You are on page 1of 5

ლექცია 2

სამართლის ფილოსოფია გამოიყენება ერთი როგორც ფილოსოფიური დისციპლინა და


მეორე როგორც იურიდიული დისციპლინა. იურიდიული დისციპლინა მნიშვნელოვანია
რადგან - მას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, სამართალში არის ბერი საკითხი რომელიც
ვერც დაისმება და ვერც გადაწყდება თუ არ დაგვეხმარა ფილოსოფია.

"რომაული გამოთქმა - ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს ორივე მართალი ეგონაო" - ან ორივეს


უნდა მოუსმინო ან არცერთ არ უნდა მოუსმინო.

"ოქროს ამოტივტივებით სამართალი იძირებაო"- იქ სადაც ხდება მატერიალური


დაინტერესება, მიკერძოება გამსჯელი პიროვნებისა იქ სამართალი იძირება ამიტომ ეს უნდა
იყოს აღკვეთილი.

"ქურდის დამმალავიც ქურდიაო" - ნაწილობრივ მართალია ნაწილობრივ არ არის მართალი,


ქურდის დამმალავი შეიძლება იყოს ქურდი და შეიძლება არ იყო ქურდი ეს იმაზეა
დამოკიდებული იყო თუ არა წინასწარ დაპირებული ეს ქურდობის დამალვა, თუ მე წინასწარ
დავპირდი დამალვას მაშინ ეს იქნება თანამონაწილეობა და იმავე მუხლით დაისჯება , ანუ აქ
არსებობს მიზეზობრივი კავშირი დაპირებასა დანაშაულის ჩადენას შორის , არსებობს
მიზეზობრიობა არსებობს ბრალეულობა ამიტომ შენც ქურდი ხარ . ყოველგვარი
პასუხისმგებლობის საფუძველი იყოფა ორ ნაწილად ობიექტურ და სუბიექტურ საფუძვლად,
ობიექტური საფუძველი ასეთი დაპირების დროს იქნება მიზეზობრივი კავშირი, ხოლო
სუბიექტური საფუძველი იქნება ბრალი ანუ ფსიქიკური დამოკიდებულება იმისადმი რაც
ჩაიდინეს. ამიტომ ამ ორი საფუძვლის არსებობის პირობებში , ქურდის დამმალავიც
ქურდია. მაგრამ თუ წინასწარ არ დაპირებია მაშინ ეს უკვე არის არა მიზეზობრივად
დაკავშირებული არამედ შემხებლობით დაკავშირებული, ის მერე დაუკავშირდა მომხდარ
ფაქტს , მას ეკუთვნის , შეუტყობინებლობა დაფარვა და კიდევ ერთი ფორმა რომელიც ჩვენს
კოდექსში არ არის -მიმნებებლობაანუ როცა შენ არ უშლი ხელს რომ ვიღაცამ რაღაცა
ჩაიდინოს.

"სამართალი ფეხით დადისო" - ნიშნავს რომ სამართალი ძალიან გვიან აღწევს ჩვენამდე,
სამართალმა შეიძლება მოარღწიოს მაგრამ გააჩნია როდის. მეორე დატვირთვა აქვს - რომ
სამართალი ყველაფერს აკვირდება, იგი არ იწყებს ცალმხრივად რაიმეს შესწავლას.

"ქუდი დადე და სამართალი ისე ქენიო" - ქუდის დადება ნიშნავს რომ ქედი მოიხარე
სამართლის წინაშე.

"ქვეყნად ვერავინ შეძლო სამართლის წამოჩოქება"- აქ საუბარია არა რომელიმე კონკრეტულ


გამოვლინებაზე სამართლისა არამედ საერთოდ ფენომენზე, რომ სამართალი როგორც
მოვლენა, როგორც უნივერსალური საშულება სამართლიანობისკენ მიღწევისა ჯერ არავის
არც დაუწუნებია და არც გადაუგდია.

