You are on page 1of 9

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

პროექტი თემაზე: საკანონმდებლო ხარვეზი და მისი შევსების


მეთოდები.

საგანი: შესავალი სამართალმცოდნეობაში.

ლექტორი: ნანა ხარაძე.

ავტორი: ირაკლი ჩინჩალაძე, სოსო ბერიაშვილი, თენგო


ქობელაშვილი.
სარჩევი

პროექტი...........................................................................................................3
წინათქმა...........................................................................................................3
1. ხარვეზი კანონმდებლობაში.....................................................................3
2. ანალოგიის წინაპირობა.............................................................................5
3. argumentum e contrario...............................................................................7
3. argumentum a fortiori..................................................................................8
გამოყენებული ლიტერატურა......................................................................9
პროექტი
ამ თემის არჩევის მიზეზი, თემის სახელწოდება იყო „ხარვეზები
კანონმდებლობაში“ დაგვეთანხმებით, რომ მაცდურად ჟღერს და
ვფიქრობთ, ბევრი დისკუსია შესაძლოა მოყვეს მოცემულ თემას,
ხოლო დისკუსია ყველაზე დასამახსოვრებადია ადამიანებში,
შესაბამისად ბევრი ფიქრის გარეშე, გადავწყვიტეთ აგვერჩია
მოცემული თემა ჩვენ პროექტად.

წინათქმა
ჩვენი აზრით, ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა
სამართალმცოდნეობაში. ის ეხება ხარვეზებს კანონმდებლობაში.
ხარვეზები ხშირად პრობლემას ნიშნავს, განა არის ხარვეზი
კანონმდებლობაში „პრობლემა“? რა უნდა მოიმოქმედოს სამართლის
შემფარდებელმა თუ არსებობს ხარვეზი კანონმდებლობაში და არის
თუ არა ეს მოქმედება ყოველთვის სწორი? როგორ ხდება ანალოგიის
გამოყენება? ამ ყოველივეს კი ჩვენი პროექტი ამბობს. პროექტი
ეცდება მარტივი ენით ახსნას თუ რას ნიშნავს ხარვეზი
კანონმდებლობაში, ანალოგია და სხვა ჩვენთვის უცნობი ტერმინები.

1. ხარვეზი კანონმდებლობაში
ნორმატიული რეგულირების მასშტაბები განუხრელად იზრდება.
მიუხედავად ამისა არ არსებობს იმ ურთიერთობის
მომაწესრიგებელი ნორმა, რომელიც მოითხოვს იურიდიულ
გადაწყვეტას. თანამედროვე, დინამიკურ და ცვალებად სამყაროში,
პოზიტიური სამართლის სისტემა სათანადოდ ვერ ასახავს გენური
თუ საინფორმაციო ტექნოლოგიების შედეგებს. როდესაც,
მაგალთად, სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველი საქმე
არ არის გათვალისწინებული და რეგულირებული სამართლის არც
ერთ ნორმაში, ამ დროს ადგილი აქვს ხარვეზს კანონმდებლობაში10.

თუ სამართლის შემფარდებელი, სამართლის განმარტების ხერხების


გამოყენების მიუხედავად, ვერ პოულობს კონკრეტული შემთხვევის
მომაწესრიგებელ ნორმას, მან უნდა გამოიყენოს ყველაზე უფრო
მსგავსი შემთხვევის მომაწესრიგებელი ნორმა. ანალოგიის
გადაწყვეტის საუკეთესო ფორმა და საშუალებაა საკანონმდებლო
ხარვეზის შევსება, მაგრამ, კანონმდებლობის ცვლილება მარტივი
საქმე როდია? იგი გარკვეულწილად ჩამორჩება საზოგადოებრივი
ურთიერთობის განვითარებულ ტემპს. საკანონმდებლო
ცვლილებები დაკავშირებულია განსაზღვრულ სირთულეებთან და
მოითხოვს გარკვეულ დროს.

