You are on page 1of 14

სამართლის ნორმის

განმარტება, ხარვეზი,
კოლიზია, ანალოგია
ლიტერატურა: სამართალმცოდნეობის საფუძვლები,
ოლაფ მუთჰორსტი, გვ.98 – 192;
სამართლის თეორია, გიორგი ხუბუა, გვ. 148-163
ნორმატიული აქტების
სტრუქტურა
 ნორმატიული სამართლებრივი აქტი შედგება:
 პრეამბულა (შესაძლებელია არ შეიცავდეს);
 ძირითადი ნაწილისაგან;
 დასკვნითი დებულებებისაგან;
 გარდამავალი დებულებებისაგან (შესაძლებელია არ
შეიცავდეს);
 ნორმატიული აქტი დაყოფილია შემდეგ ტექნიკურ
ნაწილებად:
 მუხლი (ინომრება არაბული ციფრებით);
 პუნქტი/კოდექსში ნაწილი (ინომრება არაბული ციფრებით);
 ქვეპუნქტი (ინომრება ქართული ანბანის ასოებით).
ნორმატიული აქტების სტრუქტურა

თავები - მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით


ჯგუფდება თავებად, ნუმერაციისათვის გამოიყენება რომაული ციფრები;
კარები - თავები შეიძლება გაერთიანდეს კარებად (კოდექსში წიგნებად),
ნუმერაციისათვის გამოიყენება რომაული ციფრები;
სათაური - კარს (წიგნს) და თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს
შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.
ნორმატიული აქტის დანართი - ნორმატიული აქტის არსებითი
შემადგენელი ნაწილი;
 ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით კარის, თავის, მუხლის,
პუნქტის ან ქვეპუნქტის ამოღების დროს ამოღებული ნაწილის
ადგილას მიეთითება იმ ნორმატიული აქტის მიღების თარიღი და
მიმღები ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
 ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით კარის, თავის, მუხლის,
პუნქტის ან ქვეპუნქტის დამატების დროს მიეთითება შესაბამისად წინა
კარი, თავი, მუხლი, პუნქტი, ქვეპუნქტი დამატებითი ციფრით (პრიმა
კარი, თავი, მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი).
ვადების ათვლა

 ნორმატიულ აქტებში ვადების (გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული


ვადებისა და ნორმატიული აქტის ძალაში შესვლისთვის დადგენილი ვადისა)
ათვლისას არ ჩაითვლება დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
 ამ კოდექსში მითითებული ვადების ათვლისას საქართველოს შრომის
კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება. (ზაკ.
მუხლი 15)
 ვადები სამოქალაქო კანონმდებლობაში (სამოქალაქო კოდექსის 121-127 მუხლები);
 ვადის ათვლა -თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის
რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე,
რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო;
 ვადის დამთავრება - დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის
ბოლო დღის გასვლასთან ერთად;
 უქმე და სადღესასწაულო დღეები - თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ
დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს სადღესასწაულო
ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს
მომდევნო სამუშაო დღე;
 ცნებები - ნახევარი წელი ნიშნავს ექვსთვიან ვადას, კვარტალი – სამთვიან ვადას,
რომელიც აითვლება წლის დასაწყისიდან, ხოლო ნახევარი თვე – თხუთმეტდღიან
სამართლის ნორმის
5
შეფარდება

 ფაქტობრივი გარემოებებიდან წარმოშობილ სამართლებრივ


შეკითხვაზე პასუხის გაცემა ორ საფეხურად შეიძლება მოხდეს:
დეფინიცია და სუბსუმცია;
 სამართლის ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები
დეფინიციებით ანუ მნიშვნელობათა ზოგად-აბსტრაქტული
აღწერილობებით განიმარტება;
 სუბსუმცია „დაქვემდებარებას“ ნიშნავს და კლასიფიკატორული
პროცესია. იგი არკვევს, შექმნილი ვითარება კლასიფიცირდება
თუ არა ზოგადაბსტრაქტულად ჩამოყალიბებული
სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების
ინდივიდუალურ-კონკრეტულ განხორციელებად.
 კარლ ენგიშის კლასიკური სიტყვებით არის „აქეთ-იქით ყურება
ნორმასა და ცხოვრებისეულ ვითარებას შორის“

