმებით, რაზეც
ვილაპარაკეთ, ყველაფერი ფსიგოგენურია. თუმცა, ნევროზების და ფსიგოზების
უამრავი სახეობა, ხომ.....
მე - ამაზე ლაპარაკიც არ ღირს; ესენი ნამდვილად სულიერ დაავადებებად ითვლება.
იგი - კი, ბატონო, მაგრამ სულიერი აშლილობის რაობის გარკვევას და მის მკურნალობა
ძალიან დიდი ხანია ცდილობენ. ვერცერთმა მეთოდმა შედეგი ვერ გამოიღო. ყველაზე
პერსპექტიულად ჩანს ...
მე - არიქა, მიშველე; თუ რამეა!
იგი - ყველაზე პერსპექტიული ჩანს უშუალოდ ტვინზე ზემოქმედება.
მე - რანაირად?
იგი - თავის ტვინის სურათი ძალზე გაადიდეს და საინტერესო რაღაცას მიაგნეს. სულიერად
დაავადებულთა ტვინის ქსელში კვანძები შენიშნეს.
მე - მერე?
იგი - თუ ამ კვანძების გახსნა მოხერხდა, სულიერი დაავადება უკან დაიხევს.
მე - როდის შეძლებს ადამიანი თავის ტვინზე ასეთი ოპერაციის ჩატარებას?
იგი - ერთი ათასი წელი მაინც დაჭირდებათ.
მე - კი, ნამეტანი პერსპექტიული ჩანს, მაგრამ... მაინც არ გამოვა ეს საქმე.
იგი - ათასი წლის შემდეგაც?
მე - თუ გინდა, ორი ათასი წელი იყოს.
იგი - რატომ?!
მე - იმიტომ, რომ... მეცნიერებს ხშირად მოსდით მიზეზ-შედეგის ერთმანეთში აღრევა.
იგი - აქაც ასეა?
მე - კი. კვანძები კი არ აჩენს სულიერ დაავადებებს. პირიქით, სულიერი დაავადება აჩენს
კვანძებს.
იგი - აჰა! აბა, რა ჰქნან; მკურნალობის არცერთი გზა არ აღმოჩნდება შედეგიანი. ადამიანის
გონება ვერ ეგუება ამას.
მე - დავასკვნათ! დღემდე ცნობილმა ვერცერთმა მეთოდმა ვერ გაამართლა. ასეა?
იგი - კი.
მე - ხომ ვერ მეტყვი, რატომ?
იგი - რატომ და..... არ ვიცი.
მე - იმიტომ, რომ ვერცერთმა მეთოდმა ვერ მიაგნო სულიერი აშლილობის ნამდვილ მიზეზს.
31

იგი - მიზეზი, ალბათ, იმიტომ არ ჩანს, რომ არ არსებობს. ანდა, ადამიანის გონებისთვის
მიუწვდომელია, ისევე, როგორც სივრცის შეცნობა.
მე - ესე იგი, ჩიხია!
იგი - ჩიხია.
მე - რა თქმა უნდა, დიდი, უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს ფსიქოანალიტიკოსები
მიერ შექმნილი. ვთქვათ, რომელიმე სახის სულიერი აშლილობა რა შედეგს იწვევს ასევე
სულიერ და სომატურ სფეროებში. საკმაოდ გონებამახვილური მიგნებებიც კი აქვთ.
თუმცა, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, იმის გარკვევა, რა იწვევს სულიერ
აშლილობას. თუ აქედან არ დავიწყეთ, ისე მკურნალობას რა აზრი ექნება! ახლა
ყურადღებით წაიკითხე, რას ვწერ!
იგი - არ მითხრა!
მე - რა არ გითხრა?
იგი - რის თქმასაც აპირებდი.
მე - იცი, რა! ამდენი საათი რომ გესაუბრე, მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე მომეყვანე. ეს რომ არ
იყოს, ჩვენს საუბრებს რა აზრი ექნებოდა! თუ დამაცდი, გეტყვი.
იგი - ოღონდ ეს ბრძანე!
მე - ცოტა შორიდან უნდა მოვუარო. შევთანხმდით; ამ საკითხში სრული დომხალია; ზოგი რას
ამბობს, ზოგი-რას. თუმცა, თუ კაცი კარგად დაუკვირდება, ერთ საერთოს შენიშნავს.
იგი - ჩვენს ნაშრომებში?
მე - ჰო, არის საერთო.
იგი - მე ვერ მივაგენი.
მე - კაცი თუ კარგად დაუკვირდება-მეთქი! ზოგჯერ ცხადად ამბობენ, ზოგჯერ - ირიბად;
სულიერ დაავადებულთა ისტორიებში ყველგან ჩანს შიში.
იგი - კი, ჩანს!
მე - ოღონდ ამ შიშს რა იწვევს, სხვადასხვა მოსაზრებაა.
იგი - ჩამოვთვალო?
მე - არა; შორს წაგვიყვანს! ნებისმიერს შეუძლია, ჩაიხედოს და წაიკითხოს.
იგი - კარგი! შენი აზრით, რა იწვევს შიშს?
მე - ეს ოცდახუთი საუკუნის წინ თქვა არისტოტელემ ,,პოეტიკაში“.
იგი - ჰო, რაო; გამახსენე!
მე - შიშს იწვევს უშუალო საფრთხე. არისტოტელემ ასე თქვა, შიშს იწვევს აქ და ამჟამად
არსებული საფრთხეო.
იგი - ჰო, მაგრამ საფრთხე არსებობს რაციონალური და ირაციონალური.
მე - ცოცხალ ორგანიზმს შიშის უნარი რომ არ ჰქონდეს, ორ დღესაც ვერ გაატანს.შიში ჩვენი
დამცავი მექანიზმია, რომ როგორმე საფრთხე ავირიდოთ. ასე არ არის?
იგი - კი, რაციონალური საფრთხის დროს.
მე - ირაციონალური, ანუ, ნევროზული შიშისას საფრთხე არ ჩანს, მაგრამ . . .
იგი - მაგრამ?
მე - არსებობს.
32

