You are on page 1of 26

3.

სამართლის ფუნქციები
სამართალი არის განსზღვრული მიზნის მიღწევის
საშუალება, რომელიც არეგულირებს საზოგადოებრივ
ურთიერთობებს და მხოლოდ საზოგადოებაში მოქმედებს. ის
არის ადამიანების მიერ დადგენილი წესრიგის ფორმა,
მართალია ის აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს,
მაგრამ მას არ აქვს პრეტენზია მოაწესრიგოს ურთიერთობათა
ყველა სფერო. სამართალი მოიცავს საზოგადოებრივი
წესრიგის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. საზოგადოებრივ
ურთიერთობათა დიდი ნაწილი კი რეგულირდება
ყოველგვარი იურიდიული ჩარევის გარეშე. სამართალი ვერ
ჩაერევა ისეთ ურთიერთობებში როგორიცაა სიყვარული,
მეგობრობა. საკმაოდ თავშეკავებულია სამართალი ოაჯახის
წევრებს შორის ურთიერთობებშიც.
სამართლის ფუნქციების დასახიათება შესაძლებელია
სხვადასხვა თვალსაზრისით. რამდენადაც, სამართალი
მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, მისი
ფუნქცუიები გარკვეული ზომით ემთხვევა სახელმწიფოს
ფუნქციებს. სახელმწიფოს ყველა მთავარი საქმიანობია
ხორციელდება სამართლებრივ ფორმებში. მეორე მხრივ,
სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისად შეიძლება
სამართალი აყალიბებს სოციალური მართვის ფუნქციას
და შესაბამისად ახორციელებს ორგანიზაციულ ფუნქციას.
ის ასრულებს სოციალური მართვის ფუნქციასაც,
როდესაც გარკვეული მიმართულებით წარმართავს
ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების ქცევას.
ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს სხვა ინდივიდის
ინტერესები ამ თვალსაზრისით სამართალი ასრულებს
სოციალური კონტროლის ფუნქციას.
სამართლის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება
სამართალდარღვევაზე სათანადო რეაქციის ფორმით.
იურიდიული სანქციების მუქარით სამართალი იცავს
საზოგადოებას და ამ თვალსაზრისით ასრულებს რეპრესიულ
ფუნქციას.
სამართალი ასრულებს სოციალური ინტეგრაციის
ფუნქციას, რამდენადაც საზოგადოების წევრებს უყალიბებს
ერთიანობის განცდას. მაგალიტად, კონსტიტუციამ დიდი
როლი შეასრულა ამერიკელთა ეროვნული ერთიანობის
ჩამოყალიბების პროცესში.
იძულება სამართლის სპეციფიკური ფუნქციაა.
ხორციელდება ორგანიზებულად და მხოლოდ
უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, განსაზღვრული
წესების დაცვით.
წესრიგი სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ის
ემსახურება ადამიანისთვის ღირსეული ყოფის
ჩამოყალიბებას.
სამართალი ასრულებს სოციალური მშვიდობის
ფუნქციას. მართლწესრიგის ფუნქციაა კონფლიქტის
მშვიდობიანი მოწესრიგება, როდესაც დავა წყდება არა
ძლიერის სასარგებლოდ ან პირადი შეხედულებების
მიხედვით, არამედ სამართლის მოთხოვნათა საფუძველზე.
სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნქცია სამართლის
უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ის გამორიცხავს სახელმწიფოს
კანონსაწინაღმდეგო ქცევას - კანონი ერთნაირად
სავალებულოა როგორც მოქალაქის, ასევე სახელმწიფოსთვის.
სამართალი უნდა იყსო სტაბილური. მხოლოდ სტაბილური
კანონმდებლობის დროს შეუძლია მოქალაქეს იმოქმედოს
კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ანთროპოლოგიური ფუნქციით სამართალი აღიარებს
ინდივიდის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში. იცავს
პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღირსებას.
პერსონალური ფუნქცია – იცავს ინდივიდის პირად
ავტონომიას და იცავს მას სახელმწიფოს მხრიდან უკანონო
ჩარევიასგან.
თავისუფლების ფუნქცია ადგენს ლიმიტირებულ
თავისუფლებას. შეუზღუდავი თავისუფლება იქნებოდა
თვითნებობისაგან აბოლუტური დაუცველობა და მუდმივი
ანარქიიის მდგომარეობა. სამართალი უზრუნველყოფს
ინდივიდისა და საზოგადოების სხვა წევრების
თავისუფლებას შორის გონივრულ ბალანსს.
ეკოლოგიური ფუნქცია – თანამედროვე სამართალი
არეგულირებს ურთიერთობას არა მხოლოდ ერთი თაობის
ადამიანებს შორის, არამედ ადამიანის ურთიერთობას
როგორც ბუნებასთან, ასევე მომავალ თაობებთან, სამართალი
ზღუდავს თანამედროვე თაობების თავისუფლებას მომავალი
თაობების სასიცოცხლო სივრცის შენარჩუნების მიზნით.

4. ნორმა, როგორც შეფასებითი განაწესი;


სოციალური და ტექნიკური ნორმები;
სამართლის ნორმის სახეები; ნორმათა
ფუნქციები; ნორმათა ენა. ხუბუა:გვ.63-
66; გვ.71-73.

სამართალი შედგება მხოლოდ და მხოლოდ ნორმებისაგან.


