You are on page 1of 4

ევთანაზია

მსოფლიოში ერთ-ერთი
აქტუალური საკითხი,რომელიც
ხალხის ინტერესის სფეროს
წარმოადგენს. სიტყვა ევთანზია
ნიშნავს სიცოცხლი შეწყვეტას
საკუთარი სურვილით,როდესაც
ადამიანი გაუსაძლის
მდგომარეობაში(ავადმყოფობა)
იმყოფება და აღარ სურს დარჩენილი
სიცოცხლის ტანჯვაში გატარება.მას
ემხრობიან ზოგიერთი ქვეყნები.ამ
საკითხზე ამერიკის შეერთებულმა
შტატებმა გამოკითხვაც კი
ჩაატარა,რომელშიც ბევრი
ევთანაზიას მიემხრო ანუ
თვითმკვლელობას საკუთარი
სურვილით.ეს საქართველოში
დაუშვებელია
კონსტიტუციით(თავისუფლების
ავტონომია და სიცოცხლის უფლება)
და ვფიქრობ ხალხი ამას მხარს არ
დაუჭერს.
სოციუმის ნაწილი თვლის,რომ
ევთანაზია დაშვებული უნდა
იქნეს,რადგან უკიდურესად მყოფი
ადამიანი არ იმსახურებს
ტკივილს,ტანჯვას და სჯობს მანვე
გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და არ
დაელოდოს ეს თუ ის დაავადება
როგორ გაანდაგურებს დროთა
განმავლობაში.
საზოგადოება კი,რომელიც
ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას
ვემხრობი და ვთვლი,რომ ეს
დაუშვებელია,რადგან პირველ რიგში
საქართველოს კონსტიტუციიდან
გამომდინარე არსებობს ადამიანის
სიცოცხლის უფლება,რომლის
მიხედვით არავის აქვს უფლება
ხელყოს არა მარტო სხვისი არამედ
თავისი სიცოცხლე.
მეორე მხრივ კი, ჩვენ ქრისტიან
მართლმადიდებლებს გვაქვს დიდი
პასუხისმგებლობა,როდესაც
ვაკეთებთ ნებისმიერ
საქმეს.თვითმკვლელობა კი
როგორც, ევთანაზია დაუშვებელია
რელიგიურად,რადგან ღმერთი ამას
არ გვიმოძღვრავს არსად.
აქედან გამომდინარე,
მიუხედავად ხალხის ნაწილის
მოსაზრებისა,რომ დაშვებული უნდა
იყოს ევთანაზია, ვფიქრობ, ჩვენ არ
გვაქვს უფლება განვსაჯოთ ჩვენივე
სიცოცხლე როგორი
დაავადებულებიც არ უნდა
ვიყოთ,რადგან ეს როგორც კანონის
დარღვევა, ასევე ცოდვადაც
გვეთვლება,რომლისთვისაც
უფლისგან აუცილებლად
მოგვეკითხება არაამქვეყნიურ
სამყაროში.

You might also like