იგი - ნუ დამაბნევ!
მე - პირიქით; მინდა, გაგარკვიო. ნევროზიანს, ფსიქოზიანს ჰგონია, რომ საფრთხე ემუქრება.
იგი - ჰგონია; სინამდვილეში არ არის?
მე - როგორ გითხრა . . .
იგი - რისი და რატომ ეშინია?
მე - კარგი კითხვაა! ფროიდი ერთ რამეში სწორი იყო; ზოგჯერ ადამიანს ეშინია, მაგრამ, რისი,
არ იცისო. აი, ეს არის არაცნობიერი მისთვის. რა თქმა უნდა, სისულელეა ოიდიპოსის და
ელექტრას კომპლექსები....
იგი - ფროიდი გენიოსი იყო!
მე - ასეთი კატასტროფული შეცდომა სწორედ გენიოსს, შეიძლება, მოუვიდეს! იგი მიხვდა,
რომ რაღაც ლტოლვები მისი პაციენტებისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ დაასკვნა, ის
ლტოლვები (წადილები) მართლაც მიუღებელი უნდა ყოფილიყო კულტურული ადამია
ნისთვის.
იგი - აქედან ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსები, არა?
მე - კი, ბატონო! ფროიდი იმაშიც სწორი იყო, რომ ლტოლვები ძალიან ადრეულ ასაკში იჩენს
თავს და, შემდეგ, გაუაზრებელად, არაცნობიერად იდევნება. ოღონდ აქაც შეცდა; ეს
ლტოლვები თავიდან ცნობიერი იყო და შემდეგ მიიჭირხნა არაცნობიერშიო.
იგი - არ არის სწორი?
მე - არ არის! ცნობიერიდან არაცნობიერში კი არ მიიჭირხნა, არამედ, არც არასდროს
დაშვებულა ცნობიერში.
იგი - ძალიან ზოგადი დებულებაა.
მე - გეთანხმები! ჩვენი ამდენი ხნის საუბრები იმიტომ მჭირდებოდა, რომ სწორედ ეს
განმემარტა. შენ რომ გკითხოს კაცმა . . .
იგი - მე-ე?!
მე - ანუ, რაც გავრცელებული აზრია...მოიცა, იცი, რას მივადექით!?
იგი - ჰო!
მე - გონით თეორიას, ანუ, როგორ აზროვნებს ადამიანი. უფრო სწორად; როგორ იწყებს
აზროვნებას და როგორ მიჰყვება მას. ამ დარგის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ,
ბავშვს ჯერ პრესიმბოლური აზროვნება უყალიბდება, და, შემდეგ თანდათანობით
სიმბოლურზე გადადის. ყველა მასალა გადავიკითხე, განსაკუთრებით, ჟან პიაჟე.
გულახდილად უნდა გითხრა, ვერაფერი გავიგე.
იგი - ო-ო!
მე - ჰო, ზუსტად ო-ო-ა! მოიცა, ჯერ სხვა რამ უნდა ვთქვა! მგონი შევთანხმდით, რომ სულიერი
აშლილობის დროს თავისუფალი აზროვნება უჭირთ; რაღაც ფიქრები დაშვებული არაა.
იგი - კი.
მე - ტვინის ფუნქცია ფიქრია. ესე იგი, მას მოთხოვნილება აქვს იფიქროს, არადა, რაღაც
ფიქრებს გაურბის. ანუ, რაღაც ფიქრების ეშინია. რა ფიქრებია საშიში!?
იგი - ფროიდის მიხედვით...
33

მე - მე უფრო მოკლედ გეტყვი! ფროიდის მიხედვით ადამიანის არაცნობიერი სფერო ID(იდ)