ნორმა არის ენობრივი ფორმით მოცემული აზრობრივი
სტრუქტურა. ის პრესკრიფციული წინადადებაა. იგი
ნორმატიული შინაარსისაა და ჩამოყალიბებულია მოთხოვნის
სახით. სამართლის ნორმა მოითოვს, რომ ეს ასე ,,უნდა იყოს“.
ეს განსხვავდება დესკრიფციული წინადადებისგან, რომელიც
მხოლოდ ფაქტებს აღწერს. დესკრიფციული წინადადების
შინაარს აყალიბებს არსი და არა ჯერარსი. ის ამბობს რომ
განსაზღვრული ფაქტი ან მოხდა ან არ მომხდარა. სამართლის
ნორმა კი პირიქით აყალიბებს ჯერარს და მომავლისკენ არის
მიმართული. ნორმის შინაარსს აყალიბებს ჯერარსი აქედან
გამომდინარე, სამართლის ნორმა არის ჰიპოთეტური
ჯერარსული წინადადება.
სამართლის ნორმა იმპერატიულია. ეს იმას ნიშნავს, რომ
განსაზღვრული ქცევის მოდელი უნდა განხორციელდეს ან არ
უნდა განხორციელდეს. ნორმით დადგენილი ქცევის წესის
სავალდებულოობა არაა დამოკიდებული ნორმატიული
მოთხოვნის მართებულობაზე. ,, მცდარი“ ნორმაც
სავალდებულოა შესასრულებლად. ასევე, ნორმის
შეუსრულებლობა არ ნიშნავს, რომ ნორმა მცდარია. ნორმის
დაცვა ან მისი დარღვევა არაფერს გვეუბნება მისი
მართებულობის ან მცდარობის შესახებ.
დესკრიფციული მსჯელობა შეიძლება იყოს შეჭმარიტი ან
მცდარი. ნორმა კი პრესკრიფციული წინადადებაა და არ
შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და მცდარი. დესკრიფციული
წინადადება: ,,ეს კარი დახურულია“, შეიძლება იყოს
ჭეშმარიტი ან მცდარი მსჯელობა. ნორმით დადგენილი
იმპერატიული მოთხოვნა: ,,ეს კარი დახურეთ!“- ვერ
შეფასდება ჭეშმარიტობა–მცდარობის კრიტერიუმებით.
ნორმა შეიძლება იყოს სასმართლიანი ან უსამართლო,
მიზანშეწონილი ან მიზანშეუწონელი, მაგრამ ნორმა ვერ
იქნება ჭეშმარიტი ან მცდარი.
ნორმა ენობრივი ფორმით გამოხატული ჯერარსული
წინადადებაა. თუმცა, ის შესაძლებელია მოცემული იყოს
არაენობრივი ფორმითაც (მაგალითად, ავტოსაგზაო ნიშნები).
ამავე დროს, ნორმის შინაარსი ყველა შემთხვევაში ენობრივი
ფორმით უნდა იყოს გამოხატული. თუმცა არსებობს ე.წ.
კონკლუიდური კარიგება, როდესაც გარიგება შეძლება
დაიდოს მდუმარე ფორმით. მაგალითდ, როცა ავტობუსში
ავდივართ, არ არის აუცილებელი ენობრივი ფორმით
გამოვხატოთ რომ თანახმა ვართ ვიმგზავროთ ავტობუსით,
რადგან ავტობუსში ასვლის ფაქტი განიხილება, როგორც
თანხმობის ფაქტი.
ნორმა, როგორც შეფასებითი განაწესი - ნორმები
ჯერარსული წინადადებებია. ისინი აღწერენ არა იმას, რაც
არის, არამედ იმას, რაც უნდა იყოს. ისინი რეალობად
იქცევიან მაშინ, როცა ადამიანური ქცევის მამოძრავებელ
ძალად გვევლინებიან და ამგვარად ახდენენ რეალობაზე
გავლენას. აქედან გამომდინარე, ნორმა არის შეფასებითი
განაწესი. გამონათქვამი, რომ რაღაც ასე უნდა იყოს,
ეყრდნობა შეფასებას. ნორმები განსაზღვრავენ, რომ რაღაც
უნდა იყოს. ზოგიერთი განაწესი იმას კი არ ამბობს, რა როგორ
უნდა იყოს, არამედ აფასებს, რა როგორია ან რა რა არის. ასეთი
განაწესი აღწერილობითი განაწესია. რადგან ნორმა
განსაზღვრავს, თუ რა უნდა მოხდეს, ის ქმნის შეფასებით
განაწესს. მაგრამ არც ყველა შეფასებითი განაწესია ნორმა.
მართალია, ზოგიერთი განაწესი ამბობს, რომ რაღაც უნდა
იყოს, მაგრამ მიემართება განსაზღვრულ პიროვნებას
განსაზღვრულ ვითარებაში.
შეფასებით განაწესს, რომელიც კონკრეტულ პიროვნებას
კონკრეტულ ვითარებაში მიემართება, უწოდებენ იმპერატივს
ანუ ბრძანებას.
განაწესი ამბობს ან იმას, რომ რაღაც უნდა იყოს (შეფასებითი
განაწესი), ან გვეუბნება, რომ რაღაც არის ესა თუ ის
(აღწერილობითი განაწესი). შეფასებითი განაწესი შეიძლება
იყოს საყოველთაო (ნორმა) ანდა სიტუაციური (იპერატივი).
ნორმები ზოგად-აბსტრაქტული წინადადებებია,
იმპერატივები კი იდივიდუალურ-კონკრეტული.
სოციალური და ტექნიკური ნორმები - სამართლის ნორმა
წარმოადგენს სოციალური ნორმის ერთ-ერთ სახეს.
სოციალური ნორმა აწესრიგებს ურთიერთობებს
ინდივიდებს, ასევე, ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს
შორის. სოციალური ნორმა შესასრულებლად სავალდებულო
ქცევის წესია და მისი დაცვა უზრუნველყოფილია სათანადო
სანქციით.
ქართული სამართალი ტექნიკური ნორმის დეფინიციას არ
იცნობს. ტექნიკურ ნორმას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
1) ის არის წერილობითი დოკუმენტი
2) მის შემუშავებაში მონაწილეობენ დაინტერესებულ
წრეთა პირები
3) იგი ორიენტირებულია მაქსიმალურ კონსესუსზე
4) მას ღებულობს განსაზღვრული სამართლებრივი
ორგანო
5) ტექნიკური ნორმა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია
6)იგი ადგენს ზოგადსა და მრაალჯერადად გამოსაყენებელ
წესს
7) მას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ აქვს
8) იგი ეფუძვნება მეცნიერების, ტექნიკისა და პრაქტიკის
გამოცდილებას. ტექნიკურ ნორმებს შეიძლება მიენიჭოს
ნომატიული მნიშვნელობა.
სამართლის ნორმის სახეები - სამართლის ნორმები
შეიძლება დავყოთ ნორმის ადრესატებისა და ნორმატიული
მოქმედების ძალის მიხედვით. ადრესატების მიხედვით,
განასხვავებენ ზოგად და ინდივიდუალურ ნორმებს.
ინდივიდუალური ნორმა მიმართულია კონკრეტულად
განსაზღვრული პირისაკენ. მაგალითდ, კონკრეტულ.
თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნა. ზოგადი
ნორმა მიმართულია ინდივიდთა ჯგუფისაკენ.მაგალითად:
სისხლისსამართლებრივი ნორმა ქურდობის შესახებ
მიმართულია ყველა იმ პირისკენ, რომელსაც შეუსრულდა 14
წელი და არის შერაცხადი.
ნორმა შეიძლება იყოს უპირობო და განპირობებული.
უპირობო ნორმის შესრულება სავალდებულოა ყოველგვარი
წინასწარი პირობის გარეშე. მაგალითად, მოთხოვნა : ,,მოწევა
აკრძალულია!“ არის ინდივიდუალური უპირობო ნორმა.
განპირობებული ნორმა კი მოქმედებს მხოლოდ
განსაზღვრული პირობების არსებობისას. ხასიათდება
კონსტრუქციებით “თუ” – “მაშინ”.
დეფინიციური ნორმა მოქმედებს სხვა ნორმებთან კავშირში
და ცალკე მას ძალა არ გააჩნია. ისინი დამხმარე ფუნქციას
ასრულებენ და გვეხმარებიან უკეთ გავიგოთ ნორმის
შინაარსი სამართლის შეფარდების პროცესში. განსაზრვრული
დეფინიციებია, მაგალითად, ,,გაუფრთხილებლობა“
ნორმათა ფუნქციები- ნორმები ქცევის მოწესრიგებას
ემსახურებიან. ამ მიზნის მისაღწევად ნორმებს ორი
განსხვავებული ფუნქცია აქვთ. პირველი: შეიძლება დავსვათ
კითხვა, ჩვენ ან სხვამ სამომავლოდ უნდ გავაკეთოთ რაღაც
თუ თავი შევიკავოთ მისგან, ანდა წარსულში უნდა
გაგვეკეთებინა რაღაც თუ თავი შეგვეკავებინა მისგან. ასე რომ
ნორმები შეიძლება გავიგოთ ადამიანური ქცევის საზომი და
მეორე: შეიძლება, ნორმა ავიღოთ ამოსავალ წერტილად და
ვიკითხოთ, როგორ ქცევას მოითხოვს იგი მომავალში ჩვენგან.
ამის გათვალისწინებით, ნორმები ქცევის ორიენტირებას
ემსახურებიან. ამ ორ ფუნქციას შორის მჭიდრო კავშირია.
ქცევის ორიენტირების ფუნქცია ნორმისა გამომდინარეობს
სწორედ იქიდან, რომ ნორმა, როგორც შემოწმების საზომი,
პირად წარმოსახვით სამყაროში ინტეგრირდება. მეორე მხრივ,
ადამიანური ქცევის სისწორის ნორმით გაზომვა მხოლოდ
იმიტომაა გამართლებული, რომ ნორმა უკვე მოქმედებს
ქცევის ორიენტირების კუთხით.
ნორმათა ენა - ნორმები დაკავშირებულია ენასთან.
ამასთან, ცნება ,,ენა“ ძალიან ფართოდ უნდა გავიგოთ. იგი
მხოლოდ სამეტყველო და სამწერლობო ენას კი არ მოიცავს,
არამედ ყოველ სხვა მოქმედებას- ჟესტებს, მიმიკებს და სხვა.
ენობრივი გაგება მრავალშრიანი პროცესია, ამიტომ იგი
მუდმივად ცვალებადია. ცალკეული ავტორი საუბრის სტილს
იცვლის, რადგან იცვლება მისი წარმოდგენები და
მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღიწეროს
ენობრივად ვითარებები სათანადოდ. ამით მის ირგვლივ
არსებული ენობრივი საზოგადოების საუბრის სტილიც
იცვლება.
მეორე მხრივ, გაგების წინაპირობაა, რომ გზავნილის ავტორსა
და ადრესატს გამოყენებული ნიშანი, სულ მცირე,
დაახლოებით ერთნაირად ესმით, ანდა კომუნიკაციის
პროცესში მის დაახლოებით ერთნაირ მნიშვნელობაზე
შეთანხმდებიან.