"სამართალი მკვლელსაც სჯის და არა გიჟსა და ჭკვიანსა" - ანუ მტავარია რომ მოხდა
მოკვდინების ფაქტი, მაგრამ გიჟია თუ ჭკვიანი თითქოს ამას მნიშვნელობა არ ჰქონდეს, ეს ესე
არ არის , მას აქვს მნიშვნელობა გადამწყვეტი, თუ ადამიანი ავადმყოფია ეს წარმოსდგება
მისი ავადმყოფობიდან და არა მისი თავისუფალი ნებიდან.
"სიმართლე მზეზე უფრო ნათელიაო" - სიმართლე როგორც საფუძველთა საფუძველი
სამართლისა და სამართლიანობისა მზესთან არის შედარებული, მზეზე უფრო დიდი
ენერგეტიკული წყარო არ არსებობს.

- მინდიას შესწავლები და დაკვირვებები -

გოგებაშვილის როლი სამართლის იდეის განვითარებაში ბავშვებში, ეს არის უნიკალური


ტემა . გოგებაშვილმა გამოიყენა თან და თანობის პრინციპი, იგი იწყებს პატარ-პატარა
ამბებით მაგ: როგორ მოწყვიტა შაქრომ ვაშლი და როგორ დაინახა ვალშლის პატრონმა დეიდა
მარომ , მან მეორე ვაშლი მოწყვიტა და მიაწოდა შაქროს მაგალითი მისცა იმისა რომ რა
საჭიროა მოწყვეტა როცა შეგიძლიაა ლეგიტიმური წესითა და ნებართვით აიღო, იგი ნელ-
ნელა აჩვევდნენ ბავშვებს სწორი მოქმედების წესებს. ესეიგი ზნეობიდან სამართალზე
გადასვლა ხდებოდა ბუნერივად და არა როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა სკოლა თავისი
გაუგებარი მეთოდებით.

გოგობაშვილის ლექსი- "მინდორში გაველ სწორებო, მზე წითლად ამოდიაოდ; მე იქ რა


გამაძლებინებს, თქვენი ხმა არ მომდიოდა" ეს არის ფილოსოფიური ლექსი, არ არსებობს
იმაზე დიდი ენერგეტიკული ძალა როგორიც არის მზე, არა არსებობს იმაზე დიდი
ესთეტიური ფენომენი როგორიც არის მზის ამოსვლა. გოგებაშვილი ამბობს რომ: არსებობს
ისეთი მეგა ძალა როგორიც არის მზე, არსებობს ისეთი მშვენიერება როგორიც არის მზის
ამოსვლა, მაგრამ ეს ყველაფერი რაოდენ ნაკლული და მცირეა იმასთან შედერაბით როგორიც
არის ადამიანური ურთიერთობები "მე იქ რა გამაძლებინებს, თქვენი ხმა არ მომდიოდა".

"გამძვინვარებულ მკვლელს სამართალი ფეხზე ჰკიდიაო" - აქ ლაპარაკია იმ ცოდნაზე


რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგიურ ცოდნას სამართალში, აფექტირებული დანაშაული
განსაკუთრებული შემთხვევაა და განსაკუთრებულ რეგულაციას მოითხოვს.

"იგივე იყავ გულმართალი როგორც სამართალი" - ეს ლოზუნგია.