სამ ვეშაპზე დგას; აგრესიულობაზე, ინცესტზე და ბისექსუალობაზე. აღზრდის პერიოდში ეს
მისწრაფებები სასტიკად იკრძალება და არაცნობიერში იჭირხნება(იდევნება). ამის გაფიქრებაც
კი არ შეიძლება. გაფიქრება სურვილის წარმოჩენა იქნება - საშიშია! ბელაკის ნათქვამი
გავიხსენოთ: მოქმედებისკენ ლტოლვა პათოლოგიური ხდება მაშინ, როცა იგი დაბრკოლებას
აწყდება და მოქმედების განხორციელება შეუძლებელი ხდებაო. ეს სწორია! მაგრამ სიტყვებში
,,ლტოლვა“ და ,,დაბრკოლება“. სხვადასხვა ავტორი სხვადასხვა აზრს დებს. ფროიდი
,,ლტოლვაში“ სამ ვეშაპს გულისხმობდა, ,,დაბრკოლებაში“ - სირცხვილს, ზიზღს და ზნეობას.
სხვები თვლიან, რომ ,,ლტოლვა“ ადამიანში ჩადებული მხეცური მისწრაფებებია და
,,დაბრკოლება“ კი - ზნეობა. უამრავი მოსაზრებაა. იმის მიხედვით, ვის რა ეგონა და ჰგონია
,,ლტოლვა“ და ,,დაბრკოლება, ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მიმდინარეობები
შეიქმნა. სულიერი აშლილობის მკურნალობის მეთოდოლოგიებიც გაჩნდა: ბიჰევიორისტული,
ჯგუფური, ჰუმანისტური, კოგნიტური, ფსიგოანალიტიკური, სუგესტოთერაპია,
ეგზისტენციალური, აუტოტრენინგი, არტთერაპია, შრომათერაპია.
იგი - კი, ვიცი! შენი აზრით რომელიმეს ჭკუა ეტყობა?
მე - უჭკუობა არცერთი არ არის! თუმცა!
იგი - თუმცა?
მე - სულიერი აშლილობის ნამდვილ მიზეზს ვერავინ მიაკვლია.
იგი - რა იცი?!
მე - რა ცოდნა უნდა; ვერ არჩენენ! ყველაზე უფრო ახლოს ფროიდი მივიდა. ახალ მესიადაც კი
აღიარეს, თუმცა .....
იგი - გასაგებია! თუ ნამდვილი მიზეზი არ იქნება მიკვლეული, მკურნალობაც უნაყოფო იქნება.
ასეა?
მე - ასეა! ისევ იმას დავუბრუნდეთ! არისტოტელემ თქვა, შიში მაშინ წარმოიშვება, როცა
საფრთხე აქ და ამჯამად არისო.
იგი - ეს გავიგე!
მე - რადგან სულიერად აშლილი შიშით არის შეპყრობილი, ესე იგი, საფრთხე მისთვის აქ და
ამჟამად არის - გამუდმებით. ამიტომ ეშინიათ მოგონილი ავადმყოფობების.....უამრავი
ფობიები არსებობს.
იგი - სინამდვილეში?
მე - სინამდვილეში რაღაცის გაფიქრება უნდა, მაგრამ ფიქსირებული განწყობით ის
საფიქრალი ძალზე საშიშია, არდაშვებულია.
იგი - ეს ფიქრებია....
მე - ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ!
იგი - შორიდან უვლი.
მე - თუ შორიდან არ მოუარე, შინ მშვიდობით ვერ მიხვალ. პიაჟეს სიმბოლიკებს ვერაფერი
გავუგე-მეთქი. ჩემებურად ვიტყვი. ბავშვი აზროვნებას რომ იწყებს, მას ხატოვანი ფიქრე-
ბი აქვს-წარმოდგენები. ,,ხატოვანი აზროვნება თვალსაჩინო ხატებით აზროვნებაა,
როდესაც რაიმე პრობლემის გადასაჭრელად სააზროვნო ოპერაციები ხატებზე
34