მოსამართლე ვალდებულია საკითხი გადაწყვიტოს იმ შემთხვევაშიც


თუ არ არსებობს, რომელიმე კონკრეტული ურთიერთობის
მომაწესრიგებელი ნორმა. სამოქალაქო კოდექსის მე-5-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, „კანონში პირდაპირ
გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად
გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის
მარეგულირებელი სამართლის ნორმა. თუ კანონის ანალოგიის
გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს
სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე
სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის
მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია)“. მაგრამ ასევე
სამოქალაქო კოდექსში ვხვდებით ანალოგიის გამოყენების
შეზღუდვას „სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი
20
ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ანალოგიით“.

სამართლის ანალოგიის დროს, ნორმის მოქმედება ვრცელდება


სამართლით მოუწესრიგებელ, მაგრამ მსგავს ურთიერთობებზე. თუ
მსგავსი ურთიერთობის გადაწყვეტა ხდება ერთეული ნორმიდან
გამომდინარე, სახეზე გვაქვს კანონის ანალოგია, თუ ერთდროულად
რამდენიმე ნორმიდან ან სამართლის სისტემიდან - სამართლის
ანალოგია.

სისხლის სამართალში, ანალოგია არ არის დაშვებული.


მოსამართლეს არ აქვს უფლებამოსილება, ანალოგიის გზით შეავსოს
ხარვეზი სისხლის სამართლის კოდექსში. სისხლის სამართალში
ანალოგია დაიშვება მხოლოდ პიროვნების სასარგებლოდ. ანალოგია
პიროვნების წინააღმდეგ სისხლის სამართალში არ დაიშვება.
სისხლის სამართლის 32-ე მუხლი და 38-ე მუხლი უშვებს ანალოგიას
პიროვნების სასარგებლოდ21.

კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის შევსების წესი


განსხვავებულია სხვადასხვა ნაციონალურ სამართლებლივ
სისტემებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მე-4-ე მუხლის
პირველი ნაწილით - „სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას
სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ
შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი
ბუნდოვანია.“ შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის თანახმად,
საკანონმდებლო ხარვეზისას მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს
კანონით მოწესრიგებული მსგავსი ურთიერთობები და ასევე,
მსგავსი არსებული კანონები. თუ ეს ყოველივეც არ იქნება საკმარისი,
კანონი უნდა გადაწყდეს ბუნებითი სამართლის პრინციპებზე
დაყრდნობით.

ანალოგია, უნდა განვასხვაოთ იურიდიული სილოგიზმისგან


(დედუქციური დასკვნა22). იურიდიული სილოგიზმის დროს
ფაქტობრივი ურთიერთობა ემთხვევა ნორმაში მოცემულ ფაქტობრივ
გარემოებებს. იურიდიული სილოგიზმის დროს შესაძლებელი ხდება
გამოვიყენოთ უშუალოდ სამართლის ნორმა. მსგავსი ქმედება
სამართლის ანალოგიის შემთხვევაში არ ხდება. ანალოგიის დროს
კონკრეტული შემთხვევა და ნორმით განსაზღვრული ურთიერთობა
ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ - არა იდენტური.

2. ანალოგიის წინაპირობა
სამართლის შემფარდებელი, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს
ავსებს არა თვითნებურად, არამედ განსაზღვრული მეთოდური
მოთხოვნების დაცვით. სამართლის შემფარდებელმა, უნდა
დაადგინოს საკანონმდებლო ხარვეზის

არსებობის ფაქტი, რომ არსებობს ხარვეზი კანონმდებლობაში.


ხარვეზი მაშინ არსებობს თუ არ არსებობს ნორმა, რომლის
საფუძველზეც შესაძლებელი ხდება კონკრეტული შემთხვევის
(ქეისის) გადაწყვეტა. სამართლის ანალოგია არ დაიშვება, თუ
არსებობს ნორმის უშუალო, პირდაპირი შეფარდების
შესაძლებლობა.