-ხალხური წარმოდგენები და პროფესიული შეხედულებების შეუთავსებლობა- ეს არის


ისეთი საკითხი რომელსაც ჰქვია ლმობიერების და სიმკაცრის საკითხი. ლმობიერება და
სიმკაცრე უშუალოდ უკავშირდება ისეთ კატეგორიას როგორიც არის სამართლიანობა.
სამართალიანობა არ არის იურიდიული კატეგორია , იგი არის მორალური და პოლიტიკური
კატეგორია, იგი მარტივად გამოითქმება, კერძოდ, სამართთლიანობა გულისმობს იმას რომ
ყველას ის მიეზღვოს რასაც იმსახურებს. სამართლიანობიდან გამომდინარეობს ის რომ
ლმობიერება და სიმკაცრე უნდა ნაწილდებოდეს დამსახურებისამებრ. პოლიტიკა
დამოკიდებული უნდა იყოს არა იმაზე მკაცრი იქნება თუ ლმობიერი, არამედ ცალკეულ
შემთხვევაში სიმკაცრე და ლმობიერება და კავშირებული უნდა იყოს სამარტლიანობის
სამსახურთან. თუ კი ადამიანთან მცირე დანაშაული ჩაიდინა და არა მძიმე მაშინ მას
ლმობიერი სასჯელი უნდა, თუ მძიმე დანაშაული ჩაიდინა მკაცრი სასჯელი ეკუთვნის თუ
საშვალო მაშინ საშუალო სასჯელი, ეს ნიშნავს რომ იგი დამოკიდებულია ჩანადენზე და არა
კონკრეტულ პიროვნებაზე. არ უნდა აგვერიოს სიმკაცრე და სისასტიკე, სიმკაცრე უნდა
გამოიჩინო იმის მიხედვით ვინ როგორ დაიმსახურა, სისასტიკე- თავითვე მიუღებელია, იგი
დაკვშირებულია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან. ( 'სასტიკი საყვედური" - ეს არის
მაგალითი უვიცობისა).
სიმკაცრე არ არის ის საშუალება რომელიც დაგვეხმარება დანაშაულის აღმოფხვრაში,
ფილოსოფია და ლოგიკა გვასწავლის იმას რომ მთავარი სიმკაცრე კი არაა არამედ
ეფექტიანობაა ანუ ქმედითობა რომელიც დაკავშირებულია იმაზე რამდენად შეუსატყვისებ
სასჯელს ჩდენილ დანაშაულსა და მის სიმძიმეს.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებული იყოს ხალხის


შეხედულების მიხედვით, ეს ციტადელი ამერიკული "დემოკრატიისა" მას დღემდე
შენარჩუნებული აქვს სიკვდილით დასჯა. უნგრეთში აიკრძალა ეს საკონსტიტუციო
სასამართლოს მეშვეობით, შემდეგ სტრანსბურგის სასამართლომ განავითარა...

მინდია უგრეხელიძეს სტატია - მაცნეს ჟურნალში - სათაური "სიკვდილის უფლლება


განზომილებათა გრამატულ კვეთში" . ამ სტატიაში 9 პრობლემაა დაყენებული რომელზეც
პასუხი არ არის გაცემული . ევთანაზია- არის სტკბილი/ნეტარი სიკვდილი, მაგ: თუ კი
არსებობს სიცოლეს უფლება რატო არ არსებობს სიკვდილის უფლება? ეს საკითხი
სიკვდილის უფლებასთან დაკავშირებული მოაწესრიგა ჰოლანდიამ, იგი აძლევს სიკვდილის
უფლებას მაგრამ აყენებს მთელ წინაპირობებს . ამ საკითხთან დაკვშირებით არის ასეთი
სამქმე - პრეტის საქმე - პრეტი იყო ინგლისელი ქალი, რომელსაც დაემართა ისეთი დავადება
რომ მისი კუნთების სისტემა მოიშალა და დაკარგა თავისი ფუნქცია , ერთადერთი ორგანო
უმუშავებდა ტვინი , ამ ქალმა მოითხოვა ინგლისის მთავრობის წინაშე რომ მას უნდოდა რომ
მომკვდარიყო მისი ქმრის ხელით, მიეცა ქმარს მისთვის მომაკვდინებელი საშუალება და იგი
ამისთის არ დაეჭირათ, ინგლისის მთავრობამ უარი განუცხადა, სასამართლოს არცერთმა
ინსტანციამ არ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ბოლოს მივიდა სტრანსბურგის
სასამართლომდე , ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც აღიარა რომ
თუ გაქვს სიცოხლის უფლება რომ უნდა გქონდეს სიკვდილის უფლება , მაგრამ გაამართლა
ინგლისი ამ საქმეში ორ კვირაში კი პრეტა გარდაიცვალა, სასამართლომ დაასაბუთა რომ
წამებისგან დისკრიმინაციისგან განთავისუფლების უფლეა არსებობს ,სიკვდილის უფლების
შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნილება , მათ შორისა როცა არსებობს
მწვავე სოციალური საჭიროების მოთხოვნა, აქ არანაირი სოციალური საჭიროება არ იყო.
სიკვდილზე უარესიც არსებობს ეს არის ტანჯვა, თუ კი იტანჯება ადამიანი მას შეიძლება
მისცე სიკვდილის უფლება . - მინდიამ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თქვა, რომ
სასამართლომ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არის
მხოლოდ ტანჯვა.