04/22/2024
6
სამართლის ნორმის
განმარტება
 სამართლის ნორმის განმარტება/ინტერპრეტაციის მიზანი -
კანონმდებლის აზრის დადგენა;
 სამართლის ნორმის განმარტების ევროპული და ამერიკული
სისტემები (ორიენტირება ნორმის შენაარსზე-ორიენტირება
გადაწყვეტილების სამართლიანობის დასაბუთებაზე;
 ენის ზოგადი კანონზომიერებების გავლენა სამართლის ნორმის
განმარტების პროცესზე (იურისტი - სამართლის ნორმის
შემფარდებელი ლინგვისტი);
 სამართლის ნორმების განმარტების მეთოდები: გრამატიკური,
ლოგიკური, ისტორიული, ტელეოლოგიური (მიზანი), სისტემური,
შეფარდებით-სამართლებრივი, სუბიექტური (კანონმდებლის
ნება), ობიექტური (კანონის ნება), განმარტების ობიექტის
მიხედვით - კონსტიტუციური ნორმის, საკანონმდებლო ნორმის,
ადმინისტრაციული აქტის, ხელშეკრულების და ა.შ.
04/22/2024
სამართლის ნორმის
7
განმარტება - შეფარდება

 კონკრეტული შემთხვევის შეფარდება/შესაბამისობის დადგენა ქცევის ზოგად


წესთან მიმართებით;
 განმარტების შედეგი: კონკრეტული შემთხვევა იდენტურია ან არ არის
იდენტური ქცევის ზოგადი წესისა;
 ტერმინების ან სამართლებრივი დეფინიციის განმარტება, რომლის
ფუნქციას საკუთარ თავზე იღებს ნორმის შემომქმედი;
 განმარტების სამართლებრივი ძალა, ნორმის შემომქმედის განმარტება, რაც
გამოხატულია ნორმაში ან დამოუკიდებლად. (ანგლო-საქსურ და ამერიკულ
სამართლის სისტემაში ზემდგომი სასამართლოს განმარტებას
პრეიუდიციური/შემბოჭველი ძალა აქვს ქვემდგომი სასამართლოებისათვის).
 ქართული სასამართლო არ არის შებოჭილი სხვა სასამართლოს
განმარტებით;
შენიშვნა: ზემდგომი სასამართლოს განმარტება ქვემდგომმა ან სხვა
სამართლის ნორმის განმარტების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს
სასამართლოს განმარტება, რადგან მოსალოდნელია მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრება.
04/22/2024
სამართლის ნორმის განმარტებათა
8 იერარქია და სავალდებულო ძალა

 კანონმდებლის მიერ ნორმის განმარტებას ზოგადსავალდებულო


ძალა აქვს და ის მოცემულია თვით ნორმაში დეფინიციური
ნორმის სახით;
 სასამართლოს განმარტებას სავალდებულო ძალა არ გააჩნია.
მისგან განსხვავდება კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
(უდავო ფაქტები);
 განმარტებების იერარქია არ არსებობს;
 განმარტების პროცესის შეფასება:
„კანონის აკრობატები“ (მაქს ვებერი)
„ქოთანს ყურს საიდანაც გინდა იქიდან მიაბამ“.

04/22/2024
9
სამართლის ნორმის
განმარტება, გრამატიკული
მეთოდი
 გრამატიკული მეთოდი - განმარტება სიტყვის
მნიშვნელობისა და გრამატიკული წესების (კონტექსტის,
წინადადების ლოგიკური კავშირის) მიხედვით;
 დაუშვებელია სემანტიკურად ერთმნიშვნელოვანი
სიტყვების განმარტება (მაგალითად: ციფრები,
რიცხვითი სახელები და ა.შ.);
 სიტყვების რამოდენიმე მნიშვნელობით გამოყენება
(ტყე), დარგობრივი (სამართლებრივი ტერმინოლოგია)
მნიშვნელობით გამოყენება;
 ნორმის გრამატიკული განმარტების დროს დიდი
მნიშვნელობა ენიჭება სასვენ ნიშნებს;