5. სამართლის ნორმის სტრუქტურა,


სამართლის ნორმების გამოყენება
ვითარებებზე. სუმსუმფცია,
სილოგიზმი.

სამართლის ნორმები დამოუკიდებელი


სამართლებრივი მოვლენებია, რომელთა მიზანია
იურიდიულად მოაწესრიგონ საზოგადოებრივი
ურთიერთობები.
სამართლის ნორმის სტრუქტურა არის ნორმის
შინაგანი ფორმა, მისი სტრუქტურული ელემენტების
ლოგიკური ურთიერთკავშირი და განლაგების წესი.
სამართლის ნორმის სტრუქტურაში მოიაზრება სამი
ელემენტი
ჰიპოთეზა, დისპოზიცია და სანქცია.
ჰიპოთეზა არის ნორმის ის ნაწილი, რომელიც
მიუთითებს იმ ცხოვრებისეულ გარემოებებზე და
პირობებზე, რომელთა არსებობა აუცილებელია, რათა
ნორმამ დაიწყოს მოქმედება, ნორმა გახდეს
სიცოცხლისუნარიანი. არსებოს ზოგადი, კონკრეტული,
რთული, მარტივი ალტერნატიული ჰიპოთეზა.
ზოგადი ჰიპოთეზა - ნორმის გამოყენების პირობებს
განსაზღვრავს საერთო ხასიათის ნიშნებით, ხოლო
კონკრეტული ინდივიდუალური ხასიათის ნიშნებით.
რთულია ჰიპოთეზა, რომელიც მიუთიტბს ორ ან ორზე
მეტ გარემოებაზე, მარტივი ჰიპოთეზის დროს კი მხოლოდ
ერთი გარემოება გვაქვს.
ალტერნატიული ჰიპოთეზის დროს მოცემული
რამდენიმე პირობიდან ერთ-ერთის დადგომაა საკმარისი
ნორმის შესაფარდებლად.
დისპოზიცია წარმოადგენს ნორმის ბირთვს, მის გარეშე
ნორმის არსებობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ის
არის ნორმის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ აღწერს
ქცევის წესის შინაარსს და განსაზღვრავს სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს.
განასხვავებენ
მავალებელ (რომელიც გვავალდებულებს ამა თუ იმ
მოქმედების შესრულებას),
ამკრძალავ (რომელიც გვიკრძალავს ამა თუ იმ მომქდების
შესრულებას)
აღმჭურველ (რომელიც უფლებას გვაძლევს, შევასრულოთ ან
არ შევასრლოთ ეს თუ ის მოქმედება) დისპოზიციებს.
დისპოზიცია განსაზღვრავს ნორმის შინაარსს.
სანქცია, ეს არის ნორმის ის ნაწილი რომელშიც
მითითებულია იმ იძულებით ღონისძიებაზე, რომელიც
გამოყენებული იქნება, თუ დაირღვევა ან არ შესრულდება
ნორმა. არსებობს სხვადასხვა სახის სანქცია.
მაგ: აბსოლუტურად განსაზღვრული სანქცია ზუსტად
განსაზღვრავს სამართალდარღვევაზე ზემოქმედების ზომას
შედარებით განსაზღვრულ სანქციაში კი მოცემულია ის
ფარგლები, რომლიდანაც უნდა აირჩეს ზემოქმედების ზომა
ალტერნატიული სანქცია შეიცავს ორ ან რამდენიმე
ზემოქმედების ზომას, რომელთაგან უნდა შეირჩეს ერთ-
ერთი.
კუმულაციური სანქცია შეიცავს ორ ან რამდენიმე
ზემოქმედების ზომას და აქედან ყველა უნდა იქნეს
გამოყენებული ნორმის შეფარდების დროს
არსებობს ორკომპონენტიანი გაგება, რომელსაც ბევრი
მომხრე ჰყავს. ნორმის სტრუქტურას ორ ნაწილად იყოფა -
ფაქტობრივი შემადგენლობა და იურიდიული შედეგი.
ფაქტობრივი შემადგენლობა განსაზღვრავს იურიდიული
შედეგის წინაპირობებს, ფაქტობრივი შემადგენლობა
შეიძლება იყოს განსაზღვრული და განუსაზღვრელი.
განსაზღვრული ფაქტ. შემადგენლობა არ საჭიროებს
განმარტებას, ასეთია ზომა, წონა, რიცხვი.
ხოლო განუსაზღვრელი ფაქტობრივი შემადგენლობა
მოითხოვს შეფასებას, ამასთანავე იგი შეიძლება იყოს
დესკრიფციული და ნორმატიული.
დესკრიფციული ფაქტობრივი შემადგენლობა ეხება
ობიექტს ან მის ნიშანთვისებებს, ხოლო ნორმატიული
ფაქტობრივი შემადგენლობა კი მოითხოვს შეფასებას.
აგრეთვე, ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა შეიძლება
იყოს კულუმაციური და ალტერნატიული. კუმულაციურის
დროს გვაქვს ორი ან ორზე მეტი პირობა და ყველა პირობის
არსებობაა აუცილებელი იურიდიული შედეგის
დასადგომად. ხოლო ალტერნატიული ფაქტ.
შემადგენლობია მოიცავს ორ ან მეტ პირობას და საკმარისია
ერთ-ერთის არსებობაც, რათა იურიდიული შედეგი დადგეს.
იურიდიული შედეგი დგება მაშინ, როცა სახეზეა
ფაქტობრივი შემადგენლობა. იურიდიული შედეგი
ძირითადად გამოიხატება სანქციით, სანქცია კი შეიძლება
იყოს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური, ძირითადად
ნეგატიური

