You are on page 1of 2

„მომწონს ფაქტი, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც

შემიძლია გაზეთი ვიყიდო და წავიკითხო ან სანაგვეში მოვისროლო,


თუ ვთვლი რომ მისი ადგილი იქაა.“ - ფილმის, „ხალხი ლარი
ფლინტის წინააღმდეგ“, მიხედვით, ადვოკატმა, ალან აიზეკმენმა, ეს
სიტყვა 1988 წელს წარმოთქვა, როდესაც ამტკიცებდა რომ მის
კლიენტს, ლარი ფლინტს, ამერიკული ჟურნალ „hustler”-ის
რედაქტორს, უფლება ჰქონდა გამოექვეყნებინა ჟურნალები რომელთა
გვერდებიც შიშველი ქალების ფოტოებით იყო აჭრელებული.
ლიბერალიზმი ფართო გაგებით გულისხმობს არჩევნის
გაკეთების საშუალებას. დანაშაული - მოიცავს საზოგადოებისთვის
მავნებელი ქმედების ჩადენას. თუ ზრდასრულ, საზოგადოების
სრულუფლებიან წევრს აქვს სურვილი მიიღოს ალკოჰოლი, იხილოს
პორნოგრაფიული კადრების ამსახველი ფილმები, ითამაშოს
აზარტული თამაშები, სახელმწიფო მას ასეთ ქმედებებს არ უნდა
უკრძალავდეს, რადგან ყოველივე ეს, შესაძლოა მორალურად და
ზნეობრივად ვინმესთვის მიუღებელი იყოს, თუმცა საზოგადოებისთვის
ზიანი არ მოაქვს.
ლიბერალიზმი არ არის რადიკალური მცნება, ეს არ ნიშნავს რომ
„ყველაფერი ნებადართულია“, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი ის, რითაც
სხვა პირებს ფსიქიკურ ან ფიზიკურ საფრთხეს არ შევუქმნით,
ნებადართული უნდა იყოს. ამ ტერმინის ფართოდ განხილვაა
შესაძლებელი. ის ბევრ თემას უკავშირდება. მათ შორის პროსტიტუციის
საკითხი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წამოჭრილი სასაუბრო თემაა.
პროსტიტუცია - „სხეულით ვაჭრობა“ - როგორც ამბობენ
უძველესი პროფესიაა. ალბათ იმის თქმა საჭირო არც არის, რომ ამ
ბიზნესში ჩართვა უმეტესობისთვის პირველი არჩევანი არ არის, თუმცა
როდესაც ადამიანს ბევრი გამოსავალი არ აქვს, ყველაზე უსიამოვნო
ვარიანტსაც განიხილავს საკვების საშოვნელად.
ერთ-ერთი ძირითადად გამოყენებული არგუმენტი
პროსტიტუციის წინააღმდეგ არის ის, რომ პროსტიტუცია ხელს უწყობს
სექსუალურად გადამდები დაავადებების გავრცელებას, რაც სრული
სიმართლეა. ასევე სიმართლეა, რომ თუ პროსტიტუცია აკრძალული
იქნება, სექს-გუშაგები მაინც განაგრძობენ საქმიანობას, თუმცა არ
იარსებებს რეგულაციები, რომლებიც მათ დაიცავს მსგავსი
დაავადებებისა და ფსიქიკურად შერყეული კლიენტებისგან.
პროსტიტუციით თავის რჩენა არც ერთ პირს არ სურს, შესაბამისად
ისინი ამ საქმიანობას, როგორც უკვე აღვნიშნე, უკიდურეს შემთხვევაში
მიმართავენ, პროსტიტუციის უკანონობა კი მათ ხელს არ შეუშლის, ამ
საქმიანობას იმ ქვეყნებშიც კი ბოლოს ირჩევენ, სადაც ის აკრძალული
არაა. შესაბამისად, პროსტიტუცია ვერასდროს შეჩერდება, მაგრამ
დაავადებები უფრო გავრცელდება თუ ის არაკანონიერი იქნება.
კანონიერი ბორდელების გახსნის შემთხვევაში, მეძავს არ მოუწევს
ბრმად გაჰყვეს ნებისმიერ კლიენტს მოტელში და გარისკოს
სიცოცხლე. კანონიერ ბორდელში „თანამშრომლებს“ ჩაუტარდებათ
ხშირი გამოკვლევები და არ მიიღებენ ნებისმიერ კლიენტს. ამ
შემთხვევაში პირები, რომლებსაც სხეულის გაყიდვის გარდა
გამოსავალი არ აქვთ, შეძლებენ შიშის გარეშე იშოვონ ფული,
ირჩინონ თავი და არ ფიქრობდნენ მუდმივად სიცოცხლის
შენარჩუნებაზე.
ამ არგუმენტების განსამტკიცებლად, მაგალითად ავიღოთ
მშრალი კანონი, ა.შ.შ.-ში, 20იან წლებში, აკრძალული იყო
ალკოჰოლის მოხმარება. ამან ხელი შეუწყო „შავი ფულის“
დატრიალებას. ამ კანონმა სარგებელი მაფიოზურ დაჯგუფებებს
მოუტანა, ხალხი კანონის დარღვევას არ უფრთხოდა. კანონით რაიმის
აკრძალვა ადამიანებს არ აჩერებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იმას
კრძალავ რისი კეთებაც ან/და მოხმარებაც საზოგადოების დიდ ჯგუფს
სიამოვნებს და ამით სხვისთვის ზიანი არ მოაქვთ.
პროსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია, არა მარტო
საქართველოში, არამედ - ბევრ სახელმწიფოში, გავრცელებული
საქმიანობაა. მისი არაკანონიერება არ უშლის ხელს ადამიანებს
ქუჩაში კლიენტების ძებნისგან. ამით მხოლოდ ბორდელების
რაოდენობა მცირდება. რაც სამწუხაროა, რადგან იზრდება არა მარტო
სექსუალურად გადამდები დაავადებების გავრცელების შანსი, არამედ
მკვლელობების რიცხვიც.
ავსტრალიაში 1992 წლამდე პროსტიტუცია აკრძალული იყო.
თუმცა მას შემდეგ რაც გავრცელდა სექსუალურად გადამდები
დაავადებები და ქუჩებში მოკლული მეძავების რიცხვი გაიზარდა, ეს
საქმიანობა კანონიერი გახდა. ბორდელის გახსნა შესაძლებელია
მხოლოდ საჭირო რეგისტრაციის გავლის შემდეგ. დაწესდა
რეგულაციები, რასაც მოჰყვა საფრთხის შემცირება.
შესაბამისად, პროსტიტუციის ლეგალიზაცია ხელს შეუწყობს
ლიბერალიზმის განმტკიცებას, იმით, რომ ადამიანი თავისუფლად
შეძლებს საკუთარი სხეულის თავისუფლად გამოყენებას და ხელს
შეუშლის არასასურველი დაავადებების გავრცელებასა და
კრიმინალის გაზრდას. საჭიროა რეგულაციების შემოღება და
პროსტიტუციის ლეგალიზაცია კანონიერ ბიზნესს ჩაუყრის საფუძველს.
რაც მეტი ბიზნესია კანონიერი, მით უფრო მეტ სარგებელს ნახულობს
სახელმწიფო, ყოველი არაკანონიერი ბიზნესი მხოლოდ კრიმინალის
გაზრდის საშუალებაა, აკრძალული უნდა იყოს მხოლოდ ის
საქმიანობა, რაც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია.

You might also like