სამართლებრივი კვლევის მეთოდები

სამართლებრივი კვლევის მეთოდი დაკავშირებულია უშუალოდ სამართლებრივი სწავლების


მეთოდებთან.

(ყოველგვარი გასაჩივრება უკავშირდება ინსტანციურობას, მაგრამ არის ზოგიერთი


შემთხვევა როდესაც ვერ ითხოვს საქმეს, სტრასბურგში რომ საქმე მივიდეს უნდა იყოს
ამოწურული ყველა ქმედითი სამართლებრივი მისაგებელი. თუ აღმოჩნდება რომ
გამრუდებულია სამართლებრივი პრაქტიკა და აზრი არ აქვს რომ უცადო ყველა ინსტანციის
გავლას, ამ შემთხვევაში სტრასბურგი ამბობს რომ ამ ოთურმა(ნახტომით) საჩივარს მივიღებ.)
ჰერმენეფტიკა - ეს არის კანონის განმარტების საკითხი

ჰერმენეფტიკა არის - მოძღვრება განმარტებათა შესახებ.

სამართლებრივი ჰერმენეფტიკა.

რატომ ჰქვია მოძღვრებას განმარტებათა სესახებ ჰერმენეფტიკა, იგი დაკავშირებულია


ჰერმესთან იგი იყო ზევსის შვილი, ჰერმესი იყო კაცი რომელსაც ევალებოდა რომ ღმერთების
აზრი უნდა ჩამოეტანა და განემარტა ადამიანებისთვის. (ჰერმაფროდიტი- სხვადასხვა
გენიტალიებით შემკული ადამიანი, ერთსა და იგივე პიროვნებაში აღმოვაჩინოთ ჰერმა და
ფროდიტი).

უპირველესად უნდა შევისწავლოთ რა სახის განმარტებები არსებობს - ყველაფერი რაღაც


ნიშნით არის . თუ ვიტყვით რა სახის განმარტებები არსებობს სამართალში მოცულობის
თვალსაზრისით- არსებობს სიტყვასიტყვითი, განვრცობითი(ექსტენიური) და
შეზღუდვითი(დესტრიქიული). 2) იურიდდიული ძალის მიხედვით არის სხვადასხვა
განმარტებები : ავთენტური განმარტება, ლეგალური განმარტება, სასამართლო განმარტება,
დოქტრინალური განმარტება.

სიტყვა-სიტყვითი განმარტება ნიშნავს სრულ თანხმობას ტექსტსა და აზრს შორის. უმეტეს


შემთხვევაშიხდება რომ აზრი ფართოა ვიდრე ტექსტი . თუ აზრი არის უფრო ვრცელი მაშინ
უნდა განვრცო ტექსტი, მაგრამ თუ აზრი არის უფრო ვიწრო მაშინ უნდა დაიყვანო ტექსტი ამ
აზრამდე. - "პროკრუსტეს სარეცელი" ეს წიგნი დაგვეხმარება ამ განმარტების გაააზრება.

მაგ: როცა ტესქტი უნდა განვავრცოთ, ძველი რუსული კოდექსი(შვილად აყვანის გახმაურება)
იმ კოდექსში ეწერა ბიჭის შვილად აყვანის საიდუმლოების გახმაურება და არ ეწერა გოგონას
შვილად გახმაურების საკითხი, ამ შემთხვევაში ტექსტი უნდა განვავრცოთ ლოგიკური
ხერხის გამოყენებით ლგიკურ განმარტებამდე.