დაყრდნობით ხორციელდება“. ასე წერია! ,,ნორმალური განვითარების დროს,


კანონზომიერად, ეტაპობრივად ხდება გადასვლა ცნებითი აზროვნებიდან (სიმბოლური)
ლოგიკურ-ცნებით (სიმბოლურ) აზროვნებაზე“. ესეც იქ წერია.
იგი - არ არის სწორი?
მე - მთლად, არა! აზროვნების ერთი ფორმიდან მეორეზე გადასვლა კი არ ხდება, არამედ,
მეორეც შემოდის. ხატოვანი აზროვნება არასდროს ჰქრება. თავისუფალი ფიქრები,
ფანტაზიები, ოცნებები, სიზმრები ძირითადად ხატოვანია. ხატოვნებას და მცნებებს
შორის მკვეთრი გამყოფი არ არის. ეს ,,ნორმალური განვითარების დროს“.
იგი - ა-ა!
მე - ხო-ო! ეს ყოველთვის ასე არ ხდება. როგორ აგიხსნა!
იგი - შეეცადე!
მე - ბატონი ხარ! პატარას 3-4 წლამდე (ინდივიდზეა დამოკიდებული) ერთი უცნაურობა ჭირს.
საკმარისია რამე ხატოვნად წარმოიდგინოს, რომ ის წარმოდგენა სინამდვილე ჰგონია. ერთ
საყოველთაოდ გავრცელებულ შემთხვევას გეტყვი. სამწლინახევრის გოგონამ სამსახურიდან
დაბრუნებულ დედას ჰკითხა, თოჯინა მომიტანეო? რა თოჯინაო?! - გაუკვირდა დედას.
აი, შენ რომ შემპირდი დილასო. არადა, დილით დედა მანამ წავიდა სამსახურში,სანამ ბავშ-
ვი გაიღვიძებდა.
იგი - ხო, ეს ამბავი ვიცი!
მე - ბავშვმა ინატრა; წარმოიდგინა, რომ დედა თოჯინის ყიდვას დაპირდა, და ეს სინამდვილე
ეგონა.
იგი - ეს ყველა პატარას ემართება.
მე - კი, წარმოდგენილი სინამდვილე ჰგონიათ ხოლმე. დიდებსაც ემართებად; სიზმრის
ხილვისას გვგონია, რომ ყველაფერი რეალურად ხდება. მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ
ვხვდებით, რომ ის წარმოსახვა - სიზმარი - სინამდვილე არ იყო. ხომ, ასეა?
იგი - ასეა!
მე - თუ იმ პერიოდში ბავშვს რაიმე ძალიან ეწყინა....
იგი - რა წყენაზეა ლაპარაკი?
მე - ძლიერზე; თუ მათი ალღოთი მათ არსებობას საფრთხე შეექმნა, ბრაზდება. ყოველი წყენა
გაბრაზებაში გადადის.
იგი - მოიცა! მის არსებობას თუ საფრთხე შეექმნაო. სამ წლამდე ბავშვი ამას ხვდება?
მე - რა თქმა უნდა! ისევე როგორც ამას ხვდება კნუტი, ლეკვი, ბოკვერი, ყველა პატარა. აბა,
რატომ დასდევენ დედას!
იგი - რომ აჭამონ.
მე - ესეც არის. კრუხი წიწილებს არ აჭმევს - თავად შოულობენ - არც ბანს, არც ფხანს. არაფერს
უკეთებს, მაგრამ წიწილები მაინც მოუშორებლად დასდევენ. კრუხიც იმიტომ ხმიანობს
რომ სადმე ბალახებში ან ბარდებში წიწილა არ გაებნეს.
იგი - არაფერს უკეთებს?
მე - არაფერს! მხოლოდ საფრთხისგან იცავს. დედალს ქორი ადვილად იტაცებს, მაგრამ კრუხს
ვერ ეკარება. ესე იგი, წიწილამ იცის, გრძნობს, რომ საფრთხისას დედამ უნდა დაიცვას.
35

