You are on page 1of 6

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

საგამოცდო ნაშრომი

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

სოციალური მეცნიერებები

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის კანონიერების საკითხი

ავტორი: მაკა ვარამაშვილი

1
კურსის ხელმძღვანელი: სალომე დუმბაძე

თბილისი, 2021

2
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის კანონიერების საკითხი

საქართველოში   ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესები


2014 წელს დამტკიცდა. ამის შესახებ იმ დროისათვის საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა      
( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2014, გვ1-18).  

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის კანონიერება მუდმივად იყო დავის საგანი.


ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, იგივე აბორტი, არ ეხება ერთ კონკრეტულ რასას,
ეთნოსს ან რელიგიას. ეს საკითხი გახლავთ გლობალური და საზოგადოებაში ერთ-ერთი
ყველაზე აქტუალური განსჯის საგანი (Hern, 2015 ციტირებული Levinson, 1995). საკითხი
თავის თავში აერთიანებს საზოგადო აზრის რამოდენიმე შეხედულებას. თუ ყველაფერს
ვიწრო ჭრილიდან განვიხილავთ შეგვიძლია ეს ფართო თემა ორ ურთიერთსაპირისპირო
მოსაზრებამდე დავიყვანოთ, რომლის თანახმადაც საზოგადოება იყოფა ორ ძირითად
ნაწილად. ერთნი, რომლებიც თვლიან რომ ქალს თავად აქვს უფლება გადაწყვიტოს სურს
თუ არა აბორტის გაკეთება და მათი აზრით ორსულობის ხელოვნური გზებით შეწყვეტა
უნდა იყოს კანონიერი და ისინი თავისი პოზიციის განსამტკიცებლად დასძენენ, რომ
ქალის სხეული და ის თუ როგორ მოექცევა მას არის ქალის არჩევანი და არავის აქვს
უფლება უბრძანოს ან გადაუწყვიტოს თუ რას უზამს თავის სხეულს. მეორენი,
რომლებიც ფიქრობენ რომ აბორტი მკვლელობა და ყოვლად ამორალური ქმედება და
უნდა ისჯებოდეს კანონით. საზოგადოების ეს ნაწილი აბორტის ლეგალურობის კანონს
უპირისპირდება სიცოცხლის უფლების კანონით და უმეტესწილად თავის პოზიციას
ამართლებს იმით, რომ არავის არ შეუძლია ჩასახულ სიცოცხლეს შეუწყვიტოს არსებობის
და ქვეყანაზე მოვლენის უფლება. თუ საზოგადოების მეორე ნაწილის მოსაზრებას უფრო
დავაქუცმაცებთ ასევე მივალთ რელიგიასთან, რომელიც კატეგორიულად კრძალავს
აბორტს (Hern, 2015 ციტირებული Ginsburg, 1989).

3
ამის გარდა შეგვიძლია ვახსენოთ ამ ორი მოსაზრებაში გაერთიანებული საერთო
სახალხო აზრი, რომელთა დიდი ნაწილი თანხმდება ერთ საერთო აზრზე, რომ აბორტი
ექსტრემალური სიტუაციის დროს  დასაშვებია. განმარტების სახით ვიტყვი რომ
ექსტრემალურ სიტუაციაში მოიაზრება: გაუპატიურება, ინცესტი, ისეთი ნაყოფი
რომელიც საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს და აშ (Hern, 2015 ციტირებული
McKeegan, 1992). ამ ნაშრომის მიზანია ვალიდურ  ფაქტებზე დაყრდნობით მკითხველმა
შეძლოს ვითარების ლოგიკური შეფასება და დასკვნა იმისა, რომ ორსულობის
ხელოვნური შეწყვეტა არის მკვლელობა და აბორტი უნდა ისჯებოდეს კანონით,
ექსტრემალური სიტუაციების გარდა ყველა შემთხვევაში.
მაგალითისთვის ავიღოთ ბრიტანეთი, სადაც დაუნის სინდრომის მქონდე
ბავშვების 90%, რომელთა დიაგნოზი ორსულობის პერიოდში დადგინდა ხდებიან
აბორტის მსხვერპლნი (King, Ph.D, 2018). ამ მონაცემების მიხედვით გამოდის რომ ხდება
ადამიანის დისკრიმინაცია ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში მისი თანდაყოლილი
განსხვავებულობის გამო. გარდა ამისა, საყოველთაოა პრობლემა, როდესაც ნაყოფის
დისკრიმინაცია ხდება სქესის მიხედვით, რაც სცდება ყველანაირ ჰუმანურ საზღვრებს.
თუ მამრობითი სქესის ნაყოფი შეიძლება ჩავთვალოთ სიცოცხლის უფლების მქონე
ინდივიდად, იმავე უფლით უნდა სარგებლობდეს მდედრობითი სქესის ნაყოფიც.
კვლევების მიხედვით სელექციურმა აბორტმა შესაძლოა შეაჩეროს 23 მილიონი გოგონას
სიცოცხლე და ეს რაოდენობა მხოლოდ ინდოეთსა და ჩინეთში (Mackenzie, 2019).
დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება თავისთავად მოიაზრებს
თანასწორუფლებიანობას. თუ ორი ზრდასრული საპირისპირო სქესის  ინდივიდი
შეიძლება ჩაითვალოს ერთმანეთის თანასწორად, მაშინ ასეთივე თანასწორი უნდა იყოს
ორი საპირისპირო სქესის ნაყოფი და მათ ქვეყანაზე მოვლენის ერთნაირი უფლებები
უნდა გააჩნდეთ.
უმეტეს ქვეყანაში აბორტი აკრძალულია მას შემდეგ რაც მუცლადმყოფ ნაყოფს  20
კვირა შეუსრულდება, რადგან ამ დროიდან უკვე შესამჩნევი ხდება ნაყოფის მცირე
მოძრაობა, ამიტომ იგი უკვე ცოცხალ არსებად ითვლება. სწორედ ამის გამო ბევრ
ქვეყანაში აკრძალულია აბორტი გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ

4
ბიოლოგია, როგორც მეცნიერება არ არის იქამდე განვითარებული რომ დაამტკიცოს
ნაყოფი ჩასახვის კონკრეტულად რომელი პერიოდიდან განიცდის ტკივილს ან
სიამოვნებას (The Scientist Staff, 2013). თუ მეცნიერებას ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვს
მაშინ ის ფაქტიც, რომ აბორტი ლეგალურია ნაყოფის ჩასახვიდან გარკვეულ
პერიოდამდე აზრს აცდენილი, დაუზუსტებელი და ალოგიკურია.
საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით აბორტი მკვლელობა არ არის,
რადგან ემბრიონს დედის მუცლის დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია შესაბამისად
ის არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან ინდივიდად, რადგან მისი განვითარება
ხდება დედის მუცელში და მისივე გადასაწყვეტია მისცემს თუ არა ახალ ორგანიზმს მის
სხეულში არსებობისა და განვითარების უფლებას. მეცნიერების გარკვეული ნაწილი
თანხმდება იმაზე, რომ  ნაყოფი არის ჰომო-საპიენსის ერთ-ერთი უმცირესი ზომის
სახეობა და არა სრულფასოვანი ადამიანი ( Symons, 2018 ციტირებული McMahan, 2007).
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი სხეული თავისი
სურვილისამებრ მომართოს და ამაში ნაყოფის გაჩენა - არ გაჩენის საკითხიც შედის,
ჩნდება კითხვა რამდენად მორალურია ეს ქმედება, მაშინ როდესაც არ არსებობს ზუსტი
მეცნიერული  პასუხი იმაზე რომ ნაყოფი გრძნობს და განიცდის ყველაფრის გავლენას
(Singer, 2011).
 მუცლადმყოფი ნაყოფი თავის თავში უკვე მოიაზრებს ადამიანს, რომელსაც 9
თვეში ექნება სახელი, გვარი, ეროვნება, მოქალაქეობა. მისი ჩასახვის მომენტიდან უკვე 
იქმნება მისი პოტენციური მომავალიც, მისი პროფესია, მისწრაფება, ჰობი და აშ.
გაანადგურო სიცოცხლე, რომელიც ერთ წელზე ნაკლებ დროში გახდებოდა
სრულფასოვანი ინდივიდი და ექნებოდა ისეთივე უფლებები როგორიც ყველა 
პიროვნებას აქვს,  არის არაეთიკური და ყოველგვარ მორალს მოწყვეტილი ქმედება,
რომელიც კანონით უნდა ისჯებოდეს.

5
ბიბლიოგრაფია

Ginsburg, F.D. (1989). Contested Lives: The Abortion Debate in an American Community.
Berkeley: University of California Press.

Hern, W.M. (1982). Long-term risks of induced abortion

Hern, W.M., (2015) "Abortion: Medical And Social Aspects." From Encyclopedia of Marriage
and the Family, David Levinson.

King. R (2018, May 22). Potential People? Abortion in Ireland. Psychology Today.

Mackenzie. D (2019, April 16). Sex-selective abortions may have stopped the birth of 23 million
girls. New Scientist.

McKeegan, M. (1992). Abortion Politics: Mutiny in the Ranks of the Right. New York: Free
Press.

Symons. X (2018, Winter). Ethically speaking, is a fetus a person? O&G Magazine.

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე.


(n.d.). სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”.

You might also like