You are on page 1of 13

შესავალი სამართალმცოდნეობაში

ლექცია 3:
სამართლის ნიშნები და ძირითადი ფუნქციები

ირაკლი სამხარაძე
სამართლის დოქტორი, LL.M. Rotterdam

20.10.2021
თბილისი, საქართველო
„დაიწყეთ დასკვნით“
“Thinking from the end”

ბლუმის
ტაქსონომია
როგორ გვესმის?

„თემიდას ცალ ხელში ხმალი რომ არ


ეჭიროს ორივე თეფშს თავზე
გადაამტვრევდნენ...“
სამართლის ნიშნები

ერთად განვავრცოთ და მერე შევადაროთ…


კანონები, კოდექსი, უფლებები, სამართლიანობა, სახელმწიფო,
მოვალეობები, ნორმატიულობა, წესები, თანასწორუფლებიანობა,
იძულებითი ხასიათი, სამართლის მოქმედების პრეტენზიულობა,
კანონის მორჩილება, სისტემურობა, მოქალაქეობა, სტრუქტურა, წესრიგი,
ორგანიზებულობა, საყოველთაობა, ინსტიტუტები.
სამართლის (ძირითადი ) ნიშნები

1. სამართალი ადგენს განსაზღვრულ ქცევის წესს (ჯერარსი)

2. სამართლის ნორმა ზოგადსავალდებულოა ყველას მიმართ

3. სამართალს ახასიათებს მოქმედების პრეტენზია

4. სამართლის ნორმა შესაძლებელია განხორციელდეს იძულებით

სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია


დადგენილი წესრიგით და სახლმწიფო იძულებით
სამართალი, როგორც „ჯერარსი“
ბუნების კანონი - სამართლის ნორმა -
დესკრიფციული პრესკრიფციული
(აღწერილობითი) (ნორმატიული)

• ნორმატიული მსჯელობა - მიზანშეწონილი


• აღწერილობითი მსჯელობა -
ან მიზანშეუწონელი, სასურველი ან
ჭეშმარიტი ან მცდარი, კარგი და ცუდი
არასასურველი, მისაღები ან მიუღებელი..
• ემპირიული მსჯელობა არ წარმოშობს
• საბუნებისმეტყველო მეცნიერება აკვირდება
იურიდიულ კანონებს ბუნებას, კანონმდებელი თავად წყვეტს..

• სამართლის ჯერარსრულობა ნორმატიულია - „ეს ასე უნდა იყოს!“


• სამართალი ითვალისწინებს სოციალურ კანონზომიერებებს, მაგრამ მისი სავალდებულოობა
იურიდიულად არის დადგენილი
• სამართლის ჯერარსრული ნორმა ინარჩუნებს სავალდებულოობას მისი დარღვევის
შემთხვევაშიც
• აბსტრაქტულობა და ზოგადობა - სამართლის ცნების არსებითი ნიშანი
სამართლის ადრესატი

• სამართლის ნორმის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ადამიანებზე


(ზოგადი და არა განსაზღვრული ჯგუფი, როგროც წესი..)
• ბუნებას ან ცხოველებს ვერ დავსჯით „უწესო“ საქციელის გამო
(ცხოველთა სამართალი - animal law.. )

• სამართლის ნორმის მიმართება ადამიანის გარეგან ქცევაზე


• „უმრავლესობის სამართალი“ - დემოკრატია!
• მართლწესრიგისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღიარებული
და დაცული იყოს საზოგადოების უმრავლესობის მიერ
• ნორმის ადრესატი წინასწარ უნდა იცნობდეს ქცევის წესს

• კანონის უკუძალის აკრძალვა - საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი


სამართალი, როგორც სახელმწიფოს
მიერ დადგენილი წესრიგი

• სამართალშემოქმედება - სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, მისი


დაცვა და უზრუნველყოფაც
• მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს შესასრულებლად
სავალდებულო ქცევის წესი - ნორმა და არა კერძო პირს
• ისტორიული ანალიზი - სამართალი სახელმწიფოს წარმოშობამდე

➢ პოზიტიური სამართალი?

➢ ბუნებითი სამართალი?
➢ საეკლესიო სამართალი?
სამართალი, როგორც იძულებითი წესრიგი

• იძულების გარეშე სამართალი არის წინააღმდეგობა თავის თავში - ცეცხლი,


რომელიც არ იწვის, სინათლე, რომელიც არ ანათებს (იერინგი)

• შესასრულებლად სავალდებულო ბუნება, ნორმის ადრესატის განწყობებისგან


დამოუკიდებლად - არაა მხოლოდ ნება-სურვილი
• ნორმის „ჰეტერონომიულობა“ - გარეშე ინსტიტუტის მიერ
• იძულების დარგობრივი ბუნება (საოჯახო და საერთაშორისო სამართალი)
• სამართლებრივი იძულების განსაზღვრული პროცედურული ფორმა
• მხოლოდ იძულებით? სამართლის სისტემის ზოგადი სამართლიანობა და
ეთიკის მოთხოვნების დაცვა
• სამართლებრივი იძულება vs. სხვა სახის იძულება (მაგ. მორალი)
სამართლის ლეგიტიმურობა და ლეგალურობა

• ლეგიტიმურობა - ფორმალური თვალსაზრისით სამართალი


უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერაა დადგენილი, მაშინ როცა
მატერიალურად იგი „მართალი სამართლის“ კრიტერიუმს უნდა
აკმაყოფილებდეს
• ლეგალურობა - სახელმწიფო ხელისუფლების ფორმალურ-
ორგანიზაციული პრინციპი, რომელის საქმიანობაც ხორციელდება კანონის
საფუძველზე - rule of law vs. rule of man

• განსხვავება: ლეგალურობა კანონის საფუძველზე მოქმედების მასშტაბია,


მაშინ როცა ლეგიტიმურობა ფორმალურ-მატერიალური კატეგორიაა და
მხარდაჭერას მოითხოვს (მათ შორის საზოგადოების!)
სამართლის ფუნქციები

რა ფუნქცია აქვს სამართალს? სამართლებრივი


უსაფრთხოება -

წესრიგის ფუნქცია -
სახელმწიფოს მიერ 2.
სოციალური ინტეგრაცია გარანტირებული
სამართალი

სოციალური მართვა და
კონტროლი
1.
დაცვითი ფუნქცია - ანთროპოლოგიურ-
სამართალდარღვევაზე პერსონალური ფუნქცია
სათანადო რეაქცია

3.
სავალდებულო მასალა

➢ გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, 2015, გვ. 49-62

რეკომენდებული:

➢ ოლაფ მუთჰორსტი, „სამართალმცოდნეობის საფუძვლები,“ გვ. 62-72


სასიამოვნო დღეს გისურვებთ! ☺

i.samkharadze@seu.edu.ge
ir.samkha@gmail.com

You might also like