მინახავს კრუხს ჩამორჩენილი წიწილა რა დღეშია ხოლმე; გაგულისებული წივის


მაღალი ხმით, მომხედეთო. ბავშვსაც ასე ემართება. იგი თუ მარტო დარჩა, შეშინდება,
შეშინება გაბრაზებას იწვევს. ვისზე ბრაზდება!? დედაზე.. აქ თუ ცოტა სული არ
მოვითქვი, არ ივარგებს!
იგი - რატომ; მნიშვნელოვანი საკითხია?
მე - ყველაზე მეტად! აქამდე არამნიშვნელოვანი რამე მითქვამს!? წარმოიდგინე, უყურადღებო
დედის ხელში ბავშვი რამდენჯერ და რამდენ ხანს არის ხოლმე მის გარეშე! დაძინების
წინ რომ ჩაკეტავენ საძინებელში. ხდება ხოლმე ასე?
იგი - კი!
მე - ძიძას, გადიას გადააბარებენ შვილის მოვლას. ხდება ასე?
იგი - კი!
მე - ბაგებში და ბაღებში მიაბარებენ უცხო ხალხს. ხდება ასე ?
იგი - კი. თუ იქ ყურადღებით მოეპყრობიან?
მე - ბავშვს დედა უნდა; მხოლოდ მასთან არის უსაფრთხოდ! აკვანში აკრავენ და საათობით
მარტო ტოვებენ. რა უნდა ჰქნას მარტომყოფმა ბავშვმა; იფიქროს!? მას ჯერ ფიქრის
უნარი არ აქვს. მას ერთადერთი განცდა ეუფლება - შიში. ორ-სამ წლამდე ბავშვი
დამოუკიდებელი არსება არ არის; იგი დედასთან ერთსულ და ერთხორც არის. დედა
იგლეჯს მას, საფრთხეში ტოვებს. შედის რამე შენს თავში?
იგი - ვხვდები; ეს მას აბრაზებს.
მე - რატომღაც ჰგონიათ, რომ ბავშვს ემოციები (განცდები) არ აქვს. ხო, ვის უბრაზდება?
იგი - დედას.
მე - ცოტა გადავუხვიოთ! ჩვენს ფიქრთა დენას, აზროვნებას, მოქმედებას რა აღძრავს?
იგი - რა და...
მე - მოთხოვნილებები. უმარტივესი ვთქვათ. ვთქვათ, მომწყურდა. წყურვილი, ხომ,
მოთხოვნილებაა! ეს მოთხოვნილება გარკვეულ ფიქრს აღძრავს; სად ვარ ახლა, წყალი
სად არის, რითი უნდა დავლიო და ასე შემდეგ. ბოლოს გავერკვევი და ვიმოქმედებ;
წყალს დავლევ. მოთხოვნილება ბევრია; სასიცოცხლოც და ზედნაშენიც. ჭამა
სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, მაგრამ დანა-ჩანგლის და სუფთა თეფშის მოხმარება-
ზედნაშენი.
იგი - ვიცი; რას მიმარტავ!
მე - ისიც იცი, რომ ყველაზე ძლიერი მოთხოვნილება სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნვაა?
იგი - ესეც ვიცი!
მე - თუ მის ყველაზე ძლიერ მოთხოვნილებას-სიცოცხლე შეინარჩუნოს - საფრთხე
დაემუქრა,ანუ მარტო, მიუსაფარი დარჩა, ეს გააბრაზებს.
იგი - კი!
მე - მაშ, ისიც გეცოდინება, გაბრაზებისას იმპულსურად როგორ მოიქცევა.
იგი - მმ......
მე - იფიქრებს რამეს?
იგი - ვერა; ჯერ ფიქრი არ შეუძლია!
36

მე - იმოქმედებს?
იგი - ჰო, ალბათ!
მე - გაბრაზებისას როგორ მოქმედებენ?
იგი - ურტყამენ.
მე - ვის?
იგი - ვინც გააბრაზებს.
მე - კიდევ ერთხელ ამოვისუნთქებ!
იგი - რა მნიშვნელოვანის თქმას აპირებ. დააყენე საშველი!
მე - რასაც ახლა ვიტყვი, ინტერნეტში ვერ ნახავ! პატარა მაშინ ბრაზდება, დედა ახლოს თუ
არ ჰყავს. ხომ?
იგი - კი.
მე - თუ ახლოს არ არის, როგორ დაარტყამს ან დაკაწრავს!?
იგი - რა ვიცი!
მე - რას იზამს?
იგი - არაფერს!
მე - ცდები! ვთქვათ, დარტყმა ან დაკაწვრა აგრესიული მოქმედებაა. მას მოუნდება
აგრესიული მოქმედება, მაგრამ ვერ განახორციელებს. მონდომებაც ქცევაა.
იგი - კი, ქცევა არის მოქმედებაც, რაიმის სურვილიც, აზროვნებაც, ხშირად მიზანმიმართული
უმოქმედობაც.
მე - კი, ბატონო! ვთქვათ, ქიტესას მეზობლის სახლს თუ ცეცხლი წაეკიდა, მთელი უბანი
მიესია ჩასაქრობად და ქიტესა ადგილიდან არ დაიძრა, ცუდად მოიქცევა.
იგი - კი!
მე - რა ყველაფერში მეთანხმები!
იგი - ასეა, და! შენთან კამათი ძნელია.
მე - ჩემთან , არა; ჭეშმარიტებასთან კამათია ძნელი.
იგი - ეს პლატონმა ათქმევინა სოკრატეს.
მე - კარგი ნათქვამის გამეორება დანაშაული არ არის. ხო, რას ვამბობდი!? ბავშვის აგრესიული
მოქმედების სურვილი ქცევა ყოფილა.
იგი - კი. რა ვქნა, არ დაგეთანხმო!?
მე - ბოლოს, დედის სიახლოვეს რომ იგრძნობს, მოიქცევა აგრესიულად.
იგი - არა.
მე - რატომ? ხომ გაბრაზდა?
იგი - სიბრაზე გაუნელდება.
მე - თუ ასეთი მიტოვებები გახშირდა?
იგი - მაშინ...არ ჩაუცხრება....ალბათ-არა. ეს გამუდმებულ განწყობად დარჩება. ამას
ფიქსირებული განწყობა ჰქვია.
მე - აგაშენა ღმერთმა! ნახვისას დაარტყამს?
იგი - ალბათ - კი.
მე - არა!
37

