You are on page 1of 3

საკონტროლო კითხვები 12.10.

2020

1. გთხოვთ, განსაზღვროთ საქართველოს ნორმატიული აქტის ცნება და


ჩამოაყალიბეთ მისი ნიშნები;
2. ჩამოაყალიბეთ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს
შორის განმასხვავებელი კრიტერიუმები;
3. ამომწურავად ჩამოაყალიბეთ საქართველოს საკანონმდებლო აქტები. ასევე,
დაახასიათეთ ის სამართლებრივი აქტები, რომელიც არ არის საკანონმდებლო,
მაგრამ კანონის ძალის მატარებელია;
4. განსაზღვრეთ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილი
საქართველოს კანონმდებლობაში, განსაზღვრეთ მათი ადგილი ნორმატიული
ატქების იერარქიაში;
5. რა სახის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციური
შეთანხმება და რას უნდა შეესაბამებოდეს, რას არ უნდა ზღუდავდეს იგი?
6. რა სახის ნორმატიულ აქტს წარმოადგენს ორგანული კანონი და რა
საკითხებზე ღებულობს/გამოსცემს საქართველოს პარლამენტი მას?
7. ვინ განსაზღვრავს/ანიჭებს საჯარო უფლებამოსილების მქონე ორგანოს
ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილებას?
8. როგორ განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
იერარქია/იურიდიული ძალა?
9. ჩამოაყალიბეთ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის
წინაპირობები, რა შემთხვევაში გამოიცემა კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტი?
10. რა განსხვავებაა ნორმატიული აქტის მიღებისა და ძალაში შესვლის თარიღებს
შორის? როგორ რეგულირდება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების
ძალაში შესვლის საკითხები;
11. გააჩნია თუ არა ნორმატიულ აქტს უკუძალა, რა გამონაკლისებს და
წინაპირობებს ადგენს კანონი?
12. დაახასიათეთ საქართველოს ნორმატიული აქტების მოქმედების პრინციპები
ტერიტორიულობის და პირთა წრის მიხედვით;
დავალებები:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა კანონქვემდებარე


ნორმატიული აქტი, რომლითაც დაადგინა მრავალჯერადი სარგებლობის ზოგადი
ქცევის წესები - ტყეპარკის ტერიტორიაზე სალაშქრო ღონისძიებების ჩატარებისა და
კარვების გამართვის შესახებ.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საკრებულოს მსგავსი ხასიათის


კანონქვემდებარე ააქტის გამოცემის უფლებამოსილებას კანონი არ ანიჭებდა,
ნორმატიული აქტის გამოცემის რეალური საჭიროება არსებობდა, რადგან ხშირი იყო
ტყეპარკში ნარგავების დაზიანებისა და ხანძრის გაჩენის შემთხვევები.

აღნიშნული ნორმატიული აქტი ვრცელდებოდა ბორჯომის ტყეპარკზე


სრულად, რაც მოიცავდა როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ისე ახალციხის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიას.

კანონქვემდებარე აქტი საკრებულომ მიიღო 2021 წლის 1 ოქტომბერს და


გასაცნობათ და შესასრულებლად გადასცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის
შესაბამის სამსახურებს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოქვეყნდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში 2021 წლის 25
ოქტომბერს.

ნორმატიული აქტის საკრებულოს მიერ მიღებიდან მე-10 დღეს, ანუ 10


ოქტომბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ახალციხის
ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ტყეპარში აღმოაჩინეს მოქმედი ნორმატიული
აქტით დადგენილი წესების დარღვევით გამართული კარავები და დამსვენებელთა
ჯგუფის მიმართ გამოიყენეს კანონქვემდებარე აქტით დადგენი სანქცია.

აღნიშნულმა პირებმა მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა გადაწყვეტილება


გაასაჩივრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სასამართლოში. როგორი
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ?

 აღწერეთ სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილება და დასაბუთეთ.


ასევე გთხოვთ, მიუთითოთ სასამართლოს სავარაუდო
გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი (საკანონმდებლო აქტის
სახელწოდება, შესაბამისი მუხლი, პუნქტი).
რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, რომელიც 3 წლით სამსახურებრივი
მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, გადაწყვიტა დაექირავებინა
საცხოვრებელი სახლი ავეჯით და ამ მიზნით გაეფორმებინა ქირავნობის
ხელშეკრულება. რადგანაც ვერ ფლობდა ქართულ ენაზე წერისა და კითხვის უნარებს
თარჯიმანს ათარგმნინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და ნათარგმნი
რედაქციის საფუძველზე რუსულ ენაზე შეადგინა ქირავნობის ხელშეკრულება.

საცხოვრებელი სახლის დაქირავებიდან 2 წლის შემდეგომ გამქირავებელმა


მოითხოვა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა იმ მოტივით, რომ ბაზარზე
მომხდარი ცვლილებების გამო საცხოვრებელი სახლი უფრო ძვირად
გაქირავდებოდა, რაზეც დამქირავებელმა უარი განაცხადა და მიუთითა სამოქალაქო
კოდექსის რუსულ რედაქციაზე. დამქირავებლის არგუმენტით დაუშვებელია
ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა აღნიშნული მოტივით.

მხარეებმა კონსულტაციისათვის მიმართეს საადვოკატო ბიუროს. როგორ


კონსულტაციას გაუწევდით თქვენ?

 კონსულტაციის გაწევისას გთხოვთ თქვენი პოზიცია დაასაბუთოთ და


დასაბუთებაში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი საკანონმდებლო
აქტის სახელწოდება, შესაბამისი მუხლი, პუნქტი.

You might also like