04/22/2024
სამართლის ნორმის განმარტება,
10 ისტორიული და ტეოლოგიური მეთოდები

 ისტორიული მეთოდი - გამოიყენება მაშინ როდესაც ნორმის


მიღების/გამოცემის დაშეფარდების დროს შორის დიდი დრო
არის გასული;
 ტეოლოგიური განმარტებისას წინა პლანზე წამოიწევს ნორმის
მიზნის დადგენა-რეალიზაცია. მისი მიმართება სიტყვასიტყვით
განმარტებასთან;
 სამართლის ნორმას საფუძვლად უდევს მიზანი - მიზანი არის
მთელი სამართლის შემოქმედი (იერინგი);
 ტეოლოგიური შეზღუდული განმარტების (რედუქცია) გამოყენება
მაშინ არის აუცილებელი, როცა ნორმის ფართოდ განმარტება
კანონის მიზნებთან მოდის კონფლიქტში. (მაგრამ არ სცილდება
სიტყვასიტყვით განმარტებას);
 ტეოლოგიური განვრცობითი განმარტება (ექსტენზია)
გამოიყენება მაშინ როცა სიტყვასიტყვითი განმარტება
წინააღმდეგობაში მოდის კანონის მიზნებთან. 04/22/2024
სამართლის ნორმის ანალოგია
11 „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული
კანონის მე-5 მუხლი
 სამართლის ნორმის ანალოგია მჭიდრო კავშირშია ნორმის ტეოლოგიურ
განმარტებასთან;
 კანონის ანალოგია კერძო სამმართლებრივ და საჯაროსამმართლებრივ
ურთიერთობებში;
 კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი
ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი
ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია);
 საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება
მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში;
 კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი
ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი
პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია);
 საჯაროსამმართლებრივ ურთიერთობებში სამართლის ანალოგიის
გამოყენება დაუშვებელია;
 სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს
ანალოგიით.
04/22/2024
სამართლის ნორმის განმარტება,
12 სისტემური მეთოდი

 სამართლის ნორმა უნდა გავიაზროთ სხვა ნორმებთან კავშირში


და არა იზოლირებულად;
 სისტემური მეთოდი გამოყენებისას ნორმა განიმარტება სხვა
ნორმებთან ერთობლიობაში. მნიშვნებოდა ენიჭება ნორმათა
იერარქიას რაც გულისხმობს:
1 . ქვემდგომი ნორმა უნდა გამომდინარეობდეს ზემდგომი
ნორმისგან;
2 . ქვემდგომი ნორმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზემდგომ
ნორმას;
3 . ქვემდგომი ნორმის განმარტების დროს უნდა
გავითვალისწინოთ ზემდგომი ნორმის მიზნები.
 ზემდგომი თუ იერარქიულად ქვემდგომი ნორმა უნდა
გამოვიყენოთ კონკრეტული შეფარდებისას თუ ისინი ერთმანეთს
არ ეწინააღმდეგებიან? - პასუხი: კონკრეტიზირებული ნორმა.
 ზოგადი და სპეციალური ნორმების ურთიერთმიმართება;
04/22/2024
სამართლის ნორმათა კოლიზია
13

 სისტემური განმარტებისას დგინდება ნორმათა კოლიზიის


არსებობა რომელიც უნდა გადაიჭრეს შემდეგი გზით:
1 . განსხვავებული იურიდიული ძალის მქონე ნორმათა კოლიზიისას -
მოქმედებს მაღალი ძალის მქონე ნორმა;
2 . თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმათა კოლიზიისას -
მოქმედებს უფრო სპეციალური ნორმა („ნორმატიული აქტების
შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი);
3 . სპეციალური და თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმათა
კოლიზიისას - მოქმედებს უფრო გვიან გამოცემული ნორმა;
 თუ ადრე გამოცემული სპეციალური ნორმა წინააღმდეგობაში
მოდის გვიან გამოცემულ ზოგად ნორმასთან, უპირატესობა
ენიჭება სპეციალურ ნორმას. (თუ ზოგადი ნორმის უშუალო
მიზანი არ არის სპეციალური ნორმის გაუქმება, სამოქალაქო
კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი)
 აღდგება თუ არა ძველი კანონი, როდესაც უქმდება ის კანონი,
რომლითაც გაუქმდა ძველი?
04/22/2024
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like