მაგ: როცა ტექსტი უნდა შევავიწროვოთ, ძველ კოდექსში იყო ადამიანმა ჩაიდინა ორი ან მეტი
პირის მკვლელობა მაგრამ აფექტურ მდგომარეობაში, ისმებოდა საკითხი რომელი მუხლი
უნდა გამოგვეყენებინა ის მუხლი რომელიც დაამძიმებდა თუ ის რომელიც შეამსუბუქებდა,
ძველი კოდექსით უნდა გამოგვეყენებინა აფექტის მუხლი.

- ავთენტური განმარტება- პარლამენტი იღებს კანონებს, მათ უკეთ იციან თუ რატო მიირეს ეს
კანონი რას გულისხმობდა, რა აზრი ჩადო მან , ამისთვის ის გამოიყენებს დოკუმენტაციას.

- სასამართლო განმარტება- მისი მთავარი, იმანენტური მოვალეობაა კანონების განმარტება.


ამ სამ განმარტებას ავთენტურს ლეგალურს და სასამართლოს აქვს იურიდიული ძალა.

- დოქტრინალური განმარტება- მას არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა.

მარტენსის კლაუზა მეცნიერი - მან წამოაყენა ფრმულა ჰუმანიტარულ სამართალში, როცა


აღმოჩნდა რომ ჰუმანიტარულ სამართალში ნორმა არ ეყოთ მან თქვა რომ ამ ხარვეზის
შევსება შეიძლება, თუ კი არ არსებობს ნორმა უნდა მოხდეს ზოგადი პრინციპის გამოყენება,
ამ პრინციპში უნდა ჩამჯდარიყო ნორმა თუ კი იარსებებდა ამას ქვია მარტენზის კლაუზა.
ოლივერ ვენდელ ჰოლმსი იყო დიდი ამერიკელი იურისტი და მოაზროვნე- მან შემოიტანა
ცნება - იდეათა ბაზარი.

განმარტების ხერხები ჰერმენეფტიკის მიხედვით

განმარტების რამდენიმე ხერხი არსებობს:

ა) გრამატიკული განმარტება, ნიშნავს -კანონის ნამდვილი აზრის გამოვლენასა და დადგენას


იმ წესების მიხედვით რომელიც შემუშავებულია ენათმეცნიერებაში. სიტყვების შინაარსის
როგორც სემანტიკურ ისე ეთიმოლოგიურ შინაარს.

ბ) ლოგიკური განმარტება: კანონის ნამდვილი აზრის დადგენას ლოგიკის მეცნიერებაში


დადგენილი წესების მიხედვით ეს არის სინთეზი,ანალიზი... ამის მალითია "ა ფორტიორი-
ნიშნავს მით უფროს"

გ) ისტორიული განმარტება- დოკუმენტების მიხედვით რომელიც დგებოდა მაშინ, როცა ამ


კანონის შემუშვება ხდებოდა

დ) სისტემური განმარტება- კანონის ნამდვილი აზრის დადგენა იმის და მიხედვით თუ რა


ადგილი უჭირავს და რა ურთიერობაშია სამართავი ნორმა სხვა ნორმებთან. მაგ:
ბლანკეტური ნორმის შემთხვევაში როცა ნორმა უნდა ვისისხოთ სხვა დარგიდან და
შევავსოთ სხვა დარგის ნორმის შინაარსით. ასეთივეა მითითებითი ნორმის შემტხვევაში,
ასევე პარაზიტული ნორმები ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლი , ეს მუხლი
უნდა დაუკავშირო სხვას, ისე თავისთავად ვერ გამოიყენებ, თავისთავადი არსებობის
უფლება არ აქვს. მისი შინაარსის შევსება ხდება სხვა მუხლით.

ე) ტელეოლოგიური განმარტება- მიზნის მიხედვით განმარტება/მიზნისმიერი განმარტება,


კანონის ნორმის დადგენას იმ მიზნის მიხედვით რომელსაც ისახავდა მოცემული ნორმა.
ზემო აღნიშნული განმარტებების დატიებული ხარვეზები შეიძლება ამოივსოს
ტელეოლოგიური განმარტებით.

You might also like