სამართლის ნორმების გამოყენება ვითარებებზე - ესა თუ


ის ვითარება (ფაქტობრივი გარემოება) სხვადასხვაგვარად
შეიძლება დამუშავდეს სამართლებრივად, ე.ი.
სხვადასხვაგვარად შეიძლება სამართლის ნორმებს
დაუკავშირდეს. მათგან ერთ-ერთი შესაძლებლობა კი
სამართლის ნორმების ვითარებებზე გავრცელება ანუ
გამოყენებაა. ეს კი ნიშნავს სამართლის ნორმათა საერთო
კონტექსტის გამოყენებას ვითარების სამართლებრივად
შესაფასებლად, ვითარებიდან წარმოშობილ სამართლებრივ
შეკითხვაზე პასუხის გაცემას სამართლებრივი
გადმოსახედიდან. სამართლებრივ შეკითხვაზე პასუხს
ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, ეს არის მოსაზრება
ვითარების, კერძოდ, მისი სამართლებრივი შეფასების
შესახებ. მეორე მხრივ კი, ეს არის აგრეთვე მოსაზრება
გამოყენებული სამართლის ნორმების შესახებ, რადგან
ვითარების სამართლებრივი შეფასება მათზეა
დამოკიდებული. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ
სამართლებრივ შეკითხვაზე პასუხში კონკრეტდებიან
გამოყენებული სამართლის ნორმები (ანდა: სამართლის
ნორმებს ვაკონკრეტებთ). თუ სამართლის ნორმა არის წესი,
მისი ვითარებაზე გამოყენება ნიშნავს შემდეგს: სამართლის
ნორმა განსაზღვრავს, რომ მასში ჩადებული სამართლებრივი
შედეგი იმ შემთხვევებში დადგება, როცა ნორმის
შემადგენლობის წინაპირობები სახეზე იქნება. ამიტომ
სამართლის ნორმის ვითარებაზე გამოყენება ნიშნავს
გადაწყვეტილების მიღებას მოცემულ კონკრეტულ
შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის დადგომის თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინაა აზრიანი, როცა
ვითარებიდან წარმოშობილ სამართლებრივ შეკითხვაზე
პასუხი სამართლებრივი შედეგის დადგომასა თუ
არდადგომას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმა
სამართლებრივ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში ვერ
დაგვეხმარება. ასეთ დროს სამართლის ნორმა არაა
შესატყვისი. ამიტომ ვითარებაზე სამართლის ნორმების
გამოყენებისას უპირველესი ამოცანაა შესატყვისი ნორმების
მოძიება.
თუ სამართლის ნორმა არის პრინციპი, ვითარებაზე მისი
გამოყენება ნიშნავს ამ პრინციპით დადგენილი
ღირებულებებისა და მიზნების გათვალისწინებას სამართლის
შეფარდებისას. ამიტომ პრინციპი მაშინ არაა შესატყვისი,
როცა ვითარებაზე სამართლის შეფარდების ნებისმიერი
ალტერნატივა ერთნაირი ხარისხით შეესაბამება ამ
პრინციპით დადგენილ ღირებულებებსა და მიზნებს.
თუ სამართლის ნორმა არის დეფინიცია (ზემოთ § 5, ველი 41
და შემდომნი), ვითარებაზე მისი გამოყენება ნიშნავს იმის
გარკვევას, ამა თუ იმ შემთხვევაში definiendum მისი
დეფინიციით დადგენილი მნიშვნელობითაა გამოყენებული
თუ არა. ეს შეკითხვაც მხოლოდ მაშინაა აზრიანი, როცა
ვითარებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შეკითხვა
დეფინირებულ ცნებას შეეხება.

