You are on page 1of 16

პროფ. დოქტ.

ლაშა ბრეგვაძე MA, LLM


lasha.bregvadze@tsu.ge

შესავალი
სამართლისმცოდნეობაში
ლექცია 6

2023 წლის შემოდგომის სემესტრი


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი
სამართლის ნორმის ბუნება
• ნორმა პრესკრიფციული ბუნებისაა. პრესკრიფციულობა
გულისხმობს იმას, რომ ნორმა, თავისი ბუნებით, იმპერატიულია.
• ნორმა არ არის მიმართული ფაქტების აღწერისკენ. თუნდაც
დეფინიციური, განმარტებითი ნორმა იმპერატიულად
განსაზღვრავს კონკრეტული ცნების, მოვლენის, ინსტიტუტის
შინაარსს. ამდენად, ნორმაში მოცემული განმარტებანიც
პრესკრიფციულია. პრესკრიფციული დებულების საფუძველია
ჯერარსი.
• დესკრიფციული დებულება ასახავს ფაქტს, პრესკრიფციული
დებულება კი „გამწესრიგებელია“, იმპერატიულად განსაზღვრავს
სამართლებრივ ურთიერთობას ან ადგენს ქცევის ფარგლებს.
დესკრიფციული დებულების საფუძველია არსი.
სამართლის ნორმის ცნება
• სამართლის ნორმა არის ჰიპოთეტური ჯერარსული
დებულება (წინადადება). ნორმის ჰიპოთეტურობა
გულისხმობს, რომ მისი მოთხოვნა შეიძლება აღსრულდეს ან
არ აღსრულდეს. ნორმის მოქმედება ეფუძნება სავარაუდო
დაშვებას, რომ მისი მოთხოვნა შესრულდება, მაგრამ
შეიძლება არც შესრულდეს. ჯერარსულობა კი გულისხმობს
იმას, რომ ნორმა მიმართულია სასურველი წესრიგის
განხორციელებისკენ, იმისკენ, რაც გვინდა რომ იყოს.
• ნორმა იმპერატიულია. ის ნაკლებ ყურადღებას აქცევს
მართებულობის ან მიზანშეწონილობის კრიტერიუმს. ნორმის
შეუსრულებლობა ან დარღვევა არ იწვევს ნორმის გაუქმებას.
ნორმის გამოხატულების ფორმები
• ნორმა, როგორც ჯერარსული დებულება, გამოხატულია ენობრივი
ფორმით.
• ნორმა შეიძლება გამოხატული იყოს არაწერილობითი ფორმითაც,
მაგალითად ციფრების, ფერების, სიმბოლოების მეშვეობით; მაგრამ
ამ შემთხვევაშიც ნორმა სწორედ ენობრივი განმარტების
მეშვეობით დაიყვანება კონკრეტულ შინაარსამდე.
• არა მარტო ნორმები, არამედ ასევე იურიდიული მოქმედებანი
გამოიხატება, განიმარტება და ხორციელდება ენობრივ
კონტექსტში, ენობრივ საფუძველზე დაყრდნობით.
• ნორმა კონცენტრირებულია აზრის, მნიშვნელობის, „საზრისის“
ირგვლივ. საზრისი, როგორც სოციალური კატეგორია, სწორედ
ენობრივად არის აღქმადი და განხორციელებადი საზოგადოებაში.
სოციალური და ტექნიკური ნორმები
• სოციალური ნორმები მოქმედებს საზოგადოებაში, აწესრიგებს
საზოგადოების წევრთა და ჯგუფთა ურთიერთობებს. სოციალური
ნორმებია: პოზიტიური სამართლის, რელიგიური, მორალის,
ეთიკის, ზნეობის, ჩვეულებითი, მოდის, კორექტულობის ნორმები.
სოციალური ნორმები შეიძლება იყოს როგორც ჰეტერონომიური
(დადგენილი საზოგადოებისთვის გარეშე ინსტიტუტის მიერ),
ასევე ავტონომიური (დადგენილი უშუალოდ საზოგადოებაში).
• ტექნიკური ნორმებით ასევე იმპერატიულად დგინდება
სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი სამუშაოს ტექნიკური
პარამეტრები, წარმოებული საქონლისა თუ მიწოდებული
მომსახურების ტექნიკური სტანდარტები და მაჩვენებლები.
ტექნიკური ნორმა სოციალურისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ
აწესრიგებს საზოგადოების წევრთა სოციალურ ურთიერთობებს.
სოციალური და ტექნიკური ნორმები
