You are on page 1of 6

I კვირა

კონსტიტუციონალიზმის არსი
ძირითადი ლიტერატურა:
1. შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში“
ავტორთა კოლექტივი, დ.გეგენავას რედაქტორობით; 2019 წ. 1-12
გვ.25-32 გვ. 33-48 გვ.
2. საქართველოს კონსტიტუცია, თავი მეათე.
3. გიორგი პაპუაშვილი: ,,საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია 90 წლის გადასახედიდან’’;

1. საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის მოწესრიგების


სფერო
საკონსტიტუციო სამართალი ნორმათა სისტემაა, რომელიც
სახელმწიფო ორგანოებს, მათ ურთიერთკავშირს, მოქალაქესა და
სახელმწიფოს შორის ურტიერთობას, სუვერენიტეტს,
სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივ, ეკონომიკურ და
სოციალურ სისტემას აწესრიგებს.
მისი მთავარი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოების
მუდმივი და კანონზომიერი ცვლა, შეზღუდოს ხელისუფლება და
მისი ძალაუფლება, და შექმნას ისეთი წესრიგი, რომ სახელმწიფო
ინსტიტუტები თავისუფლების სფეროში უსამართლოდ ვერ
ჩაერიონ, ისე მოაწყოს სახელმწიფო რომ იზრუნოს მოქალაქეთა
მშვიდობაზე და იზუნოს ხალხზე. ადამიანი და მისი უფლებები
განსაზღვრავს მთელ საკონსტიტუციო სამართლის არსს.
საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი აწესრიგებს
როგორც საქართველოს სახელმწიფო მოწყობას, ისე
ითვალისწინებს ქართული პოლიტიკის საფუძვლებს.
კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სამართალი განსაზღვრავს
სხვა დარგების განვითარების ზოგად მიმართულებებს.
საკონსტიტუციო სამართლის ძირითადი სუბიექტებია:
სახელმწიფო, ხელისუფლება და ხალხი, ფიზიკური და იურიდიული
პირები, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და
ავტონომიური ერთეულები, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და
რელიგიური გაერთიანებები...

2. საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის წყაროები

საკონსტიტუციო სამართალში შემდეგი წყაროები გამოიყოფა:


სამართლებრივი აქტები, ჩვეულება, სასამართლო პრაქტიკა და
დოქტრინა. სამართლებრივი აქტები ყველა სახელმწიფოში
სავალდებულო წყაროა, დოქტრინა კი – დამხმარე. რაც შეეხება
ჩვეულებასა და სასამართლო პრაქტიკას, სახელმწიფოთა
მიხედვით მათი ხასიათი განსხვავდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სამართალს ერთადერთი
სავალდებულო წყარო აქვს – სამართლებრივი აქტები.
ნებისმიერი სხვა წყარო, იქნება ეს სასამართლო
გადაწყვეტილებები, ჩვეულებები თუ დოქტრინა, მხოლოდ
ფაკულტატური ხასიათისაა და დამხმარე, მეორეულ ფუნქციას
ასრულებს.
სამართლებრივი აქტი უფლებამოსილი სახელმწიფოს ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული,
შესასრულებლად სავალდებულო აქტია.
სამართლებრივი აქტები გამოხატავს სს-ის სუბიექტთა
ინტერესებს, მიზნებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
სამართლებრივი აქტის ძირითადი მახასიათებლებია:
უფლებამოსილება, კანონიერება და სავალდებულოობა.
სამართლებრივი აქტის ორი სახე არსებობს: ნორმატიული
(სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან
დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.)
და ინდივიდუალური (იგი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს
ნორმატიულ აქტს.)
ნორმატიული აქტის ორი სახე არსებობს: საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ჯამში,
საქართველოს კანონმდებლობას ქმნიან.
სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, არსებობს საქართველოს,
ავტონომიური ერთეულის და ადგილობრივი თვითმმართველობის
ნორმატიული აქტები და ის მოქმედებს მთელი საქართველოს
ტერიტორაზე.
ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები მოქმედებს
ავტონომიური რესპუბლიკის, ხოლო ადგილობრივი
თვითმმართველობის ნორმატიული აქტები – ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.

ნორმატიული აქტების სახეები

საკანონმდებლო ნორმატიული აქტი:


კონსტიტუციური კანონი – საკანონმდებლო აქტია, რომელის
მნიშვნელოვან საკონსტიტუციისამართლებრივ საკითხებს ეხება.
კონსტიტუციური კანონით წესრიგდება საზოგადოებრივი ან
სახელმწიფოებრივი ცხოვრების კონკრეტული სფეროები. მათი
საშუალებით ხდება კონსტიტუციაში ცვლილებების და
დამატებების შეტანა.
კონსისტიტუციური შეთანხმება – ძირითადად სახელმწიფოსა და
რელიგიურ ორგანიზაციებს შორის იდება. მისი საშუალებით
შესაძლებელია რელიგიის თავისუფლების განსხვავებული გაგება
იყოს შეთავაზებული, ეკლესიისა და სახელმწიფოს
ურთიერთობების რომელიმე გავრცელებული მოდელის
დამკვიდრების გარეშეც.
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება
შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულებაა,
რომელიც დაიდო 2002 წლის 14 ოქტომბერს და 12 მუხლისაგან
შედგება, რომლებიც ეხება სახელმწიფოსა და ეკლესიის
ურთიერთობის ძირითად ასპექტებს, განსაზღვრავს სამოციქულო
ეკლესიის სტატუსს, შეღავათებსა და ა.შ.
კონსტიტუციური შეთანხმება ორმხრივი დოკუმენტია და
შესაბამისად, სახელმწიფოს მისი ცალმხრივად შეცვლა ან
შეწყვეტა არ შეუძლია. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს
პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი.
საერთაშორისო ხელშეკრულებები – ერთი სახელმწიფოს მიერ
სხვა სახელმწიფოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან
დადებული შეთანხმებაა, რომელიც საერთაშორისო სამართლის
ნორმებით წესრიგდება.
ორგანული კანონი და პრეზიდენტის დეკრეტი – კონსტიტუციის
ნაწილი ან მისი გარკვეული დამატებაა. იგი ხშირად სხვა კანონების
საფუძველია და მისი საშუალებით სახელისუფლო ორგანოთა
სტატუსი, უფლებამოსილებები და მოწყობა განისაზღვრება.
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის ორგანული კანონის
ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
კერძოდ, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს,
პრემიერმინისტრის წარდგინებით, ეროვნული ბანკის
უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის თანხმობით.
კანონი და პარლამენტის რეგლამენტი – კანონი აღნიშნავს არა
მხოლოდ სამართლებრივ აქტს, არამედ სამართალსაც.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კანონის ძალის მქონე
ნორმატიული აქტია. რეგლამენტით განისაზღვრება პარლამენტის
შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ
ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი, საკანონმდებლო
პროცესი, პარლამენტის საქმიანობის ტექნიკური და
ორგანიზაციული მხარეები.

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი


პარლამენტის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია
პარლამენტის დადგენილება, რომელიც მიიღება კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში. პარლამენტის ის დადგენილება,
რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება,
არანორმატიულია.
საქართველოს პრეზიდენტის კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებია პრეზიდენტის ბრძანება და პრეზიდენტის ბრძანებულება.
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტია მთავრობის
დადგენილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და
კანონების, ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ
შესასრულებლად მიიღება.

სამართლებრივი აქტების იერარქია:

1. საქართვველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი;


2. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები;
4. საქართველოს ორგანული კანონი და პრეზიდენტის დეკრეტი;
5. საქართველოს კანონი და პარლამენტის რეგლამენტი;
6. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი

იმისათვის, რომ ძირითადი კანონი სინამდვილეს სათანადოდ


ასახავდეს, მისი შინაარსი უნდა იყოს ცვალებადი და არა დროსა
და სივრცეში უძრავად გაჩერებული.
მისი ისტორია 1921 წლის კონსტიტუციიდან იწყება.
დამფუძნებელი კრება კონსტიტუციის შემუშავებას ასრულებდა,
როდესაც თებერვალ-მარტის ომი დაიწყო. 1921 წლის 21
თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ საგანგებო სხდომაზე
ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რეს პუბლიკის
კონსტიტუცია, ზოგიერთი თავის მუხლობრივი განხილვის გარეშე.
დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც
საკონსტიტუციო რეფორმამ გამოასწორა, საკონსტიტუციო
ცვლილებების სამართლებრივი მექანიზმის სტატუსის
კონსტიტუციით განუსაზღვრელობაა.
კონსტიტუციის გადასინჯვის ინიცირება შეუძლია მხოლოდ ორ
სუბიექტს - საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტს და 200 000 ამომრჩეველს.
კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული
კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმი განსაზღვრავს კონკრეტულ
ვადებს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის ყველა
ეტაპისთვის. თუმცა ძირითადი კანონი გამონაკლისის წესით
ითვალისწინებს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის
შეჩერებას საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების
შემთხვევაში, ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.
„კონსტიტუცია“ X თავი

მუხლი 77. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი


1. კონსტიტუცია გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, რომლის
პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული
შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან არანაკლებ 200000
ამომრჩეველს.
2. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს,
რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის.
პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი
გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს
დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი
მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს
ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის
მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის
არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან
10 დღის ვადაში.
4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს
ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ
ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.
5. კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით და
საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა
კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
6. კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი
წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების
შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა
შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.

ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორია

XX საუკუნის პირველ მეოთხედში არაჩვეულებრივი ქართველი


იურისტებისა და მოაზროვნეების, – პავლე საყვარელიძის, გიორგი
გვაზავას, ნოე ჟორდანიას, კონტანტინე მიქელაძის, ალექსანდრე
მდივნის, ივანე ჩერქეზიშვილის, რაჟდენ არსენიძის და სხვათა
განსწავლულობამ, მათმა იდეებმა საკონსტიტუციოსამართლებრივ
საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიეს
პირველი რესპუბლიკის სამართალზე.
ქართული კონსტიტუციონალიზმი, მართალია, ისტორიულად
საუკუნეზე მეტი ხნით ჩამორჩება ამერიკულ და ევროპულ
კონსტიტუციონალიზმს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თამამად
შეიძლება ითქვას, რომ იგი ევროპული კონსტიტუციონალიზმის
ნაწილია, როგორც კონცეპტუალური, ისე შინაარსობრივი და
ფორმალური თვალსაზრისითაც. სწორედ დასავლური
კონსტიტუციონალიზმის იდეებსა და საქართველოში მათ
რეცეფციას დაეფუძნა ჯერ პირველი რესპუბლიკის, შემდეგ კი
თანამედროვე საქართველოს სამართლებრივი სისტემა.

სს- საკონსტიტუციო სამართალი

You might also like