იგი - არა!?
მე - არა-მეთქი! მასში ამუშავდება თვითშენარჩუნების ინსტიქტი. ყველა ცხოველს -
ადამიანსაც - ერთადერთი ინსტიქტი აქვს - თვითშენარჩუნება. დანარჩენი ყველაფერი
ლტოლვებია, რაც ისევ იმ ინსტიქტს ემსახურება. ბავშვს მწარე გამოცდილება ეუფლება;
იგი, შეიძლება, მიატოვონ. ვერცერთი პატარა ცხოველი დედაზე ხელს (თათს) ვერ
აღმართავს - სამუდამოდ რომ არ დაკარგოს.
იგი - ამდენს ხვდება?
მე - ეს არის ალღო. ეს სიტყვა ტყუილად არ არის მოგონილი. გაუაზრებელ, თუმცა,
შეუმცდარ განწყობას ჰქვია, სწორედ, ალღო.
იგი - ჰო!
მე - ეს ალღო არ აძლევს ბავშვს უფლებას, სურვილი განახორციელოს. იგი თავს შეიკავებს,
აგრესიულად არ იმოქმედებს. მას თავისი სურვილის შეეშინდება. გესმის, რას ვამბობ?
იგი - როგორ - არა!
მე - მას საკუთარი გაუაზრებელი სურვილის შეეშინდება. აგრესიული განწყობა შეაშინებს. ამ
ასაკში ბავშვს ჯერ დაყოფილი არ აქვს ცნობიერება, არაცნობიერი. ჯერ ალღოს დონეზე
მოქმედებს, იქცევა. მას, უბრალოდ, რაღაცის ეშინია; იმ რაღაცამ, შეიძლება, დაღუპოს.
რა არის ის რაღაც?
იგი - საკუთარი აგრესიული განწყობა.
მე - სწორია! რატომ დაღუპავს?
იგი - იმიტომ, რომ, თუ ეს განწყობა გამოავლინა, დედას დაკარგავს.
მე - ჰო, ასე ჰგონია! დედა მისთვის ჯერ სხვა არ არის, ანუ, თავს დაკარგავს. ამას ასე არ
ფიქრობს, მაგრამ........
იგი - გასაგებია; არ ფიქრობს; ალღო კარნახობს.
მე - ასე იქცევა ყოველი ცოცხალი არსება. არისტოტელე გავიხსენოთ! შიში ჩნდება მაშინ თუ
საფრთხე აქ და ამჟამად არისო. ბავშვის შემთხვევაში საფრთხე რა ყოფილა?
იგი - საკუთარი ფიქსირებული განწყობა.
მე - მიყვარს ჭკუიან კაცთან საუბარი! არ დაგვავიწყდეს, აგრესიულობა სიბრაზით აღძრული
სურვილი იყო! ასე ყალიბდება ფიქსირებული განწყობა - სასურველი საშიშია, მინდა არ
შეიძლება! აბა, გაიმეორე!
იგი - მინდა საშიშია - არ შეიძლება.
მე - ოღონდ თავად არ იცის, რატომ. ეს მისი აზროვნების ჩამოყალიბებამდე დაფიქსირდა.
იგი -აუ-აუ! ვხვდები!
მე - რას?
იგი - თურმე რა იკრძალება!
მე - კი, ბატონო! სურვილები (მინდა) იკრძალება, საშიში ხდება _ დამღუპველი,
აბსოლიტურად მიუღებელი. ასეთი ბავშვის შემდეგდროინდელი აზროვნება ამის
მიხედვით ყალიბდება; მისი ცნობიერიც, ქვეცნობიერიც, არაცნობიერიც. არადა,
ზრდასთან ერთად უამრავი და უძლიერესი სურვილები ჩნდება.
იგი - ამ სურვილების ეშინია.
38

მე - არც კი იცის, რატომ. რაო, რა თქვა ბელაკმა?