• ტექნიკური ნორმა მოცემულია დოკუმენტში განსაზღვრული
ამოცანის ტექნიკური გადაწყვეტის შესახებ.
• მის შემუშავებაში მონაწილეობენ სპეციალური პროფესიული
ჯგუფები.
• ტექნიკური ნორმა ორიენტირებულია მაქსიმალურ კონსენსუსზე.
• ტექნიკურ ნორმას ღებულობს განსაზღვრული ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანო.
• ტექნიკური ნორმა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია.
• ტექნიკური ნორმა ეფუძნება მეცნიერების, ტექნიკისა და
პრაქტიკის გამოცდილებას.
სოციალური და ტექნიკური ნორმები
• ტექნიკური ნორმა არ არის იურიდიული ნორმა.
• ტექნიკური ნორმის შეუსრულებლობა, რაც იწვევს ზიანს,
ექვემდებარება იურიდიულ პასუხისმგებლობას.
• ტექნიკური ნორმა აწესრიგებს არა სოციალურ
ურთიერთობებს, არამედ ტექნიკურ საკითხებს, ამიტომაც მას
არა სოციალური, არამედ ტექნიკური ხასიათი აქვს.
• ტექნიკური ნორმაც იმპერატიულად ადგენს კონკრეტული
ღონისძიებების განხორციელებას, რისი გათვალისწინებაც
იურიდიულად კონტროლდება.
სამართლის ნორმის ლოგიკური
აგებულება
• სამართლის ნორმის სტრუქტურის ცოდნა აუცილებელია მისი
ინტერპრეტაციისა და შეფარდებისთვის.
• ლოგიკური თვალსაზრისით ნორმა, სტანდარტულად, ორი
ნაწილისაგან შედგება: დესკრიფციული და ნორმატიული ნაწილი.
• დესკრიფციულ ნაწილში ასახულია ფაქტობრივი ურთიერთობა.
დესკრიფციულ ნაწილში მხოლოდ განიმარტება კონკრეტული
ფაქტობრივი ურთიერთობის მახასიათებლები და ვგებულობთ რა
სახის მოვლენას/ურთიერთობას შეეხება ნორმა.
• ნორმატიულ ნაწილში კი შეფასებულია ეს ფაქტობრივი
ურთიერთობა. სწორედ ნორმატიული ნაწილიდან ვგებულობთ,
კონკრეტული ფაქტობრივი ურთიერთობა მოთხოვნილია,
ნებადართულია თუ აკრძალული.
ნორმატიულობის სამი სახე
• ნორმის შინაარსი მეტწილად სამი სახითაა გამოხატული:
მოთხოვნა, ნებართვა და აკრძალვა. ნორმატიული მხარე
შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ექსპლიციტურად
(მკაფიოდ, ცალსახად), ასევე იმპლიციტურად (ლოგიკურად
გამომდინარეობდეს, მოიაზრებოდეს შინაარსიდან).
• მოთხოვნა იმპერატიულად განსაზღვრავს შესასრულებელი
ქცევის მოდელის სავალდებულოობას.
• აკრძალვა იმპერატიულად ადგენს კონკრეტული ქცევის
მოდელის განხორციელებისგან თავის შეკავებას.
• ნებართვა იძლევა ქცევის მოდელის განხორციელების
უფლებას.
სამართლის ნორმის სტრუქტურული
აგებულება
• სტრუქტურული თვალსაზრისით, სამართლის ნორმები,
მეტწილად, წარმოდგენილია შემადგენლობით და
სამართლებრივი შედეგით.
• შემადგენლობა სამართლის ნორმის შეფარდების წინაპირობაა.
• სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება შემადგენლობის
განხორციელების გარეშე. სამართლებრივი შედეგი არის
რეაქცია შემადგენლობით გათვალისწინებულ ქმედებაზე.
შემადგენლობის სახეები
• შემადგენლობა შეიძლება იყოს განსაზღვრული ან
განუსაზღვრელი.
• განსაზღვრული შემადგენლობა არ მოითხოვს განმარტებას, არ
არის საჭირო მისი შემდგომი დაკონკრეტება.
• განუსაზღვრელი შემადგენლობა საჭიროებს განმარტებას. მისი
ქვესახეებია დესკრიფციული და ნორმატიული.
• დესკრიფციული განუსაზღვრელი შემადგენლობა შეეხება ობიექტს
ან მის ნიშან-თვისებებს, აღწერს მას.