6. მორალის ცნება და სახეები; მსგავსება


და განსხვავება მორალსა და სამართალს
შორის; ზნეობრივი ნორმები;
სამართალი, როგორც ეთიკური
მინიმუმი.
მორალი არის კულტურაზე, რელიგიაზე ან ფილოსოფიურ
მსოფლმხედველობაზე დამყარებული ადამიანთა ქცევის
წესების სისტემა. მორალს ხშირად განმარტავენ, როგორც
შინაგან ვალდებულებას, რომელსაც განსაზღვრავს სინდისი.
მორალური ნორმები ადამიანის სინდისისკენაა მიმართული.
სინდისი ინდივიდუალური გრძნობაა. ადამიანთა ნაწილს
სინდისის განვითარებული გრძნობა აქვს, ზოგს კი სინდისის
ხმა ნაკლებად აწუხებს.
ერთმანეთისგან განასხვავებენ ინდივიდუალურ და
კონვენციალურ ნორმას. კონვენციალური ეფუძნება
საზოგადოების უმრავლესობის მორალურ წარმოდგენებს.
ისინი ბევრად განსაზღვრავენ ინდივიდუალური მორალის
შინაარსს. მორალური შეხედულებების ჩამოყალიბებაში დიდ
როლს ასრულებს აღზრდა. საზოგადოებრივი მორალური
წარმოდგენები კი თაობიდან თაობას გადაეცემა.
საზოგადოებრივი მორალი დიდ გავლენას ახდენს
სახელმწიფო ხელისუფლებაზეც. საზოგადოებრივი მორალის
მოთხოვნებს სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს.
მორალი დროის შესაბამისად იცვლება. ამორალურად
მიჩნეული ქცევა დროთა განმავლობაში შეიძლება არც იყოს
მორალური გაკიცხვის ობიექტი. თანამედროვე საზოგადოება
უფრო მიმტევებელი გახდა.
სავალდებულოობის მიხედვით განასხვავებენ მორალის
სავალდებულო მოთხოვნებს და მოთხოვნებს რომელთა
დაცვაც არ არის სავალდებულო, მაგრამ სასურველია.
მაგალითად, ,,არ უნდა მოიტყუო’’ არის სავალდებულო
მორალური მოთხოვნა. გაჭირვებულის დახმარება კი
საზოგადოდ მისასალმებელი ქცევაა.
სამართალს და მორალს ახასიათებს როგორც საერთო, ისე
განმასხვავებელი ნიშნები. სამართლისა და მორალისთვის
საერთოა:
1) ორივე აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობას
2) მათი მოთხოვნები შინაარსობრივად მსგავსია
3) მათი მოთხოვნათა დაცვა არის მოვალეობა
სამართალსა და მორალს ერთმანეთისგან განასხვავდება
შემდეგი ნიშნებით:
1) მორალი სამართლისაგან განსხვავებით არ დგინდება
განსაზღვრული ფორმალური პროცედურით. ის ყალიბდება
ტრადიციების გავლენით
2) მორალის ნორმა პირდაპირ მოცემულია აკრძალვის ან
მოთხოვნის სახით (,, არა კაც ჰკლა’’), სამართლის ნორმაში ეს
ხშირად აბსტრაქტულადაა ფორმირებული;
3) მორალის ნორმები იცვლება ნელა, საზოგადოებრივ
მორალური წარმოდგენების ცვლილებათა პარალელურად.
სამართლებრივი ნორმა კი იცვლება სათანადო
პროცედურების დაცვით.
4) სამართალი მიმართულია გარეგანი ქცევისაკენ, მორალს
აინტერესებს შინაგანი, სუბიექტური ნებაც;
5) სამართალი მორალისგან განსხვავებით მოიცავს
ფორმალურ სანქციებს (თავისუფლების აღკვეთა, ქონებრივი
სანქციები).
ზნეობრივი ნორმების მოქმედების საფუძველი პირის
სინდისია. ზნეობრივი ნორმები ეთიკის საგანია. ისინი
მოქმედებენ იმიტომ, რომ პირი საკუთარი მოქმედებისას ან
სხვისი ქმედების შეფასებისას სინდისით ხელძღვანელობს.
ისინი საყოველთაოდ სავალდებულო კი არაა, არამედ
შიდაპიროვნულია. ამ შეფასების მოქმედების საფუძველი
მხოლოდ ცალკეული პიროვნების სინდისია. ამის
საპირისპიროდ, სამართლის ნორმები ცალკეულ პირთა
სინდისზე დამოკიდებულნი არ არიან. სამართლის ნორმები
საყოველთაოდ მოქმედებენ.
სამართალი იცავს მხოლოდ ეთიკურ მინიმუმს. მორალი
არეგულირებს სოციალური ურთიერთობების გაცილებით
ფართო წრეს, ვიდრე სამართალი. ვალის გადახდის
მორალური ვალდებულება ძალაში რჩება იმ შემთხვევაშიც,
როდესაც იგი სამართლებრივად სავალდებულო აღარ არის.
მაგალითად, თუ მოთხოვნა ხანდაზმულია, პირს მაინც
ეკისრება ვალის გადახდის მორალური ვალდებულება.
სამართალი და მორალი დამოუკიდებელი ნორმატიული
სისტემებია.შესაბამისად მათ შორის შეიძლება წარმოიშვას
კონფლიქტი. მაგალითად, რელიგიური რწმენიდან
გამომდინარე პირი უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ასეთ
დროს სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას კონსტიტუციით
განმტკიცებული რწმენის თავისუფლება და ამავდროულად
უზრუნველყოს წესრიგი და უსაფრთხოება.

7. სამართლიანობის ცნება;
სამართლიანობის სახეები;
სამართლიანობა და თანასწორობა.
სამართალი, როგორც სამართლიანობის
პრობლემების გადაჭრის გზა.