იგი - ისაო, მოქმედებისკენ ლტოლვა პათოლოგიური ხდება მაშინ, როცა იგი დაბრკოლებას
აწყდება და მოქმედების განხორციელება შეუძლებელი ხდებაო.
მე - ყოჩაღ! ფიქსირებული განწყობა, ხომ იცი, რა არის?
იგი - დიახ.
მე - ფიქსირებული განწყობა არ განისჯება, არ განიხილება პიროვნების მიერ. იგი მუდმივად
დევს არაცნობიერ სფეროში. ჩვენს შემთხვევაში რა არის ფიქსირებული!? - აგრესიული
ლტოლვა. იგი დამღუპველია. ხომ გითხარი, აზროვნება ხატოვანად იწყება-მეთქი.
ხოდა, სურვილმა რა ხატი უნდა წარმოშვას?! - რომ დედას დაარტყას. ისიც გითხარი,
ბავშვისთვის წარმოდგენა სინამდვილედ აღიქმება-მეთქი! წარმოსახვა თუ
სინამდვილეა, ეს სინამდვილე არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება; დედას დაკარგავს
და დაიღუპება. ხომ გესმის, ბავშვი ამას არ ფიქრობს.
იგი - ალღო კარნახობს.
მე - ჰო! ასე იწყება ხატოვანი აზროვნების თავისუფლების შეზღუდვა. სამ და ზოგჯერ
ოთხწლამდეც კი ბავშვი ცნებებით ვერ აზროვნებს; იმპულსურად იქცევა. მერედამერე,
თანდათანობით, ცნებითი აზროვნება ყალიბდება. თუმცა ხატოვნება არასდროს ქრება.ის
ჩვენს ფიქრთა დენაში მნიშვნელოვან ადგილს იჭერს.
იგი - მოიცა! მოიცა! ის ფიქსირებული განწყობა ქრება?
მე - პირიქით! ზრდასთან ერთად იმატებს და იზრდება სურვილებიც. ეს სურვილები
ნატვრებში და, განსაკუთრებით, ოცნებებში აისახება. იცი, რა! სწორედ ოცნებები, ეს
ხატოვანი აზროვნება დაუშვებელია სულიერი აშლილობის დროს.
იგი - აჰა!
მე - რა , აჰა! ვითომ რამე გაიგე!
იგი - გავიგე!
მე - ჯერ დამაცა! ტვინის ფუნქცია აზროვნებაა; ეს მისი უძლიერესი მოთხოვნილებაა.
აზროვნება მოიცავს როგორც ხატოვან, ასევე, ცნებით სახეებს. მაგრამ . ....
იგი - მაგრამ ხატოვნება ბრკოლდება.
მე - სწორი ხარ! თუ ხატოვნება დაუშვა, დამღუპველი აგრესიულობა გამოსხლტება - არ
შეიძლება! შიში გადაულახავ ბარიერს ჰქმნის. სანამ პიროვნება პატარაა, ეს შინაგანი
ბრძოლა სუსტია. ზრდასთან ერთად სურვილებიც იზრდება. მის შესაკავებლად შიშიც
იზრდება.
იგი - ყველაფერი ეს ხდება.....
მე - გაუაზრებლად, არაცნობიერად.
იგი - არაცნობიერი თითქოს აზროვნებს?
მე - ამას აზროვნება არ ჰქვია.
იგი - აბა, რა ჰქვია?
მე - არაცნობიერი პროცესები. ჩვენში საკმაოდ რთული არაცნობიერი პროცესები ხდება. ეს
სამ ნაწილად, შეიძლება დაიყოს.: ფიზიოლოგიური, სტრუქტურული და დინამიკური
არაცნობიერი. ფიზიოლოგიური არის.....
39

იგი - ვიცი! ვიცი! ნივთიერებათა ცვლა, ფერმენტთა მოძრაობა, და კიდევ ბევრი რამ არის. ამას
ადამიანი ვერ აცნობიერებს.
მე - მეორე არის სტრუქტურული.
იგი - როგორ ვიზრდებით, ვიცვლით გარეგნობას.
მე - ჰო! ჩვენ მხოლოდ მესამეს, დინამიკურს ვეხებით. იგი მოძრავია. ნევროზულ ადამიანს
გამუდმებით ეშინია, თუმცა, არ იცის - რისი. რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს ეს
განცდა!? იმის მიხედვით რა ასაკის არის, რომელი სქესის, რა ეროვნების, რა რწმენის,
რომელი სოციალური ჯგუფის, ამ შიშს სხვადასხვანაირად ამართლებენ. ამას
ლოგიზაცია ჰქვია. ასე ყალიბდება გამუდმებული შინაგანი ბრძოლა. ამას რა შედეგებიც
მოსდევს, ალბათ, იცი. ტერენტი გრანელის ერთ ლექსს მოგიყვან. მისი პოეზიის
მოყვარულებმა, ალბათ, იციან, იგი მთელი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა სიგიჟეს.
ბოლოს მაინც ავადმყოფობამ აჯობა. იგი ისე დატანჯა ავადმყოფობამ, ეს დააწერინა:
"შენ, დედამიწავ, უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით ზეცას მოვიარ,
წმიდაო ღმერთო ! რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?..."
წარმოიდგინე, ამის დამწერი პოეტი რა დღეში უნდა ყოფილიყო. ახლა ის ლექსი ვნახოთ:
„გამომეღვიძა,ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა,ფიქრი გროვდება
და შიშმა ისევ ამაკანკალა
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.
ეს როიალიც კუბოს მსგავსია
და კუბოსავით მოსჩანს კამოდიც,
თითქოს ოთახში ვიღაც კაცია,
თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდის.
ქარმა ფანჯარას ტოტი მოარტყა,
ეს მოლანდება მაინც რა იყო?
თითქოს ჩემს ოთახს ვიღაც მოადგა
და თითქოს უცებ კარი გაიღო!
ღმერთო,ნუ შემშლი,ძალა მომეცი,
ღმერთო,მე უკვე გადავცდი საზღვარს!
ვიღაც უცნობის ოხვრა მომესმის
და წვიმის წვეთი ეცემა სადღაც.
გამომეღვიძა,ლამპა ჩამქრალა,
ოთახში ბნელა,ფიქრი გროვდება
და შიშმა ისევ ამაკანკალა
და თითქოს ვიღაც მიახლოვდება.“
ხედავ, ნიჭიერმა პოეტმა რა კარგად დაინახა, ჯერ არსებობს შიში - უმიზეზო, შიშვლად - და
40

