You are on page 1of 4

ანი ფაჩულია

სამართალი შედგება ნორმებისაგან.


სამართლის ნორმები მართლწესრიგის ნაწილებია.
მართლწესრიგი არის სამართლის ნორმების
ერთობლიობა.
ნორმა არის პრესკრიფციული წინადადება, ასევე
არის ენობრიბი ფორმით გადმოცემული
აზრობრივი თემა. ნორმა განსხვავდება
დესკრიფციული წინადადებისგან,რომელიც
მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს აღწერს.
დესკრიფციული წინადადების დროს
განსაზღვრული ფაქტი მოხდა ან არ მომხდარა. ის
ასევე ამოწმებს ფაქტზე მსჯელობა ჭეშმარიტია თუ
მცდარი.

სამართლის ნორმა არის ჰიპოთეტური


ჯერარსული წინადადება. ჯერარსის ცნება ამ
დღემდე სადავოა სამართლის ფილოსოფიაში.
ზოგიერთი ავტორის აზრით, ეს არის საბოლოო
ცნება.
სამართლის ნორმა იმპერატიულია. ნორმა ადგენს
იმას რომ რაღაც განსაზღვრული ქცევის მოდელი
ან უნდა განხორციელდეს ან არა. ასევე ნორმით
დადგენილი ქცევის წესი შესაძლებელია არ იყოს
დამოკიდებული ნორმატიული მოთხოვნის
მართებულობაზე რაც სავალდებულო არ არის. თუ
ნორმას არ შევასრულებთ, ეს იმას არ მიგვანიშნებს
რომ ნორმა მცდარია.

ნორმა როგორც პრესკრიფციული წინადადება, არ


შეიძლებაა რომ იყოს ან ჭეშმარიტი ან
მცდარი.ნორმა ასევე შეიძლება იყოს სამართლიანი
ან უსამართლო. მაგრამ ჭეშმარიტი და მცდარი
შეიძლება იყოს ნორმის შესახებ მსჯელობა. ნორმა
გამოიხატება ენობრივი ფორმით რომელიც
ჯერარსული წინადადებაა.

სამართლის ნორმა წარმოადგენს სოციალური


ნორმის ერთ-ერთ სახეს. სამართლის გარდა
სოციალური ნორმების სისტემა მოიცავს მორალს
ჩვეულებას მოდას და სხვა რამეს. ქართული
სამართალი ტექნიკური ნორმის ლეგალურ
დეფინიციას არ იცნობს მას ახასიათებს ნიშნები:
1)ტექნიკური ანუ წერილობითი ნორმა
2) ტექნიკურ შემუშავებაში მონაწილეობენ
მეცნიერების ექსპერტების და მსგავსი რამის
წარმომადგენლები.
3)ტექნიკური ნორმა ყურადღებას აქცევს
მაქსიმალურ კონსენსუს.
4) ტექნიკურ ნორმას იღებს განსაზღვრული
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე
პირები.
5) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია
6)ადგენს ზოგადი და მრავალჯერადი გამოყენების
წესს
7) მას არ აქვს იურიდიულად სავალდებულო ძალა
8)ეფუძნება მეცნიერებას;

სამართლის ნორმებს საერთო სტრუქტურა აქვთ.


ნორმის ანალიზის და შეფარდება შეუძლებელია
მისი სტრუქტურის ცოდნის გარეშე. მისი არ ცოდნა
ბოლოს გამოავლენს შეცდომას ნორმის
შეფარდების დროს.
ნორმა შედგება ორი ნაწილისაგან:
1) დესკრიფციული ნაწილი რომელიც
ნებადართულია აკრძალულია ფაქტობრივუ
ურთიერთობა
2) ნორმატიული ნაწილი რომელიც ამახვილებს
ყურადღებას რომ ეს ურთიერთობა
ფაქტობრივად აკრძალულია.
სამართლის ნორმა მოცემულია მოთხოვნის
აკრძალვის და ნებართვის სახით.

იურიდიული შედეგი დგება,როდესაც სახეზეა


ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა.

You might also like