საკანონმდებლო ხარვეზი შეიძლება იყოს ღია ან ფარული. ფარული


ხარვეზი ნიშნავს, რომ კანონმდებლისთვის ცნობილია ეს ხარვეზი,
მაგრამ იგი შეგნებულად არ ასწორებს ამ ხარვეზს. ფარულ ხარვეზს
ხშირად უწოდებენ - კანონის წინასწარ გამიზნულ არა-
სრულყოფილებას. წინასწარ გამიზნული ხარვეზის (ფარული
ხარვეზის) შემთხვევაში ანალოგია არ დაიშვება. სამართლის
შემფარდებელი არაა უფლებამოსილი იმოქმედოს კანონმდებლის
ნების წინააღმდეგ და გამოიყენოს სამართლის ანალოგია.

კანონმდებლის კვალიფიციური დუმილის ფაქტის დადგენა არც ისე


მარტივია. ამ შემთხვევაში, განსაზღვრულ როლს ასრულებს მეთოდი
- argumentum e contrario (ანალოგიის საწინააღმდეგო ცნება).
რამდენადაც სამართლის ნორმა აწესრიგებს მხოლოდ განსაზღვრულ
ურთიერთობებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონმდებელს არ სურს
სხვა, თუნდაც არსებითად მსგავსი შემთხვევების იურიდიული
რეგლამენტაცია.

ღია ხარვეზის შევსება ხდება შემდეგი ხერხით: 1) უნდა გაირკვეს,


შეგნებულად, ხომ არ დუმს გაკონმდებელი. 2) ანალოგია უნდა
განხორციელდეს მართწესრიგთან მჭირდრო კავშირში. 3) ანალოგია
არ უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ კონკრეტული შემთხვევიდან
გამომდინარე მოსაზრებებს. ანალოგიის დროს უნდა ჩამოყალიბდეს
ზოგადი წესი, რომლის საფუძველზეც გადაწყდება კონკრეტული
შემთხვევა.

ანალოგია დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული


საკითხი ვერ წყდება სამართლის ნორმის განმარტების გზით.
სამართლის შეფარდების პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს
ნორმის განმარტებას. სამართლის შემფარდებელმა ანალოგიას უნდა
მიმართოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმის განმარტების
საფუძველზე ვერ ხერხდება საკითხის იურიდიული გადაწყვეტა.

ანალოგია მოითხოვს განსაკუთრებულ არგუმენტაციას. ანალოგია


უნდა განხორციელდეს ნორმის მიზნის ღირებულებითი შეფასების
საფუძველზე, რომლის დროსაც სამართლის შემფარდებელმა
თვითნებურად არ უნდა იმოქმედოს. ნორმის ღირებულებითი
მასშტაბის გადატანა სხვა ფაქტობრივ ურთიერთობებზე უნდა
დასაბუთდეს არსებული მართლწესრიგიდან გამომდინარე და არა
ინდივიდუალური, სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე.
ანალოგიის პროცესში სამართლის შემფარდებელი ერთმანეთთან
ადარებს ურთიერთობას, რომელიც კანონითაა რეგულირებული და
ურთიერთობას, რომელიც კანონით არ რეგულირდება.
მოსამართლემ უნდა განსაზღვროს, თუ სავარაუდოდ როგორ
შეაფასებდა კანონმდებელი იურიდიულად მოუწესრიგებელ
ურთიერთობას. ამ შემთხვევაში შედარების მასშტაბის როლს
ასრულებს სამართლის „შინაგანი სისტემა“, სამართლებლივი
ნორმების სისტემა და არა სამართლის შემფარდებლის
ინდივიდუალური შებასებების სისტემა.

ანალოგია არ ნიშნავს ახალი ნორმის დადგენას. ანალოგიის


შემთხვევაში სამართლის შემფარდებელი ადგენს არა ახალ ნორმას,
არამედ ცდილობს პოზიტიური სამართლის სისტემაში „იპოვოს“
კანონმდებლის „დაფარული“, ბუნდოვნად ფორმულირებული
შეფასება.

