Professional Documents
Culture Documents
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა კანონით განსაზღვრული
შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და
საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან
შეთანხმებით ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
მუხლი 11. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
1. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებასა და დეკრეტს, აგრეთვე, როგორც საქართველოს თავდაცვის
ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, – ბრძანებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში და მის საფუძველზე.
2. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157).
3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია (გამონაკლისია ბრძანებულებები,
რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება).
4. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის,
ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული აქტი, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
5. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის ორგანული კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი,
რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას,
კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას და საერთაშორისო ხელშეკრულებას.
7. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადოს საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება.
8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და
სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდგომ. თანახელმოწერის წესი
განისაზღვრება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1157 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3374 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3613 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა იგი.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №488 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
თავი III. ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი და ნორმატიული აქტის
სტრუქტურა
1
მუხლი 15 . ნორმატიული აქტის პროექტის შედგენის, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის), გაგზავნისა
და გადაცემის წესი
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ
ნორმატიული აქტის პროექტის შედგენა, ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა), გაგზავნა ან გადაცემა
ხორციელდება მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად.
3. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს უნდა
დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმის ასლი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილება.
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა
დაერთოს ამონაწერი საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის
თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ოქმიდან,
რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა.ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი
ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის
მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი
(ავტორები) და წარმდგენი;
ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ა.გ) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის
შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი
პროექტის მიღება (გამოცემა);
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის
საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან
შესაბამისობის შესახებ;
დ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის ზეგავლენის შეფასება (საქართველოს
მთავრობის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის
შემთხვევაში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის
დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც, ნორმატიული
აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის
მოსაზრებით, ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის, იგი ამის შესახებ განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილში აღნიშნავს.
ნორმატიული აქტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ, ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით:
ა) დგინდება ახალი ან/და სპეციფიკური უფლებები, ვალდებულებები ან შესაძლებლობები, რომლებიც
ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ გაუჩნდება ქალს ან მამაკაცს დიფერენცირებულად ან/და უთანასწოროდ;
ბ) ხორციელდება ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ნორმატიული
აქტის პროექტიდან და უთანასწოროდ ზღუდავს ან უწყობს ხელს ქალისთვის ან მამაკაცისთვის განათლების,
დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ძალადობისგან დაცვის, შემოსავლებისა და სხვა
სიკეთის, აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიფერენცირებულ
ან/და უთანასწორო ხელმისაწვდომობას;
გ) ნორმატიული აქტის პროექტს აქვს ქალისა და მამაკაცის სამართლებრივ ან ფაქტობრივ თანასწორობაზე
სხვა მოსალოდნელი გავლენა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ, ნორმატიული
აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება
შეიძლება მოიცავდეს იმ შესაბამის ფაქტებზე, ინფორმაციის წყაროებზე ან/და მტკიცებულებებზე მითითებას,
რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შეფასება
და რომლებითაც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი/ინიციატორი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4563 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6536 - ვებგვერდი, 03.07.2012წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2515 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3876 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4607 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №5007 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5907 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6868 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 9 ივნისის ორგანული კანონი №1647 – ვებგვერდი, 23.06.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №2431 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
მუხლი 19. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა
1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის,
საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტების პროექტებისა,
აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა)
სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. (ამოღებულია - 05.02.2014, №1967).
3. საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების
საჭიროება, აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული
შემთხვევებისა.
4. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა
უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული
სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი
ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის
შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.
5. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ
ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე
მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე
დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა აქტის პროექტის მისთვის
გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა
საქართველოს კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ
დასკვნას.
9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.
10. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტების
გარდა, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3283 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.212
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4563 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2640 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3616 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3288 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4250 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №4595 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5570 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1338 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
მუხლი 20. ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი
1. საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის მიერ
მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
3. სხვა ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღად ჩაითვლება უფლებამოსილი თანამდებობის
პირის მიერ მისი ხელმოწერის დღე.
4. ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა
ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია,
რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.
5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3876).
6. ნორმატიული აქტის ცვლილების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
ნორმატიული აქტის მომზადების, მიღებისა (გამოცემისა) და ამოქმედებისთვის დადგენილი წესით, რომელშიც
შეიტანება ეს ცვლილება.
7. ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა
იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება, კერძოდ, ნორმატიული
აქტის სათაური, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების
თარიღი და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
8. ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან
დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი უნდა შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (
ნაწილის), ქვეპუნქტის სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების გათვალისწინებით.
9. დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების რატიფიცირების
საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს
კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4563 - ვებგვერდი, 05.05.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5545 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3876 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
10. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი
ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში
შეტანისთანავე, თუ თვით ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1157 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3613 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
დანართი №1
საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2515 - ვებგვერდი, 22.06.2018წ.
სშ − სრულად შესაბამისი
ნშ − ნაწილობრივ შესაბამისი
შ − შეუსაბამო
ას − არასავალდებულო
1 2 3 4 5 6 7
შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი
პრეამბულისა.
http://www.matsne.gov.ge 010.240.010.05.001.003.647