სამართლიანობის ცნება - პირველი ასოციაცია რასაც


იწვევს სამართალი არის სამართლიანობა. თუმცა
სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება ხშირად რთულია.
სამართალი განსაზღვრავს სწორედ სამართლიანობის
შინაარსს. სამართლის მეცნიერებას მუდამ აინტერესებდა
სამართლიანობის პრობლემა. რომაელები დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ სამართლიანობას. რომისთვის
დამახასიათებელი იყო პრიმიტიული რელიგია და
გრანდიოზული სამართალი. სამართლიანობა
რომაელებისთვის იყო იგივე სამართალი.
შეუძლებელია სამართლიანობის ზოგადი ცნების
ჩამოყალიბება. სამართლიანობის საყოველთაოდ
აღიარებული ცნება არ არსებობს. ამავე დროს, სავსებით
შესაძლებელია, რომ ესა თუ ის კონკრეტული ქცევა შეფასდეს
როგორც სამართლიანი ან უსამართლო.
სამართლიანობა განსხვავებულად ესმის ერთი და
იმავე საზოგადოების წევრებსაც. სამართლიანობა არის
შეფასებითი კატეგორია. სამართლიანობის კატეგორიით
შეიძლება შეფასდეს როგორც ნორმები და ნორმათა მთელი
სისტემა, ასევე პრინციპები და სამართლებრივი
ინსტიტუტებიც.
მოსამართლე სამართლიანობის მასშტაბს „პოულობს“
კანონის ტექსტში. ამავე დროს, სამართლიანობა
კანონმდებელსაც ბოჭავს. კანონმდებელმა დაწვრილებით
უნდა შეისწავლოს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობა,
გაითვალისწინოს მასში მონაწილე სუბიექტების ინტერესები
და სამართლებრივი რეგულირების შესაძლო შედეგები.
კანონმდებელი არ უნდა მოქმედებდეს თვითნებურად.
ყველა ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმით ვერ
შეფასდება. ქცევა შეიძლება იყოს გონივრული ან
არაგონივრული. ყველა გონივრული ქცევა არ შეიძლება
შეფასდეს, როგორც სამართლიანი და პირიქით, ყველა
არაგონივრული ქცევა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც
უსამართლო.
სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება დაეფუძნოს
განსხვავებულ ღირებულებით მასშტაბებს. სამართლიანობის
16 ფორმულა ჩამოაყალიბა ჰანს კელზენმა. იგი უარყოფდა
სამართლიანობის მეცნიერულად დასაბუთების
შესაძლებლობას. იგი აღიარებს, რომ არსებობს
სამართლიანობის არა ერთი, არამედ რამდენიმე ცნება.
სამართლიანობის სახეები - განასხვავებენ
სამართლიანობის ორ ძირითად სახეს: განაწილებითი
სამართლიანობა და გათანაბრებითი სამართლიანობა.
განაწილებითი სამართლიანობა მოიცავს ამა თუ იმ
სიკეთის განაწილების პროცესს და მასში მონაწილე სულ
მცირე, სამ სუბიექტს(მათ შორის, სახელმწიფოს).
განაწილებითი სამართლიანობა დიდ როლს თამაშობს
იერარქიული სტრუქტურის მქონე ურთიერთობებში. ამ
შემთხვევაში განაწილების მასშტაბი შეიძლება იყოს
თანასწორობა, შეტანილი წვლილი ან მოთხოვნილება.
თანასწორობის პრინციპის მიხედვით თითოეულს უნდა
მიეკუთვნოს თანაბარი წილი. შეტანილი წვლილის მიხედვით
განაწილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს
გასანაწილებელი სიკეთის შექმნაში ინდივიდის
მონაწილეობის ხარისხი. მოთხოვნილების პრინციპის
თანახმად , თითოეულს ეკუთვნის თავისი მოთხოვნილების
შესაბამისად.
გათანაბრებითი სამართლიანობა მოიცავს
ურთიერთობებს, რომლებსაც არ აქვთ იერარქიული
სტრუქტურა. განაწილებითი სამართლიანობისგან
განსხვავებით, ის არაა დამოკიდებული პირის
ინდივიდუალურ შეხედულებებზე. თითოეულმა უნდა
მიიღოს თავისი კუთვნილი სიკეთე. განაწილების პროცესში
არცერთი მხარე არ უნდა იყოს წაგებული ან მოგებული.
გათანაბრებითი სამართლიანობის უნივერსალური მასშტაბი
არ არსებობს - შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მხოლოდ
აშკარა უსამართლობა. სახელმწიფო ადგენს მხოლოდ
გარკვეულ ჩარჩოებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია
ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისათვის. მაგალიტად,
სამოქალაქო სამართალი იმდენად არეგულირებს ფასებს,
რამდენადაც იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონის ან
ზნეობის მოთხოვნებს
სამართლიანობა და თანასწორობა - თანასწორობა
რეალურ სინამდვილეში არ არსებობს. სრული თანასწორობის
ცნება შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ მხოლოდ ჰიპოთეტიურად.
ბუნებაში არ არსებობს თუნდაც ორი, აბსოლუტურად
იდენტური მოვლენა. თანასწორობა სამართლის
ფუძემდებლური პრინციპია. თანასწორობის პრინციპი
დასაბამს იღებს ღმერთის წინაშე ადამიანის თანასწორობის
ქრისტიანული იდეიდან. რაც შეეხება კანონის წინაშე
თანასწორობის პრინციპს, იგი ჩამოყალიბდა აღორძინებისა
და განმანათლებლების ეპოქაში. თანასწორობის პრინციპი
განმტკიცებული იყო საფრანგეთის რევოლუციის ადამიანის
უფლებათა დეკლარაციაში. თანასწორობის პრინციპი ასევე
აღიარებულია თანამედროვე დემოკრატიული
სახელმწიფოების კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში.
კანონის წინაშე ადამიანის თანასწორობა არის
საყოველთაო, ზოგადი პრინციპი. კანონით აკრძალულია
დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა. კანონის წინაშე
თანასწორობა კონსტიტუციური პრინციპია. კონკრეტული
შემთხვევის გადაწყვეტისას მოსამართლე ხელმძღვანელობს
კანონმდებლის მიერ დადგენილი სამართლიანობის
მასშტაბით. თუ ურთიერთობა მოწესრიგებული არ არის
სამართლიანნობის ნორმით, მოსამართლე თვითონ
განსაზღვრავს სამართლიანობის მასშტაბს. სამართალს
ახასიათებს მხოლოდ ფორმალური თანასწორობა.
ფაქტობრივი თანასწორობა სამართლიანობის პრობლემაა.
ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. მაგრამ კანონი
არ ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.
სამართლის ნორმების გამოყენება ვითარებებზე - ესა თუ
ის ვითარება (ფაქტობრივი გარემოება) სხვადასხვაგვარად
შეიძლება დამუშავდეს სამართლებრივად, ე.ი.
სხვადასხვაგვარად შეიძლება სამართლის ნორმებს
დაუკავშირდეს. მათგან ერთ-ერთი შესაძლებლობა კი
სამართლის ნორმების ვითარებებზე გავრცელება ანუ
გამოყენებაა. ეს კი ნიშნავს სამართლის ნორმათა საერთო
კონტექსტის გამოყენებას ვითარების სამართლებრივად
შესაფასებლად, ვითარებიდან წარმოშობილ სამართლებრივ
შეკითხვაზე პასუხის გაცემას სამართლებრივი
გადმოსახედიდან. სამართლებრივ შეკითხვაზე პასუხს
ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, ეს არის მოსაზრება
ვითარების, კერძოდ, მისი სამართლებრივი შეფასების
შესახებ. მეორე მხრივ კი, ეს არის აგრეთვე მოსაზრება
გამოყენებული სამართლის ნორმების შესახებ, რადგან
ვითარების სამართლებრივი შეფასება მათზეა
დამოკიდებული. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ
სამართლებრივ შეკითხვაზე პასუხში კონკრეტდებიან
გამოყენებული სამართლის ნორმები (ანდა: სამართლის
ნორმებს ვაკონკრეტებთ). თუ სამართლის ნორმა არის წესი,
მისი ვითარებაზე გამოყენება ნიშნავს შემდეგს: სამართლის
ნორმა განსაზღვრავს, რომ მასში ჩადებული სამართლებრივი
შედეგი იმ შემთხვევებში დადგება, როცა ნორმის
შემადგენლობის წინაპირობები სახეზე იქნება. ამიტომ
სამართლის ნორმის ვითარებაზე გამოყენება ნიშნავს
გადაწყვეტილების მიღებას მოცემულ კონკრეტულ
შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის დადგომის თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინაა აზრიანი, როცა
ვითარებიდან წარმოშობილ სამართლებრივ შეკითხვაზე
პასუხი სამართლებრივი შედეგის დადგომასა თუ
არდადგომას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმა
სამართლებრივ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში ვერ
დაგვეხმარება. ასეთ დროს სამართლის ნორმა არაა
შესატყვისი. ამიტომ ვითარებაზე სამართლის ნორმების
გამოყენებისას უპირველესი ამოცანაა შესატყვისი ნორმების
მოძიება.
თუ სამართლის ნორმა არის პრინციპი, ვითარებაზე მისი
გამოყენება ნიშნავს ამ პრინციპით დადგენილი
ღირებულებებისა და მიზნების გათვალისწინებას სამართლის
შეფარდებისას. ამიტომ პრინციპი მაშინ არაა შესატყვისი,
როცა ვითარებაზე სამართლის შეფარდების ნებისმიერი
ალტერნატივა ერთნაირი ხარისხით შეესაბამება ამ
პრინციპით დადგენილ ღირებულებებსა და მიზნებს.
თუ სამართლის ნორმა არის დეფინიცია (ზემოთ § 5, ველი
41 და შემდომნი), ვითარებაზე მისი გამოყენება ნიშნავს იმის
გარკვევას, ამა თუ იმ შემთხვევაში definiendum მისი
დეფინიციით დადგენილი მნიშვნელობითაა გამოყენებული
თუ არა. ეს შეკითხვაც მხოლოდ მაშინაა აზრიანი, როცა
ვითარებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შეკითხვა
დეფინირებულ ცნებას შეეხება.