• ნორმატიული განუსაზღვრელი შემადგენლობა კი მოითხოვს
შეფასებას (გონივრული ვადა, ჯეროვანი ხარისხი, ზნეობის
ნორმები, საფუძვლიანი ეჭვი, კეთილი ნება).
შემადგენლობის სახეები
• ნორმის შემადგენლობა შეიძლება ასევე იყოს კუმულაციური
ან/და ალტერნატიული.
• კუმულაციური შემადგენლობის დროს სამართლებრივი
შედეგის დადგომა დაკავშირებულია რამდენიმე პირობის
ერთობლიობასთან. ამ პირობათაგან ყველა უნდა იყოს სახეზე,
რომ დადგეს სამართლებრივი შედეგი.
• ალტერნატიული შემადგენლობა კი მოიცავს ორ ან მეტ
პირობას, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც არის
სამართლებრივი შედეგის დადგომის საფუძველი.
სამართლებრივი შედეგი
• სამართლებრივი შედეგი გამოწვეულია ნორმის
შემადგენლობის განხორციელებით.
• სამართლებრივი შედეგი შეიძლება გამოიხატოს სანქციის
სახით.
• შეიძლება ნორმა არსებობდეს სამართლებრივი შედეგის,
სანქციის გარეშეც. ასეთ ნორმებს მარტივი სტრუქტურა აქვთ.
• სისხლის სამართალში სანქციას ეწოდება სასჯელი,
ადმინისტრაციულ სამართალში ჯარიმა (სახდელი),
სამოქალაქო სამართალში კი გამოიყენება ზიანის
ანაზღაურება.
სანქციათა სახეები
• თავისი ბუნებით, სანქცია შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური.
პოზიტიური სანქციის მიზანია მართლზომიერი ქმედების წახალისება.
ნეგატიური სანქცია კი არის ნორმის დარღვევისათვის განსაზღვრული
რეაგირება.
• ფუნქციების მიხედვით სანქცია შეიძლება იყოს რესტიტუციული,
რეპრესიული და პრევენციული.
• რესტიტუციული სანქციის მიზანია ნორმის დარღვევამდე არსებული
მდგომარეობის აღდგენა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
• რეპრესიული სანქციის მიზანია ნორმის დამრღვევზე იძულებითი
ზემოქმედება და დაზარალებული მხარის შელახული
სამართლიანობის გრძნობისთვის ანგარიშის გაწევა.
• პრევენციული სანქციის მიზანია ნორმის შემდგომი დარღვევის
თავიდან აცილება როგორც უშუალოდ სამართალდამრღვევის
(სპეციალური პრევენცია), ასევე სხვების მხრიდან (საერთო პრევენცია).
სამართლის ნორმათა სახეები
• სამართლის ნორმებს განასხვავებენ ადრესატებისა და
ნორმატიული მოქმედების ძალის მიხედვით.
• ადრესატების ნიშნით გამოყოფენ ზოგად და ინდივიდუალურ
ნორმებს.
• ზოგადი ნორმა მოქმედებს ყველას მიმართ, ინდივიდთა
განუსაზღვრელი ერთობლიობის მიმართ, მისი ადრესატები
არ არის სახელობით განსაზღვრული.
• ინდივიდუალური ნორმა კი მოქმედებს კონკრეტულად
განსაზღვრული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ.
სამართლის ნორმათა სახეები
• ნორმატიული მოქმედების ძალის მიხედვით განასხვავებენ
უპირობო, განპირობებულ და დეფინიციურ ნორმებს.
• უპირობო ნორმის შესრულება სავალდებულოა ყოველგვარი
წინასწარი პირობის გარეშე. ის მოქმედებს უშუალოდ, ნებისმიერ
ვითარებაში.
• განპირობებული ნორმის შესასრულებლად კი აუცილებელია
განსაზღვრული პირობების არსებობა, ის მოქმედებს
გაშუალებულად.
• დეფინიციური ნორმა მოქმედებს სხვა ნორმებთან კავშირში.
დეფინიციურ ნორმას აქვს მარტივი სტრუქტურა, მისი ფუნქციაა
იურიდიული ცნებების, ინსტიტუტების, კატეგორიების
განმარტება. დეფინიციური ნორმის შინაარსი იმპერატიულია.

You might also like