მხოლოდ შემდეგ იწყება ამ განცდის გამართლება. ის კი იგრძნო, რომ ჯერ შიში იყო, მაგრამ
მისი წარმოშობის მიზეზი გაურკვეველი დარჩა. შიშის გამომწვევ მიზეზს და შედეგს შორის
ჯაჭვი გაწყვეტილია. კაცი იძულებულია, რაღაცით გაამართლოს ეს განცდა: ყველაფერს
იშველიებს, რაც ხელში მოხვდება. ამიტომ „ხელში მოხვედრილი“ მიზეზი არ შეიძლება, სწორი
იყოს. იგი დაუსრულბლად ეძებს, ვერ აგნებს, და გონს გადადის.
იგი - რა თქმა უნდა! ის მაფიქრებს...
მე - ვხვდები! როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ადამიანი!
იგი - ჰო!
მე - უნდა გააცნობიეროს ყოველივე ეს; მიხვდება, რომ პატარაობაში რაღაც წყენია,
გაბრაზებულა, და აგრესიის ფიქსირებული განწყობა აქვს.
იგი - იფ, რა კარგია! ამას თვითონ მიხვდება?
მე - თვითონ - ვერა! ,,რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს
მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი. მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა
მომდებარი. სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი!“ ასეა! თურმე
არაცნობიერი სამი ვეშაპი და ათასი უბედურება კი არ ყოფილა, არამედ, ადამიანურ
სურვილებზე უარის თქმა.
იგი - მოიცა! მოიცა! თუ არაცნობიერში არაფერი ცუდი და მიუღებელი არ დევს, ესე იგი....
მე - დააბოლოვე!
იგი - ესე იგი, სულიერ აშლილობათა მკურნალობა შესაძლებელია?
მე - კი; ყველა სახის და სახეობის! იმიტომ, რომ აბსოლიტურად ყველა სახის სულიერ
აშლილობას ერთი საფუძველი და მიზეზი აქვს.
იგი - ყველაფერი ეს რომ უთხრა, განიკურნება?
მე - არ გადაირიო! ნევროზიანი შინაგანად სასტიკად ეწინააღმდეგება მკურნალობას; ეშინია,
ისეთი რამ არ წამოუხტეს, რაც დაღუპავს. მისთვის - რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლა
ავადმყოფობა, ცუდად ყოფნა-გადარჩენაა. მთავარია, გაიგოს, თურმე რისი ეშინია-
თავისუფალი ფიქრთა დენის! თავისუფალი ფიქრთა დენის დროს ადამიანი ისვენებს.
ფსიქიკას დასვენება ჭირდება ხოლმე. რადგან თავისუფალი ფიქრი შიშს იწვევს
დასვენება, მოსვენება, ევდემონია დაუშვებელია. ფსიქიკა მუდმივად დაძაბული უნდა
იყოს, რათა დაუშვებელი განწყობა ფიქრად არ შემოეპაროს. ასე ჩნდება
ურთიერთგამომრიცხავი, ამბივალენტური განცდა. ეს ბრაზი საშიშია, რადგან იგი
მფარველის მიმართ არის. როგორც ღრმადმორწმუნე ადამიანს უბედურებისას ღვთის
სამდურავი წამოსცდება ხოლმე. არადა, თურმე ნუ უტყვი; თავისუფალი ფიქრთა დენა
რომ მიუშვას, აღმოჩნდება, რომ მას ოიდიპოსის ან ელექტრას კომპლექსი კი არ აწუხებს,
არამედ..
იგი - არამედ?
მე - არც მსოფლიო სევდა...... და ათასი უბედურება, არამედ ჩვეულებრივი ადამიანური
მისწრაფებები ჰქონია დაბლოკილი. ახლა ასეა გაგებული, რომ ცუდ ფიქრებს მოაქვს
შიში სინამდვილეში შიში იწვევს ცუდ ფიქრებს. თუ შიში ჩვენი მეცადინეობით
გაქრება, აღარ იქნება ცუდი ფიქრები. ეს ყველაფერს ცვლის. გასაგებია?
41

იგი - როგორ უნდა მიუდგე?! შესაძლებელია?


მე - კი, ოღონდ ...
იგი - ოღონდ?
მე - ამის სწავლას სულ ცოტა ხუთი წელი ჭირდება. ისიც თუ ეყო! სულიერ აშლილობათა
მკურნალობა პროფესიაა. პროფესიის დაუფლება ადვილი არ არის. დავიღალე წერით.
თუ რამე გაუგებარი დაგრჩეს, შემეხმიანე.
იგი - კი, ბატონო!

You might also like