12. ნორმატიული სამართლებრივი აქტის


ცნება და სახეები; ნორმატიული აქტების
იერარქია; კანონი,როგორც ნორმატიული
აქტი; კანონის ცნება; კანონის სახეები;
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

ნორმატიული სამართლებრივი აქტი გამოცემულია


უფლებამოსილი ორგანოს მიერ და შეიცავს მისი მუდმივი, დროებითი
ან მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს. ნორმატიულ აქტს
ახასიათებს სპეციფიკური ნიშნები, რითაც ისინი განსხვავდებიან
სამართლის სხვა წყაროებისგან
1.მისი გამოცემა შეუძლია მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ის განსაზღვრავს შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესს.
3. მას აქვს საყოველთაოდ მოქმედების პრეტენზია
4. ნორმატიული აქტი ადგენს მრავალჯერადი ქცევის წესს.
ნორმატიული აქტების იერარქიას დიდი მნიშვნელობა აქვს
სამართლის შეფარდების პროცესში. საქართველოში არსებული
იერარქიის თანახმად, კონსტიტუცია არის უმაღლესი იურიდიული
ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი, ამიტომ ნებისმიერი
ნორმატიული აქტი უნდა ექვემდებარებოდეს კონსტიტუციასა და
კონსტიტუციურ კანონს.
საქართველოში მოქმედებს შემდეგი ნორმატიული აქტები და
დადგენილია მათი შესაბამისი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კონსტიტუციური
კანონი
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გ) საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს პრეზიდენტის
დეკრეტი,რომელიც ეხება საგანგებო ან საომარ მდგომარეობას
დ) საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის
დეკრეტი,რომელიც არ ეხება საგნაგებო ან საომარ მდგომარეობას
ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ზ) საქართველოს მინისტრის ბრძანება
კანონი სამართლის უმნიშვნელოვანესი წყაროა. ქართულ
ენაში ,,კანონი’’ ბერძნულიდან შემოვიდა. ძველ საბერძნეთში მას
უწოდებდნენ ხუროს ხის იარაღს ანუ კანონი ითვლებოდა სათნოებისა
და ბოროტების საზომად. ქართულ სამართალში კანონი აღნიშნავდა
სამართლის წიგნს, მუხლს, კანონთა კრებულს. განასხვავებენ
ლოგიკურ,ბუნებისა და იურიდიულ კანონებს. ისტორიულად,
პირველად იურიდიული კანონის ცნება ჩამოყალიბდა. იურიდიული
კანონი განსხვავდება ბუნებისა და ლოგიკის კანონებისგან.
იურიდიული კანონი სავალდებულო ხასიათისაა და აქვს იძულებითი
ხასიათი. კერძოდ, იურიდიული კანონის განხორციელების
ვარიანტები უფრო მრავალრიცხოვანია,ვიდრე ბუნების ან
მეცნიერული კანონებისა. იურიდიულ კანონს ასევე ახასიათებს
მოქმედების ფარგლებისა და რეალიზაციის პერიოდის შემცირება-
გადიდების შესაძლებლობა; კანონით რეგულირებული
ურთიერთობები ნებელობითი ხასიათისაა და მათზე შესაძლებელია
განხორციელდეს გარეშე სოციალური კონტროლი; ეს ურთიერთობები
განმეორებადია და ციკლური.
განასხვავებენ კანონის ფორმალურ და მატერიალურ გაგებას. კანონი
ფორმალური გაგებით ეწოდება ხელისუფლების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით მიღებულ
ნორმატიულ აქტს. კანონის (ფორმალური გაგებით) მიღება შეუძლია
მხოლოდ პარლამენტს. მატერიალური აზრით კანონი ეწოდება
სახელმწიფოში მოქმედ ყველა იურიდიულად სავალდებულო და
ზოგად სამართლებრივ აქტს. კანონის მატერიალური გაგება
მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუ რომელმა ორგანომ გამოსცა
სამართლებრივი აქტი - მთავარია, რომ ნორმა იყოს აბსტრაქტული,
ზოგადი და შესასრულებლად სავალდებულო.
საქართველოში კანონის სახეებია : საქართველოს კონსტიტუცია,
კონსტიტუციური კანონი,ორგანული კანონი, აფხაზეთის და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუცია და კანონები.
საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახეები
განსაზღვრულია საქართველოს კანონით ნორმატიული აქტების
შესახებ, ასეთებია : საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება,პარლამენტის დადგენილება,მინისტრის ბრძანება და
ა.შ