ანალოგიის მოდავე მხარე, უარყოფს კანონმდებლობაში ხარვეზის


არსებობის ფაქტს და ცდილობს დაასაბუთოს, რომ საქმე ეხება
კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილს. ამ შემთხვევაში
სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს argumentum per
analogiam და argumentum e contrario-ს მეთოდების საფუძველზე.

3. argumentum e contrario
სამართლის ნორმა მოქმედებს ურთიერთობათა განსაზღვრული წრის
მიმართ. შესაბამისად, ნორმა განსაზღვრავს იმ ფაქტობრივ
ურთიერთობებსაც, რომელზეც მისი მოქმედება არ ვრცელდება. თუ
ფაქტობრივი ურთიერთობა არ ხვდება ნორმის მოქმედების ქვეშ,
არსებობს ორი ალტერნატივა: 1) ნორმა გამოიყენება ანალოგიით და
იურიდიული შედეგი დადგება ანალოგიით გამოყენებული ნორმის
საფუძველზე ან 2) ნორმა ანალოგიით არ გამოიყენება და
შესაბამისად, იურიდიული შედეგი ვერ დადგება.

იურიდიული შედეგი შეიძლება დადეგს მხოლოდ განსაზღვრული


ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობისას. იურიდიული შედეგი არ
დადგება, სხვა, თუნდაც მსგავსი ფაქტოვრივი შემადგენლობის
მიმართ. ამ უკუდასკვნის საფუძველზე უნდა გადავწყვიტოთ,
დაიშვება თუ არა ანალოგია.

Argumentum e contrario გულისხმობს, რომ თუ რომელიმე


ურთიერთობა სამართლებრივად მოწესრიგებული არ არის, უნდა
ვივარაუდოთ, რომ იგი შეესაბამება კანონმდებლის ნებას. თუ
კანონმდებელი შეგნებულად უვლის გვერდს რომელიმე
ურთიერთობის სამართლებივ მოწესრიგებას, საქმე გვაქვს
კანონმდებლის დუმილთან. argumentum e contrario გამორიცხავს
ხარვეზს კანონმდებლობაში. შესაბამისად, მოსამართლე არაა
უფლებამოსილი შეავსოს „ხარვეზი“.

3. argumentum a fortiori
argumentum a fortiori ანალოგიის სპეციალური შემთხვევაა, რომელიც
მოიცავს ორ სტურქტურულად მსგავს ფორმას 1) argumentum minori
ad maius და 2) argumentum a maiore ad minus.

argumentum minori ad maius ნიშნავს, რომ კანონით


გათვალისწინებული იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს
უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ურთიერთობებზეც. დასკვნა
უმცირესიდან უდიდესზე ვრცელდება მხოლოდ ნორმით
განსაზღვრულ ფაქტობრივ ურთიერთობებზე.

argumentum a maiore ad minus ნიშნავს, რომ კანონით


გათვალისწინებული ირუიდიული შედეგები არ შეიძლება
გავრცელდეს უფრო ნაკლები მნიშვნელობის მქონე
ურთიერთობებზე. მაგალითად, თუ აკრძალულია 5 მგზავრის
გადაყვანა, უნდა დავასკვნათ, რომ კანონი არ კრძალავს 4 ან უფრო
ნაკლები მგზავრის გადაყვანას.
გამოყენებული ლიტერატურა

10
გ. ინწკპირველი, „სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია“, გვ 169.

20
ლ. ჭანტურია, „შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად
ნაწილში“, გვ 102-103.

21
მ. ტურავა, „სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“, მეორე
გამოცემა, თბილისი, 2001 წ, გვ 17.

22
ნ. ფირცხალავა „არგუმენტის შექმნის გზები და სტრატეგიები“,თბილისი, 2005
წ, გვ 80.

You might also like