13. კონსტიტუცია; კონსტიტუციური


კანონი; ორგანული კანონი;
საერთაშორისო ხელშეკრულება;
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ნორმატიული აქტის მოქმედება დროში,
სივრცეში და პირთა წრის მიხედვით.
კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია, რომელიც
სახელმწიფო მოწყობას და სახელმწიფოსა და ინდივიდის
ურთიერთობას აწესრიგებს. ის განაპირობებს საზოგადოებაში
დემოკრატიულობასა და პროგრესულობის ხარისხს. ის
უზრუნველყოფს თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის
კონსტიტუციური თანაფარდობას და ქმნის ისეთ მმართველობას,
სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და
თავისუფლებები, ხელისუფლება ამ უფლებებითა და
თავისუფლებებითაა შებოჭილი და პიროვნებასთან ურთიერთობაში
მისი თვითნებობის შესაძლებლობა შეზღუდულია.
ტერმინი კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა და „დაწესებას“,
„დადგენას“ ნიშნავს. თანამედროვე გაგებით, ეს არის სახელმწიფოს
ძირითადი კანონი, რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყნის
პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საზოგადოებრივი მოწყობის
საფუძვლები, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები,
განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების
სისტემა და სხვა კონსტიტუციური პრინციპები და მექანიზმები.
კონსტიტუციური კანონი ისეთი ნორმატიული აქტია, რომელიც
არეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ მხარეებს,
თუმცა იურიდიული ძალითა და მიღების წესით არ განსხვავდება
კონსტიტუციისაგან.ის მიიღება სახელმწიფოს ტერიტორიული
მოწყობის განსაზღვრისას და კონსტიტუციის გადასინჯვისას.
კონსტიტუციური კანონი დამოუკიდებლად ვერ იარსებებს,
მიღებისთანავე ის ხდება კონსტიტუციის ორგანული და განუყოფელი
ნაწილი.
ორგანული კანონი სამართლის სპეციფიკური წყაროა.
კონსტიტუციური კანონისაგან განსხვავებით ორგანული კანონის არსი
იმაში მდგომარეობს, რომ ის ავსებს კონსტიტუციას, განავრცობს
კონსტიტუციის ნორმებს ისე, რომ არ ცვლის მის ძირითად
პრინციპებს, არ ეხება მის სიღრმისეულ აზრს. ის მიიღება მხოლოდ იმ
საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის
თანახმად ორგანული კანონითაა გათვალისწინებული. ორგანული
კანონებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების შექმნის წესი,უფლებამოსილება და სახელმწიფო
ორგანოებთან ურთიერთობა. საქართველოს პარლამენტის
შემადგენლობა, არჩევის წესი, სახელმწიფო სიმბოლოები,
მოქალაქეობის მოპოვების, დაკარგვის წესი,რეფერენდუმის დანიშვნა-
ჩატარება და ა.შ ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება
თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე
მეტი.
საერთაშორისო ხელშეკრულება არის სახელმწიფოთა ან
სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას შორის დადებული
წერილობითი შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო
ნორმებით. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს
კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს
კონსტიტუციის თანახმად თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კონგორდატს აქვს უპირატესი
იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების
მიმართ.
საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახეები
განსაზღვრულია საქართველოს კანონით ნორმატიული აქტების
შესახებ, ასეთებია : საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება,
პარლამენტის დადგენილება,მინისტრის ბრძანება და ა.შ
ნორმატიული აქტის მოქმედება დროში განისაზრება მისი ძალაში
შესვლისა და ძალის დაკარგვის ფარგლებით. საქართველოს კანონი
ნორმატიული აქტების შესახებ განასხვავებს აქტის მიღებას და ძალაში
შესვლას. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის
ოფიციალური გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს თუ კანონი სხვა ვადას არ
ადგენს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება შედის
ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ სხვა
ვადა არაა დადგენილი. თუ კანონში მითითებულია, რომ იგი ძალაში
შედის გამოქვეყნებისთანავე, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მოქმედებას
იწყებს გამოქვეყნების დღეს, 24 საათში. ნორმის ძალაში შესვლის
თარიღი უმეტესად განსაზღვრულია თვითონ კანონით. დასაშვებია
კანონით დადგინდეს მისი თავის ან მუხლის ძალაში შესვლის
სპეციალური თარიღი. კანონი მოქმედებს უვადოდ თუ
კანონმდებლობა სხვა რამეს არ ადგენს. კანონი შეიძლება იყოს
მიღებული განსაზღვრული ვადით. კანონი ან მისი ნაწილი ძალას
კარგავს მაშინ, როცა გასდის ვადა ან მიიღება კანონი, რომელიც
ძალდაკარგულად აცხადებს მას.
კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომელიც
წარმოიშობა კანონის იურიდიულ ძალაში შესვლის შემდეგ. კანონს არ
აქვს უკუძალა, ე.ი. ის არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც
წარმოიშვნენ კანონის გამოცემამდე. დემოკრატიულ სახელმწიფოში
კანონის უკუძალის დაუშვებლობა სამართლის სტაბილურობის
აუცილებელი ფაქტორი და გარანტიაა იმისა, რომ მოქალაქეთა
სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუარესდება ახალი კანონით.
თუმცა, ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, როცა დასაშვებია
კანონს მიეცეს უკუძალა. ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ კანონი
ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, ე.ი. აუმჯობესებს პირის
სამართლებრივ მდგომარეობას. ეს გამონაკლისი უზრუნველყოფს
მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას. კანონი, რომელიც
ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, არ აქვს უკუძალა.
განასხვავებენ კანონის ნამდვილ (რეტროაქტიულ) და არანამდვილ
(რეტროსპექტიულ) უკუძალას. ნამდვილი სახეზეა მაშინ, როცა კანონი
ეხება წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ
ურთიერთობებს. არანამდვილი კი ეხება მიმდინარე სამართლებრივ
ურთიერთობებს.
ნორმატიული აქტის ტერიტორიული მოქმედების ფარგლებს
განსაზღვრავს მისი გამომცემი ორგანოს უფლებამოსილების სფერო.
საქართველოში ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე. იურიდიული გაგებით ,,ტერიტორიაში’’ იგულისხმება
ქვეყნის სახმელეთო ნაწილი, წიაღისეული, მიწისქვეშა სივრცე
(მაღაროები, გვირაბები...), საჰაერო სივრცე. სახელმწიფოს
ტერიტორიად ითვლება აგრეთვე მისი საელჩოს ტერიტორია უცხო
სახელმწიფოში. საერთაშორისო სამართლის თანახმად, სამხედრო გემი
და ლაინერი, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, მათზე
ყოველთვის ვრცელდება იმ სახელმწიფოს იურისდიქცია, რომელსაც
ეკუთვნიან. ავტონომიური რესპუბლიკის აქტი შესასრულებლად
სავალდებულოა, მხოლოდ მისივე ტერიტორიაზე
პირთა წრის მიხედვით ნორმატიული აქტი მოქმედებს კანონით
განსაზღვრულ სუბიექტზე. ზოგადი წესის თანახმად, სახელმწიფოს
სამართლებრივი აქტები ვრცელდება სახელმწიფოს მოქალაქეებზე. ის
აღჭურავს თავის მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებებითა და
თავისუფლებებით , ასევე აკისრებს მათ განსაზღვრულ მოვალეობებს.
საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეებს განურჩევლად მისი
ადგილსამყოფელისა (კონსტიტუცია მუხლი 13).
ექსტერიტორიულობის უფლებით ანუ დიპლომატიური იმუნიტეტით
სარგებლობენ დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები,
დეპუტატები. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ისინი არ
შეიძლება დაკავებული ან დაპატიმრებული იქნენ, მათზე არ
ვრცელდება სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო
იურისდიქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ ასეთი პირები ჩაიდენენ
სამართალდარღვევას, მათი პასუხისმგებლობის საკითხი წყდება
დიპლომატიური გზებით. ასეთი იმუნიტეტის მქონე პირს
დანაშაულის ჩადენისათვის არ დაეკისრება სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც დანაშაული
ჩაიდინა. ასეთი პირი ცხადდება არასასურველ პირად და გაძევებული
უნდა იქნეს ქვეყნიდან. იმუნიტეტი ყოველთვის არ არის
უპირობო. ,,საერთაშორისო სისხლის სამართლის სტატუსით’’
დადგენილია, რომ იმუნიტეტი არ გამორიცხავს იმ პირების
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას,რომლებმაც ჩაიდინეს
ზოგადსაკაცობრიო დანაშეულობანი ( გენოციდი, ომის დანაშაული,
აგრესია).
ნორმატიული აქტის თვისება- თავისი იურიდიული ძალა
გაავრცელოს განსაზღვრულ სამართლებრივ სივრცეში, დროში და
პირთა წრის მიმართ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
რეალიზაციის გარანტიაა.

You might also like